♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 12

სისხლიანი ყავილი ხარ ,ჩემი გულიდან ამოგლეჯილო სტრიქონო! იყავ სახრჩობელას ბაწარი ჩემი მტრისათვის და მაშველი თოკი კლდიდან ჩაცურებული მეგობრისათვის!
ტანჯვით იშვი შენ და მტკიცე ხარ! არ გაწყდები!
ყვავილი ხარ მეთქი გითხარი და ტოკს კი შეგადარე, მომიტევე! ყველაფერი ხარ შენ შვებისა და ტანჯვის მომნიწებელო....თუ მომწყინდა ამგვარი ცხოვრება შენ აგირჩევ იარაღად......ვიცი არ მიმტყუვნებ....და მე კვლავ ავღორძინდები ამ ქვეყანაზე.გესმის მკითხველო?
თუ ვერ გაიგე ინდოელ მოგვს კითხე და აგიხსნის საკუთარი ტანჯვით აღმოცენებული ყვავილის შხამისაგან მოწამლულნი,როგორ ინკურნებიან ამ სენისგან.ეს სენი კი გამუდმებული ეწვი და შიშია.შიში ვაი ტუ არ გამიძლოს ყვავილის ღერმა და სიკვდილის წინ ისეთი ზმანება არ ვიხილო რის ძალითც ვეგარ ავალ სულში არსებული ტაძრის გუმბათზეო.ხოლო როცა ამ გუმბათს თავზე მოექცევი დაინახავ როგორ ეცემიან დიდნი და აღზევდებიან გლახაკნი!დაინახავ მშვიდობა სუფევს თუ მტრობა ამ ცათა შინა და როცა მოგბეზრდება ამ ამბის ცქერა ისევ ა,მ თოკით დაეშვები ძირს......თოკით რომელიც სისხლიანი ყვავილია შენი სულიდან ამოგლეკილი!მაშ, იხარე!
შენ არასდროს დაჭკნები ჩემი ცრემლით ავსებულ ლარნაკში!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1189 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Fast Track
1 სთ 29 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 08 თებერვალი 2007
რეჟისორი: ჯესი პერეცი
სტუდია: ზის ის ზეტ პროდაქშენსი, 2929 პროდაქშენსი
როლებში: ამანდა პიტი, მია ფეროუ, დონალ ლოგი, ემი პეხლერი, ზაკ ბრაფი, ჩარლზ გროდინი, ფრედ ატმიზენი, ჯეისონ ბეიტმანი, ლუციან მაესელი, რობერტ ჯ.სტეფერსონი 
ხარისხი: 
ენა: ინგლისური ორიგინალი
ზომა:  700.80 MB

ფილმის მიმოხილვა
ტომ რეილი არასოდეს არ ფიქრობდა კარიერაზე. რისთვის? მისი უსაყვარლესი ცოლი სოფია ყოველთვის სიხარულით მუშაობდა. მაგრამ ბავშვის დაბადება აიძულებს ბიზნეს–ლედის სახლში დაჯდეს, ქრონიკულ უსაქმურს კი, დიდი სიზარმაცის გადალახვას და სამუშაოდ სიმამრთან წასვლას, რომელთანაც ყველაფერთან მუშაობს ცოლის ყოფილი საყვარელი. სკანდალი მწიფდება ნელ–ნელა...



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Avril Lavigne - When You're Gone 
ძაან მაგარი სიმღერაა მაგრად დაგევასებათ ყველამ ნახეთ და გადაწერეთ....

დასახელება: A ... Read More
კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1712 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს. ჩვენ მარტონი ვართ მთელს სამყაროში???
შემოქმედი ჩვენს ფანჯარაში იჭყიტება და თვალს მიპაჭუნებს..........."

