♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » ...........................
11:35 PM
...........................

თავი დამავიწყეს ღამის სონეტებმა,
ძველი სატკივარი გამანდეს,
ისე მომენატრა შენი მოფერება,
როგორც არასოდეს აქამდე...
წარსულს უმღეროდა შავი როიალი,
თითქოს მომესმა შორიდან,
პირჯვარს ისახავდა ღამე თოვლიანი,
გარეთ ხეტიალი მომინდა...
ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდა,
გაქრა ყველაფერი უკვალოდ,
ისე მომენატრე, ისე მომენატრე,
ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ..
ისე მომენატრე როგორც არასოდეს,
ლამის შევიშალე ლოდინით,
ფიქრებს მოვაშორე ღამის სიმარტოვე
და შენს ნაფეხურებ ვკოცნიდი...
ბოლოს გავიხურე კარი გარინდებით,
ფიქრებს ვერ ვარჩევდი დილამდე,
სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ სიგიჟემდე,
როგორ უსასრულოდ მიყვარდი...

..........................................................


მაშინ,როცა მიმატოვე
სულ მის გვერდით იყავი,
ახლა ისევ ჩემთან მოხველ
მაგრამ კარგად იყავი.
ჩემმა გულმა რომ მიგიღოს
მე მაინც არ მიგიღებ
თუმცა ჩუმად ამისათვის,
ძალიან ბევრს ვიტირებ.
გული ტირის მეც ვტირივარ,
ლოყას მიწვავს ხცელი ცრემლი
ნუთუ ისევ შემეყარა სიყვარულის მწველი ცეცხლი.
ვაი რომ არ შემიძლებია,
თურმე შენი გამეტება,
ვაი,რომ გულს შენთვის მხოლოდ
სიყვარული ემეტება.

.....................................................


ბინდისფერ ხილაბანდით აგიხვევ თვალებს და
მიგიყვან ღამესთან...
ტუჩთან მიკრულ სათქმელს ტუჩითვე აგაცლი
ჰო... თუკი დამაცდი,
სუნთქვით მიმახვედრებ, დრომ სევდა გაფინა
და ღამე გატკინა...
მსუბუქ შეხებაზეც ვგრძნობ, რომ ვერ ვერევი
და გადაგერევი...
დახუჭე თვალები, ბინდისფერს გაენდე
მიყვარხარ დამენდე...
მიყვარხარ დილამდე, ცამდე და ცის იქით
გიცდი და დაგიცდი,
თითები თითებთან... ტუჩები ტუჩებთან...
სულ შენ და სულ შენთან...
დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და
სათქმელი გამება,
ახვეულ თვალებთან შენს სუნთქვას ვინახავ...
მიყვარხარ....

..........................................................


სთქვი რაზე ფიქროობ,
ჯერ ადრეა შენთვის ნაღველი,
შენ ჯერ არც უნდა გაგეგონოს მისი სახელი.
შენ რაზედ ფიქრობ,რომ შემეძლოს იმის წაკითხვა
მე გავიგებდი რაც ჩვენს შორის დღემდე არ ითქვა.

მე რომ მანდობდე-რასაც მხოლოდ სიჩუმეს ანდობ,
მე რომ მეტყოდე-რასაც მხოლოდ ფიქრებთან ამბობ,
მოვიტაცებდი შენი გულის პატარა ნაღველს!
და ჩემს დიდ სევდას დავარმევდი შენს ლამაზ სახელს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1386 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:39 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024