♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 03


The Hottie and the Nottie
1 სთ 30 წთ
ჟანრი:კომედია, მელოდრამა  პოსტერები
გამოშვება:08 თებერვალი 2008
რეჟისორი:თომ პუტნემი 
სტუდია:სამიტ ინტერტეიმენტი, ფერფლ ფიქჩერზი 
როლებში:პერის ჰილთონი, კუტრინ ფიორე, ჯოელ მური, მარიან მიულერლეილი, ქრისტინ ლეიკინი, ადამ კულბერში, გრეგ უილსონი, იოჰან ურბი, სამანტა ბეილი, ერინ კარდილიოსი, კარლი სკოტ კოლინზი, ალეკსანდრა დანიელი, უოლტერ დელმარი, კურტ დოსი, მარკუს ლინდსი 

 
... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1255 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Step Up 2 The Streets
1 სთ 38 წთ
ჟანრი:დრამა, მელოდრამა, მუსიკალური   პოსტერები
გამოშვება:14 თებერვალი 2008
რეჟისორი:ჯონ ჩუ 
სტუდია:ტაჩსტოუნ პიქჩერზი, სამიტ ინტერტეიმენტი, ოფსპრინგ ინტერტეიმენტი 
როლებში:რობერტ ხოფმანი, უილ კემპი, ბრიანა ევიგანი, ადამ ჯ.სევანი, ქესი, დანიელ პოლანკო, კრისტოფერ სკოტი, მარი კოდა, ჟანელ კემბრიჯი, ლიუის როსადო 

 
... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით,
დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა
და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები
საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.

მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს,
ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან,
გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს
მიტომ ვუმზადებ საბრძანე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 
ვუყურებ წყალზე დაღვენთილ მთვარეს,
გულიდან შიში უკვალოდ ქრება..
ხიდზე სიბნელის მანათობელი
უკანასკნელი შუქურაც ქვრება..

სიჩუმე მთრგუნავს, ფიქრებწაშლილი
ვებღაუჭები ხიდის ზღუდეებს,
გამოთხოვების წუთები ღლიან
თვალებში ჩამდგარ ცრემლის გუბეებს..

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"კარუსელები"


"კარუსელები"
"კარუსელები" ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 3673 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


.........................................

style !!! LoOk>>>>>>>>

.........................................


... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ხომ იცი, 
სანთლებად აგინთებ სიცოცხლეს, 
სანთლებად, 
რომლებიც სულ მუდამ იწვიან, 
ხომ იცი, 
ხატის წინ მუხლმოყრით ვილოცებ, 
ვილოცებ და უფალს 
დარდს ვეტყვი ფიქრიანს, 
რომ სანთლად ავანთე 
მე ჩემი ოცნება, 
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 988 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 
უშენოდ ჩემი გული მერცხლის მიტოვებული ბუდესავით შერჩენია ჩემს სხეულს.
უშენოდ ჩემი თითები დაცვენილი ბუმბულებივით ფარფატებენ თბილისის ქარში...უშენოდ ჩემი თვალები უსიცოცხლო პლანეტებივით ტრიალებენ სულის ორბიტაზე.
ჩემი სიყვარული კლავიშებჩავარდნილი როიალივით დგას სულის დარბაზში უშენოდ... 

და მერე უშენოდ გათენდა... მზემ როგორც ახალგამოჩეკილმა წიწილამ, ფეტვის მარცვლებივით აკენკა ალაგ-ალაგ შერჩენილი ვარსკვლავები.თბილისის ქუჩებში კი შვილმკვდარი დედასავით დაძრწის ქარაშოტი,ხოლო სადღაც ბეღურებს ჩასაფრებული კატასავით გალურსულა სფინქსი და პირამიდებიც ქარავანს ჩამორჩენილი აქლემებივით ძოვენ მზესა და ქვიშას...
ოსირისის ტაძართან ქრისტეს ბავშვობის დროინდელ ნაფეხურებში მარადიული ქვიშის საათივით ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში
კაკლის ლებანი, ეკალში — ზღარბი
და კუ — ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი.
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი.
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი
და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ, ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა — ეს მე ვარ!
მისატყუარი, სამოთხის ბაღში
ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი...
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟანგმა თოფი და
მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის
დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ
ზღაპარი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1082 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ვიცი, საიდან სადამდეა ჩემი სილამაზე:
შუბლიდან ნიკაპამდე,
ლავიწიდან კვირისტავამდე თუ
თხემიდან ტერფამდე.
ის საიდანღაც იწყება და საითკენღაც სრულდება,
მაგრამ საითკენ, გაუგებარია.
სახიდან კანჭებისაკენ მიემართება თუ პირიქით,
კანჭებიდან სახისაკენ?
ბეჭების და დუნდულების მიდამოებში ხომ
არ ტრიალებს?
ან იქნებ გასწვრივ მოძრაობს,
ჩემი ერთი თვალიდან მეორე თვალამდე,
ერთი ძუძუსკერტიდან მეორე ძუძუსკერტამდე
ან სულაც
დიაგონალურია და გულიდან ღვიძლამდე
მისერავს მუცელს?
და თუ აპრეხილ ცხვირზე მაზის და
იქიდან ფეხსაც არ იცვლის, მაშინ?
ვითომ რატომ არ შეიძლება,
ჩემი სილამაზე მხოლოდ ერთ რომელიღაც
უძრავ წერტილში ბუდობდეს?
მით უმეტეს, თუ არავინ იქნება,
ვინც მის ამოძრავებას შეეცდებოდა.
ერთ წერტილში შეკუნჭული სილამაზე _
ასეთი რამ სრულიადაც არაა გამორიცხული და
თუ ადამიანი ჩაუკვირდება, არც საწყენი.
მთავარია, ის არსებობდეს.
მთავარია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ
ჩვენი სილამაზე არსებობს.
რომ ის საიდანღაც დაიწყო და ახლა
რაღაც (თუნდაც პირობითი) ფართობი უკავია _
შუბლიდან ნიკაპამდე,
კეფიდან კუდუსუნამდე ან
გულისკოვზიდან გულისფიცრამდე.

