♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 02



როცა შენი თვალები იძინებენ,
მახსენდება ტბა და მის ირგვლივ ძალიან მწვანე მინდვრები.
სეზონია უცხო, ტბა ყვავის ამ დროს.
ამ დროს მასში ათასფერი ყვავილები იფურჩქნებიან.
მიჰყვებიან შიდა დინებებს, არწევენ ერთმანეთს და მე ვიცი,
თუ ძალიან ჩუმად ვიჯდები, თუკი რამდენიმე წამს სუნთქვასაც შევწყვეტ, გავიგონებ მათ საოცარ იავ-ნანას... ხმას...
ეს ხმა, ძვირფასო, ეს ხმა არ ჰგავს არაფერს.
გამთენიისას, როცა შენს თვალებში სიზმრები წვებიან,
მახსენდება თოვლით დაფარული მწვერვალები და მდინარის დაბადება...
როგორ მირაკრაკებს უზარმაზარ ქვაბულში ძალა, როგორ იზრდება და თავაწყვეტით ეშვება დაღმა...
მის გარშემო წითელ-ყვითელი ყვავილები იშმუშნებიან და კისკისებენ, უცაბედად პატარა წვეთი რომ გადმოსცდება ჯერ კიდევ ჩვილს.
ეს მდინარე, ჩემო ძვირფასო, არა ჰგავს არცერთ სხვა მდინარეს...
გამთენიისას...
როცა შენს თვალებში...
აჰ, რომ იცოდე, რამდენი რამე მახსენდება, გამთენიისას- როდესაც შენი თვალებიდან ოცნებები იპარებიან და
ხელის გულზე მისხდებიან,
და ჩვენ ვიწყებთ ჩურჩულს,
შეთქმულებივით ვფრთხილობთ, ვუთვალთვალებთ შენს გულისცემას, გითვლით სუნთქვას...

შენ კიდევ გიკვირს, რატომ არ მძინავს გამთენიისას?




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება

მიწაზე მყარად ვარ

ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმეტეს მყარად. . .

მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება

სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ

და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა.

და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . .

როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით

მიწაზე. რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში? თავისუფლებით დატკბეს?

მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა. მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ.

როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო?
არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს.

სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. . .

მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად_

როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს _

სახლიც იქ მაქვს_

სახლი ცაში არასდროს მქონია
ცაში იმედები მაქვს ხოლმე
როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია
როცა თოვლი,მაგისიც


გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა.

ახლა როცა ჩემს მიწაზე, სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდა.


შენი გზა სახლამდე_ცაზე გადის.

ჩემი გზები დახლართულია და როცა ვიკარგები, ცა მჭირდება დახლართულობიდან გამოსასვლელად

ახლა მომინდა, ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1216 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Sex and the City
2 სთ 28 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 28 მაისი 2008
რეჟისორი: მაიკლ პატრიკ კინგი
სტუდია: ნიუ ლაინ სინემა, ჰბო ფილმსი, დარენ სტარ პროდაქშენს
როლებში: ქიმ ქეთროლი, სინტია ნიქსონი, სარა ჯესიკა პარკერ, კრისტინ დევისი, კრის ნოტი 


ფილმის მიმოხილვა
ფილმი მოგვითხრობს ოთხი განუშორებელი დაქალის ცხოვრებაზე სერიალის ამბების დამთავრების ოთხო წლის შემდეგ. კერი ბრედშოუ კვლავ წერს The New York Post –ის, მისი კარიერა წინ მიდის, და ის იძლებულია დაიქირავოს ასისტენტი – ლუიზა.ENG 848.12 MB
 



DVD - RUS 1 391.14 MB

კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1489 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Smart People
1 სთ 35 წთ
ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 20 იანვარი 2008
რეჟისორი: ნოამ მურო
სტუდია: გროსვენორ პარკ პროდაქშენსი, გრაუნდსველ პროდაქშენსი, შეხერეზადა, შერაზად ფილმ დეველოპმენტი, ქიუიდი ინტერნეიშენელი
როლებში: თომას ხეიდენ ჩერჩი, დენის ქუეიდი, ეშტონ ხოლმსი, სარა ჯესიკა პარკერ, ელენ პეიჯი