... იმავე წამს სამყაროს სხვა კუთხეში სხვა წყვილი თითქოსდა მსგავს ფანჯარაში რომელიღაც ვარსკვლავს მიშტერებოდა... მათი ერთად ყოფნა სულ არ გავდა წინა წყვილისას.... არანაირი ხეიბრობა ან კატაკლიზმები მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა... და მიუხედავად ამისა ერთ სარეცელზე დასვენებულ ორ შიშველ სხეულს ერთმანეთის ლტოლვა აღარ ეტყობოდათ... ის ძალა რომელის ორ სხეულში ჩასახლებულ სულს მაგნიტივით ერთმანეთისკენ იზიდავს სადღაც გამქრალიყო... სად? რატომ? ეს კითხვა აწვალებდა ორივეს გონს იმ წამს და ორივე ამ კითხვის პასუხს ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივში ეძებდა... თუმცა ისინი ეძებდნენ ცალ-ცალკე ერთმანეთისგან მალულად... თითქოს რამეში ყოფილიყვნენ დამნაშავენი... ან ეგებ იყვნენ კიდეც.... ნეა საშუალო გარეგნობის გოგო ბავშვობაში განებივრებული ეხლაც ასაკის და მიუხედავად მაინც ჭირვეული ხასიათისა გახლდათ... გულით კეთილი მარა უაზროდ ჯიუტი არც თუ ადვილად შედიოდა ხალხთან კონტაქში... მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მამამისი - წარსულში გალაქტიკათშორისი უშიშროების კომიტეტის საპატიო წევრი თავისი სამსახურიდან გამომდინარე ისედაც ზღუდავდა შვილის თავისუფლებას.... და ამ შეზღუდვის საკომპენსაციოდ ფუფუ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 971 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტი ძლიერი ფრთებითა და მოელვარე, ჭრელი ბუმბულით. არსება, რომელიც დაბადებული იყო ცაში ნავარდისთვის. ერთხელ ქალმა დაინახა და შეუყვარდა ის. გული გამალებით უცემდა, როცა ფრენას ადევნებდა თვალს. ჩიტმა ქალს უხმო და ისინი შეთანხმებულად გაიჭრნენ ცის ლაჟვარდში. ქალს ერთხელ გაუელვა, ჩიტი ოდესმე აუცილებლად მოინდომებს შორეთში, შეუცნობი მთებისკენ გაფრენას. შეშინდა, რომ სხვა ჩიტთან ვეღარ იგემებდა ასეთ სიამეს. მას შეშურდა. შეშურდა ბუნებისგან ბოძებული ფრენის ნიჭისა. დაკიდევ, მარტოობის შეეშინდა...
და მოიფიქრა, მოდი, კაკანათს დავუგებ მეორედ რომ მოფრინდება. ჩიტსაც უყვარდა ქალი და მეორე დღეს მოფრინდა, მაგრამ კაკანათში გაება. ქალი მთელი დღეების განმავლობაში ტკბებოდა მისი ცქერით, მაგრამ ქალის სულში უცნაური რამ ხდებოდა: რაც ჩიტი ხელში ჩაიგდო, მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა დაკარგა. ჩიტი კი, მას მერე რაც აღარ დაფრინავდა, გახუნდა, პეწი დაკარგა, დაუშნოვდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩიტი მოკვდა. ქალი დაღონდა. მხოლოდ მასზე ფიქრობდა, დღედაღამ აგონდებოდა, ოღონდ არა გალიაში გამომწყვდეული. არამედ ღრუბლებში მონავარდე. ამ ქალს თავის სულში რომ ჩაეხედა, მიხვდებოდა, რომ ჩიტის სილამაზემ კი არ მოხიბლა, არამედ მისმა თავისუფლებამ და გაშლილი ფრთების სიძლიერემ....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვიპარავ გრძნობებს......
და ეხლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი რომ ვერც შეამჩნიე.....
ქურდი ვარ...
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი...
ვაღიარებ რომ მზეს სითბო მოვპარე...
ვაღიარებ რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც....
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ-ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი.....
და ალბათ არ გეწყინება თუ გეტყვი რომ სანამ შენ ამას კითხულობდი ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე....
სულ ცოტა...
დღეს მაინც რომ მეყოს...
მეშინია...ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ.

კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1402 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამარჯობა სიხარულო!!!! არ მინდოდა მომეწერა, დიდხანს ვიფიქრე
და გადავწყვიტე ბოლოს...იცი შენ უთქმელად დატოვებულ სიტყვებს ფასი
ეკარგებათ მერე და სატარებლადაა ძალიან ძნელი... ასე, რომ ვთქვათ
ყველაფერი ჯობია და ტკივილად არ დავიტოვოთ
გულში... ძალიან მომენატრე, ძალიან მაკლიხარ, ძალიან განვიცდი უშენობას, თითქოს
ყველაფერი კარგად იყო, არ უნდა წასულიყავი,
ბოლო დროს იღიმოდი და მხიარულობდი ისე როგორც არასდროს... იცი რა
გამახსენდა ეხლა? გახსოვს.... რომ გნახე, მეორედ იყო მგონი, ბეეეევრი ნაყინი, რომ
გაჭამე და შეშინებული დამფრთხალი!
თვალებით, რომ მიყურებდი, არ გავხდები ცუდადო? ვჭამოო? შეიძლებაო???
მაშინ მივხვდი, როგორ გჯეროდა ჩემი და როგორ უსაფრთხოდ გრძნობდი თავს ჩემთან
ერთად.... სიგიჟემდე მენატრები!!!!&!
ზოგჯერ მაინც აუტანელი ხდება ეს მონატრება და ისე ძალიან მეტკივილები, რომ როგორც შენ
იცოდი ისე ვუჭერ ხელებს ერთმანეთს და ვმშვიდდები თითქოს. რა მოგიყვე?!
ისევ ძველებურადაა ყველაფეი, ისევ წვიმს ხოლმე და მერე იდარებს, ისევ ასდის ქალაქს სველი მიწის სუნი და ისევ ჩამესმის შენიხმა :"ვგიჟდები ამ სუნზე" რაო სიხარულო? გეგონა
დამავიწყდებოდი ასე მალე????-დავაი რა! გახსოვს ეს "დავაი რაააა?" როგორ გვიყვარდა? ძალიან სერიოზულ ფრაზებს, რომ ვაბოლოებდით ამ ფრაზით, ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1185 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილად,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..

