♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 29

სრულ სიბნელეში თოვლი ანათებს,
თავისთვის, ჩუმად,
ისმის გალობა სადღაც შორიდან,
ბულბულის ჰანგი ატკბობს ბუნებას.
იფეთქა თოვლმა, განათდა ღამე
ცვივა ცრემლები სევდიან ცაზე,
მონატრების ცრემლს ახლავს გრძნობები,
გრძნობა, რომელიც სიყვარულს ბადებს...
და თავს ახსენებს ის მდუმარება,
რომელიც თან სდევს მის სიმარტოვეს,
ვარდები თოვლზე, ყვავილნი ცაზე,
ფიფქები ხელზე, თოვლივით თეტრზე.
სდუმს სიყვარული, სდუმს სიმარტოვე,
სისველე ტანზე, მის ცივ სახეზე.
ბედნიერების ბოლო წუთს ალბათ,
მტრედი მიფრინდა მის სასთუმალთან,
და ამცნო, იქნებ როგორ გიყვარდა
ბაგეს მოწყვიტა ნაზი ბგერები,
მოუყვა კიდეც თეთრ სიყვარულზე,
დაბადებულზე ციურ მხარეში.
ფიქრობდა ასე თავჩაქინდრული,
გულს ჩარჩენილი, ძველი გრძნობებით,
-მოძველდა განა? დაგტოვა განა?
-და თანაც მითხრა, არ დავბრუნდები...


...............................................................

რომ შეგეხვეწო ჩაიხედავ ჩემს წმინდა გულში??
თუ ყველაფერი სიგიჟეა სჯობს დავიკარგო...
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები? დამიტირებ? მითხარი კარგო იქნებ ჯობია
ყველაფერი ჩავიკლა გულში და სამუდამოდ ამ ქვეყნიდან გადავიკარგო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ გითხარი უნდა დავშორდეთ
აღარ მიყვარხარ ვეღარ ვძლებ შენთან,
მეგონა თქმასაც არ დამაცდიდი
გაიყოლებდი წყენას და სევდას,
შენ კი ნაბიჯიც არ გადმოგიდგამს
ისე მომაპყარ მზერა ამაყი,
,,მე ხომ მიყვარხარ" სთქვი ორი სიტყვა
ჩემს თვალში წუთით ისევ ამაღლდი.



.....................................................................


უბედურებას შვილად ვყავარ მე აყვანილი
ბედნიერების კარზე მივალ მხოლოდ მათხოვრად,
დავუკაკუნებ ყურს არ მიგდებს და ავტირდები
ოჰ, უბედობავ ეს ცრემლები გქონდეს სახსოვრად.
ბედნიერება მე არასდროს არ მღირსებია
დარდია მხოლოდ ჩემი გულის დღესასწაული,
და თუ თვალები ხშირად ცრემლებით ამოგვევსება,
ამაში მხოლოდ შენ მიგიძღვის დანაშაული...

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენს თვალებში ვერ შევნიშნე სიყვარული,

მაგრამ თითქოს ბოროტების ცეცხლი ელავს,

შენ წამართვი სიმშვიდე და სიხარული,

ულმობელო ვერ გავუგე ჩემს სიმღერას,

მე მსხვერპლი ვარ ნაწილობრივ შენი გრძნობის,

შემოგწირე სიყვარული არამზადავ!

დაე, შევსვა ის კუთნილი საწამლავი

რაც ცხოვრებამ შენი ხელით მომიმზადა.

ვფიცავ! - გრძნობით დავიტირებ შენს სიყვარულს

ერთ დროს ნამდვილს მაგრამ ახლა დაობლებულს,

დავიტირებ დრო გადასულ ტრფობა ალერსს,

და ღამეებს შენზე ფიქრით გათენებულს.

არ დაგწყევლი ისევ ლოცვას გიძღვნის გული,

არამზადავ რა გინდ ტანჯვა მომისაჯო,

შენ არ გგევარ, ისევ გლოცავს ჩემი გული,

რა ღირსიც ხარ იმ ღიესებით გაგიმარჯოს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუღა მიხილავ თუ ატყობ,
რომ აღარ გჭირდები,
არ დამიბრუნდე თუ კი,
გრძნობ რომ აღარ გიყვარვარ.
დამივიწყე იქნებ შევძლო დაგივიწყო,
არ დაბრუნდე თუ კიგრძნობ რომ ჩემი არ ხარ.
არ იფიქრო თუ კი
გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუ კი
ცრემლი აღარ მოდის.
დამიჯერე მაგ თვალების,
გიჟი ვიყავ,
დამიჯერე მაგ თვალებზე ვოცნებობდი,დაგშორდები ვეღარასდროს ვეღარ გნახავ,
ეგ თვალები მაგიჟებდა
მხოლოდ შენი,
მე არ დაგსჯი, წადი
მაგრამ ღმერთი დაგსჯის,
შენი წასვლა იყოს შენი განაჩენი.


................................................


არ გიყვარვარ? -ხომ არ მოგკლა? რა გიყო?
თუნდ ეს გული დღეს შუაზე გაიყოს,
არ გიყვარვარ? -ძალას ხომ ვერ დაგატან,
შენზე ფიქრებს ჩემს ოცნებებს გავატან.
არ გიყვარვარ? -გძულვარ? -მერე რა მოხდა?
განა ჩემს გულს სული დღესვე ამოხდა, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცაზე დნებოდა ღრუბელთა ქულა,
აპრილის გზაზე შემხვდა ვით ია.
და შემოვიდა გულში მალულად
და მე ვიფიქრე, -შემთხვევითია.

მაგრამ დავკარგე შვება და ძილი
და ვატყობ,
უკვე სულში მინთია.
მაიმედებენ : -
მალე გაგივლის,
ეს გახელებაც შემთხვევითია.

შეხედავ, -
ღვთიურ ანგელოზს მოჰგავს,
ის ზღაპარია
ანდა მითია.
ჩემს წინ ჩაივლის და გული ბორგავს
და მამშვიდებენ: - შემთხვევითია.

დამჭრა და მერე უცბად წავიდა,
დარდმა საწოლთან ღამე მითია.
მე უკურნებელ ჭრილობას ვიტან
და თქვენ მარწმუნებთ: -
შემთხვევითია.

ეჰ, მისგან ტანჯვა მომელის მხოლოდ,
მაინც ვერასგზიც ვერ დამითმია
ერთხელაც, ალბათ მომიღებს ბოლოს
და თქვენ კვლავ იტყვით: -
შემთხვევითია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა

უფერულდება, რადგან შენშია

თავმოყრილი ყველა სიკეთე.

შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი

შეშურდება, ისე კარგი ხარ ბოროტებაც

ვერ გაგიმეტებს.

შენში იმდენად

მშვენიერი სული ბინადრობს,

გზააბნეული ანგელოზიც ალბათ

ინატრებს.

საიდან მოხვდი ასე

თბილი,ასე უბრალო.

ასეთ ცოდვიან და დიდგულა

დედამიწაზე.

არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ

გაოცება, ვშიშობ ზედმეტi

სიყვარულზე ცილი დამწამონ.

შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას

ცხოვრება, ალბათ სამოთხე იქნებოდა

მთელი სამყარო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვერსად წაუვალ მღვრიე სიმარტოვეს
და ვიცი სიჩუმე კლანჭებში მომიქცევს,
მე ხომ სიყვარული დროებით მათხოვეს
უკან დაბრუნებაც სულ მალე მომიწევს.
ასე რომ გარშემო მოწყენა გროვდება
და ჩემსკენ მწუხარე პეპელა ფარფატებს
მინახავს ყვავილი ყვავილზე თხოვდება,
მაგრამ ეს ქორწილი გაზაფხულს არ ბადებს.
დავკარგე ფერების გარჩევის უნარი,
რადგან სულერთია რამდენფრად გათენდა,
გულს თითოოროლა შემომრჩა სტუმარი
ერთ დროს რომ სუფრასთან განცდებს ვერ ატევდა.
ოთახში მუსიკა ხმამაღლა შემოდის
ყვირილით, ხმაურით, ნასვამი კაცივით
სული კი მსგავსია ამოყრილ ჩემოდნის
სული არეული სამყაროს ნაწილი.
არ ვტირი, უბრალოდ ცრემლები მომდიან
დიდია ეს ჩემი ხმის დიაპაზონი,
ქალებო სარკის წინ მოვაწყოთ ორგია,
გავხდეთ მახინჯები და ულამაზონი.
ასეთი ფიქრებით გამერყვნა გონება
წამით გავიფიქრე მარკიზ დე სადივით
ნუთუ მე ოდესმე ცოლი მეყოლება
რომელსაც სურნელი ექნება სადილის.
არა და რა მინდა თვითონაც არ ვიცი
გაქცევა, ხალხი თუ მღვრიე სიმარტოვე,
ვიდგები შენს წინ და იმდენ ხანს დავიცდი,
სანამ სიყვარული დამრჩება მარტო მე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1205 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა.
ნამი ხარ? ნამად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?
ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,გულს ფიქრად მოსული სტუმარი ხარ

მე ამ ღია გულის მასპინძელი,

რჩეულ სტუმართშორის გულს რომ შემოხვედი

წასვლას თუ დააპირებ ავტირდები.

ვიცი არ გწყინდება აქ სტუმრობა

წახვალ და კვლალ მოსვლას დამპირდები,

მალევე დაბრუნდები იცი რომ გელოდება

შენი თვალცრემლიანი მასპინძელი.

გულს გრძნობად მოსული სტუმარი ხარ

მე კი შენი მომლოდინე მასპინძელი,

ერთადერთი ხარ ვინც ამ გულს შემოვიდა

წასვლა, რომ დააპირო ავტირდები..."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემს საამებლად ზოგჯერ ერთი ყვავილიც კმარა,
ქალი რა არის, აკოცებ და გონიდან წაშლი,
გაყინულ მკერდზე ედელვაისს იხუტებს შხარა
და ბებერ ბუხარს ეფიცხება ბებერი მახვში.

ფეხქვეშ იშლება აზელილი მიწასთან თოვლი,
ჩაიკარგები,თუ გავარდა ერთი ჩქამი, და...
ვაჟკაცობაში ეჯიბრება შვიდიოდ კომლი,
ედელვაისი მომიტანონ უნდა შხარიდან.

მე კი შენს თვალებს, ცხოვრებისგან გადაღლილ თვალებს,
რა უნდა მომცენ, ქვეყნად რომელ ყვავილში გავცვლი,
გადუღეღია გულისპირი სვანეთის ღამეს
და მერე მთვარე დაუხლია ვნებისგან დაცლილს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

გათენდა
მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა,

ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ჩემი ფიქრების წუხილს.
აქ შავი ღამე იწვა მინაზე,
აქ ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა,

ცა დავინახე,
ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით,
ტუჩის შეხებით,
კოცნით კი არა_მოალერსებით!!!
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით,
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი.
დაგიკოცნიდი_
სულს,
გულს,
თვალებს
ასე სევდიანს,
ბაგეს მთრთოლვარეს,
მერე გულში ჩაგიხუტებდი.
დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან,
და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს.
დაგიკოცნიდი_
ღიმილს,
ცრემლებს,
"ნეტას" ნაღვლიანს,
შენ რომ გდომოდა,
მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაფერს როცა მოვიგონებ
მომაგონდები...
ალბათ განვიცდი წარსულ წლებზე
მწარე სინანულს...
ყოველთვის მაინც მომიგონებ
მომაგონდები...
თუ როგორ ჰკარი ხელი პირველ
ნამდვილ სიყვარულს...
ნუ გაიფიქრებ დავუბრუნდე
ისევ ჩვენ წარსულს...
ნუღა იფიქრებ რომ ეს გული
შენი გულია...
იცოდე ხშირად მოვიგონებ
პირველ სიყვარულს...
რომელიც ჩვენთვის სამუდამოდ
დაკარგულია?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე შენ მიყვარხარ
მიყვარხარ ძლიერ
სულ შენზე ვფიქრობ
შენზე ვვოცნებობ,
მე შენ სიყვარულს
სულ თან ვატარებ
ის მე გულ მიკლავს
თანაც მაცოცხლებს,
სულ შენზე ვფიქრობ, მუდამ ყოველ წამს
შენზე ფიქრია ჩემი ცხოვრება
ერთადერთია რაც მასულმდგმულებს
შენზე ფიქრები, შენზე ოცნება
ჩემთან ახლოს ხარ და თან ასე შორს
ხან მელანდები თითქოს ჩემთან ხარ
ამ ქვეყნად ჩემთვის სხვა არ არსებობს
ერთადერთი ხარ, მე შენ მიყვარხარ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1233 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ გაუძელი ამდე უძილო ღამეს,
თუ გაუძელი ამდენ ლხინსა და გლოვას..
თუ გაუძელი წლებად გაწელილ წამებს,
თმებში ჩავიწნავ იანვრის თოვლის თოვას..
მთვარის ავგაროზს ყელზე შემაბამს
ღამე მხრებზე მოვისხამ ქარის შფოთიან
ქროლვას და ჩემი ბედის ცისფერ
ქურანთან ერთად შენი ღიმილის მოსატაცებლად
მოვალ!!!  

...........................................................
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1481 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვანილზე ტკბილი სუნი აქვს აპრილს,
აკაცია თუ უკმევს საკმეველს,
თვალგანაწვიმებ ხასიათს ვიცვლი-
ლოცვაში ვმარცვლავ გიშრის ღამეებს
შენ რომ მოხვიდე. სხვა რა ვინატრო-
ველზე სხივები ერთად ავკრიფოთ,
დაღლამდე მივყვეთ იების ბილიკს...
ჩემს წილ გაზაფხულს შენ ერთს გაგიყოფ.

რაღა შეგპირდე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბედნიერება დაიბადა სადღაც მალულად,

მთვარიან ღამეს თურმე ჩემთან გამოპარულა...

გზაში სამი დღე მოფრინავდა როგორც პეპელა და რომ მოვიდა კართან.....

გული გადაეფერა.

...............................................................................................


როგორ შეცვლილა ჩვენი როლები და გვიგამდება უკვე სხვა მხარეს , მწარე ეჭვებთან შენაბრძოლები დაჭრილ ჩიტივით სული ფართხალებს.. გაურჩებულა ოცნების ფუნჯი ხსოვნას სიმუნჯის დაღი ატყვია ვერ იქნა ტკივილს ვერ გადაურჩი ვერ უაქიმე წელთა ნატყვიარს გაუცხოებულ ყოფას რა უყო, რა უყო მანძილს ჩემგან შენამდე გამიშვით ფრთებმა უნდა დამღუპონ გამიშვით სივრცეს უნდა შევასკდე..  
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრი თვალდათხრილი მოლასლასდა,თვალები ვაჩუქე ჩაფიქრებას,

ზეცაზე დაისი მეწამული

უიღბლო სანთელივით ჩამიქრება.

შორს,სადღაც უკუნეთში გამიტაცებს

ღამე ბადესავით მონასროლი,

მერე ხატების წინ დაემხობა

ფიქრი,ლურჯთვალება მონაზონი.

ჩემო ცისფერკაბა გაზაფხულო,

უკვე მერამდენედ მეორდები...

იქნებ არასოდეს გამითენდეს,

მაინც გათენებას ველოდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

L o v e I s L o v e . . !


............................... 
L o v e I s L o v e . . !
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1855 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაილის ახალი კლიპის ''i can't be tamed' გადაღებები

მაილის ახალი კლიპის 
''i can't be tamed' 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

როგორი უნდა იყოს დისკის დიზაინი?

მომღერლები
 ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ მათი ალბომის სურათი ორიგინალური და ლამაზი იყოს... ვნახოთ როგორ ახერხებენ ამას ახალგაზრდა მომღერლები...
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Kristen arriving at LAX on April 27, 2010.


20 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

liv tyler iconsliv tyler iconsliv tyler iconsliv tyler iconsliv tyler icons
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვარსკვლავები მოკლე შორტებში


ჰოლივუდის
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1565 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუკი მიგატოვა სიყვარულმა
თუკი მოგონება აღარ დაგრჩა
გულში კაეშანი ელვარების
მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა.
თუკი ოცნებები დაილეცა
ანდა გული აღარ გემონება
მაშინ მომავალში იქნებ კიდევ
სხვისი მაინც შესძლო შეყვარება
გულს ნუ გაუწყრები იმისათვის
სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება
იქნებ სიყვარული ასეთია
მხოლოდ ერტხელ მოვა გეფერება.
ჩვენმა წინაპრებმაც ასე გვითხრა
ერთხელ მოდის მხოლოდ წმინდა გრძნობა,
ერთხელ ვიბადებით ამ ქვეყნად და
ერთხელ არ გვღალატობს წინათგრძნობა.
მაშინ სჯობდეს იქნებ დავუჯეროთ
საკუთარი გულის აღელვებას
და თუ სიყვარული ასეთია
სიცოცხლეში ერთხელ ამღერდება...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



განა იმსახურებ შენ იმ სიყვარულს მე რომ მაქვს გულში!.....
...არა!
....არა!
....არა!
...და ისევ არა!
არ იმსახურებ შენ არაფერს!
...არც ცრემლებს, არც ტირილს ჩემსას, არც იმ თეთრ ღამეებს მე რომ ვათენებ უაზრო ფიქრსა და ოცნებებში...
...ვიცი რასაც მეტყვი! ვინ მაძალებს ან ვინ მთხოვს შენზე პიქრს არა?!
...სიმართლე გითხრა არც არავინ...
...არავინ წარსულის გარდა....
...არავინ შენი თალების გარდა....
...არავინ ჩემი გულის გარდა....
...მიყვარხარ და ეს ვის დავაბრალო?!....
...შენ?!
...ხო! შენი ბრალია!
..რას მაყვარებდი თავს!
...შენ თუ არახარ დამნაშავე მაშინ ვინ არის?!
...მითხარი რატომ გაქვს ასეთი ხმა, რომელიც ყოველთვის მესმის გულში!...
...რატომ გაქვს ასეთი ღრმა თვალები, თაპლისფერი,ტკბილი,-ჩემი სიცოცხლის აზრი...
...მითხარი რატომ იღიმი ასე უბადლოდ!
...მითხარი რატომ მიყვარს შენი სიცილი...შენი სიცილით რატომ ვცოცხლობ....
...რატომ დახატეს შენი სახე ანგელოზემკბა....
...რატომ გამოგიშვეს დედამიწაზე ანგელოზი, სრულყოპილება,იდეალი...
...მითხარი სად არის შენი ფრთები...
....მიტხარი როდის გაფრინდები ისევ ცაში....
...თუ დავფიქრდები, ბედნიერი ვარ,რადგან მიყვარხარ, მაგრამ ბედნიერებასაც აზღვევინებენ ადამიანებს...
...ბედდნიერი თუ უბედური,...მე ვერ გავიგე....
მაგრამ მითხარი შეიძლება "კვლავ" შეგუყვარდე?!





კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე.
შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს.
საიდან მოხვდი ასე თბილი,ასე უბრალო.
ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ.
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1337 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფრთებს სულ პირველად ეს გული ისხავს,
ძარღვებმა მერე იციან თრთოლვა,
პირველად გულში მრისხანებს რისხვა,
ხელებმა მერე იციან ბრძოლა.
ჯერ გული იწყებს გალობას ამოდ,
მერე აყვება გონება გრძნობას,
სულ გული ამბობს, თუ რამეს ამბობს,
თორემ არაფერს არ იტყვის ენა.
პირველად გული დაიწყებს სიცილს,
ბაგე იცინის ყველაზე ბოლოს,
პირველად გული შეიგრძნობს სიკვდილს,
თვალები მერე კვდებიან მხოლოდ....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უნდა გაგაგიჟო… უნდა გადაგრიო,
როგორც არეული მარტი…
უნდა გაოცნებო ჩემზე დღე და ღამე,
უნდა მოგისიო დარდი…
მერე გიღალატო…
მერე მიგატოვო…
მერე გაგამწარო ძალიან...
უნდა გათქმევინო: ჩემი გაგაგიჟება
შენი სიყვარულის ბრალია…
ეს მხოლოდ მიტომ,
შენ რომ არ დამასწრო,
შენ რომ არ დამტოვო მარტო…
ჩემო ტკივილო და ჩემო ბედისწერავ,
ჩემო უნუგეშო დარდო…




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...სიყვარული....
...ცრემლები....
...ტირილი....
...უძილო ღამეები....
...ნაზი მელოდია....
....ღიღინი.....
....სევდა......
.....დარდი....
....,ნაღველი.....
....მონატრება.....
....გატეხილი გული.....
....პატიება....
....კიდევ ერთი მიცემული შანსი....
....გულისტკივილი.....
....იმედგაცრუება....
ნუთუ დიდხანს იქნება ასე?!

.........უნდა ელოდო......
....მოლოდოდინი კლავს....
...................ანადგურებს.............
.....ფიტავს და აშრობს.... .....მოლოდინი ღლის......
...სიჩუმე.... ....სიცივე.... მარტოობა....
...არ გეგონოს რომ მარტო შენ ხარ ასე.... არ გეგონოს რომ მარტო ხარ, რადგან მარტო არავინ არის....
....მსოფლიოში იმდენი მარტო სული ადამინია, და მათ აერთიანებთ ეს....
მარტო იქნებოდი მაშინ მე რომ არ მესმოდეს შენი.... მე რომ არ ვიცოდე როგორია თეთრი ღამეები, გაფანტული ფიქრები,ოცნებები, დანგრეული ბროლის კოშკები.... რომ არ ვიცოდე როგორია ცხარე ცრემლით ტირილი...და გულის ტკივილი...რომ არ ვიცოდე როგორია მოლოდინი....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1806 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



__რატომაც არა? მოვა დრო და შევუყვარდები
__ასე გგონია?
__კი მთვარია ,რომ მე მიყვარს და ეს ისყვარული ორივეს გვეყოფა
__იმაზე არ გიფიქრია ,რომ იმას სხვა უყვარს და შენ არ სჭირდები?
_-ამაზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა სანამ...
__და კაი რა?ეხლა არ თქვა რომ ის რაც მოხდა უკას ბრალი იყო.სისულელეა მაინც არავინ დაგიჯერებთ
__როგორც გინდა და მაიც რა მნიშვნელობა აქვს ვისი ბრალია მთავარა,რომ ეს ასეა და მორჩა
__აჰა და სხვისი გრზნობები არ გაინტერესებს ხომ?
__არა!
__იცი რა მაინტერესებს? რაში გჭირდება მამაკაცი რომელსაც შენდამი არანაირი გრძნობა არ გააჩნია ზიზღის გარდა?
__მიყვარს!
__შენი სიყვარული ისეთი მნიშვნელოვანია,რომ მის ზიზღს აიტან?
__შევუყვარდები!
__მას მუდამ ის ეყვარბა ის ერთი როდის მიხვდები ამას?
__ვერასოდეს და იცი რატომ?
__რატომ?
__ის ერთი არ არსებობს! მოკვდა! 3 წლის წინ დაგვტოვა და სხვათა შორის მე ის მასზე ნაკლებად არ მიყვარდა ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო .გუკა და ლიკას ერთმანეთი უყვარდათ მე მათი გრძნობის მომსწრე ვარ მათთან ერთად განვიცდიდი ყველაფერს და გუკა მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როცა ლიკა მოკვდა მხოლოდ მაშინ
__ ხომ და შენც იმ მძიმე დღეებში გუკას " მხარში ამოუდექი" ხომ?
__ნუ დამცინი მაშინ მართლა მინდოდა დავხმარებოდი
__და დაეხმარე კიდეც რა გინდა
__რატომ არ გესმით ხალხო? ის მოკვდა დამთავრდა .მე მისთვის არავინ წამირთმევია ნუთ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნახე დამიგულა სიმარტოვემ
ბედმა მიმატოვა ბედნიერმა
ახლა ბოდვასავით ვიმეორებ
სიზმრებს რომლებშიაც მეტირება.
და მერე მიდიან შეგრძნებები
და მერე ბრუნდება უშენობა
მოდი უჩემობას შეგასწავლი
დრო რომ განმეორდეს გაფრენილი
ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა
შენი ნაკვალევი წამიშალო
ყველა ემოცია არ წამართვა
მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.
ქალაქი აიკლეს ბეღურებმა
შენ კი ერთგულებით დაიღალე
იცი ხეივანი გემდურება,
მზერა გაუხუნდა გამჭვრვალე.
შეხედე ფოთლები დაგვიბერდნენ
ცასაც ნაოჭები გასჩენია
ლექსებმა დუმილი გაიმეტეს
უსმინე სათქმელი დარჩენიათ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არდავიწყებას დაგპირდები და
როგორც ტკივილი მომეძალები.
როცა დაგკარგავ ავტირდები და
როცა გიპოვი მოგეკრძალები.
როცა შეგხვდები დავდუმდები და
ზეცის ფერებით დავიფარები.
როცა მინატრებ დავბრუნდები და
როცა გადაგღლი გავიპარები.
არდავიწყებას დაგპირდები და
შენი სიშორით განა ვიცვლები?
შენი ცრემლებით ავტირდები და
შენი ტკივილით გარდავიცვლები.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-09, 1:20 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024