თუ ეს ვიცით,
დანარჩენი სულერთია.

თუ ეს ვიცით,
კმაყოფილი ვართ და სამყაროს ვეპრანჭებით _
თუნდაც იმ ერთადერთი წერტილით ცხვირის წვერზე.

ასეთები ვართ ადამიანები.
ასეთები ვართ მდედრები.
ასეთი ვარ მე _ დიანა ვაჩნაძე და
ძალიანაც ამ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1214 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დე....
ერთ პატარა გოგონას ძალიან უყვარს დღიურში ჩანაწერების გაკეთება... გულებიან, ვარსკვლავებიან, ყვავილებიან ფურცლებზე წერს ხოლმე, თუმც ქაღალდებზე გაყინულ გრძნობას
სულებშიც ადვილად ქარგავს... მერე დღიურს ბოქლომით კეტავს და გასაღები თან მიაქვს... ყოველ ღამე მიუჯდება მაგიდას და ფურცლებს უყვება ყველაფერრს, ისე თითქოს ესმოდეთ...
იცით?!... თქვენ ამ გოგოს ძალიან კარგად იცნობთ...დედა უყვარს კიდევ ძალიან, მაგრამ ასე არანორმალურს ნახეთ აბა გულში რა აქვს....მისი მეგობარი ხომ ღამე, ფურცლები და კალამია.
-დე, იცი დე?!....-დაბოლოება მინდა...ერთი უბრალო, ლამაზი სიტყვით, მაგრამ...მან ისედაც კარგად იცის რა უნდა ვთქვა, არაფერს მპასუხობს.
დე, იცი ყოველ დილით შემოვიჭყიტები ხოლმე შენს ოთახში, მინდა სკოლაში წასვლის წინ მაგრად ჩაგეხუტო და გული გაგითბო...თუმც რაღაც მაჩერებს, თითქოს და შენი მრცხვენია....მოსვლას და კოცნას ვერ ვბედავ ხოლმე.. შენ ეს არ იცი, ან იქნებ საბანში გახვეულს ტკბილ ძილშიც გესმის ჩემი გულის ხმა...
დე, მენატრები ხოლმე! მაგრამ არასდროს გეუბნები, მგონი ქედმაღლობის ბრალია; უამრავ კითხვას გისვამ, გაწუხებ ხშირად...
-დე, რაზე ფიქრობ?! სად იყავი? რატომ?...-უაზროდ გეტიტინები, ისე თითქოს ორი წლის ბავშვი ვიყო...
ძლიერი ქალი ხარ! მაგრამ მრავალჯერ შემინიშნავს ცრემლები შენს თვალებზე...
-რა გატირებს?..-ისე ჩუმად ვკიითხულობ, არც კი გესმის... მერე ვცდილობ გავექცე შენს თვალებს..ა ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. 

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 2837 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულია როცა.............


სიყვარულია როცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ...

სიყვარულია,როცა ... ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბერნარდ შოუ :

ცნობილი ადამიანების,ცნობილი გამონათქვამები ..

1)ხალხი თავს აბეზრებს ერთმანეთს ,მე კი ჩემი თავი მბეზრდება მაშინაც კი ,როდესაც 10 წუთის განმავლობაში მარტო ვრჩები .
2)პატრიოტიზმი არის ის ,რომ შენ დარწმუნებული ხარ ,რომ შენი ქვეყანა საუკეთესოა მთელს მსოფლიოში ,რადგან შენ დაიბადე იქ ..
3)ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიების პროცესია ,ეს ის დროა ,როცა შენ თავად ქმნი შენ თავს ! 
4)ჩემი რეპუტაცია იზრდება ,ჩემი თითოეული მარცხის შემდეგ ..
5)უკეთესია არასდროს ,ვიდრე გვიან ))
6)შენ იყენებ სარკეს ,რომ დაინახო შენი სახე და იყენებ ხელოვნებას ,რომ დაინახო შენი სული .
7)ჩვენ იმიტომ კი არ ვწყვეტთ თამაშს,რომ ჩვენ ვიზრდებით ..ჩვენ ვიზრდებით,რადგან ჩვენ ვწყვეტთ თამაშს ..
8)ყველაზე ხშირად ადამიანების დაინტერე ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 3959 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

გვესაუბრება კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის ბავშვთა და სოკოვანი დაავადების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი თვალიაშვილი.

– რატომ ჩნდება ჭორფლი და თუ არის მისი მოცილება შესაძლებელი? 

– ჭორფლი ძირითადად დაბადებიდან აქვთ, უფრო მეტად, ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს. მისი მოცილება არაა სასურველი. თუმცა არსებობს ბევრი წასასმელი პრეპარატი და ისინი ლაქებს აფერმკრთალებს. არის სპეციალური პრეპარატი მელანექსი, რომელიც ძალიან ეფექტურია. 

– ჭორფლი სამუდამოდ არ შორდება? 

– ჭორფლის სამუდამოდ მოცილება თითქმის შეუძლებელია.

... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 2724 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დათო მანქანას გიჟივით ატარებდა. საშინლად წვიმდა. ორივეს ერთი ეპიზოდი ახსენდებოდა, როდესაც სახლის საჩვენებლად მიყავდა დათოს.
როდესაც სახლს მიუახლოვდნენ ელენემ ზრდილობისთვის უთხრა: "ამოდი ყავაზე დაგპატიჟებ”-ო.
მისდა გასაოცრად დადებითი პასუხი მიიღო დათოსგან.
— რა ლამაზად მოგიწყვია ეს ბინა...
— ჰოო? ჩემი და ნიკუშას დიზაინითაა მოწყობილი.
დათო დაღონდა და გაიფიქრა "წესით აქ მე უნდა ვცხოვრომდე ელენესთან ერთად ბედნიერი”-ო.
ნიკუშას პატარაობის სურათი იდო ჩარჩოში, რომელშიც იცინოდა და ჩაჩხვლეტილი ლოყა ეტყობოდა.
— ფეხძიმობაში კვერცხი მოიპარე ნიკუშას რომ ლოყა ჩაჩხვლეტოდა?
ელენემ ეჭვით გახედა, რამეს ხომ არ მიხვდაო მაგრამ, რომ ნახა სერიოზულად ეკითხებოდა გაეღიმა.
— ვის უფრო გავს შენ თუ მამამისს?
— იერით, თვალწარბით და თმისფერით მე მგავს დანარჩენებით კი მამამისს, ხასიათი და ქცევებიც კი მამამისის აქვს.
— ესეიგი ბუტია არ არის
— როგორ არ არის, ჩემზე ბუტია ის არის.
დათო ძალიან ბუტია იყო, მაგრამ წყენა მალევე ავიწყდებოდა.
— ელენე დაფიქრდი ჩემს წინადანებაზე, გპირდები, რომ უბედნიერეს ქალად გაქცევ, ნიკუშას შვილივით მოვუვლი და მოვექცევი
ამ სიტყვებმა ტანში ჟრუანტელივით დაუარა ელენეს.
საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. მოულოდნელად დათომ უთხრა:
— ნ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დათო და ელენე 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, საღამოს 6-ის 15 წუთზე, "წითელ ბაღში”...
მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, სხვა წყვილებისგან განსხვავებით ისინი არასოდეს ჩხუბობდნენ. ელენე 17 წლის იყო დათო კი 19-ის.
საშინელი ამინდი იყო. წვიმა და ქარი ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ფიქრებში გართული ელენე ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა:"უეჭველი ის იქნება” გაიფიქრა მან.
— გისმენთ?
— ელენიკო მე ვარ!
— ამ წუთას შენზე ვფიქრობდი, რა ვქნათ ასეთი საშინელი ამინდი რომაა?
— 15 წუთში მზად იყავი, მანქანით გამოგივლი და გავიაროთ სადმე.
— კარგი გელოდები.
მანქანა გიჟივით მიჰქროდა ქალაქის სველ ქუჩებში.
— დათო სად მივდივართ?
— იქ სადაც სიწყნარეა და მარტონი ვიქნებით.
— აუუუ....მითხარი რაა?....გთხოოვ...
— კარგი, გეტყვი: დღეს ბინა ვიქირავე და მინდა, რომ გაჩვენო...
ბინა ერთოთახიანი, ლამაზი, მყუდრო და წყნარი იყო.
— აუ რა მაგარია...ზუსტად ისეთი ბინაა როგორიც მინდა რომ გვქონდეს.
— ხო, ამ ბინაში ზუსტად სამ თვეში ერთად ვიცხოვრებთ, მანამდე კი დაკეტილი მექნება.
— შენ რა იყო, თვეების და დღეების თვლა დაიწყე?
— წუთებს და წამებსაც კი ვითვლი, ერთი სული მაქვს როდის მოვა
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1228 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 992 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 953 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1046 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ……
გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე.ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ გიოც ტიროდა. რადგან ხედავდა ნიას ცრემლებს. რატომ წაართვა ღმერთმა მისი თავი?! მათი სიყვარული ხო მ ცოტა ხნის წინ დაიწყო…
გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრე ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ყველაფერი დასრულდება, მაშინ დაიწყება დავიწყება.
ტკივილი...ყველაფრის დამფარავი ტკივილი. ტკივილი-ფარდა ნისლისფერი. შენ, არ ყოფილი, ვითომ ყოფილი წარსულის ფარდით დაინისლები.
შენ წახვალ...წასვლისას ერთხელ მაინც მოიხედები.
მე, ცრემლიანი ტკივილით გაგაცილებ. დამენანები, მაგრამ არ შევეცდები შენს დაბრუნებას. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს ეკლიანი თუ სუფთა, ჩვენი გზით უნდა ვიაროთ მუდამ.
შენ..შენ უნდა იყო, ისეთი როგორიც ტკივილიან ოცნებაში.
მე...მე უნდა ვიყო, უნდა გეტკინოს ჩემი წასვლა.
ეკლიან გზაზე თეთრი ვარდია ეგ ტკივილი. უაზრობაა ყველაფერი, ოჯახის გარდა. თეთრად დათოვლილი, მუხა დამეხილი არავის უნდა ოჯახის გარდა.
ეს, მაშინ, როცა ყველაფერი დასრულდება...
ახლა? რაღაა ახლა?
მირაჟი, სიზმარი...
მარტოობა და სინანული, შემოდგომისგან მორთმეული ქრიზანთემები.
დაგმანული გულის კარები და ჩაბრუნებული ბოღმა.
იყო? არა! არაფერი იყო, არც არასოდეს იქნება. მე შენთან ძალიან ადრე მოვედი, ნუ მათქმევინებ სულელურ სიტყვებს.
არ დაბრუნება, ნურც დაბრუნდება, ოღონდ დასაწყისი ნუ დამენანება. არ მიყვარს სინანული. მინდა სიხარულით გაგიხსენო თუკი გამახსენდები..




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1230 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როგორც ყოველთვის,
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.
ახლა მგზავრი ვარ და დუმილში
ვჩურჩულებ მგზავრი:
- მშვიდობით იყავ, აწ და მარადის.
ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის
არც დავიწყებად, არც უკვდავებად,
შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი
და ათასებიც მეცოტავება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მივდივარ მაინც ყველაფრის მიუხედავად... ვაგრძელებ ცხოვრებას და აუტანლად ვითვლი ამ ცხოვრების დაწყევლილ წამებს..
ყოველი გასული წამი მახარებს... მხოოლოდ იმიტომ რომ..
ცუდს უკან ვტოვებ ... !! მაგრამ არც კარგის იმედია აღარ მაქ ..

ცხოვრება სასტიკი თეატრია სადაც ადამიანები გამუდმებით დრამას ვთამაშობთ.. ! რეალობა კი სინამდვილეზე მწარეა.. !




