♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 17


დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნა
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა...

დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
სტრიქონებს დავწერ,
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ
გრძნობების ფონზე,
ისე მიყვარხარ აი ახლა...
გაგიჟებამდე...
მონატრებას კი...ხიდად გავდებ
გადაჩვევამდე..."




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



The Penthouse
1 სთ 30 წთ
ჟანრი: კომედია პოსტერები
 გამოშვება: 02 მარტი 2010
რეჟისორი: ქრის ლევიტუსი
სტუდია: ვინგმან პროდაქშენსი ინკ., ტანელ ფოსთი
როლებში: რაიდერ სთრონგი, ჯეიმს დებელო, ქორი ლარჯი, ლოჩლინ მუნრო, მია, კეილი კუოკო, ნიკი გრიფინი, ეიფრილ სქოთი
ხარისხი:   
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 1 397.02 MB

ფილმის მიმოხილვა
სამი მეგობარი მშვიდად ცხოვრობს ერთ დაქირავებულ პენტჰაუსში. მაგრამ მათ მოუწევთ დიდ პრობლემებთან შეხვედრა, როდესაც ერთერთი მეგობარი გადაწყვეტს თავისი მეგობარი გოგონას მოწვევას, ერთერთის უმცროსი დაიკო კი მას პატარა სიურპრიზს მოუწყობს...





... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



..............................................................
...............................................................
me rom shemedzlos qvata gagadi
da gadaqceva dzeglta xelosnad
marmariloshi gamogsaxavdi
kacobriobas zed rom eloca!
............................................
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 5412 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იესოს ხატთან სამი სანთელი,
პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა,
ტაძარში იდგა მკრთალი ნათელი,
სანთლები უხმოდ იფერფლებოდა.
ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი,
წვეთ–წვეთად იქვე იღვენთებოდა,
და მძიმე შუქის უფერო ფონზე
ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა.
ერთი სანთლი მეგობრობისა,
მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა,
მეორე იყო სიყვარულისა,
ის სიყვარულით იტანჯებოდა,
ხოლო– მესამე მონატრებისა,
ორივე გრძნობას ეფერებოდა.
იდგა სიჩუმე და ყველა ბგერა
სადღაც უკვალოდ იკარგებოდა,
შემოდიოდა ტაძარში ხალხი,
ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა;
მე კი ვიდექი გაქვავებული,
ვგრძნობდი, რომ მალე დაღამდებოდა
და მერე ვერც კი გავიგონებდი
ლოცვაში ისე გათენდებოდა..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1534 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს...
ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს,
ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?..
გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,
თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს.
რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა...
რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,
უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა...
ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,
მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ...
მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება,
დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა...
არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ–
რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...
ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს...
ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს–
და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2224 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუშები ფიფქებად დაგათოვს და
აპრილი სიმღერას დაგაძალებს,
მე შენი ღიმილი დამათრობს და
იის სურნელებას დავაბრალებ!

მზე გულს დაგებნევა ნეტარებით
და აღარ მოგაკლებს სხივთა ალერსს...
თავბრუს დამახვევენ ეგ თვალები
და ვარდების სუნთქვას დავაბრალებ...

გრძნობა ვულკანივით ამოხეთქავს
და კვლავ წაგიკიდებს ცეცხლის ალებს,
დამხანძრავს შენი გამოხედვა
და ატმის ყვავილებს დავაბრალებ!..

