♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 17


ღმერთო, მშვიდობით გამითენე, გამშრალი ტუჩები ძლივს აკოწიწებენ სიტყვებს. ყელში ტკივილი ჩაგუბებულა, სუნთქვა მიჭირს. მინდა ვიტირო, მაგრამ სიცხისგან ცრემლიც კი გამიშრა. კედელს ვეყრდნობი, სიგრილე იღვრება სხეულში. მწყურია, ლოგინიდან ადგომის თავი არ მაქვს. დე, მინდა დაგიძახო, მაგრამ შენი, დაღლილობისგან ამოღამებული, თვალები მახსენდება, გულში ტკივილი იგრიხება და მე ისევ საკუთარი თავის ანაბარა ვრჩები. ტკბილად იძინე, დე...
სინათლე მაწუხებს, ვერ ვაქრობ, სიბნელის მეშინია. ხელის ცეცებით ვპოულობ ზღაპრების წიგნს და გულში ვიხუტებ. თვალების გახელის თავი არ მაქვს, გულიდან წვეთავს დაზეპირებული სიტყვები: "იყო და არა იყო რა". მე ხომ უკვე დიდი ხანია თავად ვაძინებ საკუთარ თავს, ზღაპრების კითხვით... ვგრძნობ, კიდევ უფრო მიმიძიმდება ქუთუთოები. დე, რა იქნება ახლა მოხვიდე, თმაზე მომეფერო, ისე, როგორც ბავშვობაში, სანამ მამა წავიდოდა, შენს თავს ვფიცავარ ყველაფერი გამივლის, შენი კოცნა მომარჩენს. წყენა კაწრავს გულს... მაშინვე შენი სახე მიდგება თვალწინ, შავი თავშალი ვერ გიფარავს ტირილისაგან გაჩენილ ნაოჭებს. საკუთარ თავს ვკიცხავ... გული იკუმშება ტკივილისგან. მეც მინდა ბავშვი ვიყო და მზიანი დედა მყავდეს. დილას მისი კოცნა მაღვიძებდეს და არა მაგიდაზე ხმაურით დაყრილი ხურდა ფულის ხმა... დე, დავცარიელდი, ფუღურო გამიჩნდა. მარტო შენ თუ გამამთელებ...
თვალებს ვახელ, სიცხისგან გაშეშებული ორი წერტილი შეჰყურებს შენს სურათს. გიკვირს დე? უკვე წლებია, შენს სურათს ბალიშის ქვეშ ვმალავ და ძალია ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თავი დამავიწყეს ღამის სონეტებმა,
ძველი სატკივარი გამანდეს,
ისე მომენატრა შენი მოფერება,
როგორც არასოდეს აქამდე...
წარსულს უმღეროდა შავი როიალი,
თითქოს მომესმა შორიდან,
პირჯვარს ისახავდა ღამე თოვლიანი,
გარეთ ხეტიალი მომინდა...
ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდა,
გაქრა ყველაფერი უკვალოდ,
ისე მომენატრე, ისე მომენატრე,
ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ..
ისე მომენატრე როგორც არასოდეს,
ლამის შევიშალე ლოდინით,
ფიქრებს მოვაშორე ღამის სიმარტოვე
და შენს ნაფეხურებ ვკოცნიდი...
ბოლოს გავიხურე კარი გარინდებით,
ფიქრებს ვერ ვარჩევდი დილამდე,
სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ სიგიჟემდე,
როგორ უსასრულოდ მიყვარდი...

..........................................................


მაშინ,როცა მიმატოვე
სულ მის გვერდით იყავი,
ახლა ისევ ჩემთან მოხველ
მაგრამ კარგად იყავი.
ჩემმა გულმა რომ მიგიღოს
მე მაინც არ მიგიღებ
თუმცა ჩუმად ამისათვის,
ძალიან ბევრს ვიტირებ.
გული ტირის მეც ვტირივარ,
ლოყას მიწვავს ხცელი ცრემლი
ნუთუ ისევ შემეყარა სიყვარულის მწველი ცეც ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1388 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქარით მივაბი რეალობა შიშველ ხეებზე,
ილუზიურად მოგაშორე ყოველთვის ნაღდი...
მოვალ...
ჩავიცვამ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე...
და...
ტკივილს გაგხდი...

