♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18


ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი,

სანთელს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს,

შეყვარებულზე ფიქრობდა იგი,

ცხელი ცრემლები უვდებდა თვალებს.

იწვოდა სანთელი ნელა,

თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი,

ყველა ერთ სანთელს უცქერდა ყველა,

ქურდმა ბიჭმა კი დაწერა ლექსი:

ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ,

მე უშენობით არ მყოფნის გონი,

მე უშენობით ვეგარ ვიცოცხლებ

და თავს მოვიკლავ,

მოვიკლავ მგონი.

თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი,

რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი?

და თუ სიყვარულმა ტანჯვა მომაყენა,

ჩემმა დაშორებამ შენ რა მოგიტანა?

ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი

და შესცქეროდა ანთებულ სანთელს,

რა არის ქალი?- ფიქრობდა იგი

რა შეუძლიათ ამ ქვეყნად ქალებს?

და ღმერთო ჩემო, რა მიყო ქალმა?

მზე დამანახა და ცის ნათელი,

ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა

და მხოლოდ ენთო ქურდის სანთელი... 

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1316 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მენატრები მოდი მაგრად ჩამეხუტე,
ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად,
ან იქნება აჯობებდეს, არ მოხვიდე
და სიგიჟით დავემსგავსოთ მიუსაფარს.

ამოვკაწროთ სურვილების მინანქარი,
ცხელ სუნთქვაში გადავიდნოთ ვენებისგან,
სისხლის გემო გადავცვალოთ ბაგეებით,
რომ გაჩერდეს ყველა წამი სიტყვებისგან.

სხეულებზეც სუნთქვა მჭიდროდ შემოვიკრათ,
რომ რიტმული გულისფეთქვა კვლავ დაგვერღვეს.
ერთმანეთით წავიკითხოთ ეს სამყარო და
თვალებზე, გადავცვალოთ ყველა სარკე.

ყველა ფერი თაფლისფერში ამოვავლოთ,
ვნებას მივცეთ მისამრთი- ყელის ძარღვი,
იქ დარჩება ტუჩები და ცხელი სუნთქვა
და ცხოვრებაც აქ იწყება უკვე ნაღდი.

მენატრები,მოდი მაგრად ჩამეხუტე,
ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად.
მეშინია სიყვარულის და ეს შიშიც,
არ დამტოვებს შენს თვალებში მიუსაფარს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1646 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ადამიანები ხშირად ისეთ გამოუსწორებელ შეცდომას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდგომში ყოვლად შეუძლებელია. გიგას ცხოვრებაშიც ასე მოხდა, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს.



გიგა:

– ბავშვობაში ცხოვრების ნებიერა მეგონა თავი, მაგრამ გვიან მივხვდი, თურმე ცხოვრების სათამაშო ვყოფილვარ. ერთ დროს ყველაფერი მქონდა და დღეს კი აღარაფერი მაქვს. დავდივარ თბილისის ქუჩებში და ვუყურებ ჩვენს ახალგაზრდებს, ზოგიერთ მათგანში ჩემს თავს ვხედავ, ადრე მეც ასეთი ლაღი და ამაყი ვიყავი. მეც ვტკბებოდი ახალგაზრდობით და არაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ გვიან მივხვდი, რომ ადამიანი ფიქრისთვის ჰყავდა ღმერთს გაჩენილი. იმისათვის, რომ მსგავსი შეცდომები სხვამაც არ გაიმეოროს, გადავწყვიტე ჩემი ისტორია ყველას მოვუყვე, ასე ვთხოვ პატიებას ჩემს განსვენებულ მეუღლესა და ქალიშვილს, რომელსაც ჩემისთანა უღირსი მამა არგუნა ღმერთმა.

20 წლის ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. თინიკო დანახვისთანავე შემიყვარდა,მასაც მოვეწონე და გაცნობიდან 3 თვეში დავქორწინდით. დედისერთა ვიყავი და მშობლებმა დიდებული ქორწილი გადამიხადეს, საქორწილო მოგზაურობაშიც გაგვიშვეს. თინიკო კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ჩემს მშობლებს თბილად და კარგად ექცეოდა, ისინიც ასევე პასუხობდნენ. როცა გოგონა შეგვეძინა, არც მე და არც ჩემს მშობლებს ხმაც არ ამოგვიღია. დედამ მითხრა, ახლა სხვა დროა და აუცილებელი არ არის დედამთილის სახელი დაარქვასო, მაგრამ თინიკომ თავ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უფალმა ყველა ადამიანს მისცა ნიჭი, რომელიც მართლაც რომ საჩუქარია. სანდროსთვის ეს ნიჭზე უფრო მეტია, თითქმის ცხოვრების ნაწილია. ერთმა დღემ კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.



სანდრო, 25 წლის:

– მეც ისეთივე ლამაზი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, როგორც ყველა ნორმალურ ბავშვს. ზუსტად ისეთივე ფერადი სათვალე მეკეთა, როგორიც ყველა ნორმალურ ბავშვს უკეთია. ძალიან მათამამებდნენ მშობლები და მანებივრებდნენ. ძალიან ვუყვარდი ყველას, რადგან დედისერთა ბავშვი ვიყავი. პატარაობიდანვე ხატვის ნიჭით გამოვირჩეოდი და ძალიან მაგარ კონტურებსაც ვაკეთებდი. ძალიან მიყვარდა პორტრეტების ხატვა. როგორც ჩემი ხატვის მასწავლებელი ამბობდა, იდეალურად გამომდიოდა სახის ნაკვთები. იმდენად გათამამებული ვიყავი, რომ ოღონდ კი მეთხოვა და ჩემი მშობლები აუხდენელ ოცნებას ამისრულებდნენ. ხანდახან მშობლებიც კი ცდებიან, რადგან ბავშვს ყველა ახირება არ უნდა შეუსრულო, ცოტა მკაცრადაც კი უნდა მოექცე ბავშვს, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს.

– რამ გამოიწვია ცხოვრების გზიდან აცდენა?

– იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ყოველთვის არის კაი ბიჭების "ბირჟა". შეიძლება მართლა ბევრი ისწავლო ქუჩიდან, თუმცა არის ისეთიც, რომ კარგ და პატიოსან ცხოვრებას ისე ასცდები, რომ ვერც კი მიხვდები ამ ყველაფერს. ქუჩა ნარკოტიკია, რომელიც გიზიდავს და თანდათან შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მეც გათამამებული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ ამ ყ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზღვისფერთვალება, ოქროსფერი თმებით, რომანტიკული, ძლიერი ქალი – ალბათ ბევრი მამაკაცისთვის სასურველი, კომუნიკაბელური, დიალოგში შეგიყოლიებთ და საუბრის მიღმა საინტერესო პიროვნებას ხედავთ. ერთი შეხედვით ლაღს და ხალისიანს ადამიანებთან ურთიერთობაში კარგი განწყობა შეაქვს, თუმცა გულში დიდ დარდს ატარებს. ბავშვობაში მიღებულმა ფიზიკურმა ტრავმამ და მისგან გამომდინარე ფსიქოლოგიურმა წნეხმა მისი მომავალი განსაზღვრა. ახლა მოსწავლეებთან ბევრს მუშაობს, რომ მისცეს ის, რაც თავად დააკლდა. პირადი ცხოვრების დეტალებზე 36 წლის მანდილოსანი, დაწყებითი კლასის პედაგოგი ტატა გვესაუბრა.

ტატა:

– ჩემი აზრით, ადამიანმა განათლება შეიძლება ნებისმიერ ასაკში მიიღოს, მთავარი მისი პიროვნებად ჩამოყალიბებაა. ამაზე მუშაობა ბავშვთან პატარა ასაკიდანვე უნდა დაიწყო. მოწაფეებთან დამოკიდებულებაში ყოველთვის პარალელს ვავლებ ჩემს ბავშვობასთან. ვცდილობ, მათში აღმოვფხვრა ის ნაკლოვანებები, რაც თავად მქონდა. ჩემთვის რომ ასე ესწავლებინათ, ალბათ უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი. თვითკრიტიკული ვარ, ჩემს თავში ბევრ ნაკლს ვპოულობ. საკმაოდ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ბევრი რამ შევცვალე.

ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ხელისგულზე მატარებდნენ: ვაიმე, ეს არ შეუძლია, ის არ შეუძლიაო. სკოლა ისე დავამთავრე, არაფრის გაკეთება ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ქმარი აღარ მიყვარს!"


სამი თვის წინ გავთხოვდი და უკვე განქორწინებაზე ვფიქრობ. რამდენიმე თვის წინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩვენი სიყვარული ასე თუ გაქრებოდა. ამის აღიარების მრცხვენია, მაგრამ ქმარი აღარ მიყვარს. მას შემდეგ, რაც ერთად ვართ, იმდენი უარყოფითი თვისება გამოამჟღავნა, რომ გაოცებული ვარ. დავდივარ და სულ იმაზე ვფიქრობ, აქამდე რატომ ვერ შევნიშნე, რატომ ვერ დავინახე, რომ ისეთი არ იყო, როგორადაც თავს მაჩვენებდა–მეთქი. ჯერ ჩემი მშობლებისთვისაც არ მითქვამს, მაგრამ მასთან თავს საშინლად ვგრძნობ. ვერ წარმომიდგენია, მის გვერდით როგორ უნდა ვიცხოვრო.


გათხოვებიდან ძალიან მალე ამეხილა თვალი და მივხვდი, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი. ჩემი ქმარი ისეთი უხეშია, რომ სხვების თანდასწრებით ჩემს შეურაცხყოფას არ ერიდება. საშინელი სიმთვრალე აქვს. ორი კვირის მოყვანილი ვიყავი, როცა ფეხებში სკამი მესროლა. წვივები დალურჯებული მქონდა. მშობლებმა უსაყვედურეს, ახალმოყვანილ ცოლს ასე როგორ ექცევიო. ბოდიში მომიხადა, მაგრამ ბოდიში საქმეს ვერ შველის. მაშინვე მივხვდი, რომ ვიჩქარე, როცა მ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1120 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჰარმონია ურთიერთობებში....



რა არის საჭირო და რა არა ურთიერთობებში, რომ მიაღწიოთ ჰარმონიას:



1. უნდა გჯეროდეთ თქვენი პარტნიორის.

2. უნდა სცემდეთ პატივს თქვენი პარტნიორის სურვილებს, მაგრამ არც საკუთარი დაივიწყოთ.

3. უნდა შეგეძლოთ პარტნიორის მოსმენა.

4. უნდა ავლენდეთ მის მიმართ მზრუნველობას.

5. უნდა იჩენდეთ ინტერესს მისი გატაცებების მიმართ, იქნებ ეს თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.

6. პარტნიორის მიმართ სიყვარული უნდა გამოხატოთ არა მხოლოდ სიტყვების მეშვეობით, არამედ ქმედებითაც.

7. ურთიერთობებში აუცილებელია არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც.

8. არასდროს არ შეამოწმოთ პარტნიორი ერთგულებაზე, თორემ შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

9. არ მოუწყოთ ყველა წვრილმანზე სკანდალები.

10. არ დაუსვათ შტერული შეკითხვები და არც ისეთი რომლებზეც არ გსურთ პასუხის მიღება.

11. არ მოუყვეთ თქვენს ყოფილ რომანებზე.

12. არ ისაუბროთ თქვენს ნაკლზე თქვენი პარტნიორის თანდასწრებით.

13. შეეცადეთ დაუთმოთ ბევრი დრო თქვენს პარტნიორს, თუ ეს შესაძლებელია.

14. არასდროს არ უსაყვედუროთ მას თუ ის გარკვეული მიზეზების გამო ვერ გითმობთ დროს.

15. იყავით გულწრფელი თქვენს პარტნიორთან.

16. არ გამოამჟღავნოთ ეჭვიანობის გრძნობა (ის ძირითადა გამოწვეულია უმნიშვნელო ფაქტორებით).

17. გამოიჩინეთ მ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1894 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორ შევინარჩუნოთ პირველი შთაბეჭდილება...

პირველ პაემანზე კარგი შთაბეჭდილების დატოვება ადვილია… თუმცა, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, უკვე ჩნდება კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ მან არ შეცვალოს დამოკიდებულება და აზრი ჩემ შესახებ?...

იყავით საინტერესო

თუ ცხოვრებაში რაიმე მისწრაფება, ჰობი ან მიზანი არ გაქვთ, შეიძლება ითქვას, რომ ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობისთვის არც ისე საინტერესო ხართ...

