მთავარი » 2010 » აპრილი » 12
ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის. ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს.... დღეს რას ვგრძნობ, ყველა შემთხვევაში, ერთგვარად ითქმის: რაც ძვირფასია, არასოდეს ადვილად არ ვთმობ....
სულ არ მაღელვებს, როცა რიგში ჩემზე წინ დგანან. ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ.... სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა. საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე.
არ მინდა, არ მსურს, არ ვიცხოვრებ არავის მსგავსად. არც მეგობრობას შევთავაზებ შტერსა და რეგვენს, ერთ ტყუილ სიტყვას არსად ვიტყვი, არაფრის ფასად.... ჩათვალოს ყველამ, რომ ბედისგან \\\"საჩუქრად\\\" ვერგე.
დღეს ჩემი ჩრდილი შენგან მარცხნივ აღარ ეცემა. მარტო დავდივარ....ან სრულიად უაზროდ ვდგავარ! ვინც არას ითხოვს, არაფერი არ მიეცემა და ეს სამყარო უმისოდაც იოლას გავა.
მე გთხოვ,შენ კიდევ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს დასთმობ, გაგიღიმებ და.... თან უამრავ პირობას დავდებ. მერე მე ვიტყვი: აცივდა და თვალებში მათოვს.... და უპირობოდ, პირობების დავარღვევ ვადებს.
|
შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ, ეგ ტუჩები დასალევად მენანება. ბილიკებად ჩამოშლილი შენი თმები, გზას მიბნევს და... ეს სიბრმავე მენატრება. ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა, გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა. ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა...
|
შენ არ ხარ ქალი
შენა ხარ ლექსი
შენ არ ხარ სხივი
შენ მზის ცრემლი ხარ
მოგიქსოვია სიზმრის პერანგი
მერე სიზმარსაც გამოქცევიხარ
და გაგიშლია თეთრი ლოგინი
და თუმც ეკრძალვი სწორფერს და სატრფოს
ჯერ დაუკრეფი შენი მტევნები
აგვისტოს ხვატს და მზის ტორებს ნატრობს
რა შორს წასულა შენი მებაღე
დაუკოცნავი გრჩება თვალები
გადიდგულდები თუ დაგივიწყა
დასწყევლი თუკი შეებრალები
და შეიკვეცავ სევდისფერ დალალს
რამეთუ ქარებს ამაოდ სდიე
შემოვა შენი ლამაზი ღმერთი
და სასთუმალთან დაგიწყობს იებს...
|
ფერად ოცნებებს დამიმსხვრევენ ავი ფიქრები, ალბათ მოგბეზრდი, მაგრამ მაინც შენთან ვიქნები. მეგონა უკვე დაგივიწყე, აღარ მახსოვდი, მაგრამ ჩუმჩუმად გულში თურმე მაინც გნატრობდი.
დიდი ხანია დარაჯი ვარ მე ბნელი ღამის, სხეულთან ერთად გულიც უკვე გაცივდეს ლამის. ღმერთო მომეცი გთხოვ გაძლება მე ამ ცხოვრების და მომივლინე დასი ფრთიან ანგელოზების.
მთვარიან ღამეს მარტო ყოფნა იცი?! ძნელია, ფიქრებში წასულს არაერთხელ გული მტკენია. ო, რა ძნელია, როცა გული კვლავ გიცემს მკერდში, როცა ცრემლი გდის და მის სურათს იკუჭავ ხელში.....
|
ამოირეცხე გულიდან დარჩენილი გრძნობების ნალექი და უსასრულობამდე ცარიელი აგრძელებ ცხოვრებას ... უ”გულ”ო ცხოვრების მომხრე იყავი,გახსოვს ?
ხანდახან , ღამის ჩუმ წყვდიადში ოცნებებს კარს უღებ და თავისუფლებას ანიჭებ სახვალისოდ გადადებულ ფიქრებს ...
