♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 23


ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:
"უზრდელი ხარო”–მომახალა,
არც ისე წყნარად.
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს
გაუგებრობა...
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს
და იმის შემდეგ არ მინახავს,
გამქრალა სადღაც.

ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი,
ეს იყო ცივი შიში...
და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.

ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი),
მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.

ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?!
და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.

ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით
და ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.

ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვით
ყინული, ქარი...
ერთხელ გახდა ყოველივე ნათქვამზე ცხადი.

ერთხელ შევცდი... არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე,
სანანებელი არაფერი გამიხდება ამ ქვეყანაზე.

ერთხელ მივხვდი სიზიფე ვარ და ისევ `მაგრამ:”
ყველაზე საშინელი მაინც სიკვდილია,
როცა გაგიღიმებს ცალყბად.

ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ,
როცა ამერია გზები:
როცა ვიდამპლე და როცა ვიუხეშე,
ანგელოზს მოვტეხე ფრთები.

როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა,
თვალები–სავსე ცრემლით,
როცა ამღვრეულ გუბეს ერწყმოდა
სისხლი მოტეხილი ფრთების.

როცა სიძულვი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ ღამეა ჩუმი და ბნელი...
მე კი უაზროდ რაღაცას ველი...
არ დამანებებს თავს ეს ფიქრები,
სანამ ამ ქვეყნად ცოცხლად ვიქნები,

რაღაც მტანჯავს და არ ვიცი რატომ,
როგორ გავუძლო ამ გრძნობას მარტომ
დიდ საიდუმლოს ვუმხელ მე აპრილს,
ღამეა ცხელა.... გულში კი მაწვიმს...

ამ სიბნელეში ჩემს სულს ვერ ვხედავ,
ფიქრებს დავეხსნა ამას ვერ ვბედავ,
იქნებ წავიდე სადმე უკვალოდ
ეს ცხოვრება ხომ მთვლის მე ''უბრალოდ''

ღამეში თავს ვგრძნობ მარტოსულს, ეულს...
ცეცხლი ედება თითქოს მთელ სხეულს,
ვერ გავიკვლიე ამ ფიქრში გზები
და მეც სიბნელით უაზროდ ვთვრები.


....................................................



გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მტკივა სულთან ახლოს, მტკივა არაფერი.
თითქოს არაფერმა ფერი დაიტია,
ფერი იმდენი, რომ მძიმედ დავაბიჯებ
მიწას, მწუხარეს და მაინც იმედიანს.
მტკივა სულთან ახლოს ისე ღრმა ტკივილით,
თითქოს დედამიწა გულში გაარღვია
თვითონ ჩემმა გულმა, გულმა ღიმილივით
თვალს რომ მეფინება ისევ არაფრიდან.
მტკივა ღრმად და ახლოს, ჰორიზონტალურად,
მტკივა ვერტიკალზე ნერვად გაჭიმული,
სხეულს მისერავს და სულზე გადავიდა.
თითქოს ხასიათში თვითონ ჩავიგუბე
სულის გვერდით ასე ურცხვად მოპარული,
ვითომ ცოტა რამ და მაგრამ მაინც მეტი
ვიდრე, როგორც ვთქვი და როგორც ახლა ვამბობ,
მტკივა ფერი ბევრი, ანუ არაფერი..


.............................................................


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic


............
Just 
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Hearts : )

............
Hearts
: )
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1963 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Alone, alone ..





  Alone,&n ... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2758 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

GiRls ! Crazy girls !!!


