♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 05

გახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი, არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას…

შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს…

ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ მაინც ისინი…

პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს ,ას სჭირდება საყრდენი რო არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, სენით ავიდგი ფეხი თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ…

გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის შემდეგ შეხვერამდე…

გახსოვს ჩვენი ჩხუბი?…მართალი ხარ არც მე მახსოვს. ჩვენ არ ვჩხუბობდით ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე!

გახსოვს ღამის ცა, მთვარე და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა ,მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რო დავლაპარაკებოდი…

ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონი ცვენნაირად მარტო გამორჩეულები მღერიან…

შენ მიცავდი უცხოებისგან, ბოროტებისგან, სიკვდილისგან…

ნათელი სხივი იყავი ჩემ ცხოვრებაში, სიბნელეში მინათებდი გზას…

შენი სული მათბობდა ხოლმე სულგაყინულს…

ჩვენი ოქროსფერი ჯაჭვი თუ გახსოვს? რომელიც არ გვაძლევდა ერთმანეთთან დაშორების საშუალებას…

იცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ჯაჭვი გაუფერულდა, დათხელდა და ეხლა გაწყვეტას ლამობს, არ მინდა დავიჯერო რო გაიზარდე, შეიცვალე და მე კიდე დავრჩი ისეთივე სულელი ბავშვი!< ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ის მართლა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება!
მე ის მართლა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება. გადავლახეთ ჩვენი სიყვარულის გამო ყველა დაბრკოლება. ყველას და ყველაფერს ვაჯობეთ. გარდა სიკვდილის. სიკვდილის წინაშე უძლურები და უსუსრები აღმოვჩნდით. ახლაც იმაზე ვფიქრობ და ეს კითხვა ბოლომდე არ მასვენებს, უდროო სიკვდილი რომ არ მოსულიყო და მისი თავი რომ არ წაერთვა, როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. როცა ის წუტები მახსენდება არ შემილია არ ვიტირო. გულს თუ ვუბრძანებ ცრემლებს მაინც ვერ ვუბრძანებ. მინდა არ მინდა უნებურად მომდის ცრემლი თვალიდან. მახსენდება ის დღე და ის საღამო. როდესაც ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით. ალბად წინასწარ გრძნობდა რომ ეს უნდა მომხდარიყო. მახსენდება როდესაც ვისხედით, როდესაც ერთმანეთს ვეფერებოდით და როდესაც სიხარულით სავსე აცრემლებურ თვალებს ერთმანეთს ვანათებდით........ მახსოვს ყველა ჩვენ გვკიცხავდა ამვლელი და ჩამვლელი ჩურჩულებდნენ: შეხედე ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად კრიტკის ჩვენ ვთქვით რომ სიყვარული და მოფერება სირცხვილი არ იყო. ამ სიტყვების შემდეგ გავაგრძელეთ თვალებით ტკბობა, სწორედ ამ დროს მოხდა ის საბედისწერო ავარია, მას მანქანა დაეჯახა და ხელებში ჩემს ხელებში ჩამაკვდა, მახსოვს სულს ლევდა. მახსოვს როგორ მქონდა სისხლში დასვრილი ხელები, მახსოვს როგორი განწირული ხმით ვითხოვდი შველას. მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრების ხარაჩოები დამექცა და მეც ქვესჰ მომიყოლა. ხელებში მაკვდებოდა და ბოლო წუტამდე იმას იმეორებდა, "რომ ყოველთვის ვუყვარდი და ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 977 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"

ნიკო გომელაური




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


- დაგლოცავთ შვილებო... მართალი გითხრა ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი მაგრამ მან გადაწყვიტა რომ შენს გვერდით იყოს...
გაგის თვალები შუბლზე აუვიდა, ეგონა რომ მოესმა, ალბათ ყურს რისი გაგონებაც უნდა იმას გებულობსო, მაგრამ რეალობას მარიცამ დააბრუნა...
- მე შენთან ყოფნა ავირჩიე...
- მარიცა... მიყვარხარ!
- მათ გონიათ რომ...
- ნებით რჩები? ჩვენს შორის ხომ არაფერი მომხდარა... თუ გონიათ, მე...
- არა! მე მინდა ასე!
- მე ვეტყვი, რომ არაფერი ყოფილა, მე შენი ბედნიერება მინდა... შენს ცრემლიან თვალებს ვეღარ ავიტან, მირჩევნია გაგიშვა და მე ვიტანჯო, ოღონდ უნდა ვიცოდე რომ იღიმები, როგორც ამ დილით პირველად გამიღიმე...
- მე შენთან ვრჩები... გადაწყვეტილია...
მარიცა ოთახიდან გავიდა რათა ბებიას მიხმარებოდა სუფრის გაშლაში...



***


მარიცას მშობლები იმ ღამით არ დარჩნენ, ქალაქისკენ გაეშურნენ... მარიცა და ბებია ალაგებდნენ სახლს, ბაბუა გარეთ საქმიანობდა, გაგი კი ბუხართან იჯდა და მარიცას ადევნებდა თვალს... თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა... მარიცა გრძნობდა მზერას და ეღიმებოდა, ბოლოს ყველაფერი რომ მიალაგეს მიუახლოვდა გაგის და იქვე ჩამოჯდა... ერთხანს სდუმდა ორივე, უყურებდნენ აგიზგიზებულ ცეცხლს...
- მარიცა მიდი ჩაიცვი, გავიდეთ ცოტახანი გარეთ... – დაარღვია სიჩუმე გაგიმ...
მარიცა ადგა, გავიდა ოთახიდან და იქიდან დაუძახა რომ მზად იყო... გაგი გავიდა, მას ხელში გაგის ქურთუკი ეჭირა, ჩააცვა... გავიდნენ ეზოდან, ორივე სდუმდა ისევ, ისევ თეთ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1266 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა...
- სად მივდივართ?
ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა...
- ხევსურეთში...
თქვა წინ მჯდომმა ყმაწვილმა... მარიცას მისთვის არ შეუხედავს, მაგრამ ახლა დაიჯერა დაქალების ნათქვამი, რომ სწორედ ამ ბიჭს უყვარდა მარიცა სიგიჟემდე...
მანქანა დათოვლილ გზას ნელა მიაპობდა... ბიჭებს გოგოს დუმილი აკვირვებდათ, მაგრამ ეს ხომ მათ სასიკეთოდ იყო...
გაგი ჯიბუტი იყო პიროვნება რომელმაც მარიცა მოიტაცა, მას ორ წელიწადზე მეტი უყვარდა, მისთვის გამხელას კი ვერ ბედავდა... ახლა კი შიშობდა რომ – ვაი თუ დღეს ვერ ავიდეთ თოვლის გამო და ქალი წამართვანო... მაგრამ დამშვიდდა როცა ბებია-ბაბუას სახლს მიუახლოვდა. პირველი თვითონ გადმოვიდა მანქანიდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1344 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადამარჩინე...
წამიყვანე შენთან, სადმე შორს...
თორემ ამ ქუჩის მტვერი სულში მათოვს და მყინავს,
ეს დამტვერილი ოცნებებიც კარგავენ ძალას,
გადამარჩინე...
თორემ მტვერი ყველაფერს მპარავს...

გადამარჩინე...
წამიყვანე...
უფსკრულთან ვდგავარ,
მტვრიან ქარიშხალს ველოდები თვალის ცეცებით,
გადამარჩინე,თორემ ქარის მოტაცებული,
ამ მტვერში გზას ვერ გავიკვლევ და დავილეწები.

გადამარჩინე თუ გიყვარვარ,
თუ გინდა ჩემთან,
მიდი და სთხოვე უფალს, ქარის ჩადგომა ბრძანოს,
თორემ ამ მტვერმა სულ წამართვა ხედვაც თვალიდან,
და ჩვილი ბავშვივით ფეხის ადგმას ვიწყებ თავიდან...

გადამარჩინე...
მე ამ მტვერმა მონად მაქცია,
და როგორც მონას, მეც მტვრიანი კაბა მაცვია...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის საღამო იდგა, ცას თითქოს გული მოსვლოდა და ცრემლებად იღვრებოდა, ტიროდა ხმა მაღლა, გულ ამომჯდარი... ნიკა მარჯანიშვილის ხიდს მიუახლოვდა ქურთუკის საყელო აეწია და მობუზული აგრძელებდა გზას. წვიმა უსიამოვნოდ ცრიდა და ძვალ რბილში ატანდა დაიქუხა! ნიკა შეკრთა ზეცას გაბრაზებულმა ახედა და შესთხოვა:
_კარგი რა? გეყოფა...!
მერე კი თავი ჩაქინდრა და გზა განაგრძო. მისი ყურადღება ერთმა უცნაურმა გარემოებამ მიიპყრო... ვიღაც გოგონა ხიდის მოაჯირთან იდგა და მტკვარს ჩასცქეროდა. აწეწილი და წვიმისაგან გალუმპული თმა სახეზე მიჰკრობოდა, თითქოს არც წვიმა და არც ქარი მისთვის არ არსებობდა.
_აი გიჟი...!
გაიფიქრა და გვერდით ჩაუარა, გოგონა ვერც კანტი კუნტად მიმავალ მგზავრებს ამჩნევდა და ვერც მათ გაოცებულ მზერებს. ნიკამ ათიოდე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა, გულმა ვეღარ მოუთმინა უკან შემობრუნდა და გოგონასაკენ გაემართა ფრთხილად შეეხო მხარზე. გოგონა შეკრთა გაოცებულმა შეანათა ნამტირალევი თვალები, შეეცადა გაეღიმა. მაგრამ არ გამოუვიდა სახე დაეჯღანა ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები წასკდა... ნიკა დაიბნა
_ცუდათ ხართ?
_არა! არაფერია თავი გამანებეთ...
_დაგეხმარებით...
_რაში დამეხმარებით!?
_არ ვიცი რამეში დაგეხმარებით...
_არ მინდა! თავი გამანებეთ...
გოგონას ხმაში აგრესია იგრძნობოდა.
_თავის მოკვლას აპირებ?
_შენი საქმე არ არის!
_როგორ არ არის სწორედ ჩემი სა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...

მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...

მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...

ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს..





კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1017 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის საღამო იდგა, ცას თითქოს გული მოსვლოდა და ცრემლებად იღვრებოდა, ტიროდა ხმა მაღლა, გულ ამომჯდარი... ნიკა მარჯანიშვილის ხიდს მიუახლოვდა ქურთუკის საყელო აეწია და მობუზული აგრძელებდა გზას. წვიმა უსიამოვნოდ ცრიდა და ძვალ რბილში ატანდა დაიქუხა! ნიკა შეკრთა ზეცას გაბრაზებულმა ახედა და შესთხოვა:
_კარგი რა? გეყოფა...!
მერე კი თავი ჩაქინდრა და გზა განაგრძო. მისი ყურადღება ერთმა უცნაურმა გარემოებამ მიიპყრო... ვიღაც გოგონა ხიდის მოაჯირთან იდგა და მტკვარს ჩასცქეროდა. აწეწილი და წვიმისაგან გალუმპული თმა სახეზე მიჰკრობოდა, თითქოს არც წვიმა და არც ქარი მისთვის არ არსებობდა.
_აი გიჟი...!
გაიფიქრა და გვერდით ჩაუარა, გოგონა ვერც კანტი კუნტად მიმავალ მგზავრებს ამჩნევდა და ვერც მათ გაოცებულ მზერებს. ნიკამ ათიოდე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა, გულმა ვეღარ მოუთმინა უკან შემობრუნდა და გოგონასაკენ გაემართა ფრთხილად შეეხო მხარზე. გოგონა შეკრთა გაოცებულმა შეანათა ნამტირალევი თვალები, შეეცადა გაეღიმა. მაგრამ არ გამოუვიდა სახე დაეჯღანა ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები წასკდა... ნიკა დაიბნა
_ცუდათ ხართ?
_არა! არაფერია თავი გამანებეთ...
_დაგეხმარებით...
_რაში დამეხმარებით!?
_არ ვიცი რამეში დაგეხმარებით...
_არ მინდა! თავი გამანებეთ...
გოგონას ხმაში აგრესია იგრძნობოდა.
_თავის მოკვლას აპირებ?
_შენი საქმე არ არის!
_როგორ არ არის სწორედ ჩემი საქმეა.
გოგონა ყ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაისმა ტელეფონის ხმა.
_ ალო. . .
_გისმენთ. . .
_ისევ შენ ხარრ?რა გითხარი აღარასდროს დამირეკო მეთქი, თუ ვერ გაიგე?
_მისმინე. . .
_არ ვაპირებ შენს მოსმენას . . . აღარ დამირეკო.

და გოგომ ტელეფონი დაახეთქა და ტირილი დაიწყო.
გულში ფიქრობდა თუ როგორ უყვარდა ის ვინც ასე ეჯავრებოდა.
Aარ იცოდა რა ექნა იჯდა და ტიროდა და თან ერთI სული ქონდა როდის დარეკავდა ბექა.

გაისმა ტელეფონის ხმა.
მარიმ აიღო ყურმილი და უნდოდა უკვე მონატრებული ხმის მოსმენა.

_მარი. . .
_ხო დედა რა გინდა . . .
_მარი ხომ კარგად ხარ? მე და მამაშენი ზეგ ჩამოვალთ აბა შენ იცი. მაგრა მოგვენატრეთ უკვე.
_მეც ძალიან მომენატრეთ კაი წავედი მეძინა.
_კაი შვილო მიდი დაიძინე დაისვენე.


დაკიდა მარიმ ყურმილი.

და ტელეფონთან ჩამოეძინა.

. . . .

გაიღვიძა და უკვე ღამის 4 საათი იყო. არ ეძინებოდა და აივანზე გავიდა და რა დაინახა? კორპუსის დაბლა ცეცხლი ენთო ენთო და გიზგიზებდა და ამ ცეცხლით გული იყო დახატული.

Uუცებ შემოვიდა სახლში და ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

_გისმენთ. . .
_დაგინახე რომ გადმოიხედე. . .
_ მერე რა. . .
_ეხლა მე ამოვალ მანდ და თუ არ მელაპარაკები ალბათ გავაფრენ. . .
_ რაც გინდა ის ქენი. . .

თითქოს გახარებული მაგრამ თან ძალიან მოწყენილი მარი იჯდა და უცებ კარებზე ზარის ხმა გაიგო.

გააღო და დაინახა ბექა.. .. ..

_რა გინდა? Mმე შენ ყველაფერი გითხარი მეტის თქმას არ ვაპირებ.
_მე მაქ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1261 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მინდა ვიყო მზე რომ ვხედავდე ყველას 
მე მინდა სიძულვილს სახელი ერქვას
მაინტერესებს ღმერთი ის ხომ ჩვენ გვხედავს 
ჩვენს ცხოვრებაში ჩახედვას ბედავს
თქვენც გიყვარდათ ან გეყვარებათ
მეც შემიყვარდა მერე რა მოხდა?
სიძულვილმა არ მომცა ნბა
მაგრამ ის გრძნობა გუშინწინ მოკვდა.
არის საჭირო იყო ვარსკვლავი
რომ შეგიყვარდეს და არ ინანო
ვინც შეგიყვარა თავი მოჰკვეთეს
ვეღარ გიშველის უკვე დინამო
როცა მოკვდები მაშინ გაიგებ
რას ვლაპარაკობ რა მინდა გითხრა
არ ვიცი მგონი ეს უკვე ითქვა
მაგრამ გამგები უკვე ბევრს მიხვდა
ნიჭი არ არის ლექსების წერა
ლექსების წერა სიყვარულია
თუ არ გიყვარდა არ გეყვარება
მაშინ ცხოვრება ძლიერ რთულია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,

მე მაგისდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.

აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..”


ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკავებზე, თავშიტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ ალბათ ათასი წელი, ათასი წალი იქნება ცოტა ან იქნებ ძალიან ბევრი, მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ცისფერი თვალების ფერი.

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.

იმდენად ახლოს მოვედი შენთან რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი მე რომ არ გითხრა როგორ ვრცელდება თბილისსში ჭორი..

გახსოვს? -ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა, ქუჩაში იყო იმდენი ხალხი მეჩვენებოდა რომ იმ საღამოს გარბოდა სადღაც დამრთხალი ქუჩა.

გახსოვს? -ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა. შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე, გადაიღალე და გამექეცი, მე კი სულ შენთან ვიქნები, ალბათ..

შენ გიხაროდა შენი არსება, შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა სიყვარულს მარტშ ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად,
სევდიან თვალებს დახუჭავ წამით,
მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან
და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით.
მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო,
ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს.
იქნებ განგებამ ნება არ დართო,
რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს?
ეს მარტოობაც მისი ბრალია
და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის,
თუ სიყვარულით ისიც მთვრალია
მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის.
გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული...
ნუ დაანახებ მთრთოლვარე ტუჩებს!
ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული,
ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს.
კვლავ შეიფარე ვნებარე გულით,
თუნდაც წარსულზე კვლავაც არ გკითხა

რადგან ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით
მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა:
როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას,
მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე!
რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას
და აუხდენელ ოცნებას ვგავდე!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1024 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ცისარტყელის პალიტრა მათრობს
და შემოდგომის ფოთოლთ სიბერე,
ზამთარო, ამდენი ტკივილის მერე
გული მე რატომ გადამიღერე?

წვიმის სიმღერა გულში ვიმღერე
ცას მივაწვდინე დღეს სულის ჰაგი,
ზამთარო, ჩემთან რატომ მოხვედი,
და დამითოვე ფიქრებად დარდი?

სხივი ამაყ ზღვას გულზე დააკვდა,
ვერ უფასებდა თურმე სიყვარულს,
ზამთარო , გჩუქნი რაც გამაჩნია
ბავშვურ ოცნებებს, მზეს და სიხარულს..

მე ძლიერ მიყვარს ფლამენკოს ხილვა
მზე რომ უცეკვებს ზღვის ღმერთს საღამოს ,
ზამთარო, დღესაც თუ მოხვალ ჩუმად
მომხვიე ხელი მინდა გაგათბო..

ფიქრებს ვხატავდი ნაზ ზმანებაში
იღებებოდა ფიქრი ფერებად,
ზამთარო ნუთუ უყვარხარ ვინმეს ,
იქნებ ჩემსავით სხვაც გეფერება? . . .


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1003 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,
ისე უბრალოდ, როგორც სულში ქრიან ქარები,
ისე უეცრად, არა, იქნებ ბევრად მარტივად,
ვიდრე სიმშვიდემ მომიხურა ზურგთან კარები.

უფრო ლამაზად, რომ წაუხდეს ფერი ალიონს,
თვალებში უხმოდ გადმომისხას ლურჯი თენება,
ისე საოცრად, ემოციამ სულმთლად დამლიოს
და მერე თუნდაც ჩაინავლოს ქვეყნად მშვენება.

შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,
თუნდ მარტოობა შემომეჭდოს გულზე ქსელებად,
შენ შეგიძლია, მე კი შევძლებ მელან-აირად,
დავრჩე პოეტის სულ უბრალო, მარტივ ლექსებად..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1324 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემში ფიქრებმა დაიდეს ბინა,
ოცნებას მისცეს საეჭვო წყარო,
ახლა რატომღაც გაფრენა მინდა,
მეუბნებიან უფრთებო ხარო.

სხვისი ნათქვამი რაში მარგია,
განა ვერა ვგრძნობ ფრთები ამომდის,
ხოდა მე როცა გაფრენას ვცდილობ,
ცდა ხან გამომდის, ხან არ გამომდის.

ოჰ!.. როგორ მინდა გაუკვდავება,
ამის მიზეზად სიცოცხლეს ვსახავ
(აუხდენელი ფიქრების გამო
ამ ჩემ სურვილსაც ფურცლებში ვმარხავ).

ვებრძვი ოცნებას რეალურ ფიქრით,
ვებრძვი კი არა ლამის შემძულდა,
რას ვეოცნებო, მითხარით ერთი,
ცხოვრებას?! (ჩემი თავის შემშურდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი ხელები შენ ხელებში მოაქციე,
ასე,სიჩუმით გათენდება.
მერე დაღამებას დაველოდები,
ჩემ თითებს,შენი ხელის გულები,
სასთუმლად სანამ გაეგება.

...ერთხელაც ჩუმად გაგეპარები.
მოვრჩები სიყვარულს
და მევე ავიგლეჯ
იმას, რაც შემოვიწებე.

...აღარასოდეს ჩაეტევა გულში
შენზე ოცნება,
რადგან მოვკვდები,
სხვისთვის დასაბადებლად!!!
ხომ,დაგაჯერებ სიყვარულს
და გავქრები,რომ ხალხს მოვუყვეთ.
(ალბათ ჩვენი ამბავი)


შევწყვეტ სუნთქვას-
-ლექსების წერას,
ახლოსაც არავის მოვუშვებ.
ჩვენი ხელებით შექმნილ სიყვარულს
კარტში მოვუგებ და
მოვთხოვ დაპირებულს-დავიწყებას...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცრემლებით ივსება თეთრი ფურცლები,
თითები თავისით წერენ ასოებს.
მთვარიან ღამეს ჩუმად მოველი,
მაგ შენ შავ თვალებს რომ მომაგონებს.