და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..

დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..

თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..

ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..

ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან....
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი...
იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე თვალებში
დიდი გრძნობით,
დიდი ვნებით,
გაიელვე წამებში,
თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...

ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...

თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჯურნალი ''people''-ის მიერ გამოვლენილი "Sexiest Man Alive"

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1620 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლინდსი ლოჰანი და კრისტინა რიჩი


ლინდსი ლოჰანი და კრისტინა რიჩი 
მხიარულად ატარებენ დროს..
..........................
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1912 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Justin Bieber 11/3/2010


Justin Bieber ი თავის მინი-კონცერტზე, ხუთშაბათს 11 მარტს... მან თავის ფანებთან ფოტოები გადაიღო და ასევე ავტოგრფები დაარიგა...

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1631 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

'Remember Me' Premiere


Robert Pattinson ი 'Remember Me' ის პრემიერაზე ნიუ იორკში

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ცნობილი მსახიობი და მოდელი ლუისანა ლოპილატო 
არგენტინული კოსმოპოლიტენისთვის.
.......................................
.................................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1892 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ მეტყვი! რომ ყველაფერი დამთავრდა არ მინდა ეს გრძნობა დამთავრდეს.ნუ მეტყვი!რომ სხვა შეგიყვარდა რადგან ვიცი ,რომ ის სხვა მე არ მგავს,ის ჩემსავით ვერ აგგიგებს და ვერ შეგიყვარებს.ნუ მეტყვი!რომ ჩვენი სიყვარული დამთარდა ეს შეუძლებელია ,ეს გრძნობა უკვდავია.ამას ვერ დამაჯერებ.ნუ მეტყვი!რომ დრო გჭირდება და ცალცალკე უკეტ ვიქნებით რადგან შენც იცი რომ ერთამნეთის გარეშე მთელი არა ვართ.ნუ მეტყვი!რომ დღეს ყველაფერი დამთავრდა რადგან ვიცი ,რომ ხვალ მოხვალ და დაწყებს მთხოვ.ნუ მეტყვი!რომ ბავშვი ვარ და ვერაფერს გავიგებ ,რადგან იცი რომ დიდი ხანია ყველაფერს მიგიხვდი.
სიტყვები ზედმეტია,თვალებიც ამბობენ.უაზროდ მშორდები ამას მიხვდები.არ მინდა წახვიდე,ასე უბრალოდ ადგე და წახვიდე.არ მინდა დამთავრდეს აესე უაზროდ ლამაზი ოცნება.მიყვარხარ!გეტყვი,მჭირდები!გიყვირებ,დაბრუნდი!გთხოვ,გაიგე!ისმინე!მე ხომ ვიცი დრო ,რომ გავა შენ დაბრუნდები.არ მინდა ეს გრძნობა ტკივილმა დამარხოს.ერთხელ თუ წახვალ გპირდები მეც წავალ და მერე ყოველი სულერთი გახდება.
მიყურებ....გიყურებ....დაღლილი თვალებით.ვიცი რაღაცის თქმა გინდა თუმცა ვერ ბედავ.ვიცი,რომ გიყვარვარ და ეს მახარებს,მაგრამ ამბობენ სიყვარული მტავარი არ არის მასინ რა არის მთავარი არ ვიცი.მითხარი რა გინდა?დრო სწრაფად გავიდა.მე დავიგალე ასე ყოფნა არ მინდა.ვერაფერი გავიგე გრძნობა ალბად გაცივდა.არ ვიცი რატომ მაგრამ შენ ჩემთან აღარ გინდა.იქნებ გვეცადა დაწყება ახლიდან?ნუთუ არ გინდა?დაჯერება არ მინდა......
__რატომ მიყურებ უაზრო თვალებით?ნუთუ რ გინ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