გაიხსენეთ თქვენი შაბათის ლაშქრობა, ყოველკვირეული პიკნიკები... მოყევით, როგორ აგროვებდით მარკების კოლექციას, ჯერ კიდევ პირველი კლასიდან (დიახ, ეს ბებიის კოლექციაა. - მერე რა?!) და რა მრავალფეროვანი, საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობთ.


მის თვალში თქვენი ფასი საგრძნობლად აიწევს, როდესაც ეცოდინება, თუ რა ბედნიერება ხვდა წილად, თქვენნაირმა მხიარულმა, საინტერესო, მრავალფეროვნებით სავსე ქალმა მასთან ურთიერთობა რომ გადაწყვიტა...


დარწმუნებული იყავით, სექსუალური ხართ...

პაემანზე ყოველთვის ჩაიცვით სამოსი, რომელშიც თავს სექსუალურად გრძნობთ. იყოს ეს, თუნდაც, პატარა მაქმანებიანი ტრუსი თქვენი ჯინსის ქვეშ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გახდას არ აპირებთ, მაინც გეცოდინებათ, რომ „ის" იქაა და ეს „ფაქტი" დამატებით ემოციური შტრიხს შეჰმატებს თქვენს განწყობას.
იქნებით უფრო სექ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1646 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შუა ღამე იყო. ლევანის მობილურზე მესიჯი მოვიდა და ხმამ გამოაღვიძა.
-ფუ, ''ამისი'', ვინ არის ნეტა ამ დროს! რა მესიჯები აუტყდა, ხვალამდე ვერ მოიცდიდა?!-ბუზღუნით გადაიხადა საბანი, ადგა და ''მობს'' დასწვდა, რომელიც მაგიდაზე ედო კომპიუტერთან ახლოს. ხასნა ''სმს''-ი : ''უშენოდ თავს საშინლად მარტო ვგრძნობ, მოწყენილი ვარ, მენატრები...იმ დღიდან რაც მიმატოვე , თვალზე ცრემლი არ შემშრობია...მიყვარხარ...მიყვარხარ...მიყვარხარ და მენატრები...ამას თუ გინდა მილიონჯერ გაგიმეორებ..გთხოვ დამიბრუნდი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, მიყვარხარ....(შენი ანუკა)''....
-ანა?!...რამდენი დრო გავიდა...მის მერე მილიონი გოგო მყავდა...სად გავახსენდი?!-მესიჯს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი, მერე მობილური გვერძე გადადო და კვლავ თბილ საწოლს მიაშურა.
დილაა...ლევანს კვლავ "ს.მ.ს."-ის ხმა აღვიძებს:
-აუ! ...ახლა დედას ვაგინებ ვინც გამაღვიძა! -წამოიზლაზნა და მესიჯი ნახა:" მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი (ანუკა)''...
-ეს გოგო გ-ა-დ-ა-მ-რ-ე-ვ-ს! ჩემი შეყვარებული ორი წლის წინ იყო... (თუ სამის?!-შეეკითხა საკუთარ თავს).მერე პასუხი მიწერა: "დღეს 4 საათზე პარკში, ფანტანთან შევხვდეთ.."
...პარკში დათქმულ ადგილას იდგა და ანას ელოდა. ფანტანს შესცქეროდა და იმაზე ფიქრობდა ტუ რა ეტქვა გოგონასთვის როცა მოვიდოდა...
-ლეო...ციღაცის ნაზი ხმა ჩაესმა ბიჭს ყურში და შემოტრიალდა. მის წინ იდგა ''უცნობი'' ანა. გოგონა ორ წელიწადში ძლიერ შეცვლილიყო-თითქოს წლები მომატებოდა, გადაღლილი და ნაღვლიანი სახე ქონდა, თ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1360 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ჩუმი დარდი ძველ სიყვარულს თან გავატანე,
მასზე ფიქრები არასოდეს დამიბრუნდება,
თუმცა ჭრილობა, წასვლისას რომ გულს დაუტოვა,
ვგრძნობ რომ მთლიანად არასოდეს გამიყუჩდება!...
არ ვდარდობ გრძნობას, რაც მქონდა და რასაც განვიცდი,
ვიცი, ცხოვრება ცვალებადი ფერით მორთულა
და ამიტომაც ძველ სიყვარულს მე არ მივტირი,–
თავისით წავა, რადგან თავის ნებით მოსულა!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

٭ .. Loveee .. ٭


..........................
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1805 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ყველაზე კარგი ქართველი წყვილი :)