ცრემლებით ვწერ და თითქოს გეხები,
ოცნებით ვძერწავ ლამაზ სტრიქონებს.
იმედით ვცოცხლობ, ოცნებით ვტკბები.
ჩუმად, სულ ჩუმად. მე შენ გიგონებ.

დიდი ხანია რაც ერთად არ ვართ,
და შენს დაკარგვას ვერ შევეგუე.
მხოლოდ ცრემლებს თუ ძალუძთ სიცოცხლე,
და ამ ცრემლებში, მე შენ გიგონებ..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სარკეს შეეყინა ცივი სიფერმკრთალე,
ბაგე გახსნოდა და ღიმილს აწვალებდა.
შენი დარდები რომ ვეღარ დაითვალა,
თავი ჩაღუნა და მზერა აგარიდა.

გახსოვს?- ერთხელ უკვე გულსაც უმკურნალე....
მერე წამლებს სვამდი ტონუსს გინელებდა,
მთელი სიძულვილი მიგყვა იმ ურნამდე,
სადაც ემოციის დაცლა ინებე და....

ზამთარს დაუტოვე მთელი იანვარი,
ნამქერს აბუქებდა როცა ქარით მეტად....
ბავშვი დაიჩემე ცოტა ონავარი,
ერთი ჩახუტება რომ ვერ გაიმეტა.

სუნთქვა მაინც გიჭირს გულსაც ქოშინი აქვს
და რომ ვერ დატოვე მერე უხეშობდა.
შენ კი სიყვარული ისე მოგშივნია,
როცა გამთენიამ ცისკრით დილა შობა

სარკეს შეეყინა ცივი სიფერმკრთალე,
ღაწვებს შესდგომოდა წვრილი ბწკარები და
ღამე ნატეხმა რომ სევდა აითალე....
სული გიყურებდა შენი თვალებიდან.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მიყვარს
უაივნო სახლები,
იქ ხომ ჩვენი სიყვარულის სარეცელს ვერასდროს გაამზეურებ..

არც დიდი სივრცე მჭირდება შენთან ერთად,
ჩემს ერთოთახიან გულში ჩამოგიბავ ჰამაკს
და რწევით გაგანებივრებ..

არ მიყვარს
მრავალფეროვანი სუფრა,
მე ხომ შემიძლია შემწვარი კარტოფილიც მოგირთო მრავალფეროვნად..
და ალკოჰოლის ნაცვლად, ჩემი 45 გრადუსიანი სიყვარული შემოგატყუოო

არ მიყვარს,
ნაცრისფერი ტანსაცმელი,
ნაცრისფერი გზები,
ნაცრისფერს მხოლოდ შენი თვალის თაღებს ვეტრფი..

არ მიყვარს
არგაწვიმებული დღეები,
უქოლგოდ წვიმაში სიარული..
აღარ მჯერა, რომ ასე გამეზრდება თმები..

არ მიყვარს
ზრდილობის გამო მისალმება
თავაზიანობისთვის გაღიმება..
ალბათ ემოციები მითავდება და ვუფრთხილდები..

არ მიყვარს
მოდაში შემოსული გრძნობები,
ძალათ მოსიყვარულე შეყვარებულები..
ძალით აცეკვებული სხეულები,
სხვის დასანახად, ქმრის კისერზე შემოხვეული ცოლები.

არ მიყვარს კალენდარზე გაწერილი დაგეგმილი ხვალინდელი დღეები!!!

მოუნატრებელი მეგობრები..
მარტივად აწყობილი ურთიერთობები,
უქარბორბალო წყვილები,
ღამეგაუთენებელი უცრემლო გოგოები..

არ მიყვარს
ტაძარში მდგომი,
სხვაზე შეყვარებული,
გაქცევას შეშინებული პატარძლები.

არ მიყვარს არაგულდასაწყვეტი დაკარგული დღეები,
სხვაზე აჭორავებული, საკუთარპირადის არმქო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გოგო, რომელიც, ყოველ დილით, კოკა-კოლის ბოთლით ხელში, კეპით, წითელი ჟაკეტით, მუქი ჯინსებით და თეთრი ბატინკებით, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, შენ ფანჯრებთან, დაღმართზე ჩარბის...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, სითბოთი გულში, ღიმილით თვალებში, Hello goodbye-ს ფონზე, კოკა-კოლის ცარიელ ბოთლს სანაგვეში აგდებს და "პარნასში" წიგნების გამოსატანად შედის...
გოგო, რომელიც უღიმის ადამიანებს შენი ფანჯრიდან, შენ ფანჯრამდე და მოწყენილია, როდესაც წვიმს შენ აივანზე ...
გოგო, რომელსაც უყვარს შენი სახლის უკნიდან ამომავალი მზე და ბედნიერია, როდესაც ხედავს მას, რადგან შეუძლია ხმამაღლა იყვიროს: Here comes the sun...
გოგო, რომელსაც შენი ქუჩის შემდეგ, ერევა ყველა სხვა ქუჩა (რადგან ორიენტაციის უნარი არ აქვს)...
გოგო, რომელსაც ამჩნევენ სხვები და უღიმიან, მაშინ, როდესაც მას ყურში ესმის: All we need is love...
გოგო, რომელიც ესალმება უცხო ადამიანებს, დაუკითხავად ედევნება უცნობებს და მათ მოძრაობას იმეორებს ქუჩის ბოლომდე...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, ცრემლით თვალზე, ხურდას აწვდის მოხუც ქალს, სახელად Eleanor Rigby, რომელიც შენი აივნის პირდაპირ, ბაღის შესასვლელთან დგას...გოგო, რომელიც, ყოველ დილით, იხრება შენს აივანთან და გახსნილ თასმას იკრავს...
გოგო, რომელიც იცინის საკუთარ თავზე, როცა ამჩნევს, რომ ისე ჩაუქროლა შენ ფანჯრებს, რომ ხელი არ დაგიქნია, შორი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...ეხლაც მენატრები.. წვიმა თვალებში.. შენი თვალები.. არა ჩემს თვალებში .. მახსენდება.. მახსენდება და ვგრძნობ რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო... არა კი არ იყო შეცდომაა.. შენი სიყვარული... ვიცი რომ არ უნდა მიყვარდე, მაგრამ შეიძლება სიყვარულს შეცდიმა დაარქვა? ალბათ არა.. მაგრამ რა ქვია ჩემს გრძნობას? შენ გაქრი.. და მე ,მახსენდება ის ერთადერთი კვირა როცა შნი რიმილი ჩემი იყო, ჩემი კი არა, როცა გიყვარდი და მე... მერე დასასრული... დასაწყისი.. შენ აღარ გიყვარდი.. მე შემიყვარდი... ახლა? ახლა მიყვარხარ... შენ?????? ალბათ არა... მონატრება... სიყვარული.. ოცნება ირევა ერთმანეთში, ნისლი, ბურუსი და მე ვიკარგები, გივიწყებ წამით და მახსენდები საუკუნით, ვუყურებ სხვას და გხედავ შენ... და ვცოცხლობ შენთვის.. რატომ? რომ დაგინახო მაინც სადღაც თუნდაც ზალიან სორს... ეხლა რომ ვიცოდე თუნდაც ერთი წუთით მოხვალ და მეტყვი რომ ისევ გიყვარვარ, ისევ ჩამეხუტები და ცრემლებს გამიქრობ.. ისევ მეტყვი რომ ღიმილი მიხდება... და ისევ თუნდაც სულ რამდენიმე წუთით იქნები ის ბიჭი რომელსაც მე ვიცნობდი, სიცოცხლეს დავთმობდი ამ წამების გამო.. მაგრამ შენ შორს ხარ.. ალბათ გიყვარს სხვაც და მე არ მაქვს უფლება მტკიოდეს გული.. მე ხელი გკარი ... მაგრამ მე მიყვარხარ.. და ვიცი რომ ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს... და თუ როდესმე აგახსენდა ის ზაფხული.. თუ როდესმე იგრძენი რომ შენზე ფიქრობს ვიღაც არ დარეკო, მე აღარ შემიძლია ხელმეორედ გამიტყდეს გული, აღარ შემიძლია დავკარგი ის რაც ისედაც აღარ მეკუთვ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1487 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვერაფრით გავიხსენე რა მინდოდა სასაფლაოზე, როდის მოვედი და როდის ჩამეძინა. არა, არც მთვრალი ვყოფილვარ და მოსვლამდე არც წვრილი ზონარი გადამიჭერია თითქმის გამხმარ მარჯვენაზე. გაღვიძება მახსოვს და მთვარის შუქით განათებული საფლავზე დამხობილი ბორცვი.

"საფლავს თვალი ავარიდე, მთვარეს ავხედე და მომეჩვენა, მთვარე თვალს მიკრავდა, ხელს მიქნევდა და თავისთან მიხმობდა კიდეც.

საფლავს დაჭრილი არწივი დასტრილებდა. მერე შურდულივით დაეშვა, ჩემს წინ ფეხმძიმე ქალივით ჩამოჯდა და გაირინდა... გაოცებული ვუყურებდი არწივს და არც შიში მიგრძვნია და არც სიფრთხილე...

გაწვიმდა. ცა ცრემლებად დაიღვარა და გადაიღო.... მთვარე აოცნებდა და მთვარეს გავდი ამაყსა და უკარებას... მე გაყინული მიწა ვიყავი და ვერაფერი თუ არაფერი მათბობდა.

არწივმა ფრთები მძლავრად აიქნია და გაფრინდა... სისხლის გუბე შემატოვა და ფიქრები...

საათს დავხედე... საათის ისრები ჩვეულ რიტმში მოძრაობდა და ათვლილი დრო ნელ-ნელა მპარავდა დარჩენილ წლებსა და სიმშვიდეს".

თვალები მოვიფშვნიტე, სიზმარი წყალს გავატანე და გაჩნდნენ კითხვები და გაჩნდნენ პასუხები კითხვებად ქცეულ გეომეტრიულ პროგრესიად.

"პროგრესია იყო გადღვებილი ჭადრაკის დაფაზე და დაფა იყო რვა რვაზე და კვადრატი.

ჯერ ორი, მერე ოთხი, მერე თექვსმეტი და მილიონი და მილიარდიც...
დაფა იყო თექვსმეტი თექვსმეტზე და უფრო მეტიც.
მილიარზე მეტიც ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მამაკაცებს ხშირად უამბნიათ, რა ოინი, სიურპრიზი ან საგმირო საქმე ჩაუდენიათ შეყვარებულის გამო. ქალები კი ამ თემაზე რატომღაც დუმილს ამჯობინებდნენ. პირველმა ჩემმა ერთმა კოლეგამ გაბედა და მიამბო, რა "გმირობაც" ჩაიდინა საყვარელი მამაკაცისთვის.

