♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 01


По следу Феникса
1 სთ 30 წთ
ჟანრი: მელოდრამა, რუსული პოსტერები
 გამოშვება: 01 დეკემბერი 2009
რეჟისორი: ანდრეი სელივანოვი
სტუდია: კინოკომპანია რუსკოე
როლებში: ანატოლი ბელი, მარია პოროშინა, იგორ ლივანოვი, ალექსანდრა აფანასიევა–შევჩუკი, ბორის კლიუევი, კარინა კარპუხინა
ხარისხი:
 
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 1 396.52 MB


ფილმის მიმოხილვა
ფილმის მთავარი გმირი ალექსია – ახალგაზრდა და წარმატებული მამაკაცი, მოსიყვარეული და საყვარელი ქმარი და მამა. უბედური შემთხვევა გადაატრიალებს მის სტაბილურ ცხოვრებას, ის წამობრივად ყველაფერს დაკარგავს. საოცრებით გადარჩენილი ალექსიმ არ იცის როგორ იცხოვროს. ფილმის მთავარი გმირი სცდილობს მომხდარ უბედურ შემთხვევაში დამნაშავეების პოვნას, და გაიგებს, რომ მის საქმეში ჩარეული აღმოჩნდება ცნობილი მბრალდბელი, ი ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1190 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



”არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!”
"არის თუ არა იქ სადმე წყალი!” _
სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,
როდესაც მარსზე იქნება... ქალი...

კარგია, როცა ტელესკოპებით
აკვირდებიან უცნაურ არხებს...
მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცა
კაბის ბოლოების ნიავი არხევს...

ღვთისმშობლის მადლი... თამარის სახე...
ღიმილი ფრესკის... მადონა სიქსტის...
ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზე
ჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს...

თუკი იქაურ სარტრს და კამიუს,
იქაურ ჰაიდეგერს და მარსელს
არ უკვლევიათ ამაოების
მარადიული მარშრუტი მარსზე...

...ბეჭედი უცხო...კამეა ლურჯი...
საყურე გიშრის... საყურე _ ლალი...
_ სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს,
როდესაც მარსზე გაჩნდება... ქალი!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამეა...ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე...მარტოობა...მკვდარი სიყვარული...მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან...ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის...მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული...
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია...
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ...
_როგორც ხედავ...
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო...
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში...ხალხი ძილს მიეცა...მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს...მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო...
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი...
ისევ სიჩუმე...ისევ მარტოობა...ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო...ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა...მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ...
_ნეტა ეხლა რაზე ფიქრობს ლუკა?ნეტა ვინ დაიპყრო მისი ფიქრები,მისი გული და თვით ლუკა.ეჰ...ნეტა მე ვიყო ეხლა მის გულსა თუ აზრებში,ნეტა ჩემზე ოცნებობდეს და ნეტა მისი ბაგეები მხოლოდ ჩემს სახელს წარმოსთქვამდნენ...
ეჰ...არა მე ამას ვერასდროს ვერ ვეღირსები...მას ხომ სალი უყვარს,ის არის მ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფანჯრის რაფაზე ვზივარ და გხედავ,
სასაფლაოზე სეირნს მე ვბედავ.
იქ შემიძლია დანახვა შენი,
ფოთლის ცრემლების აკრეფა ნელი.
მიწას გაყრი და თანდათან ქრება,
გულის ის ნაზი ჩურჩული ქრება.
ყვავილებს ვიღებ, ფოთლები ხმება,
შენ მახსენდები ცრემლიც არ ქრება,
ღამით ვლოცულობ ვამბობ ნაზ სიტყვებს:
გთხოვ, გევედრები, მაჩუქე სითბო,
რომ სამუდამოდ ვიგრძნო
...ეჰ ვითომ?
მე ეს ლოცვები ასრულდეს ვითხოვ!
მინდა გაგხადო ნათელი მთვარის,
გზას რომ მინათებს იმ დიდი ღამის,
მაგრამ სადღაა, ოცნება ქრება
და მხოლოდ გრძნობები სულში მე მრჩება,
ჩვენი სიყვარული იქ სადღაც ლპება,
საფლავის ქვებზე წარწერა მრჩება:

"გაათბე ხელით, სულია ჩემი,
ნაპოვნი წვიმაში, ღამით და სველი."

"ლოცვა გაგვანათლებს, ჩვენს სულს გაანათებს
და სამუდამოდ სამოთხეს აანთებს".

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორ დაგრძელდა მოლოდინი, დამძიმდა მოცდა,
მე აღარ ვიცი, ამ სიმწარეს რითი შევება.
სამყაროს ზურგზე, ერთ პაწია შეზვინულ ბორცვთან,
უსუსურია ლამის ყველა გასალკლდევება.

ტკივილი თითქოს მიდის, მაგრამ არსაით მივა,
დაგორავს რუხი მწუხარება, წვასავით ნელი.
ყველა განცდილზე მეტად ახლა ეს განცდა მტკივა,
ნაცნობ-უცნობი, ახსნილი და ამოუხსნელი.

გამძლე დარდების მიკიდია წამწამზე ასხმა,
თვალზე კი არა, ცრემლი გულში მომედინება.
მოდგა და მოდგა მოგონების ლამაზი თავსხმა,
დედავ-ბატონო, დღეს ტირილის მომეცი ნება.

ჟამმა ჩამაცვა ნაზი ხსოვნა, უსახო სახის,
ყვავილობს სევდა, ასე ღია და თან ფარული.
სიზმარეთიდან გაბუტული მიხმობს, მეძახის,
ბავშვობა ჩემი, შენს კალთაში გამოპარული.

დაჭრილი გული საგულედან ამომივარდა,
გატყდა იმედი, მოკიაფე და მოციმციმე.
შენი გარდასვლის და არყოფნის სიმძიმის გარდა,
ასატანია სააქაოს ყველა სიმძიმე.

თავად სინანულს, სინანულის მდინარე მერთვის,
უნდა ვინანო უფრო მეტი, რაც რომ წესია.
შემი საფლავი, ერთი ციცქნა, აშენდა ჩემთვის,
დაღლილი სულის მოსათქმელად, ვით ეკლესია.

მოკლდება დღე და ფარდასავით ხუნდება დილა,
ღრუბლების ფატა აფარია ოცნებას ცაში.
დღის სინათლეზე უშენობა თურმე ყოფილა,
ყველაზე დიდი მარტოობა მარტოობაში...

მიმოარულობს კიბე-კიბე ერთფერი ხვედრი,
სხვისი ტკივილის ძირის-ძირში ვინ ჩაიხედა.
ნუ მიწყენ, მეც თუ გალახული ბავშვივით გყვედრი,
ეს რა მიქენ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1024 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დიდი ხანია აღარ დამიწერია.. ამბობენ როცა ძალიან ცუდად ხარ.. ან კარგად.. მაშინ გეწერინებაო. აი მე კი .. მე როგორ ვარ? დეფისივით შუაში ვწერივარ .. და ვდგავარ გაშეშებული.. ლერწამივით ქარი ხან იქით გადამხრის და წყლულებს გამიჩენს.. ხან სახეს ღიმილს მოჰგვრის და მეალერსება.. ამიტომ მეშინია ქარის.. არ მიყავრს ქარი .. მკაცრია და გულცივი ..
როდის ამოვა მზე ჩემს ცაზე?

...

რა ფერია ცა ? ამ კითხვას ხშირად ვუსვამ ხოლმე ადამიანებს.. ყველა ინდივიდუალურ პასუხს მცემს.. ზოგს უკვირს, ზოგს რაღაც ღრმა კითხვა ჰგონია.. და იმდენი ხანი ფიქრობს ავიწყდება პასუხი..
ისეთებიც არსებობენ არ ვიციო, რომ მპასუხობენ მხრების აჩეჩვით..
არიან ისეთი ადამიანები ცისთვის არასოდეს, რომ არ შეუხედავთ,
ისინი მაშინვე მპასუხობენ.. „ახლავე გეტყვი აბა ავხედო .. „
ის კი არ იციან, ცას რომ მათი სულის ფერი აქვს.. და სულს ახედვა კი არა ჩახედვა რომ უნდა..
მე ჩემი მეათე ცა მაქვს.. მზეს ველოდები(თ)..
ახლა შენ გეკითხები რა ფერია ცა?