მოგნახავს ფიქრები და ოცნება,
მოგიტანს სიყვარულით დანაბარებს,
და გული შენი თუ გაოცდება
ყველაფერს გაზაფხულს დავაბრალებ...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1312 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პირველად დაგინახე
პირველად შემიყვარდი
პირველად გამაოცა
შენმა ნაზმა ხმამ
პირველად დამავიწყდა
ყველა და ყველაპერი
პირველად განვიცადე
მე ესეთი რამ
პირველად ვერ შეგეხე
პირველად ვერ გაკოცე
პირველად ვერ გავბედე
შენზე ამის თქმა
პირველად შენზე ვფიქრობ
პირველად მაგონდები
პირველად მენატრება
შენი ნაზი ხმა
მე მუდამ მეყვარები
მე მუდამ გეფერები
მხოლოდ ერთი კოცნა
ამას გევედრები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ai dagamda es erti game
kidev erti dge warsuls chabarda
warsuls bardeba uazroeba
netav ra aris chveni cxovreba?
me am kveynad var martod mosuli
da albat waval akedan marto
me xom ubralod minda gavigo
gavigo ristvis, saidan, ratom?
albat cxovreba erti wamia
da tvalis erti daxamxameba
ai, xom xedav ukve bneldeba
sinatle midis sibnele mas cvlis
ak ar arsebobs kargi da cudi
es ak ubralo sityvebi aris
madgram arsebobs, arsebobs kari
da, mxolod ocneba es sanukvari
ocneba aris karis gageba
da sinatleshi tvalis gaxela.........

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



netav ratom wvims ase lamazad
netav me exla vis venatrebi
iqneb shenc axla chemze fiqrob
da chven ocnebebs kvlav etanebi

tovlic mosula fanjarastan var
isev maxsenebs shens lamaz tvaklebs
ici vinatre cremlad yofna
da shens bageze nazd chaviare

ise shegexe verc ki igrdzeni
me xom ubralo cmremli viyavi
magram gavige cremlis mizezi
a turme kvlavac es me viyavi

ici gamixarda da ar mwyenia
cremlad yofnis dros rom ver miicani
radgan me am dros chemo dzvirfaso
sheni samyaro amovicani

me xom im wamshi sheni viyavi
shens organizmshi amoviare
da roca shens guls kvlavac davxede
chems saqcielze isev vinane

mivxvdi giyvarvar da gmerts madloba
rom erti wamit cremlad maqcia
da shens fitqina lamaz saxeze
cremlis saxit rom gadmomaqcia

mgoni miyvarxar axlaxans mivxvdi
sheni saxeli kerpad vaqcie
ici shen chemo lamazo bicho
me siyvarulis monad maqcie..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1523 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1) nawili
shen daibade, iyav qartveli,
sheni tavis da qveynis martveli,
dges gmerti iyos sheni mfarveli,
sheni gmirobit shen tqvi satqmeli !

sheni micistvis, sheni cyalistvis,
sheni qveynis da sheni tavistvis,
shen daigupe gmirulad velze,
vxedav didi tkivils shens dedis cremlze.

me vxedav irgvliv gmirebta saflavs,
romelsac zecit ieso faravs,
saflavis irgvliv gmirebta mshoblebs,
tvalidan cremli, cremli cremls mosdevs...

cremli tkivilis ,exeba bages,
romelic dasdis, angeloz saxes
esaris coli... is nazi qali,
romelmac tirilit moikla tavi.

roca ixila sxeuli mkvdari,
romelmac samshoblos sheswira tavi,
man miatova, cxovreba mkacri
da ver gaigo shvilisa fas.i

ratom agmochnda cxovreba farsi?
ramdeni gawira am gmiris msgavsi,
gmerto... rat migyavs ketili xalxi?
ara! am cxovrebis, ar mesmis arsi ......

shen gvare sisxli, ojaxma cremli,
sheni saflavis qava aris sveli,
shen ganvle gzebi mokle da neli,
ushenod yofna yofila zneli...

