♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 29


Aquamarine
1 სთ 44 წთ

ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, მელოდრამა, საოჯახო პოსტერები
 გამოშვება: 02 მარტი 2006
რეჟისორი: ელიზაბეთ ალენი
სტუდია: ფოქს 2000 ფიქჩერზი, სტორფრონტ ფიქჩერზი
როლებში: არიელ კებელი, ემა რობერთსი, ჯოანა ჯოჯო ლევესკუ, სარა პექსტონი, ჯეიკ მაქდომანი



ფილმის მიმოხილვა

ორი თორმეტი წლის დაქალი მთელ თავისუფალ დროს ატარებენ კლუბში ზღვის სანაპიროზე. ერთხელაც შტორმის შემდეგ კლუბის აუზში ისინი შემთხვევით პოულობენ ქალთევზას სახელად აკვამარინი. მოკლე დროში ქალთევზას უყვარდება ახალგაზრდა ბარმენი და სთხოვს გოგონებს შეხვედრა მოუწყონ მასთან...




... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1392 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენი მონატრება მომენატრა. . .
მინდა კვლავ მიყვარდე, მძულდე, მჯეროდეს შენი, კვლავ ვკარგავდე შენს იმედს, კვლავ მენატრებოდე. . .
მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . .
მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა მთელი ცხოვრება. . .
მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც, ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . .
დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . .
აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . .
ტელეფონის ზარი, რომელშიც შენს ხმას გავიგონებ და შეშინებული ხმით გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . .
ჩემი ბრალი იყო ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. ..
ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს..გამახსენდება დიიიდი ხნის წინანდელი ამბავი...
ეს მოგონება ძალიან სასიამოვნოა. . .მახსენდება ყოველი წუთი და წამი...
თითქოს შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად აღქმა, მაგრამ ის, რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . .
მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემ,დეგ ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას...
არავისთვის არ მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია...
ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . .
ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ტრიალებს ქარით წახვე
ტილი ფანტელი ბნელის,
მე ჩამრჩენია ძველ ძილებში ტკბილი სიზმარი...
ჩემს ცრემლებს, ვიცი, ასაკენკად ფასკუნჯი ელის,
ცაც დამივიწყებს, ვარამებით გასაფისავი.

ფშატები _ ლურჯი ფაშატები დაღლიან მინდვრებს,
ფლოქვებს შერჩება ტალახივით ჭამგლის ნავალი...
პირგამეხებით კაპუნია გაჰყივლებს ბინდებს,
დაეღვენთება მიწას მთვარე _ შავი მამალი.

წარმართთა გონებს მიაწვდინე ქვაკაცის ქშენა _
მარადის ცისკრებს შერჩენილი ტომის ფსალმუნი...
დავიწყებული შეახსენე წყვდიადის ენა _
დაუცხრომელი გრიგალების მღვრიე ალმური!..

შედედებული წარსულისგან შეძერწე აწმყო,
გულის საკერპე აწყვეტილმა ცეცხლმა გამუროს...
რომ სისხლშემხმარი უკუნეთის პეშვებით ამწყოს,
და ფრთებდამუსრულ ანგელოსებს ესაღამუროს!..

ყელგაგლეჯილი მოლაღური _ იგოდებს ქარი,
მჭმუნვარე წათეს დაუქვრება მწუხრში შანდალი...
და სიზმარ-ცხადსაც წაეშლება მსუბუქი ზღვარი,
გაილანდება შორ სივრცეში ცა ნაშაბარი...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი,აგარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიგვენთა...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე ვინც დგეს ასე დაიგვიანა,ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული,როდის დამაყრდნო თავი მხარზე და დაგლილი ფიქრი ჩამოასვენა...მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...შემდეგ ზგაპარი გამოვიგონე და დავიჯერე რომ ბედნიერი ვიყავი,სულის სიმაგლე გამოვიგონე და სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან,მერე კი როცა სული ჩავუდგი მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისსს.ვერ შევეგუე ხორცადქცეული Gმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის,ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და როცა უკან მოვიხედე,სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს...ახლა მარტო ვარ და დარდი მივსებს ცარიელ დგეებს,ხანდახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად...ხანდახან კი სულის სარკმელს ვაგებ და დარდს ვამზეურებ...კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები,
ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად,
ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი,
ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება.
ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული.
ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა,
ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია,
ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა,
ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან.
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დარდი ვერ გამიქრო განშორებამ
მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ
ვიცი და მაინც მენატრები
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის
გული მოლოდინით ამიტირდა
კიდევ გავიძლებდი სიმარტოვეს
მაგრამ უშენობა გამიჭირდა
ისევ ძველებურად მენატრები
აღარც სიყვარული მიძველდება
ვიცი არასოდეს დაბრუნდები
მაგრამ დაჯერება მიძნელდება.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქუჩა მანქანების ხმაურს ისრუტავს აივანი მოპირდაპირე აივანს გაჰყურებს
გოგო სიცხისაგან შეწუხებული აივანზე გამავალ ფანჯარას კეტავს
ბიჭი აივანზე გამოდის და სიგარეტს ეწევა

