♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 07

მართალია? -ეკითხება გული
-არა! -პასუხობს ხმა.
-რატომ? -იმეორებს გული.
-არ შემიძლია თქმა!
-მაინც რა მოხდა ასეთი? -გული არ ეშვება ხმას.
ცოტახანს სიჩუმე იყო და...
- მიყვარხარო -წარმოსთქვა ხმამ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1280 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით,
სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ,
და ნიავსავით ოდნავ დაღლილი.
მე სიყვარული შემკრთალიც მქონდა,
ტაძარში ახლად შესულ ბალღივით.
ლოცვის ბურანში დაზრილი ოდნავ
და მლოცველივით ოდნავ დაღლილი.
მე სიყვარული დამფრთხალიც მქონდა,
მთვარით დამთვრალი კოლხის ცხენივით.
მტარვალი ეჭვით შეჭმული ოდნავ,
ოდნავ შემცბარი და შერცხვენილი.
მე სიყვარული მოშიშიც მქონდა,
ღვთისკარზე ახლად შემდგარ ბერივით,
უნანიებელ ცრემლად და ცოდვად,
წასული დროში და განფენილი.
მაინც... ღმერთივით საეჭვო ოდნავ
და მოწყენილი ქრისტეს თვალებით,
მის ზეიმს სულში სულ მიმოჰქონდა,
სინაზე თოვლი და მწვერვალები...
ახლა ყვავილი მოუსხამს ქონდარს,
ავი სურნელიც ბრუნავს კამისა,
მე სიყვარული ლამაზი მქონდა
და ყველაფერი მქონდა ლამაზი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1204 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Marilyn Monroe Quotations


Marilyn Monroe Quotations

• It's all make believe, isn't it? 

• If I'd ob ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1825 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

როცა ქალები ახალგაზდებთან არიან...


Demi Moore
 და 
Ashton Kuchter
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Natalie Portman covers


ნატალი პორტმანი
ებრაული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი
ნამდვილი სახელი:Natalie Hershlag
დაბადების თარიღი:1981 წლის 9 ივნისი
დაბადების ადგილი:იერუსალიმი
პროფესია:მსახიობი.

.................... ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2920 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

როან ატკინსონი

როან ატკინსონი

ინგლისელი კომედიანტი, 
მსახიობი და სცენარისტი
ცნობილი მისტერ ბინი და 
უბრალოდ ბრიტანელი 
ჯენლტმენი! :)
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მილა იოვოვიჩი შვილთან ერთად

მილამ მომავალი ქმარი პოლ ანდერსონი 
Resident Evil-ის გადაღებების დროს გაიცნო 
2001 
წელს
ანდერსონი ფილმის რეჟისორი იყო.
 200 ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1496 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბნელა...
ბნელა ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა...
ოცნებით შქმნილი ზღაპრული სამყარო ლამაზია და წამიერი. უსახურია იმაზე ფიქრი, რომ ოცნება ოცნებად არ დარჩება და ოდესმე რეალობად იქცევა. ვზივარ სარკმელთან, მთვარეზე თითქოს ვერცხლისფრად თოვს და წვეთები გუბეებში ხაზავენ რკალებს...
მაპატიე, მაპატიე, რომ არ დავბრუნდები...
მაპატიე, რომ ოდესღაც შენი, მომავალში სხვისი ვიქნები...
მაპატიე, რომ ბავშვობის მოგონებად გაქციე...
და ბნელ ოთახში ისევ სიცარიელე, მარტოობა, სულში ჩამქრალი ჩირაღდნები, უხმო ატირება, ტკივილი, პროტესტის გრძნობა და დარდმაც თითქოს ფიფქებად დაიწყო თოვა...
დაღლილი, წყლიანი თვალები და იდუმალად ამღერებული: "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”...
...ოთახში წამები ქრებიან, თითქოს შორეულმა ფიქრებმა და მოლოდინით დაჩრდილულმა სევდამ კოშმარში მომიმწყვდია. მწამებლურ ფიქრთა ბურუსში შევყურებ დაორთქლილ ფანჯრებს...
საკმარისია მშფოთვარე სიჩუმე!!! მელანქოლიას ვნებდები...
ვგრძნობ დაგცალე გულიდან და რა...? არაფერი - სიცარიელე...
უკვე სხვას ველი, იმ ერთს, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა...
კმარა! უკვე ფიქრიც კმარა... მოვა, უსათუოდ მოვა.
საოცარი და მიდობი ღიმილით, სათუთი სითბოთი, სიმშვიდით, ვნებით, სიგიჟით, სიყვარულით!!!
მოვა სიყვარული! მოვა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



. . .