...

ვიხრჩობი .. მწყურია წყალი.. უანგაროდ გაღებული ერთი ჭიქა ..

...

მე გამოვიგონე ჩემი სამყარო.. იდეალური მეგონა.. თუმცა აღმოვაჩნე რომ შენს გარეშე იდეალური ვერ იქნება.. არადა ჯიუტად არ მინდა შემოხვიდე.. გული მიგრძნობს გააპუჭებ.. არა უფრო შეეცდები ჩემს სამყაროში არსებული საგენბის ამოხსნას.. მერე დაშლას ნაწილებად, რომ უკეთ მოვიდეს შენამდე..
მე კი გიღიმი და გეუბნები .. რომ არ ამომხსნა.. არ მინდა.. იცოდე გავი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1404 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არიან ქალები- უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები- ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები- ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები- ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები- ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები- ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები -გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრებით მუდამ შენთან ვიყავი,
თან უშენობა ძლიერ მტანჯავდა,
მართლა მიყვარდი, მესმის ეს გრძნობა
ნამდვილ სიყვარულს შენთვის არ გავდა.

ფიფქებს ესმოდათ ამ სიყვარულის
ალბათ ამიტომ გულში მოთოვეს,
სიყვარულს გრძნობენ ბრიყვებიც, მაგრამ
ვერ აუხსნიათ ფილოსოფოსებს.

გაგიხსენებ და ამ წამით ვტკბები
ხელისგულს მწველი ცრემლი ვარდება.
ნუთუ ვერ ხვდები, როგორ მიყვარხარ
მე სხვა არავინ შემიყვარდება...

წლები გაივლის, დრო გაანელებს,
ყველაფერს თითქოს ქარი წაიღებს.
ვის ეხსომება შენით შეშლილი
ჩემს გულის ტკივილს, ვიღა გაიგებს...

მე უშენობა ყოველთვის მტანჯავს.
მე სხვა რა დამრჩა ქვეყნად ძვირფასი!!
აღარაფერი, გემშვიდობებით,
ჩემთვის ცხოვრებას აღარ აქვს ფასი

ვხვდები სხვისი ხარ, რადგან თვალები,
ჩემი თვალები ძლიერ…






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი შეხვედრის ადგილი "კონტროლ პანელის" ერთი "აიკონია",
რომელიც ხელგაწვდილი ბობ მარლეის შარვლის ტოტზე ზის.
ხოლო მონიტორიდან "მაუსის" კუდის ქიცინით გახსნილი
შენი სახე იღიმება.
"ჰარდ დისკის" გული ახლა მთლიანად შენია და მე მშურს
"პენტიუმ ორის".
შენ წაიღე ჩემი ტვინის პროგრამული მეხსიერება, რაც 62 გეგებაიტთან
ზღვაში წვეთია.
სიყვარული მარტივია
"ჯიპიჯი ფაილად" გადაქცეულს "ადობ პრემიერში" გაგხსნი და
ახლა იმას ვიზამ , რაც რეალურად არასოდეს მოხდება.
დღეს ჩვენ ვირტუალური სიყვარულის ღირსნი ვართ,
რადგან გაქათქათებულ 'ნიუ ფაილში" ჩაგაწვენ,
სევდიან ძუძუებს "ზუმით" გაგაიდიდებ და შიშველ ფეხებზე ტატუს
მიგახატავ წარწერით_მშურს პენტიუმ ორის!
ასე იწვები "სეივ ეზის" შემდეგ სახელდარქმეული ახალი სიყვარული
"დესკტოპის" ვიტრინაში და მუდამ შემეძლება
ხალი წაგიშალო ორ წარბს შორის,
ინდოელს რომ გამსგავსებს.
შემდეგ მეტი დამაჯერებლობისათვის, ინტერნეტში რომანტიკული
"დიზაინ კომიდან" საძინებელ ოთახს "დაუნლოდს" გავუკეთებ,
სადაც ორი ცისფერი შუქის სხივი დიდი ხნის წინ გაშლილ ლოგინს
ათბობს და იქ მოგათავსებ.
დენი რომ არ წავიდეს და იმედები არ გამეთიშოს,
კიდევ ერთხელ "დაგასეივებ", შემდეგ კი ორივენი
"ფოტოშოპში" გადავინაცვლებთ.
"ეფექტებში" ფაქტურას შევარჩევ, იმას, რომელიც მოგწონს და ჩემი
მარტოობა რომ არ "დაეკიდოს"
ქობულეთის ქვიშიანი ნაპირიდან საკუთარ თავს "დავასკანერებ".
მადლობა ვუთხრათ "დიზაინ კომს", რომ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* * *

