♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11


ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება,
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვაატყობ იქყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონშენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყვალაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება:
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს,ტქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია ტავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი,რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება.
ნუ უფიქრდები უაზრო კითხებს
ღმერთის წყალობით
სუყველაფერი კარგად იქნება!
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1403 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Why Did I Get Married
1 სთ 53 წთ

ჟანრი: დრამა, კომედია პოსტერები
 გამოშვება: 12 ოქტომბერი 2007
რეჟისორი: თაილერ პერი
სტუდია: ქეპიტალ არტს ინტერტეიმენტი, ლაიონ გეით ფილმსი, ზე თაილერ პერი ქომპანი ინკ., რუბენ ქენონ პროდაქშენსი
როლებში: რიჩარდ ჯონსი, თაილერ პერი, მაიკლ ჯეი უაიტი, დენის ბუტი, ჯანეთ ჯექსონი, მელიკ იობა, ჯილ სქოთი, შარონ ლილი, კეშა შერპი, კაირა ვაითედი, თეშა სმიტი
ბიუჯეტი: $15M


ფილმის მიმოხილვა

ლირიული ისტორია იმის შესახებ, თუ რა ძნელია თანამედროვე დროში ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის შენარჩუნება. კოლორადოს დათოვლილ მთებში რვა საუკეთესო მეგობარი, რომლებიც დაწყვილებულები არიან ერთმანეთში, ტრადიციულ შვიდდღიან შეხვედრას აწყობენ, რომელიც ნიშნავს კიდევ ერთ გასულ წელს სკოლის დამთავრების შემდეგ. თუმცა ამ ჯერად მხიარულ დროსტარებას ამ ჯერად გამომჟღავნებული ღალატზე გაამუქებს. ეს ამბავი დანარჩენ ახალგაზრდა ოჯახებში გარჩევების კა ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი,
წვიმის სევდიანი იდილია,
რაც მიყვარს ყველაფერი აქეთ არის,
წყალგაღმა მხოლოდ სიკვდილია.

მე რას გთხოვ?_ ბევრი არაფერი,
სიტყვა სიყვარულით მომიწანი,
ვიდრე აქეთა ვარ მომეფერე,
ნავში ჩაჯდომამდე მომისწარი!

თორემ თუ ჩაჯდომა მოვასწარი,
ვეღარ მოვერიე ქარიშხალებს,
მერე,როგორც გინდა დამიტირე,
ფარჩა აბრეშუმი გამიშალე!

აღარ გამთელდება ნაღარევი,
გული აქამდეც რომ მიკერია,
წყალგაღმა არაფერი აღარ არის,
წყალგაღმა მარტო სიკვდილია...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს,
თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით,
ხელს ნუ ჩაიქნევ, იმედი გქონდეს
იცოდე, მუდამ შენთან არს ღმერთი!


თუკი ცხოვრებამ მახე დაგიგო
შენ ხარ პირველი და ერთადერთი?!
ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს,
ყველგან, ყოველთვის არს შენთან ღმერთი!


მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე
და არ იცრუო სიტყვა არცერთი.
მე კი გულწრფელად მინდა გისურვო
მთელი სიცოცხლე გფარავდეს ღმერთი !




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაზაფხულია, რამე ინატრე,
განა ყოველთვის გაგაწბილებენ,
განა ყოველთვის ცას და სინათლეს
თვალახვეული ანაწილებენ...
ხედავ? იებმა გადაგირბინეს,
შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები...
აწი საითაც უნდა გაფრინდე,
შენ არავისში არ შემეშლები.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძალიან მიჭირს,
დავრჩი უშენოდ...
ვევედრე წვიმას, ვევედრე სეტყვას...
გავყურებ წარსულს, თავს რომ ვუშველო...
წარსულს...
რომელიც, უშენოდ ფეთქავს...

ვოცნებობ იქნებ,
რომ შენთვის მოვკვდე...
ვოცნებობ ამას, ყველაზე მეტად...
მე მოგონება ფეხდაფეხ მომსდევს...
მე კი...
გავრბივარ, საშველად ღმერთთან...


მკლავს უშენობა...
და ამწყოს ვუმხელ...
წარსულს, მომავლის სანაპიროდან...
რად არ მესიზმრე...
ვერ ვხვდები, წუხელ...
ან ღამე, ასე რატომ ტიროდა...

ძალიან მიჭირს...
და დავრჩი კენტად...
დამაპეტრონა მე სიმარტოვე...
მე მყვარებიხარ იმაზე მეტად...
წარსულში ,
სადღაც რომ მიმატოვე...

ჩავდივარ დაბლა,
ავდივარ მაღლა...
შენამდე, მინდა გზა გადმოვლახო...
მე რომ მეგონა, იყავი სადღაც...
თურმე...
ჩემს გულში, ყოფილხარ ახლოს...

გავყურებ წარსულს,...
თავს, რომ ვუშველო...
წარსულს, რომელიც უშენოდ ფეთქავს...
გავგიჟდი,
როცა დავრჩი უშენოდ...
და ციდან...
ისევ მოვყევი სეტყვას...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამხატე... ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
შემილამაზე მარტოობა მხიარულგრიმით,
შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდაბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცაც.... ოღონდ თეთრი მოსაცყენია,
სანთლებისრკალში ჩაატიე მთელი სახატო...
ჩემს ოცნებაში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო,.
მე აღარ მინდაშემოდგომის ფოთოლთა ცვენა,
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფის ფერი,
თეთრიზამთარი??-მე არ მახსოვს... ეს იყო ძველად...
შენ დამიხატე უნამქერო დაიისფერი. d
ახატე მიწა... და მზის აკვნად აქციე თოვლი...
ყველა სურვილი დასაცყისში ასე მუნჯია...
ზღვაც დამიხატე... ოღონდ მწვანე ვით მოლი,
მერერა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია...
დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე, თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით.... უმასკარადოდ...
ამ სამყაროში ბევრირამე შეცვალე, თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დედიკო, დედა,
თვალებს ვახელდე და მზეს ვხედავდე მინდა,
ერთი თქვენგანი ვიყო მინდა,
ვუყვარდე და მიყვარდეს მინდა,
სახელი მერქვას მინდა,
წვიმა მინდა და თოვლი მინდა,
მამა გავხდე მინდა,
სარკეში ვიხედებოდე და ჩემს თავს ვხედავდე მინდა,
ნაყინს ვყიდულობდე ბავშვებისთვის მინდა,
საფლავი მქონდეს რომ მოვკვდები მინდა, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 979 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ცხოვრება მიდის, ნელია…
და ჩემი ტანჯვის გაგება ძნელია
ძნელია გიყვარდეს ვინმე გაგიჟებით,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერასდროს ვერ მიხვდებით…

სიყვარულია მუდამ რომ მტანჯავს
და ჩემს თვალებში შენ სახელს ქარგავს…
ამ ლექსს თან დიდი გრძნობები ახლავს,
მაგრამ ამის თქმას აზრიც კი არ აქვს.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შეეხე თითებით მთვარეს,
რათა მისი შუქი შეიტანო
მარტოსულ ოთახში.
წამწამებით დაჩრდილული
შენი სევდისფერი თვალები
ეძებდა გულებს მზეების ოკეანეში.
ეს იყო ადრე.
და როცა ვუყურებ ცას,
მე ვგრძნობ, რომ
< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რეალური, ყოველდღიური ცხოვრების მიღმა არსებობს ჩვენი მეორე ცხოვრება, რომელიც სიზმრებში, წარმოსახვებსა და ხილვებში მიმდინარეობს. ხანდახან დგება დრო, როდესაც ადამიანი იწყებს ცხოვრებას ,,ცხოვრების მიღმა”.
ლექსი ეძღვნება ქალს, რომელსაც ერქვა
ლუკერია და ცხოვრობდა მეცხრამეტე საუკუნეში.


ცხოვრების მიღმა, სადაც მწვანე ხმაურობს ტალღა
და აჩრდილები ბანაობენ რძის სავანეში,
ლურჯი ზეცის ქვეშ მივაბიჯებ იქითკენ, სადაც
მბრწყინავი მთვარე ჩამოვარდა ჭვავის ყანებში.


და სანამ მივალ, ეს ღრუბლები როგორ იზრდება,
ჩემსკენ მოდიან, ვარდისფერნი გახდნენ სრულებით,
სულ დაბლა ღელვით მოცურავენ, მწვანე მინდვრებზე
ჭვავის მსუბუქი ღეროებით დაისრულები.