დღეს
ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდა მოდგომა...
ვხედავ ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები...
სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა,
როცა მოვკვდები....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად,
სევდიან თვალებს დახუჭავ წამით,
მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან
და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით.
მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო,
ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს.
იქნებ განგებამ ნება არ დართო,
რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს?
ეს მარტოობაც მისი ბრალია
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე
საიალაღოდ გაიწევენ როგორც ხარები,
დედის ნაფერებ, ნაალერსებ, ცეცხლიან თვალებს
სხვისი უბისკენ გააპარებენ..
გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში,
თითქოსდა მართლა უნახესო ცას გასაღები,
მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს ტოლებთან ლხინში
თვის ნათქვამად გაასაღებენ.
არ იკითხავე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გზაზე დამეწია... ხელი გადამხვია
თმები ამიწეწა ძალზე
ქუდი წამართვა და ქარს გაატანა
ზეცა დამახურა თავზე..
მკერდში ჩამიკრა და ბაგე დამიკოცნა
ცრემლი მომადინა თვალზე
მერე სველი ხელი წელზე მომხვია და
კაბა მომიტმასნა ტანზე
შენ არ გამებუტო ჩემო ძვირფასო
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ როცა მყევხარ
რად მინდა შუქი?!
შენი თვალების სინათლე კმარა.
შენ როცა მყევხარ,
ავდარი მუქი
გასხივოსნებულ იქცევა დარად.

შენ როცა მყევხარ,
უგონო იმედს
კვლავ ემატება იმედი ცხრათვალა,
შენ როცა მყევხარ,
მტკიცე ვარ მუდამ
როგორც მეტეხი და ნარიყალა.

შენ როცა მყევხარ,
ვარ ისე წმინდა
ვით გარიჟრაჟზე დილა დამდგარა.
შენ როცა მყევხარ,
ვარ თითქოს ბავშვი
შენგან მიძღვნილი ბედის ამარა.

შენ როცა მყევხარ
ჩერდება ჟამი
და გვმოსავს უფლის წმინდა სუდარა.
შენ როცა მყევხარ?!
შენ უნდა მყავდე!
ისმინე ჩემი ფიცი...მუდარა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ არ გიყვარვარ შენ ნუ მეტყვი,თავად მივხვდები,
ნურაფერს მეტყვი სატრფიალო სიტყვების გარდა,
ექიმებიც ხომ უმალავენ ავადმყოფს სიკვდილს
და კარგად ყოფნას უსურვებენ სიკვდილის კართან
გემუდარები ჩემ საფლავზე დარგე ტირიფი,
თავჩაქინდრული,დარდიანი,ტოტებგაშლილი
და მაშინ მაინც მიუალერსე,
როდესაც ტანში გაუჯდება ფოთლოივით მწვანე აპრილი...
არ დაგავიწყდეს იაც მიყვარს,იასამანიც
იორდები,ვარდები და ქრიზანთემები,
სხვას ნუ ენდობი,ყვავილების ვიცი რომ გესმის,
მიუალერსე ისე თითქოს მე გეფერები.
როდესაც ხელში მოგაწვდიან ღვინის ფიალას
და შენ კი ცრემლი მოგადგება ლამაზ თვალებზე,
უხმოდ დალიე,ნურვის ეტყვი შენს მწუხარებას,
სხვის დასანახად ნუ მიტირებ,ჩემს ტავს გაფიცებ...










კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წახვედი...
მაგრამ ეს კარგად მჯერა
ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად,
მარად შენთან ვარ ვით ბედისწერა,
ვერ გამექცევი, გზა დახშულია.
მე შენი გზა ვარ, შენი სახლი ვარ,
ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით,
შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ,
რომ აღარ არის ადგილი სხვისი.
ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს
ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ,
ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე
შენი ცხოვრების თავი და ბოლო.
ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები
მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ,
ბაღის ქარივით შემოგეხვევი
არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს
და როცა გვიან მარტო დარჩები
არ მოგასვენებ არსად არ წავალ,
მე სიგარეტის კვამლში გავჩნდები,
ან ფანჯარაში მთრთოლავ ვარსკვლავად...
და რომ ეცადო ბევრიც, ნუ მიწყენ,
ვერ დამივიწყებ, ვერ დამივიწყებ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უხმოდ დასცილდნენ სიტყვის გარეშე
და ყველაფერი იყო ნატქვამი..
მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს,
ორივ მტყუანნი, ორივ მართალნი..
ჰქონდათ მიზეზი და დაემდურნენ,
მერე თავ-თავის ბილიკს დაეშვნენ,
არაპერია ამ ქვეყნად თურმე,
მიზეზისა და მიზნის გარეშე..
უხმოდ დასცილდნენ, სიტყვის გარეშე
და ყველაფერი იყო ნათქვამი,
მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს
თავისთვის გულში ორივ მართალნი..