My Name Is Khan
2 სთ 41 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 12 თებერვალი 2010
რეჟისორი: კარან ჯოჰარი
სტუდია: დარმა პროდაქშენსი, რედ ჩილის ინტერტეიმენტი, ფოქს სთარ სთუდიოსი
როლებში: შახრუკხ ქჰანი, სტეფანი ხაკაბი, კაჯოლი, კრეისტოფერ ბ.დუნკანი, ჯიმი შერგილი, კარლ მარინო, დუგლას ტეიტი




ფილმის მიმოხილვა

რიზვან კხანი გაიზარდა მუმბაიში მუსულმანურ ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში მას "ასპერგერის სინდრომის" დიაგნოზი დაუსვეს., რაც ნიშნავდა განვითარების შენელებას, და მიუხედავათ მაღალი ინტელექტის, სუსტ სოციალურ ადაპტაციას. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში კხანი მალავდა თავის ავადმყოფობას. კხანს უყვარს მანდირა და სანფრანცისკოში მიემგავრება ამიტომაც. საზღვრის გადალახვისას, მას მესაზღვრეები დააკავებენ. თთქოს უსამართლო პატიმრობამ შესაძლოა სამუდამოდ გამოიყვანოს ის სულიერი წონასწორობიდან. მაგრამ ა ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1487 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Twilight არის fantasy/romance ჟანრის ხუთტომეული ვამპირების შესახებ, რომლის ავტორიცაა Stephenie Meyer. წიგნი არის თინეიჯერი Isabella "Bella" Swan-ის ცხოვრების შესახებ, თინეიჯერი, რომელიც გადადის საცხოვრებლად Forks, Washington-ში, აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მან გაიცნო ვამპირი Edward Cullen-ი.
The Twilight series განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. მსოფლიოში გაიყიდა წიგნის 53 მილიონი ტირაჟით, წიგნი გადათარგმნილია 37 ენაზე. Twilight-ის მეოთხე წიგნი იყო ყველაზე გაყიდვადი წიგნი აშშ-ში 2008 წელს.

დასახელება :
Twilight (Series)
ავტორი : Stephanie Meyer
ენა : რუსული
ფორმატი: word.doc





UpLoaD.Ge

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1242 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Aniston joined Butler in London

............................................................
.............................................................................
 Aniston joined Butler in London
............... ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ემილი ოსმენტი 18 წლის გახდა


სახელი შოუთი HANNAH MONTANA გაითქვა, სადაც ლილის როლზე 2006 წელს დაამტკიცეს.
.....................................
.....................................


... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1745 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბიონსე სცენაზე

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 4866 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კრისტენ სტიუარტი და დაკოტა ფენინგი მათი საერთო ფილმის The Runaways - ის პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე, ArcLight Cinema - ში, ლოს ანჯელესში, ხუთშაბათს [11 მარტი]
16 წლის დაკოტასა და 19 წლის კრისტენს რომლებიც დიორის კაბებში იყვნენ გამოწყობილი, შეუერთდათ მათი მეგობარი და New Moon - ის co-starტეილორ ლოტნერი
პრემიერაზე ასევე იმყოფებოდნენ 
Riley Keough, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, 
[რილი ელვის და პრისცილა პრესლის უფროსი შვილიშვილია] 
და ჯგუფ The Runaway ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1584 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ელიზაბეტ ჰერლი თავისი მაღაზიის გახსნაზე.


ელიზაბეტ ჰერლი თავისი მაღაზიის
გახსნაზე ირლანდიაში.
..............................
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2536 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 934 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 938 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1016 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფილმის შინაარსი:

ჯაი და მირა – თანამედროვე წყვილია ლონდონში. ისინი ძალიან ბედნიერები არიან ერთად, მაგრამ არ სჯერათ მარადიული სიყვარულის. ასე,
როდესაც ცხოვრება მათ სხვადასხვა მიმართლებით წაიყვანს ისინი გადაწყვეტენ დინებას მიყვნენ...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: სიყვარული დღეს და ხვალ
გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: იმტიაზ ალი
როლებში: საიფ ალი კჰანი, დიპიკა პადუკონი, რახულ ხანნა, რიში კაპური,
ფლორანს ბრუდენელ–ბრიუსი, კავი შასტრი
დამატებითი ინფო:
ქვეყანა: აშშ
ხანგრძლივობა: 02.10.01
ენა: რუსული
ხარისხი:
 