5 წლის წინ, ზაფხულში ნინო გრიგოლეთში ისვენებდა, გოგაც იქ გაიცნო. თავიდან მათ ურთიერთობას საკურორტო რომანის ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ მალე ერთიც და მეორეც მიხვდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო.
- მე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში და შენს მშობლებს გავიცნობ, რომ შენი ხელი ვთხოვო! - უთხრა ნინოს ვაჟმა გამომგზავრების წინ და სტუმრობის დღეც დაუთქვა.
გოგა ფოთში ცხოვრობდა. ქალაქში ე.წ. "ავტორიტეტად" ითვლებოდა. მართალია, არასოდეს გარეულა "შავ საქმეში", მაგრამ ნებისმიერი სადავო და საკამათო მას უნდა გაერჩია, დაედგინა, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი. იგი სიმართლის მხარეს იდგა და ამიტომაც ენდობოდა ყველა.
შეხვედრის დღე ახლოვდებოდა და ნინოს სული ელეოდა, ფორიაქობდა, დღეებს კი არა, ლამის საათებს ითვლიდა. მშობლებსაც უთხრა, ასე და ასეა ჩემი საქმე და მალე სასიძო თავს დაგიკრავთო... და აი, დადგა ნანატრი დღე. გოგამ დილის 9 საათზე დაურეკა ფოთიდან - მოვდივარ და 3 საათზე შენთან ვიქნებიო. ნინოს ლამის გული ამოვარდნოდა საგულედან... მაგრამ გახდა 3 საათი და თავისი სიტყვის პატრონი და უღალატო გოგა არ გამოჩნდა. შესრულდა 4, 5, 6 საათიც... ნინო ყო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"რა ბედნიერი ვიქნებოდი, სულ ცოტა იმედი მაინც რომ მქონდეს შენი სიყვარულის"...

ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ანა პატარა გოგო იყო. უფროსი ძმის მეგობრები ხან ფორტეპიანოსთან დაასკუპებდნენ, ხან ლექსის წაკითხვას სთხოვდნენ. მერე ანა გაიზარდა, გალამაზდა და დაჭკვიანდა. ძმის მეგობრების სტუმრობისას დედასთან ერთად სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი და სიამოვნებდა, როცა ბიჭები ნახელავს შეუქებდნენ. მერე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ბექას ანა შეუყვარდა და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი დაავიწყა, ისიც, რომ ანა მისი უახლოესი მეგობრის და იყო და ამას მეგობრები არ მოუწონებდნენ. როცა გულში ვეღარ დაიტია, გოგონას გამოუტყდა, მერე მის ძმას და რამდენიმე მეგობარს... ანამ თავი შორს დაიჭირა, - ძმად მიმაჩნდი და ეგ გულში როგორ გაივლეო. ანას ძმა და მეგობრები ძალიან გაბრაზდნენ - შეგეშალაო და გარიყეს... მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი ბექამ. წუხდა - განა სიყვარულისთვის შეიძლება ასე დაისაჯოს კაციო? მიხვდა, დროებით მაინც უნდა გასცლოდა აქაურობას, თორემ გული გაუსკდებოდა... ადგა და დეიდაშვილთან წავიდა ბარსელონაში. გულში მაინც იმედს იტოვებდა, - იქნებ, დრომ ამდენი გაბრაზებული ადამიანის რისხვა ცოტათი მაინც შეანელოსო... ვერც სიშორემ უშველა და ვერც სხვა გარემომ. იქ კიდევ უფრო გაუჭირდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა - ანას მობილურით მესიჯებს უგზავნიდა, წუხილს და ფიქრებს უფრო თამამად უმხელდა... იმდენი ლამაზი სიტყ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლექციების დასრულებამდე დროს ქუჩებში სიარულით კლავდა, მერე კი ისევ ჭადრის ხესთან დგებოდა და შვილის გამოჩენას ელოდა...
"იქნებ ვინმემ მისაყვედუროს, არ უნდა გეპატიებინა დედისთვისო"
ყველაფერი ერთი უცნაური შეხვედრით დაიწყო. მაშინ ნატა იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი იყო.
აპრილი ძალას იკრებდა, ახლოვდებოდა "სტუდენტური გაზაფხული-87", ნატაც მონაწილეობდა ამ კონკურსში და ლექციების შემდეგ რეპეტიციებზე რჩებოდა. კარგად მღეროდა და ცეკვავდა. მეგობრებთან ერთად ხალისობდა და სჯეროდა, მისი ფაკულტეტი გაიმარჯვებდა... ერთხელ, ლექციების შემდეგ სტუდენტები გარეთ გამოიშალნენ. ნატამ ჭადრის ხესთან ატუზული ქალი შეამჩნია. რატომღაც გვიან გაახსენდა, რომ სევდიანად მოღიმარი უცნობი ქალი გუშინაც იქ იდგა და დაჟინებით მისჩერებოდა. რატომღაც უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მიმავალმა რამდენჯერმე მოხედა ქალს, რომელიც ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა. მეხუთე დღეს, ნატას დანახვისთანავე ჭადართან მდგომი ქალი ადგილს მოსწყდა, გაოგნებულ გოგოს მივარდა, გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო, თან ჩურჩულებდა, - ახლა აღარსად გაგიშვებ, შენ ჩემი შვილი ხარო... ნატას თვალთ დაუბნელდა და მეგობარს, თეას ხელი რომ არ შეეშველებინა, ძირს დაენარცხებოდა... გონს რომ მოვიდა, ქალს ცივად გააშვებინა ხელი - ჩემგან რა გინდათო? ქალმა ღრმად ამოისუნთქა და უთხრა: - მე შენი დედა ვარ, მაგდა მქვიაო.
წლების წინ მაგდა ერთ-ერთი ცნ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



და ესე ხდება ცხოვრებაში დღეს ომობს ყველა..
დაუნდობელია ყველა წამი ვერ ივლი ნელა
თავს ვერ გაიმართლებ სიმართლეს ვერ მალავ...
ყოველთვის დიდ გრძნობას სიყვარულს მიმალავ..

ასე უაზროდ შესინებული დავიწყებ წერას..
ჩემი სიცოცხლეც ცხოვრებაა და აზრთა ღელვა...
ნეტა შემეძლოს რომ შევცვალო დღეს ბედისწერა..
დრო ზანტად გადის.. შენც მიაბიჯებ დღეს ნელა-ნელა...

ნეტა შემეძლოს გავაჩერო დრო ერტი წამით...
ნეტა სჰევხედო ოცნების საკანს... სიმართლის თვალით
ნეტა შემეძლოს აზრების გაცვლა წმაებიტ მაინც..
ამ ფიქრებით ვარ და მივაბიჯებ - არ ვიცი საიით !!!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ქვეყანა პატარაა, ძალზე პატარა? პატარა იმისთვის, რომ ერთმანეთის სისშორით გამოწვეული ტანჯვა გვკლავდეს. . .
გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა? ხანნმოკლე იმისთვის, რომ ოცნებების ახდენა შეძლოთ . . .
გიფიქრია ოდესმე, როდის იწყებს ადამიანი ოცნებას, ფიქრს იმაზე, რომ შეიძლება ოცნებაც ვაქციოთ რეალობად?. . .
გიფიქრია ოდესმე, რომ რეალობა არ გავს ზღაპრულს სიზმარს რომელზედაც ბავშვობაში ვოცნებობდით ხოლმე?. . .
გიფიქრია ოდესმე, რომ ბავშვობა ზღაპარია, რომელიც მთვარდება მაშინ, როცა ხვდები, რომ ბავშვი აღარ ხარ? . . .
გიფიქრია ოდემსე, რომ ბავშვი აღარ ხარ მაშინ, როცა რეალობას თვალს უწორებ და ხვდები რომ ეს ცხოვრებაა?. . .
გიფიქრიქ ოდესმე, რომ ეს ცოხვრება სცენას გავს, რომელზედაც თავისი როლი აქვას ყველას?. . .
გიფიქრია ოდემსე, რომ ამ ცხოვრებაში კარგად ვერ შეასრულე შენი როლი? . . .
გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ცხოვრება თამაშია, ბედთან თამასჰი, გზა, რომელიც სწორად არ გივლია?. .
გიფიქრია ოდესმე, თუ რა არის ის რაც ყველაზე მეტად გტანჯავს, მაგრამ ამავე დორს ყველაზე მეტად გაძლევს ძალას, რომ ამ ცხოვრებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა? . . .
და საერთოდ, არასოდეს გიფიქრია, როდის, ან რატო იწყებს ადამიანი ამგვარ ფიქრს? . .
იქნებ მაშინ როცა ხვდება, რომ თურმე ყვარებია . .



კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი?ვიღაცას მთელი ერთი წლის მანძილზე ჩემთან მოჰქონდა სისხლისფერი
წითელი ვარდები და კარებთან აწყობდა შენ მეგონე რატომღაც.
ერთხელ ქუჩაში ვიგაც დავინახე შენ მეგონე რატომრაც ხელი დავადე და მათხოვარი შემრჩა.იქაურობას გავეცალე.
ერთხელ ძლიერ წვიმდა ვიღაცამ საწვიმარი მომახურა შენ მეგონე რატომღაც მოვიხედე და ისევ ის მათხოვარი ვნახე
,ხურდა მიუყარე და წამოვედი,უკან რო მოვტრიალდი დავინახე მათხოვარი წასულიყო და ხურდისთვის ხელიც არ ეხლო.
ერთხელ სახლის წინ მიცვალებული ჩამოასვენეს,შენ მეგონე რატომგაც
გარეთ გავვარდი და სასახლეში ის მათხოვარი დავინახე,გულზე სისხლისფერი წითელი ვარდებით,
სახში გავიქეცი კუთხესთან ავიტუზე და მწარედ ავქვითინდი.
ის მათხოვარი თურმე იმიტომ მათხოვრობდა რომ ჩემთვის
სისხლისფერი წითელი ვარდები ეყიდა და ეჩუქა...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1540 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთ საღამოს დრო შინ გვიან დბრუნდა. წამი მოიხადა- საკიდზე მიაგდო, წუთი გაიხადა, დღეები საწოლთან მიყარა, საათი, კვირა, თვე და წელიწადი რიგ-რიგობით გადაკიდა სკამზე და საუკუნის ამარა საწოლში შეწვა. შეწვა და ღრმა ძილით ჩაეძინა. დრო დაიღალა. დრო გაჩერდა, დრომ დაიძინა...
. . .
ფართო საკლასო ოთახში წელში მოხრილი, დაბერებულ-დანაოჭებული, ათასგვარ ძონძით შეფუთული შემოვიდა. ხელში ჟურნალი ეჭირა და ტაატით მიაბიჯებდა თავისი მაგიდისკენ.
მოწაფეები ფეხზე წამოდგნენ.
-დასხედით!
მერხებისა და სკამების თანადროულმა ჭრიალმა წამით ყურთასმენა წაიღო. შემდეგ ისევ ჩაწყნარდა ყველაფერი.
მსწავლებელმა ჟურნალი გადაშალა, სათვალე მოიმარჯვა და სიის ამოკითხვას შეუდგა.
-აბაშიძე მიხეილ.
-ვარ- მერხი კვლავ გაჭრილდა და მეორე რიგის ბოლოდან ახმახი მამაკაცი წამოდგა.
-ხარ თორე შენც ახლა, წინა კვირის ორიანი გაქვს გამოსასწორებელი, გახსოვს?
-კი, მახსოვს, კი- თავი ჩაღუნა მიშამ.
-მერე აკეთებ რამეს ამისთვის?
-ვცდილობ პატივცემულო.
-მეტად ეცადე, გავიდა ცხოვრება. დაჯექი... ბექაური მაკა.
-გახლავართ- პირველივე მერხიდან მერცხალივით წამოფრთხიალდა ახალგაზრდა გოგონა.
-მაკა, მაკა, მაკაააა...- ჩააშტერდა ჟურნალს სათვალიდან მასწვლებელი- შენ ყველაფერი რიგზე გაქვს, ჯერჯერობით, თუმცა ხომ იცი თითო წიხლი მაინც ყველას ხვდება.
-ვიცი პატივცემულო.
-ასე რომ მზად უნდა იყო, ჭკვიანი გოგონა ხარ შენ, დაჯექი.
-მაკას შექება ეამა და მკვირცხლად ჩამოჯდა.
-გაბისონია მაყვალა.
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი, დიდი ხანია მელოდები...
ისიც ვიცი, ჩემსავით ოცნებობ თბილ ოჯახზე, ერთგულ მეუღლეზე, ლამაზ შვილებზე...
თუკი მინატრებ, მე აუცილებლად მოვალ შენთან...
მოვალ და თრთოლვით შევეხები შენს ნაზ, თოვლივით თეთრ თითებს,
ჩაგხედავ უძირო ზღვისფერ თვალებში,
მერე კი ჩურჩულით გეტყვი:
"ჩემთვის ყველაფერი შენ ხარ, მე შენით ვხედავ მზეს და ცას, ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს".......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 952 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო
და გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენტან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო,
გულში ნაღველი არ გაიჩერო
არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ
ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 981 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.

შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.

შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის...

და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი,
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს...

მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
ლექსი რითმებით გამდიდრებული,
მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს,
წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



– მეც ისეთივე ლამაზი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, როგორც ყველა ნორმალურ ბავშვს. ზუსტად ისეთივე ფერადი სათვალე მეკეთა, როგორიც ყველა ნორმალურ ბავშვს უკეთია. ძალიან მათამამებდნენ მშობლები და მანებივრებდნენ. ძალიან ვუყვარდი ყველას, რადგან დედისერთა ბავშვი ვიყავი. პატარაობიდანვე ხატვის ნიჭით გამოვირჩეოდი და ძალიან მაგარ კონტურებსაც ვაკეთებდი. ძალიან მიყვარდა პორტრეტების ხატვა. როგორც ჩემი ხატვის მასწავლებელი ამბობდა, იდეალურად გამომდიოდა სახის ნაკვთები. იმდენად გათამამებული ვიყავი, რომ ოღონდ კი მეთხოვა და ჩემი მშობლები აუხდენელ ოცნებას ამისრულებდნენ. ხანდახან მშობლებიც კი ცდებიან, რადგან ბავშვს ყველა ახირება არ უნდა შეუსრულო, ცოტა მკაცრადაც კი უნდა მოექცე ბავშვს, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს.

– რამ გამოიწვია ცხოვრების გზიდან აცდენა?

– იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ყოველთვის არის კაი ბიჭების "ბირჟა". შეიძლება მართლა ბევრი ისწავლო ქუჩიდან, თუმცა არის ისეთიც, რომ კარგ და პატიოსან ცხოვრებას ისე ასცდები, რომ ვერც კი მიხვდები ამ ყველაფერს. ქუჩა ნარკოტიკია, რომელიც გიზიდავს და თანდათან შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მეც გათამამებული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ძალიან მეზიზღება ჩემი თავი. მე ხომ ცხოვრების საუკეთესო წლები დავკარგე, საუკეთესო წამები, რომელებიც აღარ განმეორდება, ბავშვობა დავკარგე. ერთი სიტყვით, ჩემი დილა ქუჩაში იწყებოდა და ქუჩაშივე მთავ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,
იმ წარსულის ყველაფერი,
მოვიგონოთ იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი.

მოვიგონოთ, რომ ნაღველის
არც მისხალი გულში ჩანდეს,
ბორჯომიდან გზა ხვეული
მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს.

ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში
ჩვენი კვალის ნაფეხურსა?-
წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით
ვაზის ფურცელ გახვეულსა.

გრიალებდნენ ჩანჩქერები
აზელილი მარჯნის სხივით.
ხმა მყივარი ჯიბრაილი
აყრუებდა ჩანჩქრის შხივილს.

შორს აწყურის ციხე ჩანდა,
წააბნელა ორბის ფრთამა,
ალუბალის ფანტელებში
ვიგონებდით: ნინას, თამარს.

უცბათ ფეხით მომავალი,
როგორც ქართლის ჯიოკონდა,
გამობრძანდა ეთერ-ქალი,
საქართველო თან მოჰქონდა.

ავადმყოფი აბესალომ
ჩვენ მოგვყავდა ნამტკივარი;
მხოლოდ მოხუც მებადურსა
იმედად-ღა ჰქონდა მტკვარი.

გამარჯვებას მოელოდა
ახლა მხოლოდ ნაუცბადევს,
ღამე-ბინდზე ცახცახითა
წყალს ესროდა გაშლილ ბადეს.

ყველა სროლა ფუჭი იყო,
შერცხვენილი დაგვემალა
და ფარულად მისტიროდა
ოსტატობის გამქრალ ძალას.

ჩვენ კი... ლექსით ცასა ვხედვით,
ვერ გვიძლებდა ვერაფერი,
დაგვდებოდა-იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი,

მართლა გვქონდა ჩვენ ის ძალა,
ცოცხალია ან აქამდის?
რატომ იმ დღის ოქროს დილას
ოქროს ქვებად არ გავქვავდით?!