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა სიცოცხლე მიხაროდა
გული სითბოსაგან დამიცალე,
როცა სიგიჯემდე შემიყვარდი
შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა
ყველა ამირიე,დამიშალე.
შენი გაღიმენა შემიყვარდა
მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე.
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,
მაინც არაფრით არ შემიბრალე.
შენი სიყვარული მიხაროდა
ღიმილი კი ცრმლით შემიცვალე.
შენი დავიწყენა მაიძულე
მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1186 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჯასტინ ბიბერმა
 ერთ-ერთ 
ინტერვიუში განაცხადა, 
რომ მისთვის სასურველი
 ქალი კიმ კარდაშიანია.
მან აგრეთვე დაამატა, 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1678 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაილი საირუსთან ინტერვიუ

მაილი. როგორ გაიცანი ლაიამ ჰემსვრტი?

- ერთად ვითამაშეთ ფილმში '' უკანასკნელი სიმღერა'', რომელიც მარტის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე.
მახსოვს, როდესაც ლაიამი რეჟისორთან შემოვიდა ოთახში, იმდენად მაღალი მომეჩენა რომ შევძახე Wow.
თინეიჯერებს ალბათ, ახსოვვს იგი სერიალიდნ ELEPHANT PRINCESS, სადაც იგი გიტარისტი მარკუსის როლს თამაშობს.

მოგვიყევი თქენი ახალი ფილმის შესახებ.

ჩვენ შეყვარებული წყილი განვასახიერეთ. ჩემი გმირი, რონი, ერთმანეთს დაშორებული მშობლების შვილია, რომელიც ზაფხულს ზღისპირა ქალაქში, პიანისტ მამასთან ერთად ტარებს. იქ გაიცნობს სიმპათიურ ხელBურთელს, უილს, რომელზეც ყველა გოგო გიჟდება. ზღვის კუების დაცვა აახლოვებთ რონისა და უილს.

რა ურთიერთობაა ახლა შენსა და ლაიამს შორის?

იგი არაჩვეულებრივი ადამიანია. იცის თავი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაილი საირუსის ყოველდღიური ჩაცმის სტილი


მაილი 
საირუსის 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1833 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


  ვარსკვლავური 
სიმაღლეები
 (გოგონები)

.....................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2321 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Angelina Jolie For Entertainment Weekly

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ჯურნალ Entertainment Weekly-ს ინტერვიუ მისცა და ამ ჟურნალის გარეკანზეც აღმოჩნდა.მან ისაუბრა თავის ახალ ფილმზე-"სოლტზ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს მონატრება შემაწუხებს გათენებამდე,
ალბად ოცნებაც შემახსენებს თავს, დღეს დილამდე,
რა უსასრულოდ იღვრებიან თვალზე ცრემლები,
ტკივილს გაგიქრობ და სახეზე მოგეფერები.


ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ,
შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ,
ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები
და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები.

ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია,
იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან,
გრძნობებს დაფარულს, გზას გავუხსნი ცივი ხელებით
და თბილ სხეულზე უსასრულოდ მოგეფერები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1342 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 998 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1006 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 989 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1008 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვთამაშობ...
თვალების ჭაობში მიგათრევ
თამამად...
სუსტი გაქვს ნერვები, გეტყობა...
ცოტაც და...
შენს კარტებს თვითონვე მომართმევ,
სიმშვიდედაკარგულ
სათქმელებს მეტყვი და
დამიცდი...
თვალებით მე ისევ ვარტისტობ,
ადრეა, ჯერ ჩემთვის
ჩადრები ავიხსნა...
განიცდი...
გიჭკნება სიმშვიდის ვარდის რტო,
ფიქრობ, რომ დამთავრდა,
კარტები გაიხსნა...
მე ისევ ვთამაშობ,
თამაშს აქვს წესები...
ჯერ უნდა ჭაობში ბოლომდე შეგიშვა...
განიცდი...
ცივი გაქვს რატომღაც ხელები,
იმღვრევი მგონია...
არც ერთი შენიშვნა?!..
სულ რაღაც თვალებით,
გგონია გაძალებ?!..
მომყვები მოთმენით...
წყენასაც არ აჩენ,
არა და, არც ბავშვის აღარ გაქვს ასაკი,
მიკვირს,
იხრჩობი, და არც ცდილობ, გადარჩე
დამთავრდა...
გულწრფელად მგონია, რომ მორჩა...
თვალების წავლება ფიქრების ქამარში...
შევმცდარვარ,
კვლავ ისე მომყვები,
როგორც ჩანს,
ცხოვრებაც ბოდვაა,
ვნება
და თამაში...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,
ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,
ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,
ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს?დედა

როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,
და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება,
ვეღარ ვუმკლავდები სიძნელეს ვხედავ,
უცებ წამომცდება ვაიმე დედა.

