თვალის გუგაზე ჩამოგწოლია ცრემლების ღვარი რამდენ ტანჯვას უწამიხარ ჩემო დედაო, აიწმინდება შენი ცრემლი ბაგესთან ახლოს და ჩუმი ცრემლით ატირდება ჩემი თვალები.
აიხვეტება შენი დარდები უფლის კიბესთან აიტუზები მიტოვებულ უცხო ხატებად, ამოდუღდება შენი გრძნობა შვილების მიმართ და სუნთქვით გეტყვი თუ რა გრძნობამაქვს დედა შენს მიმართ.
ზეცას შესცქერის სიხარულით ჩემი თვალები, ამოტვირფულა შენსა დღესა ჩემი ლექსები ამოფუღრული აღარ გექნება გულით ჰანგები ამოივსება ჩემი ლექსით შენი დარდები.
დაე გილოცავ სამ მარტს ჩემო დედაო, შენი შვილისთვის ნუგეშიც კი არ მოგიკვლია, ასე ძნელია შენი წუთიერად განვლილი წამი და შენი თავი შენი შვილისთვის ყველაფერია.
* * * * * *
ჩემო დედაო შენს სახეს ხატად ვხედაო, შენს თვალებში წყურვილს ვუყურებ წყურვილს შვილებისადმი, ჩემო დედაო დიდხანს დიდხანს იცოცხლე რომ შენი უმანკო მზერით დავატკბო სამყარო, შვილების გაზრდისთვის ჯილდოთ გეკუთვნის ოქროს გვირგვინი,ლამაზ რითმებად შექსპირი შეგამკობს, ნიკალა დაგხატავს ათას ფერებად დედაო ქალღმერთო. შენს მზესა ვილოცებ სანამ ვიცოცხლებ, შენთვის მოვკვდები ისე ვიცოცხლებ ამ პატარა შთაგონებულ გულს ძლიერ უყვარხარ ჩემო სიცოცხლე !
* * * * * *
ჩემო უწყინარო,ჩემო მხიარულო სათნო დედაო, გათავხედებულად შემომცქერის შენი გათარანებული ტრფოება, გათეთრებულა დედოფალივით გათოშილი შენი სხეული დაიტანჯება სულიერად შენი განგება.
გადაგეკვრება ნინოს კალთა თოთო ბავშვივით, დაახამხამებს შენს აკვანთან წმინდა ხატება იესოს სისხლით გაითხვრება შენი სხეული ტანგაუხდელად შეგეშრობა მისი ვედრება.
სანთლად ჩამოგდის ნაკადულის პატარა ღვენთი, ღვთაებრივად შემოგცქერის მარიამის უმანკო მზერა და იღვენთება შენი სული დიდ ნაკადულში, ვით იესოს მტანჯულ მკერდზე დაღვენთებულა.
გადმომყურებს სვეტი ცხოვლის წმინდა ნათება, იერუსალიმს შემოსცქერის შენი ტრფოება მაცხოვრის საფლავს გადმოღვრია შენი ვედრება მე კი პოეტად შევრასხულვარ ჩემო ღვთაებავ.
|