მთავარი » 2010 » აპრილი » 05
დამიჯერე შეიყვარებ ვინმეს როცა თუ დაიპყრო გული შენი ურცხვმა ვნებამ ხალხი ქვეყნად სიყვარულმა მეტი ხოცა ვიდრე ომმა, შიმშილმა და გაჭირვებამ.
|
sul erTi wuTi Seisvene,modi Cems gulSi, me mdumarebis da tkivilis gamxade mona da samudamoT SemamTxvie Seni sicocxle romelic CemTan sul arasdros,arasdros mova. Seni fiqris da tanjva-glovis gavxdi wilxvedri Seni umanko sulis frTebaT gadavqceulvar <
...
Read More
|
ბინდის ვარსკვლავმა ტეილორ ლოტნერმა თავისი კოლეგის რობერტისგან განსხვავებით აქტიურად დაიწყო თავისი ვარსკვლავური სტატუსის გამოყენება.ადრე ხვდებოდა სელენა გომეზს, მერე ტეილორ სვიფტს ახლა ემა რობერტსს ხვდება. ისინი ერთად გამოცხადდნენ ოსკარის დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე. ლოტნერი, სვიფტი და რობერტსი ერთად მუშაობდნენ ფილმზე
'ვალენტინის დღე'
|
მის არამიწიერ მომხიბვლელობაზე ლეგენდები დადიოდა. მისი ქალური მაგნიტიზმი ყველას იზიდავდა – ქალსაც და კაცსაც, მიუხედავად იმისა, იყვნენ მისი თაყვანისმცემლები თუ არა... ალბათ, საქმე მის გარეგნობაში კი არ იყო, არამედ მის სულიერ სილამაზეში. მას ძალიან ხშირად ადარებდნენ ჯადოსნურ ფერიას.&nbs
...
Read More
|
ერთხელ დამესიზმრა ზაფხულის ღამეს, ბაღში ტირიფის ქვეშ ვისხედით ერთად, ჩვენს ზემოთ ბერი ხე ბავშვივით ტიროდა, და შეყვარებულებს გვლოცავდა დიდხანს. დღესაც დამესიზმრა მოხუცი ტირიფის ხე, მითხრა მარტოდ-მარტო რატომ დადიხარო? პატარა გოგომ ხომ არ მიგატოვა, აქ რომ ფიცი დადო ხომ არ გატეხაო,
|
დღე, დღეს მისდევს ღამე, ღამეს, ფიქრი, ფიქრს და წამი წამს. თვალზე ცრემლი მომადგება
ფიქრი შენსკენ წამიყვანს, ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს, გული ჩუმად ატირდა, ამ სიყვარულს გეფიცები
|
მე არ მითხოვია შენთვის სიყვარული მე არ მითხოვია შენთვის მონატრება მე არ მითხოვია შენთვის სინანული მე არ მითხოვია შენტვის მოწყალება მე შენმა სიყვარულმა გზები ამირია და დამანახა ტანჯული ფიქრები მე შენმა სიყვარულმა თავგზა ამიბნია და შენზე ფიქრმა გულწრფელი ღიმილი მე შენმა სიყვარულმა მასწავლა სინანული
...
Read More
|
ღამე გამეფდა ღრუბლიან ცაზე, ჩემს სახურავზე ანათებს მთვარე, ყოველთვის ვტირი ამ სიმღერაზე თუ მენატრები და თუ ვერ გნახე.
შენზე ფიქრია, რომ ადნობს სანთელს, და ჩემი გრძნობა, რომ უძლებს ამდენს _ შენს გამოხედვას, ამღვრეულ თვალებს, არ ვიცი კიდევ აიტანს რამდენს.
|
shavit shemosilxar rogorc elegia muxlit dacemulxar rogorc angelosi santlis elvareba xatebs shelekia igi ocnebaa mikelanjelosi...
magram mcuxarebas nugar edarebi kidev amisrule erti satxovari ukve daigupa kvela shendarebi shenga dagrchenia gamosatxovari...
|
sheunde, sheunde, sheunde bnel codvils lucipers, chems sulshi avobit mdzvinvares lucipers, mrisxane vepxvivit dakodils da axla mdzinares... sheunde, sheunde jojoxets-chems tvalebs sheunde chems xelebs, borotad dadaguls me sheni umanko nateli macvalebs... me veli sascauls...
