♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 20


The Pleasure of Your Company
1 სთ 30 წთ

ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 10 სექტემბერი 2006
რეჟისორი: მაიქლ იენ ბლექი
სტუდია: მედია 8 ინტერტეიმენტი, გრინსთრით ფილმსი ინკ., ფუგიტივ ფილმსი
როლებში: ჯეისონ ბიგსი, აუდრა ბლაზერი, ისლა ფიშერი, მარკ კონსუელოსი, რობ კორდრი, ხეზერ გოლდენხერში, ჯოენა გლისონი, ედვინ ფრიმანი, ქრის დიამანტოპოლოსი, ჯულია მონტგომერი ბრაუნი, დენის ალბანაზე
ხარისხი: 
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 1 397.39 MB


ფილმის მიმოხილვა
სიყვარულს არააქვს არაფერი საერთო იდეალებთან ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ამ შუაღამეს ....
ვხატავ უფუნჯოდ,
ლურჯად შევღებე უვარსკვლავო ზეცის სიშავე,
არ მინდა ავყვე
ემოციის ტალღების ღელვას,
ხოდა, შემეშვი,
ვიდრე რამე არ დაგიშავე..
დედამიწაზე უაზროა ყველა შეგრძნება,
ორივეს გვესმის
სხვა სამყაროს ჩუმი ხმაური,
ერთხელაც,
წავალ, ქარს გავყვები უმისამართოდ,
როცა
ყველაფერს მომაბეზრებს აურზაური.
ფერთა სიმკვეთრეს
მზის დისკოზე თვალს ვერ ვუსწორებ
ვეღარ ვთვლი დღეებს,
ამერია სულ სათვალავი,
მე შეგრძნებები სნეულებით გარდამეცვალა
ხოდა,
ამ წუთას ყველა ერთად დავასაფლავე....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბავშვმა მამის სიკვდილი ვერ დაიჯერა,
რაკიღა ჯერ კიდევ არ იცოდა,
რა არის სიკვდილი.
გოდება სახლში,
დედის ქვითინი
ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მამის სიკვდილს,
სულაც პირიქით,
ცნობისწადილს უღვიძებდნენ
მათთან, სახლში მოსული სტუმრები
და ქიშმიშიანი ფლავი, ხორციანი...
ლამისაა მოლოდინმა წალეკოს ბავშვი:
დღესაც გვიან დაბრუნდა მამა სამსახურიდან,
მან ცრემლებით ამოავსო მამის არყოფნა,
ის კი ისევ არ მოვიდა მეორე დღესაც,
არც მესამე დღეს...
ბავშვი მაინც ჯიუტად უცდის...

და მგონი, დღეთა სვლასთან ერთად
ბავშვმა გაიგო
რაა სიკვდილი,
ამის შემდგ იგი იტყვის, რომ სიკვდილია,
როდესაც ვინმეს ელოდები, ის კი არ მოდის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი სიყვარულისკენ
ამ სიყვარულში დავიმალები.
ისევ მარტო ვარ,კვლავ მარტო იცი?
ვით ხეს ფოთლები შემომეცალა,
მაგრამ მე ისევ წმინდანად დავრჩი,
სიწმინდისათვის სხვას ვის ეცალა.
ნაცრისფერ მიწას დარდი მოაწვა
ლურჯი ოცნება დამრჩა მე ცაში,
სხვას ვისაც უნდა მიწაზე დარჩეს,
მე ავფრინდები მაღლა ზეცაში.
თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი უკვდავებისკენ,
უკვდავებაში დავიმარხები."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის დაიბადა ავბედით ღამეს
და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა,
მან არ იცოდა,არც სიყვარული,
არც სიხარული და თანაგრძნობა.

იგი ასეთად ქუჩამ აქცია
ის გაიზარდა უნდობელთ შორის,
ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში
ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.

მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა
ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც,
მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი
და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.

მას სდევდა მუდამ უბედურება
მან არ იცოდა რაა სიცილი,
სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ
უბედურება,სისხლი,სიკვდილი.

თავის სიცოცხლეც არად უღირდა
მისი შეჩერება იყო ამაო,
ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს
გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.



მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი"
ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი,
აუკანკალდა მარჯვენა ხელი
სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.

ფული არა მაქვს შვილო არა მე
თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას,
მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ
არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.

მე არ ვიციო ვინ არს უფალი
და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს,
წიგნი დავარდა,გადაიშალა
მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს.

იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ
და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს,
მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად
და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს.

წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა
ის დაიხარა წიგნი აიღო,
მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც
უფლის შესახებ ბევრი გაიგო.


საღვთო წერილი მას მოუთხრობდა
როგორ სწირავდნ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1175 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

1.ნუ მპირდები ცაში წეროს, მომე ხელში ბეღურა..
2.ბავშვობაში ადამიანი ფიქრობს მშობლებზე, ახალგაზრდობაში შეყვარებულზე,სიბერეში შვილებზე და შვილიშვილებზე.მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში მას არ აქვს დრო,რომ იფიქროს საკუთარ თავზე
3. სიკვდილს ისეთი თვალები აქვს, რომ მისი თვალების სანახავად ღირს თავის მოკვლა..(<---არ დაიჯეროთ =) )
4.ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ შემდეგ ზოგიერთს ცოლი მოჰყავს.. =))
5.თავი არ მოიკლა, ხომ იცი გეტკინება..
6.არასოდეს გაეკიდო კაცს და ტრანსპორტს რადგან შემდეგი აუცილებლათ მოვა...
7.რისი გახსენებაც არ მინდა _ არ მახსოვს..
8.თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი..
9."ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება"
10.ვინც იცის რომ ცოტა იცის, ის მოაზროვნე სულელია....ვინც არ იცის რომ არ იცის ის უბრალოდ სულელია,....და ვინც იცის რომ იცის, მაგრამ ისიც იცის რომ ყველაფერი არ იცის ის ჭკვიანია
11.პირდაპირ თუ იარე,შორს ვერ წახვალ
12.სამყარო იდეალური იქნებოდა, ყველაფერი დასწრებაზე რომ არ იყოს
13.თუ ცხოვრებამ დაგარტყა მეორე ლოყა არ მიუშვირო
14.ქვეყნად ყველაფერს მოენახება ადგილი, მხოლოდ ადამიანის ადგილი არ არის არსად
15.ახალი ვარ და ესეთი ფრაზები თუ იყო უკვე-იყოს მერე დიდი რამეც :P გამეორება ცოდნის დედაა