ფილმის მიმოხილვა
მაღალგანთლებული და ზედმეტათ ფეთქებადი ხასიათის ლიტერატურის პროფესორი ჯორჯტაუნსკი მოულოდნელად აღოაჩენს, რომ სრულიად არ აქცევს თავის შვილებს ყურადღებას და ძალიან დაკავებულია თავისი სამსახურით, მისთვის ასევე სიახლეა, რომ მისივე სტუდენტების მას ვერიტანენ, და ინის შანსები, რომ მას დეკანად აირჩევენ, პრაქტიკულად არარსებობს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მას თავისი ყოფილი სტუდენტი შეუყვარდება, ამჟამად ლიტერატურის დოქტორი.  




... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.

მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.

სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით,
სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.

შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.


1983, 7 მარტი.ბათუმი

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1702 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყვავილი ამოდის, ყვავილი ჭკნება,
და ისევ ამოდის.
შვიდი წლის ვიყავი
საშინაო წერას რომ ვწერდი
თან ფანჯარაში ვუყურებდი ჩიტებს
და ამინდის ცვალებადობას.
ვთვლიდი ჩიტებს, რვეულში წერტილებს
მე ვსვამდი ყოველ გადათვლილ ჩიტზე
ვითვლიდი თითზე
და ვღებულობდი ჩემთვის ახალ ციფრებს
თითებზე.
დღეს ამ ჩიტების შვილიშვილებს ვხედავ იმავე ფანჯარაში
და კვლავ იგივე წყობით ფრინავენ
ჩიტები ადრე თითებზე რომ დავაბინადრე.
ყვავილი ამოდის, ყვავილი ჭკნება,
და ისევ ამოდის.
ორ დილას შუა ღამე წვება-ყვავილი ჭკნება.
ორ სიკვდილს შორის სიცოცხლეა
და თოვლი დნება
ყვავილი ყვავის.
შეღამდებოდა
და დაორთქლილ მინაზე თითით
მე ჩემს საკუთარ სახელს ვწერდი
ნაწერის იქით
მოჩანდა დიდი
ვარსკვლავები,
რომელთაც ვთვლიდი იმავე თითით
ღამის ყვავილებს, დილით რომ ქრება.
ახლა ვდგავარ და ფანჯრის რაფაზე
ქვის ყვავილებს ვრწყავ
ოცდაექვსი წელიწადია
რომელიც ამოდის, მერე ჭკნება
და ისევ ამოდის.
ყვავილი - ჩიტი.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ,
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ,
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად დაიგვიანებ!!!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს,
ლექსები შენზე უშენობით აღარ იტირებს,
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად მე ვერ გაგითბობ...
იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა,
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა,
შენ მოხვალ როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი...
გაგიჭირდება სიამაყეს მაინც შელახავ,
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ,
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად იქ არ ვიქნებ...
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ,
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი,
ახლა რაღა დროს? უკაცრავად... მე შენ მიყვარდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1327 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სანგვინიკური ტემპერამენტი

სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან "სანგუის"(ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე.ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასია ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1209 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სელებრითები თოვლში
................



კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სელებრითების ყველაზე საშინელი და ყველაზე კარგი ჩაცმულობა ოსკარის ისტორიაში


... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1641 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აიდენი დევისი არის ბრიტანული "ნიჭიერის" ფინალიტი ის ცეკვავს სრულიად განსხვავებულ სტიში და არა ისე როგორც ჩვეულებრივი ჰიპ-ჰოპი ან ბრეიქი...
მოდერატორებს ვთხოვ დაამატონ ეს სიახლე საიტზე იმისდა მიუხედავად რომ უკვე იდო რადგან წინა ტემაში არ დევს სურათები არ არის განხილული (კომენტარები არ აქვს) და იმედი მაქ ხალხს ეხლა მაინც დააინტერესებს :))

Aidan davis ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1273 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვარსკვლავები და მულტგმირები
....................


კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1393 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბრედ პიტი წლების წინ
............