როცა სიცივეში სითბო მომინდება,
Gულში ჩამიკრავს და გული გამითბება,
ვინ არის ჩემს ფიქრებს უცებ რომ ხვდება?
ეს ხომ დედაა ძვირფასი დედა.

ნატკენ ჭრილობაზე მალამოდ დნება,
ძლიერი სიცხისას წვიმად გამოჩნდება,
ქარი დაუბერავს ქარსაც აღუდგება,
ახლოს არ მოუშვებს ნამდვილი დედა.

მე ვის ვენატრები ყველაზე მეტად?
ჩემი გულისთვის იქცევა ფერფლად,
ყველა სიძნელეს რომ უდრეკად ხვდება,
ესეც დედა არის,ძლიერი დედა.

როცა რამე მიჭირს ვის არ ეძინება?
ჩემსკენ მომავალ ცეცხლს წინ რომ აღუდგება,
ყველგან გამომყვება ,უფსკრულს ჩავარდება,
შვილის გულისათვის თავს წირავს დედა.

ვინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?
ვის უნდა ვიცოდე ყველაზე მეტად?
ნთელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?
სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,
სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის,ყველგან,
უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,
როგორც ყოველთვის ისევე დედა.




... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ,თუ კი აკოცებთ
კოცნა ხომ თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრია
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირვალ კოცნას და ალერსს
მოაქვს ნანატრი,ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ,ნუ მოატუყებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1279 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისე დავიძინებ, თვალს არ დავხუჭავ
ისე გავიღვიძებ საბანს, არ ავფუშავ
ისე გაკოცებ ვერც კი მიხვდები
შენს ლამაზ სხეულს, კვლავ მოვეხვევი.

ისე მიდიხარ, არც კი იხედები
უკნიდან გიყურებ , ჩუმად გეფერები
ჩემი ქალღმერთი ხარ და გეალერსები
სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.

ისევ დრო წაშლის გულის იარებს
ისევ შევავსებ რვინით ფიალებს
ისევ გაიხდი შებ ლამაზ კაბას
ქუჩაში დავიწყებთ ჯადოსნურ ამბავს.

ისევ ჩსმივლის ის ორი გოგო
ასე მგონია მოვიგე ლოტო
გარეთ გავხედე და მოდის გოგო
კარზე კაკუნი საწოლში მორთო..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ჩაიარე ღიმილით, კრძალვით,
იყავ საოცრად ლაღი და სათნო.
თუმც იქ ჩემს გარდა არ იდგა არვინ,
შენ იღიმოდი უმისამართოდ.
მე აგედევნე როგორც აჩრდილი,
ვფიქრობდი: - მისთვის სიცოცხლეს დავთმობ,
შენ თქვი: - იისფრად გათენდა დილა,
თქვი და... ესეც თქვი უმისამართოდ.
ვინმეს ვენახეთ გვეტყოდა, მგონი:
- რა ბედნიერი წყვილები ხართო
და მივდიოდით თუმც მხოლოდ ორნი,
ჩვენ მივდიოდით - უმისამართოდ.
სიცოცხლის ხმებით დღე იყო სავსე,
ასეთი ხმები სევდიანს ართობს.
უმისამართოდ ვიარეთ ასე
და ჩემგან წახველ უმისამართოდ.
ვერ დავივიწყებ იმ წუთებს, ვერა,
თუმც ისე გნახე, თითქოს არც გნახე,
თუ იყავ ჩემი გედის სიმღერა,
მაშ ანგელოზის რად გქონდა სახე?!
სუყველაფერმა დაკარგა აზრი.
რომ ვერსად გნახე, ძვირფასო ახლა,
უმისამართოდ ვივლი ამ გზაზე
და იმდენს ვივლი, რომ სადღაც მნახავ.
ან მოგწერ ასე, თუ ეს გიშველის:
- მოდი, ხომ ხედავ, რომ შენს გზას არ ვთმობ...
მაგრამ რა ვქნა, რომ ფოსტაშიც წერილს
არ ღებულობენ უ მ ი ს ა მ ა რ თ ო დ .



. .
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
გაივლის წელი, როგორც წამები...
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
იცოდე მხოლოდ შენ მეყვარები!..
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
ნუთუ ერთხელაც არ გაგახსენდი,
შენ ხომ არ იცი - რომ გამიხსენო,
ჩემს გულს რა ძლიერ გაახარებდი...
მივყვები ქუჩებს, დაბურულ ქუჩებს,
ვეძებ ლამაზს და რაღაცა ახალს,
დავეძებ ტუჩებს, მხოლოდ შენს ტუჩებს,
სადღაც გაფრენილს, უკვალოდ გამქრალს...
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
გაიფრენს წელი, როგორც წამები...
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
იცოდე მხოლოდ შენ მეყვარები...!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:33 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024