|
gedzebdi kvelgan, maxrchobda sicxe da mcvavda jvaris mxurvale rkina me kvelaperi gadavivicke ar aris zeca, ar aris bina...
aris chven shoris mteli kedeli da brdzola mdzapri, cecxlimdebeli chemshi agmochnda bedis mkveteli chemshi agmochnda ampetkebeli...
o me imedi davkarge zecis arc minda sheni kalbi taxtebi msxverpli kvekniur dzalis askecis mtveri ikavi, mtveri gaxdebi...
aris sichume, bneli cxedari mis tanze shavi cecxlis gachena apokalisis shavi mxedari vinc kaosebshi shemoachena...
|
დღე, დღეს მისდევს ღამე, ღამეს, ფიქრი, ფიქრს და წამი წამს. თვალზე ცრემლი მომადგება
ფიქრი შენსკენ წამიყვანს, ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს, გული ჩუმად ატირდა, ამ სიყვარულს გეფიცები
მე შენს მეტი არვინ მყავს, ჩუმად ისევ მოვალ შენთან სიზმრრად გეტყვი მიყვარხარ მერე ჩუმად გაგეცლები.
და შენ მე ვეღარ მნახავ ვიცი ალბათ ოდეს გნახავ, ოდეს ისევ შევხვდებით, შენ კი გვერძე ჩამიქრომებ.
და არც კი შეჩერდები რადგან შენს გულს სულ სხვა უყვარს და უკვე სულ სხვას ეტრფი
მე კი შენ არც გახსოვარ და აღარც გესიზმრები.
|
როდესაც პორტში ვიდექი და თოლიებს ვუყურებდი, ჩემმა ნაღვლიანმა სახემ პოლიციელის ყურადღება მიიპყრო, რომელიც უბანში შემოვლაზე დადიოდა. მე გართული ვიყავი ამაოდ საჭმლის მაძიებელი მოფარფატე თოლიების ცქერით, რომლებიც აფრინდებოდნენ და შემდეგ ძალუმად კვლავ დაბლა ენარცხებოდნენ. პორტი ცარიელი იყო, მაზუთით დაბინძურებულ მომწვანო წყალში ათასნაირი ნაგავი დაცურავდა. წყალზე არც ორთქმავალი მოჩანდა, ამწეკრანები დაჟანგებულიყო, საწყობები ჩამონგრეულიყო; როგორც ჩანს, შავი ნანგრევებით მოცულ ნაპირზე ვირთხებიც აღარ იდებდნენ ბინას, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. უკვე მრავალი წელია აქაურობას გარე სამყაროსთან აღარაფერი აკავშირებდა. თვალში ერთი თოლია ამოვიღე და მის ფრენას ვაკვირდებოდი. იგი მოახლოებული ჭექა-ქუხილის წინათგრძნობის გამო შიშით შეპყრობილი მერცხალივით წყლის ზედაპირის ახლოს დაფრინავდა, მხოლოდ იშვიათად თუ გაბედავდა ზემოთ აფრენას, რათა თვის სწორთ შეერთებოდა. ვინმეს რომ ეთქვა სურვილი ჩაიფიქრეო, ვისურვებდი, მქონოდა პური მისი ნამცეცებით ეს თოლიები რომ გამომეკვება და მათი ქაოსური ფრენის მიზნად თეთრი წერტილი განმესაზღვრა, მიზანი მიმეცა; ამ ჩხავილიანი უსასოო ფარფატისათვის პურის ნატეხის გადაგდებით გზა გამეკვალა, შევჭრილიყავი ქაოსში და წესრიგი შემეტანა მასში. მაგრამ მეც მათსავით მშიერი ვიყავი, თანაც დაღლილი და შემოწოლილი ნაღველის მიუხედავად მაინც ბედნიერი. მართლა მშვენიერი იყო ჯიბეში ხელებჩაწყობილი მდგარ
...
