მთავარი » 2010 » აპრილი » 04
Because I Said So 1 სთ 42 წთ ჟანრი:კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება:02 თებერვალი 2007 რეჟისორი:მაიქლ ლემანი სტუდია:გოლდ სიორქლ ფილმსი როლებში:გებრიელ მახტი, მენდი მური, ლორენ გრემი, დაიან ქიტონი, ტომ ევერეთ სკოტი ხარისხი: ენა: რუსული (პროფესიონალური)
|
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.
მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე.
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე
მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი. რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?! გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული..........."
|
მინდა ჩაგიხუტო მაგრად, მინდა რაღაც გითხრა ყურში, მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.
ისევ მომენატრე ძლიერ, ისევ ამედევნე ფიქრად ჩუმად გელოდები მაგრამ, ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად.
ვიცი უშენობა მომკლავს, ვიცი დავიღვრები ცრემლად, მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი და ფიქრებს მოვყავარ შენთან..
|
სანთელი იწვის
სანთელი იწვის, სანთელი დნება, ჩემი ფიქრები უკვალოდ ქრება, ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება და ეს ოცნებაც კვლავ ქარს მიჰყვება.
სანთელი დნება და ფიქრი რჩება, სიქუმე დგება და ღამე კრთება, ღამის წყვდიადში ცა იძირება და ეს ოცნება უსიტყვოდ კვდება...
|
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, რა უფეროა უშენო დღე და რა წყეული უშენო ღამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას, როგორ ვიტკიებ უშენო წამებს, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი, როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ სულ მალე, დაგავიწყდები, მითხარი რამე!
|
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
|
მე სულ მეგონა არ ვიყავი ჩვეულებრივი, არავინ მგავდა თუ არავის არ ვგავდი.. ვეძებდი რაღაც სასწაულს და არარსებულს, და შენ უბრალოს და ჩვეულებრივს თურმე გკარგავდი…
|
მაგიდა, სკამი, მოლურჯო ფერის კიდია ფარდა. რადიო...ბლუზი... ჩემს სიმყუდროვეს ყლუპ-ყლუპით სვამდა... ყველაფერია აქ ,რაც მყოფნის, შენ ერთის გარდა... მაგიდაზე დევს გადაშლილი, პატარა წიგნი, მაღაზიაში რად დამიტოვა, სევდიან გოგომ, დღესაც ვერ მივხვდი. ისეთი დიდი თვალები ჰქონდა, მოსიარულე სევდასა ჰგავდა, შემოატია თავის ნაღველი და მაგიდაზე ლარად დახვავდა... ვზივარ და ვფურცლავ... და ავტორივით, მეც მტკივა ია... ობლის პაწია ხელისგულზე დასახლებული მაია- ჭია... აქ ყველა ბგერა, ყველა სიტყვა, და რა ბევრია...?! სიტყვის ბოლოში მრავალწერტილიც სევდისფერია... ლურჯი ოთახი, ყვითელი ლამპა, მუსიკა..ბლუზი... ჩემს სიმყუდროვეს ყლუპ-ყლუპით სვამდა... ყველაფერია აქ ,რაც მყოფნის, შენ ერთის გარდა...
|
1. ყოველთვის დააცადეთ მამაკაცს კარის გაღება. 2. არასოდეს მოუკიდოთ სიგარეტს თვითონ, მამაკაცის თანდასწრებით. (თუ ეწევით) 3. ყოველთვის იქონიეთ ჩანთაში მაქმანებიანი ცხვირსახოცი, მაგრამ არასოდეს იხმაროთ. 4. ისწავლეთ ქარგვა. 5. ფულით, რითაც მეორედ უნდა გასაუზმათ, ყვავილები იყიდეთ. 6. არასოდეს შეუკვეთოთ რესტორანში კომბოსტო, მაკარონი, სისხლიანი ბიფშტექსი. 7. ტელეფონს ნაზად უპასუხეთ. 8. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ”ქარწაღებულნი”. 9. ხშირად დაესწარით კამერული მუსუკის კონცერტს, იარეთ ოპერაში. 10. თეთრეულის ქვეშ ყოველთვის დაიდეთ სურნელოვანი, მშრალი პუდრი. 11. მელოდრამულ ფილმებზე იტირეთ თავისუფლად, გულიანად. 12. მამაკაცი დაპატიჟეთ ჩაიზე. 13. ნუ დალევთ ლუდს სხვების თანდასწრებით. 14. ნუ დადგებით თხილამურებზე, ისრიალეთ მხოლოდ ციგურებით. 15. თუ მიგიპატიჟებენ
...
