მთავარი » ♥პოეზია♥

<:purple">

იცი, რა? -ვიცი რა, წვიმამ ბევრი ითმინა, ბოლოს ვერ მოითმინა, იწვიმა და იწვიმა...
-კიდევ, კიდევ, იცი რა? გულმაც ბევრი ითმინა, მანაც ვერ მოითმინა, იტირა და იტირა...
-ახლა გითხრა?

Read More

მე სიფრიფანა პატარა ქალი, შენ გოლიათი ჩემგან ძლეული... შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული. ფერად სათვალით მე არ გიყურებ, ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი, მოდი და მხრებით გადმომახურე დიდი იმედის პატარა ქოხი... მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი, ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის. შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული... შენ რომ გგონია შენ ამირჩიე, თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული

დავლიოთ? ოხ, არა! მომშორდით თავიდან. მე ახლა რატომღაც, დალევა რა მინდა!
არ დავლევ თუ სუფრას ქალი არ ამშვენებს, ნაღვინარ თვალებით გრძნობას რომ ახელებს.
ადგება, ირწევა, ვით ქარში თოლია, მე მაშინ ქალისთვის ვგიჟდები მგონია.
დავლიოთ? ოხ, არა! მომშორდით თავიდან.

Read More

სიცოცხლე ერთი თქმაა,
ერთი სურვილი ღმერთის -
შენ რომ იცოდე, რაა
ახლა მთავარი ჩემთვის!
შენ რომ იცოდე,რად ღირს
ჩემთვის სამი დღე პეპლის,
აღარაფერი დამღლის,
მზის და სიკეთის მეტი.
შენ რომ იცოდე, რა ვარ,
ცას გავაჯერებ ფრენით -
ცხოვრება ჩვენი ზღვაა,
ზღვაში წვეთი ვარ ერთი...

ჩვენ არყოფნიდან მოვედით,
და ვნახეთ ყოფნა რაც არი
აზრი ამ ქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი.
წინ წყალი უკან მეწყერი
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი,
ბედნიერებას ვეძებდით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.
სიკვდილი დედა ყოფილა
სიცოცხლე დედინაცვალი.

ოჰ,ნუ მიყურებ,ეს თვალები ვერაფერს გეტყვის, ღამე ცივი და ქარიანი თეთრად ვათიე.... მომეცი ხელი,დამიჯერე აქ ვარ,შენთან ვარ და თუ ვერ იგრძნო სითბო ჩემი გთხოვ მაპატიე...

არ მჯერა... დედამიწა ტრიალებს... არ მჯერა... ფოთლები შრიალებს... არ მჯერა... სუნთქვა წრფელია... გულები თბილია..ცხელია... არ მჯერა... თვალები სველია... ცრემლები ჩემია,შენია... გიცქერი ვბედავ... არ მჯერა გხედავ... დღეს დღე გვიანია მუზა მზიანია... ლეგა ღრუბელია გარს რომ მაფენია სევდად... არ მჯერა ამ წუთის ამ წამის ხედვა... არ მჯერა თვალების გრძნობათა ნარევის... არც დიდი ნდობის,ფიქრებით თრობის... ვარსკვლავთა კრთობის..ციმციმის..წყდომის... შენი მონატრების მჯერა...

ხარბად ვისუნთქავ ანკარა ჰაერს ზეფირის მკერდზე მივექანები, საით განქარდა ხალასი სრბოლა და ჭაბუკური იდეალები?!.. ცხოვრების ჩქერში ჩავეშვი ნისლებრ, ვერცხლისფერ ჩქერალს ვეალერსები.... ვითარ გვიზიდავს ღრმა,კამკამა ნაკადი წყლისა, ცივ სტიქიონში იწმინდება გონების არე, უზენაესო რად მაჩუქე ბაჯაღლო ქისა დოდონეს ჭალებს ღვთაებრივ სულს შევწირავ მალე... გულდაწყვეტილნი რად მიყურებთ წმინდა ადგილნო, განა ეს მზერა გაზაფხულის ჩემი არ არის? ახალგაზრდული ოცნებების გაბმული რითმა მაისის სიო სულის ფრიალს დაკოცნით დაღლის... ეს ზეცაც ჩვენი სიყვარულისა, მარადისობას დაევანება, თან უკვდავ ღიმილს შემომაგებებს, სიცოცხლის ნექტარს დაეწაფება... გწამდეს!!!

ახლა სად გაქრა უკუნი ღამე და სიმარტოვე ჩემი ცხოვრების?! ცხადლივ აღვიქვი სრულქმნილება ვარსკვლავის ფერთა, ეს ხომ სიცოცხლის ზეიმია...მონაპოვრების... მტრად შემოფარგლულ წრებრუნვაში მივედი ღმერთთან. ამოცურდება უკვდავების დინჯი ტიტანი და ნაირფერად ღიმილს მოჰფენს ტაძრებს მადლიანს, ან ბედისწერის ფერხთით დასცემს ცდომილ საუფლოს,

შესვლის ფორმა |

სექციის კატეგორიები |

ძებნა |

კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |

ჩვენი გამოკითხვა |

საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |

სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |