♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 22


დასახელება: სიყვარულის წითელი მარგალიტი
ჟანრი: მელოდრამა,
წელი: 2008
პროდიუსერი: ანდრეს პუუსტუმა
ენა: რუსული
როლებში: ოქსანა ფანდერა, იგორ იაცკო, ევგენი ციგანოვი, იური სპეფანოვი, ირინა რახმანოვა


მოკლე შინაარსი:
მარია ახალგაზრდა და ლამაზი ქალია. მისი ცხოვრება ზღაპარივითაა, სადაც ყველაფრი ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით სრულდება. ჰყავს განათლებული და მოსიყვარული მეუღლე და აქვს ბევრი ფული, რომლითაც ყველაფრის ყიდვა შეუძლია. ერთადერთი, რაც მის ბედნიერებას აკლია, ეს ბავშვია. მარიას კი შვილის გაჩენა არ შეუძლია...






... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1253 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 983 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ...
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_
"მე შენ მიყვარხარ"...
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _
"მაგიჟებ მე შენ " . . .
გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ,
ამას მიხვდები . . .
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _
"მე შენ მჭირდები ". . .
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ ,
თვალებში თხოვნა მიწერია _
ნუღარ დამტოვებ ! . . .
მე ახლა ნახატს სასოებით,
კრძალვით გიხატავ.
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
"მე შენ მიყვარხარ ". . .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს ცხოვრება არაა იმისთვის,ვისაც ეჩქარება
ეს ცხოვრებაა იმისთვისაა,ვისაც აგვიანდება...
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა...
...ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი - დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის...
...ვინც იცის რომ ნიჭიერი
უღალატებს თავის თავს ხოლმე
უნიჭო კი ერთხელაც არა.
...რომ სილამაზე არსებობს იმიტომ
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებითვის...
რომ ამ ხალხმა მხოლოდ პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან.
ყველაფერი რაც ძნელია მას შეატოვეს...
...რომ როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება
ვგრძნობ თუ როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე...
...რომ ბრძენი არასდროს არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას
როდესაც მას დაუჯერებენ...

...რომ ჯვარი,რომელსაც მიაყუდებ,
არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, რომელიც სულ უნდა ატარო..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარდებელი.

ვიცი ამ წასვლას რაც ელოდბა,
რა საჭიროა ახლა გოდება,
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.

აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,
ყოველ ჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არავინ არს პოეტის მეტი?




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დასანანია,რომ ეს თვალები ტირის შენს გამო,
მაგრამ შენ ამას მე არასოდეს არ დაგანახებ,
რატომ მოგინდა ჩემი ოცნების პრინცს შეეხამო,
დიდი ხანია დავივიწყე ეგ შენი სახე.

მაგრამ ვაი,რომ არ შემიძლია სხვა შევიყვარო
ეს სიყვარული ჩემი ცხოვრების დასაბამია,
მე აღარ ძალმიძს ტირიფებივით ცრემლები ვღვარო,
უღირსებისთვის ამდენი ფიქრი დასანანია.

სამწუხაროა ჩემი რომანის გმირი არ იყო,
ეპიზოდებში მე მიგამსგავსე გაყინულ ლოდებს,
დასანანია ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო
დასანანია,რომ ასე კარგად ვთამაშობთ როლებს.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არავის გინდათ ბავშვის გული, ამაყი გული?
წაიღეთ ძმებო, მომაშორეთ, მე ვეღარ ვუვლი...

არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი,
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.

ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს, –
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.

ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას,
ვერც ნიღაბ–როლებს, ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.

მეც მიჯანყდება... ამ ბოლო დროს მეც არ მოვწონვარ,
მიტევს და მიტევს... მიგიზგიზებს მთელ ტანს კოცონად,

კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია:
ვინ ვისი ბატონ–პატრონია, ვინ ვისი ტყვეა.

ცოტა ხანს უნდა დავისვენო, სული ვიცხონო,
ცოტა ხანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.

რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ,
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.

...არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი,
მაგრამ ნაღმივით რომ ავარდეს, სულ ცოტა ყოფნის.

დანაღმული ხარ საკუთარი გულით, პოეტო,
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.

ფრთხილად, ბიჭებო, გულებს ტლანქად არ წამოვედოთ,
და მოძმის გულზე, როგორც ნაღმზე, ნუ ავფეთქდებით!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1195 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იქნებ გგონია რომ დავბრუნდები

დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად,

არ მითხრა ეხლა, რომ მოგენატრა

იის სურნელი ჩემი კაბისა. . .