არა.მე კომპლიმენტებს არც ისე ხშირად ვიღებ.ამას უკვე შევეჩვიე.ძირითადად ისინი მამკობენ კომპლიმენტებით,ვისაც პირადად არ ვიცნობ.
ბოლო დროს გიჟს მეძახიან.მართალი გითხრათ მსიამოვნებს.მე თუ გიჟი ვარ,ჩემეული ვარ,რაც ჩემთვის მეტად გასახარია.

ადრე (წელიწადნახევრის წინ) ვწერდი "რაღაცეებს".ვწერდი ჩემი უტიფარი კლასელებისთვის სისულელეებს.ვიცოდი,რაც არ უნდა დამეჯღაბნა,ყველაფერი დიდ მოწონებას დაიმსახურებდა. "ეს ყველას არ შეუძლია"...მაშინ სხვა ვიყავი...ვერ აგიხსნით ისეთი გულუბრყვილო და მეამიტი.
მერე მოხდა ისე,რომ მოვხვდი ერთ უბრალო,მაგრამ ძალიან შედეგიან ხელოვნების ჯგუფში.ე.წ მასწავლებელი არც ვინმე ცნობილი ხელოვანი იყო და არც ლიცენზირებული პროფესიონალი,მაგრამ იყო ბევრის მნახველი და მცოდნე რეალისტი.იმ ჯგუფში ჩემს (არაკომპედენტურთაგან) აღიარებულ შედევრებზე შენიშვნებიც მივიღე და რჩევებიც.თეორიულად გამოვედი ცხოვრების რეალისტური ხედვის ასპარეზზე.შემეცვალა ხედვა.დავინახე ბევრი ისეთი რამ,რაც იქამდე აზრადაც არ მომდიოდა.გავხდი (უკვე აღნიშნული) რეალისტი...დავცინე ჩემს "მართლაც და ბავშვობას".არა,უფრო ე.წ გარდატეხის ასაკს.დავცინე კიარა შემეცოდა...მოკლედ,ისე გამიჯდა და მომეწონა რეალიზმი,რომ ყველგან და ყველასთან სიმართლეს ვქადაგებდი(ჩემი ხედვით). (ესაც გულუბრყვილობა იყო,რომ ვერ ვარჩევდი სად ღირდა და სად არა).ამის გამო უამრავჯერ მომივიდა კამათი.სკოლაშიც მექმნებოდა პრ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აი ისევ დავუბრუნდი წერას,დიდი ხანია მინდა ვწერო,მაგრამ თავში არაფერი მომდის
ნელ-ნელა უკვე ბუნდოვნად გამახსენდება-ხოლმე სიცოცხლით გაჟღენთილი დღეები,ხმელი ფოთლების ხრაშუნი და მისი საოცრად მომხიბლავი ხმა,რომელიც სულს მიშფოთებდა.თავი ისეთი პატარა მეგონა,ახლა კი თანდათან ვხვდები,თუ რაიმე ნამდვილად გინდა,ისე როგორც მაშინ...უკან არაფერზე დაიხიო!ბოლომდე უნდა იბრძოლო და გაიმარჯვებ!ახლა უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცი ეს და აღარაფერს შევუშინდები
დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს,თავს არასდროს დავანებებდი,სისულელეებზე ფიქრს არ დავიწყებდი,მაგრამ ახლა უკვე გვიანია და მე არც არაფერს ვნანობ...
უბრალოდ ვხვდები რომ შეიძლება მასავით აღარავინ შემიყვარდეს,ისე ძლიერად,რომ თავი დავკარგო და ყველაფერი დავივიწყო...

არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი,აგარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიგვენთა...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე ვინც დგეს ასე დაიგვიანა,ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული,როდის დამაყრდნო თავი მხარზე და დაგლილი ფიქრი ჩამოასვენა...მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...შემდეგ ზგაპარი გამოვიგონე და დავიჯერე რომ ბედნიერი ვიყავი,სულის სიმაგლე გამოვიგონე და სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან,მერე კი როცა სული ჩავუდგი მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისსს.ვერ შევეგუე ხორცადქცეული Gმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის,ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და როცა უკან მოვიხედე,სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სუ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს უკვე მეექვსე ღერია ზედიზედ
და ისევ ვიშორებ თავხედ ცრემლს თვალიდან...
,,ცუდად მოგექეცი” – გამოვცრი კბილებში
კვლავ მოვსვავ ბრენდის და დავისხამ თავიდან...

გულს კვლავ სინანული მიღრღნის და ვერ ძღება,
ფიქრი ვერაგულად მიკორტნის საფეთქელს,
მზერა მოვაცილე წვიმიან ღამეს და
ეს ღერიც სიბრაზით ჩავაწვი საფერფლეს.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1206 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მა,სად ხარ?_
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)


თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მეშინია შენი დაკარგვის...არა.შენი დაკარგვის კი არა.შენ ხომ ისედაც არ ხარ ჩემი...
მე იმ ოცნების დაკარგვის მეშინია,რომელიც ჯერ არც კი ამხდენია...
მე მეშინია,რომ ყველაფერი მზის ჩასვლასავით გაქრება და მეორე დილით საპირისპირო მხრიდან,როგორც მზე,შენც გაციებული და მდუმარე შემომანათებ ჩამქრალ თვალებს...
მეშინია...
მეშინია ახლოს მოსვლის,რომ არ დამწვა...
მეშინია შორს წასვლის...რომ არ დაგავიწყდე და სხვას არ გავუხსნა გზა შენი გულისკენ...
მეშინია...
ვიცი,ოცნებები იმიტომაა,რომ არ ახდესო,ნათქვამია...მაგრამ ტრფობის ცეცხლით აალებულს ყველაფრის იმედი აქვსო,ესეც გამიგონია...
ხოდა ძვირფასო მეც მაქვს შენი იმედი...არა.შენი კი არა...შენი გულის იმედი...

რატომღაც ძალიან ხშირად მეფიქება შენზე...მაგრამ ეს ფიქრები იცი ყოველთვის რითი მთავრდება?...
მეშინია...
შენ ხომ ჯერ არაფერი იცი...მე კი ვიცი...ვიცი ის,რომ ძალიან მჭირდები...რომ სულის რაღაც ნაწილი უნებურად გამინთავისუფლდა და შენი სულის ნაწილს ელოდება,რომ სრულყოფილი სახე მიიღოს და დამამშვიდოს...რომ მითხრას:"ნუ გეშინია"...
თუმცა მე ისევ სევდამორეული თვალებით დავცქერი ნაწერს და ერთი სიტყვა,ერთი აზრი,სულ რამოდენიმე ბგერა,მაგრამ ძალიან საზარელი და მრავლისმთქმელი რამ მიტრიალებს თავში...
მეშინია...

