♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 1 » თბილისის ღამე
9:36 PM
თბილისის ღამე


თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,
სარაჯიშვილის ხმებით ტიროდა,
ტარს ამოჰქონდა გულის ბალღამი
მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.

ასე მღეროდა მაშინ მეტივე
ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით,
და უეცარი ძველი მოტივი
ინაცრებოდა სხვა იმედებით.

რა მაბადია - ან რა მებადა,
მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,
მაგრამ გული რომ მაინც მიტირის,
თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკრიეს...

ახლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა.
თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს
და გული ფრთაზე მალე დაეწვა.

და მაპატიეთ, მე თუ მივსტირი
რძიან ბალახს და თბილისის დილას.
მე მეხარბება, მართლა მესტვირე
არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.

ჯერ კიდევ ვზივარ ძველებურ ტივზე,
ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.
არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,
მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1543 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024