უფალმა მოგვცა ქვეყანა ერთი, ჩვენ კი დავძრახეთ მეუფე ღმერთი აწამეს ქრისტე ჯვარზე გაკრული, ეშმაკს მიჰყიდეს სული ტანჯული,
და რა მიიღეს ამის სანაცვლოდ? ! მცირედი ოქრო თავის სამასხროდ... ხალხმა ადიდა მათი მარჯვენა, ამით სამოთხეს ზურგი აჩვენა,
გვიქადაგებდა ჩვენი უფალი ''იყავით მუდამ თავისუფალი... არ დაემსგავსოთ თქვენ იმ ''იუდას'' რომელსაც სულში ღალატი უდგას,''
რა ვუპასუხეთ ჩვენ ღმერთის რჩეულს? ''არ ვუმასპინძლეთ'' მას ქვეყნად წვეულს, ვინ ავირჩიეთ, იესოს ნაცვლად ? ქურდი ბარაბა სახლის საძარცვად
აი ეს იყო ხალხის ''სიმართლე'' მაშინ დაბნელდა ქვეყნად სინათლე ახლა კი ბედის უკუღმა ტრიალს, ვაბრალებთ ქრისტეს დასასჯელ ''ტყვიას''
|