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1342 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ათეულობით ბიოლოგები და მეცნიერები იღებენ სისხლის ანალიზებს და ადარებენ ადამიანის რეაქციებს. იმ მეთოდით რომ ახსნან სიყვარული მეცნიერული მეთოდებით. მართლაც ძალიან საინტერესო ფაქტები გამოვიდა!
იხილეთ სრულიადში 10 მეცნიერული დაკვირვება!


1. სიყვარული გავს კოკაინს
თუ გააკეთებ ტვინის ტომოგრაფიას შეყვარებული ადამიანისას შეამჩნევ ერთ საინტერესო დეტალს. მას ძალიან აქ აღზნებული ტვინის ორი ზონა. მეცნიერები ამას ხსნიან აწეული დოზით დოფამინის არსებობას ტვინში – ნივთიერება რომელიც იწვევს სიამოვნების გრძნობას . ძალიან საინტერესოა რადგან ასეთი ძალით ამ ნივთიერებისა იწვევს მხოლოდ კოკაინი!


2. სიყვარული როგორც ხერხი გადარჩენის
ცნობილია რომ ცხოველებს აქვთ სამი სტადია ურთიერთობის: სურვილი, გართობა, დამოკიდებულება. სურვილი – ეს არ არის მიმართული რაიმე სექსუალურ ვნებაზე ( ზოოლოგები ამას ეძახიან სტადიას. როდესაც ცხოველს აზროვნება გადააქ შიმშილისგან და წყურვილისგან სხვა რამეზე). გართობა – ეს არის ფიქსაცია კონკრეტულ ობიექტზე. დამოკიდებულება – ძლიერი კავშირი, გათვლილი მრავალწლიან ურთიერთობაზე და გამრავლებაზე. მეცნიერები დარწმუნდნენ რომ ადამიანების რომანტიული სიყვარული – ეს არის ფორმაშცვლილი გართობა ცხოველების. ის ჩამოუყალიბდათ ჩვენს წინაპრებს როგორც ერთ–ერთი ფორმა გადარჩენის, რომ არ დაღუპულიყვნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სიყვარული ეხმარება რომ არ დაესხან თავს ერთმა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1605 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოდი უნდა დაგხატო ჩემში
შენი სული და გული უნდა გადავხატო
ჩემს სულზე და გულზე....
მე გავივსები და მექნება ორი მხარე
შენი და ჩემი...
შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და გამათბობ....
შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............
ცას გულში ჩაუკრავს თბილი მზე და ალიონისას ჩვენთვის გამოწვდილი აქვს ხელის გულზე დასმული......
რამდენიმე საათით გვაჩუქებს და მერე კვალავ შემოიცვას შავ სამოსელს..........
მე და შენ კი ჩვენ სამყაროს მთელი ძალით ვქმნით და არ ვუშვებთ ერთმანეთს ხელს,რომ ისე არ გაქრეს.........
მინდა გიყვარდე და ვხდედავდე შენში ჩემ სილამაზეს...
მინდა შენს თავლებში ვხედავდე ჩემი სულის ანარეკლს, რომლესაც სათუთად უფრთხილდები....
მინდა შენთან ვიყო სუსტი ქალი, შენით ძლიერი...
მინდა მხარზე გეყრდნობოდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი საყრდენი ხარ...
მინდა ჩუმად მედგე მხარში და მზერით მეუბნებოდე, რომ შენი ვარ....
მინდა ხელში ამიყვანო, როგორც მტრედი, შენი სიმშვიდის სიმბოლო....
მინდა გიყვარდე....
მინდა გჯეროდეს,რომ შენთვის დავიბადე...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

თინეიჯერი ვარსკლავების Skype

გაინტერესებთ დისნეის ვარსკვლავების Skype ID?
სელენა გომესის, დემი ლოვატოს, ვანესა ჰაჯენსის და ტეილორ სვიფტის Skype ID-ები.. სცადეთ..


Selena GOmez----selena_gomez.92
Demi lovato---Demilovato
Miley Cyrus--- miley.cyrus.private(მხოლოდ მეგობრებისთვის)
miss.destiny.cyrus(ფანებისთვის)
T ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2024 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჯენიფერ გარნერი სანტა-მონიკაში

მსახიობი ჯენიფერ გარნერი პაპარაცებმა დააფიქსირეს თავის შვილთან ერთად სანტა-მონიკაში კალიფორნიაში 19 მარტს.მსახიობს ვიოლეტა მიჰყავდა ყოველდღიურ გაკვეთილებზე.პატარა გოგონას ეტყობა მუხლი ჰქონდა გაკაწრული.მსახიობს ის ხელში ჰყავდა აყვანილი და ხელზე კი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.
გარნერის კინო სიახლე კი ისაა რომ ის გადაიღებს ფილმ "
Butter"-ს.იქ კი მიიღებენ მონაწილეობას ისეთი ცნობილი მსახიობები როგორიცაა ჯიმ ქერი (Jim Carrey ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1312 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Stephanie Seymour's in bikini

ვიქტორიას 
სიქრეთის ყოფილი სუპერმოდელი და
შვილის დედა&nbs ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1989 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ორივე ემაა, ორივე 
19
 წლის მსახიობია

ემა რობერტსი თუ უოტსონი 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1776 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბრიტნი შოპინგზე მოკლე შორტებით

ბრიტნი შოპინგზე მოკლე
 შორტებით 
ვიმედოვნოთ ქალი მეტად 
გონივურლად შეარჩევს 
და 
იყიდის ახალ სამოსს
......... ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1515 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


young sharon stone

ულამაზესი 

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 5848 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მარიკუნას

ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
სად იჩქარის მარიკა, ჩემგან ობლად შთენილი.
უკან მისდევს ცუგრია, არ წყინდება ხტუნება.
შვილო როგორ მწყურია შენი ჩახუტუნება.
მართლა საით მიდიხარ, მაგ ფერადი ბუშტებით.
ოი, როგორ მინდიხარ, მკერდს ვილეწავ მუშტებით.
ბავშვმა დედა არ იცის, რომ სითბოდ მოჰფენოდა,
ვეღარ ისმენს მის სიცილს, მერე რარიგ შვენოდა.
მამა ჯერ ცოცხალია, მარიკასთვის-ლეშია,
ვა რა დიდი ბრალია, რომ ცივ სიბნელეშია.
რომ გაგიცნობ ცხადია, ჩემო თეთრო თოლია,
ვინც კი დანაბადია, ყველას მამა ჰყოლია.
გაცნობა კი მოხდება, როს მიხილავ ცხედარად.
მაშინ ალბათ არ იტყვი: რად, მომიკალ დედა, რად!
მაშინ შეგებრალები, დაბრუნდება ღირსებაც.
ეს ლამაზი თვალები ცრემლით ამოივსება.
ციმბირიდან გიყურებ, მარი, ჩემო ყველაო.
აბარტყუნებს დიდ ყურებს, შენი ცუგრიკელაო
ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
ჰა, ეს ლექსიც მარიკა, შენსკენ გამოფენილი.




ჩემს პატარა მარიკელას ,
კაბა როგორ უხდება.
ლოცვად მისად წმინდა წყარო ,
ცრემლად აჩუხჩუხდება.
მზე თვალს ნაბავს , ეფერება ,
მზე ხომ მისი დედაა.
მარიკელაც მზის სხივს კოცნის ,
იცის , დედისერთაა.
ასეთს ვინ არ შეიყვარებს ,
კეთილს და თავაზიანს ,
როგორც შველი ისე დარბის
ღმერთო - რა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1303 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გოგონებს უცხოელები უყვარდათ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს თავისიანები არ ყვარებოდათ. პირიქითაც კი, უყვარდათ და ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ ეს ადრე იყო, სადღაც შორეულ წარსულში. აი, თუნდაც, ასე 6-7 წლის წინ, მავანი გოგონა, მთლად ქორფა და ნორჩი, სახელად თამარა, ნიკოლაი სვიატენკოზე ყურებამდე იყო შეყვარებული. ნიკოლაი - ზრდასრული და წარმოსადეგი, ორი ოქროს კბილით, მეოცნებე და კანონთან ერთობ მწყრალად მყოფი ყმაწვილი, მეტსახელად კოლეგა. ნიკოლაი საიმედო და ერთგული პარტნიორი, მასთან ნებისმიერი საქმის დაჭერა სასიამოვნოა და ამიტომაც შეარქვეს – კოლეგა. ბავშვობაში ნიკოლაი მტრედებს დასდევდა და წარმატებითაც იპარავდა. რაც შეეხება მტრედებს, საკმაოდ სახიფათო საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობელ ეზოში ხსნი და `კონკაზე~ მიგყავს გასაყიდად ლიონკა ცინგლიანთან ერთად. ეს ცინგლიანი საქმეშიც გადიოდა. თუმცა, უსაქმური კრეტინი უკვე არაყსაც სვამს, მისი ძმა კი `კოლიბრზე~ მუშაობს. ამან ლიონკას `ფინკაც~ გაუკეთა და სამართებელიც - ნაწრთობი ფოლადისაგან. ლიონკა `ფინკასა~ და სამართებელს ყველგან თან დაათრევს. ჰოდა, ამ ლიონკასთან ერთად დადიოდა ნიკოლაი `კონკაზე~ მოხსნილი მტრედების გასასუხარებლად – მოთამაშე მტრედები, ბერები, ხანდახან უფრო იაფიანი მტრედებიც ჰყავდა ხოლმე. აი, ბაზრობაზე კი უკვე დაძრწიან გაქურდული მეზობლები, რო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1264 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მხოლოდ , მზე დილით, ღამით კი მთვარე.ადამიანთა ხელები კიდებენ ხელს და სადღაც იქეთ მიჰყავთ, სიბნელეში. არა და თვითონ უფრო კარგ სამყაროში ცხოვრობს. იქ ყველაფერი ისეა მოწყობილი , როგორც თვითონ სურს. ცას თუ უნდა მწვანედ შეღებავს ან თეთრად. თუ უნდა თავის ეზოში მხოლოს წითელ ვარდებს დარგავს ან თუნდაც თავის ოთახის კედლებს წიგნებით ააშენებს და მერე ყველა წიგნის წაკითხვის შემდეგ ცოდნის ოთახში გადავა საცხოვრებლად. ადამიანებსაც თვითონს ქმნის. ძირითადად კი კეთილ ადამიანებს ხატავს სულის ფუნჯით. საკვები? არც პური უნდა და არც წყალი. სითბოთი იკვებება. დღისით მზის სითბოთი გულის ჯიბეში ხურდებად ,რომ აქვს შენახული.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... 
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1498 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...მე დავიღალე ჩემი ნაკლოვანებებით და მსურს ამოვავსო ჩემი სული რაღაცა სიუცხოვით....
ვებრძოლო სიკვდილს....
გავექცე სიცოცხლეს....
ალბათ აღმოვჩნდები სიკვდილსა და სიცოცხლის შუა ნაწილში,რომელსაც არ ვიცი,რა შეიძლება დაერქვას....
გავიყინები მისწრაფებების კონტინენტზე...ჩამოვდნები...გავუფერულდები და გავქრები....
შემდეგ აღარ ვიარსებებ....
მინდა სიცოცხლე-ვინატრე მე და დავაშავე...დღევანდელობა მაჯარიმებს წარსულში ქექვით....
ვიხდი საფასურს....
ვაფარებ მას მოგონებების რძისფერ სუდარას......
ფიქრებმა ჩამოყარეს ტკივილებით გამხმარი ყვითელი ფოთლები.....
მალე ალბათ დამიზამთრდება ჩემს ცივ გონებაში..ჩემი სხეული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს....
ირგვლივ სიწმინდე დაისადგურებს....
ველოდები გაზაფხულს..მაგრამ არ ვიცი,როდის გაიყვავილებს ჩემში....
სამოთხის კართან ველოდები მწარე განაჩენს.....
მალე კი ალბათ გავუყვები ჯოჯოხეთის გზას.....
უსასრულობამ გამიძარცვა იმედებით სავსე ნიჟარა და იმედები მასში შთაინთქა.....
მსურს უსასრულობას გამოვექცე იმ კლანჭებიდან....
იმედები კი დავაბინავო ჩემი სხეულის ყველა სივრცის ყველა განედზე....
ამოვავსო იმ მარტოობის ჭუჭრუტანები,რომლებმაც ასე იმრავლ;ეს ჩემში და ასე დამასახიჩრეს...
ჩუმი ბილიკებით გავეშურები უსასრულობისკენ....გზაზე დავტოვებ ჩემს ნაკვალევს...იქნება ვინმე შეუდგეს ამ გზას და ამომიცნოს კიდეც....
უსასრულობის ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი."

