მესიზმრა: ორივე მოვკვდით, გვფენია სიმშვიდე მკვეთრი და ერთად დაუდგამთ გვერდით ჩვენი ორი კუბო თეთრი.
რას ნიშნავს ყოველი, ნეტავ? უკან დაბრუნება არ გვსურს. გულს არ ღრღნის ტკივილი, ვხედავ, გული აღარ ტირის წარსულს.
უძლური გრძნობები გვაკრთობს, ნათელი აზრები ჩვენი. შენს ბაგეს ვერაფრით ვათბობ, თუმც კვლავ სილამაზე გშვენის.
ასრულდა: ორივე მოვკვდით, გვფენია სიმშვიდე მკვეთრი და ერთად დაუდგამთ გვერდით ჩვენი ორი კუბო თეთრი..
|