მაინც რა მომაბეზრებელია ამდენი "მეშინია" "მეშინია" "მეშინია" ?... აი,ისევ...
მაგრამ რა ვუყო რომ მეშინია?...
შენი დაკარგვის...
ოცნების არ ახდენის...
უშენობის...
შენი შეყვარე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1268 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უყველაფრო ამინდია.. უყველაფროა ცა.. ელექტრონული მზე ანათებს, ამაზრზენია!
უფერულია ყველა-ფერი და მაინც თვალს მჭრის რეალობის შხამიანი მწვანე..
კედლებზე წარსული მომავალი კიდია და მინდა დავწვა, რომ აღარ მტკიოდეს მათი სიცარიელით სავსე კუთხეები..
ფარდებზე მოქარგული სინათლე მინდა ჩამოვგლიჯო და ავუხილო ოთახს თვალი, გარეთ ხომ ნათელი ბნელია! გარეთ ხომ მხიარულად გლოვობს ხალხი და საათის ისრებს ძალით მიათრევს დრო.. მატარებლის ლიანდაგზე დავაფინე თეთრი ოცნება, წითლად შევღებო მინდა.. ეს პეპელა რატომ დაფრინავს ჩემს შორი ახლოს? ნუთუ სჯერა რომ მჯერა.. ლურსმანზე საიდან გაჩნა სისხლის წვეთი? ნუთუ ესეც უნდა დავიჯერო? არა.. არ მჯერა! არ მინდა მჯეროდეს და ნუ მაჯერებთ!
ყველაფერი მტკივა რისიც მწამს და აღარ მინდა მტკიოდეს!
ახლა თქვენ შემიბრალეთ და ნუღარ მეკითხებით, არ ვიცი! ახლა თქვენ გამიგეთ, თორე მე ვეღარ ვიგებ ვერაფერს..
უსასრულობის რადიუსში ნუ გაეკარებით ჩემს ფიქრებს! და ნუ შემეხებით მტკივან თუ უკვე გამშრალ ნერვზე.. ნუ მიკაკუნებთ სულზე! აღარ მინდა შემოგიშვათ.. მრცხვენია ისეთი აურზაურია.. არც დალაგების თავი მაქვს..
ნუ იღიმით როცა მეც ვიღიმი! და ნუ იცინით როცა მე ვტირი! ნუ მეთამაშებით ადამიანობანას თუ ტექსტი ზეპირად არ იცით! მე ვერ შეგახსენებთ..
ნუ მირჩევთ სხვა ნიღაბი მოვირგო, რადგან ღარიბი ვარ და მხოლოდ ერთი მაქვს..
ნუ გწყინთ როცა მიყვარხართ და არ ვყვირი, რადგან მუნჯი ვარ..
ნუ გჯერათ ჩემი როცა გინდათ, რომ გჯეროდეთ.. და ნუ გჯერათ რომ იცით..
ნუ მე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რგოლები.. ბურთები.. ფერადი ბურთები..
ერთიმეორეს რომ მისდევენ და მთლიან ძეწკვს ქმნიან, გამჭვირვალეა მათი შეერთება.. რგოლები კი.. ბრტყელი,ბრჭყვიალა რგოლები როგორ ლიცლიცებენ, თვალს მჭრიან. კარგით, არ გიყურებთ..
რა შუაშია ეს?
დღეს.. დღეს საბოლოოდ მივხვდი, რომ დამავიწყდი.. არა სულ კიარა, ის დამავიწყდა რაც მეგონა, ან ვინ იცის არც მეგონა. არა, კიარ მეგონა, მართლა იყო, ოღონდ დასრულდა.. სადღაც ,რომელიღაც დროში დამეკარგე, ან იქნებ შეგნებულად დაგტოვე.. დავიღალე. თურმე შეიძლება არაფრისგან დაიღალო ადამიანი.. შენ არ ხარ არაფერი, მე ვუმზერდი „არა ფერს" ..
ახლა.. ახლა რაღაც დაბნეული ვარ , ახლა მართლა არ ვიცი არაფერი. ახლა იმას ვხვდები , რომ თურმე არაფერი არ ვიცი..
ახლა.. ახლა.. ახლა.. ახლა ვარ ყველაზე გაურკვეველ სიტუაციაში ..
ისე იმას მივხვდი , რომ საკუთარ თავთან „გაბრძოლება" შემიძლია.. აბა რა ვიცი ..