ბრედ პიტი წლების წინ
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 4138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ თუ არ მოხვალ - არასოდეს არ გათენდება,
ცაზე ვარსკვლავი არასოდეს არ აინთება,
შენ თუ არ მოხვალ - მონატრებით დრო გაჩერდება,
ცხოვრება უკვე ადგილიდან არ დაიძვრება;
შენ თუ არ მოხვალ - დავასრულებ ცრემლით სიცოცხლეს,
თუკი ვერასდროს შეგეხები - რაა ცხოვრება?
შენით ვცოცხლობდი, შენით ვცოცხლობ, მინდა იცოდე!
შენ კი სახელი, ალბათ, ჩემი არც გაგონდება.
შენ თუ არ მოხვალ - ამ სიყვარულს ტკივილი მოკლავს,
ფიქრებს დაღუპავს სინანული, შენ კი არ მოხვალ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოდ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს,
თუ სიყვარულში სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ, იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუკი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 991 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამდება... სადაცაა დღე ღამეს ასპარეზს დაუთმობს და თბილისი მთვარის მელანქოლიურუ ბზინვარებით ვერცხლისფერ ბურუსში გაეხვევა... ქართლის დედა გადმოხედავს ქალაქს და ილოცებს მისთვის სამარადისოდ...
ვარსკვლავებით მოფენილ-მოჭედილი ცა თითქოსდა რაღაცას გვპირდება მაგრამ ამაოდ, ისევ,ისევ ძალიან მენატრები მას შემდეგ რაც თვალი მოვავლე შენს ცრემლით სავსე თვალებს და დამტოვე მეც შენსავით თვალცრემლიანი....
ახლა შენთან ჩემს ნაცვლად სხვა მოვიდა... ხელახლა განათდა ცა, კვლავ წამოვიდა გაზაფხულის სურნელოვანი წვიმა...
გარშემო ჩამოწოლილი სიმყუდროვე არ მაძლევს იმის საშუალებას რომ შენზე არ ვიფიქრო, არ გინატრო... და არ გიოცნებო...
გინატრებ მხოლოდ მაშინ როცა პიკს მიაღწევს სურვილი შენი, გამახსენდები და კვლავ ავტირდები, ისე როგორც ჩვენი განშორების ჟამს, მაგრამ გაივლის დრო და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი... შენ ერთგული და ლამაზი ქმარი, მე- ერთ დროს შენზე უიმედოდ შეყვარებული

უბრალოდ ერთ რამეს გთხოვ! გინატრებ....., გინატრებ მაშინ როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის, ან როცა გულში ჩამიდგება მე შენსკენ ლტოლვა, ან თუნდაც მაშინ როცა მე შენზე გაუსაძლისი ტკივილი დამღლის....
* * *
არხოტის ცასავით ლურჯი გაქ თვალები
მშვენებით მოგავხარ სალი კლდის ავაზას
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები
ვაჟები ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2548 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო...
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო...
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გალობა ანგელოზთა–

სხვა მხრივ სიჩუმე,

ჩამქრალი სინათლე–

მხოლოდ სანთლები

არავინ სულიერი–

კედლებზე ფრესკები,

არც ერთი მომლოცველი–

და მაინც ლოცვები,

ღმერთისგან შენდობილი

ამ ქვეყნის ცოდვები,

ტაძრის შუაგულში

ცოლ–ქმრად შეუღლება,

გული მიყვარხარო

სხვა გულს ეუბნება.

ცრემლი დაცემულა

პატარძლის კაბაზე

ცრემლებს უელვია

ნეფის ამაყ თვალზე,

ცრემლებს უცვივნია

მაყართა თოლებიდან

სიკეთის ცრემლები

მოდის დღეს გულიდან...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენი სიცოცოცხლე, შენი ნაბიჯი

მე შემაყვარა შენმა სარკმელმა.
მე მიხარია, - შენ რომ არსებობ!
ვისი ხარ, - ეს რა ჩემი საქმეა!
შენით თენდება შენით ღამდება,
შენი ვარ, შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ - რაც მე გამეხარდება,
რაც მეწყინება - ისიც შენახარ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია,

ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია,

როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ,

რომ უშენობით გული დაილია,

შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ

თეთრად უსასრულო ღამე გაილია,

გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები,

შენი სიყვარული სულში ამინთია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მგონი მთავრდება ცხოვრება ჩემი
სამოტხის გზისკენ მიცურავს გემი
მოგონებები ტივტივებს ძველი
ამქვეყნად ცხოვრება აღმოჩნდა ძნელი