Read More
|
თავი მეოთხე
იგი გაყინულ დროებაში მიაბიჯებდა. სევდიანი მზერით ემშვიდობებოდა შემოდგომას, აუჩქარებლად ტოვებდა მას. ბაღი უკან დარჩა. არც შეუხედავს მისთვის ისე განაგრძო სიარული. ფოთლები გზადაგზა თოვაში ეხვეოდა. მერე კი თოვლის მინდორი გადაეშალა თვალწინ. იგი გასცდა შემოდგომას და ზამთრის ცივ სივრცეში შეიჭრა. ისე შეუმჩნევლად მიაბიჯებდა, რომ თოვლზე კვალსაც კი არ ტოვებდა. აი მდინარეც. გაეღიმა. ხიდზე ჩამოჯდა და კარგა ხანს ჩასცქეროდა რძისფერ ჩქერებს. გასცდა მდინარეს და ყაყაჩოების დიდ მინდორზე გადაირბინა. აღარც მოუხედავს მისკენ. ალბათ დაავიწყდა გაზაფხულს მისალმებოდა. ასე დაეხეტებოდა დროებიდან დროებაში. ისე შემოდგომას აღარ ეძებდა. აღარც რასმე ფიქრობდა. უბრალოდ სრულ სიჩუმეს მიაღწია, გონიერ სიჩუმეს. ახლა იგი მატარებლით მიემგზავრება მზისკენ. მატარებელი ჩქარა მიჰქრის. ბეთჰოვენის ”მე-5-ე სიმფონიის” რითმს იმეორებს. აქა-იქ განათებული ნათურები სიცოცხლის კარიბჭეში არიან მოქცეულ
...
Read More
|
თავი მესამე
დავიცალე აზრისაგან, სიცარიელის ბურუსში გავეხვიე. დროებით ვწყვეტ თამაშს. ვწყვეტ ფიქრს. ცარიელი ფურცელი მინდა შევქმნა, უსიტყვო დრო... მუსიკა დიდებულია გარინდულ მდუმარებაში, ის თავად ქმნის მარადისობას და სიტყვას. გაუშვი შენს ცარიელ ფურცელზე ვერდი, უსიტყვო დროებაში ბგერით გავიაზროთ მარტოობის მეფობა ჩვენს სულებზე, მივეცეთ გონიერ მდუმარებას. გავიფანტოთ სამყაროში მრავალგვარ იდეად, ქვეცნობიერი ცნობიერში გამოვსახოთ, ვიფრინოთ არა სამყაროში, არამედ სამყაროს უსასრულობაში, გავცდეთ სხეულებს და როგორმე მივიდეთ ჩვენს ”მე”-მდე, თუნდაც მთელი სიცოცხლე დაგვჭირდეს, ანდაც ცარიელი ფურცელი. ის ხომ არც ისე შორს იმყოფება, ის ხომ ჩვენშია მხოლოდ. დავინახოთ და შევიცნოთ რისთვის ვცხოვრობთ და რისთვის ვაზროვნებთ.
მაშ ასე..................................ვერდი (ცარიელ ფურცელზე)
|
თავი მეორე
მშვენიერია დროებაში წარმოქმნილი დრო. აქაურობაში დაბადებული და განსხეულებული. დროებამ შექმნა დრო. შემქმნელი გაჩერებულია, შექმნილი კი მიდის. ნიავი უბერავს და მიჰყავს მიწას მიფენილი ფოთლები. გაცრეცილი ხეები ზემოდან დაჰყურებენ დაღლილი მზერით. ხეთა ძირში სკამებია ჩამწკრივებული. ფოთლები ემუდარებიან ნიავს მშვიდად განისვენონ სადაც დაბადებულან... ეჰ, უკვდავი განცდა ”სამშობლო”... გარემო ემოციის გარეშე... გაყინული... მოძრავი უძრავში... არაბუნებრივი სინამდვილე... რითმი მშვიდი... სურნელი მუდმივი შემოდგომის... ქვეცნობიერის ყვირილი და აღფრთოვანების სიჩუმე... მუსიკა მშვენიერი... ცა ნაცრისფერი... რწმენა გაურკვეველი... არსებობა დაუჯერებელი... სიკვდილი ყველგან და არსად...
...
