♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » ....................
8:58 PM
....................


. . .


არა.მე კომპლიმენტებს არც ისე ხშირად ვიღებ.ამას უკვე შევეჩვიე.ძირითადად ისინი მამკობენ კომპლიმენტებით,ვისაც პირადად არ ვიცნობ.
ბოლო დროს გიჟს მეძახიან.მართალი გითხრათ მსიამოვნებს.მე თუ გიჟი ვარ,ჩემეული ვარ,რაც ჩემთვის მეტად გასახარია.

ადრე (წელიწადნახევრის წინ) ვწერდი "რაღაცეებს".ვწერდი ჩემი უტიფარი კლასელებისთვის სისულელეებს.ვიცოდი,რაც არ უნდა დამეჯღაბნა,ყველაფერი დიდ მოწონებას დაიმსახურებდა. "ეს ყველას არ შეუძლია"...მაშინ სხვა ვიყავი...ვერ აგიხსნით ისეთი გულუბრყვილო და მეამიტი.
მერე მოხდა ისე,რომ მოვხვდი ერთ უბრალო,მაგრამ ძალიან შედეგიან ხელოვნების ჯგუფში.ე.წ მასწავლებელი არც ვინმე ცნობილი ხელოვანი იყო და არც ლიცენზირებული პროფესიონალი,მაგრამ იყო ბევრის მნახველი და მცოდნე რეალისტი.იმ ჯგუფში ჩემს (არაკომპედენტურთაგან) აღიარებულ შედევრებზე შენიშვნებიც მივიღე და რჩევებიც.თეორიულად გამოვედი ცხოვრების რეალისტური ხედვის ასპარეზზე.შემეცვალა ხედვა.დავინახე ბევრი ისეთი რამ,რაც იქამდე აზრადაც არ მომდიოდა.გავხდი (უკვე აღნიშნული) რეალისტი...დავცინე ჩემს "მართლაც და ბავშვობას".არა,უფრო ე.წ გარდატეხის ასაკს.დავცინე კიარა შემეცოდა...მოკლედ,ისე გამიჯდა და მომეწონა რეალიზმი,რომ ყველგან და ყველასთან სიმართლეს ვქადაგებდი(ჩემი ხედვით). (ესაც გულუბრყვილობა იყო,რომ ვერ ვარჩევდი სად ღირდა და სად არა).ამის გამო უამრავჯერ მომივიდა კამათი.სკოლაშიც მექმნებოდა პრობლემები.არც იქამდე ვიყავი სუსტი და მიყუჩებული,მაგრამ ახლა მეტად გავთამამდი და ჩემსა თუ სხვათა სიმართლეს ვიცავდი თავგამოდებით (ხშირად დაუმსახურებლად).ჭკუა ახლაც ვერ ვისწავლე (თუმცა მანამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი)...
დავიწყე ცხოვრებაზე ფიქრი...ჩავუკვირდი ყველაფერს,რასაც კი ოდნავადაც წაეპოტინა ჩემი გონება და გასწვდა ფიქრის არეალი.ამ მძაფრი რეალიზმიდან კინაღამ "რომანტიკოსობას" შევუღე კარი.მაგრამ მომაბრუნეს...ისევ ჩემი ხელოვნების ჯგუფში გამართულმა საუბრებმა.
ხო,და კიდევ გამომრჩა მეთქვა,რომ ამ ჩემი რეალიზმის მძაფრი აღქმისა და მუდამ ფიქრისათვის (რაც დისკომფორტს უქმნიდა ჩემს მეგობრებს) დავკარგე ისინი.და რადგან მე არ შემიძლია დავმალო დიდი თუ პატარა აღმოჩენების შედეგად გამოწვეული ემოციები,ვერ დავთმე თითქმის ახლად ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა და გადავწყვიტე შევგუებოდი იმას,რომ მეგობრები აღარ მეყოლებოდა.(თუმცა რაღა დავმალო და განვიცადე რა თქმა უნდა).ეს დანაკლისი მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლა 2-მა შეძენილმა მეგობარმა.მოკლედ ასე თუ ისე გადავიტანე...
ახლა ყველაფერი ნორმალურადაა,კალაპოტში დგას და მე ისევ ვწერ...ისევ გიჟს მეძახიან და ისევ მსიამოვნებს,რადგან მიყვარს გიჟები.
ხო, და დამავიწყდა იმის თქმა,რომ ამასწინად ,როდესაც ვიგრძენი,რომ ჩემი ნაწარმოებები მოსუსტდა,გადავწყვიტე რაიმე ძღვენი მიმერთმია ჩემი მარჯვენასათვის.ერთ ლამაზი ფერის ნაჭერზე,ლამაზად დავუწერე პაწია ლექსი,მთლად მას მივუძღვენი და შევაბი მოწიწებით.ვცდილობ სულ თან ვატარო.ვერ ვიტყვი,გრანდიოზული შედევრების შექმნა დავიწყე მეთქი მას მერე,მაგრამ გაუმჯობესდა ნაწერი ნამდვილად. (თუ ამას მე ვამჩნევ,ესეიგი ეს ასეა.საერთოდ ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი "შედევრების" მიმართ).


არა,ხომ ვთქვი კომპლიმენტებს არც ისე ხშირად ვიღებ მეთქი...ძირითადად იმათგან,ვისაც პირადად არ ვიცნობ.მათთვის უფრო საინტერესო ვარ ალბათ...ამას უკვე შევეგუე... არც მიყვარს მართალი რომ ვთქვათ ხმამაღალი კომპლიმენტების მიღება.შეფერება მეთაკილება,ნამეტან თავმაღლობა გამოვა,უარყოფა უაზრობაა,გაჩუმება კი უზრდელობა (ალბათ). მონიტორს მიღმა კი ღიმილიც კმარა :)) ისეთივე "მრავლისმთქმელია", როგორც თვითონ კომპლიმენტი...

არ მყოფნის ჩემი მხოლოდ ირეალური სამყარო! რეალური მინდა,სადაც სულიერებას დავამკვიდრებ!


...ბოლო დროს გიჟს მეძახიან...უნდა მეწყინოს?...






კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1150 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სამშაბათი, 2024-12-24, 2:40 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024