მე განვლე გზები ცუდი და კარგი
იმ ერთმა გულის დახურა კარი
ნელნელა ვხდები უეკლო ვარდი
თუმცა აქამდე ეკლიანს ვგავდი

ვცდილობდი გულში ჩამეკლა გრძნობა
თუმცა დავმარცხდი წავაგე ბრძოლა
შიში უკან მსდევს გავხდი მე ლანდი
ვისაც ველოდი მას რატომ ჰგავდი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რამდენი დღე გაილია ფიქრით რომ შენ მოხვალ 
გრძნობა ისევ აირია უნამუსო ხომ ხარ
როგორ გენდე და გაგანდე გითხარი რომ გყვარობ
შენ დძმაკაცთან მისულხარ ტრაბახობ და ამბობ

გითქვამს თურმე ცალმხრივია ეს ლამაზი გრძნობა
პირი რატომ გაგიღია სისულელეს ბოდავ
დაგავიწყდა რომ მიტხარი ცხოვრება ხარ ჩემი
შენს ძმაკაცთან გითქვამს თურმე არც კი გენატრები

მე ვერ ვხვდები ასე ძლიერ შენ რატომ დაეცი
მიდი ახლა ყველას თვალწინ პასუხი გამეცი
მიპასუხე რათ გამწირე რატომ დამაცირე
ეს კითხვები არ მასვენებს და ვერც მოვიცილე

ვერ მპასუხობ ჩემო კარგო რატომ ნეტა ხვდები
მგონი ისევ ეტრფი გრძნობას ისევ ემონები
შენი ხელით დაანგრიე გრძნობით სავსე კონა
სიყვარული უკვდავია შენ ხომ ასე გეგონა

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბიჭს ძინავს და რეკავს ტელეფონი:
აიღებს ყურმილს და ძმაკაცი ეუნება ყურმილში:
რესტორანში მამაშენის მკვლელი დავინახე მოდი გელოდები და ანგარი გაუსწოროთო.
ბიჭი იცმევს და რეკავს კიდევ ტელეფონი,
კიდევ ძმაკაცი ურეკავს და ეუბნება:
შენი შეყვარებული მოუტაცებიათ და ჩქარა წამოდი უშველოთო,
ბიჭმა აღარ იცის საით წავიდეს, ამ დროს რეკავს კიდევ ტელეფონი,
აიღო ბიჭმა და ეუნებიან ძმაკაცი დაგიჭრეს, სისხლი სჭირდება და მოდი გადაარჩინეო,
ბიჭი დედასთან წავა რჩევის საკითხავად თუ რომელ გზას დაადგეს,
დედა ეთყვის: ყველას ეშველება, შენ კი წადი და ისევ ძმაკაცი გადაარჩინეო.
წავა ბიჭი და მეგობარს სიკვდილისაგან იხსნის.
როდესაც მეგობარი გონზე მოვა ეუნება:
მამაშენის მკვლელი მე მოვკალი,
შენი შეყვარებული მე გადავარჩინე და იქ დამჭრესო
შენ კი მე გადამარჩინე ხოდა ამ ჭიქით დედის რჩევას გაუმარჯოსო..

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალის გუგაზე ჩამოგწოლია ცრემლების ღვარი
რამდენ ტანჯვას უწამიხარ ჩემო დედაო,
აიწმინდება შენი ცრემლი ბაგესთან ახლოს
და ჩუმი ცრემლით ატირდება ჩემი თვალები.


აიხვეტება შენი დარდები უფლის კიბესთან
აიტუზები მიტოვებულ უცხო ხატებად,
ამოდუღდება შენი გრძნობა შვილების მიმართ
და სუნთქვით გეტყვი თუ რა გრძნობამაქვს
დედა შენს მიმართ.


ზეცას შესცქერის სიხარულით ჩემი თვალები,
ამოტვირფულა შენსა დღესა ჩემი ლექსები
ამოფუღრული აღარ გექნება გულით ჰანგები
ამოივსება ჩემი ლექსით შენი დარდები.