Read More
|
თავი პირველი
შემოდგომის ჩვეულებრივი საღამო... კიდევ ერთი ჩვეულებრივი, უსაზღვრო დროის სივრცეში... ფიქრებიც ისეთივე... შეიძლება გუშინდელთან შედარებით აზრეული და პირიქითაც სულელური, ანდა არსებობის ტკივილით დამძიმებული... ღამით მიხვდები, შესაძლოა ვერც მიხვდე, რომ უცნაურია, უ-ცნაური. ზოგჯერ ისე ღრმად შედიხარ შენს უხილავ განზომილებაში, რომ საკუთარ თავთან საუბარი იფერფლება, თითქოს ქრება და მხოლოდ გონებით უცქერ სიტყვებს... დგახარ პირისპირ ოცნებასთან და თვალყურს ადევნებ შენს მიერ შექმნილ სამყაროს... ისე შორს მიდიხარ, რომ გეშინია უკან დაბრუნების... გეშინია რადგანაც ერთხელაც შენს თავსაც ვეღარ იპოვი... აკვირდები როგორ იმსხვრევა შენი ”მე” - საბოლოოდ კი უბრალოდ ქრება... რთულია გაერკვე სადა ხარ, წარმოუდგენელი კი ისაა გაიგო რად ხარ. ზოგჯერ გინდა დათვივით შეძვრე სოროში და დაივიწყო ქალაქი, ქვეყანა და თუ შეძლებ გათიშო გონებაც, მიჰყვე იმ გრძნობას, რაც სხეულს არ ემორჩილება, ჩამოშორდე ყოველივეს რაც აქ არის, დაივიწყო ადათ-წესები, სავალდებულო ურთიერთობები, თვითდამკვიდრების მიწიერი აუცილებლობა... კაცობრიობის პრაქტიკული გონება ვერ ჩასწვდება სულის ამგვარ გაცისკროვნებას და ამორალობად მიიღებს მას. თავისუფალი ადამიანი უფრო ახლოა საკუთარ თავთან და აიტომაც მევალე ხდება ”მე”-სი, იღობება ამქვეყნიური კანონებით, მიწიერი დანიშნულებით... ამას ის ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად და წარმოიდგი
...
Read More
|
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
მეუფეო ზეცათაო...,
წმიდაო ღმერთო...,
დიდება..., აწ და...
ყოვლად წმიდაო სამებაო...
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის),
დიდება, აწ და...
მამაო ჩუენო..., ვითარცა ზემოთ წერილ არს (იხ. გვ.3-4).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-ჯერ), და 50-ე ფსალმუნი... (იხ. გვ. 6-7). ლოცვა წმ. იოანე ოქროპირისა, აღსარებისათვის ცოდვათა და სინანულისა
ვაი ჩემდა, რამეთუ ცოდვანი ჩემნი არიან უფროს ქვიშისა ზღვისა, და მე შეკრულ-ვარ მათგან, ვითარცა საკრველითა რკინისათა და არა მაქვს კადნიერება აღხილვად სიმაღლესა ცისასა, ვისსამე მივივლტოდე, არამედ შენდა მომართ მოწყალეო უფალო, რამეთუ ძვირ-უხსენებელ ხარ, და შენდა მომართ მოვივლტი, და მრავალთა მოწყალებათა შენთა შეუვრდები, შენ უფალო ურჩ გექმნები, და შენდავე მოვისწრაფი ძვირუხსენებელო, შენდავე მოვივლტი მრავალთა სახიერებათა შენთათვს, და ლმობიერად ვღაღადებ, გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ, სახელისა შენისათვის მხოლოს
...
Read More
|
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
მეუფეო ზეცათაო...,
წმიდაო ღმერთო...,
დიდება..., აწ და...
ყოვლად წმიდაო სამებაო...
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის),
დიდება, აწ და...
მამაო ჩუენო..., ვითარცა ზემოთ წერილ არს (იხ. გვ.3-4).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-ჯერ), და 50-ე ფსალმუნი... (იხ. გვ. 6-7). ლოცვა წმ. იოანე ოქროპირისა, აღსარებისათვის ცოდვათა და სინანულისა
ვაი ჩემდა, რამეთუ ცოდვანი ჩემნი არიან უფროს ქვიშისა ზღვისა, და მე შეკრულ-ვარ მათგან, ვითარცა საკრველითა რკინისათა და არა მაქვს კადნიერება აღხილვად სიმაღლესა ცისასა, ვისსამე მივივლტოდე, არამედ შენდა მომართ მოწყალეო უფალო, რამეთუ ძვირ-უხსენებელ ხარ, და შენდა მომართ მოვივლტი, და მრავალთა მოწყალებათა შენთა შეუვრდები, შენ უფალო ურჩ გექმნები, და შენდავე მოვისწრაფი ძვირუხსენებელო, შენდავე მოვივლტი მრავალთა სახიერებათა შენთათვს, და ლმობიერად ვღაღადებ, გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ, სახელისა შენისათვის მხოლოსა, რამეთუ არა მაქვს რომელიმცა წარგიდგინე შენ, არცა საქმენი კეთილნი, არცა გული წმიდა, არამ
...