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2618 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფანჯარა ღიაა ,ცივი ქარი და წვიმის სურნელი შემოდის.გარეთ ხალხიც შეცოტავდა ალბად წვიმამ ”შეაშინათ” არადა წვიმაში სეირნობას ხომ არაფერი ჯობია.უკვე ღამდება სადაცაა ვარსკვალავები ამოვლენ,თუმცა.... დღეს წვიმს და ვარსკვლავები არ ამოვლენ ისევე როგორც შენ არ მოხვალ სახლში.სადახარ?ხო ვხვდები შენ ვიცი ახლა ისევ მასთან ხარ. ნეტავ რამდენი საათია გელოდები? ან საერთოდ ნეტავ რომელი საათი? თუმცა რ მნიშვნელობა აქვს შენი მოსვლის დროს დიდი ხანია გადაცდა,შენ კი არ ჩანხარ,შენ ჩემთან არასდორ არა ხარ! მომბეზრდა უაზრო ლოდინი მიყვარხარ მაგრამ ვიცი ,რომ შენ ჩემი სიყვარული არ გჭირდება. მე ხომ ყველასთვის პატარა ბავშვი ვარ, ხომ შენთვისაც ბავშვი ვარ თუმცა ვერ ხვდებით? მე დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ! შენ ჩემზე ზრუნავ არ გინდა ,რომ ვინმემ გული მატკინოს ,მაგრამ ის კი არ იცი ,რომ შენ უკვე მატკინე გული.დრო გადის ძალიან ძალიან მალე,მე კი თანდათან უკვე მბეზრდება შენი ლოდინი.ვიღლები უაზრო ფიქრებით,უაზრო ოცნებით....ხანდახან ისე ძლიან მწირდები...შენ კი ამას ვერასდროს ვერ ხვდები. რამდენ კითხვას ვსვამ მაინც არ გესმის ,იცი?მიყვარხარ ვიცი პირისპირ ამას ვერ გეტყვი ალბად შემრცხვება. ასე მგონია ,რომ ჩემზე სევდიანი არავინაა, არადა მგონი რამდენი არიან.ეს უმწეო ფოთლებიც კი რომლებსაც ქარი ათამაშებთ ჩემზე ბედნიერები არიან ,ისინი ხომ მართო არ არიან ბევრნი არიან და ერტად კვდებიან.
ახლა შენი ტვალები ,რომ დამანახა ავტირ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1230 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოხინვარ ჭაბუკი ცხენს მოაჭენებდა დასავლეთ მხარიდან,
მისმა ბედაურმა ყველა გზა დალახა, არაფერს დარიდა,
არ ეცვა აბჯარი ლოხინვარ ჭაბუკს და არ ახლდა ამალა,
მარტო მოდიოდა ორლესურ ხმლისა და მათრახის ამარა..
ტრფობაში ერთგული, ბრძოლაში მედგარი და დაუძინარი,-
ლოხინვარ ჭაბუკის ბადალი რაინდი ამ ქვეყნად ვინ არის?!
გადავლო ჭენებით ჯაგნარი ველები, კლდიანი წერაფი,
უფონოდ გასცურა მდინარე წერფი და არ შედრკა არაფრით, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1298 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაივლის დრო და შენ შვილების მამა გახდები,
შეივერცხლები, თეთრი თმებით იქნები სავსე,
მეც დავბერდები, მაგრამ მაინც ისე დავრჩები,
როგორც დამტოვე, სიყვარულის ცრემლებით სავსე..
დროს მსვლელობაში ერთხელ მაინც შემხვდები სადმე
და მოგიკითხავ ოჯახით და შვილებიანად,
გავიზიარებ შენს ჭირ-ვარამს თუკი მენდობი
და დაგარიგებ მედიდურად, ომახიანად..
თუ შენი შვილი შჶმომხვდება ოდესმე გზაზე,
მივუალერსებ, არა ვგავარ ზოგიერთ ქალებს..
ვეტყვი :"პატარავ, მე მამიკო მიყვარდა შენი"
და დავუკოცნი მამასავით მომხიბვლელ თვალებს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გიშვებ ჩემო საყვარელო,სამუდამოდ გტოვებ ნებას გაძლევ იყო ბედნიერი უჩემოდ სხვასთან,რადგან ვიცი რომ უჩემოდ უკეთ იქნები მე კი იმითი ვიქნები ბედნიერი,რომ შენ იქნები კარგად .ხომ იცი როგორ მინდა გითხრა ეს მაგრამ ალბათ ვერასდროს გაგიებ ჩემს განცდებს და გრძნობებს,საჩირო არცაა უბრალოდ მე მინდა ვიცოდე,რომ უჩემოდ შენ ყველაზე ბედნიერი იქნები და გეფიცები აღარასდროს აღარ შეგაწუხებ მართლა გეუბნები .მინდა გჯეროდეს მომავლის და სიყვარულის,რომელიც მე ვერ გაჩუქე .ამისთვის კი დიდ ბოდიშს გიხდი .არ დაივიწყო ოგონდ ის ,რომ დალიან მიყვარდი გულის სიღრმეში ვიცი ,რომ ეს იცი და ამას ყოველთვის გრძნობდი და ხედავდი ჩემს თვალებში,რომმელიც შენი დანახვისას ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ ,ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერ იბრწყინებენ უშენოდ,მაგრამ რომ გავიხსენებ დღეებს რომლებიც შენს გვერდით მაქვს გატარებული გული სიხარულით მევსება ,რადგან ის მაინც ვიცოდი რომ მაშინ ნამდვილად გიყვარდი და ჩემში ხედავდი იმ ღმერთს რომელსაც,რომელსაც ყველა შეყვარებული თავის სიყვარულში ხედავ .მე კი დღემდე შენში ვპოულობ იმ ღვთებრიობას და სინათლეს .რაც აქამდე ვერავიში ვიპოვე .

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხსოვნის ფსკერზე დაილექა ბინდი.
არ მინახავს ასე თბილი წვიმა..
ვიღაც ლამაზ ქრიზანთემებს ყიდის,
ფიქრიანი ხეივნების მიღმა..
სახე სუსხში გაეკაწრა დილას,
სადღაც ტირის როიალის მსგავსი,
თითქოს წუთებს სინანული მიაქვს,
თითქოს დუმილს ეკიდება ხავსი..
დარდის კოცონს ახლა ვეღარ ვშველი,
ფიქრიანი ხეივნების მიღმა,
შენს ხსოვნასთნ გათოშილი ხელით,
ქრიზანთემის თიგული მიმაქვს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


(ზოგჯერ სულელები ვართ გოგონები)
-მივდივარ!
-სად?
-შენგან შორს!
-რატომ?
-მინდა და იმიტომ!
-მეც ბევრი რამე მინდა...!
-კაი კაცო!
-ხო...
გოგონა კარებს მიუახლოვდა, გააღო და გასვლა დააპირა.
-სად მიდიხარ?
-ხომ გითხარი!
-მე მეგონა ხუმრობდი!
გოგონა მოუბრუნდა და უთხრა:
-არა, არ ვხუმრობდი!მივდივარ...
-რატომ?
ძნელი არ იყო გოგონასთვის ამისი თქმა, რადგან იცოდა დაშორება მასში ტკივილს არ გამოიწვევდა, ბიჭზეკი სულ არ ფიქრობდა.
-იმიტომ, რომ აღარ მიყვარხარ...''ვსო''! ფაფუ! გაფრინდა სიყვარული!-გაეღიმა მას.
-აჰა, ესეიგი გაფრინდა...კაი...
გოგონა ასეთ რეაქციას არ ელოდა. ეგონა არ გამიშვებს, დარჩენას მთხოვს, ძალიან ეწყინება, არც ამ სიტყვებს მოისმენს, დამიჭერს, გულში ჩამიკრავს და მეტვის "ნუ მატყუებო", ეს კი ზის და გულგრილად შესცქერის მას. ელოდება როდის წავა.
-ჰე აღარ მიდიხარ?
-რაა?-ფიკრებიდან გამოერკვია გოგონა.]-ხო, წასვლას აპირებდი...
გოგონა შყოყმანდა, თითქოს წასვლა აღარ სურდა.
ბიჭი წამოდგა. მიუახლოვდა მას, მკლავში სწვდა,მაგრად მოუჭირა ხელი და კარებიდან უხეშად გააგდო, იგი წაბარბაცდა. (მაგრამ არ წაგცეულა).
-ჰე! წადი! გზა ხსნილია!
-მაგრამ....
-წადითქო,! წადი არ გესმის?! არავინ გაკავებს!
-მიშვებ?!
-ხო! რატომ უნდა დაგაკავო~?!
-მეგონა გიყვარდი!
-მართლა?! ნეტავ, რატომ გეგონა ასე?! იცი ძვურფასო, სიყვარული როგორც მოფრინდა ისევე გაფრინდა...აი ასე!
გოგონას ცრემლი მოერია, იმედი გაუცრუვდა, ეგონა და ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1258 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მოკისკისე ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით,
მტანჯავს მსუბუქ მქროლი"

აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი,
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი
დოვინ-დოვენ-დოვლი:
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აეროპორტში ვდგავარ, ცრემლმორეული ცის კაბადონს შევცქერი, ცაზე თოვლივით თეთრი ღრუმბლები მილივლივებენ...
მძულს ყველა, და მიყვარს მხოლოდ ერთ-რომელსაც, ათი წუთის წინ სამუდამოდ დავემშ ვილობე....მძულს ეს აეროპორტი, მძულს ის თვითმპრინავი რომელმაც ჩემგან წაგიყვანა...მძულს ცის კაბადონი რომელთანაც, ასე ახლოს ხარ, ჩემგან კი შორს ხარ. მძულს შენი ოცნება, რომელმაც გაიძულა ჩემი მიტოვება და ცხოვრების გზის უჩემოდ გაგრძელება...მძულს ყველა და ყველაფერი რამაც დაგვაშორა.
დღეს ბოლოჯერ მომხვიე ხელები, შემომფიცე სამუდამო სიყვარული, ბოლოჯერ დამიკოცნე სახე და დამპირდი დაბრუნებას...
არა! შენ მე მომატყუე...მძულს ის იმედი-შენ რომ მაჩუქე. ვიცი,რომ მალე დამივიწყებ, ვიცი არ დაბრუნდები...ვიცი...ვიცი...ვიცი... ბოლოჯერ მიმიზიდე შენსკენ, ბოლოჯერ მაგრძNობინე შენი სითბო, ბოლოჯერ აჩუქე კოცნა ჩემს ტუჩებს...ბოლოჯერ მოხდა ეს ყველაფერი.
მძულს მე ის დღე, როცა გადაწყვიტე წასვლა, მძულს ის დღე, როცა შენი ოცნება ჩაისახა, რომელმაც სულ მალე დაგვაშორა. მძულს ის ქალი, რომელიც ჩემს ადგილს დაიკავებს...მშურს მისი, ბოღმა მახრჩობს. მძულს მე ის დღე, როცა მას ფირველად ნახავ, მძულს ის წუთი, როცა მასზე ფიქრს დაიწყებ, მძულს ის ღამე მასზე ფიქრებში რომ დაიძინებ...
დღეს ბოლოჯერ მოხდა ყველაფერი...აწი ყველაფერი შეიცვლება...შენ მე დამივიწყებ...
...მე არასოდეს დავივიწყებ შნს თალებს, საოცრად ნათელს, მშვენიერს...არასდროს დავივიწყებ შენს მზერას, ღიმილს...არასოდეს დ ა მ ა ვ ი წ ყ დ ე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფიქრი ფიქრად დარჩეს…
ვეღარ გადამარჩენს.
მორჩა ნაფიქრალი თავნება.
წლები დავითვალე..
ნუთუ დავიღალე..
ნუთუ ყველაფერი მთავრდება..

რჩება სინანული..
სულში მიმალული..
წლები ნეტა საით წამიყვანს..
ცრემლი დავატანო
და ქარს გავატანო?..
არა, დავიწყება არ მიყვარს..
მე სულ აქ ვიქნები..
ლექსში ავინთები..
ლექსად მოვალ როცა მინატრებ..
მე ხომ ის ვიყავი
ცა რომ გაგიყავი..
ახლა დარჩენილსაც გინათებ..
წლები გამეცალა..
ფიქრი არ მაცალა..
მიდის და წამებსაც არ მარჩენს.
მაინც აქ დავრჩები,
ლექსში გადავრჩები..
ლექსად მოგიყვები დანარჩენს....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

You Make The World Beautiful. LOve !


................
You Make 
The World Beautiful. 
LOve ! ... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2264 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შოთა ნიშნიანიძე

ბიოგრაფია:

შოთა ნიშნიანიძე (1929-1999)
შოთა ნიშნიანიძე დაიბადა თბილისში. 1953 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1960 წ. - მოსკოვის მ.გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წ. გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში". პირველი პოეტური კრებული „მე და შენ" დაიბ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2881 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლიტერატურა (ლათ."littera" - (ანბანის ასო) - ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით - მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა ნაწარმოებთა ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.
განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით.
პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:
... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1419 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ფოტოები "ჭორიკანას" ახალი 3.20 ეპიზოდიდან



 ფოტოები 
"ჭორიკანას" 
ახალი 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჯასტინ ბიბერი TEEN VOGUE

16
წლის ვარსკვლავი-ჯასტინ ბიბერი,
 TEEN VOGUE გვერდებზე მოექცა

ჯასტიმნა ჟურნალისტ განუცხადა, 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1615 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Kendall Jenner

კენდალ ჯენერი
 - კიდევ ერთი გოგონა ამერიკული რეალითი შოუს კარდაშიანების ოჯახიდან

დედამისი არის კრისი. რომელსაც პირველი ქორწ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2903 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

იცოდით რომ?