დაე გილოცავ სამ მარტს ჩემო დედაო,
შენი შვილისთვის ნუგეშიც კი არ მოგიკვლია,
ასე ძნელია შენი წუთიერად განვლილი წამი
და შენი თავი შენი შვილისთვის ყველაფერია.


* * * * * *


ჩემო დედაო შენს სახეს ხატად ვხედაო,
შენს თვალებში წყურვილს ვუყურებ
წყურვილს შვილებისადმი,
ჩემო დედაო დიდხანს დიდხანს იცოცხლე
რომ შენი უმანკო მზერით დავატკბო სამყარო,
შვილების გაზრდისთვის ჯილდოთ გეკუთვნის
ოქროს გვირგვინი,ლამაზ რითმებად შექსპირი შეგამკობს,
ნიკალა დაგხატავს ათას ფერებად დედაო ქალღმერთო.
შენს მზესა ვილოცებ სანამ ვიცოცხლებ,
შენთვის მოვკვდები ისე ვიცოცხლებ
ამ პატარა შთაგონებულ გულს
ძლიერ უყვარხარ ჩემო სიცოცხლე !


* * * * * *


ჩემო უწყინარო,ჩემო მხიარულო სათნო დედაო,
გათავხედებულა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დიან დღეები,
ღამეებიც ესრეთვე მწყობრად -
მწუხრის ზეწარი
ყოველივეს გადაჰფენია...
„ყოფნა - არყოფნა?!" -
ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!"
მაგრამ ეგ „ყოფნაც",
მე თუ მკითხავ, - არაფერია!

ვგდებულვარ როსმე
თვალშეუდგამ ღამეში ობლად,
თავს ლეგიონი
სიკვდილების გადამფრენია...
„ყოფნა - არყოფნა?!" -
ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!"
მაგრამ ეგ „ყოფნაც",
ღმერთი-რჯული, - არაფერია!

სიკვდილი - წუთში!
ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად -
სხვა ნაპირისკენ
გზა ვარდისფრად დანაფერია...
„ყოფნა - არყოფნა?!" -
ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!"
მაგრამ ეგ „ყოფნაც",
ოჰ, ეგ „ყოფნაც" არაფერია!





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე იმ მონატრებას ვერ ველ
ევი რომელიც მტანჯავს 
ის სიყვარული მენატრება რომელიც არ ჩანს
მე მიყვარარს წვიმა წვიმის წვეთები
შენზე პიქრები და ჩუმი ცრემლები....


ხეებმა გვითხრეს დავიხლართეთო
შენზე ოცნებას აქეთ უვლია
მაგრამ თვალებში აღარ ჩამხედო
თვალებში მხოლოდ სიყვარულია.....

X X X
პეპელას სანთელი უყვარდა
დაჰფარფატებდა თავზედა
კოცნა მოუნდა აკოცა დაიწვა სანთლის ალზედა
სანთელსაც გული ჰქონია
ცრემლი მოადგა თვალზედა ....
სიკვდილიც კარგი ყოფილა
სატრფოს მხურვალე ტანზედა...

X X X
ეკლიან გზაზე ძნელია გავლა
სიყვარულზე როცა ფიქრობ ძნელია სწავლა....

X X X

ვარსკვლავი ბევრია მთვარე კი ერთ
სიცრუე ბევრია სიმართლე ერთი
ამ ქვეყანაზე ხარ ერთადერთი
ჩემო სიცოცხლე გპარავდეს ღმერთი....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...

მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...

მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...

ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს!!!




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1774 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბარდნის,
ბარდნის,
ისევ ბარდნის..
ცა დაიმსხვრა და ფიფქებად დამესია.
ყური უგდე:
ხმა ფიფქების ჩამოვარდნის
უცნაური რამ
ლექსია!
შენ თოვლი ხარ,
შენ ხარ ჩემთვის – დავიწყება,
შენთან მინდა დავივიწყო ყოველივე.
ხედავ,
თეთრად გადიბარდნა იმ სახლების შავი წყება,
სადაც სიზმარს მოველი მე..
უშენობას ვერ ავიტან
რადგან ყველა,
ვინც მახსოვდა, შენს ტალღებში ჩაიძირა.
შენმა მოსვლამ სული თეთრად დამიბნელა,
დამიბნელა და იცი რა?
ისევ
ბარდნის,
ბარდნის,
ბარდნის,
თითქოს ფიქრი თეთრ ფიფქებად დამესია..
ყური უგდე:
ხმა ფიფქების ჩამოვარდნის
უცნაური რამ ლექსია!