იქნებ გგონია რომ დავბრუნდები

და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ,

არა ძვირფასო გრძნობა თან გაჰყვა

იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს.

გული დამსხვრეულ საფერფლედ იქცა

ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ

სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან

შენ ვერასოდეს გაგიმეორებ. . . .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ,
როგორსაც მხედავ.
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი,
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო,
მეხსიერებაც სულ წამიშალე,
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება
არ არის ძნელი,
შენი სამოთხე მე მეხატება
კუპრივით ბნელი,
ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად
მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს
ჩემს დასაცავად.
სულ ერთი მზერით,უცებ შეგიცნობ
ვიგრძნობ ვინცა ხარ,
და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას,
"მაინც მიყვარხარ"....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეიდან გატყუებთ,
ისეთი ვარ, როგორიც გინდათ...
დღეიდან გიღიმით,
თითქმის გულწრფელად მიმაქვს
გულთან ახლოს თქვენი შენიშვნა.

დღეიდან ვიცვლები, ვკარგდები,
ვიზრდები
და საზოგადოებისთვის მისაღები ვარ...

ჩამსვით ჩარჩოებში! უსიტყვოდ,
ღიმილით გავიგებ...ავიტან...

დღეიდან ნაზი ვარ.
ჰო,კარგი, მშვიდიც და
ზრდილიც და მორცხვიც, ჯანდაბას.

ვდუმვარ და თავს ვიქნევ,
თქვენს ყველა აზრს ჩემად აღვიქვამ...
და გიხარიათ! მმმმ... თან ძალიან:
ვა, ეს რა კარგი ვარ ?!
შეიძლება ითქვამს,რომ ბრწყინვალე მონამდე
ბევრიც არ მაკლია...


და თქვენ იმასაც ვერ ხვდებით,
რომ გატყუებთ ყველაფერს
და ამ ცვლილებების გამო
საკუთარ თავს ვერასდროს ავიტან!!!!


და დაიჯერეთ, გული იჯერეთ,
მე მოგატყუებთ, რომ გატყუებთ


და არ ვიზრდები... არ ვკარგდები....
არ მინდა !!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სანაგვეზე გადაყრილი სულები,
დედის მუცელს მოწყვეტილი ძალით.
ნეტავ ერთი აქეთ რას მემდურები,
ღმერთს ევედრე ცრემლიანი თვალით.
არ გინახავს? როგორ მოკლეს პატარა!
ვერ გაბედე შეგეხედა მისთვის?
იქნებ ისიც მხსნელი იყო ამ ქვეყნად,
იქნებ ესეც შეგეკითხა ღვთისთვის.
მოიშორე როგორც ცოდვის ნაყოფი,
და საფლავიც არ არგუნე ბედად.
ამის მერე დგეხარ მორალს ქადაგებ,
თავი მოგაქ! (არ შემდგარო დედად.) ...
სანაგვეზე გადაყრილი სულები,
დედის მუცელს მოწყვეტილი ძალით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაფითრდა მიწა...
ალბათ, ამ აურზაურის შეეშინდა.
ალბათ, მარტო ყოფნის შეეშინდა.
მოიბუზა და
როგორ უნდა მოფერება...
მე მეცოდება...
გაფითრებული მიწა კი არა,
ჩემი თავი ამ სიცივეში…...
ამ ზამთარში,
მარტოობაში…....

ეგოისტი ვარ...…
ან მაზოხისტი...…
ღია ფანჯრის წინ ვდგავარ და
ვიბუზები... მიწასავით…...
ჰმმმ... გამოდის, რომ უფრო
თანამგრძნობი ვარ...
სიცივეში მიწის...