2) nawili

sshen shen qveyanas shescire tavi,
dges sheni bedi yofila avi,
shen shenianebs chaacvi shevi,
shent ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და "მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია. ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამ ცხოვრება ომია,ომი... აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა. რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხოვრება.როცა გიყვარს ძლიერი ხარ,შენნაირი არავინ გგონია,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანი,რომელიც შენგან განსხვავებით შეიძლ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აი ისევ დავუბრუნდი წერას,დიდი ხანია მინდა ვწერო,მაგრამ თავში არაფერი მომდის
ნელ-ნელა უკვე ბუნდოვნად გამახსენდება-ხოლმე სიცოცხლით გაჟღენთილი დღეები,ხმელი ფოთლების ხრაშუნი და მისი საოცრად მომხიბლავი ხმა,რომელიც სულს მიშფოთებდა.თავი ისეთი პატარა მეგონა,ახლა კი თანდათან ვხვდები,თუ რაიმე ნამდვილად გინდა,ისე როგორც მაშინ...უკან არაფერზე დაიხიო!ბოლომდე უნდა იბრძოლო და გაიმარჯვებ!ახლა უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცი ეს და აღარაფერს შევუშინდები
დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს,თავს არასდროს დავანებებდი,სისულელეებზე ფიქრს არ დავიწყებდი,მაგრამ ახლა უკვე გვიანია და მე არც არაფერს ვნანობ...
უბრალოდ ვხვდები რომ შეიძლება მასავით აღარავინ შემიყვარდეს,ისე ძლიერად,რომ თავი დავკარგო და ყველაფერი დავივიწყო...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავიდა ორი კვირა ნიას არც კი ახსოვდა ის ბიჭი, მან ხომ მისი სახელიც არ იცოდა. ერთხელ დეიდაშვილი დაპირდა რომ კინოში ერთად წავიდოდნენ. ნიამ დაინახა ეზოში მჯდომი იკა, რომელიც მას ელოდა, ახლოს რომ მივიდა იცნო ის უცნობი რომელსაც იმ დღეს შემთხვევით შეეჯახა, არა არ ეჩვენებოდა ნამდვილად ის იყო....

-ნია გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია გიო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს?- შორიდან ჩაესმა ნიას იკას სიტყვები.
საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა ფილმიც კარგი იყო. ბიჭებმა ის სახლამდე მიაცილეს. ნიამ მთელი ღამე ვერ დაიძინა, თითქოს რაღაცას გრძნობდა. გიოს კი უკვე უყვარდა ნია, მაგრამ ამის გამხელის ეშინოდა. პირველი იკას უთხრა ამის შესახებ, მაგობარმა მოთმენა ურჩია.
გავიდა 2 კვირა გიოს დღითი-დღე უფრო უყვარდებოდა ნია, ის ხშირად ნახულობდა მას, ზოგჯერ სწორედ იმ დროს მიდიოდა იკასთან როცა გოგო იქ ეგულებოდა, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა.ნიამ კი უკვე იცოდა... ამაში მისი დაჟინებული მზერაც არწმუნებდა არც თვითონ იყო მის მიმართ გულგრილი და ელოდა როდის გაბედავდა გიო თქ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


roca guli dzlier fetqavs
da haeri agar gyofnis
icode rom gulshi gizis
pawawina saswauli

misi gvari wlovaneba
shentvis aris dafaruli
saxeli aqvs unazesi
da mas qvia siyvaruli...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1638 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Roca qalaqshia gamea da yvelas sdzinavs 
roca irgvliv aravinaa da marto vzivar
roca tovli nazad bardni fxvier miwas
shenze fiqri shemidzlia mxolod im wams

siyvarulis ar mejera magram axla
es uazro fiqri chemshi ucbad gaqra
damijeret is arsebobs radgan martla
es gijuri siyvaruli mec gadamxda..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1256 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


sicocxle chventvis mshvenieria
amas mivxvdebit roca movkvdebit
magram minda rom azri gavigo
asaktan ertad ratom vicvlebit

dro midis miaq chemi fiqrebi
agar damisva chveuli kitxvebi
asaqsac miaqvs sheni sityvebi
gtxov daufiqrdi xvdebi mchirdebi

chems gulshi sevdam daisadgura
sicocxlis imedi gaminadgura
daimaxsovre ase ar unda
sheni sichumit samyaroc dadumda

iqneba mitxra sityva omelisac
amdeni wlebi tyuilad shevwire
nutu dznelia amis warmotqma
DZLIER MIYVARXAR GTXOV MAPATI.......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1872 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


