♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 01

Forgetting Sarah Marshall
1 სთ 51 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 10 მარტი 2008
რეჟისორი: ნიკოლას სთოლერი
სტუდია: აპატოუ პროდაქშენსი
როლებში: მილა კანისი, მარია თაიერი, ბილ ჰადერი, ქრისტენ ბელი, ჯეისონ სეგელი, სრასელ ბრენდი, ლიზ კაკოვსკი, ჯეკ მაკბრაიერი 


ფილმის მიმოხილვა


პიტერს მეგობარი გოგონა მიატოვებს, სატელევიზიო სიტკომის ვარსკვლავი სარა მარშალი, და ახალგაზრდა მამაკაცი ჩანთებს ჩააწყობს და ჰავაიზე გაემგზავრება, სადაც აპირებს შეებრძლოს გატეხილი გულის დამწყებ დეპრესიას. პრობლემა იმაშია, რომ სარა იმავე კურორტზე გამოჩნდება თავის ახალ ბოიფრენდთან ერთად.




DVD - RUS 1 399.83 MB

კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს,

თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით,

ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს,

იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი!

თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო,

შენ ხარ პირველი და ერთადერთი?!

ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს,

ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი!

მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე,

და არ იცრუო სიტყვა არც ერთი,

მე კი გულწრფელად მინდა გისურვო

ჩემო სიცოცხლევ, გფარავდეს ღმერთი!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სადა ხარ როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი-
ფიქრები,ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან-
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,როცა ღმერთიც შორია..
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა
ფიქრს რამოდენა ფერფლი ქონია!..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1305 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუკი..ან როცა იგრძნობ, რომ გეტირება, დამიძახე. ვერ შეგპირდები რომ გაგაცინებ, მაგრამ
მეც ვიტირებ შენთან ერთად.
თუკი..ერთ დღეს გაქცევა მოგინდება, ნუ შეგეშინდება ჩემი დაძახების. ვერც იმას შეგპირდები, რომ შეგაჩერებ, მაგრამ შენთან ერთად მეც გავიქცევი.
როცა არ გექნება სურვილი ვინმეს მოუსმინო, დამიძახე, გპირდები რომ შენთვის იქვე გავჩნდები და იმასაც გპირდები, რომ ვიქნები ძალიან ჩუმად.
და თუ ერთ დღეს დამიძახებ, მაგრამ პასუხს ვერ გაიგონებ, უმალ წამოდი ჩემს სანახავად, იქნებ როგორ მჭირდები მაშინ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

threading eyeblows

როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა მხოლოდ
 ძაფის დახმარებით

...........................

... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1653 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქორწილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა ქალისთვის. ამ დღეს ყველაფერი უნაკლო უნდა იყოს.ალბათ ყველა გოგო ოცნებობს თეთრ საპატარძლო კაბაზე.
აი ისინიც 
.........................



wedding planning : )) ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1898 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიტოვებული ტაძარი:

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში მოხდა ეს ამბავი თუმცა, ისე შესაძლებელია თქვენს გონებაში შექმნათ ეს ადგილი, მოკლედ არი ასეთი ადგილი ერთ უღრან ტყეში სადაც სუფევდა არაამქვეყნიური ჰარმონია, ყველა ყველას იცნობდა და უყვარდათ ერთმანეთი,
და რაც მთავარია იყო ერთი ეკლესია სადაც ყოველ კვირას დადიოდნენ ხალხი და ლოცულობდნენ, დიდი და პატარა, ყველა დადიოდა და ღმერთს შესთხოვდა რომ ეს ქალაქი და ეს სამყარო არ შეერყია საშინელ და ბოროტ ძალებს......
ამ ქალაქში ისევე როგოც ყველა ქალაქში იყო თავისი გამგებელი, სახელად ოთარი, რომელიც ძალიან მკაცრი იყო, ზოგს მოსწონდა მისი სიმკაცრე და ზოგს არა, მას ყავდა ერთი ქალიშვილი: რომელიც ისეთი ლამაზი იყო რომ თვით ანათებდა და აფენდა თავის მშვენიერი ნაკვთებიდან გამომავალ სხივებს ამ ქალაქს. ეს გოგო ბევრს მოსწონდა და ბევრს უყვარდა, ბევრი გავლენიანი ოჯახის თვალთახედვის არეში იყო იგი, ბევრი ახალგაზრდა ბიჭი წარუმატებლად სცდილობდა მისი გულის დაპყრობას, მაგრამ ამ გოგოს გული მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა.
ამ ბიჭს სახელად ერქვა დათო, ხოლო ამ გოგოს ლია. ეს ბიჭი იყო მოსამსახურეების ოჯახიდან, თუმცა მას არანაირად არ ეტყობოდა რომ დაბალი კლასიდან იყო, იგი იმდენად განათლებული და განსწავლული იყო, რომ ბევრი მეგობარი და თანამოაზრე ჰყავდა, და ჰქონდა დიდი მიზნები ამ ცხოვრებაში,
მოკლედ ამ ბიჭის და გოგოს სიყვარული არავის არ მოსწონდა არც ერთ მხარე და არც მეორეს, მაგრამ ისინი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მთელ დღეებს ერთმანეთის ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე.

ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში.

შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.


ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნიღბები! ღმერთო რამდენი ნიღბები გვაქვს ადამიანებს! ყოველდღე ახალი და ფერშეცვლილი ნიღბები.
არა! ეს ცხოვრება ნამდვილად მასკარადია.
მე ვინ ვარ: მასხარა თუ მაყურებელი?
სარკეში ვიხედები.
არ ვიცი.
ეს ახალი ნიღაბი ისე მომრგებია, რომ ძველი აღარც კი მახსოვს როგორი იყო.
რატომ ვირგებთ ნიღბებს? ისე ხომ გადმოვანთხევთ ჩვენს სიძულვილს დედამიწაზე და აღარავინ შეგვიყვარებს.
ოთახში ვზივართ.
ყველანი შინ ვართ.
ყურმილი რეკავს.
ჩემი ძმა იღებს.
-ალო...
- შენ გთხოვენ - ყურმილს მაწვდის.
-რომელი ხარ?
-მე
-მაინც?
პასუხი არ ისმის. ტელეფონში მძაფრი სუნთქვა შიშინებს.
-რა ქენი, გამოისყიდე ცოდვები?
ყურმილს ვკიდებ.
-ვინ იყო?
-არ ვიცი, ნომერი შეეშალა ალბათ.
ჩემი ცხოვრების გზაზე მივრბივარ. მთელი ქონება გავყიდე (თუმცა ბევრი არა მებადა რა) და სალაროსთან მივედი. სამოთხის ბილეთი მომეცით-მეთქი.
გზაში, რომ მივდიოდი ჩემს სინდისს ვეუბნებოდი: არ შემრჩა მეთქი პატივისცემა ღვთისადმი. მერე მათხოვარი დავინახე ქუჩის კუთხეში და ბილეთი ხელში ჩავუკუჭე. ბრმა იყო და ქაღალდს დაბნეული სინჯავდა. მე წავედი. მან კი მადლობა ჩემს მაგივრად ცარიელ ქუჩას გადაუხადა.
ტელეფონში შეგუბებული სიჩუმე ჩერდება. ისევ ნომერი შეეშალა ალბათ.
ცხოვრების გზას ვადგავარ.
ერთხელ გამაჩერა მგზავრმა და მკითხა: რა უფრო ახლოა აქედან, ზღვა თუ პირამიდებიო? ხო, ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 993 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტაძარში შევედი,დიდების ტაძარში,
შენთვის სიყვარული უნდა შემეწირა
სანთელი ავანთე,წმინდა სანთელი
ჯერ ჩემი სათნოება მე ხელში მეჭირა.
და როცა იდუმალ ხმით გავესაუბრე,
როცა გავანდე მას გულის ნადები
ჰოი საოცრებავ,ეს რა დავინახე,
ცრემლად იღვრებოდა პატარა სანთელი.
ტირის სანთელი,ცხელი ცრემლი სწყდება წამწამებს,
ოხრავს სანთელი,უთქმელობის სევდა აწამებს,
ბოლოს რომ ვეღარ აიტანა სევდა ამდენი,
ჩამოიღვარა,ჩაიფერფლა,მოკვდა სანთელი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1702 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სანთელი იწვის,დნება,
ღმერთების სამეფო დუმს,
ღმერთებო ამისრულეთ თხოვნა,
ღმერთებო გაუგეთ გულს,
მაცოცხლეთ!!!...მაცოცხლეთ!!!....
მხოლოდ ერთი წელი,
იმასთან ვისთანაც მსურს,
და მერე მომკალით თუნდაც
ო!..რა თავისუფლად
დავტოვებ სულს.....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1264 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ დაიჩოქებ,თორემ ძნელია წამოდგომა
შენი თუ არა დაგრჩენია,სხვისთვის ილოცე,

ნუ დაიჩოქებ,თორემ ძნელია წამოდგომა,
ერთი ბეწო სიხარულისთვის მაინც ილოცე.