Read More
|
ჰიუ ჰეფნერის შემოთავაზება
(რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში გააკეთა)
|
რა მანქანებს მართავენ ცნობილი
|
ეს არის
საყვარელი ჯასტინ ბიბერი პოპულარობამდე იკაიფეთ, ფანებო ბოდიში
|
მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ მხოლოდ შენ..... 1. … შეგიძლია ისეთი სიყვარული, როგორიც დედამიწის ზურგზე სხვას - არავის… 2. … ამბობ ყოველ ჯერზე - "მიყვარხარო” - ისეთი გრძნობით, რომ მე ყოველ ჯერზე მჯერა ამის… 3. თანაც სწორედ იმ დროს, როცა ამ სიტყვის გაგონება ყველაზე მეტად მინდა… 4. … მაიძულებ სიხარულის ცრემლებით ვიტირო იმის გაცნობიერებისას, რომ გიყვარვარ… 5. … მსოფლიოში ყველაზე კარგად წვავ კვერცხს,… 6. და ბავშვურად მორცხვს მხდი მაშინ, როცა უყურებ, როგორ მივირთმევ მას… 7. … მიყურებ ისეთი სითბოთი, რომ ვთბები… 8. … შეგიძლია, დამარწმუნო იმაში, რომ ჩემი საყვარელი შოკოლადიც კი არაა ისეთი ტკბილი, როგორიც შენი კოცნა… 9. … შეგიძლია მკითხო, რამდენად მოხერხებულად ვგრძნობ თავს შენ მკლავზე… 10. … შეგიძლია, ქარს აეფარო, რომ მე აღარ შემცივდეს… 11. … ისე გამომიწვდი ხოლმე ხელს ყოველთვის, რომ თავი დედოფალი მგონია… 12. … შეგიძლია, მორცხვობდე, როცა შენს სახეს ვათვალიერებ და ვტკბები… 13. … შეგიძლია, უშფოთველად აიტანო ჩემი სიყვარული კანფეტების, შოკოლადის და "რაფაელოს” მიმართ და ტკბილეულით გამანებივრო კიდეც… 14. … შეგიძლია, ჩემთვის ყვავილების შერჩევაში უამრავი დრო დახარჯო, 15. და მერე არც კი შეიმჩნიო, რომ ეს გარჯა არ დავაფასე… 16. … გიყვარვარ იმის მიუხედავად, რომ ასეთი აუტანელი ვარ.. 17. … შეგიძლია ჩვენი ერთობლივი ცხოვრების გეგმები ერთ თვით ადრე გაწერო მაშინ, როცა ზუსტად იცი, მე მომდევნო დღის საკუთარ გეგმებზეც არ შემიძლია რამის
...
Read More
|
მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია, სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია, ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია, მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!
როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო, ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო, ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.
მე ასე მეგონა წარსულს ვემალები, მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები, ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს, მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.
რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე, სიხარულს ვეძებდი, მეგ
...
Read More
|
-ვინ ვარ?მე ვინ ვარ? ერთი უბადრუკი ადამიანი ვარ. -მე სად ვცხოვრობ? ერთ ადგილას.ამ ადგილს ,,ბედის გამოცდა" ჰქვია.აქ ყველაფერი შავთეთრია.აქ ყველაფერ კარგს ცუდი მოსდევს ან ყველაფერ ცუდს კარგი.მაგრამ,თითქოს ჩემთვის მხოლოდ შავი ფერები და სიბნელეა -მყავს თუ არა ვინმე? კი! ჩემს გარშემო ბევრი სხეული დადის.მხოლოდ ხორცი,რომ შეხედავ ადამიანი გეგონება.მაგრამ,სული......................სული არ აქვთ და თუ აქვთ ისიც დაწყევლილი და ისეთი,რომელსაც სიტყვები ვერ გადმოსცემენ.დადიან აქეთ იქეთ,დაფუსფუსებენ,ირევიან როგორც ფუტკრები.ხანდახან მგონია,რომ ჩემს გვერდით არიან ადამიანები,ნამდვილი ადამიანები.მაგრამ,ეს ჩემი ამბიციაა.ეს ოცნებაა.ეს წარმოდგენაა,რომელიც მალევე მინასავით იმსხვრევა.აქ ყველა თავისთვის ცხოვრობს.ჩემთვის არავის სცალია.არა!ვცრუობ!დიახაც სცალიათ.ბოროტებისთვის სცალიათ.სიკეთისთვის დრო არ აქვთ,სადღაც ეჩქარებათ და აგვიანდებათ.მერე ზრდილობის გულისთვის ბოდიშსაც გიხდიან.აი,ბოროტებისთვის კი ყველას სცალია.საქმეს გადადებენ,შეხვედრაზე დაიგვიანებენ და ამ ,,საამაყო სიკეთეს" მაინც ჩაიდენენ. -მიყვარს თუ არა ვინმე? მე ყველა მიყვარს.თქვენ წარმოიდგინეთ და ყველა. ამ ყველასგან კი ყველაზე მეტად ისინი,ვისაც არ ვუყვარვარ.ახლა მე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან,ყველასთან და კიდევ ღმერთთან: რატომ არის ისე,რომ ყველაზე მეტად მე ვინც მიყვარს,მათ არ ვუყვარვარ? -არ გაქვთ ხომ პასუხი?!ასეა,ასე!<
...
Read More
|
მე ისევ დავწერ შენთვის ერთ სტრიქონს, სტრიქონს ცრემლიანს წვიმაში ნაწერს... გული შენს სითბოს მანამ მოითხოვს,სანამ მიაღწევს სიკვდილის ნაპირს... ნუ დამინახავ ცრემლიან თვალებს, და ამ თვალებში შეპარულ სევდას, მსურს რომ ცხოვრებამ ჩვენს სიყვარულზე ერთი ლამაზი ლეგენდა შექმნას. მიყვარხარ! იცი როგორ მიყვარხარ!... ისე რომ გული ვერ ძლებს უშენოდ...