ქუჩა მძიმე ჰაერით სუნთქავს
ქუჩა ნაგვით სავსე პარკებს იჭერს
აივანი აივანს ეპრანჭება
აივანი ყვავილებით აივანს ეარშიყება
გოგო ფანჯარაში გამდნარ ვარსკვლავს ეთამაშება და იძინებს
გოგო სიზმარს ეხუტება
ბიჭი აივანზე დგას და ფიქრობს
ბიჭი სიგარეტს ამთავრებს და უნდა ყველაფერს მორჩეს

ქუჩა ცდილობს არ იფიქრობს
ქუჩა ცდილობს ისუნთქოს
ქუჩა ცდილობს საკუთარი სიმახინჯე დამალოს
აივანი ცდილობს აივანს ეჩურჩულოს
აივანი ცდილობს ლექსი დაწეროს აივანზე
აივანი ცდილობს აივანს უმღეროს
გოგო ცდილობს ბიჭის სახე გაარჩიოს
გოგო ცდილობს ბიჭს თავი მოაწონოს
გოგო ცდილობს არ გაიღვიძოს
ბიჭი ცდილობს აივნის კიდეზე აძვრეს
ბიჭი ცდილობს გადახტეს
ბიჭი ცდილობს არ გადარჩეს

ქუჩა უსულოა
ქუჩა ნატრულობს ადამიანთა ალერსს
ქუჩა სითბოზე ოცნებობს
ქუჩა პასუხად წიხლებს იღებს
აივანი სიცოცხლეს უმღერის
აივანი კოცნას უგზავნის აივანს
აივანი აივანს სიყვარულში გამოუტყდა
აივანი აივნის მიჯნურია
გოგო დაცურავს ვარდისფერ ზმანებაში
გოგო ყვავილებს იღებს საჩუქრად
გოგო მზის სხივებშია ჩაძირული
გოგო იღვიძებს ხმაურით შეწუხებული
ბიჭი უკვე გადახტა შეყვარებული ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1678 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


და სიმწრისგან ამიგია გონება,
სადაც გნახავ, იმ გზას თან სდევს ცერბერი
მე შენს გულში მივატოვე მონობა,
და კალამი კვლავ გამიხდა ბებერი

სადაც გნახე იყავ ჯვარზე გაკრული
ისე შორით, ვერ გაწვდენდი ხელებს
ჩემი ბედი დროის ალტზე დაკრული
შენ გუბე ხარ, მე კი _ მყრალი ღელე

ტყის ფერია შენი შუბლის ტოტები
და უღრანი მაგ თვალების ღერძი
ყოველ ღამე, დღე, სიმწრისგან ვლოთდები,
მე ვარ მკვდარი პოეზიის თერძი.

აქ ღრუბლები ბატკნებივით ეწყვნენ ცაზე
და კვლავ ძოვდნენ ამ ქალაქის მტვერს
ვერ გიცანი დედოფალო ხმაზე,
ვერ ვიცანი ეგ გვირგვინი დღეს

წვიმს და ისევ ზღვაზე სძინავთ შუქურებს
მიილია ეს ღვინობის თვეც
მე მივტირი გაზაფხულის ჩუქურთმებ
და მზით გამთბარ მონაფერებ ხელს

სამუდამო საძინებელს ველოდი
და ფოთლებით ანატირებ ტყეს,
მე ქვესკნელში კელაპტრებით ჩავრბოდი
არ მეგონა და იქ დამხვდი შენ. . .

4.12.02
თბილისი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უკვე გაგუდა საათმა მაჯა
და აღსასრულა ჰპოვა სასჯელი.
მარადისობამ მოძებნა სადღაც
მზე _ ამაზრზენი.

და აღარ ვიცი, რას დასდევს წამი
ქანქარის რხევას, თუ ლექსის ცხენებს,
უკვე წვიმასაც არა აქვს ნამი,
ვინ მომპარა მზე?

და თითქოს წუხელ არ იჯდა მთაზე
თვით პოეზიის ცხრა ჰორიზონტი,
დღეს კი შეკითხვით ეშმა ზის მხარზე:
ვინ მოგპარა მზე?

ცას ჩამოლეწავს ლურჯი გრიგალი
და ამირანი მოიხევს მხრებს,
ოღონდ მოშალეთ ზღვას ეს ხავილი,
ვინ მომპარა მზე?

გზად ტლაპოებში მზის ღუზებივით
გდიან ნიღბები გვამების დღეს,
მეტაფორები მეკითხებოდნენ,
ვინ მოგვპარა მზე?

მე შიშს ვეჯექი აღსარებაზე
და ყრუ ტკივილი მიგუდავს ხმებს,
ვისთან მივიდე ზიარებაზე,
ვინც მომპარა მზე?

და თუ ამ ფირალს ჰქვია ცხოვრება,
მისი ნაბადი ემოსა მტვერს,
სჯობს, ვიქცე ფერფლად, მის დამონებას,
მე თუ ის მპარავს მზეს.

მე დავესწარი მთვარის პარაკლისს
და ღვინით სავსე რქებს.
ნთქამდა თვით ღამე, ღამე მომავლის
უხმო შეკითხვით: ვინ გვპარავს მზეს?