თუ სახატეში კელაპტარი ჩაგიქრა ყველა,
სულ პაწაწინა სანთლის შუქზე მაინც ილოცე,

ოღონდ ნუ დასთმობ,ნუ დაიჩოქებ,
თორემ ძნელია წამოდგომა კარგად იცოდე....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1203 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეს ელვარე დღე შეუცვლია,
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით!! ყოფნა მაინც შუქია,
თქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა??..
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ,ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით,ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ???? მე არ მაქვს ნება,
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება,
მაგრამ ამდენ ხნით???..მაგრამ ასეთი???
არის ამქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით..
ამ რევოლვერშიც არის ცხრა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ????..მე გთხოვთ მომკალით...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიმაქანებდა მატარებლის კივილი ბნელში,
ჩემს მკვდარ სიყვარულს
კვამლთან ერთად ჰფანტავდა ველად.
სევდა-ნაღველი გაჩრილიყო ბურთივით ყელში,
ანაზდად ხელი,ცხელი ხელი შემეხო მწველად,
დამწვდა უცნობი,ჩემი ხელი აიღო ხელში
და მე ვინანე, სინანული აღმოვთქვი ოხვრით,
_მოკლე ხარ ღამევ!!
გაგრძელდი და ნუ გათენდები,
რომ ვისხდეთ ასე,
მიყრდნობილნი ლოყაზე ლოყით.....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სული კანკალებს,როგორც ფოთლის ტანჯული სუნთქვა,
შემოდგომაა და მივდივარ ბაღისკენ მარტო,
სუროს ატოკებს ბნელფრთიანი საღმოს ბრძოლა
გარდაცვლილ ფოთლებს აკაცია სიცილით დარდობს,
და ხმაურობენ ქარაშოტში ნაზი ფოთლები,
ფარული მოთქმით ჩემს ოცნებებს მიაცილებენ,
და ჩემს სიყვარულს,შემოდგომის წვიმაში შობილს,
მკვდარი ფოთლები სასოებით დაიტირებენ.
მესმის მუსიკა,საუცხოო,ანკარა,ნაზი,
ფოთოლთ ტალღები ჩემს გადაღლილ გრძნობებს ებრძვიან,
ლოცვა მკიდია გულზე,როგორც კეთროვანს ზარი,
და შენს ფანჯრებთან ხეტიალი ჩემი ბედია....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1784 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით გზაში ერთმანეთს,
და გაიხსნება სიყვარულის ძველი იარა,
მე გავეხვევი მოგონების წარსულ ბურანში,
და ვიგრძნობ გვერდით სიჭაბუკემ რომ ჩამიარა,
უხმოდ,უთქმელად,ჩემთვის ჩუმად ავქვითინდები,
გულს ძველებურად კვლავ დასერავს დარდი და სევდა,
მაშინ შენ ვიცი სხვა შვილების იქნები მამა,
მე კი არასდროს არ ვიქნები შვილების დედა,
იქნებ უცნობმა ჩემზე გკითხოს ეგ ვინ არისო,
შენ კი გულგრილად უპასუხებ_ეგ შინაბერაა..
მაგრამ იმ უცნობს გევედრები ისიც უთხარი,
შენზე ფიქრმა,შენზე დარდმა რომ დამაბერა.
გაივლის დრო და,შენც დაგათოვს ვაჟკაცურ მხრებზე,
წლების სიმძიმით ვეღარ დაკრეფ მთის თაიგულებს,
და დანანებით რამდენჯერმე მეც მომიგონებ,
მაგრამ გაზაფხულს,იმ მზიან დღეებს ვერ დაიბრუნებ!!!!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დიდი ხნის შემდეგ კვლავ გნახე,
ვაჟკაცი გამხდარიყავი ბავშვი,
ლანდივით გაცოცხლდა წარსული,
რა ძლიერ მიყვარდი მაშინ.
ეხლა კი ისე შეგხედე,
ვით უცხო გამვლელს გზაში...
და მაინც,რა დრო გასულა,
ჭაღარა შეგპარვია თმაში.
ღიმილით მოსვლაც კი დააპირე,
სათქმელად რაც ვერ თქვი მაშინ,
გია შვილო!- შევძახე პატარას,
პეპელას დასდევდა ბავშვი.
გაშეშდი,მიხვდი რომ გვიან იყო,
ღიმილი გაგიქრა თვალში
გეგონა მუდამ მიყვარდი,
არასდროს გაგცვლიდი სხვაში,
გია!!-კვლავ ვუხმობდი პატარას,
ღიმილით დარბოდა ბავშვი,
გია..ჩაიჩურჩულე და
ღრმა ბზარი გაგიჩნდა ხმაში.
და მიხვდი, ოცნება ყოველი,
ამ წუთმა ჩაყარა წყალში,
სიყვარულს ბავშვივით უცქერდი,
და მიხვდი,არ იყავ ბავშვი.
და მიხვდი,პირველმა სიყვარულმა
სახელით დაგინდო ბოლოს,
გარბოდა პატარა ბავშვი და....
შენს ცრემლებს არ ჰქონდა ბოლო......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1010 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შემიძლია შენ გიცქირო აუღელვებლად
შევეხო შენს ხელს,თითქოს ხელი არც შემიხია,
ანდა გულგრილად მოგესალმო როგორც შორეულს,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია.
მე შემიძლია რომ გავუძლო მაგ თვალთა ცქერას,
გაგესაუბრო ყველაფერზე რაც მიფიქრია,
ან მოგიგონო სიძულვილით,გულისტკივილით,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია.
არ შემიძლია დავივიწყო მე ის ბილიკი,
ბილიკი რომლის წყალობითაც შენსკენ მივლია,
მე შემიძლია არ მიყვარდე ჩემო ძვირფასო,
მაგრამ მე შენი დავიწყება არ შემიძლია......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 995 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალებით გაგიცანი,
თვალებით მიგეჩვიე
თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად.
თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე
და მისით შემიყვარდი უმალ.
გავიდა დილა და გავიდა საღამო.
გავიდა დღე-ღამე გრძელი.
მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ.
და შენს დაბრუნებას ველი,
თვალებს ენატრები,
თვალებს ეყვარები,
ასევე იქნება მუდამ,
თვალებით გამაკვირვე,
თვალებით გამაოცე,
თვალებით ვიცრემლები ჩუმად..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი,
შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით,
რამეს რომ გაძლევენ--კარგია!
არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი,
სხვისიც არასოდეს გაკლია,
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით,
რომ გეფერებიან კარგია!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.

