♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


მე დაგიკრეფ კონა კონა იასამანს,
არ გაჩუქებ, შენს სახსოვრად შევინახავ,
გამიღიმე, შენ უბრალოდ გაიღიმე
და შენს ღიმილს დედამიქა დაინახავს.
სიყვარული თუ იპოვე ნუ დაითვლი,
ნუ დაითვლი რადგან შენთვის ზედმეტია,
რატომ უნდა დავიხარჯო თბილი გრძნობით
როცა ვხვდები რომ ეს შენთვის სულ ერთია.
რატომ უნდა თენდებოდეს დილა ფიქრით
შენზე ფიქრით რატომ უნდა თენდებოდეს,
დრო რომ გავა გამიხსენებ მერე იტყვი,
სიყვარული რომ არუნდა ბერდებოდეს.
ღამეც შენთან რატო უნდა იძინებდეს,
მთვარეც შენთვის რატო უნდა ლოცულობდეს,
დედა შვილებს რატო უნდა იშორებდეს,
ვიღაც სადღაც რატო უნდა პოულობდეს.
მაპატიე, დგეს სიბრაზე მაპატიე,
ჩემი გული შენ ასეთი დაგინახავს?
გამიღიმე შენ უბრალოდ გაიღიმე
და შენს ღიმილ დედამიწა დაინახავს.
Attachments: სურათი 1
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1684 | დამატებულია: iliada | სრულად წაკითხვა >>



შენთვის დაწერილ ყველა წერილს ხანდახან ვხევდი,
ხანდახან ისე განწყობისთვის ისიც ჩაისთან,
ვიჯექი ჩუმად გიკითხავდი, თუმც არ გესმოდა,
რას გაიგებდი არ იყავი და ქარს კი მტვერი
ჩემი სიტყვების,როცა მიჰქონდა მერე თურმე
არსად აპნევდა.

პატიებაა ჩემი სიყვარული.
დღეს, მე გპატიობ ყველა არ მოსვლას, 
ყველა უპასუხოდ დარჩენილი ძახილს.
ყველა უაზროდ აღვლენილ ლოცვას 
ჩემიდან ღმერთთან ვერ მიტანილს
და უკან ვერ ჩამოტანილს ღვთიდან შენამდე.
შენ კი, იდექი, ისე ჩუმი და ისე უტყვი,< ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1426 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით. ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1365 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
... Read More

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1296 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია,
... Read More

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1409 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ო, რა ლამაზი თვალები გქონდა, 

როცა იყავი ბავშვი პატარა, 

შენ მოგფენოდა ყველა სიკეთე, 

ცხოვრებამ სწორი გზებით გატარა. 



ო,რა უძირო თვალები გქონდა 

შენი სულივით წმინდა და ლაღი, 

... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1728 | დამატებულია: LaNa | სრულად წაკითხვა >>


შორეული ქალის ეშხი 
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მოკისკისე ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით,
მტანჯავს მსუბუქ მქროლი"

აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი,
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი
დოვინ-დოვენ-დოვლი:
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1398 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1482 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე არ გეგონოთ თვით ლეონიძე,
ან მეფეთ მეფე გალაქტიონი,
მე ნიკოლოზის მსგავსი მაქვს სული,
ნეტავ იცოდეთ როგორ მაქვს გული.

გული ნატკენი და გატეხილი, ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1871 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დავივიწყებდი მეც ყოველივეს ერთად,
თუ ეს ტკივილი ბედისწერად არ დამყოლია..
შემოვიხსნიდი სულის გამთანგველ ნექტარს,
შენში შემოველ და ეგ სხივი თან გამყოლია...
ახლა მრავალი კითხვა მაწუხებს,
ღმერთო მაჩუქე პასუხი ერთი,
დადგება ჟამი შემოვიხსნი მძიმე მარწუხებს..
თუმც ახლა მხოლოდ დროის მწეწავ მიზნის ხედს ვეტრფი...

p.s.გჟეროდეს და იმედი იქონიე...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1674 | დამატებულია: malikula | სრულად წაკითხვა >>

1 2 3 ... 33 34 »
ორშაბათი, 2024-12-30, 5:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024