ძალიან ბნელა, სიცივეა, სახე ფითრდება,
უცნობი ლანდი თავის წარსულზე
უნდოდ ფიქრდება,
მისი მზერიდან უხეში ნუსხვა
ფრთხილად იღვრება
დროის კამარა პარაშუტივით
სწრაფად იკვრება
მობრუნდა ლანდი,უხმოდ შეახო
ხელი ზანზალაკს,
დაიწკრიალა სამმა ზარმა წამით
ბედკრულად,
მაშინ სიცივემ შემოხვია ხელი
გალავანს
და ჩაუქროლა უფრთო ანგელოზს
ფარისევლურად.
გუშინ იყო და დღესაც არის
ეს შემეცნება,
რომ გრძელ გზას გავლილს ვერ დაუბრუნებ ძველ
იერსახეს,
ლანდი ფიქრებში თითქოს ხვდება,
რომ ის ქალია;
სახეს ემჩნევა უცნაური გადაგვარება,
ჩვენი სიცოცხლე ხომ გაფრენილი
ერთი წამია,
ბოლო წუთს ხდება მოუვალი და უკარება,
იმედი ბოლოს დიდი ტანჯვით
წამებით კვდება,
ადამიანი ასულდგმულებდა პაწიას ბედად,
მაგრამ ამ გრძნობას შიში და ძრწოლა ვერ მოერევა,
ამ რეთი ციდას ისევ ამ ქვეყნად დარჩენა უნდა.
„როცა დახედავს გაყვითლებულ, ავადმყოფ თითებს
და ხელს შეახებს დაბერებულ, დაჭმუჭნულ სახეს სახეს,
მაშინ მიხვდება, მაშინ მიხვდება, რომ დრო გავიდა.
მერე სინათლე გამოჩნდება არც თუ შორიდან,
მინის გვირაბი განათდება უცხო სინათლით,
სარკეზე ზანტად აირეკლება ზეცის წიაღი."
„მერე ჩაქრება სამარადისოდ წრფელი ნათელი,
სწრაფად გაქრება ის სხეული ბრძოლის ველიდან.
„ნუთუ ასე მალე მთავრდება ჩვენი სიცოცხლე?!
დასაბამიდან - დასასრულამდე:
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1200 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვინ მეტყვით ხალხო,
რა არისო ეს სიყვარული,
რომლის ტანჯვასაც
ვეღარ უძლებს მფეთქავი გული.
არ შეიყვაროთ,მე ამას გირჩევთ
და ნუ დამზრახავთ,
თუ შეიყვარებთ,მაშინ ყველაფერს
თქვენ თვითონ ნახავთ.
რომ იტანჯება
თავისუფლების წყურვილით
ის თვალწინ გიდგას,რადგან მას მიჰყავს
სხეული,სული.
ნუ მისმენთ ხალხო,
მე ხომ ვამაყობ,რომ იგი მიყვარს
და მეყვარება მთელი არსებით
მუდამ და დიდხანს.
ნუ მისმენთ ხალხო ,,
რას ვლაპარაკობ,ეს ხომ ცოდვაა
შეყვარებული ადამიანის ბნელი ბოდვაა.
ნუ მისმენთ ხალხო,
ან გამაჩერეთ,სასწრაფოდ დროზე,
თორემ დავზრახავ გრძნობებს,რომელსაც
ვეტრფოდი გონზე.
ნუ მისმენთ ხალხო,
მე ხომ ვუარყობ,ჩემს ყველა სიტყვას
მე ხომ ის ასე დიდზე უსაზღვროდ
ძალიან მიყვარს.
ნუ მისმენთ ხალხო,
ყველაზე ტკბილი სიყვარულია
და მის წინაშე თვით ბოროტებაც
კი უძლურია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1006 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის პროფესიით უსახლკაროა,
მისი სახელი გარიყულია,
მას მისამართი არ გააჩნია,
მისი მფარველი კეთილი სულია.
ყოველ ღამეს ის ქუჩაში ათევს,
მას ჩვენ მიწაზე სიცოცხლე მართებს,
მართებს უფლისგან უსიკვდილობა,
ვერ შეძლო ღმერთის გულის მოლბობა.
ღამის მეუგეს სულ ბრმად ენდობა,
დილით რომ ადგეს და თქვას შენდობა.
უფლის შენდობა სასმისით შესვას,
ხოლო ამ შესმას ლოთობა ერქვას?
იგი ლოთია, ხალხი ასე ამბობს,
ამით კი მხოლოდ ეშმაკი ხარობს.
ის კი საღამოს ჯდება და დარდობა,
თავისი უბრალო სიტყვებით ამბობს:
„რა დავაშავე ასეთი ღმერთო?
უზენაესო და ერთადერთო,
მე ხომ მიყვარდა, რატომ წამართვი,
ნუთუ ამ გრძნობას თავი ვერ გავართვი?!
მე ხომ მიყვარდა თან ასე ძლიერად, რ რატომ მეპყრობა
ყველა უდიერად?
ნუთუ იმიტომ, რომ
ვცდილობ დავიბრუნო ის რაც ჩემია,
ამისშემძლები მხლოდ და მხოლოდ,
უზენაესი უფალი ღმერთია"
ის პროფესიით უსახლკაროა,
მისი სახელი გარიყულია,
მას მისამართი არ გააჩნია,
მისი მფარველი კეთილი სულია.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხალხი ირევა, ხალხი ფუსფუსებს
დაღონებული მივდივარ ბრბოში,
ღრუბელთა შორის ისე წევს მთვარე,
როგორც ცხედარი ვერცხლის კუბოში.
და კაცთა ქუხილს ეხმაურება
მიბნელებული ღამის სიცილი,
ღამის სიცილი დასცურავს ქვეყნად
ათეთრებული და მოვერცხლილი.
მგონია, თითქო, ბრბოდან გაძოვა
ლამაზი ქალი ცისფერ თვალება,
მე დამიძახებს და მომაბრუნებს,
რომ ვუთხრა სულის ქენჟნა-წვალება;
მწარე სიტყვებით ვუმღერებ მე მას
საუკუნეთგან შექმნილ სიმღერებს...
ვეტყვი - რომ ყველა მომბეზრდა ქვეყნად,
რომ დავიღალე მე ამ კუბოში,
რომ მას ველოდი და მუდამ ასე
დაღონებული ვვიდოდი ბრბოში

გალაკტიონ ტაბიძე

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913

გალაკტიონ ტაბიძე




კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვერლენს სციოდა, დადიოდა გაუპარსავი,
უნდოდა საწყალს ბედის კვალი გამოეცვალა;
მას ღვთისმშობელი შეუყვარდა ობოლ დასავით
და შველა თხოვა, როცა ღამის ჯვარზე ეწვალა.

მისჯილი ჰქონდა მას ცოდვილი კაფე სავადოდ,
ო! რა ერთგულად ასრულებდა თავის განაჩენს;
და თუ ხანდახან მას ესმოდა:”ღმერთო, თავადო!”
ჩუმად მალავდა სიხარულში ცრემლს გადანარჩენს.

იჭვით უცქერდა თავის ლექსებს და არ სჯეროდა,
თუ მისი ნიჭი იყო მართლა დიდი ქონება;
მხოლოდ უნდოდა დამშვიდებულ ღამის ჩეროდან,
მისი ლექსივით ატირებუილ ხმის გაგონება.

საყვარელ ქალის რაინდობა მანაც გაბედა,
მაგრამ საწყალი შეაშინა ქალის დიდებამ,
ვერლენს უყვარდა უნუგეშოდ და უცაბედად...
და ახლა მთვარის მოჩვენებას გაეკიდება.

და როცა დარჩა უნუგეშო, ცოდვილი, კენტი,
ხარობდა მხოლოდ ცაზე ობლად დარჩენილ ღრუბლით,
ეხარბებოდა სიმთვრალეში მხოლოდ აბსენტი
და სიფხიზლეში იტანჯოდა მახინჯი შუბლით..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.

ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.

და ეცემოდნენ სადღაც წვიმები
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.

არც შორეული დების ლოცვები
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.
მიმასვენებდნენ ანგელოზები
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.

ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო!
მსურდა სიბნელე რომ გამერღვია
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით,
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1026 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღმერთი მავალებს - მიყვარდე ასე,
ღმერთიც რომ არა - მე ვივალებდი.
არყის ჭიქაში, ყავის ფინჯანზე,
ყრია დამღრჩვალი ჩვენი თვალები.

ვინ შეაფასებს თვალმარგალიტებს,
ვინ წაიკითხოს ბრმა ბარათები?!
შენც ცრემლებს იქით - ჩემი ცრემლია,
ჩემს ცრემლებს იქით - აღარაფერი!

თავს სიხარული რისთვის წაჰგვარე,
რად გაიწვალე სული სპეკალი,
ნუთუ არ იყო ხერხი სხვაგვარი,
რომ გაგეწირე და მოგეკალი?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1009 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიაძახა: "გზა მომეო!
ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ?
როგორ გამეთამამეო?

"თუ ვერ ატყობ თავს, ვინცა ხარ,
გამიგონე, რომ გითხრაო:
შენ რომ ფრთები გამოგბმია,
ღმერთიც მაშინ გაგიწყრაო!

"ბზუილასა, ტყუილასა,
შხამიანსა, მკბენარსაო,
ვინ არ გიცნობს უსაქმურსა,
მფრინავს მოუსვენარსაო?!

"მე კი დარბაისლად მცნობენ,
შრომისა ვარ მოყვარეო...
ჩემთვისა ვარ, არვისა ვკბენ,
არ ვარ შენი მოგვარეო!

"ქვეყნის თვალში მე სულ სხვა ვარ,
შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხედავო?
ჩამოდექი, გზა მომეცი!..
ურჩობას ნუ მიბედავო!”

ფუტკარმა ეს უპასუხა:
"ნუ მაცინებ, ხა-ხა-ხაო!
ვინც რომ ქვეყნად გაგაჩინა,
ნეხვის ჭიად დაგსახაო!

"ბევრს რომ შრომობ, ნუთუ ჰფიქრობ,
რომ მთა და ბარს ასწორებო?..
მხოლოდ ფუნეს აგუნდავებ,
იქვე ახლო აგორებო.

"ის ხომ შენი საზრდო არის?
შენს მეტს არვის არგიაო!
შენ აკეთებ... შენვე ჰზიდავ...
საკუთარი ბარგიაო!

"დარბაისლად იმუშავებ,
რაღად ირბენ, აბა, შორსო?
ყოველ ფეხის გადადგმაზე
ნახავ, გინდა მთელ გოდორსო!

"მე კი სხვა ვარ... სულ სხვა მუშა
და სხვაგვარად მოღვაწეო:
ზეცის მუშას მეძახიან,
არ ვარ მარტო სამიწეო!