გიყვარს სიმარტოვე? მგონი მას ძულხარ ... ძულხარ ,როგორც შავოსან დედას თავისი უკან აღარ დაბრუნებული შვილის მკვლელი ... შენ კი მაინც გიყვარს ... მიეჩვიე მგონი ... ისე მიეჩვიე- გადაჩვევაც გენანება . ” იყოს ,რას მიშლის” პრინციპით ხელმძღვანელობ ...
სამაგიეროდ , ვერ იტან ტყუილს , ორგანულად გძულს სიყალბე და თავის მოტყუების ძალა აღარ შეგწევს ...
მერე რა ,რომ შენც გიწევს ხანდახან მასთან შეხება , ეს უბრალოდ კარგი გამარჯობის თქმას
უდრის და მერე”ჯანდაბამდეც გზა ქონია ” ფიქრებს .
ხშირად ისეც კი გგონია, რომ სულ არ გაზრდილხარ ... ბავშვობაში ჩარჩენილი სილაღე და ემოციები გილამაზებს დღეებს და
სრულებითაც არ განაღვლებს რა იქნება ხვალ ... ხალისიანი დღევანდელობა გიჩრდილავს წყენას ? მერე რა ,
ხვალ ყველაფერი გაქრება ისედაც... ხვალ ? რამდენი აზრი დევს ამ ერთ სიტყვაში ...
ხვალ იმედის სიტყვაა... და ვიცი ეს იმედი ამაყად მოლიცლიცე შუქია გვირაბის ბოლოს ...
..................................................................................................................................... ნუ გაეტირებით წარსულის ბნელ დღეებს , დღეს საძირკველი ჩაუყარეთ
...
Read More
|
ისე არც ისე ადვილია ცხოვრება.. მაგრამ არსებობს მომენტები, როცა რაღაც-რაღაცეებზე გვიწევს თვალის დახუჭვა... თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხნის ნალოლიავებ-ნაფერები სიყვარული შევინარჩუნო... ნუ მაწვალებ ასე... შემომეხარჯა ისედაც ჯერ ვერ წაკითხული ცხოვრება... ხომ იცი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ... დედიკოს გეფიცები... მართლა, მართლა, მართლა მიყვარხარ... იცი?ყოველ დილით შენ გამო მიხარია გაღვიძება... და დილის 6 საათიდან უაზროდ დავბოდიალებ იმის მოლოდინში როდის მომწერ დაგაგვიანდაო... ისეც ხდება ხოლმე, რომ სახლიდან გამოვრბივარ და შეხვედრის ადგილზე პირველი მოვდივარ ხოლმე... (მგონი ზედმეტი პუნქტუალურობის ბრალია) იცი? თავიდან მცხვენოდა კიდეც, რომ მეთქვა მიყვარხართქო... მაგრამ ახლა არ მყოფნის ეს ყველასთვის ნაცნობი და ბანალური.. გაცვეთილი ფრაზები და ისეთი სიტყვებით ვცდილობ შევავსო ლექსიკონი სულ, რომ არ შეეფერება სიყვარულს... შენ მიბრაზდები კიდეც.. (და მე მიყვარს ეგ გაბრაზებაც) სხვებთან ერთად ნუ მეძახი მაგ სიტყვებსო... არაა ჩემი ბრალი მართლა... მე? მე უბრალოდ ვცდილობ ჩემი შენდამი გრძნობა გამოვხატო... თუმცა რამდენად გამომდის არ ვიცი... ახლა ცუდად ვარ... ისევ ვიკამათეთ... ისევ ტყუილი და ისევ ღალატი... მე კიდევ ერთხელ მოგეცი ბოლო შანსი... ვიცი შენს გარეშე მოვკვდები და იმიტომ...
კიდევ ღალატი და კიდევ ბოლო შანსი... მაინც მიყვარხარ... მე არ შემიძლია უბრალოდ... შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს.... მინდა
...
Read More
|
შევცდი როცა მეგონა რომ გიყვარდი!!! შევცდი როცა გითხარი რომ მიყვარდი!!! მახსოვს როგორ გაიძახდი მის სახელს... წამდაუწუმ გულში ისარს მტყორცნიდი!!!
