♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 21

მე სულ მეგონა
არ ვიყავი ჩვეულებრივი,
არავინ მგავდა
თუ არავის არ ვგავდი..
ვეძებდი რაღაც სასწაულს და არარსებულს,
და შენ უბრალოს და ჩვეულებრივს თურმე გკარგავდი…
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1237 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მზეს ვუყურებდი,
შენ ჩხუბში მიდიოდი,
მე სარკეს ვუყურებდი,
შენ დანას გიყრიდნენ,
მე ვისვენებდი,
შენ სისხლიდან იცლებოდი,
მე ცრემლებს ვღვრიდი,
შენ მიწაში იყავი,
მე ეკლესიაში ვლოცულობდი,
შენ გვერდით მედექი,
მე დღეს დაგივიწყე,
შენ კი ისევ სისხლისგან იცლები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ირიჟრაჟა...
გამეღვიძა...
წვიმდა....
სული ტირის ისევ შენთან მინდა!!!!
გარეთ წვიმამ დაასველა შარა
გელოდები...
მოირბინე...
ჩქარა....
წკაპი-წკუპი...მინას ხაზავს წვეთი
ხუთი..
ოთხი...
სამი...
ორი...
ერთი...
და წვიმაში...ამ წვიმასთან მინდა
რაც კი რამ მაქვს...ნათელი და წმინდა...
მოვიტანო შენთან როგორც მინდა...
გუშინც წვიმდა...
გუშინ წინაც წვიმდა...
შენთან ყოფნა კარგია და
მინდა!




კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1402 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უფალმა მოგვცა ქვეყანა ერთი,
ჩვენ კი დავძრახეთ მეუფე ღმერთი
აწამეს ქრისტე ჯვარზე გაკრული,
ეშმაკს მიჰყიდეს სული ტანჯული,

და რა მიიღეს ამის სანაცვლოდ? !
მცირედი ოქრო თავის სამასხროდ...
ხალხმა ადიდა მათი მარჯვენა,
ამით სამოთხეს ზურგი აჩვენა,

გვიქადაგებდა ჩვენი უფალი
''იყავით მუდამ თავისუფალი...
არ დაემსგავსოთ თქვენ იმ ''იუდას''
რომელსაც სულში ღალატი უდგას,''

რა ვუპასუხეთ ჩვენ ღმერთის რჩეულს?
''არ ვუმასპინძლეთ'' მას ქვეყნად წვეულს,
ვინ ავირჩიეთ, იესოს ნაცვლად ?
ქურდი ბარაბა სახლის საძარცვად

აი ეს იყო ხალხის ''სიმართლე''
მაშინ დაბნელდა ქვეყნად სინათლე
ახლა კი ბედის უკუღმა ტრიალს,
ვაბრალებთ ქრისტეს დასასჯელ ''ტყვიას''




კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

,,რა მემართება? რა მემართება?''
- მაინც თავისით წარიმართება




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შეჩერდი,წამო!სად გარბიხარ,სად გეჩქარება?
შეჩერდი,წამო!შენ ხომ უკან არ დაბრუნდები!
,,შეჩერდი,წამო!"-ასე გითხრა ღამე ნათევმა,
როდესაც ცაზე გაკიაფდა ტანჯვის ღრუბლები!
შენ კი არ გესმის შენი სმენა ხომ დახშულია,
ისევ მიდიხარ,მიგაქროლებს დროის მერანი!
ჩვენი ცხოვრების მინდორი ხომ დანაღმულია,
უმზერს სიკვდილი ყოველ ნაბიჯს ცივი,ვერანი!
შეჩერდი-მეთქი,ჩემს სიცოცხლეს წამი აკლდება! ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1301 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გვირილებით სავსე, მწვანედ მობიბინე მინდორი...ზაფხულის ცხელი დღე....მობიბინე მინდორს გვირილების სავსე თაიგულით დატვირთული ქალი მოაპობს...ფეხმორთხმით ჩაჯდა ბალახში, მთლად დაფარა ბალახმა, მხოლოდ ზემოდან მოკაშკაშე მზე ხედავს კარგად. ქალის თლილი , ლამაზი თითები , გასაოცარი სინაზით ეხებიან გვირილის ღეროებს და ერთმანეთში აწნიან...ერთს,, მეორეს.. ერთმანეთს ეკვრიან გვირილის ყვავილები...ლამაზი გვირგვინი დაწნა ქალმა, დაწნა, თავზე დაიდო და თვალი მოავლო მინდორს...შემდეგ ერთი ლამაზი, დიდი გვირილა აარჩია და ფურცვლა დაუწყო...მზე თვალმოუცილებლად აკვირდება ქალის თითოეულ მოძრაობას. დაიღალა და ბალახზე გადაწვა ქალი.... ცას ახედა და მზეს საშუალება მიეცა თვალებში ჩაეხედა ქალისთვის, იქ კი, იმდენი სევდა და კითხვა დახვდა დაიბნა მზე... ქალის თვალები იქვე მზის ახლოს მონავარდე ღრუბელს აკვირდებოდნენ... და ღრუბლის ადგილას ქალის თვალებში სწორედ იმ მამაკაცის სახე იკვეთებოდა, რომელზე ფიქრითაც სავსე იყო ქალის არსება.... ღრუბლის სახების ქვეშ კი, მორბენალი სტრიქონებივით ერთმანეთს ცვლიდნენ მოციმციმე შეკითხვები...ნეტავ როგორაა??? ვახსოვარ კი??? მოვა???რატომ გახდა ასეთი ???ასეა თუ მე მეჩვენება???ნეტავა მართალი მითხრა გვირილამ, ნეტავ მართლა ვუყვარვარ???ნეტავ ვახსენდები???ნეტავ ფიქრობს ჩემზე???და კიდევ მრავალი მრავალი სხვა... მზე დაიღალა შეკითხვების კითხვით...შეეცოდა ქალი...ოდნავი ნიავი გაუგზავნა და თვალებზე სხ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



და ყვეფერი დაიწყო არაფრით.
სიყვარულმა შექმნა: მე, შენ, ის, ისიც! ხო რა გიკვირს? ისიც! ისიც სიყვარულის ნაყოფია! გაგეცინა? საიდან? როგორ?
იყო ღმერთი!
იყო სამართალი!
იყო ღირსება!
იყო სიყვარული!
გგონია გეხუმრები? გგონია გესარჩლები?
თუ, გგონია ისევ არის სამართალი-ღირსება, სიყვარული და რწმენა?
შენთვითონვე რომ აძაგებ იუდას და პიტიახშს...
ქაღალდებს რომ ანაცვალებ, სულს და ღირსეულობას...
შენთვითონვე ხელს რომ უწყობ ბოროტების სავანეს...
სიყვარული, შენ გგონია შენია და შენთვისაა შექმნილი?
შენ გგონია, იმას არ აქვს სიყვარული განცდები?
აბა მოდი ჩამოვჯდეთ და მივაყოლოთ: ერთი... ორი...
რომ შემოვა ცეცხლი ღვინით და დაბინდავს გონებას...
ახლა მიხვდი? სიყვარული ყველას უდუღს ძარღვებში!
სულ უნდა ვსვათ, რომ სიყვარულს გამოუჩნდეს, გამოუჩნდეს ადგილი?
რატომ არის ეს თავხედი და ორგული, სიმთვრალეში ვაჟკაცი?
გგონია რომ გეხუმრები?
გგონია რომ გესარჩლები?
და არაფრით დაიწყო ყველაფერი!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* * *

* * *

თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ,
შენ წყენა გრჩება და ტკივილი,
მაგრამ იცოდე:
შენზე მეტად ვნებ ჩემს თავს თვითონვე..
ნესტარს ვტოვებ და,
ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1278 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *

ნუ ტირი, მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა,
დრო გადის, ხედავ? გზები უკვე გვეყოფა,
ნუ ტირი, ჩემი გული შენთან დარჩება,
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება...
ნუ ტირი, თუმცა ცრემლი მართლაც გიხდება,
ჩემ გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება,
ნუ ტირი, გინდა? ჩემს ცრემლს გაგიზიარებ,
მე წავალ, მაგრამ სულს არ დაგიზიანებ...
გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები
არა! წარსულში ვერ დაგტოვებ, არ მემეტები!
ნუ ტირი, ბედი ტირის ეგეც გვეყოფა,
ხომ ხედავ, გზები უკვე მართლაც გვეყოფა....