"მისთვის დავფრენ მოუსვენრად,
რომ მოვძებნო ყვავილიო,
გულის წვენი ამოვწუწნო,
... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხატის წინ

მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.

მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიადი!

მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.

რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.

სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?

კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!

აკაკი წერეთელი
1894 წ.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1243 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

გვერდისუბანი ერთ-ერთი უძველესი დასხლებაა სურამში, სოფლის ამაღლებულ ადგილას დგას მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი. იგი ნაგებია ნატეხი ქვით, 1999წელს აქვე დაარსდა მონასტერი 2003წელს მონასტრის გარშემო მოიჭრა მიწა, ეს ფაქფი გახდა საფუძველი ახალი აღმოჩენისა. დღევანდელი ტაძრის სამხრეთით გამოჩნდა მიწის სიღრმეში ჩაფლული ტაძარი, ხოლო აღმოსავლეთით სამრეკლოს საძირკველი.ამ ადგილს „ ავართასას" უწოდებენ. გადმოცემის თანახმად ელიოზ მცხეთელისა და ლონგინოზ კარსნელის მცეთისკენ მიმავალ გზაზე სწორედ აქ დაუსვენიათ და მაცხოვრის უკერველი კვართი, რომელსაც ისინი იერუსალიმიდან საქართველოში მოაბრძანებდნენ, აქ დაუბრძანებიათ, ამიტომ „კვართასა" ეწოდა ამ წმინდა ადგილს. იტრია სურამის დასავლეთით მდებარეობს, აქ მდებარეობს იტრიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომლის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იტორია.
იტრიის სიონის შესახებ , ცნობილი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს თავის თხზულებებში, რომ„ სურამის ზევით სამხრიდამ მოურთავს ამ წყალს (ე.ი მდ. სურამულა) ურთხვის ხევი. მის ზევით არის იტრიის მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი აწ სულის ამრად."ისტრიის ტაძრის xvI საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესია სამწავიანია,შუა ნავი შედარებით მაღალია. მონასტრის გარშემო შემოვლებულია ქვის გალავანი.ეკლესია არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით.

კვირაცხოვლობის ეკლესია მდებარეობს დასავლეთით და აღმოსავლეთით საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზი ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1299 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



„გარეჯის უდაბნოს ერთ-ერთ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში არის XIX საუკუნის პილიგრიმული წარწერა: „მაოცებს წინაპართა ხელთა დიდება."
დღესაც ამ გაოცებისა და გაკვირვების გარეშე შეუძლებელია იხილო ის საოცრება, რომელიც წინაპრებისაგან შემოგვრჩენია და არის ჩვენი ერის სულიერი სიძლიერის, მისი განსაცვიფრებელი ნიჭისა და ტლანტის მაჩვენებელი.გვმართებს ცოდნა ჩვენი ისტორიისა და მხოლოდ ასე შეიძლება მისი სიყვარული, გაფრთხილება და შენარჩუნება".
ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა.


საუკუნეთა მანძილზე სურამი შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული ცენტრი იყო. იგი საკურორტო დაბაა დღემდე ზღვის დონიდან 740მ. ამ ადგილებში ადამიანის ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. დაბა გაშენებულია ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას.
სურამში ჰქონდათ რეზიდენცია შიდა ქართლის ერისთავებს—სურამელებს. ეს საგვარეულო XII საუკუნიდან ძლიერად გაუძღვა საქართველოს შუაგულის მმართველობას. მათი მოქმედება ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება, რის გამოც მათ დიდი აღიარება მოიპოვეს საქართველოს მეფის კარზე.
სურამელ ფეოდალთა გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგად გააზრებული და ლოგიკური იყო, ამის ერთ- ერთი ნათელი დადასტურებაა მათი მხრიდან მოწყალების გაღება ქართულ ეკლესია-მონასტერთათვის, რომელთა ეკონომიკური უზრუ ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ვარძიაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოხდა შოთა რუსთაველის კალმის აღმოჩენა.კალამი სპილოს ძვლისგანაა დამზადებული და მასზე წარწერაა „შოთა". აღმოჩენა ეკუთვნის ჯაბა ზაზაძეს,რომელსაც ბავშვობა თმოგვში აქვს გატარებული. პროფესიის ცოდნის დაუფლებისათვის იძულებული გახდა ჩამოსულიყო თბილისში. საქმისა და მშობლიური კუთხის სიყვარულმა კვლავ უკან დააბრუნა. დღედაღამ დაუღავავმა შრომამ მედეგი გამოიღო.იგი თვითონ იყომომსწრე და მნახველი იმ დიდი მუშაობისა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ანხორციელებს სამცხე-ჯავახეთის კუთხეში.ვარძია, ვანის ქვაბები,თმოგვის ციხე- აი ის ჩამონათვალი, რომელშიც ჩართულია არქეოლოგი ჯაბა ზაზაძე. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული კალმის აღმოჩენა, რომელიც თამარის ეპოქის მოღვაწის შოთა რუსთაველს ეკუთნის. კალამი ამჟამად ვარძიის მუზეუმში ინახება.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1177 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენს ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით.

* * *
სარწმუნოებსი სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.

* * *
საქართველო, როცა-კი მოიცლიდა ხოლმე გარეშე მტერთა ზედმოსევისა და მოგერიებისაგან, მაშინვე შეუდგებოდა ხოლმე ქრისტეს აღსარების განმტკიცების და გაძლიერების საქმესა. როცა-კი ქვეყნის მდგომარეობა ნებას აძლევდა, ქართველნი, ცნობილნი სულიერის მოღვაწეობი ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1261 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.

სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.

ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები.

დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი", -
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი...


1914 წ. 19/X




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!
თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან:
საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!
ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!
ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში.
დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.
საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რა ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს,
ცისარტყელების ათინათი ათასფერება,
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს,
ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...

მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ ეალერსება,
მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად,
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში, სიცოცხლის ფერი,
შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის სიმღერის...

მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის ვარდისფერები,
რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები,
მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ აბიჯებ
და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს.

მე ღამე მიყვარს, ცრემლიანი თავშესაფარი,
ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღაპარი
და სასთუმალი, ტრფიალების უტყვი კარავი,
ლურჯი პერანგი...თეძო-მკერდის ვერ დამფარავი...

...და მე ის მზე ვარ, შენს თვალებს რომ ეალერსება,
მე ის წვიმა ვარ, შენ რომ გერტფის უხმო ლექსებად,
მე ის მდელო ვარ, შენს თვალებში რომ იღიმება
და აჟღერდება სიყვარულის უხმო სიმებად.

მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები,
გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები,
მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ
და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს...

მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1467 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მირზა გელოვანი