მგონია რომ გავიმარჯვე, არადა ვინიცის იქნებ სწორედ ახლა ვმარცხდები.. ან.. დამარცხებისა და გამარჯვების მე რა ვიცი .. როგორ გავარჩიო ერთი მეორისაგან? მგონი გაჩერება ჯობს, თორემ ხომ ვიცი გამოვჩხრიკავ სადარდებელს, არადა ისედაც ბევრი მაქვს : )
ჰო კიდევ იმის მეშინია ეს ნაჯღაბნი არავინ წაიკითხოს : )
წეღან ჩოხელს ვკითხულობდი.. რა ადამიანურობით სავსეა ყველა მისი მოთხრობა, მომწონს ასე უბრალოდ და ლამაზად რომ აღწერს და გადმოსცემს ყველაფერს.. როცა რამეს ვკითხულობ , ვგრძნო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემოდგომისფერი ჩემი დღიურიდან,
მე შენს სასთუმალთან სიმშვიდეს ვდარაჯობ,
ახლა რომ იცოდე შენთან როგორ მინდა,
მხრებზე როგორ მცივა ყინულის ჯალათის
ფუნჯით მოხატული ნეონის აბრები,
გაფილტრულ ნდობისგან დაჭირხლულ შუშებზე,
რომ წერენ კოშმარებს, მერე შემოდიან
გარეთ გაწოლილი უშენო ქუჩიდან,
დადიან კედლებზე,< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმამ დაასველა ცხელი ასფალტი...
ნაბიჯები...მტკიცე და რიტმული......
არ აჩერებს არაფერი...თითქოს ყველაზე ძლიერი იყოს ამ ქვეყნად...
გულშიც წვიმა...ქაოსური წვეთები....
სიცივე და უკაცრიელი ქუჩები...არ ჩერდება..
ისევ ნაბიჯები......ირგვლივ კი წვიმის წვეთების გლოვა....
აქა-იქ მანქანები და...მოკიაფე ლამპიონები...
არანაირი ფიქრი...
ზომბივით ცივი...არაფრისთქმელი გოგონა.....
მხოლოდ თავის ნაბიჯებს ითვლის.....
თვალის კუთხესთან წვიმის წვეთები მის ცრემლებს ეხუტებიან....
ვერც ვერავინ გაარჩევს...წვიმს თუ ტირის!....
ისევ ნაბიჯები...და გაკრთა კითხვა......საით?.....
ისიც დაიკარგა.....
წამით შეჩერდა.....
არ ეცნო ქუჩა....
უცნობ ქუჩაზე, უცნობი გოგონა წვიმისგან სველი....ცრემლებს მალავდა....
წამით შიში...უიმედობა...ბოროტება....ყველაფერი აირია...
ახლა საით...არ იცის და...არც უნდა ცოდნა....
სიკვდილი მინდა! ! !
ცრემლებს თითქოს ეწყინათ გოგონას ნატვრა და...გაიბუტნენ....
ისევ გლოვა...ცა ტირილს არ წყვეტდა...თითქოს საშინელი წინათგრძნობდა ამუქებდა კიდევ უფრო მას....
1...2....3.....
ეს უკვე ნაბიჯების თვლა აღარ იყო....
მანქანის შუქი....ზომბირებული თვალები....
გლოვა წყდებოდა....რადგან....წინათგრძნო
ბა ახდა....
გოგოს უსიცოცხლო თვალებზე ცრემლი შეყჰინვოდა..
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გამარჯობა ,სარა!
დღეს მერამდენედ ამოვიდა მზე შენს გარეშე.
წუხელ მესიზმრა ლიანდაგები,
სადაც
ხელიხელჩაკიდებულნი
დავდიოთ ბავშვობისას.
არ გახსოვს, სარა,
ის მოხუცი
ხელჯოხითა და ცილინდრით?
-შეხედე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1285 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე მინდა მზეო სულ მყავდე ხელად
და სიყვარულის ზღვაში ჩაგაქრო!
გაზაფხულია და მწვანე ველად
შენი სხივებით ხარობს ყაყაჩო!