quchis boloshi zis erti vaji
cota bancalebs igia mtvrali
bedma gaswira moukla qali
da igi dardebs iqarwylebs aryit

man xelshi aigo sasmelis botli
da sityva warmotqva me varo loti
bedma gamwira momeqca avad
fxizeli ambobs gavkari arays

roca ixsenebs sacoles dardit
dards igeriebs is kvlavac aryit
arayshi naxa man gamosavali
tumca icis rom araris wamali

is yovel dilit iyidis arays
sadgigrdzeloti igonebs "anas"
uchumrad gadahkravs igi im arays
da vegar ambibs sasmelze aras

ase gavida ormoci weli
dilit arayi fiqrebi bneli
cxovreba agmochnda bichistvis dzneli
is ukve daberda aqvs tetri wveri

isev im quchis kutxeshi sdzinavs
sadac cxovreba moeqca avad
mas isev uchiravs xelshi arayi
da tvalze cremlit ixsenebs "anas"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1569 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდა
პატარა და დამფრთხალი ფიქრი.
ჩვენს შორის იყო დრო,
დრო,
რომელიც დიდ დუმილს იტევდა
და ამ დუმილში იყო
ის არაფერი,
რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ერქვა.
დროსა და სივრცეში აცდენილი
ნაფეხურები კი
ჯიუტად ეძებდნენ ერთმანეთს
და ფიქრად ქცეულები,
ჩვენი მოგონებების სამყაროში
დასეირნობდნენ.
ზღვის მლაშე გემო
მთრთოლავ ტუჩებზე
ტოვებდა სათქმელს.
და მთვარის ბილიკით
განათებული ზღვა
ზაფხულის ლამაზ და
სიყვარულით სავსე ზღაპარს
უყვებოდა ვარსკვლავებს.
ჰო!
ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდა
ნატვრად ქცეული
პატარა და დამფრთხალი ფიქრი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ramdeni dge gaivlis ushenod,
ramdeni dila meqneba umzeod,
ramdeni rame geqneba uchvenod,
ramdeni game mechveva udgeod!
me menatrebi es msurda metqva,
ushenod ar vci ra unda meqna,
es gulic ufro sichqarit fetqavs,
radganac amden cremlis gvras xedavs,
me menatrebi icode mami,
tvalebze momdis cremlebit nami,
ramdeni gavida ushenod cami,
shen dagrcha oboli shvilebi-samni...
me menatrebi es msurda metqva,
bevri vitire meti ra meqna,
me shen miyvarxar icode mami,
tvalebze momdis cremlebi-nami...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1872 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფეხის წვერებზე ავიწევი
ბოლომდე ავმაღლდები და
სიჩუმეს ჩავისუნთქავ...
ასე
ჩემს ფილტვებში
გაზაფხული დაივლის...
მერე
სახლისაკენ ასკინკილით წავალ,
მეზობლის ალუჩებს
მოჭუტული მზერით ავხედავ და
ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან...
(აქ ჯერ პატარა ვარ...)
ღამით ქარს მოვუსმენ,
ფანჯრებსაც ღიას დავუტოვებ-
რომ იქრიალოს ოთახებში-
რომ აფრიალოს ფარდები,
რომ გადმოცვივდნენ რაფებიდან
წლობით ნაგროვები
და ნაზარდი ქოთნის ყვავილები...
ზოგი საჩუქრად რომ მომართვეს,
ზოგი რომ ვითხოვე,
ზოგი ჩუმად რომ მოვტაცე უგულო პატრონს...
ვგიჟდები ისე მიყვარს ქარის გრიალი-
და ფარდების თავაწყვეტილი ფრიალი...
(აქ უკვე სადღაც შუაში ვარ-
ალბათ პირველად, მართლა რომ შემიყვარდა
იქ...)
მზეში, ჰამაკში ჩავჯდები,
საყვარელი ლექსების კრებულს
კალთაში ჩავიდებ და
ერთხელაც არ გადავშლი-
ისე წავიკითხავ ამოჩემებულ სტროფებს...
მზე თვალებში ჩამანათებს,
ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა,
უხერხულად გავიმშრალებ სახეს და
ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად...
(აქ უკვე მოვხუცდი-ხელებზე და თვალების კუთხეებში
წლები სხივებად მეტყობა)
და მაინც... ისევ ისეთი ვარ-
როცა ვღელავ
სიჩუმეს ვსუნქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
(პატარა მალულიტასავით)
მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!..."