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *

რა დიდებული სიტყვა არსებობს,
ეს დალოცვილი-ხვალე.
დღეს გვიანაა,ხვალე,ბავშვებო,
ხვალეც მელეა,მალე!
ხვალიდან ვდგები დილაადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ,ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან!
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს.
წერილს ხვალ დავწერ,აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი.
ხვალე ვისესხებ...
ხვალე გიყიდი...
კარგი,დაწყნარდი,კარგი!
ეხლა თუ არა,ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე.
სახელოვანი ხვალ შევიქნები,
ხვალე..
ხვალე და
ხვალე...
შენც,ჩემო თავო,რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს.
ეს ხვალე მუდამ,მუდამ იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე...






კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Alone



..........
AloNe
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2303 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

(¯`•.. HuG + Kiss = Love .. •´¯) ( ნაწილი 2 )


..........................
... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 3380 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ჯასტინ ბიბერი დელფინებთან და თავის მეგბრებთან ერთად

ჯასტინ  ბიბერი 
დელფინებთან 
და თავის 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 5287 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ნიკ ჯონასის ახალი შეყვარებული ?

დემი ლოვატო, 
ჯო ჯონასი ,
ნიკ ჯონასი 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1387 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Models Birthdays

1. Alessandra
 Corine 
Ambrosio
 1981 წლის 11 აპრილი.
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1891 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პატარა ფოტომოდელი Thylane Blondeau

ფრანგი 
12 
წლის გოგონა
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 6387 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ამერიკელი მამაკაცების ყველაზე სასურველი ქალი

Christina Hendricks - 34 წლის ამერიკელი მსახიობი

ცნობილი სერიალიდან 

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1268 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა დედათა ფეხმძიმობის ჟამს

ჰოჲ, ყოვლად დიდებულო, დედაო ღმრთისაო, შემიწყალე მე მხევალი შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობათა და განსაცდელთა ჩემთასა, რომელთა შინა შობენ შვილთა თჳსთა საწყალობელნი ასულნი ევასნი. მოიხსენე, ჰოჲ, კურთხეულო დედათა შორის, თუ ვითარითა სიხარულითა და სიყუარულითა მსწრაფლ ვიდოდი მთად ქალაქად იუდეაჲსსა, მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცელქმნულობისასა და თუ ვითარი სასწაული-ჰყო მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩვილსა ზედა, და დაულევნელითა მოწყალებითა შენითა მომმადლე მე უმდაბლესსა მხევალსა შენსა მშვიდობით დახსნად მუცელქმნულობისაგან; მომმადლე წყალობაჲ ესე, რათა ჩჳლმან ესე, რომელი აწ წიაღთა ჩემთა იმყოფების, მოსრულმან გულისხმისყოფასა, სახარულევანითა კრთომითა მსგავსად წმიდისა ჩვილისა იოანესა, თაყვანის-სცეს ღუთაებრივსა მაცხოვარსა ჩუენსა უფალსა, რომელმან ჩუენ ცოდვილთა სიყუარულისა გამო არა მოიძაგა თჳთ ჩვილად ყოფაჲ. გამოუთქმელითა სიხარულითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, ოდეს იხილე ახალშობილი ძეჲ და უფალი შენი, დაატკბე ჭირნი ჩემნი, რომელნი მომელიან სალმობათა შინა ჟამსა შობისასა. ცხოვრებამან სოფლისამან შენით შობილმან, მხსნელმან ჩემმან მიხსნას მე სიკუდილისაგან, რომლითა მრავალნი დედანი მოისრებიან ჟამსა შობისასა და მიითვალოს ნაყ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ცოლ-ქმრისა უშვილობისა გამო