ზომა: 900 MB










კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1261 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენ ვამბობთ არ მიყვარს, გულში კი ცრემლები მოგვდის.
ჩვენ ვამბობთ მეზიზღება, იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ დავიჯეროთ ეს.
ჩვენ ვამბობთ ნახვამდის, იმ იმედით, რომ მას კიდევ ერთხელ ვნახავთ.
ჩვენ ვამბობთ წადი, რომ მანდ არ დაინახოს ჩვენი ცრემლები.
ჩვენ ვამბობთ არასოდეს, როდესაც ვიცით, რომ ეს კიდევ ერთხელ მოხდება.
ჩვენ ვამბობთ გადამიყვარდა, როდესაც გრძნობების აღიარების გვეშინია.
ჩვენ ვამბობთ მე შენ დაგივიწყე, როდესაც მასზე ფიქრი თავიდან არ ამოგვდის.
ჩვენ ვამბობთ მისი ნომერი წავშალე, როდესაც ის ზეპირად ვიცით.
ჩვენ ვამბობთ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა როდესაც ყველაფერი მხოლოდ იწყება.
ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მიყვარხარ, რადგანაც პასუხის მოსმენის გვეშინია.
ჩვენ ვთხოულობთ, რომ მარტო დაგვტოვონ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება.
ჩვენ იმედი გვაქვს, როდესაც არანაირი შანსი არაა.
ჩვენ ველოდებით, როდესაც უკვე კარგა ხანია დაგვივიწყეს.
ჩვენ ვოცნებობთ, და თან ვიცით, რომ ეს არასოდეს არ მოხდება...


---------------------------------------------

ყველა აქ არის და მაინც მე გთხოვთ..კარი ცოტა ხნით დატოვოთ ღია..
ცარიელია ის ერთი სკამი და იქნებ ვიღაც მოვიდეს გვიან..!!



----------------------------------------------


მაინც გიყვარვარ? ახლა გიყვარვარ? ახლა გენატრები? ახლა გენანები?
ახლა გედარდები? როცა აღარ ვარ? როცა აქ არ ვარ? როცა სხვაგან ვარ?
შენ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



------------------------------------------------------------------------------------------------
= ზომიერი გულახდილობა ძლიერი ადამიანების ნიშანია, იდუმალება კი სუსტებისა და თაღლითების დამახასიათებელია.. 

= არავინ ენდობა ადამიანს რომელიც თავის თავზე ამბობს ყველაფერს, ან ამბობს - არაფერს..

= თუ ადამიანი უყურადღებობას იჩენს საქმისადმი, (როგორიც არ უნდა იყოს იგი) რომელსაც აკეთებს და ამავე დროს ფიქრობს სხვაზე, ან ერთბაშად ხელს კიდებს ორ საქმეს შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ რომ ასეთი ადამიანი, პატარაა და ქარაფშუტა.. 

= "ვაჟკაცური" ახლა ძლიერ მოდური გამოთქმა გახდა, "ვაჟკაცური მოქმედება" , " ვაჟკაცივით ლაპარაკი", დღეს დღეობით მხოლოდ უხეშ მოქმედებას და თავშეუკავებელ მოქმედებას ნიშნავს. ძლიერი ადამიანი თავის ვაჟკაცობას მშვიდი სიტყვებით და გაბედული მოქმედებით გამოხატავს იგი არც ფიცხია და არც გაუბედავი ... 

= სასახლეში გაცილებით მეტია ისეთი ადამიანი რომელსაც შეუძლია გავნოს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