იცი რა მიყვარს?
გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და
რომ იწვიმებს და
იმ ტერფებით,
ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ,
ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და
ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან...
და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა...
მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ
გათელვას რომ გადარჩნენ და
ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან....
მე კიდე ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს?
იასამნები რომ გაიღვიძებენ და
ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს,
მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და...
ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ...
ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ,
იმ თვალებს რომ დავხუჭავ და,
სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას,
ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს დ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1214 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თოვს. მოცეკვავენ ფანტელები, ლამაზად მოფარფატებენ. ფაფუკი, ქათქათა ქურქი ჩაუცვამთ ხეებს. ფანჯრის რაფაზე მსუბუქად დაფენილ თოვლს პაწია ნაფეხურები ეტყობა _ მშიერი ბეღურების ნაკვალევი.
ბინდდება. ფანჯარაში ბიჭის ხუჭუჭა თავი მოჩანს. შუბლით მინას მიყრდნობია და სევდიანად გასცქერის თოვლს. პატარაა ბიჭი, სულ ხუთი წლის. ოთახში ხმადაბლა საუბრობენ დედა და ბებია, ბიჭი კი ეზოს მიშტერებია, საიდანაც პირველი თოვლით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმის.
_ ეჰ, ახლა რომ ჩემი მამიკო ცოცხალი იყოს! _ ნაღვლიანად ფიქრობს ბიჭი, _ ხომ გავიდოდით. ოჰ, რას ვიგუნდავებდით, რას ვიგორავებდით თოვლში!
გული წყდება ბიჭს. თავისი კარგი მამიკო ახსენდება, თბილი მამიკო, მისი მოალერსე ხმა ენატრება, მისი ფართო ხელების სითბო, ზედ რომ დაიყენებდა ფეხშიშველს, მაღლა ასწევდა და `აუ, რა დიდი ბიჭი მყავსო~, ამბობდა ღიმილით. მამის მოფერება უნდა, მის კისერზე შემოჯდომა და ჯირითი, მასთან საიდუმლო, `კაცური~ საუბარი, დედას და ბებიას რომ არ გაეგოთ.
მამიკო მარტო სიზმრებში მოდის, მაგრამ ისევ მალე მიდის, დილით კი დედიკოს მიჰყავს ბაღში.
წინათ, როცა მამა ცოცხალი იყო, წესად ჰქონდათ შემოღებული: სეირნობიდან დაბრუნებული, ლოყებაწითლებული სახლში რომ შემოირბენდა, პირველ რიგში მამის თვალებს აწყდებოდა: `დედიკოს აწყენინე?~ _ ეკითხებოდა მამა და ბიჭიც ალალად გადმოულაგებდა ყველა სიცელქეს. მამა გულდასმით უსმენდა, მერე მუხლებზე დ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1551 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


100-jer avante santeli
100-jer chamiqro qarma
100-jer gitxari miyvarxar
100-jer mitxari ara

bneletshi wminda santeli chaqra
chaqra maram rwmena ar gaqra
santelze isev agzdgeba cecxli
da es iqneba misia gmertis

santeli iwvis da icit ratom?!
albat imito rom aris marto
santeli dneba da sxvasac adnobs...
mas shemlocveli erti yavs marto
is erti me var da icit ratom!?
radgan masavit viwvi marto.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1815 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქურდი ვარ....
ვიპარავ გრძნობებს....
და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ
ვერც შეამჩნიე....
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს....
მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1217 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი...
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1527 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რაც არ ვიცხოვრე, იმით გიჯერებ,
იმით მწამხარ და იმით მიყვარხარ
და შენც იქ ყოფნას უფრო იფერებ,
შესაყვარები უფრო იქა ხარ.