აანთო თეთრი ლამპიონები
და ცას მიაპყრო სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერით
გამოუცხადა სამყაროს გლოვა

ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,
და დამავიწყო რაც მიწამია,
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება
მარადისობის ერთი წამია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე..

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით-ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ გაიგონებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება,

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1357 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,
სარაჯიშვილის ხმებით ტიროდა,
ტარს ამოჰქონდა გულის ბალღამი
მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.

ასე მღეროდა მაშინ მეტივე
ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით,
და უეცარი ძველი მოტივი
ინაცრებოდა სხვა იმედებით.

რა მაბადია - ან რა მებადა,
მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,
მაგრამ გული რომ მაინც მიტირის,
თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკრიეს...

ახლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა.
თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს
და გული ფრთაზე მალე დაეწვა.

და მაპატიეთ, მე თუ მივსტირი
რძიან ბალახს და თბილისის დილას.
მე მეხარბება, მართლა მესტვირე
არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.

ჯერ კიდევ ვზივარ ძველებურ ტივზე,
ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.
არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,
მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1540 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

ტერენტი გრანელი





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1571 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შროცა გული გტკივა ვიცი ძნელია..
მწამს ეს მონეტრება მაინც ჩემია...
გასული დღეები ერთად ყოფნის ისევ ჩვენია
და სადგაც ისევ ისეე მიანც გველიან....