...................
GiRls ! 
......................
Crazy girls !!!
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2328 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სელმა ჰაიეკი კრისტის აუქციონზე

22 
აპრილს,დედამიწის დღეს,კრისტის აუქციონს რომელიც მოეწყო ნიუ-იორკში ესწრებოდა ცნობილი მსახიობი სელმა ჰაიეკი და ცნობილი ავსტრალიელი მოდელი მირანდა კერი.მსახიობი გამოირჩეოდა თავისი ჩაცმულობით და საკმაოდ ორიგინალური და უცხო ფეხსაც ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1991 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჯესიკა ალბა საყიდლებზე

22 
აპრილს ჯესიკა ალბა და მისი შვილი ჰონორი (Honor Marie Warren) დააფიქსირეს ნიუ-იორკში პაპარაცებმა.ტრიბეკას დაჯილდოებიდან მოსულმა დაღლილმა მსახიობმა გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა და შვილი წაიყვანა მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად.
აგრეთვე ჯესიკამ თავის თვითერზე დაწერა :"Up and at em tweeples! Big day at #TribecaFilmFestival. What's your fav indie film?"როგორც ჩანს მას მოეწონა ეს კინოფესტივალი და აქტიურა ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1448 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

♥♥CHACE CREAWFORD AND BLAKE LIVELY♥♥

...............

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1516 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვიქტორია ბექჰემი ბევერი ჰილსში

22 
აპრილს ვიქტორია ბექჰემი პაპარაცებმა დააფისირეს ბევერლი ჰილსში 
BritWeek 2010-ზე.
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1457 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მეგან ფოქსს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული წაართვეს

'ტრანსფორმერების' ვარსკვლავმა მეგან ფოქსმა, რომელიც 2009 წელს ჟუანრლმა Esquire აღიარა პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად, დაუთმო ტიტული ამერიკელ მსახიობს კრისტინა ჰენდრიქსს, რომელიც ცნობილი გახდა სერიალი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1511 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა
და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...
უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს
მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს
და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის
მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...
ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს
თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე.
თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე
და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე.
შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს.
საიდან მოხვდი ასე თბილი,ასე უბრალო.
ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1403 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1168 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.

შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.

შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.

შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.

შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა..





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როდესაც დარდი დაგიმარტოვებს,
ძნელია თითქოს...
ძნელია, გათოშილ ხელებს არავინ გითბობს...
ძნელია, როცა მარტო ხეტიალობ მზეში და ქარში...
ძნელია, როცა აღარ იყურები ოცნებით ცაში...
როდესაც ძვირფასი ხელების ნაცვლად, ქარი გეფერება...
ვეღარ იტევს გული ამაო დარდს და დროც გებევრება...
ძნელია ლოდინი, უმზეო ლოდინი, ძნელია თითქოს...
შენ უნდა ელოდო, შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს...
წვიმაში, დარში, თოვლში და ქარში... მე შენზე ვფიქრობ...
და ეს ბევრია, ძალიან ბევრი... მაგრამ, არაფერს ვითხოვ...
მინდა რომ ვიყო, სულ შენთან ვიყო... ეს მინდა თითქოს...
მაგრამ წამია, ფიქრია, დარდია და მართმევს სითბოს...
ოცნებად ქცეული შენს სიახლოვეს, მთვარესთან ვითხოვ...
არასდროს მძინავს, სულ შენზე ვფიქრობ, მხოლოდ გულს არა,
სულსაც კი მითბობ..



...............................................................................................



არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,
მე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1190 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: На игре 2. Новый уровень
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: ბოევიკი, სათავგადასავლო
რეჟისორი: პაველ სანაევი
როლებში: როლებში: ალექსანდრე ბარდუკოვი, აგნია დიტკოვსკიტე, მარინა პეტრენკო, სერგეი ჩირკოვი, პავლე პრილუჩნი, ევგენი ხარლანოვი...
ფილმის შინაარსი:
იმ სპეც. ოპერაციის ჩატარების დროს, როცა გუნდის ერთი წევრი დაიღუპა, მოთამაშეებისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ყოველი მათგანი აცნიობიერებს - ისინი ბოროტმოქმედთა მსხვილ სინდიკატზე მუშაობენ. დისკებზე ახლა ყველა ნადირობს - ძალოვანი სტრუქტურებიც და მოთამაშეებიც. მათი მიზანია - არ დაუშვან რომ ასეთი მასალა საზღვარგარეთ მოხვდეს. კუნდის ნაწილი გადაწყვეტს თვითონ დაიტოვონ ისინი და შექმნათ საკუთარი კონტროლირებადი არმია. ვამპირი და რიტა ცდილობენ ხელი შეუშალონ მათ.
გამომშვები: რუსეთი, Каропрокат
ხანგრძლივობა: 01:29:09
გახმოვანება: ორიგინალური (რუსული)
ფაილი:
ფორმატი: AVI(XviD)
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 1819 Kb/s, 720x304
აუდიო ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1239 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Transylmania
1 სთ 32 წთ
ჟანრი: კომედია, საშინელება პოსტერები
 გამოშვება: 04 დეკემბერი 2009
რეჟისორი: დევიდ ხილებრანდი, , სკოტ ხილებრანდი
სტუდია: ჰილლ & ბრენდ ინტერტეიმენტი
როლებში: ჯეიმს დებელო, ჯენიფერ ლაიონსი, პატრიკ კავანო, ტონი დენმანი, პოლ ხ. კიმი, მიუზეტა ვანდერი, დევიდ  
სტეინებერგი 
ხარისხი:   
ენა: რუსული  
ზომა: 697.87 MB




ფილმის მ
მოხილვა
საშნელებათა კომედია, რომელშიც ახალგა ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1236 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



R.T.T.
1 სთ 23 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 09 დეკემბერი 2009
რეჟისორი: ფრიდერიკ ბერტი
სტუდია: კანალ+[fr], ტფ1 ფილმს პროდაქშენსი, სტუდიო ქენელი, ელჯიემ პროდაქშენსი
როლებში: დენიელ დიუვალი, ფრანსის რენო, პიერ ლაპლეისი, მელანი დოტეი, კად მერადი, არტურ დიუპონი
ხარისხი:   
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 702.70 MB



... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა
რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის

ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო

სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის

მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა
მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია
გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა
და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია

მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა
გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის
დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა
გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის

მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად
დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად
ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად
და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეები მიდიან და თითქოს ვბერდები,
ამ ხალხის შემყურე მემგონი ვშტერდები...
რატომ დაივიწყეთ მეობა ქართული,
უაზროდ იძახით ''არ გვინდა წარსული''

ვნების აგონია თავზე დაგეხვიათ,
ამით შორს მჭვრეტელი თვალი აგეხვიათ,
ღმერთი რომ არსებობს რატომ აღარ გახსოვთ,
''ნეტავ რა იქნება მოდი ხვალე ვნახოთ''

ხვალაც ეს იქნება უგრძნობი ვნებები,
ამით საქართველოვ მახეში ებმები,
იქნებ მართლა სჯობდეს წარსულის დავიწყება,
მომავალს დაველოდოთ ვნახოთ რა იქნება,

ძველ დროს რომ მივტირი, ვიცი რაც განძია...
ქართველმა არ იცის სად არის ''ვარძია''
ხალხნო გაიღვიძეთ პირჯვარი გადისახეთ,
უფლისკენ მიმავალი მიზანი დაისახეთ....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღემდე
მაგიჟებდა ფიქრი არაფერზე...
ღამით მაღვიძებდა, მთვარე მგლოვიარე...
იწვა უშენობა შიშველ ქარაფერზე,
ღამეს უმღეროდა შავი როიალი...

მესმის,
უშენობამ დარდი წამიშალა
თავი მომაბეზრა ქარის ბორიალმა
ისევ მერამდენედ მომდევს ქარიშხალი
ისევ მესიზმრება, შავი როიალი...

მკლავდა...
უშენობა, ისევ გამეტებით
ღამეს მიღვიძებდა, მთვარე მომტირალი...
ლოდინს უსაშველოს ვაღმერთებდი
ახლა, მენატრება შავი როიალი

ისე მეშინია...
ღამეს ვეფარები....
ვიცი, გამაღვიძებს მთვარე, მგლოვიარე...
ისევ აჩრდილივით შემომეპარები
შენს თავს გამახსენებს, შავი როიალი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1409 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყოველდღე,
შენსკენ მომეჩქარება...
და უშენობას, დღემდე განვიცდი...
მე ვიცი,
ეჭვიც არ მეპარება...
მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი...