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები...
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას...
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,რაღა დავწერო?
რაღა შევქმნა?
რაღა გიამბო?
რაღას შევეხო ჩემს სულში და
ავახმიანო?
დამრჩა სევდა და
უსაშველოდ მუქი "ცოდვები"
და ,რომ დავწერო
წასაკითხად შემეცოდები...
ეხლა ზამთარი ნაადრევად
მინგრევს დარაბებს...
გადავიტანო იქნებ ბოღმა
დარდი,
ხვალამდე....
მერე სინათლე და სარკეში
ნაპოვნი ღიმი...
წამალზე მეტად გამიყუჩებს
ნაღველს და ტკივილს...
შემომათენდა, უშენობა
ფსკერისკენ მძირავს...
შენ ეხლა მასთან თავმიდებულს
ლამაზად გძინავს..
აი,რა არის მარტო მყოფი ქალის
ეჭვები?!
ხვალ პატიებას ამ ლექსისთვის
შეგეხვეწები!!!!
თუმცაღა ვიცი გადაწონის...
ბრაზსაც ვინახავ...
რადგან იცი,რომ უსაშველოდ
მე შენ მიყვარხარ!!!!!!!"




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემიყვარდება უდროო ბინდი,
თუ მზის ტოტები სევდას არ ისხამს,
თუ მაგ ფანჯრების მყუდროებიდან
თქვენ ვერ შემამჩნევთ, მოსულ ქარიშხალს...

ვტოვებ საკუთარ თავთან ხელკავით
მარტოსულების ვალსს პოეზიად...
მწუხრის ზარები ჩემთვის რეკავდნენ
სულს სინანული რომ მოეძია...

მაგრამ ხომ ვიცი ამ ზარებიდან
დამესევიან მხოლოდ ყვავები.
შემხვდი ქუჩაში ნაზარეველო,
შემხვდი,
მოგყვები და
მეყვარები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1615 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც...
საუკუნეებს წვდება ფიქრებით:
„შეგხვდები?..."
„გნახავ?..."
„მიცნობ?..."
„შემიგრძნობ?..."
„სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?..."

სული სულ ეძებს,
ერთ სულს დაეძებს
და თუ პოულობს, მაშინ ბრწყინდება!
სულს თუ გვერდით ჰყავს ძებნილი სული,
მასთან არასდროს არ მოსწყინდება!...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაფერი უაზრობაა რასაც განიცდი..
შენ თუ არ იცი სხვა მოვა და არც ის დაგიცდის..
როცა შეკითხვას დასვავ გეტყვის - "არ ვიცი"...
იქნებ ეწყინა და გული ატკინე დღეს შენ რა იცი...

იქნებ გაიფანტა ფიქრები ,იქნებ დაიწყო თოვა
თუ მართლა გულით უყვარდი ის შენთან ისევ მოვა ,
იქნებ ოცნებებს ართმევენ იქნებ გაქცევას ლამობს...
და სადღაც გულის სიღრმეში.დღეს შენ სიყვარულს ნატრობს

იქნებ ინანა წარსული,შენ ნუ იქნები ავსული..
ნუ დაუკარგავ იმედებს.,ის ხომ თავის გულს იმეტებს..
ნუ გაუხსენებს წარსულს.. თუ დაბრუნება არ სურს..
ნუ შეახსენებ აწყმოს.. შენ თუ დაბრუნება არ გსურს


უბრალოდ მოუკეტე კარი, და აარიდე თავი..
ნუ მიიკარებ ახლოს. თუ მასთან ყოფნა არ გსურს..
ნუ შეადარებ აფსურდს... თუ მისი ნახვა არ გსურს..
გულს ნუგა ატკენ მეტად.. მან ხომ გაქცია ღმერთად..


ყველაფერი უაზრობაა რასაც განიცდი..
შენ თუ არ იცი სხვა მოვა და არც ის დაგიცდის..
როცა შეკითხვას დასვავ გეტყვის - "არ ვიცი"...
იქნებ ეწყინა და გული ატკინე დღეს შენ რა იცი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი
თავნება ქალი რომ მიწოდე
ქედმაღალი ვარ და ჭირვეული
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე

მზის ტყუპის ცალია ჩემი გული
მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს
ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ
ვეღარსად გაექცევი ხვიარებს

ამაყნი არიან სურვილები
ეშმაკის ცხენები გახედნეს
ვინც მათთან ჯირითი გაბედა
ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს

ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა
ქარივით გიჟია და ონავარი
სული ვერ იგუებს მორჩილებას
ამორძალებთან წილნაყარი

და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე
და თუნდაც თავნება მიწოდე
ძალიან ამაყი და ურჩი ვარ
უთუოდ გაგაწვალებ იცოდე..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


..შენ მოდიოდი ისეთ თოვაში...
...თითქოს ზამთარი... გაყრიდა სიცილს...
...ფიფქებს ჭაღარა... გაევლო თმაში..
...და... რა საოცრად... გშვენოდა იცი?!.
სიცივისაგან შეფაკლულ ღაწვებს..
...ვარდის ფურცელი ეფინა თითქოს..
...შენ მოდიოდი თოვლიან გზაზე..
..და ნაკვალევში... ტოვებდი... სითბოს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე...
თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი,
ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი.
მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეები დნებიან, თოვლივით...
ფიქრებად...
გაყინულ აწმყოში, მამშვიდებს წარსული,
მე მოვალ თოვლად და მე მოვალ ფიფქებად...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...
დღეები მიქრიან, უშენოდ...ვბერდები...
დაღლილა ფიქრები ცბიერი წარსულით,
უკან რომ დაგდევდი ქარივით, ვჩერდები...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...
დღეები მელიან, მომავლის...
იმედით...
ცრემლიან ღრუბლებში, ნავარდობს წარსული,
რამდენი ვიარეთ და მაინც მივედით...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული
დღეები მარხავენ, უშენოდ...
იმედებს...
გალუმპულ მიწაზე ეცემა წარსული,
მე აწმყო გავთელე და ფიქრებს მივენდე...
ვერცხლისფერ სამოსში, და უკვე...
ზრდასრული...
დღეები სავსეა, უმიზნო..ზრახვებით...
გამომშრალ ტალღებში იხრჩობა წარსული,
ვიხსენებ...
შენ და მზე, წარსულში მახვევდით....
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...
დღეები დნებიან, თოვლივით...
მაშინებს...
უშენო აწმყო და დაღლილი წარსული,
მე ხომ შენ მოგენდე, არ გახსოვს?
მაშინვე...
ვერცხლისფერ სამოსში და მაინც...
ზრდასრული...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს,
ო, ისე ლამაზად მეყვარები
კიდევაც შეშურდება მთვარეს...
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!
არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1450 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია,
არ შემიყვარო, ქარო.
მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით...
წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო, აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო.
მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო... !