მოდი ერთად ვიბანაოთ ამ ცრემლების მორევში !!! სავსე არის ეს ცრემლები დარდითა და ვარამით!!! ჯერ იყო და ნიაო შემდეგსი კი ანუკა!!! წამო ერთდ ვიაბანაოთ მე გიამბობ თეთრ ღამეებს შენს ფიქრებში დალეულს!!!
სიყვარულის სადღეგრძელოს, ჩემი ცრემლით ავსილ სასმისს!!! და გაჟღენთილს თუჩებს თკბილი მოგონებებით!!! მიყვარდი და მიყვარხარ!!!
შევდი როცა მეგონა რომ გიყვარდი!!! შევცდი როცა გითხარი რომ მიყვარდი!!! მახსოვს როგორ გაიძახდი მათ სახელებს!!! წამდაუწუმ გულში ისარს მტყორცნიდი!!!
|
მიყვარს სიცოცხლე...
მეორე ასეთი არ მექნება... მიყვარს ახლობელი ადამიანები, მთელი მათი პლიუს-მინუსებით, ისინი მუდამ გვერდით არიან... მიყვარს საკუთარი თავი.. მხოლოდ მე ვიცი, სწორად როგორ უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი... მიყვარს თვალებში ყურება... ისინი არ იტყუებიან... მიყვარს საკუთარი თავი ისეთი,როგორიც ვარ, რადგან სხვანაირი ვერასოდეს ვიქნები... მიყვარს თავის წარმოჩინება იმაზე ძლიერად, ვიდრე სინამდვილეში ვარ... მიყვარს კაპრიზები, მაგრამ არასოდეს ვაჭარბებ... მძულს... მძულს დრო... მისი გაჩერება შეუძლებელია... მძულს ტყუილი... ის დიდი ტკივილს მაყენებს... მძულს ცრემლები... ისინი სისუსტეს ამჟღავნებენ... მძულს, როცა კითხვაზე კითხვით გპასუხობენ... მძულს სიყალბე, რადგან მას ყოველთვის ვხედავ... მძულს სიცილი, როცა მტკივა... მაგრამ ასე უფრო იოლია ცხოვრება... მძულს სიცარიელე... მისი მოცილება ძალიან ძნელია... მძულს სიტყვა " არ ვიცი"... რადგან მძულს გაურკვეველობა...
|
ზაფხულის წვიმიან ღამეში, ქარის წუილსა და გოგონას ქვითინს ისევე ვერ გაარჩევ როგორც მის ცრემლებსა და წვიმის წვეთებს რომლებიც მდორეთ მოედინებიან მის სახეზე... ,,მენატრები... უშენობა მკლავს!!! რად დამტოვე?! დამიბრუნდი!!! გთხოვ ნუ მიმატოვებ ნიკ!!!'' ის ბალახებს ბდღნიდა და მიწაზე მოუსვენრად იქნევდა ფეხებს... მისი თეთრი პერანგი ტალახში ამოსვრილიყო... გოგონას ცრემლები ბალახს ნამავს.. მისი ფიქრები შორეულ წარსულში მიედინება... ემილის ჭაღარა შეპარული თმა დიდ მოგონებებს ფარავს... ,,ნიკ!!! ნიკ!!! ნიკ!! ნ ი კ ! ! ! '' მის ფიქრებში ისმის ერთი სიტყვა... მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი... გათენებულა ვარსვლავები მზეს ჩაუხოცავს და მათი ადგილ დაუკავებია...მზის სხივს ემილისთან სასაფლაოზე მიუღწევია....................................................................................................... მისი წამწამების ბეწოს ცრემლები ებღაუჭებიან............ გოგონა ფეხზე წამოდგა შემდეგ გაიზმორა და ბოლოს, სულ ბოლოს თვალებიც გაახილა... გონს მოსულ ისევ დაითრგუნა... თვალში სასაფლაო წვდა პირველი, რომელზეც იდგა ქვა, ქვაზე გამოხატულიყო პატარა ბიიჭუნა 11-12 წლის და წარწერით გაეფორმებინათ ,, ყველასთვის საყვარელი ნიკოლოზ რობერტსი'' ... გოგონამ დასიებული თვალები ძირს დახარა და გზას შინისაკენ გაუდგა ნივიორკის ქუჩებში, ყოველ შემხვედრს ეშინოდა მისი დანახვის გაუცებულები შეჰყურებდნენ გაუბედურებულ, სასაფლა
...