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული საწამებლად გავიხადეთ... ყველას უნდა უყვარდეს და უყვარდეთ... იმას კი ვერ აცნობიერებენ,რომ ცრემლი და გულის ტკივილი უფროა მისაღები მათთვის,ვიდრე ღიმილი და სიხარული თვალებში... ფილმებში ნანახი ამბები მოსწონთ... უნდათ მათსავით ეწამონ... "რატომ გახდა "რომეო და ჯულიეტა" მარადიული სიყვარულის ეტალონიო?" პასუხიც აქვთ... "იმიტომ,რომ დაიხოცნენ! ... რომ ეცოცხლათ მომავალში ისეთივე ბანალური იქნებოდა მათი სიყვარული,როგორც უმეტესობისო"... და იმიტომ გინდა შენც,რომ შენს საყვარელ ადამიანს გული ატკინო?!... თითქოს შეგნებულად არ აკეთებ და ამბობ,რომ "ის სხვანაირია!" "მიყვარს,მაგრამ მასთან ვერ გაძლებ!" "ის ჩემთან უბედური იქნება!" "მე მისი ღირსი არ ვარ!"... რატომ აკეთებ ასეთ დასკვნებს?!... დაელაპარაკე?!... ჰკითხე?!... რატომ არ გინდა გაიგო მისი აზრი?!... ქალები ყოველთვის ჩვენით ვიქმნით პრობლემებს სიყვარულში და ჩვენვე ვასრულებთ ჩვენივე დაწყებულს!... სამწუხაროა,რომ გვიან ვხვდებით რაც მართალი შეიძლება ყოფილიყო... თუმცა სიამაყე უმთავრესია ხომ?!... არ აღიარებ,რომ შეცდი!... არადა შეცდი!.... შორიდან,რომ უყურებ სხვისი სიყვარულის ისტორიებს,ვერ ხედავ როგორ იტანჯებიან?!... მათ ამხნევებ.... ყვირი:"უთხარიო!" "არ გაუშვაო!" "უყვარხარო!" "გიყვარსო!" ... სხვისი სიყვარულის დანგრევა გულს გტკენს და შენი?!... ბრაზდები სულელ ქალებზე,ვინც ანგრევს სიყვარულს და სულელურადვე მიჰყავს ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე... შენ რა ნაკლებად სულელი ხარ?!... ხომ გრძნობ იმ ტკივილს,რასაც ფილმის გმირები გ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კარებზე გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა.ვერ მიხვდა რა რეკავდა.ჯერ მაღვიძარა
გამორთო,შემდეგ ტელეფონი აიღო და როცა ყურმილში ზუმერი გაგონა,მაშინ
მიხვდა,რომ კარებზე ვიღაც იყო.ძლივს აათრია სხეული ლოგინიდან.შორტები ხელის
ფათურით მონახა სკამზე,ჩაიცვა და შემოსასვლელისკენ წავიდა.შუქი,რომ
აანთო,სინათლემ თვალი მოსჭრა,მაგრამ მხოლოდ წამით.კედელზე ჩაოკიდებულ საათს შეხედა,საათი 5-ს უჩვენებდა.ერთი გაიფიქრა:”ვინ უნდა
იყოს ამ შუაღამისასო” და "გლაზოკში” გაიხედა.უცებ მოშროდა კარებს,თვალები
დახუჭა და ისევ გაახილა.შემდეგ ხელზე იჩქმიტა და ისევ გაიხედა.საჩქაროდ
გააღო კარები და უკან დაიხია.
კარებში ოცამდე წლის ქერა გოგონა იდგა.ბრეტელებიანი მოკლე სალათისფერი
ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა.ნერვიულად ისვამდა ხელს მკლავზე და თავი დაბლა
დაეხარა.კარების გაღებისას,მორცხვადასწია თვალები.მის ჭაობისფერ ცრემლიან
თვალებში შიში ჩანდა.
-გიორგი,შეიძლება?!.
ბიჭმა უსიტყვოდ დაუთმო გზა და სახლში შეუშვა.გოგონამ გეზი სამზარეულოსკენ
აიღო.გიორგის არაფერი უთქვამს,უკან გაჰყვა.პატარა სამზარეულოში მრგვალი
მაგიდა იდგა.გოგო მაგიდასთან დაჯდა და თავი დახარა.გიორგი 2წუთით
სამზარეულოს კართან გაჩერდა,შემდეგ ისიც მაგიდასთან ჩამოჯდა.
არც ერთი ხმას არ იღებდა და არც ერთმანეთითვის შეუხედავთ.ესე გავიდა
10წუთი.ბოლოს გიორგიმ მაგიდაზე დაგდებულ "L&M”-ს მოუკიდა და მზერის შეუცვლელად
იკითხა:
-ლიზა,არ იტყვი რა მოხდა?
ლიზამ თავის აუწევლად თქვა: ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1255 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მაღალ ტახტრევანზე
იჯდა მამაღმერთი
ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ელვის კვერთხით ხალხს სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა
მიწის ყველა მკვიდრნი თავისთან შეჰყარა
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ ხალხთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგნენ, ზანგნი თუ არაბნი
ფრანგნი, თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილნი
ზოგს მთები არგუნა, ზოგს მთების ქარაფი
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი.
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები
წყალობა უფლისა არ იყო სადაო,
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ სჩანდნენ ქართველნი
რიგი და ქართველნი საიდან სადაო!?
და როცა ყოველი დარიგდა სრულიად,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ
წარუდგნენ და ჰკითხეს:
"ჩვენ რა ვქნათ უფალო?"
მიწის ამზომელნი სულს ძლივსღა ითქვამდნენ
ფრიად დამაშვრალი სჩანდა თვით უფალი,
განცვიფრდა, ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე.
ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები
და შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალევ.
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო
და რადგან ცუდი და კარგი გაეცი მთლიანად
რა ვუყოთ, ნუ სწუხხართ, თქვენ კარგად იყავით,
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1868 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მაინც ვერ გამიგებ!გამიშვი ნუ მტანჯავ!წავალ და დაგვიწყებ..შევეცდები მაინც!..რა გინდა? პატიება გთხოვო?ისევ სიყვარულში გამოგიტყდე?გამოგიტყდები..მიყვარხარ! მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ..ვერა..არა..მორჩა..შენ მე ვერ მაპატიებ..ბოდიში
_დაწყნარდი.მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა…
_ვიცი არა ამის შესახებ არა
-აბა რის შესახებ?ა..მახსოვს…ჩვენ შორის არაფერი არ ყოფილა,და ვერც ახლა იქნება…ნუ შენ უბრალოდ გართობა მოგინდა..გაერთე?
-არა
-კარგი!კიდევ მოგწონს ჩემი წამება..გსიამოვნებს?
-არა!
-აბა მაშინ რა? რისი თქმა გინდა?ნუთუ შენ ფიქრობ რომ მე დავიჯერებ?!…არანაირად! მაპატიე …ჩემი ცხოვრება შეიცვალა და მე ის აღარ ვარ რაც ადრე ვიყავი……მე უბრალოდ მიყვარს...არ ვარ საყვარელი,მაგრამ მიყვარს.მე ბედნიერი ვარ იმ ფიქრით რომ მიყვარს…იცი ეს ძალიან მაგარია!!!მაგრამ მე არ მინდა დაგაძალო რომ იგივე გრძნობით მიპასუხო,მე ეს არ მჭირდება…მე ამას გულით ვგრძნობ და არა თავით!..…
-სულელო…
-შეიძლება იცი …რაზეც გელაპარაკები!შენ რა გინდა ჩემთან?მითუმეტეს ჩემს გრძნობებთან!დავიღალე..…დავიღალე მარტოობით!მაპატიე!მე წავალ,კარგი?
-წადი…
ბიჭმა გზა დაუთმო!…გოგონას რა თქმა უნდა წასვლა არ უნდოდა……
…კი დავრჩებოდი..ოგონდ ეს ადრე იყო…ახლა კი არ შემიძლია.ალბათ მივეჩვევი ცრემლებს….ისედაც თითქმის უკვე მივეჩვიე.მივეჩვევი ვიყო სასტიკი და მოვექცევი ადამიანებს ისე..როგორც მექცეოდნენ მე…! Mmmm სასა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 995 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოგოგმანებენ მოგონებები,
თუ გოგონები ტეხენ დიდმარხვას,
სხვას ვერასოდეს ვერ დავნებდები,
კვლავ ჭაბუკური ვნებით მიყვარხარ!

შიომღვიმესთან შენმა თვალებმა
კვლავ გამახსენეს ძველი სამანი,
ბექობი... ნიში წმინდა სამების,
და სიფერმკრთალე იასამანის.

მოგოგმანებენ მოგონებები,
თუ გოგონები დიდმარხვას ტეხენ,
ჩამოწვიმულან ცრემლად ვნებები
და უკოცნიან ენძელას ფეხებს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი, დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ! მენატრება შენი თბილის სიტყვები, შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე ხმა! არ შემიძლია უშენობა! შენ ხარ ჩემი სიცოცხლე...

იცი რა?!...არ ჩათვალო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი სიყვარულისგან და მონატრებისგან...არ გეგონოს,რომ ჩემი უხეშობა და გოთური სული დავთმე შენს გამო...არ გეგონოს,რომ შევიცვალე... ისევ ისეთი ვარ,როგორიც შეგიყვარდი...ისევ ისე მიყვარხარ და ისევ ისე მინდა შენი ნახვა...არ გეგონოს,რომ უცხო ქვეყანამ გამომცვალა... არ დაუჯერო,როცა ამბობენ "როცა თვალი თვალს შორდება გული გულს მოშორდებაო"...არ არის მართალი...ჩემი გული არ მოგშორდებ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1421 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ის მართლა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება. გადავლახეთ ჩვენი სიყვარულის გამო ყველა დაბრკოლება. ყველას და ყველაფერს ვაჯობეთ. გარდა სიკვდილის. სიკვდილის წინაშე უძლურები და უსუსრები აღმოვჩნდით. ახლაც იმაზე ვფიქრობ და ეს კითხვა ბოლომდე არ მასვენებს, უდროო სიკვდილი რომ არ მოსულიყო და მისი თავი რომ არ წაერთვა, როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. როცა ის წუტები მახსენდება არ შემილია არ ვიტირო. გულს თუ ვუბრძანებ ცრემლებს მაინც ვერ ვუბრძანებ. მინდა არ მინდა უნებურად მომდის ცრემლი თვალიდან. მახსენდება ის დღე და ის საღამო. როდესაც ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით. ალბად წინასწარ გრძნობდა რომ ეს უნდა მომხდარიყო. მახსენდება როდესაც ვისხედით, როდესაც ერთმანეთს ვეფერებოდით და როდესაც სიხარულით სავსე აცრემლებურ თვალებს ერთმანეთს ვანათებდით........ მახსოვს ყველა ჩვენ გვკიცხავდა ამვლელი და ჩამვლელი ჩურჩულებდნენ: შეხედე ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად კრიტკის ჩვენ ვთქვით რომ სიყვარული და მოფერება სირცხვილი არ იყო. ამ სიტყვების შემდეგ გავაგრძელეთ თვალებით ტკბობა, სწორედ ამ დროს მოხდა ის საბედისწერო ავარია, მას მანქანა დაეჯახა და ხელებში ჩემს ხელებში ჩამაკვდა, მახსოვს სულს ლევდა. მახსოვს როგორ მქონდა სისხლში დასვრილი ხელები, მახსოვს როგორი განწირული ხმით ვითხოვდი შველას. მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრების ხარაჩოები დამექცა და მეც ქვესჰ მომიყოლა. ხელებში მაკვდებოდა და ბოლო წუტამდე იმას იმეორებდა, "რომ ყოველთვის ვუყვარდი და ვეყვარებოდი" მე უსურს კი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა....
ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!... სიხარულით აღფრთოვანებული რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა... მაგრამ... რა მაგრამ?... ის... ის ჩემთვის უცხო იყო!... არ ვიცნობდი.... არ ვიცნობდი მის სულს... რა უნდოდა?... რას ფიქრობდა?... რატომ მოვიდა ჩემთან?... მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება!... არაფერი ვკითხე. მივიღე ისეთი, როგორიც იყო. ბრმად შევაღე მისი სულის კარიბჭე!... ვერ გავარჩიე ვერაფერი... სიბნელე შემომეგება... შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი...არ მინდოდა სიმართლე... იქნებ მომეჩვენა?... არა, მართლა არ მიგრძვნია სიცივე. ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი,
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი,
გულში ჩამიკარი, გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
მოვა დრო, მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი,
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან, მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი ,
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე, იქნება გვიანი...
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე, მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით,
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები, იქნება გვიანი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს,
ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია,
ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს
ხშირად წერტილიც მომნატრებია.

მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით,
სიპატარავით უფრო მანცვიფრებს,
ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი,
ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.

ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს!
იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს!
იფრინა როგორც ციცინათელამ,
ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.

უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა,
უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა,
ახლა უბრალო აზრიც მისხლტება,
ახლა პატარა სიოც მერევა.

რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები,
დაშვებულია, როგორც ნიჩბები,
მოჩვენებითი ბედნიერებით,
გაურკვეველი კითხვის ნიშნებით..

ცივა, სხეული გამომეფიტა,
მალე ყინულად გარდავიქმნები,
ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან
მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები.

მეგონა უცებ გაიდარებდა,
მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს,
შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან,
რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ.

მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან,
და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე,
ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად
უამრავ მარხილს გამომაბამენ.

როცა გრიგალიც საქმეს მოილევს,
და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას;
თითებს დავკიდებ,როგორც ლოლოებს,
ბოლო იმედის გადასარჩენად.