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1238 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იყო სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს,
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა,
ის, სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,აქ, ამ მიწაზეა მისი სამყოფელი, მისი ცხოვრება...
აქ არის მისი დროებითი თავშესაფარი...

დროებითი... რამეთუ დროებით გამვლელები ვართ ყველანი დედამიწაზე, დაბადებასა და გაქრობას შორის გამოკიდებულები.
მხოლოდ სიარული შეგვიძლია, წასვლა იქით, საითაც გვსურს - შორეული გასეირნება თუ შემთხვევითი წანწალი... მთავარია სიარული.

ისიც დადის...

გადის გზას ცხოვრებისას და გზას ენისას, დადის რომ ჩასწვდეს წარსულსა და ოდნავ მაინც დაინახოს მომავალი, გაიცნოს შემთხვევითობა და მიიღოს ბედისწერა.

"უნდა ვიარო... სულ ესაა, ოღონდ უნდა ვიარო!"
პოეზია კი სიარულში ეხმარება... რბილი ლანჩებია, დახეული ფეხსაცმლით სიარულს რომ უადვილებს...
იცის რომ მოკვდება, მალე, და ალაგებს ჩემოდნებს...
გამუდმებით ცასაა მიშტერებული...

მისია ტკივილი სულ უფრო რომ მძიმდება, წარმოსახვა, სულ უფრო ხელშესახები რომ ხდება, ოცნება, ახდენა რომ არ უწერია... შეკითხვები, გამუდმებით რომ ისმის - მისია ყველაფერი.

ვიღაცას ჰგონია შეიშალა...
"ნახეთ, ნახეთ, თავის თავს ელაპარაკება, სულ მარტო!..."
ცხოველებს ესაუბრება, ხეებს, მნათობებს, საგნებს, არარსებულ არსებებს.

საკუთარი თავიც კი ავიწყდება და მიიწევს უცნობი, უჩვეულო, ამოუხსნელი, გაურკვეველი სამყაროსკენ... მისდევს იდუმალებას...

თვადაყირა ვინც დადის ფეხქვეშ ცა აქვს უფსკრულად, სიცარიელეზე დგას...

ის კი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


"ევამ უთხრა ადამს: უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი
თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი
ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია,
ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს
დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს
მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი,
ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს
ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი
უფლის განგებით ჩვენი ბედია,
და არც არასდროს და არც არასდროს
მე უშენობა არ მინატრია,
ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი
მკრეხელობაა და ღალატია.
მე არ ვიცვლებოდი
საუკუნენი ისე მიქროდნენ, ვერც კი ვამჩნევდით
ვიცვლიდი სახელს, ზნისა სახეს,
და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები,
ხან მიწურ ქოხში გითბობდი ვახშამს
გელოდი როგორც, ცოლი მორჩილი,
ხან სასახლეში გიწვევდი, რაინდს რომ
შემებორკე ტრფობის ბორკილით
ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე,
ხან ვიყავ შენი უარმყოფელი,
და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი.
და თუ ვცოდავდი
ვცოდავდი შენთან, ზოგჯერ შენს გამო,
ზოგჯერ კი შენთვის
მანკიერება ჩემი ყოველი, შენს პირველ ცოდვას
ერწყმის და ერთვის.
მე დიდხანს ვდუმდი,
მაგრამ დუმილი ყოველთვის ოქრო არაა თურმე,
იმ ერთი სიტყვით ისე მატკინე გული,
რომ დღემდე ვერ განვიკურნე.
მე მგონი დროა, რომ შეგახსენო
საბედისწერო ის ერთი დილა,
როცა უგვანმა ღალატმა შენმა ბედნიერება ჩემი დაჩრდილა.
გახსოვს შეგვრის ხეს?
მაგრამ რა მერე, მე არც სამოთხე მსურდა უშენოდ
სულ სხვა რამ მტკივა ამდენი წე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა მოხდება შენც რომ ჩემი ნოტებით გესმოდეს??? ნოტები გეტყოდნენ სათქმელს, როგორ თბილად ბნელა არა??? როგორი მგრძნობიარე ხარ, დახუჭე თვალები და მოუსმინე ვიღაცა საქსაფონზე უკრავს …