მე ძლიერ მიყვარს მზის ნაზი სხივი,
განთიადისას შენი ყურება,
მინდა, რომ ქროდეს ნიავი გრილი...
მე შენი ტრფობა არ მეზარება.

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1586 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს,
ყველაზე მოწყენილ დღეს,
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს
უფსკრულს,ბილიკსა და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზააბნეულ მგზავრს,
ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,
ყველაზე დაჩაგრულ გულს,
ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,
ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის
მადლი მოვახსენოთ ღმერთს. დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს,
ყველაზე მოწყენილ დღეს,
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს
უფსკრულს,ბილიკსა და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზააბნეულ მგზავრს,
ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,
ყველაზე დაჩაგრულ გულს,
ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,
ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის
მადლი მოვახსენოთ ღმერთს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბავშვობა და სიყმაწვილე

დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

1918 წლიდა ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1780 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები..

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1265 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Image and video hosting by TinyPic


... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

jimi hendrix-ყველა დროის საუკეთესო გიტარისტია

ამერიკულმა ჟურნალმა 
"times"
 ყველა დროის საუკეთესო 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბიონსე და ჯეიზი 04.03 ნიუიორკში,რესტორანში

 ბიონსე და ჯეიზი 
04.03
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

გაბი ესპინო და ხენკარლოს კანელა

ინტერნეტში გავრცელდა ჭორები 
რომ გაბი ესპინოს (მანუელა) 
და ხენ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2293 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

leighton meester covers

ნამდვილი სახელი:ლიტონ მარისა მისტერი

დაბადების თარიღი:1986 წლის 9 აპრილი

დაბადების ადგილი:ფედერალური ციხე....(ა.შ.შ,ტეხასი)

პროფესია:მსახიობი

სიმაღლე:1.66

ხვდება:სებასტიან სტენს

ფოტოები ცნობილი ჟურნალებიდან!

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1662 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Abba


აბბა (შვედ. ABBA) შვედური პოპ ჯგუფი იყო, 
აქტიური 1972-დან 1982 წლამდე.
 კვარტეტი ბენი ანდერსონის და 
ბიორნ ულვეუსის მეგობრობით და მათი პარტნიორებთნ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი
ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ელვის კვერთხით ხალხს სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა
მიწის ყველა მკვიდრნი თავისთან შეჰყარა
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ ხალხთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგნენ, ზანგნი თუ არაბნი
ფრანგნი, თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილნი
ზოგს მთები არგუნა, ზოგს მთების ქარაფი
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი.
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები
წყალობა უფლისა არ იყო სადაო,
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ სჩანდნენ ქართველნი
რიგი და ქართველნი საიდან სადაო!?
და როცა ყოველი დარიგდა სრულიად,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ
წარუდგნენ და ჰკითხეს:
"ჩვენ რა ვქნათ უფალო?"
მიწის ამზომელნი სულს ძლივსღა ითქვამდნენ
ფრიად დამაშვრალი სჩანდა თვით უფალი,
განცვიფრდა, ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე.
ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები
და შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალევ.
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო
და რადგან ცუდი და კარგი გაეცი მთლიანად
რა ვუყოთ, ნუ სწუხხართ, თქვენ კარგად იყავით,
ოღონდ დაგვიცალეთ ეს ერთი ფიალა
ალპებად, ალებად, თუ კავკასიონის
მთებად აიწივნენ წარბები შეკრულნი,
სად დაგაბინაოდ არ არის ადვილი
ასეთი ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1761 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას 

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გალისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.


შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა დ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის,
სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 988 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის,
შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1205 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის,
ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათლნო მეორენო, მთავარანგელსნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, ულებათა და ძალთა ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1221 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა ღამის 12 საათზე

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.