ვიდრე მპატრონობს თვალი შენდობის,
ვიდრე ოცნების უფალი დამთმობს,
იქ, მომავალში უფრო გენდობი,
უფრო მოგელი და უფრო გნატრობ.

ამ რწმენად მიღირს ქარის წყალობა,
თოვლის ვნება და ცდუნება ღამის,
რომ ამ სიყალბეს და წარმავლობას
გადახრის ხვალის მარადი წამი.

აქ, ენკენიის სივრცე - იოდად
ჩამოჰქცევია ნასხვისარ სითბოს.
ვითომ მტკიოდა, თუკი მტკიოდა,
თუკი მიყვარდა, მიყვარდა ვითომ.

ვაწარსულებდი დღეებს სიხარბით,
ჯვარზე გაკრული კაცის ქადილით...
სულ ყალბი იყო, რაც აქ გითხარი,
არც ეს სიცოცხლე იყო ნამდვილი...

ვერ ამოუვალ მომავალს ვალში,
ამაოდ გიძღვნი ძღვნად და გულისკვლად:
ამ ვარდს - ქაღალდის ფურცლებად გაშლილს,
ამ ცას - ხვალინდელ ზეცის დუბლიკატს.

რაც აქ გითხარი, იქ უნდა მეთქვა,
ეს სივრცე - იმ ცის ასლია მხოლოდ.
აქ ნაწილ-ნაწილ გაგროვებ ერთად,
რომ იქ სრულქმნილი გიხილო ბოლოს.

აქ ვერ აგივსე ზაფხულით უბე
და საკადრისად ვერ შეგიყვარე.
შენს მღვრიე ქარებს იქ წავჰყრი ღრუბელს
და ვარსკვლავეთსაც იქ აგიყვავებ.

თუ სიზმარ-ცხადი ღამის კანკელით
სვეგაწბილებუ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,

ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.

ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია,
პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი.....
სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია,
და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი,

იქნებ დაფიქრდე, რას მოგიტანს ყალბი ღიმილი.
სიმართლის თქმა სჯობს, სანამ ტვინი არ აგრევია,
მინდა არ იყო, იდიოტი თვითკმაყოფილი!-
(ხო, მასეთებიც სამწუხაროდ მრავლად არიან....)




