გოგონა თრთოლვით შეეხო ტელეფონს თავისი თეთრი,ნატიფი თითებით და აკრიფა ნომერი, რომელიც არაერთხელ აუკრეფია. გადის. "დღეს ვეტყვი რამეს, არ ვიცი რას, მაგრამ ხმას მაინც ამოვირებ, რამეს ვეტყვი თუნდაც მცოლოდ-ალოს"... გოგონა რამდენი ხანია რეკავს ამ ნომერზე, მხოლოდ იმიტომ რომ "მისი" ხმა გაიგონოს. თვითონ კი ერთ სიტყვას არ აღირსებს, ყოველთვის ჩუმადაა, დუმს... დღეს გადაწყვიტა -გამარჯობას მაინც ვეტყვიო... -ალო... გოგონა დაიბნა. რა უთხრას ახლა?! გულს ბათქა-ბუთქი გააქვს, სადაცაა ამოვარდება საგულედან. "რა ვუთხრა?! ან ვუთხრა რამე? რომ გამითიშოს?! ან ჩემთან საუბარი რომ, არ მოინდომოს!ჩემი ხმა, რომ არ მოეწონოს?! ახლა გათიშვა უხერხული იქნება, რამე მაიც უნდა ვთქვა..." -ალო..-გაიმეორა "მან". -მე... -რაა? უკაცრავად არ გამიგონია! -გამარჯობა...(სათქმელი ვუთხარი-გაიფიქრა გოგონამ)მარტო ამისი თქმა მოახერხა, მეორე სიტყვა ყელში გაეჩხირა. -გაგიმარჯოს, რომელი ხარ? -თეა... -თეა?! -ხო... -თეა, ვიცნობთ ერთმანეთს? -არა, უფრო სწორად ალბბად, ან იქნებ კი, არა... არ ვიცნობთ ერთმანეთს...-ენა დეაბა გოგონას. -ანუ? -არ ვიცნობთ ერთმანეთს.. -რა მიზეზით რეკავ? ოღონდ ეს არ ეკითხა, ახლა რა უპასუხოს, რა უთხრას?! გაუთიშოს?! უხერხულია, მაგრამ....ეს ერთადერთი გამოსავალია..თეამ ყურმილი დადო. ღმერთო, ეს რა სისულელე გააკეთა, რატომ გაუთიშა?! შეიძლება სწორადაც მოიგცა, რომ არ გაეთიშა რას ეტყოდა?! რამდენიმე წუთში რეკავს ტელეფონი. -ალო...-აიღო გოგონამ. -თეა..რატომ გათიშე? -მე.... გოგონას ცრემლები მოაწვა, თავი ვერ შეიკავა და ატირდა... -თეა, რატომ ტირი? თეა...
|