მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » .......
|
-მიყვარხარ! ბიჭს ხმა არ ამოუღია. დუმდა, რაღაცას ელოდა, მაგრამ, გოგონამ არ იცოდა რას ელოდა იგი. -მიყვარხარ! ისევ დუმილი, სიჩუმეს მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა. მზე ჩუმად მიიპარებოდა ცის კაბადონიდან, სურდა ჩუმად წასულიყო, ისე რომ არავის გაეგო. ბიჭმა ცას ახედა, წამით თვალები დახუჭა, მერე გაახილა და თავისი თაფლის ფერი თვალები გასუსულ, შეშინებულ გოგონას მიაპყრო, რომელიც მხოლოდ ერთ სიტყვას ელოდა მისგან. ბიჭს კვლავ არაფერი უთქვამს უბრალოდ შესცქეროდა და ელოდა რაღაცას. -მიყვარხარ... - კვლავ ჩაილაპარაკა გოგონამ დამფრთხალი ხმით. ბიჭი მიუახლოვდა მას, ისინი ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან... გოგონას სურდა ეკოცნა მისთვის, მოხვეოდა, ეგრძნო მისი სითბო, გაეგონა მისი გულის ცემა, უნდოდა ბიჭი დაუფლებოდა მის ნორჩ ტუჩებს . -მითხარი რამე ჩაჩურჩულა გოგონამ ბიჭს. ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ ბიჭი უფრო ახლოს მივიდა მასთან. მათი სხეულები უკვე ნაზად ეხებოდნენ ერთმანეტს. ბიჭმა ტუჩები გოგონას ყურთან მიიტანა და ჩაჩურჩულა: - მე არა... - უთხრა ეს და გულგრილად გაშორდა, ისე რომ უკან არც მოუხედავს, არ დაინტერესებულა იმით თუ რა რეაქცია ექნებოდა გოგონას რომლის სათუთი გული სავსე იყო მისადმი დიდი სიყვარულით. იცოდა ბიჭმა გული ატკინა ,,მას'' , სამუდამო ნაიარევი მიაყენა, ჭრილობა რომელიც არასდროს შეუხორცდება, მაგრამ რაექმნა?! სიმართლე უთხრა. ტყუილ მწარე სიმართლე ამჯობინა. თავს არ მისცა იმის უფლება, რომ, გოგონასთვის იმედი მიეცა, მას ოცნების კოშკები აეშენებინა და ილუზიაში ეცხოვრა. ბიჭს კი სიმართლე ცოდნოდა და ბოლოს დაენგრია ოცნება, რომელიც გოგონამ ლამაზი ფიქრებითა და ცრემლებით აშენა. ჯობდა ახლა ეთქვა სათქმელი და გაეთავებინა. გოგონა გაშეშებული იდგა, ჰორიზონტს შესცქეროდა, თვითონაც არ იცოდა რაზე ფიქრობდა, სახეს ცრემლები უსველებდა, რომლებიც პატარა, მბზინვარე მარგალიტებს გავდა. გული ჩქარა უცემდა, უფართხალებდა, გრძნობდა დაჭმულ ძარღვებში სისხლი როგორ მიმოდიოდა. სიკვდილი უნდოდა იმისი ძალაც კი არ შესწევდა ნაბიჯი გადაედგა და წინ წასულიყო, მარტო ერთს ამბობდა მისი ბაგენი უნებურად ,,ასეც ვიცოდი...''
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1216 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|