...
Read More
|
დასახელება: ოთხი გზა ჟანრი: კომედია, დრამა, მელოდრამა, წელი: 2004 პროდიუსერი: კრის მორენა ენა: რუსული როლებში: ფილიპო კოლომბო, ლუისიანა ლუპილატო, ბენჰამინ როჰასი, კამილა ბერდონაბა ხარისხი:
ზომა: 1.24 GB
მოკლე შინაარსი: სიყვარული და მეგობრობა - იმ ისტორიის მთავარი მიმართულებებია, სადაც ოთხი მოზარდი მენეჯერთან და ახალშობილთან ერთად არგენტინის გზის გავლით სამოგზაუროდ მიემართებიან... იმისათვის, რომ დაუვიწყარი მოგზაურობის გემო გაიგონ და საკუთარი ქვეყანა მოინადირონ, ისინი უარს ამბობენ უზრუნველ ცხოვრებაზე და ფინასურ კეთილღეობაზე... მაშ ასე, მია, მარისა, პაბლო, მანუელი და მათი მენეჯერი ბენიტო თავიანთი ქვეყნის ულამაზეს, განუმეორებელ მხარეებს დაათვალიერებენ და სხვადასხვ
...
Read More
|
ადამიანის ფენომენში ორი მამოძრავებელი ძალა გამოიყოფა : ტვინი და გული ! ორივე ფენომენი განსხვავებულ დატვირტვას ატარებს ... უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ , მაგრამ ერთმანეთს ებრძვიან........... ტვინი---აზრი ,ფიქრი ,ოცნება ,ანალიზი........ გული---სიყვარული ,სითბო ,შური ,სიკეთე........ ტვინი---მკაცრი და მომთხოვნი.......
...
Read More
|
დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს.
მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს,
ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება, -
რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება.
მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა,
ვნების ისრებმა დაცხრილეს გული,
ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა,
იყავ ოცნება და სიყვარული.
|
ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე
...
Read More
|
არვინ არა რის უზომოდ დიადი, არადა ეს თითქმის ჩვევად გაქვთ ყველას. არვინ მოსულა ორჯერ ზედიზედ: და ყველა ითხოვს ოდესღაც შველას ლამაზ ფერებში გინდათ იცხოვროთ, ლამაზ ცხენებით გინდათ იქროლოთ.. და უკანასკნელს სიკვდილის პირას… ნატრობთ ხალხმა მეფურად გიგლოვოთ?
მე უკვე ვხვდები, რომ სამყარო აღსასრულის პირას დგას ხალხს უკვე მეცნიერების შიში აქვს ღმერთის კი არა მითხარით, რომელი მეცნიერის ფოტოზე მირონმა ჩამოიარა? გაიგეთ ხალხნო! გმერთია ჩვენი გადამრჩენელი მეცნიერი კი არა.
რატომ გჯერად რომ სიცოცხლე სიკვდილამდეა და არა სიკვდილის შემდეგ.. რატომ არფიქრობთ რისთვის ვართ მოსულნი ან რაგვინდა ჩვენ აქ დღეს. დროა მივხვდეთ, რომ სიმდიდრე და ლამაზ ფერები სწორედ იმათაქვთ რომელნიც ყველაზე დიდი, გამოცდის წინაშე დგანან და არა ლამაზი ფერების წინაშე..
ნუ გგონიათ რომ ადამიანს ფულის შოვნაში, ღმერთი ეხმარება და მას ღვთის ცყალობა სდევს თან ამაში ეშმაკის ხელი ურევია და სწორედ ის უწკობს ხელს აშოვნინოს რაც შეიძლება მეტი, რომ მეტად გააფუჭოს და ჩაადენინოს ცუდი ამა თუ იმაზე.
როდის უნდა მიხვდეთ, რომ სითბო მარტო მზის სხივებიდან კი არა ადამიანებიდანაც მოდის ხალხნო. თვით გადარჩენის ინსტიქტმა დაგიმონათ ყოველივე და აღარაფერზე ფიქრობთ ოღონდ თქვენ იყოთ უკეთ. არშეიძლება საკუთარ თავზე ამდენი ფიქრი, იმიტომ რომ ის ფიქრებიც მი
...
Read More
|
*** დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა, დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა, მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა, დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა. და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა, და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა
|
*** კმარა, გათავდა აღარ მწამს ფიცი, შენ ჩემს მკლავებში თრთიხარ მორჩილი დიდი ხანია ოცნებით ვიწვი მაგ წაბლისფერი თმით შებოჭილი.
მაბედნიერებს მაგ გულის ფეთქვა დაფეთებული ნუშის თვალები შენი სიცილი. ბავშვური ბოდვა და უთავბოლო "გემუდარები".
აცრემლებული, თმა აბურდული შენს უმწეობას მოთქვამ გოდებით "არ გეცოდები" მეჩურჩულები და მეც ვჩურჩულებ არ მეცოდები.