დღეს ვიმუხლები ლურჯი წერაქვით,
ვთლი მარტოობის ტაძრების სვეტს.
ისმის ორღანის ჰანგი ფერადი:
ვინ მომპარა მზე?

და ჩემს ქუჩაზე, სადაც ქალაქი
უსიყვარულო ბინდებს გვპირდება,
დგას მონუმენტი მწერლის მაღალი,
დგას არა ბინდი, დგას შებინდება.

მაშინ მოვუსწროთ ელვის ეპოქას
თვით ალიონის მოვუსწროთ ქუსლებს,
მოვუსწროთ ბოლო გედის მეფობას,
სიკვდილს სულ წა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემით სნეული,
მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემი სამსალაც,
რომ არასოდეს დედამიწის მძიმე სხეული,
ჩვენს ნაბიჯებქვეშ არ გაივლის თავის გზასავალს.

მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ვიყო ჩერჩეტი,
თავქარიანი. არ გადმოგკრათ სიტყვის ღვედები.
და კიდევ კარგი, რომ არ მესხმის იმდენჯერ რეტი,
რამდენჯერ თქვენს ხელს ხელით ოდნავ წამოვედები.

მე ისიც მომწონს, რომ ჩემს თვალწინ, ჩემი თანხლებით,
თქვენ ასე მშვიდად სხვას ეხვევით თავდავიწყებით.
და კიდევ კარგი არ მრისხანებთ და არ გახელებთ,
რო მეც სხვას ვკოცნი. . . და არ მწყევლით და არ მიწყრებით.

რომ ჩემს ნაზ სახელს, უნაზესო, უძილო ღამეს
არ იმეორებთ უნაზესი ბორგვით ღელვილი.
და არ დაარღვევს ტაძრის წმინდა დუმილის წამებს
,,ალლელუია” ღვთისგან ჩვენს თავს გარდმოვლენილი.

მადლობელი ვარ _ სულით, გულით, მთელი არსებით,
ასე გულგრილად რომ მიანდეთ ბედის იალქნებს
ჩემი გრძნობები: რომ ყოველღამ მშვიდად მასვენებთ,
რომ თქვენი ხილვით იშვიათად მაფორიაქებთ.

რომ ბნელში ერთად არ ვუყურებთ მთვარის ავსებას
და დღისით თავზე არ გვეღვრება მზე – შარავანდი.
რომ არ შეგყრივართ, სამწუხაროდ, ვითარცა სნება;
და რომ თქვენც ჩემით, სამწუხაროდ, არ დაავადდით.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება
ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი,
შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება,
ან მავნე ჩვევა, უაზრო და უნიადაგო.
თვალები შენი იქნებიან უსიტყვო სიტყვა,
ძახილი ჩუმი, დადუმება, ამაოება.
ყოველ ცისმარე დილას ნახავ შენ მათ, როდესაც
სარკის წინაშე მოიხრები, მოიკაკვები.
ჰოჲ, ტკბილო სასოვ, დღე დადგება, როცა გავიგებთ,
რომ ხარ სიცოცხლეც, ერთდორულად რომ ხარ არარაც.

კვდომას ყველასთვის გააჩნია უცვლელი მზერა,
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
ეს რომ მოხდება, თითქოს მავნე ჩვევაც გაქრება,
სარკეში ნახავ მკვდრეთით აღმდგარ საკუთარ სახეს,
დახშულ ბაგეთა გაიგონებ მეტყველებასაც.
სიტყვაუთმქელნი ჩავეშვებით უღრმეს მორევში.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როდესაც მკოცნი საქმეებით უზომოდ დაღლილს
და შენი კოცნა ჩემში ექოდ აღარ ხმიანობს,
ნუ გეგონება, სიყვარულის არ ვიცი ყადრი,
ნუ იბუტები, ნუ წყრები და ნუ ეჭვიანობ!

სიყვარულს ჩემსას გაუვიდა ოცნების ჟამი,
ფრთები დასცვივდა, მაგრამ მაინც ფხიზელი არის,
არ გეფერება, მაგრამ გფარავს გასაჭირისგან,
ვით დარტყმებისგან დაჭყლეტილი ლითონის ფარი.

არ გიღალატებ და ისევე საიმედო ვარ,
როგორც მოხუცი რაინდისთვის ბექთარი ძველი,
ბრძოლის ქარცეცხლში ის ერთგულად გემსახურება,
ხმლისგან დაგიცავს, მაგრამ სითბოს მისგან ნუ ელი!

