მთავარი » ♥პოეზია♥
ახლა ქარს მიაქვს გრძნობათ ნამქერი დატოვებს სადგაც კუნძულზე ალბათ, ძველ მონატრების კორიანტელი ნაღვლიან დილას უკვდავად დააქვს... დაცვარულ მთების,დაჩრდილულ ქედზე ამ აღსარებას ელიან გვიან, ჩემი სიცოცხლის უჭკნობელ მკერდზე, ყოველ კელაპტარს სანთლები ცვლიან...
|
მესმის წვეთების ნაზი წიკწიკი და სულს მიმშვიდებს ღამე თავნება, იმ მოგონებებს შორით მოვისვრი მე ის არცერთი არ მენანება... შემოალანდე ფრთხილო აჩრდილო და მომაფრქვიე გრილი სურნელი, ჩვენი გრძნობების დიად სიმაღლეს, მუდამ დიადი ჰანგით უმღერი.. მომეალერსე ბნელო სიგიჟევ,თან წარიტანე სევდა ულევი, მე ხომ მაჩუქე შენ შენი სუნთქვა, მაგრამ მკვდარია ჩვენი სულები... ჩემი მხურვალე,ობოლ ცრემლთა ჩამონარიდი, ვარდის ფურცლების სურნელებას თან გაჰყოლიან...
|
ოჰ,სიყვარულო შენს თმების სურნელს გამოვყოლივარ, მარტოდ დარჩენილ ტაძრის სუნთქვა შვებით მანაზებს, ცის აგმაფრენა ახლაც ისევ თვალებს მიცვარავს, შუქი სანთლების მაფიქრებს და მკრთალად მანათებს... ახლა,ამ წუთას ოცნებებშიც კი ვერ გეხები, ცხადში კი ალბათ ეს მით უფრო გამიჭირდება და იქნებ შევცდე?თუნდაც ჩემო,მინდა ვიცოდე, მიმტევებლობა გრძნობებს როგორ გაერინდება...
|
მოგიძღვნი სიტყვებს,მოგიძღვნი ლექსად... მოგიძღვნი პროზად...სიმღერად...წესად... გაჩუქებ სიზმრებს,სიხარულს ზეთა, უმანკო გრძნობებს ხასხასა ფერთა... გაგანდობ ნატვრის უხმო ნაბიჯებს, რომელიც მხოლოდ გულში აბიჯებს... გაჩუქებ ნიავს,ფოთლების გროვას, ზაფხულის სითბოს,ფიფქების თოვას... გაჩუქებ ქარში იდუმალ ამბორს, ჩუმი ბგერებით სიცოცხლეს განდობ... მერე გავქრები მკრთალ,ნათელ ჩრდილში, ავირეკლები შენს თვალთა ჭრილში... მცნებად დავტოვებ ფიქრების დგაფუნს და გაზაფხულით სულგამთბარ ქარბუქს...
|
ჩემი სულის აჩრდილებო გამაოცეთ, მთის ნაპრალთა მღელვარ ნაჟურს აზრობთ, აფეთქებულ გიჟ ყვავილებს აღარ ეტრფით და სიჩუმის მდუმარება გათრობთ... არ შემეძლო დამიჯერე,გვიანია.... უსინათლოდ ვუყურებდი ყოველს, არ შემეძლო,არც არასდროს მინანია... დავიღალე...ვერ აგიხსნი...გტოვებ...
|
მიწას წარვსტაცე ჩემი ცხოვრება, დღის სარბიელი... მზე... იდილია... და გამკილავი,ჯადოსნურად მთრთვილავი მთვარე, ჩემი გულისფრად შეღებილია... სიცოცხლე ქრება,სიკვდილია მრავლისმეტყველი, სულ მინდა რაღაც გაგიზიარო... ერთგულო ჩემო... მადლიანო... იმედგამწყრალო... როგორ მოვიქცე სიმები არ დაგიზიანო?
|
ირიჟრაჟა... გამეღვიძა... წვიმდა.... სული ტირის ისევ შენთან მინდა!!!! გარეთ წვიმამ დაასველა შარა გელოდები... მოირბინე... ჩქარა.... წკაპი-წკუპი...მინას ხაზავს წვეთი ხუთი.. ოთხი... სამი... ორი... ერთი... და წვიმაში...ამ წვიმასთან მინდა რაც კი რამ მაქვს...ნათელი და წმინდა... მოვიტანო შენთან როგორც მინდა... გუშინც წვიმდა... გუშინ წინაც წვიმდა... შენთან ყოფნა კარგია და მინდა!
|
უფალმა მოგვცა ქვეყანა ერთი, ჩვენ კი დავძრახეთ მეუფე ღმერთი აწამეს ქრისტე ჯვარზე გაკრული, ეშმაკს მიჰყიდეს სული ტანჯული,
და რა მიიღეს ამის სანაცვლოდ? ! მცირედი ოქრო თავის სამასხროდ... ხალხმა ადიდა მათი მარჯვენა, ამით სამოთხეს ზურგი აჩვენა,
გვიქადაგებდა ჩვენი უფალი ''იყავით მუდამ თავისუფალი... არ დაემსგავსოთ თქვენ იმ ''იუდას'' რომელსაც სულში ღალატი უდგას,''
რა ვუპასუხეთ ჩვენ ღმერთის რჩეულს? ''არ ვუმასპინძლეთ'' მას ქვეყნად წვეულს, ვინ ავირჩიეთ, იესოს ნაცვლად ? ქურდი ბარაბა სახლის საძარცვად
აი ეს იყო ხალხის ''სიმართლე'' მაშინ დაბნელდა ქვეყნად სინათლე ახლა კი ბედის უკუღმა ტრიალს, ვაბრალებთ ქრისტეს დასასჯელ ''ტყვიას''
|
* * * * * *
თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ, შენ წყენა გრჩება და ტკივილი, მაგრამ იცოდე: შენზე მეტად ვნებ ჩემს თავს თვითონვე.. ნესტარს ვტოვებ და, ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს...
|
* * *
ნუ ტირი, მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა, დრო გადის, ხედავ? გზები უკვე გვეყოფა, ნუ ტირი, ჩემი გული შენთან დარჩება, ცრემლებით არაფერი არ გადარჩება... ნუ ტირი, თუმცა ცრემლი მართლაც გიხდება, ჩემ გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება, ნუ ტირი, გინდა? ჩემს ცრემლს გაგიზიარებ, მე წავალ, მაგრამ სულს არ დაგიზიანებ... გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები არა! წარსულში ვერ დაგტოვებ, არ მემეტები! ნუ ტირი, ბედი ტირის ეგეც გვეყოფა, ხომ ხედავ, გზები უკვე მართლაც გვეყოფა....
|
« 1 2 3 4 5 6 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|