მთავარი » 2010 » მარტი » 19
Lucky You 2 სთ 4 წთ ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა, სპორტული პოსტერები გამოშვება: 01 მაისი 2007 რეჟისორი: ქერტის ჰენსონი სტუდია: უორნერ ბრაზერს ფიქჩერზ კომპანი, უილიჯ როუდშოუ ფიქჩერზი, დინოვი ფიქჩერზი, დეუს სრი პროდაქშენსი როლებში: დრიუ ბერიმორი, დებრა მესინგი, ერიქ ბანა, გორაციო სანსი, ჯოი ქერნი ხარისხი: ენა: რუსული პროფესიონალური ზომა: 686.51 MB
ფილმის მიმოხილვა ფილმის მოქმედება პროფესიონალური პოკერის სამყაროში ვითარდება. ლენტის მთავარი გმირი – მოთამაშე გეკ ჩივერი, რომელიც მთელი ძალებით იბრძვის გამარჯვებისთვის და არ ერიდება რისკს. პირად ცხოვრებაში ის, პირიქით იქცევა, ფრთილად ნა ნელად მოქმედებ
...
Read More
|
მოდი უნდა დაგხატო ჩემში შენი სული და გული უნდა გადავხატო ჩემს სულზე და გულზე.... მე გავივსები და მექნება ორი მხარე შენი და ჩემი... შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და გამათბობ.... შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............ ცას გულში ჩაუკრავს თბილი მზე და ალიონისას ჩვენთვის გამოწვდილი აქვს ხელის გულზე დასმული...... რამდენიმე საათით გვაჩუქებს და მერე კვალავ შემოიცვას შავ სამოსელს.......... მე და შენ კი ჩვენ სამყაროს მთელი ძალით ვქმნით და არ ვუშვებთ ერთმანეთს ხელს,რომ ისე არ გაქრეს......... მინდა გიყვარდე და ვხდედავდე შენში ჩემ სილამაზეს... მინდა შენს თავლებში ვხედავდე ჩემი სულის ანარეკლს, რომლესაც სათუთად უფრთხილდები.... მინდა შენთან ვიყო სუსტი ქალი, შენით ძლიერი... მინდა მხარზე გეყრდნობოდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი საყრდენი ხარ... მინდა ჩუმად მედგე მხარში და მზერით მეუბნებოდე, რომ შენი ვარ.... მინდა ხელში ამიყვანო, როგორც მტრედი, შენი სიმშვიდის სიმბოლო.... მინდა გიყვარდე.... მინდა გჯეროდეს,რომ შენთვის დავიბადე...
|
წამო რაა...
წამო რა, წვიმაში გავიაროთ, ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს. გუშინ წვრილთვალება კაცუნებმა ჩემი საგანძური ამოთხარეს, ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს. იცი რამდენი რამ შეიცვალა ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ, დილაც "დაბოლილი" შეიშალა, ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა. წამო, აღარ ვითხოვ მოწყალებას ყალბი სინანულის ნარჩენისთვის, წვიმას გაზაფხული დაუტბორავს მარტის უკანონოდ გაჩენისთვის. წამო რა, წვიმაში გავიაროთ, ქალაქს სევდის ტბები გასჩენია, ქუჩას შევეყუდოთ ნაკვალევად ჩვენი ბავშვობა, რომ დარჩენია.
|
მინდა ს ი ხ ა რ უ ლ ი ისეთი, ცას რომ აქვს, იმ დროს, როცა მზეს ამოსვლა სწადია... და ცა, გულისკანკალით უმზადებს სარეცელს... მინდა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ისეთი, მთვარეს რომ აქვს, ღამეში მარტო დარჩენილს, წყვდიადში მხოლოდ ის ანთია და ილევა... მინდა ე რ თ გ უ ლ ე ბ ა ისეთი, ვარსკვლავებს რომ აქვთ, შორი-ახლოს რომ ტრიალებენ და შორს ვერ მიდიან... ნაღველით გასიებულმა მთვარემ უცებ თავი არ მოიკლასო... მინდა ს ი ც ო ც ხ ლ ე ისეთი მდინარეს რომ აქვს... იწყება ანკარა, მერე დიდდება, ვრცელდება, ივსება, გადმოდის და ირგვლივ ყველაფერს ამწვანებს, აყვავებს, ლოდებს ეფერება, ყველას უყვარს, ყველას ენატრება, მიდის და მიიმღერის მრავალჟამიერს, დასასრული არ უჩანს, რადგან ყველას ჭირდება წყალივით. მექნება? როგორ? მე ხომ ცა არ ვარ, არც მთვარე და არც ვარსკვლავები, მითუმეტეს არც მდინარე ვარ... მე ვარ ქალი, ცოდვის დამწყები...? ეს ყველაზე ნაკლებად მჯერა, თქვენ?-იქნებ მე ვცდები? მაგრამ ფაქტები...?
|
''(მისი სახელი) შეხედე ცას... ხედავ ვარსკვლავებს? მოუსმინე მათ, ყველა ჩურჩულებს იმაზე თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ!''
|
1.დილა მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით, შენ კი არ გახსოვარ, ალბათ არც გჭირდები, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით!
2. ნახე გაწვიმდა ტირის ბუნება, ნაზი სისველე იგრძნო ტუჩებმა, ნახე ატირდა ჩემი თვალები ... და იცი რატომ! შენ მენატრები.
3. გულით მიყვარხარ და გულში მყავხარ, სადაც დავდივარ გულით დამყავხარ, შენ მთვარე ხარ და გზას მინათებ, შენზე უკეთესს მე ვის ვინატრებ?!
4. მინდა ძვირფასო შენც შემიყვარო, რომ სიყვარულის გავიგო გემო. მინდა ამაყად მეთქმოდეს შენთვის, მე შენ მიყვარხარ სიცოცხლევ ჩემო!
5. უსაზღვრო სევდა, მწუხარე ბედზე... ფიქრებში ფრენა მე ვფიქრობ შენზე!
6. მე მენატრები წუთში 60 წამს, 60-ჯერ მიყვარს ეს მონატრება, წუთში 60-ჯერ რომ გიყურებდე, 60-ჯერ გეტყვი : "მე შენ მიყვარხარ".
7. ნეტავ მაქცია მე სიგარეტად, ერთხელ მაინც ხომ ამიღებ ხელში, ერთხელ შენს ბაგეს შევეხო კიდე და მერე თუნდაც დავიწვა ფერფლში.
8. მაშინ როდესაც ცხოვრებაზე შენ ხელს ჩაიქნევ წუთით შეჩერდი,მე გამიხსენე ნუ ატირდები. და შენ მიხვდები,რომ ქვეყანაზე არსებობს ვიღაც ვისაც უყვარხარ, ვინც შენ გაღმერთებს, ვისაც სჭირდები.
9. მზეს ეძებს ვაზი,მზე მის გულში ჩაქარგულია,
...
Read More
|
მოვალ! უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები, ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები. მოვალ! ის ტკივილი უნდა გაგინელო გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით, ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით. არადა... ოთახში მარტო ხარ მგონია, ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან, ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან. იქნებ ... ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო. მინდა... ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით შენი უცნაური მზერა დავიჩემო სახლად გადავიქცე შენი წამწამების. მოვალ! ეს სიზმარი უნდა აგიცხადო სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები, მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ, კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..
.....................................................................................
|
ვეძებ ისევ ფანჯრის მინაზე დაწერილ შენ სახელს , და ისევ ის ჩამქრალი ლამპიონები მელანდება , უსაზღვრო მოლოდინი , მენატრები , მაგონდები . . . . დავდივარ ისევ დაგეძებ მაგრამ უაზროდ, უშენობა ისევ ისე მაწვალებს . . . ჩუმი მუსიკის სევდა მაგონებს იმ ღამის ტანგოს . . ზეცას რომ ვარსკვლავი მოსწყდება რას ჩაიფიქრებ ნეტავ. . . . . და აი ისევ ფიქრებში ისევ გაწვიმდა . . . რატომ მიკვირს შენ როცა არ ხარ ცრის , ნუ მეკითხები ნურაფერს პასუხს ხომ ისედაც ხედავ თვალებში , სხივებიც ვერ მათბობს მზის . . . ქარი ისევ უბერავს და ისევ მიაქვს დარჩენილი სითბოც . . თავისთვის უნდა ისიც ხო მიატოვეს , ვიღაცა ოცნებას ფიქრებით ანადგურებს მე კი უშენოდ მიჭირს , ნუ მეკითხები ნუ , ნურაფერს ნუ მეკითხები , ისევ ისმის სიმღერები სიყვარულზე , ისევ ვხედავ ხელჩაკიდებულ წყვილებს მაგრამ ისევ ისე უშენოდ , უშენოდ ვუყურებ მომავალს . . . მაგრამ შენთან ერთად წარსულს , ვიხსენებ იმ დღეებს . . . ბავშვურ საქციელებს ჩხუბებს .
. .. სწორედ მაშინ მახსოვს ყვავილების სურნელება . . . თავბრუს რომ მახვევდა . . ის თეთრი გრძელი კაბა და შენი შეყვარებული გამოხედვა . .. გახსოვს რომ გითხარი შენი გამოხრდვა მომენატრათქო , შენ კი მიპასუხე შეყვარებული არააო . . . ნეტა ჩემი ცრემლები თუ გახსოვს , ჩემი ბავშვური გამოხტომები . . . მე გეკითხებოდი რა იქნება მომავალშითქო შენ კი მპასუხობდი ერთად ვიქნებით დამავიწყდა მეთქვაო ?! ალბათ ახლა გეცინება ამ სიტყვებზე ან საერთოდ თუ გახსენდება , მახსოვს მეუბნებოდი შენთვის შევიცვალეო ! მართლა
...
Read More
|
მახსოვს, რომ აღმართს ავყევი ზევით, და თეთრ სარაფანს მირხევდა სიო. და ამ სარაფნის სპეტაკი ფერი ჩურჩულით მთხოვდა რაღაცა თქვიო. და მეც დავწერე ლექსი პაწია, თეთრ სარაფანზე დავწერე ლექსი, და მაშინ ფიქრმა ცაში ამწია და რაც დავწერე მახსოვს, რომ ვერ ვთქვი. ვერ ვთქვი, რომ აღმართს მივყვები ნელა, რომ ამ სიმაღლეს მოვყავარ შენსკენ, და გამახსენდა აღარ მიყვარდი, აღმართი მახსოვს გაგრძელდა ერთხელ... ისე გაგრძელდა, რომ გამიჭირდა დავიღალე და უკან დავბრუნდი, არც წლებს, არც ძველ დროს, არა არ მინდა არა არ მინდა, ბოდიშს არ ვუხდი... და ახლა დაღმართს მოვყვები ქვემოთ, მაგრამ სარაფანს არ მირხევს სიო, და ამ სარაფნის სპეტაკი ფერი, მაინც ჩურჩულებს რაღაცა თქვიო.
|
ეს ყველა ლექსი დაიდო ნიკო გომელაურის საპატივცემულოდ ძააან მაგარი კაცია და უნდა დავაფასოთ მე მაგრად მევასება ამიტომაც დავდე მისი ლექსები და ესე ცუდატ არ უნდა მოკვდეს სანამ მოკვდება ხალხმა უნდა დაააფასოს...
*** აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა..
|
*** წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.
წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.
წელიწადის ყველა დროს დღე-ღამეში ყოველ წამს რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს მერე რა, რომ კოცნი სხვას!
წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!
წელიწადის.. არც ერთ დროს.. დღე-ღამეში.. არც ერთ წამს.. არაფერზე მეტყვი ხოს.. შენი მაინც მუდამ მწამს!..
|
მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ. პირველად რომ დამიკერა ღილი. როცა წავალ,გაიხსენებს მამაა პირველად რომ მნახა უკვე დიდი კარგია რომ არ გამათამამა კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი მთვარია ვიქნებოდით ერთად. მე არვიცი რას იფიქრებს შვილი ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც რას იტყვიან ძმები წავალ როცა, ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას კარგი არ უკეთებია თითქმის თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას ...
|
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
***
დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს, მახსენდება პაპა. ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს დედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდება მე სიტყვები მამის . . . ღვინო სანამ გამეხსნება, მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდება დამეკარგა ღერძი . . . კიდევ რა არ მახსენდება, კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. დრო ყველაფრის მკურნალია -ოღონდ ჩემი არა...
|
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
*** ვის გაუგია ივლისში თოვა?! მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ. მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...
*** ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა...
*** ეს განსაკუთრებით მომწონს =))
გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი. ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე, ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული, ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს, არცა შენდობას, არც შეცოდებას. ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა - ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი - ტალახის გავლით, ან და გაფრენით. მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა, სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა და ბედაური გამოდგა მხდალი, ტყვიის წამალი დანესტიანდა, მტერთან გამექ
...
Read More
|
წადიი? შორს წადიი? უმისამართოდ? და ჩემი გული ისე დატოვე? უიარაღოდ. წადი... შორს წადი... იქნებ სულაც უმისამართოთ მაინც აქა ხარ, ამ მცირე გულში თან სამუდამოდ. წვიმის წვეთები ელამუნება გაყინულ თითებს, ხანდახან გული გამალებით, თუმც ჩუმად, მიცემს. ღრუბელი გრგვინავს გამძაფრებით, ვითარცა დოლი, მე კიდევ ვდგევარ ცის კიდესთან, გეძახი... მოდიი...
|
რომ ავხედავ ყინულის ნამსხვრევებში ადამიანის სახეები ჩანს , მინდა ,რომ მოვეფეროო დავეხმარო ,მაგრამ უფლებას არ გაძლევენ ......... სითბო დამაქვს დავდივარ იმედიით , რწმენით , რომ გალგვება ყინულ და ამ ცივ დაუნდობელ სივრცეში ადამიანები გამოჩნდებიან, გამოჩნდებიან თავისი ტკივილით , თავისი დამძიმებული სულით , შეცდომებით და მოანიების სურვილით , მიხვალ ხელით შეეხები მიეფერები , თვალებშიი ჩხედავ იმედს მისცემ ,რომ ყველაფერი კარგად იქნება : ასწავლი დახმარებას , ტანაგრძნობას ,ერთმანეთის სიყვარულს ... ნელ ნელა იმედს ვკარგავ , სიარულითაც დავიღალე , ძალაც მეკარგება , ვგრძნობ ,რომ მიყურებენ და ერთი სული აქვთ როდის დავეცემი , აქ ხომ არ შეიძლება სითბო და სიყვარული ატარო. დაცემა და ყინულად გარაქმნა წეესია ... ჩვეულებრივი ცხოვრების წესი ..... შორს , ძალიან შორს ნეგატივივით ვიღაც მოჩანს , თითქოს ამოუცნობი , ჩემს სავით დაკარგული ამ ყინულოვან სამყაროში . ველოდები როდის წამოვა ჩემსკენ , იმ იმედით , რომ დახმარების ხელი გავუწოდო ..... ლოდინი ... იმედიი ... რწმენა .... რატომღაც არ მოდის .... არა .. ვერ მოდის მას ხომ სიარული არ შეუძლია ან კიდევ სურვილი არ აქვს , რომ ამ სამყაროში იხეტიალოს. მივუახლოვდი და გავოცდი , თვალები, საშინლად ლამაზი და დაღლილი , მიყურებს და დახმარებას მთხოვს , უნდა რომ ხელი მოვკიდო და წამოვაყენოო . როგორ ?! აქ ხომ ძალიან ცივა... ყინულისაც მეშინია ... რომ დაიძრას და ყველაფერი დაიმსხვრე
...
Read More
|
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
..........................................................................
დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, ვერ
...
Read More
|
ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური (12 ივლისი, 1970 თბილისი) - ქართველი მსახიობი და პოეტი.
1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობს გრიბოედოვის თეატრში. არის კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.
2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო[1].
|
მსახიობ ნიკო გომელაურს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ამის გამო არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა და არც ცხოვრებაზე ჩაუქნევია ხელი. სცენის გარეშე იმდენად ვერ წარმოუდგენია ყოფნა, თუ მკურნალობის კურსი ხელს შეუშლიდა, მზად იყო არ ჩაეტარებინა.
– როდის აღმოაჩინეთ თქვენში შემოქმედებითი ნიჭი?
– ვერ ვიტყვი, რომ არ ვიცოდი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე. ბავშვობიდან მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. არა მხოლოდ მინდოდა, ვთვლიდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო, უკვე მსახიობად ვგრძნობდი თავს. ასე მივედი თეატრალურ ინსტიტუტში. რაც შეეხება პოეზიას, გარდა იმისა, რაც ღმერთმა ნიჭი მომცა, აქ ჩემი მშობლებისა და ძმის დიდი დამსახურებაა. ბავშვობიდან, სანამ კითხვას ვისწავლიდი, ბევრს მიკითხავდა, შემაყვარეს კითხვა, პოეზია. განსაკუთრებული დღე და წელი არ ყოფილა, რომ მივმხვდარიყავი, წერა შემეძლო. რაც შეეხება აღმოჩენებს, პატარ–პატარა აღმოჩენები დღემდე გრძელდება და, დიდი იმედი მაქვს, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.
– თქვენი ცხოვრებისეული გზის არჩევანი აღზრდამ განაპირობა?
– ადამიანის ქცევებს დიდწილად აღზრდა და ოჯახი განაპირობებს. სიამოვნებით ვუსმენდი, როცა მიკითხავდნენ. ეს არ იყო იძულებითი. იძულებითი იყო, როცა კითხვას ვსწავლობდი და მიჭირდა. როცა რაღაც გიჭირს და ძალა უ
...
Read More
|
დუქანშია ბოთლები , ვითომ სუფთა სუფრა . . . ისე მგვანან ლოთები , რომ მეკვრება სუნთქვა . . .
ეკლესიაც არ მინდა , ჯავრს თუ იყრის ჯვარი . . . რწმენა სადღაც გაფრინდა , რწმენა იქ არ არი .
მთავარია, მთავარი მთავარია რწმენა , მაგრამ ნეტავ სად არი? - ვერ ვიპოვე ვერა .
უნდა იყო მუდამ მზად , რომ ვერ ნახავ სანდოს . სინათლეა თითქოს გზად , სიბნელეა ამ დროს . სინათლეა თითქოს გზად , სიბნელეა ამ დროს...
მთავარია, მთავარი მთვარია რწმენა, მაგრამ ნეტავ სად არი ? - ვერ ვიპოვე ვერა.
ეს მთვარი ლექსია ვეუბნები უტყვებს . . . დუქანი, ეკლესია დაემსგავსნენ ტყუპებს . . .
მთვარია, მთვარი, მთვარია ვნება . ამ დროს ვნება მავნეა , ღმერთმა არ ინება .
მთვარია მთვარი, მთვარია რწმენა, მაგრამ ნეტავ სად არი? - ვერ ვიპოვე ვერა.
|
ფიროსმანი ,, ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებ - მაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას ,, . . .
როდესაც ვუსმენ ლადოს ამ სიტყვებს, წარსული მებრძვის და აწმყო მიყეფს, სხვისი ზეიმი გამართულია . . . არავინ იცის ეს რა რთულია . . . მომავალია , ბნელით და რისხვით. მე შევეგებო - მაშინ დამისხით.
. . . ,, ძილგატეხილი და არეული , ჭიქა არაყით გაიხსნის მადას . მერე შეკრთება , ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქარული ზვარი, მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა... ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა , , .
|
То была не интрижка, Ты была на ладошке, Как прекрасная книжка В грубой супер-обложке.
Я влюблен был, как мальчик. С тихим трепетом тайным Я листал наш романчик С неприличным названьем.
Были слезы, угрозы, Все одни и все те же, В основном была проза, А стихи были реже.
Твои бурные ласки И все прочие средства, Это страшно, как в сказке Очень раннего детства.
Я надеялся втайне Что тебя не листали, Но тебя, как в читальне, слишком многие брали.
Не дождаться мне мига, Когда я с опозданьем Сдам с рук на руки книгу С неприличным названьем.
|
,,Ваше благоpодие,, Ваше благоpодие, госпожа pазлука, Мы с тобой родня давно, вот какая штука. Письмецо в конвеpте, погоди, не pви, Hе везет мне в смеpти - повезет в любви.
Ваше благоpодие, госпожа удача, Для кого ты добpая, а кому - иначе. 9 Гpаммов сеpдце, постой, не зови, Hе везет мне в смеpти - повезет в любви.
Ваше благоpодие, госпожа чужбина, Жарко обнимала ты, только не любила. В ласковые сети, постой, не лави, Hе везет мне в смеpти - повезет в любви.
Ваше благоpодие, госпожа победа, Значит, моя песенка до конца не спета. Пеpестаньте, чеpти, клясться на кpови, Hе везет мне в смеpти - повезет в любви.
|
,,მწვანე ტანგო ,, შენ ისევ მაბოლებ მგონია, ძვირფასო ნუთუ ეს მოსაწონია? დავეცი როცა პირველად გნახე, იმის მერე ამერია, ამერია კარგო რამსები, რა მევასები.