და თუ შენ გამცვლი, თუ შენ ჩემთან არ გედგომება,
გადაეყრები ჭუჭყს და ტალახს, დღემდე დაფარულს,
თვითონ მიხვდები, რარიგ ძნელი არის ცხოვრება
და გაიხსენებ, დააფასებ ჩემს ცივ სიყვარულს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>





თუ სიყვარული ტკივილია,ტკივილი რაა?იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული
თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა?იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული
თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვითონ?მიხვდებით ალბათ, სიყვარულზე ვარ შეყვარებული....
თუ სიყვარული არ არსებობს,სიცოცხლე რაა?! არარაობა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1466 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლედი გაგა კულისებში შემოქმედებით ჯგუფთან და ფანებთან ერთად

ლედი გაგა

 კულისებში შემოქმედებით ჯგუფთან და 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1283 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

რიანა "Kids Choice Awards"-ზე


.....................
რიანა 
"Kids Choice Awards"
-ზე
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სებასტიან სტენი-Sebastian Stan

სებასტიან სტენი

 - მსახიობი
1983 წლის 1 აგვისტო,
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2257 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Coco Chanel quotes

Coco Chanel quotes



• Fashion is not something that exists in dresses only. Fashion is in the sky, in the street, fashion has to do with ideas, the way we live, what is happening. 

• A fashion that does not reach the streets is not a fashion. 

• Fashion is made to become unfashionable. 

• There is no fashion for the old. 

• Elegance is refusal. 

• Luxury must be comfortable, otherwise it is not luxury. 

• A woman has the a ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Models Street Style (part 1 )

.......................
Models Street Style
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2775 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დილაობით მე შენ უგემრიელეს ყავას მოგიდუღებდი…

შენ გაგაღვიძებდა გემრიელი ყავისა და გემრიელი ქალის სუნი…

ადგებოდი და ბანცალით გამოხვიდოდი სამზარეულოში….

თვალდახუჭული ამიჩეჩავდი ისედაც აჩეჩილ თმებს…

შენთვის პატარა ტატუს გავიკეთებდი ზურგზე.ეს იქნებოდა ლამაზი ჩიტი,რომელიც შენთვის იჭიკჭიკებდა,როდესაც მომეხვეოდი…

ზურგიდან მომხვევდი ხელებს და ამომავალ მზეს ერთად შევხვდებოდით ცხელ შავ ყავასთან ერთად ერთი ფინჯნიდან…

დღისით სასეირნოდ სანაპიროზე ვივლიდით და შენს არაჩვეულებრივ თვალებში მზის ანარეკლით გავთბებოდი…

საღამოობით იატაკზე წამოვგორდებოდით დიდი ფუმფულა საბნის ქვეშ და კარტს ვითამაშებდით გახდაზე…:)

ძილისწინ ახლართულ თმებს დამვარცხნიდი და მატირებდი…მერე გულში ჩამიკრავდი და მომეფერებოდი…თვალებიდან ცრემლებს ტუჩებით ამიკრეფდი …
ორივეს გაგვეცინებოდა…

შენს მკლავზე ჩამეძინებოდა და ცხვირზე მაკოცებდი…

მერე…მერე ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა…
მაგრამ სამწუხაროდ შენ ამაზე უარი თქვი…

მე შენ…

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თეთრი გედი გულსაკლავად მღეროდა,
თითქოს შველას ვიღაცისგან ელოდა,
მის გასაჭირს მხოლოდ მთვარე ხვდებოდა,
იცოდა ,რომ გედი მხოლოდ ერთხელ
ისიც სიკვდილის წინ მღეროდა.

გედმა როცა დაასრულა სიმღერა,
განწირული ფრთებს რომ ვეღარ იქნევდა,
დაბლა დაბლა ეშვებოდა უძლური,
სული მისი მაღლა ცისკენ მიჰქროდა.

მთვარე მაშინ მიიმალა ღრუბლებში,
ირგვლივ უცბად მწუხრმა დაისადგურა,
თეთრ ფიფქების ნაკადულმა ითოვა,
მამა მთვარემ გედი ასე იგლოვა.

არემარეს თეთრი შუბა ჩაეცვა,
თოვლს კი თეთრი გედი გულში ჩაეკრა,
მხოლოდ მთვარე იყო მოწმე ამ ამბის
ცრემლებს თვალზე ჩუმად,უხმოდ იწმენდდ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1551 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყური დაუგდე შენს გულის კარნახს
მიყევი წყნარად, აუჩქარებლად
კარი გააღე გამოდი გარეთ
იქვე ხის ძირში მე დამინახავ
მომიახლოვდი ნუ გეშინია
არაფერს გიზავ, ნუ გამირბიხარ,
რა დაგემართა აღარ გახსოვარ
აღარ გჭირდები მე ისევ აქ ვარ
დაგელოდები უკუნისამდე
ჩემო პატარავ, ნუ მიუარებ
უშენოდ თავი არაფრად მიღირს
პასუხს მოველი მიდი მითხარი
რამ დაგადუმა.
არ მეუბნები? კაირგი დაგიცდი
მთელი ცხოვრება შენთან დავრჩები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უცებ ქუჩაში ეტლი იხუვლებს,
გაჰყვება მჭახე გამოძახილი,
მე მივეყრდნობი რკინის რიკულებს
გაოგნებული და თავდახრილი.

ყმუის ქარბუქი და ძვლებში ატანს
უჟმური სივრცე, შემაშფოთები,
და ნეკერჩხლები რკინის ლატანებს
ეხეთქებიან წითელ ფოთლებით.

ასდის ოქტომბრის ცივი სურნელი,
ნაცრისფერ ლოდებს სუსხი ერევა,
წითელი ბუჩქი, შვების მსურველი,
მიმოიფანტა წითელ ცრემლებად.