. რიანას ჰიტი Umbrella, 

რომელიც 2000-იანი 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1297 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Jennifer Connelly

ჯენიფერ კონელი დაიბადა
 12
 დეკემბერს  ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2396 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



”... შენ არ იცი, რამდენ ხანს ვიფიქრე, რა დამეწერა... ხანდახან მგონია, რომ თავი გამისკდება ფიქრისგან და მოვკვდები. ისე გავქრები, ბაბუაწვერას რომ შეუბერავენ სულს... მაგრამ უშენოდ ცხოვრებას ისევ ის მირჩევნია, მართლა უბრალო გაბურძგნული ყვავილი ვიყო და იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ ერთხელაც შეიძლება შენ მოხვიდე, სული შემიბერო და მეც დავყვე შენს ნებას...
ალბათ უკვე მიხვდი, რატომ ვწერე მდენი სისულელე და იმასაც ხვდები, რა უნდა გითხრა...
იმედია, არ მიბრაზდები... არ შემიძლია, შენს სახეზე წყენას ვერ ავიტან... რა ვქნა, ვერაფრით მოვახერხე შენი დავიწყება, ვერაფერი მოვუხერხე ჩემ გულს...
ამ სიმძიმემ, ამ ტვირთმა და შენმა სიყვარულმა მთლიანად დაიკავეს იგი და აღარ აპირებენ დათმობას...
მე არ ვიცი, არის კი ცოტა ადგილი მაინც შენს გულში ჩემთვის? მართლა არ ვიცი,
მაგრამ, ...
მაგრამ როცა შენს თვალებში ვიყურები..
როცა შენი თვალების ოკეანეში ვცურავ...
როცა ჩვენ ერთნი ვართ...
აი მაშინ შენ ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი ხატება და სალოცავი, ჩემი სიცოცხლე და ჩემი უკვდავება, ჩემი ბანგი და ყოველივეს საწყისი...

აქ არაფერია ბევრი დასაჯერებელი,.. შენ კი მხოლოდ ის მოგეთხოვება, რომ ჩემს თვალებში ჩაიხედო და კარგად დააკვირდე შენსავე გამოსახულებას...
ჩაიხედე და დაინახავ იმას, რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვთქვი, რისი დაწერაც ინდოდა და ვერ დავწერე...

და თუ შენ დაინახავ, რომ ცარი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1047 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1040 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1002 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქორწილის წინ დედაჩემთნ ცსაუბრობდი ცალკე,
დედამ მითხრა:" გაუფრთხილდი შვილო მზითვის სარკეს,
გამიგია გადმოცემა არის ხალხში ძველი,
თუ ოჯახში სარკე გატყდა, რაღაც საბრთხე ელით.."
ამ სარკეს რომ ენა ჰქონდეს, რამდენს გეტყვით ამბავს..
ამ სარკის წინ მე ჩამაცვეს საქორწინო კაბა..
მახარებდა უნაზრსი სამკაული თავის,
ყველაფერი თეთრი იყო და თმა შავი, შავი...
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1609 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-რატომ დატირი ამ ყვავილებს?
-იმიტომ, რომ ''მან'' მჩუქა..
-ვინ ''მან''?
-აი ''იმან''!
მიმოვიხედე და ვერავინ დავინახე.
-ვინ ''იმან''?
-შენ მას ვერ დაინახავ და ვერც შეამჩნევ, რადგან აღარ არის, იგი მოკვდა ყველასთვის მაგრამ ჩემთვის დარჩა ცოცხალი...
-სად არის?
-გულში...
-დიდხანს დარჩება?!
-არა, დიდხანს კი არა, ს ა მ უ დ ა მ ო დ..
წამოვედი. და იცი რატომ? იმიტომ რომ აზრი არ ქონდა მასთან საუბარს, არ მომისმენდა..რა უნდა ელაპარაკო მას ვინც ძველ, დამჭკნარ, ჩამომხმარ ყვავილებს დატირის... ეჰ, მიყვარს და რა! არაფერი! ... იმას სხივი ხსოვნა და ყვავილები უყვარს, რომლებმაც კარგა ხანია დაკარგეს ძველებური ხიბლი და თავბრუდამხვევი სურნელი. გაბრაზებული მივაბიჯებდი და ვფიკრობდი : "რა სულელია,ვერ შეიგნო მოკვდა ''ის აღარ არის''! '' გრძნობებმა ამიყოლია და უკან მოვბრუნდი, მივედი მასთან და მივახალე პირში :
-სულელი ხარ! სულელი! და იცი რატომ?
-რატომ?-გაოცებული მიცქერდა, ვერაფერს მიმხვდარიყო.
-იმიტომ, რომ ვერაფერს ამჩნევ! მარტო წარსულზე და ამ ყვავულებზე ფიქრობ!
გავბრაზდი ავიღე ყვავილების ''ვაზა'' და კედელს მივანარცხე. დაიმსხვრა და გაიფანტა. ''იმას'' ცრემლი მოერია, ყვავილებთან დაიჩოქა და ზიზღით შემომხედა.
-გაეთრე! -დამიყვირა.
მეც წამოვედი უკან მოუცედავად.(მის მერე აღარც დავბრუნებულვარ).. იმ დღეს ბოლოჯერ ჩავხედე ნაღვლიან თვალებში, ბოლოჯერ ჩავიძირე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მხოლოდ ჩემი ბავშვობის მოგონება იქნები,
დრო გავა, აღარ დამატყვევებს მე შენზე ფიქრები..
ერთხელ გაგეხუმრე, გითხარი:"მომართვი ვარდები"
და ის დრო გავიდა, დამთავრდა სპექტაკლი, დაეშვა ფარდები..
ერთმანეთს ვატკინებს გულები ჯინაზე მე და შენ,
მაგრამ ოდესღაც ჩვენ გვქონდა ერთგვარი სინაზე..
შენ იქით წახვედი, მე სხვა გზას გავუყევ კარდაკარ,
ალბათ მომიგონებ ჯერ ხშირად, მერე კი ხანდახან..
დრო გავა, აღარ მომერევა სულელი ფიქრები,
შენ კი მხოლოდ ჩემი ბავშვობის მოგონება იქნები.


.......................................................................... ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1252 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვით ნაწვიმარი ფოთოლი ვერხვის
მე ისე ვღელავ..
გზაზე ვინ არის ჭაბუკი ერთი
უღიმის ყველას..
არის მაღალი, როგორც ბამბუკი,
ლამაზი მეტად..
დამაქვს ნაღველი მე იმ ჭაბუკის
და დავალ კენტად..
მზეს მოსდის რული, დაზამთრებულა,
წასულა საით..
და ჩემი გულიც აზვირთჶბულა
მდინარესავით..
გარეთ ქარბუქში ქარი ირწევა,
ნიბლია კვდება,
მე ის ჭაბუკი დასავიწყებლად
არ მემეტება..

.............................................