მე კი ვთამაშობ და არც ვთამაშობ ესეც ჯინია და არც ჯინია გულში კი ვფიქრობ, სულელო ბავშვო რაკი მიყვარხარ "ნუ გეშინია".
|
*** "მე შენ მიყვარხარ!" ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა, ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში, ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!" ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!" და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო, ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად: "მე შენ მიყვარხარ, ძლიერ და მარად!"
*** დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა პოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი. თეთრი ზამტარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად, შენ დამიხატე უნამქერო და იისპერი. დახატე მიწა და მზის აყვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია. ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი, მერე რა მოხდა თუ ის ლურჯია. დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით, უმასხარაოდ, ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდ ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!!!!!!!!!!!
***
...
Read More
|
სადღაც, უსასრულობისკენ მიფრინავენ წუთები... არა!შენს თავს გეფიცები– აღარ გაგებუტები..
ცვივა თოვლის ფანტელები, კისკისებენ ფიფქები... არასოდეს მიგატოვებ– სულ შენს გვერდით ვიქნები...
ცაზე მთვარე იმზირება, მხიბლავს ღამის სინაზე, ყველა სტრიქონს შენ მოგიძღვნი– ვარსკვლავების ჯინაზე!!!
.......................................................
ყველა აქ არი და მაინც კარი, ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია. ცარიელია ეს ერთი სკამი და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან. ყველა აქ არი, სიმღერას, ხალისს, გარედან წვიმა შოლტივით იქნევს და ნუ დახურავ იმ კარებს მაინც, რა იცი, ვინმე მოვიდეს იქნებ. ყველა აქ არი, ჭიქების წკარუნს გავანდოთ,ვუთხრათ---ვეტრფოდით ვისაც, ეს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს---- ძველ ჭრილობაში ჩარჩენილ ისარს.... ყველა აქ არი და მაინც კარი, ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია, ცარიელია ეს ერთი სკამი და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან....
|
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს .....
|
1
- უკაცრავად. თქვენი სახელი? - გოჩა. - გვარი? - ჩიფიკაშვილი. - რამდენი წლისა ხარ, გოჩა? - თექვსმეტის. - შეყვარებული თუ გყავს? - შეყვარებული? - ჰო, რა იყო, რაზე გეცინება? - რავი აბაა! - რა ჰქვია? - ვის? - შენს შეყვარებულს. - არ ვიცი. - როგორ, სახელი არ იცი? - არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან. - როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული? - რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .
2
- მართა პირველი. - ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ! - მართლაა! - ძალიან მომწონს. - უი, დიდი მადლობა. - მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით? - უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. - რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე? - არა, მე გათხოვილი ვარ!
3
- თქვენი სახელი? - ჩემი?! - დიახ. - კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან. - თქვენ რომელი გირჩევნიათ? - მეე, ნიკო. - რა გვარი ბრძანდებით? - ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი. - ცოლ-შვილი გყავთ? - პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშ
...
Read More
|
უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით.... სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით.... მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს... ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს... სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა.. ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად... ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა... არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია... სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას... ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია.. იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს... ეპოქა ქალივით სუსტია და ქალის ნერვებზე თამაშობს...
.....................................................................
დედა_ ეს სიტყვა ყველაფერს ნიშნავს,
...
Read More
|
შენ ეძებ .. დადიხარ .. ფრანით .. მე ვრჩები და უფრო ვრწმუნდები ჩემი სამყაროს სიმართლეში .. იგი ყველაზე ახლოს დგას რეალობასთან .. ჩემს გვერდით ყოფნა ძალიან ადვილია .. მე ხომ .. თბილი , მხიარული , ბავშვური , ერთგული და უბრალო ვარ .. აი ჩემში კი .. არ , ვერ .. შეგიძლია შენ.. და სხვა ყველას .. და მე მესმის .. (როგორ შეიძლება ყველაფერი მესმოდეს) რა ვქნა ასეთი ვარ.. შენს მოსვლამდეც ვიცოდი .. და გააზრებული მქონდა, რომ ჩემში ვერავინ შემოვა კიდევ ბევრი - ბევრი წელი .. შენ კი დაიჟინე, შემოხვედი (შემოგიშვი) და .. მიხვდი ჩემს სიმართლეს, გაგიძნელდა .. ჰო .. და თავად გაგკარი მხარი ზღურბლზე მდგარს და მიგიხურე კარი .. თუმცა ფანჯრები ღია დავტოვე, ხანდახან რომ შემოიჭყიტო.. მაინც ვერ ვბედავ ბოლომდე გაგიშვა ხელი , რადგან ვიცი .. ჩემი სამყაროს ჰაერი გჭირდება არსებობისთვის .. დღეში ორჯერ, სუფრის კოვზით .. დილა - საღამოს (!) ერთი რაღაც დაგავიწყდა გასვლისას .. მე ნარკოტიკივით ვარ , შენ ჩემს ჰაერზე დამოკიდებული.. მე ? მე შემიძლია უშენობა.. ჩემი სამყარო მიჩვეულია ტკივილებს.. გულს ჰიპოქსია* დაუდგინეს .. თუმცა მაინც შევძლებ .. წარსულის ჰაერით .. გა ძლე ბას
..