შემოგარენში მიმოიფანტა,
მიმოეფინა ქალაქს ვედრებით,
მერე ჰაერში წამოიმართა
მტვრისა და შხამის შავი სვეტები.

კვამლის მორევში მივიმალები,
სახლები ძლივსღა მოჩანს შორიშორს
და ფაბრიკები ცივი მილებით
კვამლს აფურთხებენ მზიან ჰორიზონტს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 969 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1198 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



She's Out of My League
1 სთ 44 წთ

ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 11 მარტი 2010
რეჟისორი: ჯიმ ფილდ სმითი
სტუდია: დრიმუორქს ესქეიჯი, მოზაიკ მედია გრუპი
როლებში: მაიქ ფოგელი, ჯეი ბარუშელი, დებრა ჯო რაპი, კრისტენ რიტერი ...
ხარისხი: 
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 1 399.82 MB


ფილმის მიმოხილვა
საკუთარ თავში დაურწმუნებელი კირკ კეტნერი პასუხს აგებს ავიარეისებზე უსაფრთხოებისთვის, უფრო სწორად, სთხოვს პასაჟირებს გაფრენის წინ თავისი ფეხსაცმლის გახდას შემოწმების მიზნით. ერთხელ კირკს გაუმართლა – ის მოლის შეხვდა და მისი მოლოდინების საწინააღმდეგოდ მათ ორმხრივი გრძნობები გაუჩნდათ... თუმცა კირკს არ უნდა მოესმინა ოჯახის და მეგობრების რჩევებისთვის, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოლი ზედმეტად კარგ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მოწყენილი კლოუნი ვარ... მე მინდა ვიმოძრაო მხოლოდ შენთვის... ჩემმა თითოეულმა სიტყვამ, ნაბიჯმა, მოქმედებამ, აზრმა მინდა უფრო მომიყვანოს შენთან... არ დავიხარჯო არაფრით იმაზე, რაც არ მომაახლოვებს შენთან...
ყველაფერს, რაც ჩემია მე მოვყავარ შენთან...
მინდა ვჭამო შენთვის,
მინდა დავლიო შენთვის,
მინდა ვიმღერო შენთვის,
მინდა დავხატო შენთვის,
მინდა დავხატო ფისო და გავაცოცხლო შენთვის,
მინდა მიყვარდე შენთვის,
მინდა გიყვარდე შენთვის... მინდა დახატო ფისო და გააცოცხლო ჩემთვის,
მინდა იმღერო ჩემთვის,
მინდა დალიო ჩემთვის,
მინდა ჭამო ჩემთვის,
მინდა ყველაფერს რაც შენია მოჰყავდე ჩემთან... შენს სხეულს, შენს წამწამებს, შენს ხელებს, შენს გრძნობებს, აზრებს, სიტყვებს, ინსტინქტებს, ნაბიჯებს...
მეგობრობა თუ სიყვარული... ცნებებს ჩარჩოები, კლიშეები მოსდევს... აქ კი ვართ მე და შენ... ჩვენ... და მარტო ვიბრძოლებ შენთვის, თუნდაც მტერი იyოს მთელი სამყარო... სამყაროს მკვლელობა მტკივნეულია... მაინც მოვკლავ მას... დარჩები მხოლოდ შენ_ ჩემში... იმიტომ, რომ შენ სამყაროზე უსასრულო ხარ, ...იმიტომ, რომ ერთი უსასრულობა მეორეს ადგილს არ უტოვებს...უკვე მკვდარია... მე სხვა სამყაროში ვარ... შენთან ერთად წარსული სამყაროს ადგილი აღარ რჩება ჩემში.
დარჩები თუ წახვალ? დატოვე საერთო სამყარო! აქ, ჩვენს სივრცეში ყველაფერი ჩვენი მოწყობილი იქნება... დარჩები თუ წახვალ?...
მინდა აქ გამოვჩორკნო სახლი შენი მომავალი ფისოსთვის,
დავკრიფო ყვავილები შენი მომავალი დღისთვ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1965 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წუხელ ქუჩაში ღამე თეთრად რომ გავათენე,
თავს გავუჯავრდი! დრო დაკარგე ბრიყვო რამდენი
არ გირჩევნია სახლში იჯდე და შენტვის დუმდე,
იმაზე რაზეც,იქაც სდუმდნენ მოკამათენი...

თავს ნუ ჩაიგდებთ ძმებო საფრთხეში,
არ დაემგვანო ძველო,არიფებს...
მაგ ბნელი ჩიხის ყოველ კუთხეში
ერთგულ დარაჯად დგას სიღარიბე!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენი მტკივანი სიყვარული
ბოლოს მომიღებს ადრე თუ გვიან.
მაშინებს შენი სიყვარული,
შენს სხეულში აქვს სათავე წყვდიადს
და თვალებზე გაქვს მიხატული
ღამე,როდესაც მიყურებ მე.

ო,არასოდეს მინახავს მზე
ჩრდილებით ასე დასახლებული
და ახლა ყველა მაღალი ხე
ზურგით რომ არის შებრუნებული
მზისკენ,დაჰყურებს მიწას და ჩრდილს,
რომელსაც თავად ფენს.