მე რამ გამაფითრა???
(მზე ხომ ასე ახლოსაა ჩემთნ)
სიცივემ? _ არა
ტკივილმა? _ არა...
(მივეჩვიე ტკივილს)
მე მაფითრებს
გაურკვეველი მისამართების,
გაუგებარი ფრაზების,
აუხდენელი ოცნებების,
არ-არსებობის
ასე გამძაფრებული შიში...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღმერთო, რუსთველის სული ჩაუდგი
მიჯნურს, ღვთის ტაძარს სატრფოსთვის მწირველს.
თბილისში ოქროს ძეგლი დაუდგით
პირველ კოცნას და სიყვარულს პირველს.
ნუ კოცნით ქალწულს უსიყვარულოდ,
გულს ცეცხლი გენთოთ გაღვივებული.
შეყვარებული ქალის ღიმილში
თვით სამყაროა გაღიმებული.
როცა პირველად სატრფოს კოცნიან,
ცაში ჩერდება ვარსკვლავთ კრებული.
მოდით, ვადიდოთ ბესიკის თასით
ქართველ მიჯნურთა დასი ქებული
მანონ ლესკოზე უფრო ლამაზი,
ნესტანზე უფრო შეყვარებული.
კვლავ მიჯნურთათვის რეკავს სიონი,
სდუმს მტკვრის ტალღები გარინდებული.
მოდის ახალი გალაქტიონი,
სულ სხვა მერიზე შეყვარებული.
მე თქვენს სიყვარულს სანთელს ავუნთებ,
იმდენჯერ ახდეს თქვენი ოცნება,
დედათბილისში რამდენ ქალწულის
ბაგეც პირველად დაიკოცნება.
შენ სვეტიცხოველს უარსაკიძე,
თუ უკვდავება გინდა სულისა.
გწამდეს,ხელახლა ქმნის ამ სამყაროს
სიმღერა პირველ სიყვარულისა....!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1186 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1290 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები.
მე შენ მიყვარხარო... ზეცას დავაწერე შენზე შევღაღადე უფალს, გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე შენი სიყვარული ღუპავს.
მე შენ მიყვარხარო... ხელებს გიკოცნიდი შენთან სიახლოვე მსურდა, სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი პასუხიც ასეთი უნდა.
მე შენ მიყვარდითქო.... ამას მოგაძახებ გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს
ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ გული შეგეჩვია ოქროს!
მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იმ ფიქრს გაუმარჯოს და ცრემლიან თვალებს,
რომელიც აჩრდილად სულ სხვას დაჰყვება,
ყველას გაუმარჯოს,ჩვენს სიმპატიებს
რომელთა გულებიც ჩვენთვის დადნება.
მაშ,მოდით ამ ჩიქით მათ გაუმარჯოს
ვისი გულებიც დაკარგულია,
ვისაც ერთი უყვარს ამ ქვეყანაზე,
ვინც რომ გულწრფელი შეყვარებულია.
ნეტას გაუმარჯოს ჩვენ–ჩვენი გაგებით,
ის სულ ერთია ვინც გვინატრია,
სანთლებს გაუმარჯოს ოქროს თასებით,
რომლებიც უთქმელად იწვან.
მაშ მოდით სუყველამ ფეხზე წამოდგომით,
შევსვათ საყვარელი გულის სადღეგრძელო,
შევსვათ პირველი სიყვარულისა და
ყველას ტანჯული გული ვადღეგრძელოთ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 990 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ მაშინებ!
დაშორებით ნუ მაშინებ!
ნუ მაშინებ,იმიტომ,რომ
ეს ჩემთვის უკვე სულერთია....
ჩემთვის მთავარი მე უკვე განვიცადე,
სიყვარული უკვე ვიპოვე,
უკვე ვნახე,
ვნახე გაოგნება,
ვნახე,მონატრება,
ვნახე ტირილი,
ვნახე ლექსები ჩემზე და შენზე ნაწერი,
ჩვენი ნაწერი,
ვნახე გაოცება,
ვნახე ამბორი,
ვნახე დაშორება,
ვნახე ყველაფერი,რაც
კი სიყვარულს ეხება.....
ახლა აღარაფერი მაქვს დასაკარგი,
უკვე ბევრი დამრჩა მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელ;ი......
და,,,,,
თუ ვერ მოვიპოვებ და შევინარჩუნებ,
არაუშავს!!!
მე ეს უკვე ვნახე,მე ეს უკვე განვიცადე,
და დიდი მადლობა ამისთვის.....
თუ შენ ეს აღარ გინდა
შენი ნება და შენი ცხოვრებაა,
მე მართლა მიხარია,გიცნობ და
მიცნობ,
მიყვარხარ და
გიყვარვარ...
და ეს მშვენიერია!!!!
ოღონდ,თუ გსურს დამშორდე,
არასდროს თქვა,რომ ეს იყო მშვენიერი,რომ
ეს იყო კარგი,
რომ კარგი იყო ჩემთან ყოფნა,
თუ ეს ასე მიგაჩნია,
დარჩი ჩემთან.......
მაგრამ...
შენ გინდა დამშორდე....კარგად!!
იყავი ისეთი ლამაზი,როგორც ახლა ხარ......
და თუ მოგეცა ბედნიერების შანსი,
ნუ იტყვი უარს!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1277 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა,ბუნებას და მის ნაწილებს
გადაუგვარდათ სისხლ-გამეტები,
ასეთ უსუნთქველ,უნაყოფო დღეს
დრო გამუდმებით,კლავს გამეტებით.
ჩვენ კი გვაცეკვებს ცხოვრების სტრიპტიზს,
გაგვხდის ნელნელა ხორცს და სულამდე
რომ გაგვაშიშვლებს,მიწას მიგვაგდებს
და თმებით გვათრევს დასასრულამდე.
როცა ამდენი მილიონი მე
პირდაღებული კივის თავისას,
შფოთით დამფრთხალმა სულის სიმშვიდემ
ასე ყოფნა ვერ გაითავისა.
ერთ ადგილს ტკეპნის გვამი და ძლივსღა
მალებდამტვრეულ ხერხემალს ათრევს,
ჩამოფლეთილი,ცხოველურ გარსით
ცვალებად ამინდს თავს ვეღარ ართმევს.
ვამცირებ მანძილს,ვერ ვგრძნობ სანამდე
მილიმეტრობით და დიუმებით,
ბოლოს წინასწარ გაგების მიზნით
ჩიჩქნიან სულებს მედიუმები.
კლავიშალეწილ დროის საკრავმა
ყველას მუსიკის რიტმი არია,
შეხედეთ სარკეს და აღარ იტყვით
ეს ბუნება თუ რამ გადარია.
ვისტუმრებ სიკვდილს ყოველ წამს მოსულს
შეკოწიწებულ მოწიწებით და
ვაქცევ აქა იქ უფერულ ფოთლებს
მარადჟამს მწვანე ხსოვნის წიწვებად.
ყოველდღე ვიწყებ ახალ პარტიას,
ცხოვრებასთან და ვერსად გამირბის,
ვიწყებ შეტევას,ყოველდღე მჯერა,
საბედისწერო თეთრი გამბიტის.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ფერთა თერაპია