ისმინე ჩუენი, მოწყალეო და ყოვლადძლიერო ღმერთო, რათა ვედრებისაებრ ჩუენისა მოგუეცეს ჩუენ მადლი შენი. მოწყალე იქმენ, უფალო, ლოცვათა მიმართ ჩუენთა, მოიხსენე ჰსჯული შენი გამრავლებისათვის კაცთა ნათესავისა და იყავნ სახიერ-მფარველ, რათა შენითა შემწეობითა დაცულ იქმნეს სიტყუაი იგი, რომელი ბრძანე შენ. შენ ძლევამოსილითა ძალითა შენითა არარაისაგან ყოველივე ჰქმენ და მიეც დასაბამ ყოველსა ყოფიერსა _ კაცნიცა ჰქმენ ხატად თვისად და დიდითა საიდუმლოებითა წმიდა ჰყვენ კავშირი ცოლ-ქმრობისა, ნიშნად ქრისტესა და ეკლესიისა საიდუმლო ერთობისასა. მოჰხედენ, მოწყალეო მონათა ამათ შენთა (სახელები) ცოლ-ქმრობის კავშირით შეერთებულთა და შენისა შემწეობისა მიმართ შევრდომილთა, რათა გარდამოევლინოს წყალობაი შენი მათ ზედა. ნაყოფიერ ჰყვენ იგინი, რათა იხილონ ძენი ძეთა თვისთანი მესამესა და მეოთხესა მოდგმადმდეც და მიიწივნენ ჟამსა სანატრელისა სიბერისასა და შევიდენ სასუფეველსა ცათასა მეოხებითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მშობელთა ლოცვითი სულთქმანი შვილთა თვისთათვის
(დედის ლოცვა)

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობი ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა მოციქულ სვიმონ კანანელისადმი
ბედნიერისა ქორწინებისათვის

წმიდაო დიდებულო და ყოვლადქებულო მოციქულო ქრისტესო სვიმონ, რომელი ღირს-იქმენ მიღებად სახლსა შინა შენსა კანას გალილეასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა, დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და თუალითა შენითა მხილველ-იქმენ ყოვლადდიდებულისა სასწაულისა ქრისტესსა, ქორწილსა შინა შენსა აღსრულებულსა, წყლისა ღვინოდ გარდაქცევისა! გვედრით შენ სარწმუნოებითა და სიყვარულითა: ევედრე ქრისტესა უფალსა, რათა სულნი ჩუენნი ცოდვისმოყვარული გარდააქციოს ღვთისმოყვარულად; დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ ლოცვითა შენითა განსაცდელთაგან საეშმაკოთა და დაცემათაგან ცოდვისათა და გარდამოგვივლინე ჩუენ ზეგარდამო შეწევნაჲ მოწყენილობათა შინა ჩუენთა და უძლურებათა, რათა არა შემიბრკუნეს სვლანი ლოდსა ზედა საცთურისასა, არამედ უცვალებელად ვიარებოდეთ მაცხოვნებელსა გზასა მცნებათა ქრისტესთა, ვიდრეღარა მივიწეოდეთ ნეტართა მათ სავანეთა სამოთხისათა, სადაცა შენ განსვენებულხარ და სიხარულსა ეძლევი. ოჰი, მოციქულო მაცხოვრისაო! ნუ გუარცხვენ ჩუენ, რომელთა სასოებაჲ მტკიცე დაგვიძს შენზედა, არამედ შემწე და მფარველ გუექმენ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, რათა ღმრთისმოსაობასა და ღმრთისსათნომყოფელობასა შინა განვლოთ საწუთროჲ ცხორებაჲ ესე, კეთილსა და ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1048 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის!

ყოვლად წმიდაო სამებაო მამაო ძეო და სულო წმიდაო დიდება შენდა.

ღმერთო ძლიერო და კაცთმოყვარეო, დალოცე და დაიფარე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობა და ერთობა. უფალო, შეგვინდე ყოველნი უსჯულოებანნი ჩვენნი. უპირველესად მოგვიტევენ, უფალო, უნდობლობა და სიძულვილი, ძმათა სისხლისღვრა და შურისძიება, ძვირისხსენება და ბოროტი გულისსიტყვა. შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და აღგვიდგინე ურთიერთნდობა და სიყვარული, ურთიერთთავგანწირვა და მიმტევებლობა, ურთიერთპატივისცემა და ლოცვა ერთმანეთის დღეგრძელობისათვის.

განსაცდელი ესე ყოველი მოიწია, უფალო, ჩვენზედა უპირველესად შენგან და შენი წმინდა ეკლესიისაგან განშორებისა გამო. უფალო, დაგვიბრუნე მტკიცე და შეუორგულებელი სარწმუნოება, რათა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მადლობელნი შენნი გადიდებდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გიგალობდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველაფერი სიმშვიდით იწყება. ქარიშხალიც კი. მძიმეა სიმშვიდე. ყველაზე მძიმე. ქარიშხალზეც კი.
მშვიდია სამყარო და მე მეშინია. სიმშვიდიდან სიმშვიდემდე ისე შორია.