Read More
|
"რაღაცნაირი ჩამოდგა ჟამი, გულიც რაღაცას მანიშნებს თითქოს, გაყუჩებულა, მაგრამ მკერდიდან, რაღაცნაირად რაღაცას ითხოვს. რაღაცნაირად დამცქერის ზეცა, რაღაც უაზრო, უმზეო მზერით, რაღაცნაირი დარია თითქოს, და კიდევ რაღაც, რაღაცნაირი. რაღაცნაირად გადიან დღენი, ვიღაც რაღაცას მთხოვს და მპირდება, რაღაცისათვის რაღაცას ვეძებ, რაღაც გრძნობების დასამშვიდებლად. რაღაც ფიქრები აღარ მასვენებს, რაღაცისათვის ღამე არ მძინავს, რაღაცას ვყრი და ისევ ვაგროვებ, ისევ და ისევ რაღაცნაირად. რაღაცისათვის მტანჯავს სოფელი, მაგრამ რაღაცის მაძლევს იმედსაც, რაღაც მოხდება ძალიან კარგი, რაღაცა ცუდი ხდება ისედაც. რაღაც არ მახსოვს ოდესმე მეთქვას, რაღაცისათვის, "შეჩერდი წამო", რაღაც თავისით გადის ცხოვრება, რაღაცნაირად, რაღაცის გამო.
|
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ,მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა...გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე,მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია.
|
" Love is like a rain drop perfect in shape and form until it hits the pavement then its there no more! - Jenniffer G
" Confidence is a bridge, faith Is a hand. - Mary.V.
" The best proof of love, is trust - Suzee
" You are my night in shinning armor who came galloping up on his white horse to res
...
Read More
|
.........................
|
ამ ბოლო დროს გახშირდა მაილის კარიერის კრიტიკა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის ჰილარი დაფივით ყველაფერს თავს დაანებებს? კრიტიკოსების და პროფესიონალების პასუხი, მაილის მოძულეებს დიდად არ ესიამოვნებათ... განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ მაილის კარიერის დამთავრება სურთ. აი რას ამბობენ კრიტიკოსები: ''მაილის კარიერის დამთავრების შანსი არ არსებობს. მისი უახლოესი ფილმი რამდენიმე დღეა, რაც გამოვიდა და მხოლოდ ამერიკაში უკვე 25 მილიონ დოლარს მიაღწია. მართალია ის ამთავრებს
...
Read More
|
Wedding bells for Miley Cyrus with Liam Hemsworth ასეთი სათაურით დაიდო ინტერნეტში თემა საქორწილო ზარები მაილი და ლიამისთვის
გაკვირვებული ხართ? დიახ, საქორწინო ზარები მაილისთვის და ლიამისთვის არის უახლესი სიახლე ქალაქ თინსენში. ჩვენ გვიყვარს ორივე თინეიერი მაგრამ არ არის ეს ქორწინება ცოტა ადრიანი? ჩვენ იმდენი შეკითხვა გვაქვს მაგრამ მაილი მხოლოდ თავისი სამყაროთია დაჰიპნოზებუ
...
Read More
|
ედიტ გონსალეს ფუენტესი დაიბადა 1964 წლის 10 დეკემბერს (45წლის) ედიტი პატარაობიდანვე დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში და საბავშვო გადაცემებში. ერთ–ერთ საბავშვო გადაცემაში ის ტელეპროდიუსერს მოეწონა და დიდ სერიალში ათამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებ
...