ფერთა თერაპია, როგორც განწყობის ამაღლების საშუალება !

ექიმები უძველესი დროიდან იყენებდნენ ფერთა თერაპიის ელემენტებს: ცისარტყელასა და სპექტრის დახმარებით კურნავდნენ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში. მაგალითად, ავადმყოფს სიშმაგის შეტევისას ათავსებდნენ ლურჯ ოთახში და ამით უხსნიდნენ მღელვარებას. ცნობილი ცელსი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდა შავ, მწვანე, წითელ ან თეთრ პლასტირებს, რაც დამოკიდებული იყო ჭრილობის ხასიათზე. ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება. იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას; წითელი ფერი ოპტიმისტურ გ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

რჩევები ქიმიურად დახვ. თმისთვის


... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 3822 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სახტუნაოსახტუნაო

სკაკალა - ანუ სახტუნაო, სახტუნაოთი ხტუნ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1802 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,

მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,

მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას

არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!

-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,

მათ ახლად ახელილ თვალებს,

ო, ისე ლამაზად მეყვარები

კიდევაც შეშურდება მთვარეს...

არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას

მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!

არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!

-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იყვარული ნარკოტიკს ჰგავს.თავიდან ეიფორია,სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება.ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს,მაინც გჯერა,რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია,განზე გადგე.საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათი ივიწყებ.მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოკიდებული ხდები.და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ,ორი წუთით კი ივიწყებ.თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს,იმასვე შეიგრძნობ,რასაც ნარკომანი,წამალს რომ წაართმევენ.ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით,რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია,იქურდოს,მოკლას,თავი დაიმციროს,შენც მზად ხარ ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის..
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალებით გაგიცანი,
თვალებით მიგეჩვიე
თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად.
თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე
და მისით შემიყვარდი უმალ.
გავიდა დილა და გავიდა საღამო.
გავიდა დღე-ღამე გრძელი.
მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ.
და შენს დაბრუნებას ველი,
თვალებს ენატრები,
თვალებს ეყვარები,
ასევე იქნება მუდამ,
თვალებით გამაკვირვე,
თვალებით გამაოცე,
თვალებით ვიცრემლები ჩუმად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები
და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ,
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გახსოვთ, ვიყავით ერთად დღე-ღამე,
ვარსკვლავებს ფიქრებს ვუზიარებდით,
მთვარეც გვიცქერდა ხან თქვენ და ხან მე,
მზე დაგვნათოდა... ვუნიავებდით...