და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს,
ისე მომაყრის, როგორც კამათლებს,
მოვ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს
ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........
აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც
მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა
ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა.........
არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი
მონატრების გარდა.
თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით
განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ
ზაფხულს............
ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ
იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან,
ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო
შენთან ერთად ვნების მორევში..............
როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა
დარდი და მწუხარება...........
მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი
სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის
მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა.......
მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება.............
ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი
წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ
ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1377 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი.
ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს.
ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და "მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,იმიტომ რომ გოგო ხარ და იმდენი პრივილეგიებით ვერ სარგებლობ,როგორც ბიჭი.მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია.
ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამცხოვრება ომია,ომი... იქნებ ოდესმე გამოჩნდეს კიდეც ოცნების რაინდი,მშველელი გმირი და გიხსნას...
აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა.< ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრებაში მგონი წლების შემდეგ, პირველად ვარ უდარდელი, არ ვფიქრობ არაფერზე, ცუდზე... კარგზე... 12 წლის ასაკის შემდეგ 15 წელი გავიდა, მიკვირს რომ
შემწევს ყველაფრის გადმოცემის უნარი, მაგრამ თან მიხარია...
12 წლის ვიყავი, სკოლაში დავდიოდი, კარგად ვსწავლობდი, უდარდელი ბავშვობა მქონდა, მამა ცნობილი კაცი იყო, თავის საქმის პროფესიონალი... დედა მე და ჩემს და ძმას გვივლიდა, ხანდახან თუ დაქალებთან ერთად სადმე წავიდოდა, ისე სულ ჩვენთან მოდიოდნენ მისი დაქალები... ჩემი ძმა 16 წლის იყო, და კი 18ის... ულამაზესი იყო მაიკო, მთელს უბანს უყვარდა, თვითონ კი ერთი იდიოტი კურსელი ბიჭი უყვარდა, იმ ბიჭმა არც იცოდა მგონი, არ მახსოვს... მასეთი საქმეებისთვის პატარა ვიყავი... არც ვერეოდი ხოლმე... პრინციპში ჩარევას ვერავინ დამიშლიდა რადგან ნაბოლარა, მამას ცოტა გათამამებული ვყავდი... არ მაინტერესებდა რა... ჩემი ძმა უფრო კაცობდა და მაიკოს ვითომ აკონტროლებდა, ბევრჯერ მის თაყვანისმცემელსაც შეხვედრია... მამა ხშირად იცინოდა – ეს ღლაპი 18-20 წლის ბიჭებს რომ ხვდება რას ელაპარაკება ნეტავო... მაიკო ვატოს ასეთ საქციელს, უაზრო გამოხტომას ეძახდა და ხშირად ჩხუბობდნენ... ერთადერთი უდარდელი ოჯახში მგონი მაშინ მე ვიყავი... არავინ მიყვარდა, თუმცა მეც მამაჩემის თქვმის არ იყოს ვატოსთან შედარებით მართლა ღლაპი ვიყავი და ვინ უნდა ...ცხოვრებაში მგონი წლების შემდეგ, პირველად ვარ უდარდელი, არ ვფიქრობ არაფერზე, ცუდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შვილს ერთი დღის სიცოცხლე ქონდა დარჩენილი...და ძალიან არ უნდოდა სიკვდილი ამიტომ უფალმა უთხრა:წადი შენს ძმასთან 3 დგის სიცოცხლე დარჩა და ერთი დღე იქნებ დაგითმოსოოო...ბიჭი წავა ძმასთან მაგრამ იქედან გულნატკენი დაბრუნდება...მაშინ უფალმა, მამას მიაკითხე 2 დგღის სიცოცხლე დარჩა და იქნებ გაგიყოსო...ბიჭი წავა მამასთან მაგრამ მამამ:,,უფალმა 2 გდის სიცოცხლე მე მარგუნა და მე უნდა ვიცოცხლოვო""...აი მაშინ უფალი დედასთან მიაგზავნის ბიჭს 1 საათის სიცოცხლე დარჩა და იქნებ მან დაგითმოსო...ბიჭი მივა დედასთან...დედა გულს ამოიგლეჯს და შვილს გაუწოდებს,,აჰააა შვილო ჩემი გული შენ გეკუთვნისოოო,,,, მიჭი იქედან გახარებულო მორბის,უცებ ფეხს წამოკრავს და წაიქცევა...ხელიდან გავრდნილი დედის გული კი იქედან წამოძახებს: ,,შვილო ხომ არაფერი გეტკინაოოო”...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1048 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად
ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი
ჩემი ბრალია ქვეყნად
შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ!
დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა
გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას
ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი
ო, როგორ მინდა
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?!
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში
და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პირველი – ჰარმონია

შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვთამაშობთ, თუნდაც საკუთარი თავის ან სხვადასხვა მხატვრული სახით წარმოვსახავთ მას, მაგრამ ჩვენი აზრები და იდეები, მიზნები და ქმედებები განსაზღვრავს, ვინ ვართ სინამდვილეში. შეიძლება თავი შევირაცხყოთ ბოროტი აზრებით, ვიყოთ პატივმოყვარე და ამაყი, მაგრამ საკმარისია საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, რომ იმად ვიქცეთ, ვინც სინამდვილეში ვართ. ამ მომენტში მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზა საკუთარი თავისკენ, დაველაპარაკოთ მას, გავუგოთ და მივიღოთ, შევიგრძნოთ საკუთარი სრულფასოვნება და ძალა – ესაა ჰარმონია.
მეორე – ინტერესები

ცხოვრება მით უფრო საინტერესოა, რაც მეტია გართობა და საქმიანობა. მონოტონურ და უმოქმედო ცხოვრებას დეპრესიამდე მივყავართ. ინტერესები გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები, დავისვენოთ მძიმე ფიქრებისგან და განვთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისაგან. ინტერესების სფერო მრავალფეროვანია: სპორტი, ლიტერატურა, მუსიკა, მოგზაურობა.. მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იგივეს – დადებით ემოციებს გვიქმნის.
მესამე – სიყვარული

სხვებთან ემოციური ურთიერთობები ამყარებს საკუთარი თავის პატივისცემას და შეგრძნებას, რომ ვიღაცას ვჭირდებით, ვიღაცას უხარია ჩვენს გვერდით ყოფნა, დამატებით ძალებს გვმატებს და გვიბიძგებს მოქმედებისაკენ.
მეოთხე – მეგობრობა

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეგრძნებაა ცხოვრებაში. რა სასიამოვნოა იმ ადამიან ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმათ,
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს,
გავიზარდე და დავპატარავდი,
საოცრად დავპატარავდი.
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი,
იმდენად დავპატარავდი.
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება,
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი,
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმინდავდა ცრემლს მომტირალი.
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე.
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
გავჩდნი,
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა,
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი.
ყოველთვის ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,

შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები.
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი
ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები
განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა,
ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.


არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1239 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მაპატიე ცხოვრება რომ დაგინგრიე,
სიყვარულის მორევში რომ ჩაგითრიე.
მაპატიე ამდენ ხანს რომ გაწამებდი,
ჩემს სიყვარულს ახლოს არვის ვაკარებდი,
მაპატიე გაგიწბილე სიყვარული,
ძილში მესმის შენი გული როგორ ტირის,
მაპატიე გული ასე რომ გატკინე,
და ამდენი ცრემლები რომ მოგადინე
მაპატიე ურცხვად სხვაში რომ გაგცვალე,
სიძულვილი სახეში რომ მოგაყარე.
მაპატიე მე მოვკალი სიყვარული,
ვიცი........ახლა გვიანია სინანული,
მაპატიე თუ კი შეძლებ... მაპატიე,
რადგან ჩემ თავს მე არასდროს ვაპატიებ.'




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1695 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულია,რომ აქცევს მოკვდავთ
კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად,
სიყვარულია ჩვენ რომ გვანიჭებს:
სიბრძნეს ,სიხარულს და უკვდავებას
სიყვარულია ჯვარცმა ,წამება...
საღვთო კოცნაა,საღვთო ფიცია,
შეყვარებულთა წმინდა სახელი
ანგელოზებმა ცაშიც იციან.
სიყვარულია, ჩვენ რომ გვაცოცხლებს,
სიყვარულია,რაც ცოცხლად გვმარხავს,
სიყვარულია თვითონ ღვთაება
და მას მოცილედ თვით ღმერთიც არ ჰყავს,
თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც
კაციც და ღმერთიც სიყვარულს აყავს....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ ამტკივდა ოცნებათა პანაშვიდები,
რძისფერი თვლიდან გაბუტული სიცხადე ჟონავს...
მე მოვალ შენთან...ნასეტყვარი და დავმშვიდდები!..
მოვალ,ვით სველი ფოთოლცვენა და შემოდგომა!!!

კრულვის ღამეა!..ვბორიალობ ათითხნილ ფიქრში,.
რამდენი დღეა მოვდიოდი და ვერ მოვედი.
სასოწარკვეთავ,გამატარე,ხელი გამიშვი!!!
და მომაცილე ამაზრზენი სიმარტოეთი...

ისევ გავქვავდი,როგორც ძეგლი უორგანიზმო,
ისევ ჩამესმის საკუთარი თავის ნგრევის ხმა.
ისევ უარი?-მაპატიეთ,როგორ გავიგო?..
გონი ამემღვრა,გადამეწვა და გამეთიშა!..

კრულვის ღამეა!..არის თქეში ყალბი დუმილის...
არის სიცივე შორიახლო და ნელი ოხვრა!..
უნაყოფოა,აფსურდია ყველა სურვილი,
ვით სიცოცხლეში ღიმისა და ცრემლის არყოფნა!!!

ავბორიალდი საკუთარი თავის გარშემო!..
ნასეტყვარი ვარ,არეული...და ვერ ვმშვიდდები!!!
დღეებო,იქნებ გასასვლელი კარი მაჩვენოთ!!!!
დღეებო,მტკივა ოცნებათა პანაშვიდები!..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაქრება ყველა ზღაპარი ერთად,
მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები.
შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა,
და უსათუოუდ მოგენატრები.
და მერე მოვა სხვა გაზაფხული,
და თეთრ ფერებში შენ მოირთვები,
იდგება მხოლოდ უხმო წარსული,
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები...
და შეიცვლება აქ ბევრი რამე,
შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც,
სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე
და მე უსაზღვროდ გესაუბრები.
შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ,
არ ემონები უმიზნო ლოდინს
და დაივიწყებ მალე,სულ მალე,
რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის.
და შენ იქნები კვლავ ბედნიერი,
და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები,
მე კი დამრჩება შენზე ფიქრები
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ...
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_
"მე შენ მიყვარხარ"...
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _
"მაგიჟებ მე შენ " . . .

გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ
ამას მიხვდები . . .
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _
"მე შენ მჭირდები ". . .
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ ,
თვალებში თხოვნა მიწერია _
ნუღარ დამტოვებ ! . . .
მე ახლა ნახატს სასოებით,
კრძალვით გიხატავ.
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
"მე შენ მიყვარხარ ". . .




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2192 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მახსოვს,
გნატრობდი და მაინც გაგიხსენე...
რა ვქნა უშენობამ სევდას მიმაჩვია...
ჩემგან ბორკილები აიხსენი?
და ეს, ყველაფერი არად მიგაჩნია?...

მათოვს,
სიცისფრე და წამი შესაფერი...
ვიცი, მელოდება მაინც აღსასრული...
თურმე, დამავიწყდა ყველაფერი...
გარდა, სევდისა და სიყვარულის...