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით
რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე
მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს
მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს
ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს
არ შეშინდეთ..მე უბრალოდ მომკლეს ცოცხლად
აღარა მყავს საოცნებო სიყვარული
აღარც ცრემლი, არც იმედი, აღარც სევდა
აღარც ტანჯვას აღარა გრძნობს ჩემი გული
რატომ გიკვირთ რომ ვიღიმი .. გული ნახეთ..
აბა გულში ჩაიხედეთ როგორ ცივა
იქ ობოლი შენახულა მოგონება
და ამდენი ვაებისგან სულიც მტკივა
წასვლის დროა მგონი სადღაც ვაგვიანებ
აბა კარგად არ მგონია ისევ მნახოთ
და ერთსა გთხოვთ დატანჯული გოგოს ხსოვნა
სულ მცირე ხნით მოგონებად შეინახოთ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1304 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეა...ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე...მარტოობა...მკვდარი სიყვარული...მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან...ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის...მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული...
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია...
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ...
_როგორც ხედავ...
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო...
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში...ხალხი ძილს მიეცა...მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს...მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო...
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი...
ისევ სიჩუმე...ისევ მარტოობა...ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო...ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა...მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ...
_ნეტა ეხლა რაზე ფიქრობს ლუკა?ნეტა ვინ დაიპყრო მისი ფიქრები,მისი გული და თვით ლუკა.ეჰ...ნეტა მე ვიყო ეხლა მის გულსა თუ აზრებში,ნეტა ჩემზე ოცნებობდეს და ნეტა მისი ბაგეები მხოლოდ ჩემს სახელს წარმოსთქვამდნენ...
ეჰ...არა მე ამას ვერასდროს ვერ ვეღირსები...მას ხომ სალი უყვარს,ის არის მისი სიყვარული,სიხარული,ბედნიერება და ცხოვრების აზრი...მე ხომ სალის არ ვგავარ,მასსავით ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1264 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1011 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 964 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 994 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით?
ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?!
ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით
თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში...
დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო
დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო...
სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო
ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ!
ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი?
შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა
ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს
ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ვარ საქართველო და ვარ ღმერთო,რა დიდი!
ვარ ქრისტეს ნაწილი,ვარ სისხლად დაცლილი.
მე ვარ საქართველო და ვარ გულში დაჭრილი,
ვარ ცრემლად დაღვრილი,ვარ ომით დაღლილი.
მე ვარ საქართველო და ვარ ცისა და მიწის,
ვარ მუხა აკვნისთვის,ვარ ბუდე არწივის,
მე ვარ საქართველო და ვარ ცამდე აზრდილი.
ვარ პირმშო აპრილის,ვარ წრფელი,ბავშვი ვით.
მე ვარ საქართველო და ვარ გრემი,მარტვილი,
ვარ ჯვარი კრწანისი,ვარ ბევრი ყვავილი.
მე ვარ საქართველო და ვარ თეთრი მანდილი,
ვარ მლოცველ ქალი ვით, ვარ დედა კაი ყმის.
მე ვარ საქართველო და ვარ მტრისთვის შხამი ვით,
ვარ ბასრი ხმალი ვით,ვარ მტკიცე ფარი ვით.
მე ვარ საქართველო და ვარ ძველი,ვაზი ვით,
ვარ ზარი ტაძრისთვის,ვარ რწმენით აღვსილი.
მე ვარ საქართველო და ვარ წმინდა,ხატი ვით,
ვარ ერი ნამდვილი,ვარ ღმერთო,რა დიდი!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Hilary Duff: Beauty & the Briefcase Babe

ამბობენ, რომ კარგი კაცის პოვნა ძალიანძნელია, მაგრამ ქალი მოახერხებს იპოვოს სიყვარული მის სამსახურში...
"Beauty & the Briefcase” დამყარებულია ერთი მომუშავე გოგონას დღიურზე. ამ ფილმში თამაშობს ჰილარი, რომელიც ასრულებს ლეინ დანიელსის როლს. ეს გოგონა არის წარმატებული მოდური ჯურნალის ჯურნალისტი, რომლის სიყვარული და კარიერა აიწეწება, როდესაც წერს "Switching Careers to Find Love” სტატიას ჯურნალი კოსმოპოლიტენისთვის. ეს არის მისი საყვარელი ჯურნალი, ლეინი ძალიან ბედნიერი, როდესაც მისი სტატია იქნება წამყვანი.


... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

დისნეის მიმდინარე 4 ყველაზე პოპულარული შოუ


  დისნეის მიმდინარე 4 ყველაზე 
პოპულარული შოუ...

ამჟამად დისნეის აქვს
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1489 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაილი 16 მარტს, ახალი ჯიპით

17 წლის მაილი 
საირუსი თავისი ახალი 
მერსედესისი ჯიპით,
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვიქტორია დევიდთან შესახვედრად მიემგზავრება 15.03.2010

 ვიქტორია 
დევიდთან შესახვედრად 
მიემგზავრება 
15.03.2010

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაილი საირუსი : დედაჩემმა მგონი ლიამს თვალი დაადგა!!!