ვთამაშობ ძლიეი ბავშვის როლს .. შენ გიხარია და ტაშს მიკრავ.. მიყვები თუ როგორ ეტრფი სხვას .. მე კი .. ვიყურები ფანჯარაში ..
..
არარეალურს მეძახი .. შენს ნაცნობებში კი მე ყველაზე რეალური ვარ.. სარკეშიც ისეთივე ვარ, როგორიც შენს თვალებში ..
შენ
...
Read More
|
ისევ შემომენატრე .. (არა იმიტომ, რომ მე ისევ მიყვარხარ..) ..ზღავს ვხედავ.. უსაზღვროდ თბილს.. წყნარს.. თვალდახუჭული წარმოგიდგენ, როგორ მეთამაშები თმებზე .. ( არა იმიტომ, რომ ისევ მიყვარხარ ..) .. მზე ჩადის, ჩემს სევდას ვატან .. მიაქვს.. მე შენს მხარზე მიდევს თავი .. (არ,ა იმიტომ კი არა რო მიყვარხარ ..) .. მზე ჩადის, ჩემს სევდას ვატან .. მიაქვს.. მე შენს მხარზე მიდევს თავი ..მ ისევ მიყავრხარ) .. ყვითელ ფოთლებში მივაბიჯებ.. გული მიფორიაქდება და გავრბივარ.. შენთან ჩასახუტებლად .. (არა იმიტომ კი არა, რომ ისევ მიყავრხარ..) თოვლის ფანტელები მათოვს .. ნაკვალევს ვტოვებ თოვლზე და ვხედავ შენს ნაბიჯებს (არა იმიტომ კი არა რომ, ისევ მიყავრხარ..) ღამეს ვკლავ და ცას ავცქერი .. შენ მიკრავ თვალს .. (არა იმიტომ კი აარa, რომ ისევ მიყვარხარ) ..
.....
იცი ორჯერ გამიმეორდი სიზმრად .. იცი სითბოს რომ ვგრძნობ მახსენდები.. იცი როცა ორს ვხედავ ერთად სევდიანად ვიღიმი.. იცი როცა მეტირება შენი ჩახუტება მინდება.. იცი .. მე პატარა გოგო აღარ ვარ .. იცი მე დღიურში აღარ ვწერ შენზე.. იცი მე ღამეს შევეჩვიე.. იცი რომ შემხვდი გული ამიჩქარდა.. იცი მინდოდა მეთქვა „ გამარჯობა" და იცი განვიცადე.. შენი ჩავლა სულ უცხოდ .. იცი მე აღარ მიყავრხარ ..
.....
ეს ყველაფერი სიმართლეა .. "მე მივხვდი არ მიყავრდი .. მე ღმერთი მიყავრდა შენში.. მე რომ შევქმენი და ისე მარლა აგწიე ვეღარც კი შეგწვდი .."
...
Read More
|
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს, გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის" ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე, არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე, მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს, ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს! ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს, გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს, სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს, ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს..
|
იცრუო, უფრო ადვილია, __სიმართლის თქმაა ძნელი, ილაპარაკო ადვილია, __აღსარებაა ძნელი, შეცდომა დაუშვა, ადვილია, __გამოსწორებაა ძნელი, გული მატკინო, ადვილია, __მოფერებაა ძნელი; ჩემი მოსმენაც ადვილია,
...
Read More
|
განშორებამ სიყვარული მომიმატა, ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი. სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა, არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.
განშორებამ ხასიათიც შემიცვალა, ვიძირები სიყვარულის ზღვაში, ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?! რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.
...
Read More
|
,,ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები
- დრომ ერთი სევდაც არ მაპატია,
ბორგავენ, როგორც მდინარეები
და შფოთიანი წლები გადიან.
მე ისევ ხვალის იმედით ვცოცხლობ,
ჯერ არაფერი არ მაბადია,
შორი ვარსკვლავი მინათებს მხოლოდ
და ულმობელი წლები გადიან...
შენ, თავო ჩემო, ნუ ფანტავ წამებს
და იშრიალე, როგორც გწადია,
თორემ სულ მალე დადგება ღამე,
შენც დადუმდები... წლები გადიან."
|
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული, მაინც არაფერში გარგია, მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია! სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი, შენთვის ზედმეტი ბარგია, მაგრამ წართმევასთან შედარებით, რამეს რომ გაძლევენ--კარგია! არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი, სხვისიც არასოდეს გაკლია, მაგრამ ლანძღვასთან შედარებით, რომ გეფერებიან კარგია!
|
შენ არ მენანები,ის დრო მენანება, გული რომ დავუთმე და მთელი არსება. შენ არ მიყვარხარ,ის დრო მეყვარება სიკვდილის კარამდე ჩემთან რომ დარჩება. რაა სიყვარული, დროების მონაა, ზოგჯერ აღტაცება ღვთაების სადარი და თუ სიყვარული ღვთაების წონაა ასე ხანმოკლე და მოკვდავი რად არის? შენ არ მენანები,ის დრო მენანება. ის დრო ღვთაების და ღმერთების სადარი...
|
იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი... იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი... იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი... იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი.. იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან.... იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?! იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ.. იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?! იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი... იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი.. იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?! ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ... არა არაფერიც არ იცი..
|
მინდა ყოველთვის გფარავდეს ღმერთი და არასოდეს გტანჯავდეს ბედი,
მინდა ყოველთვის შენმა ოცნებამ რეალობაში აიდგას ფეხი.
