♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 21 » ..............
5:17 PM
..............


გვირილებით სავსე, მწვანედ მობიბინე მინდორი...ზაფხულის ცხელი დღე....მობიბინე მინდორს გვირილების სავსე თაიგულით დატვირთული ქალი მოაპობს...ფეხმორთხმით ჩაჯდა ბალახში, მთლად დაფარა ბალახმა, მხოლოდ ზემოდან მოკაშკაშე მზე ხედავს კარგად. ქალის თლილი , ლამაზი თითები , გასაოცარი სინაზით ეხებიან გვირილის ღეროებს და ერთმანეთში აწნიან...ერთს,, მეორეს.. ერთმანეთს ეკვრიან გვირილის ყვავილები...ლამაზი გვირგვინი დაწნა ქალმა, დაწნა, თავზე დაიდო და თვალი მოავლო მინდორს...შემდეგ ერთი ლამაზი, დიდი გვირილა აარჩია და ფურცვლა დაუწყო...მზე თვალმოუცილებლად აკვირდება ქალის თითოეულ მოძრაობას. დაიღალა და ბალახზე გადაწვა ქალი.... ცას ახედა და მზეს საშუალება მიეცა თვალებში ჩაეხედა ქალისთვის, იქ კი, იმდენი სევდა და კითხვა დახვდა დაიბნა მზე... ქალის თვალები იქვე მზის ახლოს მონავარდე ღრუბელს აკვირდებოდნენ... და ღრუბლის ადგილას ქალის თვალებში სწორედ იმ მამაკაცის სახე იკვეთებოდა, რომელზე ფიქრითაც სავსე იყო ქალის არსება.... ღრუბლის სახების ქვეშ კი, მორბენალი სტრიქონებივით ერთმანეთს ცვლიდნენ მოციმციმე შეკითხვები...ნეტავ როგორაა??? ვახსოვარ კი??? მოვა???რატომ გახდა ასეთი ???ასეა თუ მე მეჩვენება???ნეტავა მართალი მითხრა გვირილამ, ნეტავ მართლა ვუყვარვარ???ნეტავ ვახსენდები???ნეტავ ფიქრობს ჩემზე???და კიდევ მრავალი მრავალი სხვა... მზე დაიღალა შეკითხვების კითხვით...შეეცოდა ქალი...ოდნავი ნიავი გაუგზავნა და თვალებზე სხივი ჩამოუსვა...დაისვენე, დაიძინე, დაივიწყე...ის , ვინც გაიძუელბს ამდენი ინერვიულო შენი ღირსი არაა... მოიცილე ნაღველი, ყველაფერი კარგად იქნება... არ იცის მზემ რამდენ ხანს ეძინა ქალს, ის მხოლოდ მის სიმშვიდეს სდარაჯობდა და არ ითვლიდა დროს...უცბად დაინახა რომ ჰორიზონტს მოაპობს კაცი, დააკვირდა მზე და მასში ზუსტად ის სახე ამოიცნო ოცნების თვალით ღრუბლზე რომ ხატავდა ქალი.... როგორ ბედავ აქ მოსვლასო- შეუტია მზემ... სად იყავი ამდენ ხანს ? ის ხომ ასე გელოდა, შენ არ იცი მისი ფასი, შენ არ იცი მისი გულის ფასი, არ ხარ შენ ამ ქალის ღირსი და არ გაბედო გააღვიძო, მაინც არ გაპატიებსო---კაპასობდა საღამოჟამისაგან ძალადაკარგული მზე...
კაცმა კი, ცალყბად გაიღიმა, რა უქენი, მეტის მეტი მზრუნველობით ხომ არ დაწვი??? მე კი არა, შენ გაგიწვალებია...ძალიან დაგიცხუნებიაო, რატომ არ გაუფრთხილდიო... იქით შეუტია მზეს კაცმა. მაგასაც ვნახავთ თუ არ მაპატიებსო, გახედა და თვალი ჩაუკრა მზეს კაცმა...... ცის წვერზე დროზე მეტხანს გაჩერდა მზე...არ უნდოდა იმის უნახავად წასულიყო, როგორ არ აპატიებდა ქალი კაცს....კაცი დაიხარა...და ძალიან, ძალიან ჩუმი ხმით ყურში რაღაც უჩურჩულა ქალს, სულ ერთი წამით... ქალს კი,ღიმილმა გაუპო ბაგე...თვალებში ჩახედა მზემ, წინანდელი დარდის და ნაღველის კვალიც აღარ ჩანდა მათში...ქალის თვალები სიყვარულით ბრწყინავდა...გაკვირდა მზე.... ასეთი რა გითხრაო გამოედევნა ქალს... მხოლოდ ერთი სიტყვაო-უთხრა ქალმა...და ამ ერთი სიტყვით აპატიე ამდენი ტანჯვაო--უკვე ბოლო სხივებს იკრეფდა მიმავალი მზე... როცა ძლიერია გრძნობა ვპატიობთო, გაწითლდა ქალი.
-ჰმ, კიდევ ერთი, სულელი ქალიო.-მხრები აიჩეჩა მზემ და მიეფარა ცის კაბადონს......




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1215 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 6:26 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024