ხმაური კარგია. დაიკარგები შიგნით და აი ამიტომ.ხმაურში დაკარგულს შეგიძლია მშვიდად იყო. სიმშვიდეში კი არა. როცა ყველა მშვიდადაა თითქოს ვაკუუმში ხარ და შენს სიმშვიდესაც დამალვა უჭირს. უშველებელი სიმშვიდე ნაპრალს ეძებს, რომ გაძვრეს, გაილიოს, დაიწრიტოს. ვერ იპოვის... არავის ეთმობა სიმშვიდე და ამიტომ. აი, მე კი, მიყვარს მასთან განშორება. დიდი ხნით. რაც უფრო დიდ ხანს ვეძებ, მით უფრო მეტს ვპოულობ, ვიგებ, მესმის, ვხვდები. როცა ძალიან მენატრება, სწორედ მაშინ ვარ ყველაზე კარგად. ამას კი მაშინ ვხვდები, როცა მშვიდად ვარ. სიმშვიდეში ვღიზიანდები. სუნი დგას უცნაური. სახელიც კი არა აქვს. მზეზე რომ იფიქრო, ეს სუნი გაქრება?!... მზე კარგია. ისე რა. ძნელია მზეობა. არ მინდა. მაგრამ კარგია ცოტა მზე. ან ცოტათი მზეობაც. წყლიდან ისე ამოდის, სიმშვიდეზე ფიქრი გგონია. ხანდახან ჰო... წყალი სიმშვიდეში ცხოვრობს, როცა მზე მასში იბანება. მზეში მინდა ბანაობა. წამოხვალ? მზეში მშვიდად შეიძლება ბანაობა. მზიდან ჩანს...

ხის ტოტზე რომ იჯდე და მწვერვალზე ოცნებობდე, ჭკვიანი გქვია? ხის ტოტზე თუ ზიხარ, იმაზე იფიქრე, ცოტა ზევით როგორ აცოცდე. თანაც ისე, რომ ფეხი არ დაგიცდეს და ძირს ზღართანი არ მოადინო. ზღართანი კარგი სიტყვაა. ჟღერადი. მომწონს. ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მოგიტანე ,გრძნობა ეული და ნაზი,
ნუთუ არაფერს მიწილადებ შენ?
იქნებ მომიყვე ტკივილზე ,დარდზე?
ან იქნებ მე გითხრა ჩემზე და შენზე?
ნუ მიმატოვებ არ გირჩევ მე დღეს,
გულშI დაგრჩება ,დარდი და ცრემლები
მე კი მოვკვდები ისე ,რომ ვერ შევდლებ გითხრა
გითრა სიმართლე ჩემზე და შენზე.
და ნუ დამტოვებ მე დღეს ,რადგან გულში დაგრჩება
წყენა და ცრემლები,
ამოიკვნესებ ბოლოს და მეტყვი ,აღარ მიყვარხარ,
დაგტოვებ მე დღეს შენ,
და დაიტოვე ცრემლები შენთვის.
არც ტკივლის,ვიტევ,არც დარდს ვიტევ.
ყველაფერს დაგითმობ შენ. მე დღეს .


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ არ შეხარი სვეტიცხოველს ცაში ატყორცნილს,
ვერ ხვდები შატილს რა აწუხებს, რად დუმს ატოცი,
თუ სივყარულით არ შეცქერი თეთნულდს და უშბას,
თუ მოყვასს გვერდში არ უდგეხარ არ ებრძვი დუშმანს.

თუ არ გაწუხებს რა დღეშია ოშკი და ხანძთა,
თუკი მამულის სიყვარულის დაკარგე განცთა,
თუ ვერ გაიგე თერგი რად ჰქუხს, რად სდუმს მყინვარი,
რატომ დადუმდა წინაპართა სული მყინვარი.

თუ არ კითხულობ ვის ხელშია ბანა და ზარზმა,
და ტაოს შველა არასოდეს მოგსვლია აზრად,
თუ ვერ გაიგე რას ჩურჩულებს არყი და ვერხვი,
და ისე წადი, საკუთარი სათქმელი ვერ თქვი.