ჩემთვის ოდესღაც საყავრელ თვალებს
დღეს შევამჩნიე სევდის იარა.
ცრემლი აწვიმდა მომავლის ფიქრებს,
აწმყოს ტიროდა - წარსულს კი არა.
მე შეგამჩნიე ფარული დარდი,
სულს გიხუთავდა მხურვალე ალი,
შენ არ მალავდი, რომ ერთდროულად
ჩემში გიყვარდა ბავშვი და ქალი.
ვწუხვარ რომ ასე დამთავრდა ბოლოს,
გხედავ დაგტანჯა უბედო ბედმა,
მე ამ სიყვარულს ვამსგავსებ ჰანგებს -
სიკვდილის წინ რომ იმღერა გედმა.
ვერაფერს გეტყვი... რა მაქვს სათქმელი,
უსიტყვოდ უნდა ვუცქირო დღესაც
შენი თვალების ცრემლიან გუბეს -
გასაწვიმებლად მოღრუბლულ ზეცას.
მთლად უგულობას ნურვინ დამწამებს,
მე მხოლოდ მცირე მიმიძღვის ბრალი,
მიყვარდი... ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მინდა დავწერო, მინდა ვიგრძნო
და თან გავლექსო,
მინდა ვიფრონო შორს ღრუბლებში,
ცა რომ ვიხილო,
მინდა მოგიძღვნათ ყვავილების
უხვი სამეფო,
მინდა გაჩუქოთ ოცნებათა
ჩუმი საუფლო...
და ბოლოს სანამ
სამუდამოდ დაგვაშორებენ,
სანამ ცრემლებით დასველდება
თეთრი სიჩუმე,
მე მოვალ თქვენთან და
დაგიღებთ სულის დარაბებს,
ჩურჩულით ნათქვამს
მაღალ გრძნობით გაგითამამებთ,
უხილავ ფიქრებს
ცისფერ ფრთბით მაღლა აგიფრენთ,
და მაშინ იგრძნობთ,
როგორ ძლიერ გიყვარდათ ყველა
თუ როგორ ძლიერ დამივიწყეთ
და როგორ მტკენდით,
მაგრამ მე მხოლოდ გავიხსენებ
იმ ტკბილ საათებს,
სიხარულის და სითბოს ფერად
რომ იღვრებოდით