__დარჩი გთხოვ!?....დარჩი არ წახვიდე!?
__........
__იქნებ გვეცადა და დაგვეწყო თავიდან?
__იცი?მემგონი გვიანია
__იქნებ მაინც ....
__გაჩუმდი გთხოვ!ნუღარ მტანჯავ,ხომ ხედავ სიმარტლე ორივეს გულს გვტკენს
__სიცრუეს ყოველტვის სიმართლე ჯობია მნიშვნელობა არ აქვს როგორია ის
__მიყვარდი!...მაგრამ შევეცდები დაგივიწყო
__ჩუ!გაჩუმდი!სიტყვები გულს მატკენს
__ჩვენი გულები დიდი ხანია ტკივილმა დააშორა,გრძნობა გაცივდა და შენ ...
__მაგრამ ეს ხომ მარტო ჩემი ბრალი არ ყოფილა?
__შენიც და ჩეიც.ისე რატომ დაგვემართა ეს?ჩვენ ხომ გვიყვარდა ერთმანეთი თანაც ძალიან
__იქნებ ამისთვის მაინც გვეცადა,იმ გრძნობისთის,წარსულისთვის,ოცნებებისთვის და იმ ღამეებისთვის...
__ის ხომ წარსულია,განვლილი წამები,დავიწყებული და უკან დატოვებული ნათელი ოცნება. დრო გადის ცხოვრება
გრძელდება და ყველაპერი თავიდან იწყება.
__ხომ, მაგრამ ერთი შანსი ხომ ყველას აქვს?
__შენ არ გაქვს!მომიტევე ასეტი სიმკაცრე
__იმიტომ,რომ ეს შენ არ გინდა თუ...
__ჩუ! არ თქვა არ გინდა!!
__ტუ უპლებას არ გაძლევენ?
__ის ხომ დედაა ჩემი
__დედა რომელმაც შენი ბედნიერება გაყიდა ფულში,სამკაულებში და....მითხარი გიყვარს?
__ვინ ის?
__ ხომ შენი საქმრო, როგორც თქვენ უწოდებთ
__რომ გიტხრა კი მეთქი დამიჯერებ?
__არ ვიცი ,მაგრამ რომ მიტხრა მისი ფულიო დაგიჯერებ.
__და ,რომ გიტხრა არცერთი..დამიჯერებ?
__არა !არა!არ მჯერა შენი არცერთი სიტყვის!
__მინდა ,რომ ჩემი გჯეროდს,გთხოვ
__მ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამესიზმრე ... გეხვეწები, გემუდარები, გთხოვ მამა დამესიზმრე რა ....

იცი მა, ამ სიტყვის დაძახება როგორ მენატრება ? იცი მა, შენი თვალები როგორ მაკლია ? იცი მა, ხანდახან მგონია რო მავიწყდები , სულ მავიწყდები - შენი აჩრდილი მახსოვს მხოლოდ ... არადა საკმარისად დიდი ვიყავი შენ რომ წახვედი ... მა, რატომ?
ის დღე მახსოვს მა , შენ რომ უკანასკნელად გნახე ...იმ დღეს მე ვერასოდეს დავივიწყებ მა ,იმიტო რო შენ გული გატკინე ... არ ვიცოდი მა , გამოსწორების შანსი თუ აღარ მექნებოდა ... ეს საქციელი მა , შენი მიწით შევფუთე ბოლოს რო ვიყავი და შენი გალავნით შემოვფარგლე გახსოვს ? მე მახსოვს მა , ის თუ გახსოვს როგორ მიყურებდი შორიდან იმ ბომბორას თვალებით ? მე მივხვდი მა, ის რომ შენ იყავი ... მხოლოდ შენ შეგეძლო ასეთი თვალები გქონოდა და ასეთი სიყვარული გდგომოდა მზერაში... უკან მომყვებოდი მა, სახლამდე მომაცილე და მერე ისე უცებ გაქრი ,როგორც გამოჩდი... იცი მა , ის ნათება ცაზე სხვებმაც დაინახეს ... მე კი ვიჯექი და ცრემლისფერი მზერით გიყურებდი და ვიცოდი რომ შენ იყავი ... ის ნაცრისფერი მონატრება და მოვარდისფრო სულის შვება იყავი , რომელიც ცაზე ირეკლებოდა ...
მაპატიე მა , 8 წელია საგულდაგულოდ გმალავ სულის სკივრში და საფარველად სევდას დადებ... მაპატიე მა , ყველას და ყველაფერს ვამზეურებ ... შენი მონატრების გარდა ... მაპატიე მა , ის შვილი ვერ დავდექი შენ რომ იამაყებდი ... მაპატიე მა, ის სიზმრებიც მაპატიე ყველა რომ მეზმანება შენს გარდა ... და გიხაროდეს მა , სულ შენი ხ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1467 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო "ტრაიენგლ შირტუეისტ" (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

წარმოშობის ისტორია 

იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1204 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

Jesse McCartney

22 წლის ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი
ჯესიმ პოპულარობა 2000 წელს მოიპოვა, როდესაც მღეროდა ბოი ბენდში Dream Street
შემდეგ სოლო კარიერა ამჯობინა და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში Summerland და Greek




Jesse McCartney

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

ოსკაროსანი სანდრა ბულოკი 9 მარტს კალიფორნიაში, სილის სანაპიროზე სეირნობს მისი მეუღლის
ჯესი ჯეიმსის ქალიშვილთან სანი ლინდემალდერთან ერთად
სანდრას სანი სათამაშოების მაღაზიაში მიყავს