მინდა გფარავდეს უფლის დიდება და დაგავიწყოს წარსული ცრემლი,
მინდა შენს თვალებს ნამავდეს მუდამ,
ბედნიერების უმანკო ცრემლი...
|
,,დღეს უშენობის სახლში მიწევს მე არსებობა, თითქოს ლოდინიც გათანგულა ცრუ მოლოდინით, ვცდილობ განვაგრძო უშენობით ჩემი ცხოვრება, თავდაკარგული გადაჩვევას ავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე წუთებს დავითვლი, დრო და წამები მატარებენ ხელის გულებზე, შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად მიქრის დღეები, ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის საუკუნეებს...
დღეს უშენობის ოცნებებში მიწევს გაფრენა, ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ იწყეს ჩაფერფვლა, სიკვდილის ჩრდილი აედევნა სიცოცხლეს ლანდად, იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო შენი დაკარგვა...
დღეს უშენობის ვეგებები მერამდენე სხივს, თითქოს მძულს კიდეც გაყინული გარიჟრაჟები, ღამის ქარიშხალს გავუწოდებ თითებს გაცრეცილს, სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ გავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე სტრიქონებს დავწერ, თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ გრძნობების ფონზე, ისე მიყვარხარ აი ახლა... გაგიჟებამდე... მონატრებას კი...ხიდად გავდებ გადაჩვევამდე..."
|
პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი თავი 1
1. პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ, 2. ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და ჩუენსა: 3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
4. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ. 5. რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა, 6. ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის, 7. რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 8. რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. 9. სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.
10. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა. 11. რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმ
...
Read More
|
პავლე მოციქულის წიგნი ჰრომაელთა მიმართ
თავი 9
1. ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა, 2. რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. 3. რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ - ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, 4. რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და სჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი; 5. რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ. 6. ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ, 7. არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი". 8. ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად. 9. რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტუყუაჲ ესე, ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე. 10. და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა (ორ ძე) ისაკის მამისა ჩუენისა; 11. რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, - რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს. 12. არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, - რამეთუ ჰრქუ
...
Read More
|
პავლე მოციქულის წიგნი ჰრომაელთა მიმართ თავი 1
1. პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა, 2. რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა 3. ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად, 4. რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა, 5. რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს, 6. რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტესნი, 7. ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!
8. პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა, 9. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ; 10. მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა, 11. რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელ
...
Read More
|
იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე თავი 1
1. იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა, 2. წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ.
3. საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა. 4. რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ. 5. მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის ერი იგი ქუეყანით ეგჳპტით იჴსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი იგი წარწყმიდნა. 6. ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა. 7. ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს. 8. ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ. 9. ხოლო მიქაელ მთა
...
Read More
|
იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე. მესამე თავი 1
1. მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარს მე ჭეშმარიტებით.
2. საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და მშჳდობად, ვითარცა-ეგე წარუმართებიეს სულსა შენსა. 3. რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ. 4. სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ. 5. საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა, 6. რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა. 7. რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს წარმართთაგან. 8. ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნეთ ჭეშმარიტებასა. 9. მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ. 10. ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს. 11. საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან
...
Read More
|
იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე. მეორე თავი 1
1. მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიუყარან მე ჭეშმარიტებით და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ. 2. ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე. 3. იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით.
4. განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოენ შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან. 5. და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. 6. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა, და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხჳდოდით. 7. რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა ჴორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე. 8. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ. 9. ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს. 10. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდე
...
Read More
|
იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე. პირველი თავი 1
1. რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი ვიხილეთ და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა. 2. და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ; 3. რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესსა. 4. და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
5. და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ. 6. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა. 7. ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას. სისხლი იგი იესუ ქრისტეს, ძისა მისისაჲ განმწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა. 8. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. 9. უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა. 10. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მ
...
Read More
|
პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკე. მეორე თავი 1
1. სჳმეონ-პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა. 2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა!
3. რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა; 4. რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა. 5. და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა – მეცნიერებაჲ, 6. და მეცნიერებისა შინა – მარხვაჲ, მარხვასა შინა – მოთმინებაჲ, მოთმინებისა შინა – ღმრთის მსახურებაჲ 7. და ღმრთის მსახურებასა შინა – ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა – სიყუარული. 8. რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა. 9. ხოლო რომელსა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა გა
...
Read More
|
თავი 1
1. პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა, 2. წინაწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ!
3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით, 4. სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ, 5. რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა. 6. რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალ-ფერთა შინა განსაცდელთა. 7. რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოვოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა. 8. რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა. 9. და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ. 10. რომლისა ცხორებ
...