Read More
|
უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა პოპის
ლეგენდას ტინა ტერნერს. მისი ფეხები, რომელიც 3,2 მლნ დოლარად არის დაზღვეული, 2009 წელს მის სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალდა. პოლიციამ მომღერალი განზრახ დაწვაში დაადანაშაულა,
...
Read More
|
..................... Emma Roberts
|
კანონი მერვე დასასრულსა, ერისათვის განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლის წერა. რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხო თესლთა გეთს შინა, ფსალმუნი 55
მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე. 2. დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მრბძვანან მე მაღლით. 3. დღისი არა მეშინოდეს მე, რამეთუ მე შენ გესავ. 4. ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე ხორციელმან? 5. მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით. 6. მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. 7. ამისთვის არარაითა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე. 8. ღმერთო, ცხოურებაი ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე. 9. მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ, აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ. 10. ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. 11. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე კაცმან? 12. შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაი. 13. რამეთუ იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინა
...
Read More
|
კანონი მეშვიდე დასასრულსა, ძეთა კორესთათვის ფსალმუნი, 46
1. ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა. 2. რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა. 3. დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა. 4. გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი, შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა. 5. ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა. 6. უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით. 7. რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით. 8. სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა. 9. მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.
ფსალმუნი გალობისა, ძეთა კორესთა, მეორისა შაბათისა, 47
1. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა. 2. ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი. 3. ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას. 4. რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად. 5. მათ იხილეს ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს.
...
Read More
|
კანონი მეექვსე ფსალმუნი დავითისი, მოსახსენებელად შაბათისა, 37
1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი. 3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა; 4. რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. 5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; 6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე; 7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა. 8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა. 9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა. 10. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. 11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს. 12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს. 13. ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მ
...
Read More
|
კანონი მეხუთე 32. ფსალმუნი დავითისი, ზედა-წარუწერელი ებრაელთა შორის
1. იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაი. 2. აუარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას. 3. აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა. 4. რამეთუ წრფელ არს სიტყუაი უფლისაი და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან. 5. უყვარს წყალობაი და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს ქუეყანაი. 6. სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა, ყოველი ძალი მათი. 7. შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღვისათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა. 8. ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი. 9. რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს. 10. უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი. 11. ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის სიტყუანი გულისა მისისანი, თესლითი თესლადმდე. 12. ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისად. 13. ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი. 14. განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა. 15. რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ჰყვნის ყოველნი საქმენი მათნი.
...
Read More
|
კანონი მეოთხე 24. ფსალმუნი დავითისი
1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. 2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. 3. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. 4. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. 5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. 6. მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან. 7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო. 8. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა. 9. უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი. 10. ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. 11. სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. 12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა; 13. სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი. 14. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი ა
...
Read More
|
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გვერდით გყავს შენი სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე?როცა ბევრისთვის შენ ხარ სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე?როცა თვითონ ხარ შენ ეს სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე?როცა გეტყვიან დიდხანს იცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე?როცა გეტყვიან, ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე!
|
მე გიამბობთ გრძნობაზე, უხილავზე და ლამაზზე. მას არა აქვს დაბადების თარიღი ის დაიბადა ღმერთტან ერთად, წარმოიქმნა დედამიწასთან ერთად და იშვა უდალთან ერთად.
სიყვარულს არ უყვარს გაჯავრება და ფრაზები რომლებიც მოიხსენიებს დროის მიხედვით, როგორიცაა: ,,3წელია მიყვარს'' ; ,,ასეთ მცირე დროში როგორ შეგიყვარდა?!''... არა!!! ის შეიძლება ნახვის თანავე იქმნას ასევე შესაძლოა წარმოიქმნას ათობით წელიწადის შემდეგ. სიყვარული უკვდავია სიყვარულით... ბრმაა... როცა სიყვარულს და ეჭვიანობას ერთმანეთი უყვარდათ და ეჭვიანობამ მას ვარდი მიართვა, ყვავილის ეკალი თვალში ეჩხბლიტა სიყვარულს და დაბრმავდა.ეჭვიანობამ მას შეჰფიცა რომ არასოდეს მიატოვებდა და ფიცი დღესაც ცოცხლობს...