ღრუბლის მორევმა გადამლეკა ცივი ზვირთებით
და ვარდის ცვარის სურნელებამ სახე დანამა,
და ერთ სუნთქვაში, ოცნებაში, აღმაფრენაში
ღრუბელი იქცა ყვავილებად, იასამანად.


და როცა წვრილი ყვავილების ჩამთავრდა წვიმა,
როდესაც გაჰქრა წვიმის ფარდა უნატიფესი,
მე დავინახე, რომ ელვარე თეთრით მოსილი,
მწვანე მინდორზე,სხივნათელი იდგა იესო!

და მაშინ თითქოს საიდანღაც მეცნო ეს მხარე,
წიგნის ფურცლების სიმსუბუქით ფურცლავდა ქარი
ნათელთვალება ღიღილოებს, აღებდა კარებს
თეთრ სამრეკლოსი, წკრიალებდა პატარა ზარი.


მიველ უფალთან, შევეკითხე სხივით შემოსილს,-
"ეს რა მხარეა, ახლა სად ვა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცისფერ ღამეში დაიმსხვრევა პირამიდები,
სფინქსის თვალები ატირდება ჩვილი ბავშვივით,
როცა დაღლილი, უდაბნოში, თეთრი სამოსით,
პირამიდებთან ნაღვლიანი ქრისტე ჩაივლის.

და ბეთჰოვენის სიმფონია შეშლის უდაბნოს,
ქარის მუსიკა ბებერ ქვიშას ტალღებად გაშლის...
შენ პოეტი ხარ, და ოცნებას ქრისტეს უამბობ,
რადგან ამ ქვეყნად ქრისტეც იყო ოდესღაც ბავშვი.


თუკი კაცი ხარ, სიხარული ვეღარ მოგიცდის.
მკვლელის ხელებმა ყვავილების ბაღი გააგეს.
ამ ქვეყანაზე კაცობისთვის ის ხალხი იცლის,
რომელთაც უკვე ცხოვრებაში ძლიერ წააგეს!


ცისფერ ღამეში დაიმსხვრევა პირამიდები,
სფინქსის თვალები ატირდება ჩვილი ბავშვივით,
როცა დაღლილი, უდაბნოში თეთრი სამოსით,
პირამიდებთან სევდიანი ქრისტე ჩაივლის...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1327 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


El niño pez
1 სთ 36 წთ

ჟანრი: დრამა, ტრილერი, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 06 თებერვალი 2009
რეჟისორი: ლუსია პუენსო
სტუდია: მკ2 პროდაქშენსი, ჰისტორიას სინემატოგრაფიკას სინემანია, ვანდა ვიჟენი
როლებში: ინეს ეფრონი, კარლოს ბარდემი, პეპ მუნე, დიეგო ველასკეზი, არნალდო ანდრე, აილინ სალასი

ფილმის მიმოხილვა
ორი ახალგაზრდა გოგონას სიყვარულის ისტორია. ლალა ცხოვრობს ბუენოს–აირესის ერთერთ რაიონში, აილინი კი – მოახლეა. მათი ოცნებაა – ერთად იცხოვრონ ტბის პირთან წყნარ და მშვიდ ადგილას. მაგრამ ლალას მამის მკვლელობა ყველაფერს შეცვლის...





... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დავკარგე .... ქვეცნობიერად ვეძებ დილას მერე… ამოვატრიალე სულის ყველაზე მიუწვდომელი კუთხე -კუნჭული და გულის მტვერდადებული ნაპრალებიც ...

ვერ ვიპოვე ...

.გზადაგზა თავი სხვადასხვა გასართობით შევიქციე ,მაგრამ სიცარიელის შეგრძნება მაინც არ მტოვებს ... მჭირდება ...

აუხსნელი კალამბური მიტრიალებს თავში დილას აქეთ . ადგილებს ვუნაცვლებ სიტყვებს ,მნიშვნელობებსაც ვაცალკევებ ფიქრებში და მაინც ვერ მოუყარე თავი აზრებს ... რა მემართება ?... ???

უმისამართო ,მოლურჯო მელანქოლიით ივსება სივრცე... კედლებს ტალღების ხმაური აკრავთ დამცავ ზოლად ...ფანჯრიდან შორეული ანძის სევდისფერი ლიცლიცი იღვრება ... და მონოტონურ რეჯიმში აგრძელებს მუსიკა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცოდე ფიქრებს არ ენდო... გწამდეს ყველაფერი კარგად იქნება... იცოდე ოდესმე ყველაფერი სრულდება... ბედისწერამ კი ჩვენი ერთად ყოფნა აღარ ინება... გრძნობა ოდესღაც განელდება... მაგრამ მოგონებები არასდროს წაიშლება... ცხოვრებაში ბევრ რამეს ისწავლი... გავა დრო და ამასაც მიხვდები... დაქროლებს ქარი... შორიდან მომიტანს მე ნაცნობ ღიმილს... ეს შენ იქნები... არასდროს ინანო რომ ერთმანეთი გვიყვარდა... არ იტირო ცრემლი არ მანახო... მე ყოველთვის შენს ფიქრებში ვიცოცხლებ... როცა ერთ დღეს რაღაც მოულოდნელად გაგახსენებს ჩემს თავს... არ მოიწყინო... როცა ყველაფერი დასრულდება... როცა ჩვენი სულები ზეცაში წავა, მაშინ ყოველთვის ერთად ვიქნებით... როცა ზღვა აღარ იღელვებს გეტყვი რომ ისევ ძველებურად... მიყვარხარ... ერთ უძირო მთვარიან ღამეს, მე ისევ მოვალ შენთან...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ გახსოვს, ხშირად გალოდინებდი,
გეკარგებოდა მოსვლის იმედი;
მე კი შორიდან გითვალთვალებდი,
ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი.

მე მახარებდა შენი ჩივილი,
შენი ბუზღუნი და საყვედური.
ჩრდილში, ხეებთან იდექ ჩრდილივით,
მართლაც ჩრდილივით ჩემი ერთგული.

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან
მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,
სისხლი დალია და დამშვიდდა.
დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა
წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან,
მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა
ფრთEბი წამგლიჯა და გაფრინდა.
ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული
ნატვრა აუსრულეს ბატონებს,
დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური
მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტოვეს.
ლოცვა და გალობა არ გვაცალეს
ჭკუას არც ვინ სთხოვა აშარებს,
ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს
კიარ დაგვამარცხეს,დაგვშალეს!
ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი
მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,
ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით
სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.
შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი
ავად გაგვითენეს შავი დღე,
თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით
"წესრიგი დაამყარეს" დაგანგვიდგნენ.
ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის
რომელი მსაჯული და რა ციხე,
ტანკებით გადაგვიხნეს მინდორველი
ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.
მორჩილებისკენ მოგვიწოდეს
ჭკვაც დაგვარიგეს თავიდან,
მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს
ცეცხლი დალიეს და.......ჰაიდა!
მიდის მიმავალი, მოდის მომავალი
ქუჩები ყოველწუთს იცვლიან სახელებს,
ღმერთო სამართალი რომ არა არის
სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.
ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა
მუხლი მოიკვეთა მთაწმინდა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ გაწვიმდა გამთენიისას,
ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები,
საუცხოოა აქ სურნელება
მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი.
არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს,
იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს
თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა
და ხვდები მალე - გაიმაისებს!
აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის,
როცა სარკმლიდან შენ მეგებები
ლოიალური იერი გმოსავს
თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით.
და ვხვდები უკვე არის გვიანი
ეს სიყვარულიც ოცნება გახდა
ვიღაც პოეტი სარკმელთან გიცდი
და მაინც, მაინც იწევა ფარდა...
რომელიც გმმალავს, არ გაჩენს,
მზერას უნიღბავს ზურმუხტის თვალებს
ქალს - მე, რომელსაც მუზა ვუწოდე
და ჩემს ლექსებში გავაქალღმერთე!
ვიცი... ძნელია ეს სიყვარული,
გრძნობა, რომელიც არ ჰგავს გაზაფხულს
ხარ საოცარი უფლის ქმნილება
და ჩემი ლანდიც ალბათ აღარ გსურს...
რომ დაინახო იმნაირი, რომ
ვერვინ გეტრფოდა დედამიწაზე
წვეთებს ითვლიან შენი ნაკვთები
და ჩვენც ვეყრებით ამ წვიმის ხარჯზე...
ჰო... ვერ შეხედავ უღვინოდ დამთვრალს
და ვერ გაუგებ რითმებს ჩემებურს
კალამმა ცრემლი შენთვის დაღვარა
უნდოდა ეთქვა (სიყვარული მსურს)
ქალის, რომელიც უცდის ბეღურებს
და გარიჟრაჟზე აპურებს ხშირად
უმზერს განთიადს - სიამით ტკბება
და ინუგეშებს ამით ხასიათს...
კიდეც ხალისობს იმ პოეზიით,
რომელიც მხოლოდ მისთვის შექმნილა
უშედეგოა პოეტის ლოცვაც,
„თავზევით ძალა ჯერ არ შობილა"
გაწვიმებისას სარკმელთან ხშირად
ისევ გაივლის ვიღაც პოეტი,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1019 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ გაწვიმდა გამთენიისას,
ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები,
საუცხოოა აქ სურნელება
მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი.
არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს,
იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს
თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა
და ხვდები მალე - გაიმაისებს!
აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის,
როცა სარკმლიდან შენ მეგებები
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Possession(2009)
1 სთ 26 წთ
ჟანრი: დრამა, დეტექტივი, ტრილერი, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 17 მაისი 2008
რეჟისორი: საიმონ სენდქვისტი, , ჯოელ ბერგვალი
სტუდია: ვერტიგო ინტერტეიმენტი, იარი ფილმ გრუპი, ადიქტიდ პროდაქშენსი, სპრიტფაიარ ფიქჩერზი
როლებში: სარა მიშელ გელარი, მაიქლ ლენდისი, უილიამ ბ. დევისი, პოლ ჯარეტი, ლი პეისი, მაიქლ იონსონი