„მე შენი თმები დამაბრუნებენ"-

ასე წერდა ომიდან პოეტი მირზა გელოვანი თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს.თითქმის ყველა წერილში კი თავის ახლობლებს აიმედებდა: „ არ დამიღონდეთ ...
მე დავბრუნდები"...
„დაბრუნებით ტკივილებს წავშლი"...
იგი ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას მოკლეს.მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო.
ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს:„ ჩვენ ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი.
ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს არ უჩვენებიათ. პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია.
მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია.მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი
„მზის კაცის " ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანი თავის უკანასჯნრლ მუზაზე, ნინო ახვლედიანზე,დაქორწინებას ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1511 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველმა და მისმა პოემამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაზე. წინათ, "ვეფხისტყაოსანითაც„ იბოძებოდა ქალ-ვაჟის ღირსება, ოჯაზისა და გვარის სახელი. ამის დასტურია ხალხური ლექსი:
„ქალი მყავდა მშვენიერი,
თავმორთული, კაოსანი,
გავათხოვე, გავატანე
შოთას "ვეფხისტყაოსანი"
ქართველმა ხალხმა შეითვისა და გაითავისა პოემა. ძნელბედობის ჟამს, ბრძოლასა და ქარცეცხლში იებით თან დაჰქონდათ, ხოლო, როდსაც მტერს მოსპობა დაუპირა , ქმნილებას ზეპირად სწავლობდა, რათა შთამომავლობისათვის გადაეცა. მასზე ზრდიდნენ შვილებს, თუმცა ზოგიერთმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა. „ვეფხისტყაოსანი იყო მათი ცოდნისა და განათლების საზომი. ოჯახში ხმამაღლაც კი კითხულობდნენ პოემის სტროფებს, იმეორებდნენ ჭირსა და ლხინში, მეფე-პოეტმა არჩილმა (1647-1713) თითქოს რუსთაველის
სიტყვებით თქვა:
„საქართველო სავსე არი, ჩემი წიგნი ყველგან გაჰქუხს
ვის ლხინი აქვს, მას უბნობენ, ანუ გული ვისაც უსწუხს."
ხოლო დიდებული მგოსანი აკაკი წერეთელი ხალხში გაგონილ ასეთ ამბავს იგონებს: „ ერთმა გამოჩენილმა,
სახელგანთქმულმა რაინდმა-ქველმა წერეთელმა სთხოვა ქალი არგვეთის თავადს, მორჭმულს და სახელოვან კაცს.იგი სასიძოს წერს რომ არ ჰქონდა მას ძნელბედობის ჟამს გამაგრებული ციხე,არც მონასტერ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,ბედნიერი ნიჭის" შემოქმედი უწოდა ილიამ აკაკის. ერის წინამძღოლი წინასწარმეტყველურად წერდა:,,აკაკის სამსახურს და ღვწლს ქართველი გულში ჩაირჩენს სამუდამოდ სახსოვრად. მისი მშვენიერი ლექსებით არაერთხელ დაიტკბობს ყურს და გრძნობას და არაერთხელ მისცემს გულს მამულიშვილობისთვის."

,,თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა მეც მზად ვარ!...
მოდი,ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრლებლად ზედ გულზე დამჰკარ!"

მას სამშობლოსათვის სიცოცხლეც კი არ ენანებოდა. იგი პირად ცხოვრებას დიდად არ დაგიდევდათ საზოგადოებრივ სფეროში კი ბევრი და ნაყოფიერად იღვაწა. აკაკი წერეთელი ყველგან და ყველასთვის უაღრესად სასურველი პიროვნება იყო. მან ერთი დღე საპატიმროშიც კი დაჰყო, გუბერნატორის გამასხარავებისთვის.
აკაკი ყველა დიდ ეროვნულ წამოწყებაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი მხურვალედ ჩაება ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობაში. 80-იან წლებში ჩვენი ეროვნული სიამაყე ,,ვეფხვისტყაოსანი" მისი სურვილით უნდა მომზადებულიყო გადმოსაცემად. აკაკის მიზანი იყო ეჩვენებინა პოემის ეროვნული ხასიათი.
აკაკი წერეთლის ფართო ურთიერთობა ჰქონდა ხალხთან. მან კიდით კიდე მოიარა საქრთველო.მისთვის მთელი ქვეყანა სახატეა:

,,ჩემი ხატი სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა
და, რომ ვიწვოდე, ვდნებოდე
არ შემიძლია მეც განა?"

აკაკის სამშობლოა ,,ცა-ფირუზ, ხმელ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2811 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დიდი მგოსანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია
ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს. მან ქართველი ერისათვის

დიდი ძვირფასი და დიდად საქებელი ნაწარმოებები დაწერა.

არ ვიცი რა ვუწოდო ადამიანს რომელსაც შეუძლია ასე

სასტიკად და არაადამიანურად მოიქცეს და ისეთი დიდი

კაცი მოკლას როგორიც ილია იყო.

ილია 1 907 წელს წიწამურთან დამბაჩით მოკლეს.

ილიას დასაფლავებაზე ყველა ტიროდა.აკაკი წერეთელმა

მას ლექსი„ჩუ ქართველო" მიუძღვნა.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2002 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფშავში,მდინარე ჩარგლურას ნაპირას იდგა ქვიტკირის სახლი.სწორედ ამ სახლში დაბადებულა ლუკა რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს.მის გარდა მშობლებს 5 შვილი კიდევ ჰყოლიათ. გიორგი, მართა, ნიკო(ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედოც ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან.ვაჟა თავის ბიოგრაფიას ასე გვამცნობს: „მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვიდან, ფხიკლიანთ გვარის... სათემო გვარი ფხიკვლეშვილებისა არის გაბიდოური, წერა-კითხვა დედაჩემმა არც იცოდა, თუმცა ბუნებით ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე. როგორც ვხედავთ დედის მხრივ ვაჟას თან დაჰყოლია პოეტური მიდრეკილება და გულგაშლილობა. მოხდენილად გვამცნობს დიდი პოეტი მამის პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას:„მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად მაშინ იგი მთავარ დიაკვანად იყო სოფელ მაღარისკარში,სოფელ ჩარგალზე 8 ვერსზედ დაშორებით." შემდეგ როგორც ვიცით იგი მღვდელიც გახდა. ვაჟა ბავშვობიდანვე ეხმარებოდა ხან დედა ხან მამას, ცრუმორწმუნენი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ასე იზრდებოდა ლუკა 8 წლამდე. ღვთიური ნიჭით მადლმოსილი, ცნობისმოყვარე, წარმტაც მომავალზე მეოცნებე პატარა ბიჭისათვის, რომელსაც თავი ბიბლიურ სამსონზე ძლიერად ჰყავდა წარმოდგენილი, თავის გარშემო ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რომ გალაღებოდა და ლამაზი ოცნების ცხოვრებით ე ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 3126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა – კატერინა, უბრალო გლეხი იყო. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში – ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” _ ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის _ ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენცი ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლეონარდო და ვინჩის ბავშვობა
  ლეონარდო და ვინჩი აეჩიანოში, ვინჩიდან 3
კილომეტრის დაშორებით დაიბადა.ამ ადგილებში და ვინჩები მეცამეტე საუკუნიდენ ცხოვრობდნენ,ისინი ნოტარიუსები იყვნენ.ლეონარდოს მამას,სერ პიეროს,25 წლისნოტარიუსს,ფერმერის გოგონასაგან,კატარინასაგან,პირ-ველი შვილი შეეძინა. მას ლეონარდოს დედა ცოლად არ შეურთავს,როგორც ამბობენ,წარმოშობის გამო. ამავე წელს ცოლად სხვა შეირთო. ახალშობილი ნათლიღების სახელობის ტაძარში მონათლეს,მას ლიონარდო დაარქვეს და არა ლეონარდო, როგორც შემდეგში იხსენებდნენ.კატარინა ვინჩიში ცოლად გაჰყვა აკატაბრიჯა დი პიერო დი ლუკას. 
ლეონარდოს მამას ოთხი ცილი ჰყავდა,შვილები მხოლოდ მესამე და მეოთხე ცოლებთან შეეძინა.სულ შვიდი ვაჟი და ორი ქალიშვილი.
კატარინას გათხოვების შემდეგ ლეონარდო მამის სახლში გადაიყვანეს,მაგრამ იგი ბოლომდე უკანონო შვილად დარჩა.ოგონასაგან,კატარინასაგან,პირ-ველი შვილი შეეძინა. მას ლეონარდოს დედა ცოლად არ შეურთავს,როგორც ამბობენ,წარმოშობის გამო. ამავე წელს ცოლად სხვა შეირთო. ახალშობილი ნათლიღების სახელობის ტაძარში მონათლეს,მას ლიონარდო დაარქვეს და არა ლეონარდო, როგორც შემდეგში იხსენებდნენ.კატარინა ვინჩიში ცოლად გაჰყვა აკატაბრიჯა დი პიერო დი ლუკას.
ლეონარდოს მამას ოთხი ცილი ჰყავდა,შვილები მხოლოდ მესამე და მეოთხე ცოლებთან შეეძინა.სულ შვიდი ვაჟი და ორი ქალიშვილი.
კატარი ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოთხრობა პროზაული ნაწარმოებია.მასში მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მონაწილეობენ.მოთხრობაში შეიძლება
გადმოცემული იყოს არა ერთი,არამედ რამდენიმე სხვადასხვა დროს მომხდარი ამბავი.ზღაპრისაგან განსხვავებით,ხშირად მოთხრობაში გადმოცემული ამბავი ძალიან ჰგავს რეალურს.შეიძლება მწერალმა მოთხრობის დასაწერად გამოიყენოს ნამდვილი ამბავი,რომელსაც რაღაც ეპიზოდებს დაუმატებს ან ჩამოაშორებს.მოთხრობის გმირი ნამდვილად არსებული ადამიანიც შეიძლება იყოს,რომელსაც მწერალი თავისი მიზნების მიხედვით მიაწერს ხასიათის სხვა თვისებებსაც და მოიგონებს ამბავს,რომელიც ამ ადამიანს სინამდვილეში არასოდეს შემთხვევია,მაგრამ მისი ხასიათიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე,შეიძლება
შემთხვეოდა.
მოთხრობასაც,ისევე როგორც ზღაპარს,თხრობის გარკვეული სქემა აქვს.მოთხრობაში მოცემულია საწყისი სიტუაცია,შემდეგ
გარდამტეხი მომენტი,ანუ სიტუაციის ცვლილება,სადაც მოქმედების კვანძი იკვრება,შემდეგ –მოქმედების განვითარება,კვანძის გახსნა და ფინალი,ანუ საბოლოო სიტუაცია.რა თქმა უნდა,ყველა მოთხრობა ზუსტად არ ემორჩილება თხრობის ამ სქემას.ზოგჯერ ავტორი მკაცრად იცავს ქრონოლოგიას,ზოგჯერ კი — არა.ქრონოლოგია ამბებისა და მოვლენების დროში თანმიმდევრობაა.
შესაძლოა ამბავიცა და პერსონაჟებიც თავიდან ბოლომდე მწერალმა გამოიგონოს,მაგრამ მოქმედების ადგილი და ეპოქა რეალუ-
რი იყოს.ანუ მოთხრობაში შესაძლებელია დროისა და ადგილისათვის ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1263 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შუშანიკი