ო ! როგორ მინდა მთელი ღამე შევიყვანოთ ტანგო . . . შეგაყვარო მინდა როგორმე ბანანი და მანგო . . . ჩემთან ცეკვაში და ალერსში მინდა გაითანგო. მინდა ჩემო კარგო ჩემში ჩაიკარგო.
შენ, თავს დაიღუპავ ძვირფასო ეცადე ეგ თავი არ დაიფასო, წამოდი ავაწყოთ ჩვენი ტანგო ..ერთი ორი , ერთი ორი, ერთი ორი, აგვერია თვლა, აგვერია სვლა.
ო ! როგორ მინდა მთელი ღამე შევიყვანოთ ტანგო . . . შეგაყვარო მინდა როგორმე ბანანი და მანგო . . . ჩემთან ცეკვაში და ალერსში მინდა გაითანგო. მინდა ჩემო კარგო თავი რომ დაკარგო.
|
ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდებს… ვაი ჩემს თავსა, ყველასგან გამეტებულსა, კარგის არადროს მნახველსა, უმწეოს, გარეტებულსა! არ იქნა, ვერ მოვესწარი მე საქმეს გაკეთებულსა. გავხდი მდინარის სათრევლად, მის ლამის დასალამადა. ან სატრფოს რაღა ვუშველო, ვიცი, რომ არის ავადა. წამლები უნდა, ექიმი, როდი მორჩება თავადა! შავად დავიწყე ცხოვრება და მითავდება შავადა. ვაჰ, ხიდო, ხიდო, რა გითხრა, უგნურის ხელით ნაგებო! ვაჰ, სატრფოვ, ობლად შთენილო, სამოთხის მსგავსო თვალებო, ვერ შევხვდით ერთი-მეორეს, მკვდარი ვეღარას გარგებო!
|
პატარძეულის იები… დილა ბროლშენაციები… დილა ღმერთმოჩვენებული შანთივით ჩამრჩა ხსოვნაში;
და ფიქრი მოჯერებული, პირველი სიტყვის პოვნაში. ო, მას აქეთ ვარ მსურველი, მტანჯოს, დამფერფლოს ძიებამ;
მაფრქვიონ შუქი ― სურნელი პატარძეულის იებმა.
|
ყველას უპასუხე ? მაშინ მეორე ეტაპზე გადავიდეთ , ახლა ზუსტად ის პასუხები , რაც ფურცელზე დაწერე , უპასუხე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს და იხალისე =)
1. შენი სახელი ??? 2. დარწმუნებული ხარ ??? =) 3. გიკოცნია როდესმე ??? 4. ვისთვის ??? 5. რამდენჯერ ??? 6. რამდენი ქულით შეაფასებდი ??? 7. როგორი გემო ჰქონდა ??? 8. სადმე გაისეირნეთ ??? 9. კარგი ბიჭია ??? 10. რამდენი კბილი აქვს ??? 11. შენ რამდენი კბილი ჩამოუღე , კოცნის მერე რომ გაარტყი ??? :D:D 12. ვის , ან რას დაემსგავსა ??? 13. და მან რა გითხრა ??? 14. კიდევ გაიმეორებდი ???
|
1. - დაბადებისთანავე ადამიანი უკვე დაღლილია, ამიტომ უნდა იცხოვრო იმისთვის, რომ დაისვენო. 2. - შეიყვარე საწოლი შენი, როგორც საკუთარი თავი. 3. - თუ ხედავ რომ ვინმე ისვენებს, დაეხმარე მას დასვენებაში. 4. - დაისვენე დღისით რათა ღამით შეძლო დაძინება. 5. - სამუშაო წმინდა რამ არის ნუ შეეხები მას. 6. - თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო ნუ გააკეთებ მას დღეს, თუ ზეგ გააკეთებ მას, რისი გაკეთებაც შეგიძლია, ორი თავისუფალი დღე გექნება. 7. - იმუშავე აც შეიძლება ნაკლები, სხვასაც დაუტოვე სამუშაო. 8. - დაწყნარდი, დასვენებისაგან არავინ მომკვდარა, მუშაობისგან რამდენიც გინდა. 9. - თუ გრძნობ რომ მუშაობა გინდა, დაჯექი ყველაფერი გაგივლის. 10. - თუ მუშაობა ჯანმრთელობაა, დაე ავადმყოფებმა იმუშაონ
|
შეღამებისას ვლოცულობდი უფლის ტაძარში, ჩემი მუდარა იღვრებოდა სანთლების ალში ღმერთო მაღალო წმინდა ნატვრა ისმინე დედასამშობლო საქართველო გადამირჩინე ბედნიერება და სიკეთე ჩემთვის არ მინდა ოღონდაც მტერმა არ გათელოს ქართული მიწა შენ დაამკვიდრე სიამე და მშვიდობა ქვეყნად და განამტკიცე საქართველო ქართველთა დედა ქართულ სუფრაზე სიზმარ ცხადში კვლავ ერთად ვხედავ ქართველი ოსი და აფხაზი ძმებივით სხედან ო როგორ მინდა შერიგების სიკეთე მერგოს ქართველი მამა ოსი დედა მეც ხომ მყავს ღმერო სანამ დრო არის მოერიდოთ სისხლისღვრას თორემ არ გვაპატიებს მომავალი ძმათამკვლელ ომებს
(2002 ცხინვალი. ნესტან ოქროპირიძე)
|
მამაო ჩვენო, გევედრებით შეგვინდო ცოდვილთ, მავანთა მხრებზე, ეშმაკებმა დაიდეს ბინა. როგორც არასდროს, მოწყალება გვჭირდება გმობილთ, შემოგღაღადებთ საკვირველო მაღალთა შინა. ანგელოზები დასტირიან სიბრმავეს ერის, რადგან ცოდვილნი ვერ ამჩნევენ ნათელთა ფერებს, იქ, სამთავროში ალბათ ოხრავს წმინდანი ბერი, როს უწმინდესის სამოსელზე იწმენდენ ხელებს. ცუდას რად უნდა მტერობაო, უთქვამს მადლიანს, თუმცა ქართველმა იცის მტრობა ვისთან სჭირდება. ალბათ ჩემს რწმენას, მაინც დიდი რამე აკლია, რადგანაც მათი მიტევება გამიჭირდება. შეერთდით მრევლო, ოხითა და ზარების ცემით, ამ ცოდვის მერე თუ უფალი ისევ გვენდობა. მუხლზე დაცემით, სინანულით, გოდების ცრემლით, უფლის სახელით, უნეტარესს ვთხოვოთ შენდობა.