|
ვალდებული ვართ ვიცოდეთ, რომ მხოლოდ უფლის ვალს ვიხდით, თავისი წესი აქვს სიცოცხლეს, თავისი ეშხი აქვს სიკვდილს.. გვინდოდეს ორ სიკვდილს ვინ მოგვცემს, წასვლისთვის სული რომ მიგდის, თვისი შხამი აქვს სიცოცხლეს, თავისი სირკბო აქვს სიკვდილს.. იმღერე, იტირე, ილოცე, მიჰყევი გულსა და სინდისს,
...
Read More
|
ვცდი, დროის ბზარი რომ ამოვგმანო შორისდებულით, ანდა ხმოვნებით, რომელმაც იქნებ შვება მომგვაროს გზის გაგრძელებით თუ შეყოვნებით. მაგრამ სიკვდილიც რომ სიკეთეა, მინდა, არც მინდა ამის გაგება, მოულოდნელად რომ იკვეთება და მაახლოებს უცნობ განგებას.
თუმცა ეს წუთი არის უჩვევი,
...
Read More
|
გევედრები შეჩერდი და ყური მიუგდე მის სუნთქვას..... ის ხომ არავის ესმის გარდა შენისა.....ის ხომ მხოლოდ შენ გიცნობს..... ვინ იცის შენ გარდა მისი ამბავი???? შენ ხომ გრძნობ....ის სულის მალამოა...ტკივილის სალბუნად ჩასახულა..... ანდა შესაძლოა წყაროა წყურვილის მოსაკლავად..... ის რაც სიამოვნებას განიჭებს.....ნუთუ სულ დაგავიწყდა..... შენ დედა ხარ.....ჯერ დაუბადებელი ბავშვის დედა.... ის შენი შვილია.....მაგრამ რატომღაც შეშფოთდი.... წამით შეჩერდი.....თუნდაც ნუ მოუსმენ..... მაგრამ ცოტა ხნით დაფიქრდი.....მოგონებებს მიეძალე და გაიხსენე, როგორ გირწევდა დედა აკვანს..... როცა ეძახოდი: "დე..." გახსოვს მისი თრთოლვა?! ვერ დაივიწყებდი.....შენც მასსავით უსუსური და უმწეო იყავი..... გევედრები ნუ დაღუპავ ჯერ დაუბადებელ პირმშოს.... არ გინდა იგრძნო მისი სუნთქვა?!...... არ უნდა მოკლა საკუთარ სხეულში გაზრდილი სიცოცხლე..... ის უმწეო, პატარა ფიფქებს ჰგავს.....ან თოვლის ქათქათა გუნდას..... შეენ აცოცხლებ მას.....და ნუ მოკლავ, გევედრები.... დაინახე დაუნახავი......დრო გადის და შენ გემსგავსება....გახსოვს როგორი იყავი დაბადებისას?! ალბათ არა..... მაგრამ შენი შვილი გემახსოვრება..... ერთი....ორი...სამი......გაირბენს დრო და...ამოძრავდება..... ნუ შეშფოთდები...უარს ნუ იტყვი მასზე...... მერწმუნე გრძნობს შენს გადაწყვეტილებას......ნამდვილად გრძნო
...
Read More
|
სარკის წინ...