როგორც ჩანს მაილი ერთადერთი არ ყოფილა საირუსების ოჯახიდან, ვისაც ლიამი მოსწონს!!!
მაილიმ ინტერვიუში ჟურნალისტს სიცილით უთხრა, მალე დედაჩემი შეყვარებულს წამართმევსო...
მგონი ლიამი ჯერ დედაჩემს მოეწონა და მერე მე - ამბობს მაილი
მაილი დედამისთან როგორც ჩანს ძალიან ახლოსაა

............................................................
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ მოუნაცვლებ პირვანდელ ადგილს ნივთებს, რომლებმაც დიდი ხანია მყუდროობაში დაისადგურეს.
დრო სინქრონული სიზუსტით ადგენს
სად, რას და როდის გამინადგურებს...
ჩარჩო სურათით, ვერცხლის შანდალი და ფაიფურის ძველი თოჯინა...
ვით ბარიერი ჩემი შენდამი,
ისევ მყარად დგას,
მაგრამ... მორჩილად.
ლარნაკი გატყდა, სარდაფის სარკეს სალტე
მთლიანად შემოეცალა,
ჩემი ბრალია, აქამდე უნდა მიმეხედა
და გამომეცვალა...
მაღალი სკივრი უამრავ წვრილმანს
ძველი ჭორივით გადაუვსია,
მონატრებული მზესა და წვიმას
ქოთნის ყვავილი უბრად ყუნცია.
სხვადასხვა ზომის ფერად ნიჟარებს ზედ შეხმობიათ ზღვათა სიმლაშე.
ტალღებმა ხილვა ვერ წამიშალეს...
ძველი დარდივით მოდის სიზმარში
პატარა გოგო...
სანაპიროსთან, ქვიშაზე მზეს რომ ჯიუტად ხატავს, მერე ძალუმად მოვარდნილ ტალღას ზღვასთან მზესა და
სინათლეს ატანს!..
ხატავს და ხატავს,
ატანს და ატანს...
ვერ გაუთავდა, არ დაიღალა,
უკიდეგანო ტალღების მიღმა
ვიდრე მზესავით არ დაიღვარა!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1275 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1023 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა შენი ბრალია,
მეოთხე ჯგუფის უარყოფითი სისხლი თუ გამოგყვა.
ასეთი მარტოსისხლობაა, ვერავის გადაესხმები, ძნელად შეგერევიან.
და მითუმეტეს,
რა შენი ბრალია შობის ღამეს მოულოდნელად გახეთქილი ნაღველი.
რა შენი, მაინცდამაინც ახალ წელს თუ დამუნჯდი და სულ შემთხვევით აებლანდე მეკვლეს ფეხებში, წააქციე შემოსასვლელში.
თუ, სულაც შენი!
მეგობრობა შენს ოთხეულთან ძველ ფოტოებზე რომ გიგრძელდება.
სინამდვილეში:
"სორრი ქევან... ერთი საათი ძაან ბევრია. თან უსაშველოდ შორს გადასახლდი"...
აღარ მოდიან..……
ნუთუ მანძილი?

არაფერია.
არ გაგიკვირდეს თუ აღმოაჩენ, ჭიამაია დაიმეგობრე
აივანზე შემოჩვეული მერცხლები კი ჭორაობაში გამოიჭირე.
გესმის მათი?
არ გაგიკვირდეს,
სიტყვების ჯარი ერთბაშად თუ დაგეხოცება,
შენს ულამაზეს წინადადებებს კი გაწყვეტს ხოლერა.
ადამიანის შვილებს ვერაფერს გააგებინებ.
ააარ გაგიკვირდეს, 27-სამ უცებ ხეების ენა ისწავლო
და სიყვარული ახსნა შრიალით.
იქცე ალუბლის თავნება პრინცესად,
ხან ტყის მწარე ბალს გადაეხვიო,
ხან ტირიფთან ერთად დალიო მდინარის პირას,
არ გაგიკვირდეს.

რა შენი ბრალია.
თუ გაღარიბდი.
რომიანი შოკოლადის გიჟი,
დღეს კოწახურის, პიტნის კანფეტებს პარავ სუფრას და
ჯიბეს იტენი.
რა შენი, ასეთი წინადადებები თუ გესმის:
"სორრი, ქევან, საჩუქარი ნაძვის ხესთან აღარ დაგიდეთ, ჩვენიანი ხარ, გაიგებ მაინც".
სორრი, რადგანაც ეს შაბათ-კვირაც დაგეგმილი გვაქვს.
სორ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 8:47 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024