Read More
|
იაკობ მოციქულისა წიგნი კათოლიკე თავი 1
1. იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, – გიხაროდენ! 2. ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა; 3. უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ, 4. ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან. 5. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას. 6. ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. 7. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან. 8. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა. 9. იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა, 10. ხოლო მდიდარი – დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრეთ წარჴდეს. 11. რამეთუ აღმოჰჴდა მზე სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარჴდა. ეგრეცა მდიდარი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს. 12. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა. 13. ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარ
...
Read More
|
ლეგენდარული ფილმის "საუზმე ტიფინისთან" ვარსკვლავმა უკან ჩამოიტოვა ანჯელინა ჯოლი და მერილინ მონრო. ჟურნალმა
|
ქალების ჟურნალმა "გლამურმა" ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად
|
როგორ იცვლებოდა რეიჩელ მაკადამსი
Mean Girls (2004) - ’სწერვა’ სკოლის მოსწავლედან The Notebook (2004) რომანტიულ რეტრო სტილის გოგონამდე და
|
ცნობილი სუპერმოდელი, 39 წლის კლაუდია შიფერი დედობისთვის ემზადება. კლაუდიამ და მისმა მეუღლემ, რეჟისორმა - მეთიუ ვონმა მომავალი შვილის სქესი უკვე იციან და ბავშვისთვის საჭირო ნივთებიც შეიძინეს. მოდელი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ნებისმიერი ორსული ქალის მსგავსად, საჭმელს გულგრილად ვერც ის უყურებს, მაგრამ ცდილობს, კვების ჯანსაღი რაციონი არ დაარღვიოს.
რამდენიმე დღის წინ, კლაუდია და მეთიუ რეჟისორ აარონ ჯონსონის ფილმის Kick-Ass პრემიერაზე ბრედ პიტთან ერთად მივიდნენ, რომელიც პრემიერაზე ანჯელინა ჯოლის გარეშე გამოცხადდა. გეომეტრიული პრინტებით დამშვენებულ გრძელ სვიტერში გამოწყობილი მოდელი შესანიშნავად გამოიყურებოდა.
|
არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა, სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა, გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა, უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა...
მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა! და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა. არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა,
...
Read More
|
ისევ მონატრება...ისევ სინანული....ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი... რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ახლაც შენზე ვწერ... მაინც შენზე ფიქრები მატკიებს თავს....და გულს.... იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული... იცი რატომ?...არც მე ვიცი.... ფიქრი ძნელია?...ძალიან...თან უშენოდ... დრო ნელია?...ალბათ არც მიდის.... წამები...წუთები.....ერთი, თუ ორი საათი...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი...იმით, რომ შემეძლო მეცქირა შენი ნაღვლიანი თვალებისთვის.... ...ჩუმად ვბუტბუტებ შენთვის ნაჩუქარ ფრაზებს....ისევ ისე მენატრები... იცი რა მსურს?... შენთან ყოფნა.... იცი რას ვგრძნობ?...უაზრო და ტკივილიან მონატრებას... იცი რა ვიცი?... რომ მიყვარხარ და მეყვარები.... შენ კი?...ალბათ ძველებურად აღარ გენატრები.....
|
ეს ხელში რა გიჭირავს? -ბედნიერება -და რატომაა ასე ცოტა -ის მართო ჩემია, ნათელია და ლამაზი -რა საოცარია -გინდა ცოტა? -მინდა -ხელი გამომიწოდე, მოგცემ ცოტას -იო ეს რა თბილია -მოგწონს? -ძალიან... დიდი მადლობა -ახლობლებს მადლობას არ ეუბნებიან -რატომ -იმიტომ რომ უსიტყვოდ ხვდებიან ყველაფერს -სხვებს? -სხვებს ეუბნებიან ისეთივე სხვები -იცი, მე ცოტათი უკეთესად ვარ ბედნიერება რომ მიჭირავს ხელში -ყოველთვის ასე ხდება -და რომ ცოტას გავუნაწილო? -შენ უფრო მოგემატება -როგორ? -თვითონაც არ ვიცი, უფრო დიდი და თბილიც ხდება -ხელებს ხომ არ დავიწვავ? -ხელებს შურზე და ბოროტებაზე დაიწვავ, ბედნიერებაზე არა -იცი? მე ვიცი ვის გავუნაწილებ მას -მე მოხარული ვარ ამით -მაშინ -სწორედ მაშინ შეvხვდებით ერთმანეთს, გაუნაწილე ვისაც გინდა! ეს ხომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება...
|
თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის ტკივილს... გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს... ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე... არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე, მე რომ მუდამ თან ვატარებ განწ
...