მე დღესაც,
შენი ფიქრი მიმონებს...
სიზმარში ღამე კარტებს გამიშლის...
მე ყოველ დილას,
შენთვის ვიგონებ...
გული თავისას მაინც არ იშლის...

მე ახლაც,
შენი კოცნა მაგიჟებს
და უშენობით ხედავ? ვბერდები...
მე ყოველ დილას,
ვითვლი ნაბიჯებს...
და ყოველ ღამე შენთან ვჩერდები...

როგორც,
დაღლილი ღამე თენდები...
და უშენობა თოვლივით მათოვს...
შენ იცი,
ასე არ დავნებდები...
ისევ ლოდინი მომიწევს მარტოს...

მაინც გიპოვი,
მაინც დამიცდი...
მე შენში, ეჭვიც არ მეპარება...
შენ უჩემობას,
ახლაც განიცდი...
და ამიტომაც, მომეჩქარება...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ზღაპრებს ჰყვებიან,
მარტო დარჩენის ნუ გეშინია,
დაგიბრუნდები ჩემო ფერია...
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?!
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები,
მხოლოდ ერთსა გთხოვ, მუხლმოდრეკილი,
როცა მე წავალ, ნუ ატირდები...
შენი ცრემლები დარდად გამყვება,
მწარე წარსულად დამრჩება გულში,
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ,
რომ დაარდი ვნახო შენს სიყვარულში...
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს,
ჩვენ ხომ ერთმვნეთს ასე ვჭირდებით?!
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1226 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Babys !!!


......................
.................
BaBy'S ! ! ! 
..................
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2516 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლივ ტაილერი კალიფორნიაში

მსახიობი 
ლივ ტაილერი 
გამოიჭირეს პაპარაცებმა.ის კალიფორნიის ერთ-ერთ ქალაქში-ვენეციაში იმყოფებოდა.მსახიობი მანქანით მოვიდა აქ რაღაც საქმეზე,ხოლო როდესაც პაპ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1366 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ევა ლონგორია ლოს-ანჯელესში


21 აპრილს 
პაპარაცებმა ევა ლონგორია(Eva Longoria) ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1341 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

რისი ეშინიათ ვარსვკლავებს...


ჯონი დეპი - კლოუროპობია ( "კლოუნების" ეშინია )

კრისტინა რიჩი
 ეშინია მცენარეების, მოჩვენებების,სარკეების... 
ყველაზე მეტად ესჰინია ყვალიბის,პიქრიბოს რომ არიან ბუნძურები ..
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1452 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შეჩერებული წამები

გთავაზობთ ვარსკვლავური წყვილების: 
ჰაიდი კლუმისა და სილის, ევა ლონგორიასა და ტონი პარკერის, ჯენიფერ ლოპესისა და მარკ ენტონის და ასევე სხვა
 ვარსკვლავების რომანტიკულ ფოტოებს.
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1885 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 პრობლემური ზონები და სელებრითები

ჩვენ ყველას 
გვაქ პრობლემური ზონები და ისეთებიც რითიც ვამაყობთ.. წარმოგიდგენთ 
15 ვარსკლავს,
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2716 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა ჯობია იმ უდიდეს გრძნობას...
როცა ყურში ჩასჩურჩულებ მოყვასს
''მოდი ახლოს ჩაგეხუტო კარგო''
შენს გულზე მსურს სიყვარული ვქარგო,

მინდა სული დაგანახო მთელი,
იცოდე რომ შენს ტკბილ კოცნას ველი
ვერ ავიტან უშენობას ვერა,
რომ გიყვარვარ მე დღეს ამის მჯერა,