ოთარ ჭილაძე


წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს
ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ,
გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი
შიგნით შემოპარულ უმადურებს.

სულში დაგუბებულ სიჩუმეებს,
ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ...
მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ,
ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს.

ისე უდროოა აქ ღიმილი,
ისე უვადოა ფორიაქი,
ლექსად დაწერილი აღსარება
ალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი.

ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებს
შენდობის ლოცვებით დავაპურებ,
მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი,
მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს.

მე ხომ დაგუბებულ გაზაფხულებს,
ფეხებს ჩვევასავით ვუტყაპუნებ...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლექსებზე მონადირე...
"ნაძვების წვერზე,ფეხის ცერებზე შემდგარი,ხელის გულებიდან კენკავ ჩემს სულს ლექსებად და ამით მე უფრო ვნაყრდები ვიდრე შენო"გვირილას გაუწითლდა ლოყები და ყვითელი გულით სარკის ნამსხვრევებიანი წიგნი მიიხუტა...დიახაც რომ მეათე ცაზე ამოსულ გვირილას ქაღალდის ქოხში სტუმარი ყავდა და გვირილასთან ხშირად მიჰქონდა კალათით,ორი აბი ვარსკვლავი,ნახევარი ნაჭერი მზე და ერთი წვიმისჭიქა ქარი...შემოსხდებოდნენ ღრუბლის სავარძელში და ინაწილებდნენ ნუგბარს...მეათე ცაზე არ იყო განსხვავებულობის სურვილით შეპყრობილი ადამაინები,გვირილა ცხოვრობდა მარტო და სტუმრები...
ერთხელ როდესაც კეთილი სტუმარი ლექსებზე სანადიროდ წავიდა,ის აღარ დაბრუნებულა...



წერილი ბებოს(მონადირე წავიდა ბე)
ბე მე მამიდამ ახალი კაბა შემიკერა ბე...შენი დარგული პიონები შენსავით მიწაშია და სძინავს,მე ისევ მოვალ შენთან და ისევ შემსუდრე სხვისთვის ვერწარმოსადგენი სითბოთი...აქ ცოცხლები უფრო გვანან მკვდრებს,ვიდრე მკვდრები ცოცხლებს...შენ უფრო თბილად ხარ მანდ,ფეხის ცერებით და მუხლის თავებით გითბობ სხეულს...გემრიელია შენი მიწა,ცხელი გული დამიამა...მონადირე წავიდა ბე...თბილი ხელისგული და ღრუბლის საბანი წამართვა,ეხლა შენი თბილი ხელისგული უნდა მომადო სახეზე...ლოყებიც გამითეთრდა და სხეულიც სიფრიფანა გამიხდა ბე...ეხლა შავი ღრუბელი მივაჭამე სუნთქვას და გული დამიმძიმდა ბე...გახსოვს ჩვენს უფანჯრო ოდაში ქარი როგორ უკრავდა სალამურზე...გახსოვს შუა ღამით რომ გამაღვიძე და ქარის სტიქიით შეშლილი სული ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1276 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფიქრებს,როდესაც შევეხიზნები,
იმ ფიქრებს წავშლი სასთუმალიდან,
ფიქრებს,რომლებსაც შენზე ვქარგავდი,
იმ ფიქრებს წავშლი ჩემი გულიდან.
დავტოვებ მხოლოდ იმ ფიქრებს შენზე,
ლამაზ ჰანგებად,რომ იგალობონ,
მერე დაწერონ ვრცელი რომანი
ანდა პოემა გასაოცარი.
ფიქრებთან ერთად წავშლი წამებას
და კიდევ ტანჯვას,უბედურებას,
მხოლოდ დარჩენილ ფიქრებს მივუძღვნი,
ლექსებს,რომლებსაც კრებულად ვკინძავ.
გადავიკითხავ ამ ფიქრებს მერე
გავიღიმებ და ცრემლებით მოვრწყავ,
წავშალე,მაგრამ ისევ ვწერ ფიქრებს,
ფიქრებს შენზე,რომ ისევ მიყვარხარ.........