ეინ ისევ მოხვალ.. უსასრულოდ დამითვლი წამებს....
შემომატარებ... უსაზღვრო სივრცეს.. გამიღბ კარებს
თავზე მომახვევ შენ უაზრო და აზრიან აზრებს...
ისევ გამიღებ სიყვარულის ფართოდ შენ კარებს

მარა გაივლის დრო და მიანც ქრება ყოველი
მე შეთან ყოფნას და შენ სითბოს აღარ მოველი
ბევრი ვიარე და შენამდე ვეღარ მოვედი


როცა გული გტკივა ვიცი ძნელია
მწამს ეს მონატრება მაინც ჩემია
გასული დღეები ერტად ყოფნის მაინც ჩემია
და სადგღაჩ ისეჳ ისე მიანც გველიაN..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1161 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემს შემოდგომას ვუცვალე ფერი
ლიმონისფერი ფოთლების მიღმა...
ჩამოვიშორე სახიდან ცრემლი
და ავიკარი ღიმილი ნიღბად!
გადავაკეთე ბილიკი გზად და
ფეხით გავთელე სუროს ხალიჩა...
ჩემი სამყარო ნაწერი დარდად
შენმა თვალებმა წამში დახლიჩა.
აალიონდა სული ღამეში
შემჭკნარი გული ვეღარ ჩამიჩობს...
ნება მომეცი წყლიან თვალებში
ჩემმა ღიმილმა თავი დაიხრჩოს!
ეხლა რაღა დროს, უნდა გავუძლო
ეხლა უკან სვლით ვეღარ გავივლი,
ჩემი ალერსით უნდა დაგხუნძლო
გაგხადო ჩემი კოცნით დაღლილი.
ჩემს შემოდგომას ვუცვალე ფერი
ლიმონისფერი ფოთლების მსგავსად...
შენთან მოსვლამდე ვიარე ბევრი
და აღარ მინდა აღარსად წასვლა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1311 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეხლა წვიმებია, შენ მთხოვ დაგივიწყო
ქარმა შემოდგომის ,სახლიც დამირბია
ისევ ნოემბერი
გარეთ გავიხედავ
ჩვენთან უსასრულოდ წვიმის ამინდია.

მე კი შემიძლია გული გისახსოვრო
შენმა მონატრებამ დღესაც გადამირია
ჩუმად მეუბნები "უნდა მიგატოვო"
გზები გაიყარა უკვე რახანია,

მთელი პოეზია ფეხქვეშ გაგიფინე
პროზა აღარ მინდა სუსტი მოტივია
თუმცა მარტი უკვე ითვლის სენტენციებს
და მეც გაფრენები აღარ მომივლიან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,
ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
"მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება - "არ მიყვარს”,
ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი
მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი,
ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად
და შენზე ფიქრით ნაღალატევი
გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,
თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,
"არ მიყვარს...” "მიყვარს...” - ფოთლებს მივძახი,
მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1286 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია
ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია
კლდესაც შეხედე ისიც კი ტირის
თვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს

შენც ის იგრძენი რასაც ვგრძნობ ახლა
იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა
მაგრამ ცრემლი ხომ წმინდა წვეთია
და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია

სანთელს შეხედე ისც კი ტირის
რომ იღვენტება ან რატომ რისთვის
ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს
თავდავიწყებით ყველგან და მუდამ

ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ
სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან
შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად
მოდი შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიტყვები არ მყოფნი,
ფერები არ მყოფნის,
ჰანგები არ მყოფნის,
არ ყოფნაც არ მყოფნის.
არ მყოფნის დილემა
ყოფნის და არ ყოფნის,
სიციცხლე არ მყოფნის,
სიკვდილიც არ მყოფნის.
არ მყოფნის ოცნება,
სამყარო არ მყოფნის,
მე ჩემს თავს არ ვყოფნი.
ჩემს ტავს მე არ ყოფნის.
არ ყოფნის, არ ყოფნის, არ ყოფნის, არ ყოფნის...
მე მგონი გავგიჟდი,
გონება არ მყოფნის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1239 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Leatherheads
1 სთ 54 წთ
ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა, სპორტული პოსტერები
 გამოშვება: 24 მარტი 2008
რეჟისორი: ჯორჯ ქლუნი
სტუდია: აუთლოუ პროდაქშენსი, ქეისი სილვერ პროდაქშენსი, როუდ რებელი, სმოუქ ხაუსი
როლებში: ჯონათან ფრაისი, რენე ზელვეგერი, ჯორჯ ქლუნი, მეთ ბუშნელი, სთივენ რუთი, მალკომ გუდვინი, ჯონ კრასინსკი, თიმ გრიფინი, თომი ჰინკლი, ქეით ლონეკერი, ვეინ დიუვალი 