რა დიდი ძალა აქვს ნოტებს, ძალიან დიდი თუ შენი ფიქრები მოერგება ზუსტად. ფაქიზები არიან, ნაზები, ვერ იტანენ სიყალბეს, უწესრიგობას. მოდიან ერთმანეთის მიყოლებით და მოაქვთ ემოცია, გრძნობა. ძალიან უყვართ ერთმანეთი, ისე უყვართ რომ თუ ერთი გამოგეპარა, მომდევნო ისე აყვირდება რომ იძულებული ხარ აღირო შენი უყურადღებობა. ნოტებში შეყვარებულებიც არიან, ისინი ძალიან განსხვავდებიან სხვა ნოტებისაგან, რადგან იპოვეს ერთმანეთი და შექმნეს აკორდი, ძლიერები არიან ასეთი პატარა ოჯახები და თავმოყვარენი, ვერ იტანენ შეურაცყოფას და თუ გულდასმით არ დაუგდე ყური მათ მობრძანებას, შეგარცხვენენ მელოდიასთან და გაწითლდები. მათ შორის ნაზებიც არიან ზალიან და არიან ამაყებიც. ნაზები პიანოს შვილები არიან და გამოირჩევიან კდემამოსილებით, უმეტესად ჩურჩულით გეუბნებიან სათქმელს. აბა როგორ შეედრება ისინი ფორტეს შვილებს, სიამაყე რომ გამჯდარი აქვთ ბუნებაში და მოდიან და მოარღვევენ რიგებს. ისე დასჭექავენ რომ კაი დედმამის შვილი ხარ და არ გაიგონებ სათქმელს. ნათესავებიც არიან. ხშირად ორი გვარისანი ერთად მოდიან თავისი სამფლობელოებიდან და თითოეყლ გვარს თავისი გასაღები აქვს, "ბანელები” უმეტესად ქვემო უბანში ცხოვრობენ და ძირითადან მიმართულებას აძლევენ მწყობრს.
დავალება აქვს ნოტებს ძალიან დიდი, და თუ არ შესარულებენ თავის მისიას ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ მოხრილი, 
მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს,
მომჩერებია შავი გამე-თვალგამოთხრილი,
და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ,
და ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი?
სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად აღვიძებს საფლავთ,
არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი?
და თუ დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ...
აქ ეულ საფლავს შერჩენია დამჭკნარი ვარდი...
ეს სასაფლაოც ატირდება ვტირივარ როგორც...
ამ ქალსაც მგონი გაჰყოლია იმ ქვეყნად დარდი,
ამ ვაჟკაცს თურმე ჰყვარებია ლამაზი გოგო...
და ბედისწერის ყველა გზები აქეთკენ მოდის,
და საფლავთ იქით ოცნებათა თავდება თოვა,
მეც მოვალ ალბათ...რა აზრი აქვს როგორ ან როდის...
ასე კი არა, უფრო ჩუმად, გულგრილად მოვალ...
მოვკვდები ალბათ ისე როგორც კვდებოდა ყველა,
და არაფერი არ იქნება ამაში უცხო,
იქნება დილა, და ზეციდან ფიფქების ცვენა,
იქნება სევდა, და სიცივე იქნება უფრო,
მოვკვდები მარტო, მოხიბლული ლამაზი დილით,
გავქრები ისე, როგორც ღამე დააკვდა ფარდებს...
და სიკვდილის წინ უეცარი ამიტანს ჟინი,
და სიკვდილის წინ ვერ ავიტან წამებას ამდენს...
და დავინახავ მე პოეტის უსუსურ სხეულს,
და დავინახავ ჩემს ორეულს სიცოცხლის კართან,
და როცა ცრემლი მომადგება ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დედამ მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. დილით ბარანკილიაში იმ მიყრუებული სოფლიდან ჩამოვიდა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მომძებნიდა. Aაქა-იქ ნაცნობებში მკითხულობდა, როცა მიასწავლეს, რომ ჩემს ნახვას მხოლოდ წიგნების მაღაზია ,,მუნდოში’’ ან ახლომდებარე კაფეებში შეძლებდა, სადაც მეგობარ მწერლებთან ერთად სასაუბროდ დღეში ორჯერ დავდიოდი. ამასთან, დედა გააფრთხილეს კიდეც: ,,ფრთხილად იყავით, საბოლოოდ შეიშალნენ.’’ზუსტად თორმეტ საათზე გამომეცხადა. თავდაპირველად საგამოფენო წიგნებით სავსე მაგიდებს შორის მარდად დააბიჯებდა, შემდეგ უეცრად ჩემს წინაშე ადგილზევე გაშეშდა, თვალებში ჩვეული, ეშმაკური ღიმილით ჩამხედა და, სანამ გონს მოვეგებოდი, მითხრა:
_დედაშენი ვარ.
ერთი შეხედვით ვერც კი შევიცანი. თითქოს ეს ქალი რაღაცამ შეცვალაო: ორმოცდახუთი წლის ასაკში თერთმეტ მშობიარობას, ორსულობის ათ წელიწადსა და ჩვილების გამოკვებაში გატარებულ ამდენივე წელს ითვლიდა. სრულიად უდროოდ გაჭაღარავებულიყო, სათვალიდან კი გაცილებით ფართო და განცვიფრებული თვალები უჩანდა. ეტყობოდა, დედას ჯერ კიდევ გლოვობდა, თუმცა ქორწინების სურათზე აღბეჭდილი რომაული სილამაზის კვალი ისევ შერჩენოდა. სანამ გადამეხვეოდა, ჩვეული მოკრძალებით მითხრა:
_მოვედი, რომ გთხოვო, სახლის გასაყიდად გამომყვე.
განმარტებაც კი ზედმეტი იყო, რამეთუ ამქვეყნად ჩვენთვის მხოლოდ ერთი სახლი არსებობდა: წინაპართა ძველი სახლი არაკატაკაში, სადაც ღვთის წყალობით დავბადებულვარ და რვა წლის ასაკამდე ვიზრდებოდ ... Read More

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1230 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა დედას ვულოცავ დედების დღეს....
.......... ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

"Blah blah blah"- Ke$ha feat 3!OH!3

Blah Blah Blah ი ესაა Ke$ha - ს ახალი ვიდეო კლიპი 3!OH!3 თან ერთად[ Tik Tok ის შემდეგ... ეს არის მისი მეორე ვიდეო კლიპი თავის პირველ ალბუმ "Animal" ში...

ΤΙΚ ΤΟΚ ს დიდი წარმატება მოჰყვა...!!! როგორ გგონია Blah Blah Blah იც ასეთივე წარატებული იქნება??