ეს სხეული აკანკალდა შენით,
შენზე ვფიქრობ დიდი აღმაფრენით,
რომ მეხება ეგ ტუჩები ტკბილი
გულში ჩადის რაღაც ძალზედ თბილი,

როცა სული სიყვარულით მთვრალია,
ეს ალერსი უკვდავების წყალია,
არავინ თქვას რომ ამ გრძნობას ასცდება.
რკინის გულიც მასთან სწრაფად მარცხდება....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბევრი მეგობარი.... ბევრი ამხანაგი...
თითქოს ეს იყოს კენჭების მარაგი
წინ ყველა გიცინის და სულ გეფერება,
მალე გაქრებიან როგორც მოჩვენება,

ძმობას შემოგფიცებს და გულს აგიჩუყებს,
თუ რამე დაგჭირდა, მაშინვე იყუჩებს,
გეტყვის მიყვარხარო ''გვერდში დაგიდგები''
მაგრამ ისე წავა ვერსად ვერ მიწვდები

სუფრას დაგიმშვენებს სახლსაც აგიშენებს
მაგრამ სიბნელისკენ გზას თვითონ გიჩვენებს,
ვისაც არ ენდობი ის უფრო დაგაფასებს,
შენთან ახლოს მყოფი კი სასტიკად დაგამარცხებს,

ამდენი ტყუილებით ცინიზმით დაღლილი,
კარგი რომ იპოვო არ არის ადვილი,
ბევრი მეგობარი..... ბევრი ამხანაგი....
მართლაც რომ ყოფილა კენჭების მარაგი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნისლად ჩამონაწური
ვაზებს დასდის ნაჟური
ნაჟურალი ნაზვრალი
ყინვახელით დამზრალი
ნაყინულებ სასახლეს
ანამზევებს, ანათებს
სხივი ნათლად ქცეული
ციდან გამოქცეული
ლექსებშუა ჩამდნარი
ასფურცელა რვეული..












კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცხოვრება-შანსია,
არ გაუშვა იგი!
ცხოვრება-სილამაზეა, აღიქვი იგი!
ცხოვრება-ოცნებაა,
განახორციელე იგი!
ცხოვრება-მოვალეობაა, აღასრულე იგი!
ცხოვრება-თამაშია,
ითამაშე!
ცხოვრება-სიყვარულია, შეიყვარე!
ცხოვრება-ტრაგედიაა, გაუძელი
მას! ცხოვრება-თავგადასავალია, გამოსცადე იგი!
ცხოვრება-ცხოვრებაა, იხსენი
იგი!
ცხოვრება- ღირს!ნუ გაანადგურებ შენს ცხოვრებას..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გოგონა თრთოლვით შეეხო ტელეფონს თავისი თეთრი,ნატიფი თითებით და აკრიფა ნომერი, რომელიც არაერთხელ აუკრეფია. გადის. "დღეს ვეტყვი რამეს, არ ვიცი რას, მაგრამ ხმას მაინც ამოვირებ, რამეს ვეტყვი თუნდაც მცოლოდ-ალოს"...
გოგონა რამდენი ხანია რეკავს ამ ნომერზე, მხოლოდ იმიტომ რომ "მისი" ხმა გაიგონოს. თვითონ კი ერთ სიტყვას არ აღირსებს, ყოველთვის ჩუმადაა, დუმს... დღეს გადაწყვიტა -გამარჯობას მაინც ვეტყვიო...
-ალო...
გოგონა დაიბნა. რა უთხრას ახლა?! გულს ბათქა-ბუთქი გააქვს, სადაცაა ამოვარდება საგულედან. "რა ვუთხრა?! ან ვუთხრა რამე? რომ გამითიშოს?! ან ჩემთან საუბარი რომ, არ მოინდომოს!ჩემი ხმა, რომ არ მოეწონოს?! ახლა გათიშვა უხერხული იქნება, რამე მაიც უნდა ვთქვა..."
-ალო..-გაიმეორა "მან".
-მე...
-რაა? უკაცრავად არ გამიგონია!
-გამარჯობა...(სათქმელი ვუთხარი-გაიფიქრა გოგონამ)მარტო ამისი თქმა მოახერხა, მეორე სიტყვა ყელში გაეჩხირა.
-გაგიმარჯოს, რომელი ხარ?
-თეა...
-თეა?!
-ხო...
-თეა, ვიცნობთ ერთმანეთს?
-არა, უფრო სწორად ალბბად, ან იქნებ კი, არა... არ ვიცნობთ ერთმანეთს...-ენა დეაბა გოგონას.
-ანუ?
-არ ვიცნობთ ერთმანეთს..
-რა მიზეზით რეკავ?
ოღონდ ეს არ ეკითხა, ახლა რა უპასუხოს, რა უთხრას?! გაუთიშოს?! უხერხულია, მაგრამ....ეს ერთადერთი გამოსავალია..თეამ ყურმილი დადო. ღმერთო, ეს რა სისულელე გააკეთა, რატომ გაუთიშა?! შეიძლება სწო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მზეა გარეთ,
გულს სხივები ვერ ათბობს...
მახსოვს ღვინო,
შავი ღვინო მათრობდა...
შენ წახვედი და დაგვტოვე მარტო...
მზე იყო და უცებ თითქოს გათოვდა...