ფილმის მიმოხილვა
1925 წელი. ჯორჯ კონელი – მომხიბვლელი, საფეხბურთო გუნდის თავხედი კაპიტანი, რომელიც მზადაა თავისი გუნდი ამერიკაში ყველასთვის ცნობილ გუნდად აქციოს. იმ მომენტში, როდესაც მოთამაშეები სპონსორს კარგავენ, თვითონ ლიგაც დაშლის ზღვარზეა, ჯორჯი დაარწმუნებს საუკეთესო კოლეჯის მოთამაშეს შეუერთდეს მის ნაკრებს. ის იმედოვნებს, რომ ეს დაეხმარება გუნდს ბოლოს და ბოლოს მთელი ქვეყნის ყურადღება მიიქციოს.




< ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბარათაშვილი სიყვარულმა შეიწირაო,მსმენია ხოლმე
ბაირონიც ხომ ლექსებს წერდა დიდ სიყვარულზე,
ბონაპარტესაც ჰყვარებია ოდესღაც ვინმე,
და მასზე ფიქრში ამარცხებდა სატურნის ლომებს.
ალბათ შექსპირიც იწვებოდა,უყვარდა ვინმე,
მან აწერინა ის რომეო და ჯულიეტა,
ო, როგორ მინდა,გადავუსწრო მე ამ გიგანტებს
და შენ მოგიძღვნა ეს ლექსი და ჩემი გული.
თითქოს ძლიერი,ვით ანტეოსი,ძალასა ვიკრებ,
თვალებთან მაინც მეპარება ამურის რული,
ო,როგორ მინდა გადავუსწრო მე ამ გიგანტებს
და შენ მოგიძღვნა ეს ლექსები და ჩემი გული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აღწერა:
ამ დოკუმენტში შენახულია skype-ს სიცილაკებით შედგენილი ნახატები.
ძალიან ლამაზი ნახატებია. უბრალოდ მონიშნავთ და გადააკოპირებთ skype-ს ფანჯარაში.





კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1259 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი, სევდაც ცოტა?
მერე რაა, რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
მერე რაა, რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს?
მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს?
მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რაა,რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე?
მერე რაა,რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე!
მერე რაა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას
მერე რაა,რომ ცივა ცოტა,ცოტას მართლა არაუშავს!
მერე რაა,რომ გამიგრძელდა ლექსი,რა ვქნა,მაპატიე,
მერე რაა,რომ ვერ შევძელი, აქაც ვეღარ ჩაგატიე.
მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,
მერე რაა,რომ მეშინია ნაპოვნიდან -დაკარგვამდე..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია,
გრძნობებით ვწერდი, მას, რაც გულში ვერ დამეტია,
ეს ნაწერები, ფიქრებისგან ჩამოწრეტილი,
ბოლოვდებიან მეტის მთქმელი მრავალწერტილით.
გთხოვთ, დამიჯეროთ, პოეტობა მე არ მიცდია,
ეს ნათქვამი ხომ მართალი და მტკიცე ფიცია,
გრძნობებით ვწერდი, მას, რაც გულში ვერ დამეტია,
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია...
ცრემლებს არ ვხარჯავ ტკივილების გამოსახატად,
წერამ ისედაც, საიდუმლოს ფარდა ახადა,
თუმცა რითმებით სითბოც ბევრი გამიმეტია;
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1005 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შეკითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი? არის თუ არა ღმერთის არსებობის დამადასტურებელი საბუთი?

პასუხი: არსებობს თუ არა ღმერთი? საინტერესოა, რომ ეს საკითხი ძალზედ საკამათო თემაა. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანთა 90% -ს სჯერა ღმერთისა თუ უმაღლესი აზრის არსებობის. თუმცა, ეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ადევთ, რომელთაც სჯერათ, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ამით მტკიცდება, რომ ის არსებობს. ჩემი აზრით, ეს სხვანაირად უნდა დამტკიცდეს.