გახსოვთ, რამდენი ცრემლი გვდენია,
ხან ვერ გვიძლებდა ვეღარც ცხოვრება,
ჩვენს სულებში ხომ დუღდა გენია,
ჩვენი სიბრიყვეც გემახსოვრებათ...

გახსოვთ, მესროლეთ მაშინ ის გუნდა
თუმცა მეტკინა მაინც მომცილდა,
გემახსოვრებათ ჩვენი იუდა,
-ჩვენს იესოს რომ ლოყას კოცნიდა...

-გახსოვთ ყვავილებს როცა ვტკეპნიდით?
-მინდორზე წოლა, თავდავიწყებით?
მე საუკუნო ძმობას შეგპირდით,
მე არასოდეს დამავიწყდებით!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ
სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა წახვედი ჩემგან,
მე მთლად შემიბყრო სევდამ...
ვხედავდი როგორ ტიროდა მზე,
ზეცამ გამოგზავნა ჩემტან წვეთები,
რატომ დამტოვე ამას ვერ ვხვდები...
თუმც დგეს წახვედი,მაგრამ მე მჯერა
ხვალ ან ზეგ სადმე შემხვდები...
და რომ შემხვდები, ვიცი მიხვდები
ჰაერზე მეტად შენ მე გცჰირდები,
მაგრამ სინანული გვიან იქნება
რადგან მე უკვე სხვისი ვიქნები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძაან მაგარი სურათებია მაგრად გაგისწორდებათ გადმოწერეთ და ნახეთ .....

ზომა: 603.51 KB  
ტვირთულია: UpLoaD.Ge



კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1365 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მეგობარი...

მეგობარი:
 ეს არის ერთი სული ორ სხეულში...
როგორც ჩანს ბედნიერება იმისთვისაა შექმნილი რომ მეგობრებს გაუნაწილო 
....................................................
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1905 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1261 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1190 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1024 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თენდება.....

ღამდება....