წყვდიადი არის ჩასაფრებული
ყველა ნათელი არსების უკან.

და თუმცა მინდა მღერა და ბუქნა,
უცხო სიბნელემ ისე მოხიბლა
ჩემი თვალები – ვერ ვწყდები უკუნს,
თასის გარშემო გუბეებად რომ მიმოღვრილა.

მაგრამ, უსმინე, ამას რა ჰქვია?
მინდვრად ოდნავი ლივლივი ხმათა
ჰგავს ცარიელი ნიჟარის შრიალს
და ეს სიკვდილი ქოშინებს,სადაც
ტყის ყვავილები გვირგვინებს ხრიან
და ცაზე ტოროლაა მიხატული.
შენი მტკივანი სიყვარული
ბოლოს მომიღებს ადრე თუ გვიან.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ შემამშრალე ნაწვიმი სევდა
და წიწვებგაშლილ ნაძვს დამამსგავსე
რა გვიანია ახლა სიმშვიდე,
ხელახლა ვიშვი შენი შინიდან.
შენ დამიგუბე სხეულში ზმნები,
რომლებიც ახლა უჩემოდ ქმნიან
(ვერაფერს ამჩნევს გარშემო ხალხი).
შენ აიკარი გუდა-ნაბადი
და დაიარე ჩემი სხეული,
ჩემი ძარღვები, არტერიები, გამხდარი ძვლები. . .
როგორც სამყაროს, შემომიარე.
მე - გამიათკეცდა ფიქრების წყება,
მთელს ჩემს ყავისფერ მყუდროებას მოეღო ბოლო.
და გაცილებით ცხელი ვარ ახლა,
ვიდრე ათასი დამსკდარი მზე.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1305 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე
და რომელიც ტუჩებზე დამრჩა,
როგორც ის სიტყვა -
ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.

ასეთ დროს მუდამ,
შენ ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ,
რომლებიც გვანან
სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს,
ერთმანეთთან რომ
აკავშირებს
და თან აზრს აძლევს.

განა არის შენ ცხოვრებაში
რაიმე მეტი
გამოტოვებულ ადგილებზე?
იმ ცარიელ ადგილებზე,
რომლებსაც სახლში ანაწილებ
და ინახავ: ჭიქებში, სხვენში
ქვედა უჯრებში,
მაცივარში, საყვავილეში
და საწოლის მეორე მხარეს.
მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე,
არავის რომ არ ეკუთვნიან
და თვალების დახუჭვიდან გახელამდე
რომ გეპარება.
რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის
და რომლებიც გაკავშირებენ დროით სივრცეში
საკუთარ თავთან.

მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავს ვუდასტურებ,
რომ ქუჩები დადიან ჩვენში,
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ,
რომ საკვები გვჭამს,
რომ წყალი გვსვამს,
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის,
რომ ჩვენთვითონ ღამიდან მთვარე
ამოგვყავს - როგოც რძიდან ყველი
და ვანახევრებთ,
უფრო სწორედ ვინახევრებთ -
ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით,
როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს

ერთი შეხედვით უმიზეზოდ მოდის თოვლი
და იკავებს ცარიელ სივრცეს.
შენ სახეზე გ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 976 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძალიან დავიღალე...
და მგონი, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არ ვარ ვალდებული, სხვების დღის გაფუჭების შიშით გავიღიმო...
დავასკვენი, რომ ყველაზე ისეთი.. ცუდი და დეპრესიული დღეები მაშინ მაქვს, როცა რეალურად რაღაც ურთიერთობის დასრულების ვიღაცის დაკარგვის წინაშე ვდგავარ. ერთის მხრივ, კარგია, ალბათ, იმიტომ, რომ ასე მაინც ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ...
მაგრამ მეორე მხრივ... ძალა აღარ მაქვს, ვიფიტები და დავიღალე ...
ვიყავი ისეთიც ერთ დროს, როცა ყველანაირად ცდილობ, არავინ დაკარგო... ვიბრძოდი, შინაგანად ბევრს ვითმენდი (როგორც წესი, გარედან ჩანს რატომღაც, რომ არ ვითმენ არაფერს...), არ ვიმჩნევდი... და გადავარჩინე რამდენიმე რაღაც, რაც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია...
მაგრამ ახლა აღარ შემიძლია... კარგი ბებერივით გამომდის, მაგრამ ალბათ, ეგოისტი ვარ... კიარადა, ეგრეა... საკუთარ ძალებს ვუფრთხილდები...
დამღალა იმან, რომ სულ მე უნდა მტკიოდეს... სულ მე უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან ისევ... სულ მე უნდა დამენგრეს თავზე ყველაფერი... აღარ მინდა...
თუ ეს ყველაფერი ჩემი სისუსტის გამართლებაა....?

ხანდახან, ღიმილით გავდივარ
საკუთარი თავიდან
და ზემოდან დავცქერი
უსუსურ, დაღლილ "მე"-ს,
რომელსაც ძალიან უნდა სჯეროდეს,
რომ ცოცხალია...