სანდრა ბულოკი და სანი (გერი) კალიფორნიაში ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1214 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პოპ მომღერალმა მადონამ გადაწყვიტა დიზაინერობაში ეცადა ბედი. მან გადაწყვიტა ტანსაცმლის საკუთარი კოლექცია გამოეშვა.
მომღერალმა დაიწყო აქტიური მუშაობა
Iconix Brand Group-თან,რომელიც მრავალი ლეიბლის მფლობელია.
ჟურნალ "
People"-ს მიხედვით მადონა თავის კოლექციას გამოუშვებ Madge სახელით.
"ჩემი საკუთარი კოლექციის გამოშვება მართლაც, რომ ძალიან საინტერესო იქნება და მე მოუთმენლად ველი მის გამოშვებას და ძალიან ვნერვიულობ."-განაცხადა მომღერალმა.
2010 წლის აგვისტოს გამოვა მადონას ტანსაცმლის კოლექცია,ხოლო მისი შეძენა
Macy-ს მაღაზიებში და ინტერნეტის საშუალებით შეეძლება მომხმარებელს.


მადონა-პოპ დედოფლობიდან დიზაინერობისკენ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რიანა სცენაზე



რიანა სცენაზე
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1334 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

beyonce vs all stars


ნებით თუ უნებლიედ...
ბიონსე მეორდება




beyonce vs all stars ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ გაწვიმდა გამთენიისას,
ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები,
საუცხოოა აქ სურნელება
მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი.
არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს,
იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს
თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა
და ხვდები მალე - გაიმაისებს!
აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის,
როცა სარკმლიდან შენ მეგებები
ლოიალური იერი გმოსავს
თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით.
და ვხვდები უკვე არის გვიანი
ეს სიყვარულიც ოცნება გახდა
ვიღაც პოეტი სარკმელთან გიცდი
და მაინც, მაინც იწევა ფარდა..
რომელიც გმმალავს, არ გაჩენს,
მზერას უნიღბავს ზურმუხტის თვალებს
ქალს - მე, რომელსაც მუზა ვუწოდე
და ჩემს ლექსებში გავაქალღმერთე!
ვიცი... ძნელია ეს სიყვარული,
გრძნობა, რომელიც არ ჰგავს გაზაფხულს
ხარ საოცარი უფლის ქმნილება
და ჩემი ლანდიც ალბათ აღარ გსურს...
რომ დაინახო იმნაირი, რომ
ვერვინ გეტრფოდა დედამიწაზე
წვეთებს ითვლიან შენი ნაკვთები
და ჩვენც ვეყრებით ამ წვიმის ხარჯზე...
ჰო... ვერ შეხედავ უღვინოდ დამთვრალს
და ვერ გაუგებ რითმებს ჩემებურს
კალამმა ცრემლი შენთვის დაღვარა
უნდოდა ეთქვა (სიყვარული მსურს)
ქალის, რომელიც უცდის ბეღურებს
და გარიჟრაჟზე აპურებს ხშირად
უმზერს განთიადს - სიამით ტკბება
და ინუგეშებს ამით ხასიათს...
კიდეც ხალისობს იმ პოეზიით,
რომელიც მხოლოდ მისთვის შექმნილა
უშედეგოა პოეტის ლოცვაც,
„თავზევით ძალა ჯერ არ შობილა"
გაწვიმებისას სარკმელთან ხშირად
ისევ გაივლის ვიღაც პოეტი,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1357 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამიტირებენ სამარადჟამოდ
ანგელოზები...
და ჩემ ცივ ხელებს შეეხება შენი ხელები...
გადმოგცვივდება ლამაზ თვალთაგან ცხელი ცრემლები
ატირდებიან...
ირგვლივ მდგარი მუხის ხეები...
შუაღამისას ჩამოჰკრავენ სიკვდილის ზარებს...
შევეგებები საიქიოდან წამოსულ ლანდებს...
ეს სიყვარული...
მძიმე ლოდად მე გულზე მაწევს
და შენ ტირილით ნუ ისველებ მაგ ლამაზ თვალ.....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იყო სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს,
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა,
ის, სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა
რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის

ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო

სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის

მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა
მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია
გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა
და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია

მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა
გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის
დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა
გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის

მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად
დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად
ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად
და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წაგიკითხო მოდი მარტი
არეული ფურცელ-ფურცელ,
მიმიყვანე აპრილთან და
ნუშის ხესთან გადამფურცლე...
გადამთვალე ამდენ სითბოდ
ამდენ უთქმელ სიტყვად მფანტე...
მე დაგიწერ მაისს წვიმით
შენ ნისლებით დამიხატე...
ნარცისებად გამომკარი
ჩამაყოლე მწკრივად მზერას...
ატმისფერი წამიკიდე
თამამ კაბას შემიკერავს ეს
ამდენი პწკალი ლექსის,