|
მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ, იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა, ვაჟას მიწაა ჩემი საძვალე, გოგებაშვილმა ამიდგა ენა. აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ, იქაა ჩემი სულის საუფლო, სადაც სიმღერით ომებს იგებენ, სადაც ყოველი ლექსად საუბრობს. მე სააკაძის სამშობლოდან ვარ, თამარის სისხლი გადამდის გულზე, უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ და რწმენას არვინ არ ჰყიდის ფულზე. მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს, გალაკტიონის დამყურებს ღამე, სწორედ იქაა ჩემი სამშობლო, დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე. მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ, მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ, აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ, ილიას გავლილ მიწაზე დავალ. ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს, კაცობრიობის დღეთა შექმნიდან. დიახ, გახლავართ საქართველოდან, გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან!
|
ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევით თითებში ლამაზი სიბილწე იბუდებს ტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილს ვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს... . ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდე ნელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდები მარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებ თოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების... . ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდით ქვაზე იხატება დადნობა სხეულის შენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდე მე კი გამარჯვება არა მსურს ეული! . ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებს მზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს... შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს – გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!! ............ შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე..
|
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.
|
ჩემს სულს დაეხსენ, უცხო ხარ ჩემთვის, აწ გამკიცხავ თუ ბოდიშს მომიხდი, აღარ მანაღვლებს და ეს თუ მეთქმის - რომ შენს წინაშე ქედს არ მოვიხრი!
თავისუფლების მადლს რომ ვეწიე და რომ არ ვმონებ სატანურ ძალებს, შენც ხომ იცი და რად შემწირე, მაგ ცოდვით სავსე ღიმილს და თვალებს?!
მწამდა, განგებამ მიტომ შეგვყარა, ხსნად და შველად რომ მომხმარებოდი. მე შევიძულე მთელი ქვეყანა შენ უფრო მეტად რომ მყვარებოდი!
იმ დღეთა სვლა და იმ წამთა ქროლა, შენს ფერხთით ფუჭად რაიც ეთრია, ვინ რას გაიგებს იყო რა ბრძოლა, შთაგონებისთვის რომ წამერთმია?!
ჩემი გონების ღვთიურ განსაცდელს შენ რას შეიცნობ შენ რას გაიგებ, შენზე ფიქრი თუ გზას არ ამაცდენს მწამს უკვდავებას ფეხქვეშ დავიგებ!
|
მე ქართველი ვარ და ვარ ხევსური, არა მჩვევია ტარება უღლის, ვერ მძლევდა შუბი, ვერც ორლესული, ვერას მაკლებდა დუშმანთან შუღლი.
ვერ მაშინებდა მტერთა სიმრავლე, ცხოველი ჯვარი მიმაჩნდა მცველად, წინაპრის ცეცხლი დღეს ჩამინავლეს, იზარდა ღვარძლი და სარეველა.
დღესა მძლევს ყველა, ქურდი, მპარავი, სუსტი, ძლიერი, კრავი და მგელი, რა სასტიკია და შემზარავი, რომ ხშირად მლახავს თვისტომის ხელიც.
მე პატრონი ვარ ტანჯული მიწის, ვაგლახ! ვივიწყებ ზოგჯერ ამ ტანჯვას, ცოდვებისათვის უალოდ ვიწვი, ვერ ვიგებ მიზეზს და ფუჭად ვხარჯავ
დღეებს, რომლებიც მომეცა ვალად, სულის სახსნელად, ჯერ რომ ბავშვია, მე ქართველი ვარ და ჩემი ძალა მხოლოდ უფალთან ერთობაშია!
|
ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა, ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის რომ დაასრულო ლამაზად ახლა. ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის ნემსით და ძაფით არ გაიკერება, კანონი არ არის ჩემი სიყვარული ბრძანებით არ დაიწერება. არც ვერცხლის მონეტა არ არის გროშებად არ დახურდავდება. არც საიდემლოა, არც დანაშაული..