ხანდახან, ვჯიუტდები
და არ ვბრუნდები საკუთარ თავში...
ზემოდან დავცქერი
აფორიაქებულ, შეშინებულ "მე"-ს,
რომელსაც ვერ გაუგია, რა დაკარგა,
მაგრამ ჯიუტად მეძებს...

ხანდახან, მთელი გულით მეცოდ ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1315 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაბრუნდი.

გშლი.

გშლი, იმიტომ, რომ შენი ტარება აღარ შემიძლია.
ჰოდა მიყურე.

ფეხის წვერებზე შეყინული სიმშვიდით
და ილუზიებით გატენილი თავით.

როცა იგნრევა სახლი, მის ადგილზე ვრჩებით ჩვენ,
ერთ დროს ვითომ მცხოვრები-შიგნით ადამიანები.
აქ ყოველთვის არიან მაწანწალა ძაღლები, მორიგეობენ.
სახლის ნანგრევებს ყარაულობენ, რომ არ გაექცეთ-
და სახლმა, თავის თავი უცხო ადგილას არ წამოჭიმოს.
ისინი გვყარაულობენ ჩვენ, სახლის ნარჩენებს...
რომ რადგან უკვე ერთმენეთი ამოვანგრიეთ,
ახლა სხვებთან არ გადავბარგდეთ, დროებითი შემაგრებით,
არ მოვატყუოთ, რომ საიმედო კედლები ვართ, და ისინიც არ ჩავიყოლოთ.
აქ ყოველთვის არიან მაწანწალა ძაღლები....მორიგეობენ.
სახლი ხმაურობს, როცა იწყებს გადაშენებას, სახლი ბორგავს.
სახლს უხაროდა, -დაიდგმება, ფესვებს გაიდგემს, სუნსაც გაიჩენს,
ახლა კი შფოთავს და სახურავზე ნაოჭების ქსელი გაება, როცა
მისი კედლები, ცდილობენ მიახლოვებას, შევიწროვებას.
როცა კდელები, ვითომ ერთმანეთს ეკუთხებიან, სინამდვილეში კარგავენ ფორმას.
სახლს ეშინია.
როცა ინგრევა, როცა მისი ყველა ნაწილი, რაც კი აქამდე შეუხორცდა-
აწყდება სხეულს, მისი ბუხარი იწყებს ხრჩოლვას და ბოლი ფანჯრებს ბურავს.
და ჩვენ გგვგონია, რომ ფუილტვები გვტკივა, თვალები გვეწვის, სახლი კი
ფიქრობს-მე ავტკივდი, მომიშორებენ და შურს იძიებს....
სახლი ტირის.
მასთან მოდიან მაწანწალა, ქუჩის ძაღლები და მოღალატე კედლებს
ყარაულობენ...მო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


1. ნუ შეშინდები მკვდარი ძვლისაგან!
სულმა დამტოვა; _ სიცოცხლე მორჩა.
თუმც განსხვავებით ცოცოხლებისაგან,
სისულელეებს მე აღარ ვროშავ.

2. მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! _ შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.

3. ჯობია ვაზის ნაჟურით გავსონ,
ვიდრე ჭიების იყო საჭმელი;
ჯობია ისევ სასმისს გამსგავსონ;
დალიონ შენით ღმერთის სასმელი.

4. და სადაც ერთ დროს ბრწყინავდა ტვინი,
რომ ყოფილიყო სხვებისთვის მარგი,
სიცარიელე დარჩა და ღვინით
შეივსოს, ნუთუ, არ არის კარგი.

5. მიდი დალიე, ვიდრე ეს ძალგიძს
თორემ როდესმე ვინმე გარდაცვლილს
გიპოვის შენაც; დაგირღვევს წყნარ ძილს;
ერთ დღეს სუფრაზე გიხილავ დაცლილს.

6. რა ხეირი გვაქვს თავებისაგან,
ვიდრე ცოცხლები დავდივართ ქვეყნად?
ხოლო დახსნილნი მატლებისაგან,
გამოდგებიან უთუოდ მეტად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Image and video hosting by TinyPic

კლოდ მონე "მზის ამოსვლა”

თითქოსდა არაფერი – როგორი ნატურაა!
თითქოსდა არაფერი-ფრთებს ვშლი!
თითქოსდა არაფერი-მივექანები ზეცისაკენ, მივექანები სასწაულ ბაღში. ფერთა სიძუნწე ჩემი საქმე არაა, იგი მიმინდვია მისთვის, ვინც სულით რეალობაში სახლობს.
ნიჭიერი ვარ. დიახ, სწორედ რომ ნიჭიერი, რადგან ღმერთმა დამასაჩუქრა ოცნების ნიჭით!
თითქოსდა არაფერი-მაგრამ ყველაფერი! Eეს ხედი ვერცერთ სულდგმულს ვერ დატოვებს ისე, თუ ერთმა აზრმა არ გაიელვა მასში, ერთმა ოცნებამ, ერთმა მიზანმა, წყურვილმა მარადისობისაკენ! M ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 3522 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Gossip Girl

მაინტერესებს თქვენ რომელი წყვილი უფრო მოგწონთ...
ბლერი და ნეიტი 
(ლეიტონ მისტერი და ჩეის კროუფორდი)
თუ ბლერი და ჩაკი
(ლეიტონ მისტერი და ედ ვესთვიქი)
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1904 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic



...............
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1875 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




სახელი:
Toni Garn
დაბადებოს თარიღი: 1992 , 7 ივნისი
დაბადების ადგილი: New York 
დებიუტი შედგა V-Magazine-დახმარებით

.......................................
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2170 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლეიდი გაგას ჩაცმის სტილი და ვარცხნილობები.


... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1368 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

იზაბელა სკორუპკო -Izabella Scorupco

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1785 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შანინ სოსამონი - Shannyn Sossamon

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2610 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Alessandra Ambrosio And Family Spend The Day At The Park



28
 წლის ბრაზილიელი მოდელი ალესანდრა ამბროსიო

28 
მარტს მისი მეუღლე ჯამი მაზური და მათი წლინახევრის გოგონა
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1444 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს ოთხი წლის გახდი და (ბედნიერი ხარ)
ო, როგორ გიყვარს თებერვალი,
დღეს შენი დაბადების დღეა და
მზეც კი შენსკენაა მომავალი...

დაქალდი, გაიზარდე უკვე...
თმებიც დალალებად დაიყარე,
გარემოც აციმციმდა მოლოცვებით
დაბადების დღე მოგილოცა ყველა მხარემ.

უკვე ოთხი წლის ხარ კალენდარით,
მაგრამ ბავშვობა არ გემჩნევა
წლებსაც არ გიმატებს წელიწადი
ო, რა უცნაური თვეა...

დღეს ოცდარვაა, ხვალ პირველი
შენ კი ოთხი წლის გახდი,
გასაკვირია ხალხმა რომ გაიგოს
ოთხი წლის ბავშვს, (რომ) ვეტრფი...

მაგრამ რას ვიზამთ, არ გეტყობა,
მე თვრამეტის ვარ, „შენც ეგრე"
ჰოდა, მთავარია გვიყვარს ერთმანეთი
კალენდარს?! კალენდარს ეშველება რამე!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მე არ მიცნობ,
მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს,
შენ მე არ მიცნობ,
მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები,
შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი,
იქნებ გადარჩე,
მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები...

შენ ცას უსმინე გევედრები,
მე ნუ მომისმენ,
ზამთრის მუქარამ დაუთვალა
ხეებს ნეკნები,
მე კი არ ვმღერი
ქარი არხევს შემოდგომის ხეს
და ფოთლებივით უნუგეშოდ
სცვივა ლექსები...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უფლის ოცნებამ თუ დაგბადა მსუბუქი ასე,
შემოექეცი მოციქულად უცხო ზეცათა,
შენ შეიფარე სიყვარული და მიიმსგავსე,
ფრთა მოუჩრდილე მას, რომელიც შენად გეწადა.

შემოგხარიან ყვავილების შორი გუნდები,
მე კი შენებრი ლაღი ფრენის მდევენ დარდები,
როცა ნათელი ტევრებიდან დამიბრუნდები
და დედამიწის ოდინდელ ტვირთს დაუზავდები.

შენს მქრქალ მინანქარს ეშინია ჩემი სიმძიმის,
მზისკენ მიიწევ, მღლის სიმაღლის უცხო ნაწილი,
ტატნობს უტოლე უცნაური ფრთების ციმციმი,
და ღრუბლებისკენ უსალბუნო სევდა გაცილებს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუ მიმატოვებ!
ჯობს დავივიწყოთ,
რაც უკვე იყო,
რაც შორს დავტოვეთ! -
გაუგებრობა,
წამი მზაკვრული
და დაკარგული
დროით შეპყრობა,
და ის დღეებიც,
გულს რომ გვიკლავდა,
კითხვებს გვისვამდა
ეჭვის ტყეები.
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!

გაჩუქებ წვიმას
უდაბნოს მოსულს,
ბროლივით მბრწყინავს,
მძივებად მოსხმულს.
მკვდარიც გავარღვევ
საფლავს, ეული,
რომ მზით გავალღო
შენი სხეული.
ავაგებ ოდას,
სადაც უფალი
იქნება ტრფობა,
შენ - დედოფალი!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!

ნუ მიმატოვებ!
მე გეტყვი ფრაზებს
სიგიჟით სავსეს,
მხოლოდ მადროვე.
გეტყვი იმ წყვილზე
ვრცლად და უხვადაც,
ერთურთი ისევ
რომ შეუყვარდათ.
მოგითხრობ ხვედრზე
მკვდარი მეფისა,
შენთან შეხვედრა
რომ არ ეღირსა.
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!

გვინახავს მავანთ,
რომ მეყსეულად
ამოფრქვეულა
მძინარე ლავა,
და ისიც, ვფიცავ,
გვინახავს, როცა
დამწვარმა მიწამ
ხორბალი მოგვცა.
და რომ ალისებრ
შეღებოს ბინდი,
განა, ღამისფერს
არ ერწყმის შინდი?!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!

ნუ მიმატოვებ!
აღარ ვიტირებ,
არც ვიტიტინებ,
ოღონდ მადროვე,
უბრალოდ, დავდგე
და შენი ცქერით, ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 7:56 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024