რითმის წვიმად დამითოვე...
მარტში აპრილს შემახვედრე
ადექი და მიმათხოვე იმ
ნუშის ხეს აყვავებულს,
ნატვრის ხეს,რომ ეფარება,
თორემ ნახე თმაში მგონი
ნისლის ფერი მეპარება...
წაგაკითხო მოდი მარტი
არეული ფურცელ-ფურცელ
მე აპრილთან გელოდები
შენ მაისთან გადამფურცლე...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აღარ იტირო...მე რომ ვტირი ისიც მეყოფა
დრო გარბის ხედავ?გზები უკვე მართლა გვეყოფა
აღარ იტირო...
ჩემი გული შენთან დარჩება
ცრემლებით მაინც არაფერი არ გადარჩება
აღარ იტირო...
თუმცა ცრემლი მართლა გიხდება
ჩემს გარდა კარგო შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება
ნუ ტირი...
გინდა?გულის სითბოს გაგიზიარებ
მე წავალ მაგრამ სულს არასდროს დაგიზიანებ
გათენებისას მზესთან ერთად დაგებედები
არა!...
წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1248 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-სიკვდილი არა არის რა!
- მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი!
- მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ!
- რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ!
- ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს!
- ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გისაუბრია!
- ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი!
- ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს!
- გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა!
- ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე!
- ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა - ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე!
- სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა!
- იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო! ძაფი არ გამწყდარა!
- რატომ გგონივარ შენი ფიქრების გარეთ? - იმიტომ, რომ შენი თვალსაწიერის გარეთ ვარ?
- მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ!
- ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის!
- ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!..
- თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი?!
- თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო?!..
- თუ ძალგიძს, დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ?!.
- თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება?!
- როგორ? თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?!.
- გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგრის ბორკილე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თმებშეფიფქული ჩემს საწოლთან დგახარ და ვხედავ..
ცრემლს ხელით იწმენდ,მოფერებას გატყობ ვერ ბედავ...
ცრემლი დამალე გეხვეწები,ცრემლი არ გინდა,
უხეში ხელი შუბლზე ფრთხილად გადამისვი და..
სულ უსიტყვოდმაკოცე დედა...


-------------------------

დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი...
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი...
გაზაფხული მოვიდა მგონი...


----------------------------------------

- დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი?..
იცი რომ...
უშენოდ გატარებული დღეებით..
დაღვრილი ცრემლების დაბრუნება მინდა?..
შენს პატარა გულში დიდი ადგილი მინდა!
ლაღი ოცნების სხივი, წითელი ვარდების სეტყვა მინდა...
იცი რომ...
თეთრი თოვლის პატარა ფიფქი მინდა?!
რომ ლამაზი დღის ერთი წამიც მინდა!..
და..
შენ იცი?
იცი რომ... უშენოდ არაფერი მინდა?!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძალიან მიჭირს,
დავრჩი უშენოდ...
ვევედრე წვიმას, ვევედრე სეტყვას...
გავყურებ წარსულს, თავს რომ ვუშველო...
წარსულს...
რომელიც, უშენოდ ფეთქავს...
ვოცნებობ იქნებ,
რომ შენთვის მოვკვდე...
ვოცნებობ ამას, ყველაზე მეტად...
მე მოგონება ფეხდაფეხ მომსდევს...
მე კი...
გავრბივარ, საშველად ღმერთთან...
მკლავს უშენობა...
და ამწყოს ვუმხელ...
წარსულს, მომავლის სანაპიროდან...
რად არ მესიზმრე...
ვერ ვხვდები, წუხელ...
ან ღამე, ასე რატომ ტიროდა...
ძალიან მიჭირს...
და დავრჩი კენტად...
დამაპეტრონა მე სიმარტოვე...
მე მყვარებიხარ იმაზე მეტად...
წარსულში ,
სადღაც რომ მიმატოვე...
ჩავდივარ დაბლა,
ავდივარ მაღლა...
შენამდე, მინდა გზა გადმოვლახო...
მე რომ მეგონა, იყავი სადღაც...
თურმე...
ჩემს გულში, ყოფილხარ ახლოს...
გავყურებ წარსულს,...
თავს, რომ ვუშველო...
წარსულს, რომელიც უშენოდ ფეთქავს...
გავგიჟდი,
როცა დავრჩი უშენოდ...
და ცი

დან...
ისევ მოვყევი სეტყვას..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1409 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-10-14, 10:39 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024