ფსალმუნი 133

1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 2. ღამესა აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა. 3. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანაი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონაჲ იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1173 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 954 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1189 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1015 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1046 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არდავიწყებას დაგპირდები და
როგორც ტკივილი მომეძალები.
როცა დაგკარგავ ავტირდები და
როცა გიპოვი მოგეკრძალები.
როცა შეგხვდები დავდუმდები და
ზეცის ფერებით დავიფარები.
როცა მინატრებ დავბრუნდები და
როცა გადაგღლი გავიპარები.
არდავიწყებას დაგპირდები და
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1244 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 აი, დადგა პირველი სექტემბერი, როდესაც ბავშვები ჟრიამულით მიიჩქაროდბენ სკოლაში. -ვაა, გიო როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ ბიჭო... -რას ვიზამთ სალო უკვე მეათე კლასში ვართ, დრო მალე გადის და ჩვენც ვიცვლებით.. შენ როგორ ხარ?:) -მეც კარგად ვარ...როგორ გაატარე ზაფხული? -აი, იკაც მოსულაა.. რავა ხარ იკუშ? -კარგად თქვენ როგორ ხართ ბავშვებო? -"ჩვენც კარგად!" -უპასუხა გიომ! - ბიჭო შენი შეყვარებული სადაა? -ნათია? არ ვიცი ეე. გუშინ ველაპარაკე და ასე მითხრა მოვალო და მოვა რაა... *** დაიწყო სასწავლო წელი.. ნათია და ირაკლი შეყვარებულები იყვნენ! მათ ერთმანეთი მერვე კლასიდან უყვარდათ! *** -დედა მე ცოტახანი ეზოში გავალ, გავისეირნებ.. კარგი? -დღეს ხომ გიორგის დაბადების დღეა შვილო... რატომ არ მიდიხარ? -არ მინდა წასვლა. მირჩევნია გავისეირნო.. -არა შვილო ამ წვიმაში რა გინდა გარეთ.. ჯობია გიოსთან წახვიდე ან სახლში დარჩე... თან უკვე ბნელოდა! -დეე, ხომ იცი რომ წვიმაში სიარული მიყვარს... -კაი სალო, მაგრამ ქოლგა მაინც წაიღე!! -დეეე! -ხო კაი, კაი მოდი გაკოცო... -მალე მოვალ... სალომე ნაზად და ფიქრებში გახვეული მიაბიჯებდა თითოეულ ნაბიჯს...იგი სველდებოდა, უსველდებოდა, უსველდებოდა ნაზი თმები, რომლებიც მის ლამაზ სახეს ეალერსებოდნენ... მიდიოდა და ჩერდებოდა, მაგრამ უცებ გაშეშდა, რადგან მის წინ დაინახა ადამიანი, რომელმაც გული აუჩქარა და გრძნობებში ჩაახედა... -უკაცრავად...-სალომემ მხოლოდ ეს თქვა და თავი ჩაღუნა... -არაფერია! ცუდათ ხომ არ ხართ? -არა...იცით ცოტა შემაშინეთ... -ასეთი საშინელი ვ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაგელოდები!... ვისწავლი ლოდინს!…
"ყოფნა" - "არ ყოფნით" როდი მთავრდება?!
სიცოცხლედ თუ ვერ შემოგეფეთე,
მოდი, მელოდე გარდაცვალებად!....
ძველი ნივთივით მიგდებულ სხეულს
დავტოვებ!... უკვე მიჭირს ტარება....
ღამე, წყვდიადში მოვალ სიზმრებად,
წვიმას მოვყვები სევდის ზმანებად….
დაგელოდები,ვისწავლი ლოდინს!... ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება?
ჩავიხედავ _ შენ მაგივრად სხვა მხვდება,
სხვა მხვდება.
მავიწყდები, როგორც თოვლი პირველი,
პირველი,
სხვა მოფრინავს სიხარულის ფრინველი,
ფრინველი.
მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას
_ მართობას
შენ მიყვარხარ, სხვა კი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ვეღარ დავძლევ ძველი დროის დოზებს,
PAINT-ს მივეძღვნები, შენზე ვიფერმწერებ...
როგორც მაშინ, გახსოვს? ფერმკრთალ მონიტორზე...
ლამაზ ფრაგმენტებად დღეებს მივეწერეთ,

ნათელ გადმონაშთებს ფერად წარსულიდან,
ჩუმად მივაჩეჩებ დამწვარ ეპოლეტებს,
ახლა მონატრების საზღვრებს გარს ვუვლი და
რაღაც სიგიჟემდე მინდა გეპოეტო...
... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მკაცრი რეალობა, ჯერაც რომ ვერ იჯერებ,
წვრილმანი წვრილმანზე და - ყელამდე ამოსული,
ბარგი კარებისკენ, მტკიცე ნაბიჯებით,
დაცლილი ოთახი და არსება მარტოსული...

ცრემლები ვერას შეცვლის, უბრალოდ დაგვამძიმებს,
ვეღარც მწვანე კედლებს შემხმარი სინანული,
BOLD-ქმნილი წერტილებით იცვლება ყველა მძიმე,
იღვიძებს სიამაყე, მიჩვევით მიჩქმალული...

პირობა - "დაგირეკავ", სიცრუით გაჟღენთილი,
გარშემო ხუთი წლის შეკრული კამარა,
რეკავს ბოლო ზარი, თუ ბოლო გაკვეთილი...
გტოვებ ჩემი, მწვანე კედლების ამარა...