ფილმის მიმოხილვა
საშინელი საავტომობილო კატასტროფის შემდეგ ჯესიკას ქმაეი და ძმა კომაში აღმოჩNდებიან. მაგრამ ცოტა ხანში ძმა გამოდის კომიდან და თვლის რომ ისაა ჯესიკას ქმარი...




DVD - RUS 693 MB
... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უცნაურად დავიგალე
უცნაურად მოვწყდი ტოტს
უცნაურად ვიფატფატე
მოვხვდი შორს ძალზე შორს.
უცნაური რამე ვნახე
უცნაური ქვეყანა
ყველა სახლის სახურავზე
სულ ფოთლები ეყარა.
უცნაურად სუნთქავდნენ და
უცნაურად მღეროდნენე
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ესოდენ ტკბილი მოგონებანი
იმედს მოჰგვრიდა იდუმალ მგოსანს,
მისტიურობის ნავთსაყუდელში,
ის კითხულობდა ვეფხის ტყაოსანს.

ოდეს შეიქმნა საღამოს ჟამი,
მწუხრის საათმა სამჯერ ჩამოჰკრა,
იქ შორიახლოს გზაჯვარედინზე,
ყმაწვილმა სასხლეტს თითი გამოჰკრა.

კაცმა დაკეცა წიგნი სვიანი,
და პენსნე ცხვირის წვერზე დაიდო,
ტანი შეჰკაზმა მან ტანსაცმელით,
და თოფის ლულა მხარზე გაიდო,

ის გზას გაუდგა რათა გაეგო,
გზაჯვარედინზე ქუხილი ბედის,
და დასჯის ერთობ სურვილმა იპყრო,
დაუნდობელი სიკვდილის გედის.

კაცი რომელიც გულს გაგიქვავებს,
ვინც არც კი იცის ბედის ლხინება,
კაცი ზმანების გამოძახილის,
ბედუკუღმართი გამოვლინება.

ამჯერად მიჰქრის ურიცხვი სწრაფით,
მიჰქრის მგოსანი ფიქრით გამდგარი,
და შეკაზმულსა მის ბედაურის,
ფეხების ფლოქვებს გააქვს დგანდგარი.

განჭვრეტს შეძრული ბედის ავდარში,
ტვინში შეუძვრა შავი მაქცია,
ნუთუ დაუდგა ჟამი ვაების,
და ეწყო გულის მას დიფრაქცია.

ამდროს მიადგა ის გზაჯვარედინს,
სადაც აღსრულდა ყმაწვილის ბედი,
სადაც გავარდა შავი ნაგანი,
სადაც წამოჯდა სიკვდილის გედი,

მიუახლოვდა დაღუპულ ყმაწვილს,
და გადაავლო გარემოს თვალი,
ისე დაუწყო გარემოს მზერა,
თითქოს ემართა ყველაფერს ვალი,

მან გადაჰხადა ყმაწვილს სუდარა,
და საოცრებამ იწყო დინება,
იქ დაბრედილი ციკანი იწვ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1205 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ელვამ განაპო მქუხარე ზეცა,
ცაში აიჭრა მრისხანე ალი,
იდუმალების ორომტრიალში
მოემართება ორფეხა ქალი.

ორფეხა განა ქათამიაო,
ფიქრს გაივლებდით ტვინიკოს თავში,
მაგრამ ქალს მართლაც ორი ფეხი აქვს,
გინდ დარში იყოს და გინდაც ავში.

სახეს უმალავს პირბადე შავი,
და თითებს ტყავის ხელთათმანები,
ერთი შეხედვით იუდას ქალს ჰგავს,
მაგრამ მას არ აქვს ცივი დანები.

მას აქვს მრისხანე, ცივი იერი,
გამოხედვა კი ყინულის ლოდი,
მისი ვირუსი ფილტვს გაგიხვრეტავს,
გინდ კავ-9 გქონდეს და გინდაც ნოდი.

ვირუსი ეს რაღაც ტროიანი და
ვიზუალ ბასიკის სკრიპტი კი არა,
ვირუსი მისი მრისხანებაა,
რომელმაც წლობით დიდხანს იარა.

ქალი შეჩერდა დიდ პადიეზდთან,
მზერა შეავლო შესასვლელს ჩუმი,
იგი მზად იყო ყველაფრისათვის,
თუნდ შეეჭამა ხინკალი უმი.

ხინკალი ისე რითმის გულისთვის,
მაგრამ წამსვლელი იყო ყოველზე,
მზერა კი მეტად მრისხანე ქონდა,
მას კოღოსა და სისხლის მწოველზე.

და ამ დროს ფეხი შედგა კიბეზე,
და გაიხადა ხელთათმანები,
განზრახვა ნაღდად მას ცუდი ჰქონდა,
დიდხანს ნაფიქრი, მონაზმანები.

თვალი შეავლო სოჩიკის ნუსხას,
ორმოცი იყო იქ და მგონი მეტი,
უცბად ერთ ბლოკზე მზერა მიაბყრო,
ბლოკის ნომერი იყო ცამეტი.

სოჩიკი ბრუნვით ციფრებსა სწერდა,
რაც იმას ნიშნავს რომ სახლში იყო,
სახეზე მზაკვრულმა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1216 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გეხვეწები...
ნუ მაშინებ დაშორებით....
თითქოს, სადღაც დარჩენია გული წარსულს...
მე ხომ, დარდი დავანგრიე, მაჟორებით...
იცი, რაც მსურს...

გეხვეწები...
ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...
მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო...
მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები...< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1364 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უცნაურად დავიგალე
უცნაურად მოვწყდი ტოტს
უცნაურად ვიფატფატე
მოვხვდი შორს ძალზე შორს.
უცნაური რამე ვნახე
უცნაური ქვეყანა
ყველა სახლის სახურავზე
სულ ფოთლები ეყარა.
უცნაურად სუნთქავდნენ და
უცნაურად მღეროდნენე
უცნაური მოთმინებით
ზანთრის მოსვლას ელოდნენე.
უცნაურად დავიღალე
უცნაურად დავეშვი
შენი სახლის სახურავზე
შემოდგომის ღამეში...



....................................................




მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად,
ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს ,
გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი,
მზის სხივი ნაჟური გაგათბობს
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
თვითონვე გაოცდე, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1190 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მერე რაა,რომ მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1277 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს მე არა ვარ, ეს მე არა ვარ,
ოთახს რომ ლაღი სიცილით ვიკლებ,
მსურს, რომ გავექცე ფიქრთა ქარავანს,
მარტის მთვრეს და აპრილის ფიფქებს.

თორემ ეს მე ვარ, რომ არ მაძინებს
ხიდან ფოთოლთა უღონო ცვენა,
ეს მე მამძიმებს, ეს მე მამძიმებს
თუ მოგაყენე პატარა წყენა.

როცა რაღაცას ვერ ვარქმევ სახელს,
მეცოტავება სივრცე და ჟამი,
როცა ვიღაცის ფიქრიან სახეს
დავატარებ დ ვერ ვტოვებ წამით.