Read More
|
ტიროდა,განუწყვეტლივ ტიროდა,მონატრების და სიხარულის სკამი ახსენდებოდა.რამდენჯერ გაიხსენა ერთი და იგივე მოგონება, პირველი შეხვედრა,მისიცისფერი თვალები,ღიმილი და დამთავრდა.... ის წავიდა, შორს წავიდა.. აღარახსოვდა ბავშვობის წლები, რამოდენიმეჯერ თუ მოიხედა უკან და თავისიგანვლილი ცხოვრება შეათვალიერა.. ახლა ის უკვე დიდი ბიჭია, ახალინაცნობობის წრეში გაეხვა და ბედნიერი იყო. სიცოცხლით ტკბებოდა. მაგრამ იყოუბედურიჩ, იმიტომ რომ ის უყვარდათ და.... ზამტარი დადგა მისგულში,ცრემლის ნაკადი მოდიოდა და მოდიოდა, მაგრალიტებივით ცვიოდა.. ზოგჯერრა მწარეა სიყვარული არა?! გიყვარს,მაგრამ ის აღარ არის, წარსულსჩაბარდა,მისი ცხოვრება წიგნის ერთი ფურცელივით გადაიშალა და დამთავრდა... ახლა,სწორედახლა, იმ სიყვარულის სკამზე ორი თეთრი მტრედი ზის და საამურად ღუღუნებენ..ერთს ცოტა ვარდისფერი დაკრავს, მეორეს კი თვალები უბრწყინავს.. ვინ იცის ახლა რა მოხდებოდა ის ორი რომ ყოფილიყვნენ ... ამქვეყნად იარსებებდა ცისფერ და შავი თვალები. დამთავრდა.. მორჩა....
|
გახედე!.. სადღაც ცა უნდა იყოს.. მერე მაცხოვარსაც დაინახავ.. ოღონდ დაჟინებით, დაღლამდე, თვალების გაშრობამდე შეემზირე.. იქ ნამდვილია.. საღმერთო და საანგელოზო.. თორემ საადამიანო მეც მაქვს.. აქ, ჩემს ოთახში.. მე და ამ ჰაერს გვმადლავს უკვე რა ხანია.. გამხმარი ბზის ტოტები ადიდებენ..მდუმარეა..ფერმკრთალი.. თვალებში პოეზიით სავსე სიმშვიდე უსვენია .. ნაკვნესი ხელის გულებიდან კი სისხლის მაგივრად ლექსები გადმოდის..
................................
ბავშვობაში, დედას ხელჩაკიდებული მივყავდი მასთან და ნატვრას მასწავლიდა__ გულზე დადებული ჯვრადქცეული ხელებით და თაფლისსუნიანი სიტყვებით.. (დედას ნაწნავი არ ჰქონდა..არა და, მინდოდა, ჰქონოდა..) ყოველთვის, როცა ჩემი ოთახის მაცხოვართან თვალდახუჭული დგება, დედა შაქრისფერია და მძინარე გვირილების სუნი აქვს..
...............................
მერე ბავშვობა სევდისა და ფიქრის ფერით შემეცვალა.. დედის გარეშე მივედი.. თითო ნატვრას თითო "მაპატიე" დავუმატე.. არ უკვირს _ შენ მოხვედი და.. მან ხომ იცის, შენი ყოველი შემოხედვა როგორ მეცოდვება_ რას არ ვფიქრობ!...
და მერე ვსაუბრობთ.. ჩვენ შენზე.. შენ _ სხვებზე..
მაინც...
ყოველთვის, როცა ჩემს ოთახში თეთრი დილა ჩამოდგება, იცოდე, მიყვარხარ!!! და ასე იქნება მანამ, სანამ შევძლებ ჩემი მაცხოვრის ხელის გულებიდან გადმოღვრილი ლექსები ვისუნთქო...
გაფხიზლებ... გაფხიზლებ... პირს დაგბა
...
Read More
|
შენ მოხვალ მაშინ, მარტოობას როცა შეიგრძნობ, ათი ათასში ამომარჩევ და მე შემიცნობ, როს უჩემობა შეგაწუხებს დაიღრიალებ, მაგრამ რაღა დროს უკაცრავად დაიგვიანე.....
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს, ლექსი შენზე უშენობით აღარ იტირებს, გაყინულ სულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ, მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად მე ვერ გაგითბობ.......<
...
Read More
|
1. შენ უცებ ახვედი ზემოთ და ნახე აკლდა თუ არა ნომერი შვიდი ახლა კი ჩუმად იცინი შენ თავზე.
2. და ამ ადამიანზე ისე ფიქრობდი რო არც კი შეგიმჩნევია რომ ამ ტექსტს ნომერი შვიდი აკლია.
3. ამის კითხვის დროს შენ ფიქრობდი ერთ ადამიანზე.
4. შენ გააკეთებ ყველაფერს რომ ის ნახო
5. შენ ხვდები რომ ყოველთვის იღიმება როცა მას უყურებ.
6. შენ მუდამ მასზე ფიქრობ.
7. როცა მას უყურებ შენ მის გარდა ვერავის ხედავ.
8. შენ გეღიმება როცა მისი ხმა გესმის.
9. შენ ხარ მორცხვი როცა მასთან ერთად ხარ.
10. შენ დადიხარ ძალიან ნელა როცა მასთან ერთად ხარ.
11. როცა მას ტელეფონზე ელაპარაკები და მორჩები მასთან ლაპარაკს, შენ ის კვლავ გენატრება თუნდაც მხოლოდ ორი წუთი იყოს გასული.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 8 სტუმარი: 8 მომხმარებელი: 0 |
|
|