ნაცნობი ქუჩების მძაფრი ნოსტალგია,
ნამსხვრევებს ვერ აღვადგენთ გულწრფელი პირობით,
სიმტკიცემ სინანულის კედლები მოარყია,
ჩვენს შორის აღმართულ სიტყვებად:

მ შ ვ ი დ ო ბ ი თ ! ! !

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაგჩემდა ცუდი ხასიათი,აღარ იცინი,
მე კი ავბედით დღეებივით მაინც გსურვილობ
თითებნაფერებ ამ ფურცელზე რომ გადმომყევი,
ერთგულება რად დამაფიცე,ასე თუ იყო.

ყველა ნაბიჯზე გაზაფხულის სუნთქვა მაყრია,
ამ ამბიციით ხე-კვირტებსაც შევეჯიბრები,
შენ თავს ვფიცავარ, რომ თვალებში გიჟი მარტია,
მზერას მანტიად შემოგახვევ, თბილად იქნები.

ალუბლის ფერი დაეკიდა მძივად დაისებს,
(უკვე ნერვები გამიზნულად გამიმარტივდა)
უთვალებოდაც შემოგხედავ ცაც, რომ დაბრმავდეს,
დანასიზმრები ჭაღარების დილა ამტკივდა.

დღეებზე, ბოღმა ნაოჭები სიბერეს ანთხევს,
(მარტთან ხელკავით აპრილამდე ვეღარ მივედი)
ჩემს თავს გაფიცებ, გაზაფხულო კვლავ შემიყვარე,
ამოსუნთქული ჰაერივით ლექსად მჭირდები.

დაგჩემდა ცუდი ხასიათი,აღარც მიღიმი,
აპრილნაფერებ მონატრებამ უნდა მოგაგნოს,
აჩქარებული გუსლიცემა ყელთან მიკივის,
ჩემს თავს გაფიცებ,ერთგულებამ არ გიღალატოს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1248 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაფრით დავიღალე,ვერსად გადავიმალე
სათქმელი არ მაცალე, ისე გამომეცალე.
ცხოვრება ავიშარე, მხრებში ვერ გავიშალე,
მავნე ვერ მოვიშალე, პირი გამოვიშავე.
დაკლაკნილი ქარები,სულზე შავი თვალებით
გაქონილი გონება თავში გამეზმორება.
ეკრანზეა ზოლები , თვალებზე მაზოლები.
აღარ არის იმედი!(ამ დასკვნამდეც მივედი).
ყველაფერი ყალბია ,იდიოტოკრატია.
გაფილტრული კრეტინის ჭრელი დემოკრატია.
დავიღალე ამდენი ნაცრისფერი ფერებით,
დავიღალე სიცრუით, ტყუილის გადამღერებით.
სიკვდილივით საშიში მდუმარება , სიჩუმე,
მტკივა გულის არეში , როცა სათქმელს ვჩურჩულებ.
აღარ მინდა, იცოდე დამათხარე თვალები
აღარ მინდა ვუყურო მე ჩემს გარდაცვალებას.

მაჯლაჯუნა ნაციის ხდება დეგრადაცია,
ქვეყანაში, რომელშიც კაცმაცუნაც კაცია!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1260 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლა საფეთქლებზე
სკდება ტკივილი
და გულის ცემის მაქვს
მე არითმია.
ამინდის მართვა
ქარმა ჩაიბარა
ჩანს,რომ შემოდგომა
მეამიტია.

დღეს სიცივეა
ჰაერის სტუმარი
და იშლება ცაზე
კვლავ თეთრი სუფრა.
უამინდობის
უაზრო პურმარილს
ზეცა კვლავ წვეთებით
ამოისუნთქავს

და ისევ წვიმა
დახაზავს სინეტეს,
ნისლს დააცურებს
მთის ფერდობიდან.
შექმნის ფანჯრებზე
ვნებათა დინებებს,
ფიქრით: "ილუზიით გაერთობიან"....

მუზაც მოიხსნის
სიჩუმის ბორკილებს
რადგან ისედაც
ბევრი მითმინა.
ვიცი პოეზია
ხელს არ მომკიდებს,
მე ხომ უნიჭობა
მაქვს არითმიად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-11-10, 4:03 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024