ლექსებს ისევ,
შავ ღვინოში დავეძებ...
ატმის ბაღებს უშენობა ათოვდათ...
< ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1181 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს ვარ მოწყენილი
ცოტა ამრეზილი,
ცოტა დაბოღმილი შენი მონატრებით...
მაინც მაგონდები,
მაინც მენატრები,
მაინც შენ გეძახი ხელებგამოწვდილი...

დღეს ვარ მოგონება
მწარე სინამდვილის,
სიმწრით გაპოხილი შენი სინანულის...
მაინც გეფერები,
მაინც გელოდები,
მაინც შენ გიყურებს მზერა გამოცდილი...

დღეს ვარ აგონია
გულის ნაპრალების,
გულში გახლართული შენი ნაბიჯების...
მაინც მელანდები,
მაინც მესიზმრები,
მაინც შენთვის მინდა ლექსი გამართული...

დღეს ვარ აღერღილი
ცოტა არეული,
ცოტა შენისლული შენი მონატრებით...
მაინც მაგონდები,
მაინც მენატრები,
მაინც შენ გიმღერის გული შენიღბული...

დღეს ვარ მოწყენილი
ცოტა დარდიანი,
ცოტა სევდიანი შენი დავიწყებით...
ვიცი გამიღიმებ,
ვიცი დამაბრუნებს,
შენი სიყვარული მე თავდავიწყებით...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რაა სიცოცხლე?
პასუხს ვერ ვისმენ...
გავა წლები და თურმე, არა ხარ...
ჩვენივე ხელით მოვკალით ქრისტე...
ჩვენვე ვარჩიეთ უფალს ბარაბა...

რაა სიცოცხლე?
მითხარით ვინმემ...
ედემია თუ სევდა, ნუგეში...
ჩვენივე ხელით ჯვარს ვაცვით ქრისტე...
ჩვენივე ნებით ვბორგავთ წუმპეში...

რაა სიცოცხლე?
დღეებს თუ მისდევ...
და მაინც, სადღაც თითქოს ჩერდები...
ჩვენივე ხელით ვაწამეთ ქრისტე....
და ახლა ისევ, მას ვევედრებით...

რაა სიცოცხლე?
თუ არ ფრენ მზისკენ...
სიყვარულისკენ თუ არ სწორდები...
ჩვენმა ცოდვებმა დაღალა ქრისტე...
და ახლა თითქოს უფალს ვშორდებით...

რაა სიცოცხლე?
პასუხს ვერ ვისმენ...
ბრძოლობ და იბრძვი სხვების მხარდამხარ...
მთელი ცხოვრება ატყუე ქრისტე...
და ბოლოს ხვდები, თურმე, არა ხარ...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სამშაბათი, 2024-12-10, 7:58 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024