მიუხედავად ამისა, ღმერთის არსებობა ვერც დამტკიცდება და ვერც მის უარყოფას შევძლებთ. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთის არსებობის ფაქტს ჩვენ რწმენით უნდა მივუდგეთ: ”ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების” (ებრაელთა მიმართ 11:6). ღმერთს რომ სურდეს, ის უბრალოდ გამოჩნდებოდა და მთელ სამყაროს დაუმტკიცებდა თავის არსებობას. მაგრამ მას ეს რომ გაეკეთებინა, რწმენის საჭიროებაც აღარ იქნებოდა. ”ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე” (იოანე 20:29).

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. ბიბლია ამბობს ”ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. დღე დღესა აუწ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1636 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წაგვივიდა თებერვალი,მოგვივიდა მარტი
მომენატრა მარტის სიო, განუწყვეტლივ ქარი,
პირველია და მიყვება,თავის გიჟურ ზღაპრებს,
გონია რომ დავუჯერებ ამ აფერისტ ღამეს.


ღამის ორი საათია და ვიგრძენი კვნესა
გიჟი მარტი შემციცინებს მოგენატრე ნეტავ?
არც მაძინებს,არც მასვენებს ამიტეხა რია რია,
წამდაუწუმ აბორგდება, გაგვაგიჟა ყველა.


აღარ მინდა აღარც მარტი,აღარც მონატრება
უკვე ვგრძნობ რომ შემაწუხა ამ უაზრო სენმა,
ლამისაა შევიშალო,ვერ მაძინებს კვნესა,
ორი რიცხვი როდის მოვა,გათენდება ნეტავ?


ჩემს ფიქრებში დამალულა ეს სასტიკი ვნება,
წამდაუწუმ თავს დამტირის მგლოვიარე სევდა,
ნეტავ როდის მომცილდება, ეს სასტიკი მარტი,
როდის მოვა აპრილის თვე,დავწყნარდები მაშინ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე..
მე რა თქმა უნდა ისევ მარტო ვარ...
ტაძრებს
ქარი გუმბათებს აძრობს
ძილი..
ძილი ძალას მე საგრძნობს
მაძლევს და მანძილს ხანგრძლივს
ვიდრე დავძლევდე
მაცნობს.
ტაძრებს.
ქარი გუმბათებს აძრობს.
შენ...
შენ რა თქმა უნდა ისევ არ გესმის
არა,
ხმა და ტკივილი ჩემი
ჩუმი...
არ გრძნობ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამნაშავე ხარ... შენ ხომ პირველად
ჩატეხე ჩვენი საერთოდ ხიდი,
მაგრამ ყველაფერს შენის ტანჯვებით
და შენის ცრემლით გამოვისყიდი.
ცდებოდი, როცა მოღალატედ და
ცხოვრების ამრევ არსებად მთვლიდი,
მაგრამ ყველაფერს შუაღამისას
იდუმალ ლოცვით გამოისყიდი.
სპეტაკ სიყვარულს მე თვალთმაქცობად
და ჩვეულებრივ სისუსტით ვხსნიდი,
მაგრამ ამასაც ჩუმი ნაღველით,
დამწველ ნაღველით გამოვისყიდი.
წაიღე..გქონდეს იმ ცოდვის ნაცვლად,
რაც ძალუძს მოგცეს იმ არავნებას,
მე დავიტოვებ მხოლოდ იმ წარსულს,
დროების ნაცვლად - შურისძიებას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ალბათ დიდხანს ვიქნები ბავშვი...
ანგელოზების და ღმერთის ჯიში,
და ჰონოლულუ, ტაიტი, ბაში,
ითრთოლებს ჩემი ხომალდის შიშით.

მე ადრეც დიდხანს ვიყავი ბავშვი...
ჯარი და ტახტი, ხმალი და სკიპტრა,
რაინდის ზუჩით, მათხოვრის ჩაჩით,
რამდენი იყო, რამდენჯერ გითხრა...

მე ალბათ მუდამ ვიქნები ბავშვი...
რომ მზით და წვიმით გალუმპულ ბავშვებს,
ჩავუჯდე ფიქრით დატვირთულ ნავში,
რასაც მათ გარდა ვერავინ ამჩნევს.