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1023 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრებად ალეწილი სული,
ტკივილად გაყიდული განცდა,
სივრცეში დაკარგული დარდი
და ისევ დაყვირება "არ თქვა"

მუხლებად დაყვლეფილი სული,
ცხოვრებად გაყიდული განცდა,
სიგიჟედ გარდაცვლილი სული
და ისე დაყვირება "არ თქვა"

სამყარო დაბარბაცებს მთვრალი,
თვალები იმუქრება შთანთქვას,
ცხოვრება გალეწილი მთვრალი,
და ისევ დაყვირება "არ თქვა"

მე უკვე ვეღარ ვიტევ ჩემს თავს,
საკუთარ ემოციას ვმალავ,
ერთ დღესაც გავგიჯდები ისევ,
და სიმარტოვესთან გაგთქვამ,

კვლავდაკვლავ ალეწილი სული,
მუხლებადაყვლეფილი განცდა
ცხოვრებად გაყიდული სული
და ისევ სიმარტობის განცდა...:'(




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"უფალო შეგვიწყალენ"...
თვალებზე ფარდა ჩამოვიფარე,
ანუ დავხუჭე,
ხატს გაუბედავად ვემთხვიე
და არ ცოდნილი ლოცვა სამჯერ წავიკითხე...

ცოდვებს ვერ ვუთავდები,
არც კი ვიცი ჩავწერო რაში,
ნაბიჯებს ყოველთვის საშიშს,
არ გადავდგამ... ძალა მომეცი ღმერთო,
ძალა მომეცი, რომ ჩემი სული ეშმაკს არ ენდოს,
რომ ამ დაღლილმა თითებმა - სამების -
შეეხოს ჯერ შუბლს, მერე მუცელს, და ორივე მხარს,
რიგრიგობით რათქმა უნდა და ყოველთვის მარჯვნიდან მარცხნივ
და ისევ თავიდან კიდევ ორჯერ...

რომ ეს ბიბლია ხელში არ დამიმძიმდეს, საკუთარი სულივით,
რომ ეს თეთრი სიბნელე,
სიბნელედ მეჩვენებოდეს და თავის დაღწევას ვლამობდე...
და კიდევ ბევრი "რომ ეს"...
არა მარტო მე უფალო,
არამედ ყველა შეიფარე, ყველას გვწყალობდე,
რამეთუ შენ ხარ ის წერტილი,
რომელიც ყოველი მოთხრობის,
ლექსის,
წიგნის ბოლოს არის ხოლმე...
რომელსაც შეიცავს როგორც სამწერტილი,
ასევე წერტილმძიმე და
ყველა სასვენი ნიშანი, გარდა მძიმის,
იმიტომ რომ მძიმე ისედაც ძნელი სათრევია,
თუმცა მძიმე იყო ის ჯვარიც...
მძიმეა ყოველი ჩვენი დღეც...
მძიმეა ეს სიტყვებიც...
მძიმეა უფალო უშენოდ...
და სად ხარ უფალო... და სად ხარ უფალო...
"რომელიც ხარ ცათა შინა".




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1417 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი,
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითმაშოთო.
სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო,
სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა,
სინამდვილე-ოკეანეში,
სიზარმაცე-ყველაზე ახლოს მიიმალა,
თავისუფლება კი ნიავს ამოეფარა,
სიკეთე-კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს,
რწმენა ზეცაში აიჭრა,
შური-სხივში მიიმალა,
სიყვარული-სად არ მივიდა ყველაგან დაკავებული იყო, ბოლოს ლამაზი ვარდი დაინახა და შიგ მიიმალა,
დაიწყო სიგიჟემ მიმალული გრძნობების ძებნა ყველა იპოვა სიყვარულის გარდა.
ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა შემოესმა, სიყვარულს ვარდის ეკალზე თვალები დაეჭრა და დაბრმავდა....
მას შემდეგ დედამიწაზე დაბრმავებული სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხელში ყვავილები ეჭირა , ათასფერა. მის წინ იდგა , თავი დაბლა დაეხარა და ფიქრების თავსაფარი წამოეფარებინა . თვალები და გული ერთდროულად , ერთმანეთის შეთანხმებით მეტყველებდნენ. დღეს შვილები დედებს საჩუქრებს ჩუქნიან , ის კი ...........მის წინ იდგა , ხელში ყვავილები ეჭირა და თვალებით ლოცულობდა . მერე იგრძნო თუ როგორ შევიდა და დასახლდა მასში დედის სითბო . მერე რა ? რომ სხვები ვერ ხედავენ ?! მერე რა ? რომ მას მხოლოდ იგი ხედავს .ყვავილები ლარნაკში ჩააწყო ერთმანეთის მიყოლებით და სულის მოლბერტზე გულის პალიტრით ცისარტყელა დახატა . წასვლა საშინლად ეზარებოდა . მასთან უნდოდა დარჩენა . წამის გაჩერება უნდოდა და მისი მარადიულობის დამტკიცება სხვა ადამიანებისთვის . ირგვლივ სიჩუმე , თეთრი სიჩუმე იყო სიმშვიდის ბგერებით . მის გარდა იქ არავინ არ იყო , მხოლოდ თვით ის და ვის წინაც იგი ლოცულობდა . ცრემლები კი სახეზე უკვე გათხრილ საფლავში მიედინებოდა , ცრემლები მადლობის ნიშნად . ხელში ანთებული სანთლები და ყვავილები ეჭირა . კვლავ ეამბორა. სულს მისი სითბოთი და სიმშვიდით კვებავდა . მერე იყო ნაბიჯი , ნაბიჯი უკან და ის უკვე სახლისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა არა მარტო ,მასთან იგი იყო როგორც ყოველთვის.
დედის დღეს ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის წინ კვლავ ენთო სანთლები . ლარნაკში კი ისევ ლოცულობდნენ გოგონას სულის ყვავილები.
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 921 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 964 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 977 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 963 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფილმის შინაარსი :

