შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე! დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი; როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი, როგორ ირხევა გაძარცული ტყე... შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი, გაყვითლებული, უდროოდ მჟკნარი; დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი, გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი... სცვივა და სცვივა ხეებს ფოტოლი.
სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით, გამოუთქმელი მიტაცებს შვება. რა არის იგი - ბედნიერებით გამოწვეული უბედურება, თუ უბედობა სიმწარე-ვნებით?
დამშვიდდი გულო, შეგივყარდება ვინმე ამქვეყნად... დამშვიდდი, გულო! წავა დღეები უსიხარულო, ისევ აღდგება გამქრალი ვნება, ჩემო ოცნებავ და სიხარულო!
წავიდა გაქრა.. ვერ შევეკითხე, რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა... გამიქრა სულის ოცნება წმინდა... ილულება მზე, იძარცვება ტყე... შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
|