Read More
|
ესრეთ ლოცვა სამადლობელი
გმადლობ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარ-ყოფად მე სიწმიდეთა შენთა ღირს-მყავ, გმადლობ შენ, რამეთუ მე არა ღირსი ზიარებად ყოვლად-წმიდათა შენთა ზეცისა ნიჭთა ღირს-მყავ. არამედ მეუფეო კაცთ-მოყვარეო, ჩუენთვის მომკვდარო, და აღდგომილო, და მომნიჭებელო ჩუენდა საშინელთა ამათ, და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა, კეთილის-საქმედ, და განსაწმედელად სულთა, და ხორცთა ჩუენთა, მომეც ყოფად ამისა მეცა საკურნებელად სულისა ხოლო და ხორცთა, განსადევნელად, ყოველთა წინა-აღმდგომთა, განსანათლებელად თვალთა გულისა ჩემისათა. სიმშვიდედ სულიერთა ძალთა ჩემთა. სარწმუნოებად ურცხვენელად, სიყვარულად შეუორგულებელად, აღმავსებელად სიბრძნითა, დამარხვად მცნებათა შენთა შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა. შენისა სასუფევლისა თვისებად. რათა სიწმიდითა შენითა დაცული, მადლსა შენსა მოვიხსენებდე მარადის და არავინ თავით თვისით ცხოველ-არს, არამედ შენდამი, მეუფისა ჩემისა, და ქველის-მოქმედისა და ეგრეთვე ამის ცხოვრებისაგან განსრული, სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოსათა, მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო, სადა მედღესასწაულეთა ხმა დაუსრულებელ-არს, და წარუვალი სიტკბოება, ჰხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი, და გამოუთქმელი სიხარული, მოყვარეთა შენთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე. სხვა ლოცვა დიდი
...
Read More
|
ძილად მისვლის ლოცვანი დასაწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.<
...
Read More
|
პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი თავი 9
1. არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ? 2. სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ. 3. ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს. 4. არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებჲ ჭამად და სუმად? 5. არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას? 6. ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ? 7. ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენაჴი და ნაყოფისა მისისაგან არა ჭამის? ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის? 8. ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳ ამას? ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა? 9. რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა. ნუუკუე ჴართაჲ რაჲმე ეურვებოდა ღმერთსა? 10. არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც ჴნვაჲ მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავნ სასოებითა მითვე, - შეკრებაჲ სასოებით. 11. უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ? 12. უკუეთუ სხუანი ჴელმწ
...
Read More
|
სელებრითები შვილებთან ერთად
|
მთვრალი სელებრითები .................... მთვრალი და
|
სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს ჭადართან გოგო და ბიჭი, რამდენი რამე მაქვს სათქმელი, უშენოდ ძალიან მიჭირს. გოგონას ამშვენებს გვირილა, ამაყად ნათქვამი ფიციც, ჭადართან თუ ვეღარ გიხილავ, სულ ჩემი ბრალია,ვიცი. გვირილა ბარათის კუთხეში მოიტანს სევდას და ტკივილს, რამდენი რამე მაქვს უთქმელი, დაკარგულ სიყვარულს ვტირი. და მხოლოდ სიზმრებში გხედავდი, წუხილად მიქციე ძილიც, თუ ისევ მომიყვანს შენამდე, გავყვები ბავშვობის ბილიკს. ეფერეთ სიყვარულს, ეფერეთ, უკვალოდ გააქრობს დრო, იმ პირველ სიყვარულს უმღერეთ, იმ ცრემლებს,წვიმას და თოვლს!
|
ეტყობა, უცებ დაბერდა დედა, თვალსა და წნევას ერთად უჩივის... თვალით კი არა, ის გულით ხედავს, რომ მეც თანდათან გავხდი გულჩვილი. რომ მონატრების გამიჩნდა სევდა, როგორც ჭაღარა თმაში თანდათან... და, რადგან უცებ დაბერდა დედა, ვატყობ, რაღაცა ჩემშიც დამთავრდა...
|
ვდუმვარ ხანდახან,მებუტება დაღლილი ბაგე, "ეხლა სადა ხარ, ვისი სულის სამყაროს აგებ?", თვალნათლივ ვხედავ, მეურჩება მაინც გონება, ვერაფერს გბედავ, მავსებს ეჭვი და დაღონება. არადა ვიცი,მაგრამ მაინც ვფიქრობ და მიჭირს, არ მჯერა ფიცი, კაცთა ნდობის და
...
Read More
|
შენც თუ გარგუნა ბედმა ჩემი ცხედრის ხლება და თუკი შენს თვალწინ მიწად მექცა ხორცი და ძვალი, შენც გაიმეტო ეგებ მაშინ მოწყალება და ჩემი საბრალო ლექსებისკენ გაგექცეს თვალი.
და მაშინ ნახავ, რომ არ ვგავარ მე ისეთ მგოსნებს, ვინც ჟამთასვლაში მედიდური სიტყვით ეჩრება, რომ ჩემი ლექსი მხოლოდ ლამაზ სიყვარულს მოსდევს და შენს სიცოცხლეს სამუდამო გრძნობით შერჩება.
...
Read More
|
ბენჯამინ ფრანკლინი (დ. 17 იანვარი, 1706, ბოსტონი ― გ. 17 აპრილი, 1790, ფილადელფია) — აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე; მეცნიერი, გამომცემელი; ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი.
13 სათნოება
1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე. 2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს. 3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს. 4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია. 5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო. 6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე. 7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს. 8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის. 9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი. 10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა. 11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა. 12
...
Read More
|
გრძელი ცხოვრება ყოველთვის საუკეთესო ცხოვრება არაა. ადამიანის ცხოვრება ასანთის ყუთს გავს. მისადმი სერიოზულად მოპყრობა - სასაცილოა. არასერიოზულად მოპყრობა კი - საშიში. ცხოვრებაში, როგორც გრამატიკაში: გამონაკლისები უფრო მეტია, ვიდრე წესები. ჩვენ არ ვიცით, როგორ მოვექცეთ ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას, მაგრამ სამუდამოდ ცხოვრება მაინც გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭები ბაყაყებს ქვებს გართობის მიზნით ესვრიან, ბაყაყები სინამდვილეში კვდებიან. ჩვენ არ ვიღებთ ცხოვრებას ხანმოკლეს, მაგრამ ასეთს ვაკეთებთ. ხშირად, ცხოვრებისთვის ბევრად უფრო მეტი გამბედაობაა საჭირო ვიდრე სიკვდილისთვის... ორჯერ არ ცხოვრობენ, ბევრია ისეთი ვისაც ერთხელ ცხოვრებაც კი არ შეუძლია. ჩვენ არასოდეს ვცხოვრობთ, ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ვიცხოვრებთ... ვისაც სხვებისთვის ცხოვრება სურს, საკუთარი სიცოცხლე არ უნდა უგულვებელყოს. მიეცი ყოველ დღეს უფლება გახდეს დაუვიწყარი შენს ცხოვრებაში! სიცოცხლე ადამიანს ერთხელ ეძლევა, და როგორც წესი, ყველაზე შეუფერებელ მომენტში
|
სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება. იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას. ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. იგი სიყვარულით გამსჭვალულ გულებს ხედავს და ამ გულებს მინდობილი იზრდება. წლების შემდეგ ამ სიყვარულს ხან პოულობს, ხან კი ვერა. მთელი ცხოვრების მანძილზე კი იგი ამ ეძიებს ამ სიყვარულს და ამ სიყვარულისაკენ მიილტვის. მზის დისკოზეც არის სიყვარულის ნიშნები. ორთქლად ქცეული წყლის წვეთები ამ სიყვარულისაკენ მიიწევს. წყლის სიმაღლეზე ასული შხეფები წვეთებად იქცევიან, სიყვარულის ფრთებ
...