ტიბა – ეგრე წოდებული სიკვდილის ღმერთია. ის ადამიანთან ერთ კვირას ატარებს, სანამ ის მოულოდნელად დაიღპება. მან უნდა გადაწყვიტოს: მისცეს თ არა სიცოცხლის შანსი. როდესაც ის დედამიწაზე ჩამოდის, ყოველთვის წვიმს, მისმა მოკარებამ შეიძლება მოკლას ადამიანი, მისი საყვარელი გართობა კი დედამიწაზე – ადამიანთა მუსიკის მოსმენაა. დღეს მისი სამუშაოა – კაძუე ფიძუკი, 27 წლის, ოფისის მსახური, გაუთხოვარი...
ინფორმაცია ფილმზე :
დასახელება : მშვენიერი წვიმა
გამოშვების წელი : 2008
ჟანრი : ფანტასტიკა, დრამა, კომედია
რეჟისორი : მანამი კონიში
როლებში : ტაკეში კანეშირო, კენ მითსუიში, მიცურუ ფუკიკოში, ჯუნ მურაკამი ...
დამატებითი ინფო :
ქვეყანა : იაპონია
ხანგრძლივობა : 01.53.16
ენა : რუსული
ხარისხი :
 
ზომა :
704.08 MB



  

კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამეა...ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე...მარტოობა...მკვდარი სიყვარული...მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან...ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის...მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული...
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია...
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ...
_როგორც ხედავ...
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო...
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში...ხალხი ძილს მიეცა...მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს...მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო...
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი...
ისევ სიჩუმე...ისევ მარტოობა...ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო...ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა...მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ...
_ნეტა ეხლა რაზე ფიქრობს ლუკა?ნეტა ვინ დაიპყრო მისი ფიქრები,მისი გული და თვით ლუკა.ეჰ...ნეტა მე ვიყო ეხლა მის გულსა თუ აზრებში,ნეტა ჩემზე ოცნებობდეს და ნეტა მისი ბაგეები მხოლოდ ჩემს სახელს წარმოსთქვამდნენ...
ეჰ.. ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ფურცელზე ვერ მონახავ აზრისთვის ადგილს,
როცა მეასედ გადახაზავ დაწერილ სიტყვას,
რომელიც გინდა, რომ შეცვალო რაღაცა ახლით
რადგან ვერ ამბობ, რომ გაწუხებს და ძლიერ გტკივა
სული, რომელიც დაიტანჯა მოწყენილობით
და ყოველ ჯერზე, რომ ივსება ერთფეროვნებით,
რომელიც გახრჩობს და გაცოფებს, (ნელ ნელა გძალავს)
თავისი რუხი, ბუნდოვანი ყოფიერებით და
ძალას გართმევს აუმხედრდე საკუთარ თავს და
უთხრა, რომ დროა ცვლილებების ცხოვრების წესში,
რადგან შეგშალა მარტოობამ და ვერ მოძებნე
(ვეღარ მონახე) ერთი კაციც კი, რომელსაც ეტყვი,
რომ გინდა წასვლა, გადაკარგვა, სადმე შორს, იქით,
შორს ამ ქალაქის და ქუჩების ხმაურისაგან,
რომ ცოტა იქნებ დაიმშვიდო დაღლილი ტვინი,
რომ ცოტა მაინც დაიოკო ნერვები, რადგან
მოგბეზრდა ყველაფერი, (რითიც დაიწყო), ეს
უთავბოლო პროცესია, (უმზეო გვალვა),
რადგან დრო არის დაუბრუნდე იმ საწყის წერტილს,
სადაც დაიწყო ამ ყველაფრის თავიდან ათვლა-
როცა ფურცელზე დაეძებდი აზრისთვის ადგილს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1003 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა თოვლი. დავჯდებოდი ხოლმე სამზარეულოს ფანჯარასთან და საათობით ვიტრუნებოდი ფანტელების ყურებით გართული. ამ დროს დედაჩემი ძალიან გახარებული იყო და თუ ჩემზე პირველი შეამჩნევდა პირველ ფანტელებს, დამიძახებდა ხოლმე, შენთვის თოვსო...
მერე უკვე ბაღის და სკოლის ფანჯრიდან ვუყურებდი აბეზარ თოვლს ..
ცოდვა გამხელილი ჯობია და, საროსკიპოს ფანჯრიდანაც კი მიყურებია ფიფქებისთვის (ალბათ, გაგეცინებათ იქ თოვლის საყურებლად ვინ დადისო, მაგრამ მართლა ასე იყო, არ გატყუებთ).
20 წლამდე ჩემზე ამბობდნენ ლამაზი ბიჭიაო, მერე კი სიმპათიური მამაკაცი დამერქვა რატომღაც.
ერთ დღეს ეს სტატუსები მომბეზრდა და ცოლიანი მამაკაცი დავირქვი სიახლის ძიებაში გართულმა. არ მომეწონა ეს წოდება, მოსაწყენი იყო ჩემთვის და ახლის ძებნა ვერც დავიწყე, რომ "მამა” დამერქვა უნებურად. არ იყო ეს ცუდი, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა: ცოლიანი კაცის სტატუსის პარალელურად არსებობდა. ერთფეროვნებასთან ერთი გაბრძოლებაც და მე ცოლს გაშორებული მამაკაცი ვიყავი…


************

ქალაქის ხმაური მომბეზრდა. სოფელში ვიყიდე სახლი. მთელი ზამთარი ბუხართან გავატარე ფანტელების მოლოდინში, მაგრამ ვატყობ ზამთარს მოჰბეზრებია ჩემთვის თოვა. დილაობით ფანჯარაში ვიყურები ხოლმე. აქ ერთი ფანტელივით სიფრიფანა გოგონა ჩნდება ხშირად. ლურჯი თვალები აქვს და ზამთრის ცასთან საოცარ კონტრასტს ქმნის. სულ მინდა ახლოს მ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1251 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თენდება.....

ღამდება....