|
ციოდა...საშინლად ციოდა...ციოდა აგვისტოში...ციოდა ყველგან....შინ და გარეთ...ციოდა ბიჭის გულშიც...სიბნელე ...ყველგან...ბიჭის გულშიც...სიცარიელე..ცარიელია ყველაფერი...ბიჭის გულიც...მარტოობა და მონატრება...ტკივილამდე მონატრება და შეშლილი მარტოობა...შეშლილი ბიჭი...მონატრებული სიყვარული...ფიქრები...მხოლოდ ფიქრები...ფიქრები ყველგან და ყოველთვის...გაძარცვული ფიქრები და უგზოუკვლოდ ოცნებებში მოხეტიალე ბიჭი...თეთრი ფურცელი...ზედ შავი მელნით ნაჯღაბნი...თეთრი თითები...შავი თვალები...შავი ფიქრები და თეთრ ფურცელზე დაცემული კამკამა ცრემლი... მარტო ბიჭი და მარტო ფიქრები....მთვარეზე...ცაზეე...ზღვისფერ თვალებზე..სიყვარულზე და სიცოცხლეზე...სიცოცხლეზე...რომელიც აღარაფრად უღირდა.. და მაინც...____ რა არის სიცოცხლე? ცხოვრება...სიბერე...ურღვევი კანონი გვიმონებს:იბადები რომ მოკვდე...სად რჩება კვალი?დაბადების მოწმობაში?ატესტატში?დიპლომში?ქორწინების მოწმობაში?გარდაცვალების ცნობაში?ქვითრებში,რომლებიც ყოველთვის მოდიან?სად არის ის კვალი?საფლავის ქვაზე ორ თარიღს შუა გაჩრილ ტირეში?სულ ეს იყო?ამ ტირეს გულისთვის ვეწამეთ ამდენი?ნუთუ ეს ტირეა ცრემლები?დედის პირველი მზერა და მამასთან პირველი შეხება?პირველი ნაბიჯი,სიტყვა,პირველი დღე სკოლაში,პირველი ჩხუბი გოგოსთვის,პირველი სიყვარული...ეს ყველაფერი პირველი და უკანასკნელი სუნთქვა ბოლოში...ეს ტირე იყო ცხოვრება?ფიქრობდა ყვ
...
Read More
|
მე – 19 საუკუნეში მედიკოსები სიყვარულს სერიოზულ ავადმყოფობად თვლიდნენ და წამლებსაც კი უწერდნენ ,,დაავადებულთ”. დღესაც ზოგიერთ ექიმს მიაჩნია: რომ შეყვარებულებს სქესობრივი ჰორმონების დონე მკვეთრად უწევთ მაღლა და ამას სექსუალური სტრესი მოჰყვება. ამასთან, ადამიანის ორგანიზმში საოცარი ნივთიერება – ამფეტამინი ბუდობს და სწორედ მის გამო კარგავენ გონებას შეყვარებულები. სექსუალური ლტოლვა შიმშილს და წყურვილს შეიძლება შედარდეს. ადამიანთა ნაწილი ახალ სექსუალურ თავგადასავლებს ეძებს, ავადმყოფური ლტოლვა პარტნიორის გამოცვლისა არ არის დამოკიდებული სექსუალურ ტემპერამენტზე. სექსოჰოლიკებად უმეტეს შემთხვევაში საკუთარი ღირსებადაქვეითებული ნევრასტენიკები ხდებიან. ,,სტატისტიკა” იმასაც ამბობს, რომ ხშირად სწორედ თავმდაბალი და ჩუმი მამაკაცები არიან მშვენიერი საყვარლები, რადგან საწოლში პირველ რიგში საკუთარ თავზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, თუ როგორ ასიამოვნონ პარტნიორს...
|
მე ჯერ არ მითქვამს. დღეს. მომინდა მეთქვა, უთქმელ გრძნობებში, როგორ გერქვა შენ, ჩემი. როცა კედლიდან კედელზე გხატავდი კარების მიმართუებით, შენი თვალების ფერი საშლელი, კარებს მიშლიდა. როცა არც კი ვახსენებდი შენ სახელს , წვიმის დროს დაორთქლილ მინებზე , (ხომ გითხარი დაორთქლილ მინებზე ხატვა დამჩემდათქო?!) შენს სახელს ვწერდი. არა, არ მჭირდებოდი და მაინც ყველგან შენ იყავი, იმდენად დიდი დოზით, რომ მერე უშენობა მახრჩობდა. ჰაერივით მჭირდებოდი და ფანჯარას ვაღებდი,რომ ის ცა რომელიც ჩემია, შენი ფაჯრიდანაც ჩანდა და გ(ვ)ახსენებდა... 48 საათიდან დაწებულს დღემდე. და დღეიდან 48 საათამდე, მაჯის ცემას, საათის წამებზე აყოლილს (120 ) (არა ღმერთმანი, მართალია ვერავინ გაიგებს ეს რა ციფრებია? ან რა წერია ?! ) ეს ისე, მინდოდა მეთქვა , რაღაც მიანც დამეწერა, ყოველთვის მშველიდა. ესე სულელურად.. შემოვიდოდი აქ გავხსნიდი პირად გვერდს და ვწერდი , ვწერდი და ნელნელა ტუჩის კვნეტა ღიმილით იცვლებოდა.
სულაც არ მინდოდა დამეწერა ეს რასაც ეხლა ვწერ აქ, მაგრამ ესე ხდება თითქმის ყოველვის, გინდა ერთი და აკეთებ მეორეს. გჭირდება სხვა რამ და ... (იცი) მე რე რომ ეს არც პროზაა, არც პოეზია და ძალიანაც სულელურია? იცით როგორ მიყვარს სი სუულ ელ ეები ?
მე,აი ესე : " _ გარეთ გაიხედე რაფერის ცაა ხედავ? _ რა ფერის? _ ჩემფერი ."
