♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » სიჩუმეს ჩავისუნთქავ..
9:17 PM
სიჩუმეს ჩავისუნთქავ..


ფეხის წვერებზე ავიწევი
ბოლომდე ავმაღლდები და
სიჩუმეს ჩავისუნთქავ...
ასე
ჩემს ფილტვებში
გაზაფხული დაივლის...
მერე
სახლისაკენ ასკინკილით წავალ,
მეზობლის ალუჩებს
მოჭუტული მზერით ავხედავ და
ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან...
(აქ ჯერ პატარა ვარ...)
ღამით ქარს მოვუსმენ,
ფანჯრებსაც ღიას დავუტოვებ-
რომ იქრიალოს ოთახებში-
რომ აფრიალოს ფარდები,
რომ გადმოცვივდნენ რაფებიდან
წლობით ნაგროვები
და ნაზარდი ქოთნის ყვავილები...
ზოგი საჩუქრად რომ მომართვეს,
ზოგი რომ ვითხოვე,
ზოგი ჩუმად რომ მოვტაცე უგულო პატრონს...
ვგიჟდები ისე მიყვარს ქარის გრიალი-
და ფარდების თავაწყვეტილი ფრიალი...
(აქ უკვე სადღაც შუაში ვარ-
ალბათ პირველად, მართლა რომ შემიყვარდა
იქ...)
მზეში, ჰამაკში ჩავჯდები,
საყვარელი ლექსების კრებულს
კალთაში ჩავიდებ და
ერთხელაც არ გადავშლი-
ისე წავიკითხავ ამოჩემებულ სტროფებს...
მზე თვალებში ჩამანათებს,
ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა,
უხერხულად გავიმშრალებ სახეს და
ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად...
(აქ უკვე მოვხუცდი-ხელებზე და თვალების კუთხეებში
წლები სხივებად მეტყობა)
და მაინც... ისევ ისეთი ვარ-
როცა ვღელავ
სიჩუმეს ვსუნქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024