♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 29 » დავიღალე...
2:17 PM
დავიღალე...


ძალიან დავიღალე...
და მგონი, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არ ვარ ვალდებული, სხვების დღის გაფუჭების შიშით გავიღიმო...
დავასკვენი, რომ ყველაზე ისეთი.. ცუდი და დეპრესიული დღეები მაშინ მაქვს, როცა რეალურად რაღაც ურთიერთობის დასრულების ვიღაცის დაკარგვის წინაშე ვდგავარ. ერთის მხრივ, კარგია, ალბათ, იმიტომ, რომ ასე მაინც ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ...
მაგრამ მეორე მხრივ... ძალა აღარ მაქვს, ვიფიტები და დავიღალე ...
ვიყავი ისეთიც ერთ დროს, როცა ყველანაირად ცდილობ, არავინ დაკარგო... ვიბრძოდი, შინაგანად ბევრს ვითმენდი (როგორც წესი, გარედან ჩანს რატომღაც, რომ არ ვითმენ არაფერს...), არ ვიმჩნევდი... და გადავარჩინე რამდენიმე რაღაც, რაც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია...
მაგრამ ახლა აღარ შემიძლია... კარგი ბებერივით გამომდის, მაგრამ ალბათ, ეგოისტი ვარ... კიარადა, ეგრეა... საკუთარ ძალებს ვუფრთხილდები...
დამღალა იმან, რომ სულ მე უნდა მტკიოდეს... სულ მე უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან ისევ... სულ მე უნდა დამენგრეს თავზე ყველაფერი... აღარ მინდა...
თუ ეს ყველაფერი ჩემი სისუსტის გამართლებაა....?

ხანდახან, ღიმილით გავდივარ
საკუთარი თავიდან
და ზემოდან დავცქერი
უსუსურ, დაღლილ "მე"-ს,
რომელსაც ძალიან უნდა სჯეროდეს,
რომ ცოცხალია...

ხანდახან, ვჯიუტდები
და არ ვბრუნდები საკუთარ თავში...
ზემოდან დავცქერი
აფორიაქებულ, შეშინებულ "მე"-ს,
რომელსაც ვერ გაუგია, რა დაკარგა,
მაგრამ ჯიუტად მეძებს...

ხანდახან, მთელი გულით მეცოდება
მიტოვებული "მე"...
ჩუმად, უხმაუროდ შევუღებ კარს
და სიცარიელეს ვუვსებ...

ხანდახან, პატარა ბავშვივით მიყვარდება
ჩემი გაბუტული "მე".
ლამაზ მოგონებებს ვუფრიალებ
თვალწინ სათამაშოებივით...
გაუხარდეს....

ხანდახან, თვალწინ ფეხქვეშ მითელავენ
მოტყუებულ, ნაფურთხებ, ნაცემ "მე"-ს.
გვერდით მივუწვები და
გახეთქილ ტუჩზე შემშრალ სისხლს ვწმენდ...


ხანდახან,
ხელიდან მეცლება...
აღარ მიჩერდება, გამირბის...
და ვერ მოვუარე...
ზემოდან დავცქერი -
მიკვდება "მე"...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1315 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 9:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024