დაწყება მუდამ რთულია, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყო ადამიანმა.. მეც ვიწყებ მზის ამოსვლასთან ერთად ჩემს ცხოვრებას, არა ისე როგორც თქვენ!.. მე ხომ ყოველ დილით ზეცას ვუყურებ და მზეს ვუღიმი! მე ადამ-იანი ვარ!... სულ რაღაცას ვეძებ, რაღაც ახალსა და სამყაროსგან მოწყვეტილს! მე ხომ ასე მინდა.. მე აქ არ მინდა, მე ხომ იისფერი ვარ და გული არ მაქვს! ისე, უბრალოდ ხელისგულებით ვსუნთქავ და ვფაციფუცობ ჩემს ცხრაკლიტულში! მე არ ვაღმერთებ არავის, მაგრამ ვაღმერთებ მუსიკას!... ვუსმენ Deep Purple-ს Picture Within-ს და სულს ვითბობ!.... იცი?! ასეთი მუსიკის მოსმენაც ცოდვაა.. თუმცა რას ვიზამ, მე საკუთარ ცხოვრებას ვერ დავთმობ!... თითქმის ყოველ კვირას დაუგვიანებლად მივდივარ ეკლესიაში, ხმაამოუღებლად ვუსმენ მამაოს ხმის გუგუნს და გულში ვამბობ: "მამაო ჩვენო..." სანთლები მენანებიან! ცეცხლს რომ წავუკიდებ მათ ნაღვენთს ვეფერები, ველოლიავები, მგონია რაღაც სტკივათ! ერთი დიდი ცოდვა მაქვს კიდევ, საკუთარ თავს არ ვეძებ! არა, ამას სახელიც არ აქვს, უბრალოდ ცოდვაა.. ფიქრები, ოცნებები ზეცისკენ მექაჩებიან, მაგრამ ძლიერად ვკიდებ უხილავ ძაფებში პაწია თითებს, არ ვაძლევ უფლებას წამიყოლიონ, თორემ შევრჩები ღრუბლებს! მე მათ ჩემს ციხეში ვკეტავ, უსამართლო მოსამართლე ვარ უდანაშაულო დამნაშავეების დამსჯელი! მე ნელ-ნელა ილუზიები მიფერმკრთალდება და მეშინია სადმე არ ჩავიკარგო; ჩუ!..-მე ვაჩუმებ სამყაროს როცა ჩიტები გალობენ!.. მე ვიცი ყველაფერი (უფრო სწორად არ
...
Read More
|
ვჩუმდები... შენ იცი, რასაც ვიტყვი. ვხვდები და ვჩუმდები... მწვანე და ვარდისფერი ტილოები გადმოფინეს ფარნჯრებიდან მთელს ქალაქში. უხდებიან ერთმანეთს. ხან მწვანე გადადის ვარდისფერში, ხან ვარდისფერი მწვანეში... სიარულისას ვამჩნევ, როგორ ეწყობა ნაბიჯები ერთმანეთს. მე უხმაუროდ დავდივარ. შენ არა. შენ დიდი ხარ და ასეც უნდა იყოს... ხშირად ყოველ ამოსუნთქვაში ვგრძნობ სიახლოვეს, მსგავსებას... ადამიანები ვართ და ბუნებრივია. მე კი მაინც აღვნიშნავ... ვიცი, ცხოვრებამ უბეში რომ ჩამისვას და გადამმალოს, თვალდახუჭულიც მომაგნებ... მე ალბათ ვერ... ხშირად ვიბნევი და შენ ამაზე გეცინება. მეც მეცინება, ჩემზეც და შენზეც... გესმის და იმიტომ. მეც მესმის... ფერადი ტილოები ღელავენ, არც ისე იშვიათად. თუმცა შენ შეგიძლია ვარდისფერი ტილოების დამშვიდება და მათი ემოციის მიღება... მე მწვანეს ჯერ ვერ ვერევი... ზურგზე მიკიდებ და ასე დამატარებ მუხლამდე წყალში სიცილ-კისკისით. მე მიხარია... შენც... ვჩუმდები... ისედაც ბევრი ვილაპარაკე. ვიცი, რომ გესმის... მეც მესმის... იყავი...
|
ჩემი ჟოლოსფერი მყუდროება...