მერე ისევ თენდება და ასე უსასრულოდ.
ყოველი დღე ერთნაირი.
ჩვენ ორნი და ჩვენი პატარა ცხოვრება.
შენ გიყვარს,როცა თვალებში მკოცნი, თუმცა გრძნობების გამოხატვის გერიდება. (ალბათ გგონია,რომ კაცებს ამის უფლება არ გაქვთ) მე კი ვჭრი ხახვს ნელი ტემპით და შენს დასანახად... ეს ყოველთვის ჭრის. მოდიხარ ჩემთან, შენი დიდი ხელების დიდი თითებით, ჩემი პატარა თვალებიდან უფრო პატარა ცრემლებს მწმენდ და მერე თვალებში ისე ნაზად მკოცნი, რომ ძლივს ვგრძნობ შენს შეხებას.
მე კი შენი სიმღერა მიყვარს, თუმცა არ ვაღიარებ და შენი ჯიუტობიდან გამომდინარე, სულ იმას გეუბნები. რომ სიმღერა არ გამოგდის და შენც უფრო მეტს მღერი ჩემს ჯინაზე... და მე... მე კი ვწყვეტ დიდი, თბილი შალის ქსოვას და გისმენ, გისმენ ასე უსასრულოდ...
სამსახურში წასული ხშირად ბუზღუნით მირეკავ და მეუბნები "მა იცი პერანგზე ღილი ისევ ამწყდა და არ ვიცი რა ვქნა..." მე ამ სიტყვებით გახარებული გეუბნები.რომ სასწრაფოდ მოხვიდე სახლში ამწყდარი ღილით სიარული უხერხულია... მე ხომ კარგად ვიცი,რომ შენი ღილი მე ვარ.
როცა სახლში მოდიხარ, ჩემს აჩეჩილ თმას კიდევ უფრო ჩეჩავ და ამბობ,რომ უღილოდ შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს, მეც ფისოსავით კმაყოფილი და განაბული ვცდილობ უფრო გასიამოვნო და ჩაის კიდეთებ,რომელსაც დიდხანს და უსასრულოდ სვამ მრგვალ მაგიდასთან მიმჯდარი და ჩემს პატარა თვალებს უყურებ, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ სადღაც ჩემს უკან...
იხსენებ იმ დროს როცა და ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 954 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში
კაკლის ლებანი, ეკალში — ზღარბი
და კუ — ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი.
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი.
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი
და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ, ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა — ეს მე ვარ!
მისატყუარი, სამოთხის ბაღში
ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი...
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟანგმა თოფი და
მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის
დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ
ზღაპარი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ ისე... მოვარდება წვიმა,
ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს...
სიყვარულთან ვერაფერი მივა,
სიყვარული, ისევ ისე იფრენს...

ეს ცხოვრება, ნუთუ, ამად ღირდა,
გული, ისევ ემალება ფიქრებს...
შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა...
იმედები ისევ დაგაფიქრებს.


ისევ მოვა, ეს გიჟური წამი...
მოგასკდება წვეთებად და წვიმად,
ოღონდ, ისევ მომატყუო რამით...
ოღონდ, ისევ მომატყუო მშვიდად...


შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა...
შენ ხომ, ჩემი სიყვარული გართობს...
შენ ხომ, ჩემი სიყვარული გინდა...
მეც ხომ, შენი სიყვარული მათბობს...


ისევ ისე... მოვარდება წვიმა,
ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს...
სიყვარულთან ვერაფერი მივა,
სიყვარული, ისევ ისე იფრენს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1200 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხეს მოსწყდა ფოთოლი...ნეტა რა იდარდა?!
ეს გული დაღონდა...იქნებ სხვა უყვარდა...
ხეს მოსწყდა ფოთოლი, ის ქარმა მოწყვიტა...
ტიროდა ეს გული...ცრემლი ვინ მოწმინდა?!
ქარი ქრის და ფოთლებს ძალუმად აქანებს...
მივდივარ და გულიც რაღაცას მაბარებს...
ხეს მოსწყდა ფოთოლი და როგორ განვიცდი?!
მიტირის ეს გული...რატომ? ეს არ ვიცი...
ხეს მოსწყდა ფოთოლი ნეტა ვინ იდარდა???
მე სხვასთან რა მინდა?! მე ხომ ის მიყვარდა...
აჰა, ეს სანთლები, ოღონდაც არ ჩაქრეს!
სხვასთან მე რა მინდა, თუნდაც ის შენ გგავდეს...
მიდიხარ და მტოვებ....წყვდიადი ბნელია...
წაიღე ეს გული, გაგათბობს, ცხელია...
იქნება მოგწყურდეს, წყალს კი ვინ მოგიტანს?
წაიღე ეს ცრემლი, ის წყურვილს მოგიკლავს...
წასულხარ და გული ლოდინით დაღლილა
შეხედე ახალი კვირტები გაშლილა...
მე გული ტრფობისთვის, ერთისთვის გავხსენი...
კვლავ ცვივა ფოთლები... და მერე რამდენი?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1762 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სადღაც უკვე თენდება,
ჭკნება, ჭკნება ვარდები,
მალე დრო გაჩერდება
და წარსულს ჩავბარდები
სადღაც ქრება ვარსკვლავი,
ისმის ჩუმი გოდება,
მერე ხმა გულსაკლავი,
სიკვდილი ახლოვდება
ცაზე მთვარე ილევა
და ტაძარში სანთელი,
არც ლოცვა, არც მხილება,
მხოლოდ ცრემლი დამწველი
ჩემი ტანჯვა, წვალება,
სულს სულ არ დააჩნდება
და ჩუმი აღსარება
ისევ ჩემთან დარჩება
ტაძრიდან კი საფლავის
გაძნელდება მიგნება,
იქ ცრემლი უამრავი
და ვარდებიც იქნება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1417 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ ჩემეული
ცრემლში შერეული
წვიმა მოეპარა ღამეს.
სანამ გათენდება,
წვიმაც გაჩერდება,
მერე მოვიფიქრებ რამეს.
ისევ სუსხიანი, ონავარი ქარი
ჩემთან სიახლოვეს ბედავს.
ღამეს ეცოდება ცრემლიანი ქალი,
მჯერა, გეფიცები დედას.
სიზმრად დარჩენილი ყვავილების თოვა,
შორეთს მიპყრობილი თვალი.
აქაოდა მალე გაზაფხული მოვა,
თუმცა არ გამოჩნდა კვალი.
აღარ მეშინია ნაცრისფერი ნისლის,
აღარ ვმღერი ცისფერ მტრედზე.
გადაღლილი მთვარე ოქროს პერანგს იცვლის,
დარდობს ჯერ არ ნახულ მზეზე.