მერე ისევ თენდება და ასე უსასრულოდ.
ყოველი დღე ერთნაირი.
ჩვენ ორნი და ჩვენი პატარა ცხოვრება.
შენ გიყვარს,როცა თვალებში მკოცნი, თუმცა გრძნობების გამოხატვის გერიდება. (ალბათ გგონია,რომ კაცებს ამის უფლება არ გაქვთ) მე კი ვჭრი ხახვს ნელი ტემპით და შენს დასანახად... ეს ყოველთვის ჭრის. მოდიხარ ჩემთან, შენი დიდი ხელების დიდი თითებით, ჩემი პატარა თვალებიდან უფრო პატარა ცრემლებს მწმენდ და მერე თვალებში ისე ნაზად მკოცნი, რომ ძლივს ვგრძნობ შენს შეხებას.
მე კი შენი სიმღერა მიყვარს, თუმცა არ ვაღიარებ და შენი ჯიუტობიდან გამომდინარე, სულ იმას გეუბნები. რომ სიმღერა არ გამოგდის და შენც უფრო მეტს მღერი ჩემს ჯინაზე... და მე... მე კი ვწყვეტ დიდი, თბილი შალის ქსოვას და გისმენ, გისმენ ასე უსასრულოდ...
სამსახურში წასული ხშირად ბუზღუნით მირეკავ და მეუბნები "მა იცი პერანგზე ღილი ისევ ამწყდა და არ ვიცი რა ვქნა..." მე ამ სიტყვებით გახარებული გეუბნები.რომ სასწრაფოდ მოხვიდე სახლში ამწყდარი ღილით სიარული უხერხულია... მე ხომ კარგად ვიცი,რომ შენი ღილი მე ვარ.
როცა სახლში მოდიხარ, ჩემს აჩეჩილ თმას კიდევ უფრო ჩეჩავ და ამბობ,რომ უღილოდ შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს, მეც ფისოსავით კმაყოფილი და განაბული ვცდილობ უფრო გასიამოვნო და ჩაის კიდეთებ,რომელსაც დიდხანს და უსასრულოდ ს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"თუ სიყვარული გულწფელია, მას ვერავინ, ვერასდროს, ვერაფერს დააკლებს"
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემოდგომის მიწურული იდგა. მთელ კვირას გადაუღებლივ წვიმდა. წვიმამ ხეთა შიშველი ტოტებიდან უკანასკნელი ფოთლები ჩამობერტყა, ქუჩის პატარა რუებს გააყოლა. განიძარცვა ხეები, დაიწმინდა ქუჩები.
ოთახში მკრთალად ანათებდა.
- როგორ წვიმს? – თქვა ქალმა. საბანი ნიკაპამდე ეფარა. თავი კაცის მკერდზე ჩამოედო. ნახევარგანათებულ ოთახის კედლებს მიშტერებოდა.
- ასე მგონია, გარეთ ვიღაც ტირის, – უთხრა კაცმა. სკამზე გადაკიდებული პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ბოლი ნისლივით გაწვა ოთახში.
- ოთახში კი სიჩუმეა, სითბო და სითეთრე.
- პირველად იყო სითეთრე, სიმყუდროვე. შემდეგ აიშალა.
- ყველგან ბინძური ქაოსია. პირველარსიც სიბინძურე იყო, ყველანი სიბინძურიდან გამოვედით!
- პირველად სითეთრე იყო, სითეთრე და სისუფთავე. სიბინძურე შემდეგ მოვიდა.
ქალმა კაცის მხარზე ჩამოდებული თავი ასწია, მკერზე დაეყრდნო ნიდაყვით, თვალებში ჩააჩერდა.
- ასე მგონია, მთელი სიცოცხლე ამ თვალებს დავეძებდი, – უთხრა ქალმა.
- მაინც რა იპოვე ამ თვალებში ასეთი?
- ჩემი თავი, თითქოს ჩემი სულის ცოცხალი სარკეა.
- ნერვების ბრალია ყველაფერი.
- ჰო, ამ ბოლო დროს ისევ დამეწყო. ისევ აიწყვიტეს.
მინაზე წვიმის წვეთები ცეკვავდნენ. სითბო იდგა ოთახში, სიმყუდროვე და ოდნავ მბჟუტავი სინათლე,
კაცს ჩაეძინა. ქალს თვალებზე რული არ ეკიდებოდა. კედლებზე ჩამოკიდებულ ძველ სურათებს მიშტერებოდა.
ახლა მისი მშველელი მხოლოდ ძილი იყო. აზრი სხვაზე რომ გადაეტანა, გარედან მოღწეულ წვიმის მონოტონურ ხმებს მიუგდო ყუ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1007 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გოეთე. "მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი"

"დედაბუნება უბადრუკ და უკეთურ არსებებად როდი გვქმნის?!"

"ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება"

"უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე."

"დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ"

ვიქტორ ჰიუგო "ყველას ეძახიან ადამიანს, მაგრამ ძაან ცოტას ეძახიან ადამიანს"

"ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც."

"თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს , თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე"

ძველი რომაული გამოთქმები:

divide et impera-გათიშე და იბატონე

veni, vidi, vici. - მივედი, ვნახე, დავამარცხე.

amicicia vitam ornat-მეგობრობა ცხოვრებას ამკობს

sciencia potencia est- ცოდნა ძალაა.

repetito est mater studiorum-გამეოერბა ცოდნის დედაა

vox populi, vox dei- ხმა ერისა, ხმა ღმერთისა.

amat victoria ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1276 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Coldplay-ის ბასისტი Guy Berryman


Coldplay-ის ბასისტი Guy Berryman
31 წლის შოტლანდიელი მულტი-ინსტრუმენტალისტი
უკრავს Coldplay და Apparatjik-სთვის

2004 წელს ცოლად მოიყვანა მისი ბავშვობის შეყვარებული ჯოანა ბრისტონი და 2006 წლის სექტემბერში შეეძინათ გოგონა ნიკო. ქორწინების 3 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ

გაის ქოლდფლეის ჯგუფში მოიხსენიებენ, როგორც "most handsome one in the band" და "best looking one in the band!"
..................................................................................................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Prince Harry


უიელსის პრინცი, ჰარი, დაიბადა 1984 წლის 15 სექტემბერს, ლონდონში. ამჟამად არ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1506 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...........................
სახალისო სახეები =]
............................
მაგარი კაიფია..
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კეშა 19 მარტს სიდნეიში

..........................
კეშა 
19 
მარტს სიდნეიში
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1291 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

alessandra ambrosio photoshoot at ipalema beach


ალესანდრა ამბროსიოს ფოტოსესია აიპალემას სანაპიროზე 
Victoria's Secret -ს 
თვის
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2024-10-09, 0:24 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024