"Blah blah blah"- Ke$ha feat 3!OH!3 ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"მე ჩემს წიგნს "მახსოვს" დავაწერე.
რადგან ყველაფერი მახსოვს.
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,
ზოგი__დაჭრილივით ბღავის.
ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,
ვიგონებ __უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია__
ჩქარია ცხოვრება ჩვენი.
სადა ხარ , სად ხარ , თამუნია,
სად, რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,
ცხოვრების თონე და ალმური?
ერთხელ დუმილი დაგერღვია,
მახსოვრობის ხე დაგერხია,
შენც, შენც დაგერხია თამუნი!

ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან,
დასკუპდა შტოზე და გალობს.
მე შენგან არაფერი არ მინდა,
იხარე პაწია ქალო!

უხვად საქმეები გაიჩინე,
გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით,
წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ,
მით უფრო__წყეული ხსოვნით.

მე კი...მიტკალივით თეთრია
ჩემი ღამეების ჯარი,
მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია
გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი...

ასი მოგონება ფრთხიალებს,
ასი __დაჭრილივით ბღავის,
ასიც__ყვავილივით იალებს
და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის."




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1194 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს სიხარულის ცრემლებია,
როდი ვტირივარ?
ქარი ჩამბერავს, ავმღერდები:
მე ხომ სტვირი ვარ.
ქარში გაზრდილი, უგუნურთა
მოჭრილი მერე?
ხმით საამურით მპყრობი გულთა
ვუმღერი ველებს...
ატირებული მფლობელი ვარ
შენი გულისაც,
იალაღებით მობერილ ვარ
სიყვარულისად, -
მხოლოდ შენს გულში მიპოვნია
ვანი სულისად...
მაგრამ... დახედეთ განჩინებას
ამა სოფლისას:
მეტყვი, სცდებიო, პატარა ქალო!
შთამბერე ქარო, - ნახონ ძალა
ჩემი გრძნობისა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1407 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს....

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა...

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი გამაწამებს...

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: სიუზან ალექსანდრა უივერი (Susan Alexandra Weaver)
დაბადების თარიღი: 08 ოქტომბერი 1949
დაბადების ადგილი: ნიუ იორკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.80 მ
მეუღლე: ჯიმ სიმფსონი



ბიოგრაფია

სიუზენ ალექსანდრ უივერი დაიბადა 8 ოქტომბერს 1949 წელს ნიუ–იორკში. მისი დედა – მსახიობი ელიზაბეტ ინგლსი. როდესაც გოგონას 4 წელი შეუსრულდა, მისი მამ პეტ უივერი ტელეკომპანია NBC პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტობის ორი წლის მანძილზე მან მოასწრო ტელევიზიის ისტორიაში შესვლა, მან შექმნა დღემდე არსებული ტელეშუ 'Today' და 'Tonight'. თავის ქალიშვილს კი მიაღებინა პრესტიჟული განათლება – მან იელის დრამატული ხელოვნების სკოლა დაასრულა. 60 წლების შუაში მან წაიკითხა რომანი 'დიდი გესბი' და გადაწყვიტა სახელი შეეცვალა – დღეიდან მას სიგნური ერქვა.
კინოში სიგნურის დებიუტი ჰქონდა ვუდი ალენის ფილმში 'ენი ქოლი' 1977 წელს – მისმა ეკრანებზე გამოჩენამ მხოლოდ რამოდენიმე წამს გასტანა. ამისათვის მან მიიღო მხოლოდ 50 დოლარი. თმცა, უკვე ორ წელიწადში ის მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი.
1979 წელს მან ლეიტენანტ რიპლის როლი ითამაშა რიდლი სკოტის ფანტასტიურ საშინელებთა ფილმში 'უცხო'. რიპლიმ მსახიობს 30 ათასი დოლარი მოუტანა. იმ დროდან უშიშარი, ძლიერი და, რა თქმა უნდა ლამაზი თ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Avatar(2009)
2 სთ 42 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი პოსტერები
 გამოშვება: 16 დეკემბერი 2009
რეჟისორი: ჯეიმს ქემერონი
სტუდია: ლაითსთორმ ინტერტეიმენტი, თვენტის სენტერი ფოქს ფილმ ქორფორეიშენი, ჯიენტ სთუდიოსი ინკ.
როლებში: სიგურნი უივერი, ლაზ ალონსო, ჯოვანი რიბიზი, მიშელ როდრიგესი, ზოი სალდანა, სტივენ ლენგი, სემ უორიტნგთონი 


ფილმის მიმოხილვა
შორეულ მომავალში დედამიწელების ჯგუფი ჯეიკ სალის ხელმძღვანელობით, ომის ვეტერანის, რომელსაც ფეხები აქვს პარალიზებული, მიემგზავრებიან ექსპედიციაში პლანეტა პანდორაზე. პლანეტაზე დასახკებულია რასა ნა'ვი, რომელსაც საკუთარი ენა და კულტურა გააჩნია. ჯეიკს შეუყვარდება ერთერთი ნა'ვი, რაც კონფლიქს გამოიწვებს პანდორას ბინადრების და დედამიწის მაცხოვრებლების შორის...




... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>





ნიო-იორკში გაიმართა ფილმის "Remember me" პრეზენტაცია.. სადაც მთავარ როლს რობერტ პატისონი და ემილი დერეივინი თამაშობს..პრემიერაზე ასევე იმყოფებოდა კრისტენ სტიუარტი..
...............................




Premiere of the film "Remember me" in New York ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1711 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Lindsay Lohan uses RedBull against paparazzi

აეროპორტში მიმავალ ლინდსის, პაპარაცები შემოეხვია თავს, გაბრაზებულმა ლოჰანმა მათ RedBull ესროლა.. wink




Lindsay Lohan uses RedBull against paparazzi ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნიკოლი პარიზში იმყოფებოდა თავისი ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე.. მან თავის საიტზე გამოაქვეყნა პირადული სურათები, ალბომში ასევე შევიდა ქალაქის სურათები, რომელიც ნიკოლმა თავად გადაიღო

...............................