იაკობ ხუცესი ამ ნაწარმოებში მოთხრობილია წმინდანის-შუშანიკის შესახებ.შუშანიკი იყო სომხეთის სარდლის ვარდან მამიკოიანის ასული.იგი გათხოვილი იყო ვარსქენ პიტიახშზზე.თავდაპირველად მისი ქმარი ქრისტიანი იყო,მაგრამ სპარსეთის მეფის წინაშე
წარდგომის შემდეგ სარწმუნოება შეიცვალა და მაზდიანობაზე მოექცა.როდესაც შუშანიკმა ამის შესახებ შეიტყო სახლ-კარი მიატოვა და ცალკე დასახლდა,მაგრამ ქმარმა სენაკიდან იგი წამოიყვანა და დილეგში ჩაკეტა.6 წელი შუშანიკმა უჭმელად მხოლოდ ლოცვითა და იაკობ ხუცესის (მისი მოძღვრის) ნუგეშის საშუალებით გაძლო.მე-7 წელს კი დასნეულებული შუშანიკი გარ-
დაიცვალა.იგი წმინდანად შეირაცხა.იაკობ ხუცესი ამის მოსწრეა.17 ოქტომბერი შუშანიკის ხსენების დღეა.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1940 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვუძღვნი ჯესიკას,რომელსაც უყვარს საინტერესო ამბები; ანას,რომელსაც აგრეთვე ძალიან უყვარდა მათი მოსმენა და დის ვინც პირველმა მოისმინა ეს ამბავი...

ჯ. კ. როულინგი



2004 წლის ყველაზე სკანდალური ნაწარმოები იყო ჰ ა რ ი პ ო ტ ე რ ი.ამ წიგნში მოთხრობილია ფანტასტიკური ამბები.კერძოდ ერთ ბიჭზე ჰარიზე,რომელიც ჰარვარდში მოეწყო
მას ორი მეგობარი ჰყავდა.ამ წიგნში მოთხრობილია ჯადოქრობა-ზე და ჯადოქრობის გაკვეთილებზე.ეს ფილმი საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა,მაგრამ საკმაოდ იმოქმედა ბავშვების ფსიქიკაზე,რომლებსაც ეს ჯადოქრობა სინამდვილე ეგონათ.ზოგიერთმა მკითხველმა ეს დაიჯერა და მეთექვსმეტე სართულიდან ცოცხით გადმოფრინდა.ამ ამბის შემდეგ რელიგიამ აკრძალა როულინგის „ჰარი პოტერის"გამოცემა,კითხვა და ტელე-ფილმის ყურება.ერთ დროს რეიტინგული კინო და წიგნი,სკანდალურ ფილმად იქცა.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1278 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ადამიანი ამეტყველდება და ლაპარაკს იწყებს იმ ენაზე, რომელიც თავის მშობლებისა და ნათესავებისგან ესმის,ამ ენას დედაენა ეწოდება.
დედასთან ბევრი სიტყვაა დაკავშირებული, მაგალითად:დედაბოძი, დედაქალაქი და თვით დედაენა.
დედაენა არის წიგნი, რომლითაც ადამიანი მეტყველებას იწყებს თავის მშობლიურ ენაზე, ანუ ადგავს პირველ ნაბიჯებს ქართულ ლიტერატურაში. მასში მრავლადაა ქართული დამწერლობის მარგალიტები.ამ წიგნის აცვტორი იაკობ გოგებაშვილია. იაკობ გოგებაშვილი ყოველი ქართველისათვის საყვარელი მწერალია.მისი სახელი ქართულ ლიტერატურაში ოქროს ასოებით შევიდა.
დედაენის სიყვარული ყველა ქართველის გულში ლამპარივით ანთია.
ამ წიგნს იმდენად დიდი ადგილი უკავია ქართველთა ცხოვრებაში რომ საქართველოში კერძოდ კი თბილისში მისი ძეგლია დადგმული.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 3915 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ქრებოდაო,
მუმლი წყრებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალშიჩავარდაო,
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო.
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 3716 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
ეს დილაც ასე უცოდველი გათენდა,ოთარ
თბილისის ზღვიდან მოკენწლაობს სიო ღაღანით,
და ჩემს სარკმელთან იდუმალი სულივით შფოთავს.
ეს დილაც ასე უშფოდველი გათენდა,ოთარ
ტყის არამხუტებს დაჰკარგვიათ ობოლი მოთა,
შენსავით წმინდა,უწყინარი ოდნავ მაღალი.
ეს დილაც ასე უცოდველი გათენდა, ოთარ.


გალაკტიონ ტაბიძე
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი;
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცული ტყე...
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!

სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი,
გაყვითლებული, უდროოდ მჟკნარი;
დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,
გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი...
სცვივა და სცვივა ხეებს ფოტოლი.

სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,
გამოუთქმელი მიტაცებს შვება.
რა არის იგი - ბედნიერებით
გამოწვეული უბედურება,
თუ უბედობა სიმწარე-ვნებით?

დამშვიდდი გულო, შეგივყარდება
ვინმე ამქვეყნად... დამშვიდდი, გულო!
წავა დღეები უსიხარულო,
ისევ აღდგება გამქრალი ვნება,
ჩემო ოცნებავ და სიხარულო!

წავიდა გაქრა.. ვერ შევეკითხე,
რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა...
გამიქრა სულის ოცნება წმინდა...
ილულება მზე, იძარცვება ტყე...
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1588 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქნარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ, როდესაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ საკმაოდ დაგვიანებულს.




კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასახელება: Llamando a un angel/ზარი ანგელოზთან/Звонок Ангелу
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
წელი: 2008
სტუდია: მექსიკა, Metacube
რეჟისორი: როდოლფო გუზმანი, ექტორ როდრიგესი, ფრანცისკო როდრიგესი 
როლებში: მონიკა დაიონი, ედუარდო ესპანია, ანდრეს მონტელი, ხუან პაბლო აბიტია, ხოსე ალფარო, ხულიო ბრაშო
ხარისხი:  
ენა: რუსული(პროფესიონალური)
ზომა: 1399.68MB


... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა სიცოცხლე მიხაროდა
გული სითბოსაგან დამიცალე,
როცა სიგიჟემდე შემიყვარდი
შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა
ყველა ამირიე, დამიშალე.
შენი გაღიმება შემიყვარდა
მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე.
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,
მაინც არაფრით არ შემიბრალე.
შენი სიყვარული მიხაროდა
ღიმილი კი ცრემლად შემიცვალე.
შენი დავიწყება მაიძულე,
მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე....
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე
მინდა ვაღიარო 
რომ შენთვის
არის მთელი სამყარო
მთვარეც კი შენში
ეძებს ლამაზ ზმანებას


ცდილობს რომ
აირეკლოს ყოველინაკვთი.
და გამოეთხოვოს
ძველი სახის გარდაცვალებას.

მზე რომ ამოვა
ისიც გაგათბობს

მთაბარი დილით
გთავაზობს, ბალახს


ეკალსაც ვერავინ
დაგიგდებს ფეხქვეშ
ძლიერი ქარიც
კი ვერბედავს ამას.

სწორედ შენ ხარ ამის მოწამე. ვარსკვლავნი ცაზე შენთვის ანთიან
და გინდ, იქიდან ერთიც, რომ მოწყდეს. ამას შენი თმის ღერში გაცვლიან.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 972 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ალიო ადამია

ალიო კონსტანტინეს ძე ადამია (დ. 20 მაისი, 1914, ბათუმი ― გ. 19 ოქტომბერი, 1980, თბილისი), ქართველი მწერალი.


ბიოგრაფია 

1934 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1940 წლიდან. მუშაობდა გაზეთების "ახალგაზრდა კომუნისტის" (1930-1936), "კომუნისტის" (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორი (1954-1963), "მერანში" განყოფილების გამგე (1963-1968), "საბჭოთა საქართველოში" - მთავარი რედაქტორი (1968-1980). პირველი ლექსები 1931 წელს გამოაქვეყნა. 1932 წელს გამოვიდა ადამიას წიგნი "რამდენიმე ლექსი", 1936 - კრებული "ლექსები". მომდევნო ლექსტა კრებულებიდან აღსანიშნავია: "ქორწილი კოლხიდაში" (1941), "მესხეთის გაზაფხული" (1949), "უბის წიგნიდან" (1953), "ცისფერი აივანი" (1964), "სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა" (1969). ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა "სოფლის გზებზე" (1948), "დილა მტკვრის ხეობაში" (1952), ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1396 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *

აქ ირჩეოდა რომელიღაც
პოეტის ბწკარი,

უთანხმოებამ და კამათმა
როცა იფეთქა,
გალაკტიონმა შემოაღო
ანაზად კარი
და ხაზგასმული მოწიწებით,
მახსოვს, იკითხა:
,,ოჰ, კრება გაქვთ პოეტებს, ძამიკო?!"
ვიღაც წამოდგა, იქვე, კართან,
ფეხქვეშ გაეგო,
აუხსნა რაღაც, მან დასტოვა
ღიმილის ხურდა.
თავისი დიდი, რკინის ხელი
სულში ჩაგვიყო
და გაგვეცალა_მას უბრალოდ
ხუმრობა სურდა.
მინის ტიხარში მალე მაღალ
პოეტის ლანდი
მსვლელობა მისი დიდებული
და ბაღი დაჩნდა:
ბაღში მჯდომისთვის ტიხარს აქეთ
ბანდბუნდად ვჩანდით,
სასახლის ბაღში ცისფერ მერხზე
ის მარტო იჯდა.
გარეჯიბეში სავარცხელი
მოჩხრიკა ცერით,
უცხო ხილვები გამოიხმო
საყვარელ ბაღში,
დაახლოებით ასე, ოც წუთს
ივარცხნა წვერი,
მერე ადგა და გმაყოფილმა
გასწია სახლში...
მურმან ლებანიძე

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი სოფელი
ხელისგულივით გაშლილა
სოფელი მთათა შორის;
სამხრეთით ტყეა აშლილი,
ჩრდილოეთით კი – გორი.
და მთიდან ჩუხჩუხ—რაკრაკით
მოხტის რუ – ფირუსთვალა,
მზის ოქროსსიმებნაქარგი
სოფელს ხალისით რკალავს.
ფესვს ულბობს ჭადარს გათანგულს,
ახარებს ბაღს და ედემს;
ყველას - მწყურვალს თუ დასიცხულს
ასმევს საამო წვეთებს.
სოფელში მოჩანს ზვინები,
თან ღელავს მწიფე ყანა;
ვეება კომბაინები
ზღვად გასულ გემებს გვანან.
უკიდეგანო ყანაა,
მიცურავს კომბაინი;
მისი მესაჭე მამაა,
აღვსილი შრომის ჟინით.
მეც,როცა დიდი გავხდები,
რაც მსურს,ქვეყანას მოვფენ:
მამაჩემის კვალს გავყვები,
შრომით ვადიდებ სოფელს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფშავლის სიმღერა

მკვდარი ნურვისა გგონივართ,
გრძნობამიხდილი ლეშია,
კიდევაც მიდუღს ვაჟასა
მთიური სისხლი მკერდშია.
რად-რა დავკარგავ იმედსა?
რად-რა ჩავიცვამ შავებსა?
რა მაქვს მე სამგლოვიარო,
ვენაცვალე შენსა თვალებსა?
სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული,
შევყურებ მზეს და მთვარესა,
შენს სიბეჩავეს დავაცვეთ
ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა.
თუ გიღალატო, დედაო,
ნუმც დავიმარხო მთაშია,
ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა
ხმალი სატირლის თავშია.
ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა
საკაცეზედა კარშია;
შავეთში გამგზავრებულსა
ცხენი წამექცეს გზაშია;
ქვეყნისგან შაჩვენებულმა
ბინა დავკარგო ცაშია,
გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,
ჩავვარდე კუპრის წყალშია!
1886 წელი