ეს მე ვარ, მე ვარ, თქვენც რომ გაძალებთ
ყველა დაგვალულს აპკუროთ ნამი,
მე ჩემი ღმერთი ასე მაწვალებს
და ჩემი წილი სივრცე და ჟამი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 945 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


"შენ არ დაბრუნდი სიკვდილის მერე"..

-ვწერდი და თვალზე ცრემლი მდიოდა,

როგორ მინდოდა,ჩემთვის ყვავილი

რომ მოგეტანა საიქიოდან.

მე არშემდგარი შეხვედრა ჩვენი

როგორც ჭრილობა-ისე მტკიოდა

და მოველოდი იმედით,რწმენით,

ხმას მომაწვდენდი საიქიოდან.

ვერც უკანასკნელ გზად გაგაცილე,

ზამთარი იყო,ქუჩებს სციოდათ,

მოვრბოდი...როგორ დავიგვიანე!

მჯერა,მხედავდი საიქიოდან.

მახსოვს ობოლი გუდამაყარი

მარტოობაზე როგორ ჩიოდა,

იქნებ სჯეროდა,მასაც სჯეროდა-

დაბრუნდებოდი საიქიოდან.

გაივლის წლები რამდენი ალბათ

და გული,სადაც ცეცხლი ღვიოდა

არ დაბერდება..თუმც კი,სიბერე

სხეულს მოუხმობს საიქიოდან.

და მჯერა,როცა ჩემი დროც მოვა,

მთით მონაბერი გრილი სიოდან

ჩემს ვასაყვანად შენ მოხვალ,შენ და

ყვავილს მომიტან საიქიოდან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1168 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეები გადიოდა!!!!!! სწრაფად!!!!! სწრაფად!!!!!! რა ცუდია რომ დროს ვერ გავაჩერებთ. . . . . . სიხარულში და ბედნიერებაში ყველაზე სწრაფად გადის დრო, ხოლო უბედურებაში კი მიცოცავს . . . . . . . . .
ანისთვის დრო ეხლა ძალიან ჩქარა მიჰქროდა, ის ხომ უზომოდ ბედნიერი იყო. . . . . .
ერთ დღეს მაისში იყო ლამაზი და საოცრად მშვენიერი დღე. გიომ გადაწყვიტა ანისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.
ანი იცი მე შენთვის სიურპრიზი მაქვს და იმედია გაგახარებს!
რაა ასეთი?
სიურპრიზია! მოდი თვალებს აგიხვევ ასე უფრო კარგად გამოვა.
ღმერთო! როგორ მაინტერესებს რა არის.
გიომ ანის მოკიდა ხელი და "ოცნების კუნძულზე” წაიყვანა.
აი მოვედით! ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ცხოვრება ლოდინში გაილევა, უსასრულო ლოდინში, ჩემი ცხოვრების დრო და ჟამი ნელა ძალიან ნელა მიცოცავს, ბედი დამცინის, რისთვის ვერ ვივიწყებ მას, თითქოსდა ამის იქეთ არ არსებობს არსებული დრო . . . . . . . . ! მხოლოდ დრო მკლავს, რომლის უკიდეგანო სივრცეში ჩაქსოვილია მჭიდროდ მოლოდინი.
ეს ღამეც ნელა, თეთრად თენდებოდა, მაგრამ უცნაური იყო დანარჩენ დღეებთან შედარებით. ცივი, წვიმიანი, თითქოსდა ჩემს წუხილს ცა ღვრიდა. ვგრძნობდი რაღაც უცნაურ ტკივილს, რაღაც გული ცუდს მიგრძნობდა და მეშინოდა. . . . . . .
(ანის გული სწრაფად უცემდა და მართლაც რაღაც საშინელი ტკივილი იგრძნო სხეულში, რომელმაც თითქოსდა სასიცოცხლო ძაფი ჩასწყვიტა მასში. გრძნობდა რომ გონება ებინდებოდა და ირგვლივ ყველაფერს გაორმაგებულად ხედავდა.)
ღმერთო!!!
უცებ ტკივილმა აიძულა ხმამაღლა ეთქვა ეს სიტყვა და უსულოდ დაეცა. მშობლებმა ხმაური გაიგონეს და ოთახში შევარდნენ. დაინახეს ანი უსულოდ იატაკზე დაგდებული. დედა პანიკამ მოიცვა. სასწრაფო გამოიძახეს და ანი საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ყველაფერი მოულოდნელად და უეცრად მოხდა. შემდეგ ყველამ გაიგო ეს შემზარავი ამბავი და საავადმყოფოში მოიყარეს თავი. ელოდნენ ანის გონზე მოსვლას, ყველა საათს მისჩერებოდა, როგორც იქნა ანი გონს მოვიდა. ექიმმა ყველას შეატყობინა და ყველამ ერთდროულად შვებით ამოისუნთქა. დედა პალატაში შევიდა, შეაღო კარი და დაინახა შვილი, ფერმკრთალი და გული აუჩუყდა:
დედა რა მოხდა?
ნუ გეშინია შვილო, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ცოტათი შეუძლოდ გახდი. ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1082 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,
სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა
და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.
ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს
გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,
და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს
გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...
აჰა, მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი,
მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა,
ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, — უნდო მხედარი,
მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და... გულგრილობას!
ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას,
უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა,
ბედისწერა კი მაინც ახვევს ქსელს, ვით ობობა
და მოჰყავს თოვლი! ავანსცენას ანათებს თოვლი!
შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას...
რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი,
თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მოვალ შენთან,ვით გაზაფხული,
ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას.
მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო,
რომ, სიყვარულზე რაიმე გითხრა.

გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი,
სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ.
მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს
და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...

თუ, მოგენატროს ჩემთან ალერსი,
ჩემი თვალები, თუ, გაგახსენდა,
მე, ყვავილების თეთრი ბილიკით,
თვით, სიყვარული მომიყვანს შენთან.

და როცა მოვალ, ვით, გაზაფხული,
კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს,
მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად,
რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.

გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას
და დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მე შეგიყვარებ ისე ძლიერად,
რომ, შეშურდება, შენი სხვაკაცებს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გულში ოცნებების
აფრები შრიალებს...
ქრებიან სულებში გაჩრილი ლანდები,
სიცოცხლის რიტმებს და ნიავებს ავყვები,
და ვდნები,
გაფრენილ ოცნებებს გავყვები...
ვინ იცის! იქნება ხვალ არც გამითენდეს,
იქნება ტუჩებზეც გამიქრეს ღიმილი,
დარჩება მუდამ..
და ყოველთვის მგზნებარე მზე,
ვით დრომოჭმული დარდი თუ ტკივილი!..
ტირილი..
ცრემლებად დაღვრილი დღეების ნაზი აჩრდილებით
აღვსილი ნისლები.
გპირდები...
ამ ქვეყნად დარჩენას გპირდები...
სიცილსაც არ შევწყვეტ,
სიმღერით გავყვები არეულ ბილიკებს.
მომძებნი? მოგძებნი..
ცისარტყელების ფერებში დაკარგულს
გიპოვი ისევ... და
ერთად შევხვდებით გაზაფხულს...
ვხედავდი.. ფიფქებად ჩამოსულ ტირანებს ქუჩებში
ვხედავდი ძალმოკლულ სიცოცხლეს...
ვტიროდი..
ვფიქრობდი.. თუ კი მე ვიცოცხლებ..
ყველას მოვუშუშებ პირმოხსნილ იარებს...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1442 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქარი გეხება ჩალისფერ თმებზე,

ნაზად გიამბობს ჯადოსნურ ამბავს

ამ ნაამბობში სათუთად აქსოვს

გალობად ქცეულ გრძნობების ზღაპარს...

შენი თვალების ელვარე მზერა

გულში ჩამრჩება ვერ ვიძრობ ლახვარს!...

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხომ მოვა ის დღე , როცა გიხილავ
როცა შევხვდები შენს თვალებს სადღაც..
მასში დავითვლი თითეულ ელვას,
თითეულ ელვას გავიხდი წამლად!

შენზე ფიქრებმა სილა გამაწნეს,
დამიმორჩილეს , არ მკითხეს აზრი
ისევ მიყვარხარ, ისევ გნატრულობ,
მაგრამ მე მაინც მივხურე კარი....

მივხურე კარი, დიდხანს შევყურე
ვერ აღვიქვავდი, როგორც სიმართლეს,
მაშინ ფიქრები ჩემს გულში გაჩნდნენ
და ჩადენილი გამისამართლეს...