ან:
"_რა გინდა ეხლა ყველაზე მეტად? _ შენ _მერე რა გიშლი
...
Read More
|
დასანანია,რომ ეს თვალები ტირის შენს გამო, მაგრამ შენ ამას მე არასოდეს არ დაგანახებ, რატომ მოგინდა ჩემი ოცნების პრინცს შეეხამო, დიდი ხანია დავივიწყე ეგ შენი სახე.
მაგრამ ვაი,რომ არ შემიძლია სხვა შევიყვარო ეს სიყვარული ჩემი ცხოვრების დასაბამია, მე აღარ ძალმიძს ტირიფებივით ცრემლები ვღვარო, უღირსებისთვის ამდენი ფიქრი დასანანია.
სამწუხაროა ჩემი რომანის გმირი არ იყო, ეპიზოდებში მე მიგამსგავსე გაყინულ ლოდებს, დასანანია ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო დასანანია,რომ ასე კარგად ვთამაშობთ როლებს.
|
ირგვლივ ხეების ჩრდილი თავაშვებული ქარი მკერდზე შეხსნილი ღილი შენი თვალები მთვრალი. ღამე მე და შენ ერთად ქარში თამაში გვინდა თავს ნელა დახრი იტყვი: "შენი ალერსი მინდა" მე მინდა გიყვარდე კარგო ვერ უცქერ ბუტია ტუჩებს თვალებში ნუ მიცქერ თორემ უცებ გაკოცებ უცებ.
|
მესიზმრა: ორივე მოვკვდით, გვფენია სიმშვიდე მკვეთრი და ერთად დაუდგამთ გვერდით ჩვენი ორი კუბო თეთრი.
რას ნიშნავს ყოველი, ნეტავ? უკან დაბრუნება არ გვსურს. გულს არ ღრღნის ტკივილი, ვხედავ, გული აღარ ტირის წარსულს.
უძლური გრძნობები გვაკრთობს, ნათელი აზრები ჩვენი. შენს ბაგეს ვერაფრით ვათბობ, თუმც კვლავ სილამაზე გშვენის.
ასრულდა: ორივე მოვკვდით, გვფენია სიმშვიდე მკვეთრი და ერთად დაუდგამთ გვერდით ჩვენი ორი კუბო თეთრი..
|
წამოდი მეცეკვე,წამოდი ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ წამოდი მეცეკვე რა მოხდა?! არ მინდა ვარდი და ხელმკლავი ამბორიც არ მინდა თითებზე წამოდი უბრალოდ მეცეკვე მუსიკა წართმეულ სიტყვებზე. არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა ღაწვი და გალუმპა წამწამნი წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი? -დილამდე როგორმე გასწავლი. აღარ ღირს წუხილი იმაზე რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი..
|
ლეიდი გაგას და ბიონსეს სიმღერის Telephone 10 წუთიანი მინი ფილმის ჩვენება ბრიტანეთში აიკრძალა! ფილმში მრავლადაა ლესბოსური, ციხის ”სასტიკი ცხოვრების” ამსახველი და მკვლელოვის ეპიზოდები
...
Read More
|
The Velvet Underground სიმღერა I'm Sticking With You
The Velvet Underground - 60-70 იანი წლების საკულტო ამერიკული როკ ჯგუფი, ხშირად მოიხსენიებენ როგორც The Velvets ან V.U. ძირითადი ჯგუფის წევრები ლუ რიდი და ჯონ კეილი............................................................................................
|
....................................... ევა ლონგორია და
|
მერი კეიტ ოლსენი ტოვებს მის აპარტამენტებს გოგონას მძიმე ჩანთები უჭირავს, თუმცა რაღა თქმა უნდა მისი საყვარელი სთარბაქსის ყავა მაინც ხელში
|
MTV_ის,
|
................................. ეშლი გრინი
|
განახლებული ჰეიდი მონტაგის სტილი აქსესუარები, ფეხსაცმელები და
|
.................................. ჯასტინ ბიბერი BBC
|
რეალითი ტვ-შოუს The Hills
|
Asher Book
18. სექტემბერი 1988, ვირჯინია არის US-ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე.
პირველი როლი მიიღო მან 2004-ში კინოფილმ " Pop Rocks" . რამოდინიმეჯერ მონაწილეობდა ის სერიალებში , სანამ ის მიიღებდა მთავარ როლს ფილმ "Eight One Eight " 2007-ში. 2009 წელს ასევე მიიღო მან მთავარი როლი კინოპ
...
Read More
|
ცოტა-ცოტა, ბევრი არა ცოტა-ცოტა გინატრე. წვიმდა, ცოტა გადიდარა, ცოტაც შენ შეგინახე. ცოტა-ცოტა ამატირეს გუშინდელზე ფიქრებმა. ცოტა-ცოტა დანაპირებს შეგისრულებ იქნება. ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს, ცოტას თვალებს აგიხელ, შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს გავბედავ და გაგიმხელ. ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს, ცოტას მოგეფერები. როგორ იტან მარტო ამდენს მოდი, მომე ხელები. ცოტა-ცოტა ბევრი არა ცოტა-ცოტა გამიგე. დრომ უშენოდ გაიარა, მოდი კარი გაგიღე. ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო, უფრო მეტი სიმართლე. წვიმდა. . . ცოტა გადაიღო, მოდი! მართლა გინატრე..
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|