.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-მიყვარხარ!
ბიჭს ხმა არ ამოუღია. დუმდა, რაღაცას ელოდა, მაგრამ, გოგონამ არ იცოდა რას ელოდა იგი.
-მიყვარხარ!
ისევ დუმილი, სიჩუმეს მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა. მზე ჩუმად მიიპარებოდა ცის კაბადონიდან, სურდა ჩუმად წასულიყო, ისე რომ არავის გაეგო. ბიჭმა ცას ახედა, წამით თვალები დახუჭა, მერე გაახილა და თავისი თაფლის ფერი თვალები გასუსულ, შეშინებულ გოგონას მიაპყრო, რომელიც მხოლოდ ერთ სიტყვას ელოდა მისგან. ბიჭს კვლავ არაფერი უთქვამს უბრალოდ შესცქეროდა და ელოდა რაღაცას.
-მიყვარხარ... - კვლავ ჩაილაპარაკა გოგონამ დამფრთხალი ხმით.
ბიჭი მიუახლოვდა მას, ისინი ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან... გოგონას სურდა ეკოცნა მისთვის, მოხვეოდა, ეგრძნო მისი სითბო, გაეგონა მისი გულის ცემა, უნდოდა ბიჭი დაუფლებოდა მის ნორჩ ტუჩებს .
-მითხარი რამე ჩაჩურჩულა გოგონამ ბიჭს.
ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ ბიჭი უფრო ახლოს მივიდა მასთან. მათი სხეულები უკვე ნაზად ეხებოდნენ ერთმანეტს.
ბიჭმა ტუჩები გოგონას ყურთან მიიტანა და ჩაჩურჩულა:
- მე არა... - უთხრა ეს და გულგრილად გაშორდა, ისე რომ უკან არც მოუხედავს, არ დაინტერესებულა იმით თუ რა რეაქცია ექნებოდა გოგონას რომლის სათუთი გული სავსე იყო მისადმი დიდი სიყვარულით. იცოდა ბიჭმა გული ატკინა ,,მას'' , სამუდამო ნაიარევი მიაყენა, ჭრილობა რომელიც არასდროს შეუხორცდება, მაგრამ რაექმნა?! სიმართლე უთხრა. ტყუილ მწარე სიმართლე ამჯობინა. თავს არ მისცა იმის უფლება, რომ, გოგონასთვის იმედი მიეცა, მას ოცნების კოშკები აეშენებინა და ილუზიაში ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1216 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მახსოვს დაჩოქილი ხატების წინ ვტიროდი ეკლესიაში. მახსოვს ვიგრძენი ვიღაცის ნაზი შეხება მხარზე, თავი ავწიე და მისი სათნო დავინახე. შემომცქეროდა, მიღიმოდა, ბედნიერებას და რაღაც შინაგან ძალას ასხივებდა, რომელიც გულს იმედით ავსებდა.
არასოდეს დამავიწყდება მისი ყოვლადკეთილშობილი( : D) გულწრფელი თვალები და მისი მოწიწება ჩემდამი.
-ცუდათ ხომ არ ხართ?
-არა... - მას ვუცქერდი და თავი უბედნიერესი ადამიანი მეგონა, თითქოს ის ვიპოვე ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი. თითქოს უფალმა გამომიგზავნა მისი თავი საჩუქრად (იმის მიუხედავად, რომ არ ვიმსახურებდი...) მან იქვე მდგარ სკამზე დამაჯინა, წყალი დამალევინა და მკითხა:
-უკეთ ხართ?
-მადლობთ, დიახ.
მინდოდა სახელი მეკითხა, მაგრამ, შემრცხვა და მომერიდა, (თავი შევიკავე.) ეტყობა ლოყები შემიფერადდა, რადგან შემეკითხა:
-ნამდვილად კარგად გრძნობთ თავს?
-დიახ, დიახ!
(თავს დაცულად ვგრძნობდი მასთან.)
ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ვიღაც დამეპატრონა, ოღონდ ისე, რომ ჩემი შინაგანი სამყარო არ დაენგრია...
-რა გატირებდათ?
-სირცხვილი.............
-რისი გრცხვენოდათ?
- საკუთარი თავის და ცოდვების...
-გიხდებათ ცრემლები...
(დავიმორცხვე და თვალი გვერდზე გავაპარე.)
-დარწმუნებული ვარ, ღიმილი გიხდებათ, ასე რომ, გაიღიმეთ.
პასუხი არ გამიცია, ან რა უნდა მეთქვა, არაფერი იყო სათქმელი... მსიამოვნებდა მისი მოსმენა... შემეძლო მუდამ მესმინა მისთვის... როცა მივხვდი, რომ, ჩემგან ღიმილს ელოდა - მეც გავუღიმე.
რაღაც ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე თქვენ მიყვარდით..
შესაძლოა ეს სიყვარული ჩემს სულში ღვივის,
არ გამქრალა ჯერაც სავსებით,
მაგრამ არ მინდა გაგიღვიძოთ დარდი ფარული,
არ შეგაშფოთოთ, რადგან ისევ მეძვირფასებით...
მე თქვენ მიყვარდით..
ბედმა ჩუმი ტრფობა მაღირსა,
და უიმედოს ხშირად მწვავდა ეჭვის ალმური,
მე თქვენ მიყვარდით.. ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1407 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცოდი რა მინდოდა?არა გინდა დაგანახო ჩემი სამყარო სადაც მე ვცხოვრობ ჩუმად ვცხოვრობ ,რადგან არ მინდა სხვამ დაინახოს და შეშურდეს ჩემი მე ხომ იქ ვცხოვრობ სადაც სხვას ოცნებაც კი არ შეუძლია.მომეცით ტილო რომ დაგიხატოთ მომეცით ფუნჯები და საღებავები ,რომ გადმოვცე გრძნობეი ეული და მარტოსული,რომელიც იქ მგრძნებარე ტალღებად მოგვევლინება.მინდორი ,ყვევილებით მოფენილი დამათრობელი სურნელება ,ბულბულთ გალობა ,პეპლების ფარფატი ცაზები სუსტები,მაგრამ მათი ჯადოსნური ფრთები ხომ სამყაროს დაჰფარფატებენ ნაზდა და აუღელვებლად.იქ ყველაფერი უკვდავია .ცაში აიხედე ნახე რა ლამაზი მზეა როგრო მიღიმის და თვალს მიკრავს მეც ვუცინი და ხელს ვუქნევ.მოდი ჩამოდი ჩამეხუტე მჩირდები თქო.მერე წვიმა მოცურავს ნაზად ციდან ,რა ლამაიზა......მე მეფერება მეალერსება და ყურში მელეპარაკება მიყვება ისტორეიბს რას აკეთებს სანამ ჩემამდე ჩამოვა .კოცნით მახრჩობს და მერე ჰაერში ბრწყინდება .ირგვლივს სიყვარული დაცურავს გულები დაფრინავენ .გრდნობები ტალღებს გვანან .ყველაფერი ნათელია აქ ვერ დამალავ შენს გრდნობას და სულს .სიყვარული მოდის და ნაზი ნაბიჯებით შენს გულს უახლოვდება ის შეერწყმევა გულს სამუდამოდ და გრძნობებს უშვებს შენში იმდენია იმდენი ეს ყველაფერი ნეტავ სად იტევს თქო ჩემი გული ვიკითხე და ,როცა ბოლომდე შემოუშვა ყველაფერი ასაგები გახდა .გაჩნდა გულში პატარა გულები გულები,რომლებშიც გაჩნდნე კიდევ ბევრი ბულები,ამ გლებშჰი გრძნობები ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ხარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა
უხვად მოხატული ფერთა გალერეა,
ღრუბელთ სინოტივე სულში ლოცვად მიკრავს,
თუკი რა თკმა უნდა გზა არ ამერია..
შენ ხარ შემოდგომა, მტევნის გაფიცხება,
სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
იწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით და
მერე წვიმებით და ზამთრით დამთავრდები..
შენ ხარ შემოდგომა, უხმო გაშიშვლება,
უხმო გადაჭკნობა, ფოთოლთ სინანული,
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება
ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ ფოთოლცვენა,
შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაგველი, მწველი მხურვალება,
ბოლოს ფიფქებით და სევდით იმალები..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ განშორება,
შენ ხარ მონატრება, შენ ხარ სიმარტოვე,
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები,
სივრცეს-მერცხლები და მე შენ მიგატოვებ..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გარინდება,
შენ ხარ ჩავლილი და შენ ხარ წარსული,
შენ ხარ მოფერება, შენ ხარ დაბინდება,
შენ ხარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის..
შენ ხარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა,
კვნესა გარეული ხიბლი ამინდების,
შენ ხარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება,
შენ ვარ დადუმდები, შენ ვარ დამშვიდდები..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გადაღლილი,
მზერაგამცვდარი და თრობამორეული,
შენ ხარ აუხსნელი და შენ ხარ ასახსნელი,
შენ ხარ ახლობელი, შენ ხარ შორეული..
შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1657 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უცებ გაისმა თოფის ზრიალი
გულთან დაამთავრა ტყვიამ ბზრიალი
ბნელმა შეცვალა დღე თბილი,მზიანი
კუნომ დაიწყო მზეზე პრიალი...
ბიჭია მკვდარი,ბიჭია მკვდარი
წითლად შეიღება თბილისში მტკვარი
კანკალმა აიტანა მთლიანად ტანი
ბიჭმა შეაღო სამოთხის კარი...
სატრფო დასტირის მას ცივ საფლავზე
ცრემლი შეჩერდა გაყინულ წამწამზე...
თითქოს უნდა რომ ეს დრო გაჩერდეს
და საერთოდაც აღარ გათენდეს...
მაგრამ დრო მიდის,აღარ ჩერდება
ტკივილს კვლავ მოსდევს ახალი ტკივილი
ყურში ჩამესმის ღრუბლების ტირილი
და გულს მიხეთქავს დროის კივილი...
ქალი ჩაეხუტა მხურვალედ ცივ ქვას
ეს ხომ ქმრის სულის ტკბილი სურნელია
სული განუტევა...ქალი სულელია...
ჩვენი ცხოვრება ხომ თეთრი ფურცელია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დასრულდა ცრემლით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა
პირქუში სიზმარივით გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა.

არადა,ღმერთმანი,თავი მომწოს
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს-ადექი და შემელიე
მიკვირს-უჩემობას გაუძელი...

ვაი-შენ თორე მე რა მიჭირს_
მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...

შენებრ გონიერი იმდე-ნიააა!
ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1320 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:03 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024