გავმიჯნე აზრი, ესეც შევძელი,
გავყევი იმ გზას , სულ რომ ვეძებდი,
ვეძებდი , მაგრამ , როცა ვიპოვე
მე მასზე გასვლა ვეღარ შევძელი...

შენს მზერას ვგრძნობდი, სადღაც ფიქრებში
ის მიბრძანებდა კვამლში დაკარგვას,
საწადელს მისწვდა ჩაებღაუჭა
და მერე ისევ გადაიკარგა ..

გადაიკარგა , მანამდე სანამ
ხელახლა მოვა ფიქრების წვიმა ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია
ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით...
მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია -
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი
.
ღმერთი ხარ? - მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ -
ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს...
უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს,
არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ
.
მე ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მინდა...
ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით...
შენ შეცდი ძვირფასო... დახარე თავი და
დაღუპულ ზმანებებს მიაგე პატივი! ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1293 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.

ცივ ბუდეებში
სამუდამოდ დააბინადრა
თვალები - როგორც ლაყე კვერცხები -
ვერანაირი მზის ქათამი ვეღარ გამოჩეკს -
სიხარულის თბილ - თბილ
წიწილებს.

თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.

ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე -
ხან თავსხმა წვიმამ გადარეცხა,
ხან დაბერა სამხრეთის ქარმა,
ხან ყველა ტყეს მოედო ცეცხლი,
ბოლოს - დათოვა -
ყველა გზა უცებ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...
ღამის ანთებას ველოდები და განათდება. ჩემი სიცოცხლე გაიქცევა, როგორც ზანგი.

ნათელი ფათურობს ჩემს ოთახში. ღამე ყავასავით დაიღვარა. ცაზე მზე, როგორც ჭიქაში ლიმონი. კარგი ამინდი იდგა, ლამაზი ქალივით, თვალსაც ახარებდა და მოქმედებისკენაც გიბიძგებდა.

გადავწყვიტე მეხეტიალა, მარტოს, მთელი დღე. სახლიდან გამოვედი, ჩამოვირბინე კიბეები. მიყვარს ნაწვიმარი ასფალტი, მთვარისა და ნათურების შუქით აბრწყინებული. მაგრამ არც ღამე იყო და არც წვიმა. საიდან მომაგონდა, არც ის ვიცი.

"მარშუტკამ" გამიჩერა. ავედი. დავჯექი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და გამიკვირდა. იმიტომ რომ, ჩემს ცხოვრებაში ასე ჩვეულებრივ, არაფერი ხდება.

ჩემს წინ ორი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1053 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორ ძალიან მომენატრე იცი? იცი რა ცუდად ვარ უშენოდ? როდესაც არ გელაპარაკები თავს მარტოდ ვგრძნობ, შენ მე სიცოცხლის უნარს მაძლევ, თითქოს შენთან ლაპარაკის დროს,თვალებით მეუბნები იცოცხლეო ჩემთვის, განა არღირს რომ ჩემთვის იცოცხლო? მე კი გეტყვი, გეტყვი რომ შენთვის ვცოცხლობ, ვცოცხლობ იმიტომ,რომ შენთვის ღირს, სიცოცხლე თუნდაც ერთი წამით...

ეს ერთი წამიც საკმარისია იმიტომ, რომ მეტი დრო არ მაქვს ალბათ და რომც მქონდეს არ მინდა! არ მინდა იმიტომ, რომ მინდა რომ ჩემგან შორს იყო რადგან... ასე უფრო ძლიერ მეყვარები და უფრო მეტ ინტერესს აღძრავ ჩემში !!!


შენ ჩემთვის მრავალგვერდიანი წიგნი ხარ, ზუსტად ის წიგნი, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია და მე მის ძებნას შევალიე მთელი ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი არსება და... ალბათ ღირდა რომ თუნდაც მაგისთვის მეცოცხლა !!! მეცოცხლა იმისთვის, რომ ამ ბოლო ფურცლისთვის შემელია მთელი ჩემი სიცოცხლე !!!


შენი გული მე მეკუთვნის, ეგ პაწაწინა გული, რომელიც ისეთი მგრძნობიარეა რომ ჩემი ერთი სიტყვა ასე აღაგზნებს მას !!! როგორ მინდა რო მის ცემას მოვუსმინო და აი... მე მესმის უკვე, რა საყვარლად ცემს... მე მას ყურს ვუგდებ და ჩემი გულიც შენი გულისცემას ჰყვება !!!


როგორ მომწონს შენი ხმის ტემბრი როდესაც სევდა გაჰკრავს, სევდა ხომ სიყვარულის თანამგზავრია და მე მჯერა და მწამს, რომ შენც ისე ძლიერ გიყვარვარ როგორც მე !!!


შენი თვალე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხანდახან მგონია რომ, მზე ვარ, რომელსაც მთვარის ნახვა სურს თუმცა ვერ ხედავს!
ხანდახან მგონია რომ კლდეზე ამოსული ხე ვარ რომელაც ფესვები ვერ აიდგა, და კლდიდან თავქვე დაეშვა!
ხანდახან მგონია რომ, ცხოვრება მიილია და დავრჩი მარტო მე, თუმცა მე მივილიე და არა ცხოვრება!
ხანდახან მგონია რომ, ზღაპრის გმირი ვარ, რომელიც თითქოს და გმირულად იღუპება, მაგრამ გვიღირს კი ასეთი სიკვდილი.
ხანდახან მგონია რომ, აღელვებული ზღვა ვარ, რომელიც საღამოს დაწყნარდება და მშვიდი და უწყინარი ხდება!
ხანდახან მგონია რომ, სიყვარული არ არსებობს, თუმცა მაშინ რა მკლავს და რა მწვავს თუ ეს მგონია!
ხანდახან მგონია რომ, სამყარო მშვენიერია, თუმცა არც იმდენადაც რამენადაც მე ეს მგონია!
ხანდახან მგონია რომ, ცამდე ავაწვდენ ხელებს და იმ ვარსკვლავს მოვწყვიტავ რომლისთვისაც ღირს ცხოვრება!
ხანდახან მგონია რომ, გულში ჩაგიკრავ ჩაგიხუტებ, ისე ჩაგიხუტებ რომ ჩემად შეგიგრძნობ, თუმცა მგონია!
ხანდახან მგონია რომ, შანსი რომ მქონდეს ყველაფერს გავაკეთებდი ბედნიერებისათვის!
ხანდახან მგონია რომ, უშენოდ ცხოვრებას შევძლებ და ალბათ შევძლებ იქნებ ჩემი ხვედრიც სწორედ ას არის!
ხანდახან მგონია რომ, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. თუმცა ეს არ მგონი დანამდვილებიტ ვიცი!
ხანდახან მგონია რომ, მე ბევრი რამე მგონია!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ცხოვრება არარაობაა! სიცოცხლე, სუნთქვა, მიზანი – ის ერთი. მომავალი გაურკვეველი ბურუსივით მოცული. ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თითქოს უცნაურობათა კარუსელში ვზივარ, რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს.
რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მე უკვე ის აღარ ვარ რაც ვიყავი, სულ მთლად შევიცვალე, მეგობრები ვეღარ მცნობენ, ყველას ის მხიარული და საყვარელი ანი ენატრებათ, როგორიც ძველად ვიყავი. მაგრამ გიოს გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს. გულში სინანულისა და სიძულვილის მეტი არაფერი დამიტოვა განვლილმა დღეებმა, ყოველთვის მეგონა რომ არასოდეს შემიყვარდებოდა ვინმე ისე, რომ ჭკუიდან გადავიდოდი.
როგორც ამბობენ სიყვარული სენივით შეგეყრება და მოაგონდები "ვარდისფერ სიზმარს”. სხეულის თითოეული ნაკვთით, თითოეული ნერვით იცნობ მის შეხებას და შენი ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი წამი, მხოლოდ მას დაემორჩილება.
ამგვარ განცდებს ძნელად თუU მოუძებნი სახელს, მაგრამ მათ გარეშე უღიმღამოა ცხოვრება, თუნდაც ვერ გაგიგონ, თუნდაც გაუყუჩებელ ტკივილად აღიბეჭდონ შენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბობოქარ ვნებათა ღელვას მაინც მოინატრებ.
ერთხელ გიომ მითხრა: ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო, რომელსაც "ოცნების კუნძული’’ ერქვა. მიმიყვანა გიომ ზღვის ნაპირზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ზღვაში კუნძულივით შეჭრილიყო და უამრავ ფრინველთა გუნდის თავშესაფარი გამხდარიყო. მართლაც საოცრად ლამაზი ადგილი იყო.ზღვის ნაპირას კარგა ხანს ვსეირნობდით, შემდეგ გიომ მითხრა:
ანუ რა ლამაზი თვალები გაქვსო!!!
გიო მასე ნუ მეხუმრებ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თეთრ მიხაკებს ვიკრავ გულში
მომაცილებს თეთრი რაში,
ცხრამეტი წლის გავხდი გუშინ,
გუშინ გავხდი...ოცნებაში.
მე ასეთი ბედნიერი
თუ ვიქნები ნეტავ ოდეს,
-ველ-მინდვრებო!ვამბობ ღელვით-
გვირილები მომაწოდეთ..
გვირგვინს მთები დაგიწნავსო-
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები.
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი
ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.

ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები
განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა,
ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1200 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დროდადრო
ყველაფერს ეცვლება ფერები,
ჰო, წლებიც სხეულზე იცვლიან სეზონებს,
მერე კი გგონია უდროოდ ბერდები,
სარკეში ედრები შენს კარის მეზობელს.
დროდადრო
ფიქრობ რომ ამინდზე მშვიდი ხარ,
ქარიშხალს დაჰყვები და უფრო ლმობიერს,
გინდება უსიტყვოდ უმზერდე ხიდიდან
წამის წინ ხმაურით გაფრენილ თოლიებს.
დროდადრო
ხასიათს თან დასდევს განწყობა,
სულს მეტი სიგიჟე, გონება – სინთეზი
და როცა ორდები, "გაფრენა” წყაროა,
დაცლილი სხეულით ხელახლა ინთები...
დროდადრო
ისეთი ხშირია წვიმებიც,
ან ისე მშრალია ნაცემი ქუჩები,
რომ ენაც უშრებათ და მეტი სიბერწით
ლოკავენ სხვის ფეხებს, რატომღაც ჩუმდები...
დროდადრო
დღე-ღამეც იცვლიან საღამურს,
ხანდახან მზეს ჩასთვლემს მთვარესთან ბუდეში
და ემოცების დელგმასთან განაბულ
შენს მესთან, ლექსების წერასაც უნდები.
დროდადრო
სულ ისე, მარტივად ვრთულდები,
ფერი მაქვს ხან უფრო ცასავით მოავდრო,
ხან ასე შლეგი და ხან ისე სულელი,
გიყვარდე მინდა და თუგინდა
დროდადრო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..

და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..

დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..

თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..

ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..

ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..
მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე არ ვარ ის,
ვინც უნდა გახდეს, მომდევნო ტრაგედია, შენი სულის კედელზე
და ნატკენ ოცნებებს,
დასამთავრებლად
ვტოვებ შენს სხეულზე-როგორც საფერფლეზე, ჩამწვარ სიგარეტად...
ვერ დამატიე სულში სილამაზედ
და ქუჩის ბოლოს სასურველ სილუეტად, აღარც მე ჩავსაფრდი...
და იცი?დამთავრდი...

სულაც არ ყოფილა საჭირო მარტოობა, რომ შემიყვარო
და გაინაწილო ჩემს ფილტვებში დარჩენილი სუფთა ჰაერი,
როგორც მე შევძელი, ისე არ მჭირდები
და როგორც შეძელი, შენც ისე წახვედი,

ვუკიდებ თამბაქოს და ჩემს გარშემო, ღიმილისფერი, ნაცნობი კვამლია...
შენში ვარ, მხოლოდ სასურველი სილუეტი სხვისი სხეულის,
ისე კი ქალი ვარ..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


..შენ მოდიოდი ისეთ თოვაში...

...თითქოს ზამთარი... გაყრიდა სიცილს...

...ფიფქებს ჭაღარა... გაევლო თმაში..

...და... რა საოცრად... გშვენოდა იცი?!.

სიცივისაგან შეფაკლულ ღაწვებს..

...ვარდის ფურცელი ეფინა თითქოს..

...შენ მოდიოდი თოვლიან გზაზე..

..და ნაკვალევში... ტოვებდი... სითბოს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 996 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არაფერს ვნატრობ, ოღონდ მოთოვოს,
მანდაც მოთოვოს და გაგახსენდე.
თოვლმა ჩემს წილად ფიქრი მოგთხოვოს
და გაგახსენდე სულ არაფერზე...

არაფერს ვნატრობ,ახლა მოგაკლდე,
დღეს აგტკივდე და დღეს მოგენატრო,
ყველა ოცნება, რაც შენ მოგანდე,
ჩემეულ ფიფქად შემოგემატოს.

მანდაც მოთოვოს, როგორც თბილისში,
როგორც ჩემსობას, ანდა ჩემამდე,
დღეს გაგახსენდე სწორედ ძილის წინ,
მერე გესიზმრო და გაგიხარდე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 984 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.

წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".

წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...

უცებ კარს აღებენ და შემოდიან.
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი.
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან.
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ.
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...

ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი.
ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა.
სადღეგრძელო პირველი: მშვიდობას გაუმარჯო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 972 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...

რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...

რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...

რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...

შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე პაემანს დაგინიშნავ...
არ ვიცი როდის...
აშრიალებულ ვერხვის ხესთან დაგიწყებ ლოდინს,
მაშინ მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და ალბათ გზაში, ალბათ გზაში საშინლად მოწვიმს.
დავიგვიანებ, მოწიწებით მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი გული გექნება ლოდის,
მთვარეულივით მახსენდება სიტყვები დედის
ოცნებაშიც კი არა აქვსო ლამაზ ქალს ბედი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1015 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა იდუმალი ხარ!_

მარტივად ამბობ და...
მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას,
პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა,
(რამდენი ხანია, აღარ მიტირია).
და მშვიდად გიყვები უძილო სიზმრებზე,
უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა,
(ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი)
ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა.
მაოცებ,
მაოცებ
თვალების ღიმილით,
(ირგვლივ თოლიების აურზაურია)
ეს ტალღაც ტალღაში რა უცბად ირევა,
რა უცებ,
რა უცებ,
სულსწრაფად,
სრულიად.
მაცდურად მიყურებ ასე ოცნებიანს,
ბავშვივით გულჩვილს და
ქალურად ვნებიანს,
ვგრძნობ, რომ ეს სიგიჟის ასი პროცენტია,
ცის ყველა ვარსკვლავი უთუოდ ჩვენია.
რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
ქარვისფერ ქალაქში ზღვა და ინტიმია,
ნავი ნამთვრალევი კაცივით აბორგდა,
მე კი გაგამუზე
(რა გასაკვირია!)

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.

ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები - სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, - მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით - წადილისამებრ.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1330 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.
სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.
აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს
მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.
შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!" მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.
წვიმა მოვიდა,
წვიმამ მომისწრო,
წვიმას წავყვები,
წვიმის წილი ვარ,
წვიმით ავივსე,
წვიმად ვიქცევი,
წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის,
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე.
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა,
მზემ გამაბრუა,
მზეს შევეფარე,
მზის იმედი მაქვს,
მზით გავთამამდი,
მზედ მინდა ვიქცე,
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1259 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


– მეც გპასუხობთ, აი ფასი !
– უკაცრავად, ვერ გავიგე, რას ნიშნავს "აი ფასი” ?
– არა, ბოდიში რა საჭიროა ? რომ ვერ გაიგეთ, ამიტომაც იყიდება.
– მე რომ ვერ გავიგე სამშობლოს ფასი, მაგიტომ იყიდება ?
– ბრავო ! ბრავო ! მიხვედრილი ბრძანდებით, მაგრამ უგუნური !
– შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ ?
– უკაცრავად, მაგრამ მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, უბრალოდ გითხარით ის,
რაც თქვენ მითხარით.
– და მე როდის გითხარით, უგუნური ვარ–თქო ?
– აბა, თქვენ არ მითხარით წერან, ვერ გავიგე სამშობლო რა ღირსო ?
– დიახ, მე გითხარით, მაგრამ ეგ უგუნურებაა ?
– ადამიანმა რომ სამშობლოს ფასი არ იცის, გონიერებაა მაგრამ…
– რა მაგრამ ?
– იქნებ ადამიანი არ ხართ ? დიახ, დიახ, იქნებ ადამიანი არ ხართ ?
–როგორ თუ ადამიანი არ ვარ, აბა ვინ ვარ ?
– მეც ეგ არ მაინტერესებს ?!
– თქვენ გიჟი ხართ, გიჟი–ი ! დამანებეთ თავი ! ვიღაც არანომრალური ხართ !
– კარგით, როგორც გენებოთ, თუ "სამშობლოს ფასის ცოდნა” სიგიჟეა… კარგად ბრძანდებოდეთ გენიოსო.

მორიგი მყიდველი, თუ გამვლელი გატრიალდა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარ "სამშობლოს ფასის მცოდნე”
ადმიანთან საუბრის შემდეგ.

მოდის მორიგი მყიდველი.

– გამარჯობა.
– კაი გამარჯობა შენი.
– უკაცრავად, რაღაც მაინტერებს.
– დიახ, გისმენთ პატივცემულო.
– ამ აუქციონის მეპატრონე ვინ არის ?
– მეპატრონე რას ნიშნავს ? ანი ვის გამოაქვს გასაყიდად ?
– დიახ
– აა, გასაგებია. თქვენი სახელი ?
– ვაჟა. ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე უფრო მეტსაც დაგელოდებით,
მაგრამ ვიცოდე მაინც სადამდე...
ო, მომიტევეთ ცოტაოდენი
ჩემი წუხილი ხომ არ გადაგდეთ!
უფერულია ჩემი დღეები,
და ღამეები გაუსაძლისი...
მაინც სადააქვს ასე ვეება
წუხილს ან ბოლო ან დასაწყისი.
ეს მარტოობაც...თუმცა ისედაც
რა გამოულევს ძე კაცს სადარდელს...
ო, თქვენმა მოსვლამ ძალზე მიშველა,
მაგრამ დარდები, მგონი გადაგდეთ...
ლოდინი ჩემი უნაპიროა...
მთელი სიცოცხლე?- მზად ვარ ბატონო,
მაგრამ მანამდე ხომ საჭიროა,
მოგესათუთოთ და გეპატრონოთ....


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1003 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემთვის ეს სიყვარულია!..
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?..
გახედე,გაზაფხულია...
მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი...
ჩემთვის ეს სიყვარულია!..
მარტი,აპრილი,მაისი...
გულს შენსკენ მოუხარია...
სხვა ყველაფერი დაიცდის...
ჩემთვის ეს სიყვარულია!...
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?...
გინდა?..შენს გულში დამტოვე...
თუ არა...მაშინ გამიშვი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვმკურნალობ დეპრესიას.
ვყიდულობ ჟოლოსფერ ლაქს და
დღეგამოშვებით ვისვამ ფრჩხილებზე.
მერე მბეზრდება,
მბეზრდება სარკე,
ერთფეროვანი გამომეტყველებით
და ვიჭრი თმას,
მოკლედ თან ბანალურად.
კითხვაზე რატომ?
ვმკურნალობ დეპრესიას.
ვიცვამ მაღალქუსლიანს ,
მუხლამდე ,
ან კიდევ უფრო მოკლე კაბას.
გასვლისას ყოველთვის ვუღიმი საკუთარ თავს.
ეს ისე, ჩვევაა უბრალოდ და მეტი არაფერი.
გზაში დაჭმუჭნულ ფურცელზე ვწერ
ერთიორ ფრაზას,
შველისო,
ვმკურნალობ დეპრესიას, ასე ან ამგვარად.
რამდენიმე დღეში ისევ გავრბივარ
ეგრეთ წოდებულ სუპერ-მარკეტში
და ვეძებ ახალ, ჟოლოსფერ ლაქს,
უფრო მუქ ტონში.
კითხვაზე: დეპრესია გაქვს?
ვპასუხობ: არა,
შეყვარებული ვარ ალბათ და...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-თოვსო, იყვირე,
სიხარულით თითქოს ირევი...
და ცისკენ გაწვდილ ხელისგულზე
გრჩება წინწკლები...

მე თუ დამისვამ, ფიფქის ნაცვლად,
არ დაგიდნები.


ვინ და...

-ვინ ვარო შენთვის ?
ვინ კი არა...რა და,
მერვე დღე,
ამაზე მეტი რაღა გითხრა,
რაღას შეგპირდე!?


რომ აფუსფუსდი...

რომ აფუსფუსდი,
რა მოგართვაო,
ჩაი ლიმნით და
თხილის ბისკვიტი?...

არც ერთიც არ მსურს,
მირჩევნია შენი ღიმილი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



საღამო კვდება!
მათხოვრის ბავშვი დაღლილი ხელით ნაწყალობევს უწოდებს დედას!
საღამო კვდება!
პატარა ბიჭი შეყვარებულს აცილებს სახლში და გული სწყდება.
საღამო კვდება!
მზემ დალია ყოვლადწმინდის-ვერ ვესწრები მწუხრის ლოცვას...
საღამო კვდება!
მე და ჩემი თეთრი შვილები ბუხართან ვთბებით,გაგვებუტა ზღაპრების წიგნი...
(აღარ სჯერათ ბავშვებს ზღაპრების და კიდევ იმის, შეიძლება დრო გავიდეს,არ ჰყავდეთ დედა)
საღამო კვდება!
მიკვირს, ღამით იბადება უმრავლესობა,ისინი მხოლოდ ტირიან მაშინ,როცა შიათ!
საღამო კვდება!
მოშრიალებს მეზობლის ქვრივი და ჩემს ქმარს მისი თანდასწრებით აღარ ვუღიმი...


საღამო მოკვდა!!!
მზემ დალია ყოვლადწმინდის და მწუხრის ლოცვას ვერ დავესწარი.

დრო მოვიდა




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1017 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სპექტაკლის დასასრულს გრძნობ-ხოლმე გუმანით,
ასეა ახლაც და აზრი აქვს არაფერს,
(სიცივე ჩამოწვა პარტერში). თუ მაინც
იპოვნი იმედებს, ბუშტივით გააფრენ.

დღე არის ისეთი, ნაკლებად ფიქრიან
ტვინსაც კი წაიღებს არყოფნის მორევში,
ლექსია სულსშიდა ვნებების სტიქია,
რომლის გამოწვევას ვერაფრით მოეშვი.

ტუჩის კუთხეებთან წვება ირონია,
და მერე ეგება საკუთარ ანკესზე,
სიჩუმე საკმაოდ ჩვეული როლია,
მაშინაც კი, როცა ცრემლს ცრემლზე აკვესებ.

(ტაში. ბის!) გელევა სიმშვიდის მარაგი,
გარბიხარ გამზირზე, აღარ ჰგავს რუსთაველს,
ან ვერ ცნობ. და ისევ, და ისევ ალაგებ
არეულს, ვინ იცის, რამდენჯერ. თუმცა ვერც

ამჩნევენ არც ისე პატარა ხარვეზებს,
(თვალებში სხივები მოგაკლდა, მზე გინდა)
დაღლილი სასთუმალს სიზმრად რომ დაეძებ,
შენივე აჩრდილი გიყურებს სცენიდან.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ მოხვედი და მერე უცებ სუნთქვა გაჩერდა
მზისფერ ფოთლებში.მაღლა ფთილა ღრუბლები წყებად
მირონინობდა ნება-ნება და ფერდობებზე
თეთრი ლაქები ძველ ტკივილებს ვერ გავიწყებდა.
და შენ იდექი, ისე ახლოს, ისე ეული
ჩემი ნაწილი. დაკარგული თითქოს სიზმრებში,
თითქოს წარსულში, თითქოს წლებში და მე ბრმასავით,
სულშემხუთავი გადაღლისგან ვერგარკვეული,
ვეღარ ვიგნებდი ლაბირინთებს. ხმის ჩაქცევამდე
გაკერპებული ამორძალი, მიწის კიდესთან
გელოდი, როგორც ცივი ლოდი_გახევებული
და დროისაგან გაფანტული მალაქიტები
გაშლილ მხრებსუკან, შუშასავით მყიფე ხმაურით
ეცემოდა და იმსხვრეოდა დათვლილ წამებად
და შენ გინდოდა გადარჩენა ხაზით შვეული,
მე კი მინდოდა ჰორიზონტთან მსხვერპლად წაღება
შენი სიკვდილის, სისხლს რომ გწოვდა მხარზე შეპარვით
და ყოველ ღამე გულმოდგინედ ტკივილს ბეჭებთან
ჭედდა უროთი... მე დახშული ყელთან ყვირილით,
შენს შეწყალებას ვლოცულობდი რკინის ბეჭედზე.
გამოგისყიდე.
და წავედი ჰორიზონტს გაღმა
ხაზით შვეული... თუ წყვეტილით... ეგ სულერთია!
სადაც დაგტოვე_იმის იქეთ მაინც აღარ ვარ,
შენ სადაც დამრჩი_იმის აქეთ უკვე ღმერთია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძარღვზე გამიჩერდა მზერა სისხლისფერი,
თითქოს გაფატრული ხორცის ხვრელებია,
სივდილს რომც არ შევხვდე
მაინც მომძებნის და
ცოდვილს საცეცები შემომეხვევიან.