მე ვიცი მუდამ ვიქნები ბავშვი...
შევწვდები ზეცის მეწამულ კარბას,
ვიფრენ ოცნებით მოქარგულ ცაში,
და უკვდავებაც ეს არის ალბათ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთA ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა - მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღEს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბლებმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვპირდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს - ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც - ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღEს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთA ცრუ რწმენა,
რომ თა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,
ან ნახევარი რაა დიდება...
სრული სიცრუე უფრო გაშინებთ
თუ ნახევარი ჭეშმარიტება?

ვინ სთქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,
ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,
აუსტირლიცი და ნახევარი?
ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?

ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა
და გამუდმებით სიკვდილის ქიშით
მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა
და არა თხემით ტერფამდე გიჟი.

სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,
ერთმანეთს ბევრი გავდა ეპოქა
ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ
ვიდრე ნახევარ ტახტს და მეფობას.

სულ სწორი იყო შენი გზა ამინ!
ეშმაკისაგან გაუჭლიკავი
და თუ იქნები ნახევრად რამე,
მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1, მის დანახვაზე მოუსვენრობა გემართება და დალაგებული ტექსტი გერევა, იბნევი და არ იცი რა თქვა.


2, მის გარემოცვაში შენ იბნევი და ინაზები, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ხარ და მიგაჩნია რომ ეს ძველმოდური გრძნობა ”სიყვარული” შენ არ გემუქრება.


3, კითხვა ”ნეტა როგორ გამოვიყურები?” სულ თავში გიტრიალებს როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც კი როცა ერთად ხართ.


4, თვითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი და ბორძიკობ არ იცი როგორ უპასუხო, შემდეგ ძალის მოკრეფა გიწევს რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი? თუ ვერ.....”


5, სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ მათ რაიმე ეწყინებათ. მასთან კი ფიქრობ თვითოეულ სიტყვაზე ”ვთქვა თუ არა?, რომ ეწყინოს? ”.


6, წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას კარგავ, ფიქრობ მიხვიდე თუ მას დაელოდო, ჯერ მან შეგამჩნიოს, გამოიცეკვო? მერე არ იფიქროს რომ აეკიდე, და სხვა მამაკაცისკენ მიემართები.


7, მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, ნებისმიერი, მახინჯი თუ ლამაზი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა. შენ აანალიზებ: ”რათქმაუნდა ის არ იქნება მარტოხელა” შენ ეჭვიანობ და შენი ხასიათი მაშინვე ფუჭდება.


8, მასთან საუბრის შემდეგ შენ იწყებ დიალოგის გაანალიზებას. უკვირდები რა გითხრა მერე შენ რა უ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1446 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ,
ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, -
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ,
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო,
ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, -
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ,
მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.

თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები,
და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, -
მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები,
მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები.

სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო,
დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, -
მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ,
მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


...like lazy daydreams on summer afternoons

Image and video hosting by TinyPic

with slight breezes

Image and video hosting by TinyPic ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic 


ჰილარი დაფი ქალაქში გამოვიდა. სავარჯიშოდ და შემდეგ სასადილოდ
გოგონას თან 2 წყვილი ფეხსაცმელი ქონდა : )



Image and video hosting by TinyPic ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




რიანა ტოვებს ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროს

...........................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 967 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 CELEBS LAUGHING

...........................


... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1980 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ფეხბურთელები და მათი ცოლები

.................................................


კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1440 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლედი გაგა 27 თებერვალს ლონდონის რესტორან " Mr Chow"-ს ესტუმრა.
იგი როგორც ყოველთვის ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდ
ა.
...............................



ლედი გაგა 27 თებერვალს ლონდონის რესტორან " Mr Chow"-ს ესტუმრა

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1459 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 Giovanna Antonelli style
....................




Giovanna Antonelli style

Giovanna
		<!-- ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლედი გაგა ტოვებს ლონდონის სასტუმროს
....................


ლედი გაგა ტოვებს ლონდონის სასტუმროს ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1289 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



 მაილი საირუსი და ლაიამ ჰემსტვორტი ლოს ანჯელესში


მაილი საირუსი და ლაიამ ჰემსტვორტი ლოს ანჯელესში

მაილი საირუსი და ლაიამ ჰემსტვორტი ლოს ანჯელესში ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1974 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ანჯელინა და ბრედი კვლავ კატერზე ბავშვებთან ერთად




კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლინდსი ლოანი Cavalli - ჩვენებაზე



კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1252 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-11-10, 2:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024