წლები მაცილებენ სევდიანი ზურნით,
სული ატირებას ბედავს..
ღამის მოფორებით და ლექსებზე ზრუნვით
გავძლებ, გეფიცები დედას.
ისევ ჩემეული,
ცრემლში შერეული
წვიმა ამიტირებს ღამეს.
სანამ გაჩერდება,
სანამ გათენდება,
მანამ გადავმალავ სადმე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მთელი ცხოვრება ეძებდი ისეთს,
ღამით
ვარსკვლავებს რომ კრეფს და ყოველ
დილას
ღიმილით დაგყურებს მძინარს,
ანდა მზესავით ამოდის ცაზე.

ეძებ შეხებას, რომლის მსგავსებაც
ვერ აგიხსნია, რა უნდა იყოს,
არადა, მართლა როცა გეხება,
მართლა მზესავით რომ გადგას თავზე,
და შენს წინ
მუჭით ვარსკვლავებს რომ ყრის,
ხელით დაკრეფილს,

ეჭვიც კი არ გაქვს _
რომ ასე
მხოლოდ შენთვის თენდება,
და რომ
ასეთი დილა აქვთ ღმერთებს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

გამონათქვამები ..

It's kind of fun to do the impossible.
გააკეთო შეუძლებელი ,ეს გართობის ერთ-ერთი ხერხია .
უოლტ დისნეი .
Minds are like parachutes. They only function when they are open.
Sir James Dewar
გონებები გვანან პარაშუტებს ,ისინი მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებენ როდესაც გაშლილები არიან .
If you can't describe what you are doing as a process, you don't know what you're doing.
W. Edwards Deming
თუ საქმის კეთების პროცესში შენ არ შეგიძლია აღწერო თუ რას აკეთებ ,ეს ნიშნავს ,რომ შენ საერთოდ არ იცი რას შვები .
If all pulled in one direction, the world would keel over. 
Yiddish proverb 
ყველა ერთი მიმართულებით წავიდოდა ,დედამიწა გადმოყირავდებოდა ..
The man who never makes a mistake ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაილი თუ სელენა? რომელს უკეთესი აღნაგობა აქვს?

.......................................................
მაილი თუ სელენა?
რომელს უკეთესი ტანი აქვს თქვენი აზრით? 
მოდით ვნახოთ ისინი ბიკინში...
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1466 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

showwest 2010 awards ceremony

ამ ცერემონიალის
 დროს მსახიობ კეტრინ 
ჰეილს მცირე სამარცხვინო 
ფაქტი შეემთხვა
...................................................
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 Mylène Jampanoï


Mylène Jampanoï


მამით ჩინელი და 
დედით ფრანგი მსახიობი და მოდელი
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 4195 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Taylor Swift’s Oops! Cover Is…


რუსულმა ჟურნალმა Oops აპრილის ნომრის გარეკანზე ტეილორ სვიფტის ფოტო განათავსეს, რომლის ამოცნობაც მეტად ძნელია!
უცხოური ინტერნეტ საიტების მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ, გოგონას სახე მეტად შეცვლილია

იხილეთ ნომერი > ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გარეთ წვიმს, ცა ცრემლებად ჩამოიცალა,
სევდის მორევში ჩაიძირა გრძნობების გემი,
ცა სიყვარულის მელოდიად ჩამოიღვარა
და ჩემი გული ამ ნაცნობი ჰანგებით მღერის...
ეს მონატრებამ აამღერა შენი თვალების,
და ოცნებებში გათენდება ეს თეთრი ღამე,
ეს სიყვარულის მელოდია ასე ნაცნობი,
მინდა გესმოდეს და ჩემსავით ითვლიდე წამებს....
გარეთ ისევ წვიმს, სიცივეა და სიმარტოვე
და ძლიერ მინდა სიყვარული შენი მათბობდეს,
ეს სიყვარულის მელოდია მე არ დამტოვებს,
მინდა გესმოდეს, მინდა გახსოვდეს,
რომ ჩემი გული შენთან დავტოვე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1248 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქურდულად ვუგორებ ცხოვრებას კამათლებს,
წაგება-მოგების საზღვარზე ვთამაშობთ,
რაც უფრო ფლიდი ხარ, მით უფრო ამართლებს,
აზარტი გიჩემებს და მაინც არ ნანობ.

გდარაჯობს სიფხიზლე ჭაობის კარებთან,
წესები საზღვრებში, აქ, თურმე არ არის,
რაც უფრო სიღმეში ეფლობი, ასეა,
ვიღაცა ფუკებად სინდისსაც აგაცლის.

სულ ცოტა ვისკიც და ამჩნევ რომ ქაქში ხარ,
(დაღვარა ათასი განცდები მზემ ცაზე),
მინდა რომ პარტია (დ)ავჩეხო თავიდან,
რისკი და ჭიდილი იმონებს ერთმანეთს.

ამ ხელში ჩიხში ვარ, მომიგებ (თუ) მაინც,
ხვალ ყველა გასასვლელს უკვე მე მოგიკლავ,
ფორტუნაც იცვლება, დაჯდება დუ შაში,
ცხოვრებას ვუგორებ კამათლებს შორიდან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მზეს მივუშვირო დაღლილი სახე,
მინდორში ვეგდო,
თვალებს ვლულავდე...
მეც ბავშვობიდან მოვდივარ აქეთ, -
რა მანძილია სიხარულამდე?

ჯერ კიდევ ვივლი,
ჯერ კიდევ დრო მაქვს,
თუმცა მთავარი გზა გამივლია.
მე ნაბიჯ-ნაბიჯ სიფრთხილით ვზომავ, -
სიხარულამდე რა მანძილია?

აზრი - აზრადვე...
გული - გულადვე...
ღამე - ღამედვე...
დილა - დილადვე...
რა მანძილია სიხარულამდე?
ალბათ იმდენი,
რაც სიკვდილამდე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1296 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-11-10, 2:32 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024