გზებზე ნაჯირითებს დამაქვს ეს ფეხები,
მგონი ასავლელი- დასავლელით ვცვალე,
დროზე მოსამართი,
ქვიშის საათები,
უკუღმა დავდე და წაღმა ჩამოვცალე.

წლებს,
რომც შევეპუო,
მაინც გადამთელავს,
კანზე კოჟრებივით ტკივილს დამაბერებს,
თმებზე ჩამომიშლის წარსულს,
კაბის ქობად,
თეთრად დალამბავს და ვერცხლით შეაფერებს.

ჩემში სამოსახლო უკვე ავიშენე,
მყუდრო ოთახიდან ვდევნი გარინდებას,
თითებს ისე ვუჭერ,
ფრჩხილებს ცრემლი მოსდით,
ასე ცოცხლად მინდა თავის დამიწება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 970 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მერე რა, რომ რამდენიმე წლის წინ
ცხოვრებაში სულ სხვა ქალი შეგხვდა,
არ უყვარდა ლექსები და წვიმა,
ხოლო ღამე, როცა შენთან იწვა,
თეთრ გვირილებს არ ხედავდა ძილში...

მაგრამ დილით შენ ყოველთვის გქონდა,
ცხელი ჩაის ოჯახური სითბო,
იზრდებოდა ნაჩუქარი ბალბა,
არაფერი გაწუხებდა თითქოს,
ის კი იჯდა მორჩილი და მშვიდი...

მერე რა, რომ გამახსენდი ახლა,
მერე რა, რომ მომერია სევდა,
მე სიზმარში ყოველღამე ვტირი
და გათელილ თეთრ გვირილებს ვხედავ,
შენ კი გძინავს ჯერაც ისევ ლამაზს...

ჩემს ეზოში დაჭკნა ყველა ვარდი,
ჩაიფერფლა ოცნება და ვნება,
თეთრ გვირილებს არა ხედავს ძილში,
მაგრამ ღამე მაინც შენთან წვება
უცხო, მაგრამ შეჩვეული ქალი...

აღარ ღელავს ზამბახები სულში
და ოცნებით გადაქანცულ ფიქრში
სხივი გაკრთა მთვარის...
"ყველაფერი არის ძლიერ კარგად,
ყველაფერი ძლიერ ცუდად არის"...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აქ ყველაფერი, რასაც შენი შეეხო ხელი-
ქცეულა რწმენად.
ყველა მათგანში საშობაო ანთია ცვილი,
ყველა სანთელში ჩემი სული იწვის თანაბრად
და იბადება ციურ ალთა სიმხურვალეში
გულთამხილავი სიტყვა: - მიყვარხარ!
მიყვარხარ როცა გონი- ტყვეა, სუნთქვა უმწეო,
და კრთის თვალებში ჭირვეული მთვარის ნათელი,
როცა ახლოა ფოთოლცვენა და მარტოობა- აუტანელი,
როგორც შიში და ჟრუანტელი.
მიყვარხარ, როცა წინ ზვავია, უკან- მეწყერი
და ფიქრი შავი არტახებით არის შეკრული,
როცა ეშვება ცეცხლის წვიმა ციდან მიწაზე
და ფეხშიშველი უკანასკნელ აღმართს მივყვები...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1662 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი მოლაპარაკე დარდი უტყვი გახადე შენ,
ან ვით ვაუწყო სხვას, ან ვით გაიგონ სხვებმა,
რაც ჩემთვის ისმის მხოლოდ...
თითქოს მინახავს სიყვარული,
თითქოს ხელითაც შევხებივარ,
მაგრამ შენ
ვინ ხარ და რა ხარ?!
იქნებ შენა ხარ,
იქნებ შენა ხარ სიტყვა, რომელსაც
შენს სახელთან მე ვერ ვახსენებ,
სხვა ყოველივე იყო და არა...
იყო და არა,
იყო და არა...
ასე იწყება ყველა ზღაპარი,
ასე მთავრდება ყველა სიმართლე...
სიყვარული კი არც იწყება და არც მთავრდება,
იგი გვიწყებს და გვამთავრებს კიდეც
...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი თითების უმწეო ცეცხლი
და მაქმანივით ძველი სურვილი
არ ვიცი ახლა რომელს ახელებს...
შოპენს თუ მოცარტს,
ჰანგები მღვრიე და არეული
თვითმკვლელობამდე მისულ ქალივით
ცახცახებს როცა.
ვინატრე შენთან და დაგიზავდი...
მსუბუქ ფლირტებით არ მსურს დაგღალო,
არც დაგავიწყო, არც გაგახსენო
თავიც და დროცა...
მოვა ვიღაცა უფრო ქალური,
ან ფერიული ან სატანური
და ჩემს მაგივრად, გთხოვ, აპატიე,
დაუკრავს მოცარტს...
შენ კი დაემხე საკუთარ ჩრდილზე
და წყევლასავით წარმოთქვი ლოცვა...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
წარსულს.
მოხრილი მხრებით...
დახრილი მზერით...
თვალებში ჩაღვრილი ტკივილით
და დაღეჭილი სიგარეტით...
ჯიბეში კი თითები
ნერვიულად სრესდა
მალბოლოს კოლოფს.
შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
ჩვენს შეხვედრას,
როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით
და უთქმელს ვტოვებდით
მთავარს.
არ ვიცი, რატომ მაგრამ
ეს ორივემ კარგად ვიცოდით
და მაინც...
შენ სიგარეტის კვამლს
აყოლებდი ფიქრს,
მე - ყავის სიტკბოს.
და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე,
როცა ჩვენი ირიბი
და სადღაც ერთ წერტილში
გადაკვეთილი მზერა
გაშიშვლდებოდა და
ჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითები
აღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს.
მერე კი....
მერე
ქვაფენილს წყვილად დააჩნდებოდა
ერთადმავალი
ჩვენი სველი ნაფეხურები .




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამიწერია ყველგან ყოველთვის და ყველაფარზე….. გარდა სიყვარულისა.იმიტომ რომ უნდა გიყვარდეს სიყვარულზე რომ დაწერო.მე ეხლა მიყვარს…...მე და ზღვა…. დავჯდებით ხოლმე ყოველ საღამოს ერთად და ვლაპარაკობთ…ვლაპარაკობთ სიყვარულზე მე ზღვა მიყვარსა და კიდე….. .ზღვას მე ვუყვარვარ მაგრამ იცის რომ სულ ერთად ვერ ვიქნებით.მე მიყვარს როცა მას ვეხები, როცა მცივა და ის მათბობს, როცა მას ვეფერები, როცა მარტონი ვართ მხოლო მე და ზღვა…. . მე ხმას ვუგდებ მის სუნთქვას..ხან ჩუმად, ძლივს გასაგონად. ხანაც ღრმად სუნთქავს.,,.მე კი ამ დროს მინდება, რომ შევეხო და მისი გავხდე.მაგრამ მეც ვიცი და ზგვამაც იცის, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. მაგრამ მე მაინც მეყვარება. ზღვა ზღვას კი მე ვეყვარები.მე მიყვარს ზღვა და…. .მასაც უყვარს ზღვა და ზღვასაც უყვარს ის. ისიც უსმენს ხოლმე ღამე ზღვის სუნთქვას. მასაც ათბობს ზღვა.მანაც იცის რომ ზღვასთან ის ვერ დარჩება...ეს ზღვამაც იცის… .მე და…..ერთად ვართ. ჩვენ ერთად ვუსმენთ ზღვის და ერთმანეთის სუნთქვას.ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს…..ზღვაც გვიყვარს….და ზღვასაც ვუყვარვართ.ის მე მათბობს მე მას, ჩვენ სიყვარული გვათბობს…მე მას ვკოცნი….ვკოცნი სიყვარულისთვის და არა კოცნისთვის.მე თავს ვადებ, ეხლა უკვე მის სუნთქვას ვუსმენ..მისი სუნქვა სახეს მწვავს ….ზღვა გვიყურებს და უხარია… უხარია სიყვარული...ჩვენი სიყვარული. ღამეა მაგრამ ზღვა მზეს გვჩუქნის.მზე გვათბობს.ამ მზეს მხოლოდ ჩვენ სამნი ვხედავთ.იმიტომ რომ ეს ჩვენი მზეა, ჩვენი სიყვარულის მზე…. .ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-09, 0:59 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024