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თვალებით ავტირდი , გულით კი ვინანე ....
როდესაც ყველაზე ძალიან გინატრე,
ძალიან ბევრი დღეს ისევ ვინანე...
მაგრამ რატომღაც მაინც შენ გინატრე
დაგშორდი დაგტოვე და ისევ მიგაგდე....

და შენ შეცდომები მაინც არ ინანე...
პირიქით გეწყინა და შენთვის იარე..
ჩემამდე გზებიც ბევრი გაიარე...

მაოცებს შენი უაზრო ქცევებიი..
და მონატრებას შენზე ვერ ველევი
და მახსენდება ლამაზი დღეები
გასული წამები,წლები და თვეები

თვალებით ავტირდი გულით კი ვინანე
როდესაც ყველაზე ძალიან გინატრე
ძალიან ბევრი დღეს ისევ ვინანე..
მაგრამ რატომღაც ისევ შენ გინატრე

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არა და...
ყველაზე ღრმა ფიქრებს ვიღებ და ვალაგებ ფურცელზე ქაოსურად...
მე ის მჭირდება...
მე მეგონა,რომ მასაც...
მე მივხვდი...
მე აღარაფერი მინდა...
სხვა ვისთან ვიყო გულახდილი,თუ არა საყვარელ კალამთან და ფურცელთან?...
ხო,და კიდევ ამ გრძნობების მკითხველთან...
სამწუხაროდ მეტი აღარავინ დამრჩა...
ვხვდები,რომ უცხოს (ფიზიკურად და ახლობელს სულით) უფრო კარგად შეუძლია თანაგრძნობის გაწევა და სანუგეშო სიტყვების მოძღვნა...
რა ცუდია,როცა ხვდები,რომ "ყველასნაირი" ხარ...
არა და სულ ცოტა ხნის წინ თავი ყველასაგან განსხვავებული გეგონა...
რა ცუდია,როცა აცნობიერებ,რომ რჩეული მამრის დასაკუთრებისთვის იქცევი ისე,როგორც მსგავს სიტუაციაში გოგონების 99%.
არა და გინდოდა შენი ინდივიდუალური მიდგომებით მოგეხიბლა ის...
ამდენ ბაქიბუქში კი რა გამოვიდა?...
"მომაბეზრებელი ტმასვნა"...
და აი ახლა სად ხარ!...
თუმცა სად?...სახლში.საწოლზე ვარ თბილად წამოწოლილი,საყვარელ მუსიკას ვუსმენ და ვწერ...ვიქექები ყველაზე ღრმა გრძნობებში...
მე ცხოვრებისაგან არაფერს ვითხოვ...
ჩემს თავზე მებრაზება და მხოლოდ მის მიმართ ვარ მკაცრი და დაუნდობელი...
თორემ ცხოვრება რა?
მხოლოდ მრავლისმომცველი სიტყვა,რომელსაც ათასნაირი მნიშვნელობა ჩვენვე მივანიჭეთ...