ნიკოლ რიჩი პარიზში.. ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




Ashley Greene at shows Dolce & Gabbana and Gucci
ეშლი გრინი არცერთ მოდურ ჩვენებას არ ტოვებს.. ამჯერად ის იმყოფებოდა Dolce & Gabbana, Gucci - მოდის კვირეულზე ..

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს!
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?
ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში,
ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით...
ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო,
დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით.
ბევრჯერ ჩემი იალქანი დაშლილა,
არ მჯეროდა თუ სადმე გამიყვანდა,
ბევრჯერ, ბევრჯერ მწარედ ავტირებულვარ,
როცა შველა არსაიდან არ სჩანდა.
ყველაფერი ამ ბრძოლაში დავღუპე:
იმედები, უმართლობის მხილება...
რაც დავკარგე, ხომ დავკარგე სამუდმოდ,
დამრჩა მხოლოდ მწარე გამოცდილება.
და რაც დამრჩა, მას ვერავინ წამართმევს,
უიმედოს, ბედისაგან განამეტს
და ვიბრძოლებ სტიქიური გულისთქმით,
რაც დავკარგე, რას დავკარგავ იმის მეტს?
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
რას გახდები, ან რა უნდა დამაკლდეს?
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 პერის ჰილტონი 2 მარტს

........................

კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1501 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>





ლეიდი გაგას სკოლის ფოტოები...
.......................


ლეიდი გაგას რამოდენიმე სკოლის ფოტო.. ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რეიჩელ ბილსონი და მისი პატარა დაიკო Hattie ,27 თებერვალს 

Rachel Bilson & Hattie

როგორც ჩანს,რეიჩელის დას არ მოსწონს სურათებს რომ პაპარაცები უღებენ

..........................................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




Leighton Meester -ი 'Gossip Girl'- ის გადაღებებზე.

ერთი სასაცილო მომენტი..თქვენ თვითონაც მიხვდებით:D

...........................................




... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Avril Lavigne - My Happy Ending & Girlfriend

ავრილ ლავინმა ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვაზე თავისი 2 სიმღერა შეასრულა (28 თებერვალი) 
.......................



... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძალიან მინდა სამყაროს ყველა ფერი დავინახო და ყველა ფერი ვიგრძნო…
ცხოვრება ძალიან ფერადი და ლამაზია.....უბრალოდ ზოგჯერ ჩვენს სულში ბნელდება…
სიცოცხლე გამოცდაა,ძნელი და სასტიკი, თან ამ გამოცდას უშეცდომოდ ვერავინ აბარებს…

ვიღაც ალბათ მოკვდა მე რომ დავიბადე,…ის წავიდა და მე დამითმო თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში… მაინტერესებს, რომ დავიბადე რატომ ვტიროდი? ... იქნებ იმიტომ, რომ არ მინდოდა აქაურობის დანახვა და წინასწარ ვიცოდი, რომ უსაშველო ტკივილის მეტი არაფერი მელოდა აქ…
ან იქნებ იმიტომ, რომ წინასწარ ვიცოდი, მალე უნდა წავსულიყავი უკან … მოვა დრო და ამ კითხვაზე პასუხს საკუთარ თავს თავად გავცემ.... თუ სიკვდილს ღიმილით შევხვდები, მაშინ აქ მოსვლა მწყენია ... თუ ჩავებღაუჭები სიცოცხლეს , მაშინ დროის უკმარისობა დამიტირია დაბადებიდანვე ...


სანამ ამას გავიგებ მოდი გეტყვი რას ვგრძნობ….

ასე არ შეიძლება!!! არ უნდა ხდებოდეს ასე… არც ვიცი გავბრაზდე, მეწყინოს, ვიტირო თუ რა ვქნა… ეს ყველა ემოცია ერთად მავსებს……არადა რა კარგად დამთავრდა წელი და დაიწყო ახალი ….რა სასიამოვნოდ ვითარდებოდა მოვლენები… შეიძლება ვერ გნახულობდი ყოველდღე, არ მირეკავდი ხშირად, მაგრამ მართლა ძალიან ძალიან მიყვარხარ, უფრო სწორად მიყვარდი, რადგან აღარ …თუმცა მე ხომ არ შევწყვეტ შენს სიყვარულს… ისევ მიყვარხარ..

მეშინია....
უშენოდ დავიკარგები…
შენთან მინდა…ალბათ გეცინება…მეტყ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაფრენილ დღეებს დაედევნება მზე მონატრების,
გაკრთება მთვარე ღრუბელ-ღრუბელ ნაიარევი
სადა ხარ ახლა,ოცნებაო ფრთაშეუსხმელო
ვისში ჩასახლდი და დამტოვე ნატყვიარებით,
ვილოკავ ისევ ჭრილობებს და ვერ შევიხორცე,
არ ვიცი როგორ გადაურჩი მზის დაბნელებას
გადის დღეები და ნელ-ნელა მე ვეგუები
ჩემი სულის და ჩემი ხორცის გარდაცვალებას...
მინდა ვიმღერო მე გედივით ბოლო სიმღერა,
მაგრამ რა ვუყო თუ ამაშიც არ გამიმართლა,
ვერ ვიბულბულე,ვიარწივე და ვიჩიორე
დაცხრილულ გულში ხმა ჩამიხშო სევდის ზარებმა.
მინდა ვილოცო,თუმცა დავგმე ერთხელ ღმერთებიც
ეულად თვალს,რომ მისწორებდნენ ჩუმი ხატები
მე.......შერისხული...განკვეთილი თქვენგან მივდივარ
და მიზეზია,ჩემი კვდომის თქვენი თვალები.
ცივი თვალები, უაზრო და არაფრისმთქმელი
ვითომ ნუგეშში არეული საყვედურები
მე თქვენ მომკალით და ყველას გთხოვთ როცა გავქრები...
ყველამ ერთბაშად არ აივსოთ ცრემლით თვალები!!!


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 8:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024