მახსოვს
ეგ თვალები, ასე ნაღვლიანი...
ჩემი განშორებით ასე დატანჯული...
შენი გამოხედვა, დარდიანი...
შენი მოლოდინი, დაქანცული...

ვიცი,
მონატრებას იმედებით ავსებ...
მახსოვს, სიმარტოვე წვიმაში და ქარში...
მაშინ, ზეცა იყო ვარსკვლავებით სავსე...
და რა გაგიჟებით, მიყვარდი მაშინ...

ეხლაც,
მენატრები ისევ გაგიჟებით...
მაინც, ჩემთანა ხარ, სანამ გული ფეთქავს...
მოვალ... სასთუმალთან ისევ დაგიჯდები...
და მოგონებები ისევ ამოხეთქავს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნეტავ.........!!!
უსიყვარულოდ ერთი ლექსი დამაწერინა...
უსიყვარულოდ ერთი წამით გამაძლებინა...
ქარიშხლიანი მოგონება წამაშლევინა...
სხვის შეცდომებზე მეც ცხოვრება მასწავლებინა...
სევდანარევი მუსიკები არ მამღერინა...
ფურცელს განდობილი ყველა ფიქრი გამათელინა...
ხვალინდელი დღე სულ სხვაგვარად დამაწყებინა...
გაუთავებლად სხვაზე ფიქრი მომაშლევინა...
თითქმის ყოველღამ ჩუმი ცრემლი არ მაღვრევინა...
მთვარის ნათებას ბედნიერი შემახედინა...
სულის ტკივივლი აღარასდროს განმაცდევინა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1002 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მე კი - უფსკრულში მივექანები.

შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხვა შედარება?!
ხედავ, პატარავ, ერთმანეთს ვავსებთ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ჩაგეძინოს...
ჩვენ ხომ,
ჯერ ეხლა ვიწყებთ სიცოცხლეს..
არ ჩაგეძინოს...
შეხედე ამ ცას, ფეხქვეშ გვეგება.
ვარდისფერდება მთები, შორეულ აღმოსავლეთში.
და დღეს ახლოა,
ჩვენს ოცნებებთან შუბლით შეხება.
არ ჩაგეძინოს,
თორემ, ხომ ხედავ მიდის სიცოცხლე...
არ ჩაგეძინოს,
ჰა, სადაცაა უკვე თენდება.
არ ჩაგეძინოს,
თორემ ვერ იგრძნობ როგორ გაკოცებ
და შენ ეს კოცნაც,
აღარასოდეს გაგახსენდება.
არ ჩაგეძინოს,
სანამ ჩემს ნაკვთებს, შენი თითები იმახსოვრებენ.
არ ჩაგეძინოს,
სანამ ფრთები გვაქვს, აღარ ვამძიმებთ მიწას ფეხებით.
შეხედე სივრცე ცოფიანივით,
როგორ იხევს ტანზე სიბნელეს.
შიშველ სხეულზე, ცხელი ტუჩებით როცა ვეხებით.
არ ჩაგეძინოს,
ეშმაკის დედაც!!!
ფაუსტის ძახილს თუ ვერ გაიგებს.
არ ჩაგეძინოს,
შეხედე თვალებს, მასში შუქია. სხვისი თვალები, როცა ქვრებიან.
ეხლა იგრძნობა – სიცოცხლის ფასი,
აქ, შენთან ახლოს...
სანამ ჩემთან ხარ,
თითები - თითებს ეფერებიან.
არ ჩაგეძინოს...
არ ჩაგეძინოს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე....
მერე მოდი და ცემს მკლავებში შემოიხიზნე
უპატრონე ჩემს მონატრებას...
ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური...
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს....
..........გამომიგონე........... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე.... და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი....
მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღრა ვიტევდი...
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა....
შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას...
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი...
მე ხომ შენამდე მოვაღწიე... მე ხომ დაგნებდი....
..........გამომიგონე............ შემოყვარე როგორც გინდა, დამამსგავსე სენს სურვილებს...
შემისწავლე ყოველი ნაკლი, მე ხომ უზომოდ დავიღალე...
და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა, მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები მზეს, ჩამოხრჩობილი ფანჯრის სიჩუმეს.....
დამტოვეს შენთან...
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები...
მზე სემოსწირე ცემს ჭრილობებს, მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე თუ რატომ არ მოვედი აქამდე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ სიმარტოვე, ისევ შენზე ფიქრები იცი? მომენატრე მარა სად ხარ შენ არ ვიცი. მენატრები თან ძალიან მაგრად, იცი ჩვენ მომავლისკენ რომ ვიხედები
ძალიან დიდ სინათლეს ვხედავ, აი ვზივარ და ვუყურებ მთვარეს ვფიქრობ, რამე თუ
ადარდებს მთვარეს? ალბათ მისი მოვალეობა მხოლოდ ღამე გამოჩენა და მეტი არაფერი, ისეე ცოტა არ იყოს მგავს რაღაცაშიც, ჰმმ არა არა მე უკვე მასეთი არ
ვარ მე უკვე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცოცხლობ და თან ვაარ ბედნიერი ძალიან
ბედნიერი, ადრე?, ეჰ ადრე სულ სხვა ვიყავი, ისე დღესაც მეძახის თავისკენ ჩემი ადრინდელი ცხოვრება, მარა არ ვნებდები არ მინდა ისევ გაურიო ჩემი ხელი იმ ბნელ საქმეებში რომლებსაც მე ვაკეთებდი, დავიღალე და მინდა
დასვენება, დასვენება თან საყვარელ ადამიანთან ერთად. იმასთან ვისაც ჩემ სიცოცხლეს
ვაჩუქებ და იმასთან ვინც მირჩევნია ჩემ სიცოცხლეს მიყვარხარ სიხარულო დაიმახსოვრე ეს.
-დიახ გისმენთ ვინ გინდათ?
-ვერ მიცანი?
-შეენ?
-ხო რა იყო არ მომელოდი თუ უკვე დამივიწყე?
-არა არა მარა არ ველოდი შენ ზარს იცი შენი ნახვა მინდა რაღაც მაქ
სათქმელი შეილება?
-რატომ კიდევ რა უნდა მომატყუო და რით უნდა მატკინო გული?
-მაგას რატომ მეუბნები, შენ მე გული გატკინე ?
-კი, თან ძალიან ბევრჯერ, მარა თუ საქმე გაქ შეგხვდები ბოლოჯერ
-კაი იყოს ბოლო მარა შემხვდი... კაი კარგათ, ხვალ ჩვეულებრივ ჩვენ ადგილას
-კაი კარგათ იყავი
-კარგათ----------- ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მონატრების ცრემლს მაწვიმდე
იმდენს...
წუხელ ისე გამეტებით წვიმდა,
მინდა ასე,
ყოველ ღამე წვიმდეს...

დამასველოს უსაშველო წვიმამ,
სხვას არაფერს,
არ მოვითხოვ იმდენს...
მე წვიმაში, მოფერება მინდა
და ეს წვიმა,
მოფერებით მღლიდეს...

რომ გრძნობები გვაწუხებდეს
წმინდა...
სიყვარული,
ჩვენთვის ისევ ღირდეს...
წვიმაა და შენი კოცნა მინდა,
მინდა წვიმა,
წვიმასავით წვიმდეს...

მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მინდა ისევ,
შენებურად წვიმდეს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1567 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,
შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულო შენით.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1186 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,
არც სხვისი სიყვარული მომიპარავს ჩემიც არასოდეს დამითმია,
ისე მომეპარა გრძნობა გულში ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,
გული ისე ძლიერ ამიძგერდა რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..
შენმა ლამაზმა გამოხედვამ გულში ნაკვალევი დამამჩნია,
ჩემი ცხოვრების თანამგზავრად გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,
შენახარ ის ყველაზე წმინდა რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი,
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოგესალმებით LoVSTOrYs.Ucoz.Com - ის ადმინისტრაცია
საიტს ესაჭიროება მოდერატორები ან აფლოადერები გთხოვთ მოგვწერეთ სკაიპში:
GiORGi_341 & PaPoPaPaSa
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 950 | დამატებულია: Pss | სრულად წაკითხვა >>



მიყვვარხარ ძლიერ ძლიერ
რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ფერი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნაც შეხებაც მათი
ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე
სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შენი კისკისი მართობს.
მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს
დიდებას დავთმობ შენთვის
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: Pss | სრულად წაკითხვა >>





მენატრება შენი სახე,

ამ დილითაც სიზმრად გნახე.

ისევ მათბობს შენი ფერი,

არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,

ზურგით მიდგას ბედისწერა.

დამავიწყდა უკვე ლოცვა,

მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

თავში დამსდევს ერთი აზრი,

ვერ გავუგე შინაარსი.

... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: Pss | სრულად წაკითხვა >>



ჩემში ფიქრებმა დაიდეს ბინა,
ოცნებას მისცეს საეჭვო წყარო,
ახლა რატომღაც გაფრენა მინდა,
მეუბნებიან უფრთებო ხარო.

სხვისი ნათქვამი რაში მარგია,
განა ვერა ვგრძნობ ფრთები ამომდის,
ხოდა მე როცა გაფრენას ვცდილობ,
ცდა ხან გამომდის, ხან არ გამომდის.

ოჰ!.. როგორ მინდა გაუკვდავება,
ამის მიზეზად სიცოცხლეს ვსახავ
(აუხდენელი ფიქრების გამო
ამ ჩემ სურვილსაც ფურცლებში ვმარხავ).

ვებრძვი ოცნებას რეალურ ფიქრით,
ვებრძვი კი არა ლამის შემძულდა,
რას ვეოცნებო, მითხარით ერთი,
ცხოვრებას?! (ჩემი თავის შემშურდა

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: Pss | სრულად წაკითხვა >>


ცრემლებით ივსება თეთრი ფურცლები,
თითები თავისით წერენ ასოებს.
მთვარიან ღამეს ჩუმად მოველი,
მაგ შენ შავ თვალებს რომ მომაგონებს.

ცრემლებით ვწერ და თითქოს გეხები,
ოცნებით ვძერწავ ლამაზ სტრიქონებს.
იმედით ვცოცხლობ, ოცნებით ვტკბები.
ჩუმად, სულ ჩუმად. მე შენ გიგონებ.

დიდი ხანია რაც ერთად არ ვართ,
და შენს დაკარგვას ვერ შევეგუე.
მხოლოდ ცრემლებს თუ ძალუძთ სიცოცხლე,
და ამ ცრემლებში, მე შენ გიგონებ





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 952 | დამატებულია: Pss | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-11-22, 4:09 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024