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1310 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩუ! ქართველო ბედნიერო,
ნუ ამბობ მამული მიყვარს,
როგორ უნდა დაგიჯერო,
რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს.
მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო,
„ქრისტიანი ვარ" ნუ ამბობ.
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ?
მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო!
ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ!
როგორ უნდა დაგიჯერო,
როს ყელამდე სისხლში ზიხარ?
კიდევ გეტყვი: ჩუ , ოხერო,
„მამაცი ვარ"! ნუ იძახი:
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ტყავს გაძრობს მათრახი.
ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო,
ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!"
როგორ უნდა დაგიჯერო:
სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!!
ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის,
და მაშ როგორ დაგიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1170 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი
მას თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად
მყინვარი შანდლად ედგა და მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიჭებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა
რომ ხალხთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში ფრანგი თუ არაბი
ზანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების კალთები,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ცხელი მინდორი.
მაგრამ ამ გრძელ რიგში არ იდგნენ ქართველნი
რიგი და ქართველნი?! საიდან სადაო.
და როდესაც მთლიანად დარიგდა მთა-ბარი
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალო
სად იყო სად გამოჩნდნენ ქართველნი
წარუდგნენ და ჰკითხეს
ჩვენ რა ვქნათ უფალ?!
მიწისა მზომელნი სულს მძლივსღა ღაფავდნენ
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფე.
ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე?!
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე.
ქართველნი გახლავართ, ნაბდები გავშალეთ,
თქვენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალე,
ნურას სწუხართ ჩვენ არას გემდურით,
მხოლოდ მოგვიცალეთ ეს ერთი ფიალა.
ანდებად, ალპებად და კავკასიონის ქედებად
აიწვნენ წარბები შეკრულნი.
სად დაგაბინავოთ ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ეთგულნი.
სულ ყველა გავეცი ბილიკი ჭიუხის,
ჩემთვის მოვიტოვე პატარა წალკოტი
საჩემოდ ღვთიური ქედებით ვამკობდი
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1309 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ვიცი...საიდან როგორ დავიწყო.
შენ რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ღვთის საჩუქარი მეგონე!
მეგონა მართლა გიყვარდი და ეს შესაძლებელი იყო!
მაგრად შევცდი...ვაი რომ მწარედ შევცდი.
შენ ერთ დღეს მოინდომე ჩემი მიტოვება...
და მიმატოვე...საბოლოოდ ოცნებები დამიტოვე მხოლოდ
გული მატკინე,ეხლაც მტკივა გული,და ცუდად ვარ!
რატომ მიმატოვე? ეს არ უნდა გაგეკეთებინა...
ჩემი გულისთვის მაინც!ხო იცოდი რომ თავგანწირვით მიყვარდი...
გელოდე,ძალიან ბევრი...უსაშველოდ,უიმედოდ გელოდე...
მეგონა დაბრუნდებოდი!...ჩემს თავს ვატყუებდი ვითომ უბრალოდ
არ გეცალა ჩემთვის და სიყვარულისთვის.
მაგრამ არა...შენ მხოლოდ ჩემი სიყვარულისთვის არ გეცალა!
საშინლად განვიცდი უშენობას!მიყვარხარ!!!უიმედოდ და უზომოდ...დავიფიცე რომ
15 აპრილამდე...სიყვარულის დღემდე დაგელოდებოდი მხოლოდ...
ეს დღე თანდათან იწურება და არც შენ ჩანხარ!!!
თითქოს მხიარულად ვარ გარეგნულად...თითქოს ყველაფერი კარგადაა...მაგრამ
არა!!!ჩემს გულში ცრემლის ტბა დამდგარა!!!
რატომ??? რატომ მაინდამაინც მე უფალო? ასეთი რა ცოდვა მაქვს რომ
სიყვარულში არ მიმართლებს!
უფალო მხოლოდ იმას გთხოვდი და გთხოვ ჩემი საჩუქარი დამიბრუნე!
გევედრები ...ეს დროც სწრაფად გადის ...და გული სულ უფრო მიკვდება. ეს
უიმედო სიყვარული ბოლოს მიღებს,მანადგურებს საბოლოოდ!!!დღეს თუ არ გამოჩნდი
მაშინ ნელ -ნელა დავიწყებ შენს დავიწყებას! და ეს არ მინდა!
დღევანდელ დღეს მაინც გამიხსენე! მე ხომ მთელი ეს დღე...სიყვარულის< ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის,
ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული,
მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი
და ლტოლვა,ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.

შენ მოხვედი და ჩამიქსოვე სულში ტკივილი,
ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით,
შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი
და ეხლა ასე უსასოო,შილიფი კაბით

ვდგევარ სფინქსის წინ,მუხლმოყრილი,როგორც მეძავი,
უტყვ პირამიდებს საშუაღამო ელვა ანათებს,
შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ
და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.

შაში... დუშაში... უეჭველად აზარტიც მოვა,
სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში,
მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა,
შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გთავაზობთ ashley tisdale, 
vannesa hudgens, 
selena gomez და 
miley cyrus -ის 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Raquel Zimmermann by Inez & Vinoodh in Mistress in Monochrome | Vogue Nippon May 2010


 Raquel Zimmermann 
by Inez & Vinoodh 
in Mistress in Monochrome 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Morning Beauty | Behati Prinsloo by Camilla Akrans


 Morning Beauty
 | Behati Prinsloo 
by Camilla 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Model of the Month | A Look Back-Liu Wen by Li Qi


 Model of 
the Month | 
A Look Back-Liu Wen  ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic

ამერიკელი მოდელი
Martha Hunt
ესპანური ფირმის ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1046 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


"ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.
ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
"ღამე გამიხდება სათევარი”.
ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაც ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დგეს შეგხვდი იცი ,როგრო მიხაროდა ?გული სიხარულისგან შემიჩერდა და ისე სწრაფად ფეთქვადა ,როგორც არასდროს ეს ხომ მხოლოდ შენი დანახვის დროს მემართება.შენც იგივე იგრდენი ალბათ?არ ვციი შეიდლება კი შეიდლება არა .მაგრამ დღეს წახვედი ვეგარ გნახავ ალბათ დიდი ხნით აი იცი ,როგრო წახვედი გული წამართვი დაუმშვიდობებლად ერთი ნახვამდის არ გდმოგიგდია ერთი მზერა არ მოგიბყრია .გული მეტკინა მართლა დალიან მეტკინა ,არ მეგონა ასე თუ მომექცეოდი ,მეგონდა დალიან დაგაკლდებოდი ამ დროში როდესაც ვეღარ მნახავ ,მაგრამ ალბათ შენ ჩემი დანახვით უფრო გრდნობ თავს ცუდად ვიდრე ჩემთან ყოფნისას ,მაგრა მე მაინც ხომ მიხრია შენი დანახვა იცი ,როგორ მიყვარს შენთან ლაპარაკი ,თითქოს ჩემს სულს წვდებიო და მასთან ურთიერთობ აღვიძებ ჩემში იმ ადგილებს რასაც არავინ არ შეხებია სულიერ სამყაროში დალიან ბევრი რამ შემიცვალი და თავისი ადგილი დაუწესე და რატომ გარბიხარ ეხლა ჩემგან? არ მინდა დაგკარგო ასე უბრალოდ და უსაფუძვლოდ.იმ ადგილას სადაც ღეს ვიყავით სადაც კი ოდესმე მე და შენ ფეხი ერთად დაგვიდგამს სადაც კი ერთად ვყოფილვართ ბედნიერები და უბედურები ,მუდამ იქ ვივლი ,როცა შენ ვეგარ გნახვა წარმოვიდგენ ყველაფერს რაც კი მომხდარა იმ ამაზ წუთებს შეიდლება გამეცინს შეიდლება ვიტირო ვიყვირო ,მაგრამ მე მაინც შენთან ვიქნები მა დროს და შენ ჩემთან ,მუდამ ვიწერდი ყოველი იმ დგის შესახებ ,როდესაც შენ იყავი ჩემს გვერდით არ მინდოდა,რომ დამვიწყნოდა,თითქმის ტოველი თვის ბოლოს ვიღებ ჩემს დღიურს და ვიწყებ კით ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1000 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1004 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1538 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ქორწილი სანაპიროზე



ძალიან 
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 3909 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

"Dear John" in London

ფილმ 
"Dear John"
 -ის პრემირეა ლონდონში
ამანდა სეიფრიდი, ჩანინგ ტატუმი და მისი 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2005 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Henry cavill - ჰენრი კევილი

ბრიტანელი მსახიობი
 Henry William Dalgliesh Cavill
-ი დაიბადა 1983 წლის 5 ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2249 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაილის საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა
GET UR GOOD ON
, ეს არის მაილის აქცია რომელმაც ამერიკის თითქმის ყველა შტატი მოიარა... ის აქტიურად იყო ჩართული ჰაიტის დახმარებაშიც... აქციის მოგზაურობაში მაილიც იღებს მონაწილეობას ის შეხვედრებზე ხვდება ფანებს და ისმენს მათ პრობლემებს, რის შემდეგაც იგი ფინანსურ დახმარებებს უწევს მათ....
ეს არის აქციისთვის ჩაწერილი პატარა ვიდეო....
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სელენა გომესი პარიზშია!!!

.........
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Isabeli Fontana i-D April 2010

..........................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2024-10-09, 1:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024