გაოცებისგან ერთხელ მაინც თუ არ გაშეშდი,
ვერ შეაღწიე ზეცის მზიურ შიკაშკაშეში,
ხორცს ვერ იოკებ, ვერა ცხრები, ვერ კმარობ უკმარს,
შენთვის ტრაპეზობ, გაჭირვებულს არ უყოფ ლუკმას.

თუ ვერ გაიგე მწუხრის სიო რაზე ქირქილებს,
და ერთხელადაც არ შეუტიე ქარის წისქვილებს,
თუ ცისფერ ფრთებით ლაჟვარდებში არ გიფრენია,
არ შეტყორცნილხარ ისარივით ზეცას გოლიათს.

თუ გული შეგრჩა მთლიანი და გაუბზარავი,
და საკუთარი თავის გარდა არ გრწამს არავინ,
თუ ტრფობის ცეცხლი ერთხელ მაინც არ გაგჩენია,
მაშინ ამ ქვეყნად რას ბოგინობ, რა დაგრჩენია?!








კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გემი როდესაც იძირება და ითხოვს შველას,
საკუთარ თავზე ფიქრში არის გართული ყველა,
წივის სირენა და განგაშის რეკენ ზარები,
მამაზეციერს შველას თხოვენ გემის მგზავრები.

შიშისგან ძრწიან ზღვის უფსკრული ხომ არ დაგვიტანს,
შველა არც მესაჯეს შეუძლია და არც კაპიტანს,
ტრიუმი უკვე წყლითაა სავსე რაგას უდგეხართ,
ვიგაცა გემის რადიოში ყვირის უხეშად.

ზღვა მომაგონებს დუჯმორეულ ვეება ციკლოპს,
თავად ხომალდის ხსნაზე ამდროს არავინ ფიქრობს.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლამაზი ღამე და თეთრი მთვარე,
ვარსკვლავი ციდა
მოსწყდება ციდან.
ვიფიქრებ სურვილს
და ვირჩევ დუმილს
შენ კი ისევ დუმ
და გული კვლავ ხურს.
ხანდახან წარსულ
ვიხსენებ გასულს.
მახსენებს შენს თავს
ლამაზი ზეცა....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაქროდა ქარი შენს ქუჩაზე და იყო სევდა,
ჩემი გონება შენს სურათებს შეშლილი ხევდა,
გული ტიროდა უსაშველოდ ენატრებოდი,
მე უბედრი ცის ცრემლებსაც ვებრალებოდი.
დღესაც ვერ შევძლებ გავცე პასუხი მე ამ შეკითხვას,
მთვარიან ღამეს დაგელოდები ძალიან დიდხანს,
ვფიქრობდი შენზე, ვოცნებობდი, ვჩქარობდი ნახვას,
შენ არ მოხვედი და წაართვი ფრთები ჩემს ნათქვამს.
იქნებ არ გახსოვს ჩემი სითბო ,ნაზი ფერება
და ჩემ მაგივრად იქნებ უკვე სხვა გეფერება,
იქნებ შენ უკვე სხვისი ბაგის ამბორით თვრები,
მე კი შენი ცხოვრებიდან უკვალოდ ვქრები....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სადღაც...

დარდი შემოსულა
გულში
ისევ მონატრების
ფარდად,
აღარ დაგიძახე
გუშინ...
დღეს კი
უშენობა მტანჯავს.
სადღაც დამალული
ხმებით
ჩუმად რომ გიყვები
ზღაპარს -
შენთვის ნათამაშებ
ღიმილს
სულში სევდისფერი
დაჰკრავს...
დრო კი უნამუსოდ
მიჰქრის,
დრო არ დაგვიცდის და
სადღაც -
ჩვენთვის შემონახულ
წუთებს
ურცხვად წაიღებს და
წავა....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძნელია როცა გიყვარს და იცი,
ეს სიყვარული აკრძალულია,
როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია.
ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ,

გრძნობ როგორ ქრება და შენს სიყვარულს
გადასარჩენად ხელს ვერ უსწორებ,
ძნელია როცა შეგცვალა დრომ
და გულს არაფერი არ შეუძლია,

როცა ძებნაში გადის წლები
და ჯერ არაფერი არ გიპოვია,
როცა ცხოვრობ და იცი,
რომ მას არასოდეს არ ყვარებიხარ!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2024-12-18, 6:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024