ყველაზე ღრმა ფიქრებში ვიქექები და ვალაგებ ქაოსურად თქვენთვის გამზადებულ ფურცელზე...
"მე მეგონა,რომ მჭირდებო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1011 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცამდე ატოტილი,
ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის
ჩუმი ნარნარია.
შენი სილამაზე,
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული,
ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1269 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევშლიდი თვით ამ ღამეს...
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი....
მხიარულებით ქალაქს,
შენი შემხედვარე, შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ...
ეხლა რომ მოხვიდე,
ეხლა რომ დარეკო,
ეხლა რომ შემეხო წამით
ალბათ ჩავიდენდი ყველა სისულელეს
თუკი შენ გარგებდი ამით.
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
ავაწიოკებდი ღამეს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თოვდა..
თეთრი ფანტელები პატარა ფრთიანი ანგელოზებივით დაფრინავდნენ დეკემბრის კრიალა ჰაერში..
ათოვდა..
ყველაფერს-თეთრად,ჩუმად..ყოველი ფიფქი ისე ნაზად ცვიოდა დედამიწაზე,ისე მსუბუქად,თითქოს ეშინოდათო თეთრი სიმყუდროვის დარღვევის..ცვიოდნენ და ბრწყინავდნენ მორცხვი მზის სხივებზე..მართლაც რა მორცხვია დეკემბრის მზე?!ათასში ერთხელ თუ გამოჩნდება ღრუბლების მიღმა..და დახრის თვალებს გაყინული დედამიწისკენ..სხივებს მიაფრქვევს,მორიდებით სითბოს აჩუქებს და მერე თავის საჩუქრისთვის მოერიდება..დეკემბრის ქარის,დეკემბრის თეთრი ღამეების მოერიდება..
და მერამდენე თეთრი ღამე ითვლიდა წუთებს..
დუმდა ყველაფერი..ბუნება კი თეთრად იღიმებოდა..და ამ ღიმილში იგრძნობოდა –მუსიკის ჩრდილი..ძველ როიალზე უკრავდა ვიღაც-თეთრ ღამეებზე..ფანჯრის კიდესთან კი მოლურჯო მთვარე მღეროდა და მოვერცხლისფრო სინათლეზე სიზმრებს ითვლიდა.
.
იღიმებოდა ცრემლიანი თვალებით იგი..და ამოსუნთქვით აშინებდა თეთრი სანთლის შუქს..
ღამის ცხოვრებას მოწყვეტილი ყოველი კადრი თრთოდნენ კედლებზე..ბნელ კუთხეებში ათასობით ჩრდილი დარბოდა..და მელოდიას მოწყვეტილი ყოველი ნოტიGღამის ლანდებთან ერთად წარსულს უერთდებოდა..
თეთრ როიალზე გაუშეშდა თეთრი თითები..ტუჩები ტანჯვით აუთრთოლდა,სუნთქვა შეეკრა..ყველაგან სტკიოდა სადაც მისი სიტყვები ძგერდა..წამიც და სულის ამოსუნთქვა ცრემლებს მიანდო...თეთრ ღამეებში შეეცვალა ფიქრთა…შეძლება..საზღვარი გრძნ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,
ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული.

ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი?
ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა,
მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს,
რადგან სევდა სიყვარულის თანამგზავრია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1414 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალზედ მომადგება ორი ცრემლი,
ორად ორი ცრემლი შენი მონატრების,
როცა მარტო ვრჩები ვცდილობ არ ვიტირო,
მაგრამ მაინც ჩნდება ცრემლი მონატრების.
სანთელს ავანთებ და ხატთან დავიჩოქებ,
გულზე მომეშვება ცოტა დავმშვიდდები,
მაგრამ სანთლის შუქზე მაინც გაბრწყინდება,
ორადორი ცრემლი შენი მონატრების...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1415 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და
იმედიც თითქმის დაილია, გაიხსენე რომ მზე გათბობს...
მის მაგივრად ნიავი
გეფერება და ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს: მიყვარხარ!
ყვავილები მის მაგივრად
გიღიმიან და მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ გეუბნება, რომ სიყვარული
ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაზე...
დღეს რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე" ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება, ეს ხომ
სიყვარულის განუყრელი ნაწილია?!
...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს...
...იცოდე, გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და
თუ გენდობა, აუცილებლად უყვარხარ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მოვალ შენთან ... გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი ... გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 973 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია
და სულ ყველაფერი თითქმის იოლია,
როცა დარწმუნდები მწარედ გაყრუებენ
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა დაგროვილი ბოღმა მოგაწვება
ნერვებზე თამაში ამ დროს იოლია
და ცრუ იმედები ესეც რომ გაქრება
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს
მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია
და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ
სწორედ ამას ქვია ბედის ირონია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1023 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სჯობს დავივიწყო ვინც სიყვარულს ვერ მიმიხვდება,
ვისაც ამ გულის ჩუმი კვნესა კაპიკად უღირს,
სჯობს ჩემი ხელით დავანგრიო ყველა ოცნება,
ვიდრე ცრემლები დავანახო თვალებზე უღირსს!..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1089 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-09, 11:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024