Read More
|
სიყვარული სხვადასხვა ასაკში სხვანაირია .... პატარა როცა ხარ გგონია რომ გიყვარს და როცა გეუბნებია შენ რა იცი სიყვარულისო ბრაზდები .. მეც ასე ვიყავი ვბრაზდებოდი როცა ასე მეუბნებოდნენ .. მაგრამ ახლა გავიზარდე და მივხვდი რომ მაშინ მართალს მეუბნებოდნენ .. გგონია დიდი ხანია მივხვდი რა არის ნამდვილი სიყვარული ? იქნებ ვერც მივხვდი ამ გრძნობის რაობას ბოლომდე ..იქნებ ისევ პატარა ვარ და არც ახლანდელი გრძნობაა ნამდვილი სიყვარული . მაგრამ ეს მაინც განსხვავდება იმ გრძნობისგან რაც ბავშობაში მეუფლებოდა ხოლმე არც იმის მჯეროდა როცა ამბობდნენ სიყვარულმა ასაკი არ იცისო , ყოველთვის ვამბობდი ჩემზე პატარა როგორ უნდა შემიყვარდესთქო მაგრამ ბედმა დამცინა .. ახლა სწორედ ისე ვარ როგორც მე დავცინოდი სხვას , ახლა კი მე გავხდი დასაცინი ბედმა სასტიკად დამცინა მაგრამ მერე რა რომ ჩემზე პატარააა ? ცოდვაა თუ რა . ყოვედღე ერთად ვიყავით ... მას რომ ვერ ვხედავდი ცუდათ ვხდებოდი მეგონა ყველაფერი დამთავრდა და ჩემი ცხოვრება შავ - თეთრი ხდებოდა .. სულ მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო .. (ივი ახლა ტირილი მინდა ) ტირილზე გამახსენდა იცით რამდენჯერ ვიტირი მის გამო ? არა არ იცით ან საიდან უნდა უცოდეთ აბა მე თუ გავიხსენებ 20 ჯერ - 30 ჯერ მაგრამ რამ ნიშვნელოვა აქ ოდენობას .. მთავარი ის არის რომ მე მის გამო თუმდაც ერთხელ ვიტირე .. და ეს ცრემლები გულიდან იყო წამოსული და მდუგარე ცყალივით ეცემოდა ჩემს სახეს .... ამ ქვეყნად ხომ ერთხელ მოვდივართ ? რა საჩიროა ამ ერთხელაც ვიტანჯოთ ?
...
Read More
|
არ მინდა დაგკარგო და მერე მივხვდე,რომ შენს მზერას შეეძლო ჩემი მზეც ეხილა... და თუკი ტკივილი არის დღეს საჭირო მტკივა ვთქვა ჯობია ვიდრე ვთქვა-მეტკინა! არ მინდა წახვიდე და მერე აღმოჩნდეს, რომ შენს სუნს მივტირი აშლილი ქარივით... შეგრძნება არ მინდა ვიწვნიო სიშორის ძაძებში გახვეულ იმ ქვრივი ქალივით! არ მინდა გაქრეს და მერე კვლავ აღმოჩნდეს,
...
Read More
|
ორიოდ ცრემლი გადმოაგდე ლამაზ თვალთაგან, როცა ჩემს სიკვდილს გაუწყებენ გლოვის ზარები, როცა საწუთროს გაუმაძღარ ბინადართაგან მიწისქვეშეთის უძღებებთან გავემგზავრები.
როცა ჩემს ლექსებს გადაავლებ მზერას წამიერ, როცა შენს სულში წამით სევდა ამეტყველდება, სჯობს, დამივიწყო! _ რადგან შენი სული ამიერ მე წამიერი სევდისთვისაც არ მემეტება.
სჯობს აღარაფრით აიმღვრიო ტკბილი ფიქრები, აღარ მისდიო მოგონების გზას და ციცაბოს და შავ მიწაში მეც რომ მიწად გარდავიქმნები, სჯობს სიყვარულიც ჩემთან ერთად გარდაიცვალოს.
მე სამარეში თან ჩავიტან ჩვენს ლამაზ წარსულს და მითქმა-მოთქმას სამუდამოდ დავუდებ სასრულს.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|