გახუნებულ ჩაის ტილოს ასდის მარწყვის სურნელი. კოვზზე, დარჩენილა შაქრის ნატეხები.... მაგიდაზე, ხილი.... კარგად გაყავისფერებული და გადასაგდებად გამზადებული.... ჰაერში, ვერ ეტეოდა შენი სურნელი და ჩემს ფანჯრის წინ დაეპკურა სისხლის წვეთად... მე, მოვყავდი შენსკენ სურვილს... ჩემს ჩრდილს, დაჰკრავდა ჟოლოსფერი მყუდროება..... ნუშისმაგვარი თვალები... ჩაის ტილოდან, შენს ტუჩებზე გადმოსული მარწყვის ფერი... ნაზი... თხელი... ვარდისფერი მყუდროება... მე, ჟოლოს სიცივე... იასამნისფერი გაფითრება... ზამთრის სუსხი გაზაფხულზე... რა უცხოა შენთვის, ჩემი ჟოლოფერი მყუდროება... შაქრის ნატეხებივით დაშლილი წამი...... ჩაიში ჩაყრილი მოგონება და ნუგბართან ერთად დავიწყებული შენი სახელი... აი თურმე, რატომ მოხვდა ჩემს სარკმელზე, შენი სისხლის წვეთები.... ახლაც, საამურად მიღიტინებენ სუნამოს ბუსუსები....
სულის ციხესთან..
„ჩემი ნატანჯი სული ციხესთან, განაჩენს დაველოდები..." მამა პეტრე
ვივლი, შემოდგომის ფოთოლივით მკვდარი. ცალად, ქუჩების ვიწრო მოსახვევებში. დაველოდები, გაყინულ მთვარეს შებინდებისას. მზის ამოსვლისას, პირველ სხივებს ვაჩუქებ ღიმილს .
ჩავიცვამ ძაძებს. თავზე დავიდგამ ფიქრებს-სევდიანს. მოვისხამ ქურთუკს, ზედ აკრული ცივი ტილოთი. მარტოობაა მიწერილი ყოველ ნაბიჯზე და გაცრეცილი მოგონების სურნელი ამდის...
დაველოდები, ღამის ძილის გამოფხი
...
Read More
|
ჟანგიანი ვაგონების მეფე... უაზროდ დავბორიალობდი და ერთი მურიანი კუპეს თავზე აღმოვჩნდი. სიცხისგან დაჟანგებული სკამი ნახევრად მოჩანდა. გვერდით, მინის ბოთლები ეყარა. ხშირად მოდიან აქ უპატრონოები, მაწანწალები, როგორც მე... ყველას მოგვაქვს რაღაც. ზოგს შელოცვილი ამულეტი; ზოგს მოულოდნელი სევდისგან დაწერილი დღიურები; ზოგიერთს, სევდის სამაჯურები... მე... მე, მწუხრი..... დავსკუპდები, აქ და გავცქერი ჟანგისფერ მზეს, რომელიც მტვრიანი ამოსუნთქვით უახლოვდება, ახალ ქაოსურ სამყაროს. აქ, ბევრ მატარებელს მოუყრია თავი. ისე, უბრალოდ გაჩერებულან. ბედისგან ასე ერგოთ... ერთი შენია; ერთი შენი მრგობრის; ერთიც ჩემი.... ასე დაუსრულებლივ. თითქოს პირი შეუკრავთო, ერთბაშად, ხრამის წინ გაჩერებულან და დადუმებიათ საყვირები. მიდის მზე და თან მიაქვს საზრუნავი, ჟანგით დაფერილი; უდროოდ გათელილი ჩვენი გულებიც... ნუთუ გული აქვთ? მაშინ რატომ გაჩერებულან? რატომ დადუმებულან ჩვენი მატარებლები?! წრეზე დავდიოდით... შენ, მოგქონდა შელოცვილი ამულეტი და გაჩერებაზე იტაცებდი სხვის სიყვარულს. მას მოჰქონდა დღიურები, სავსე სევდით, ფიქრებით და არ აცლიდნენ წაკითხვას. წეწავდნენ... გლეჯდნენ... ერთსაც, ჰქონდა სევდის სამაჯურები და მოტყუებით უკეტებდა ხელებზე, მოკაშკაშე თვლიან წიგნებს; ვერ ხვდევოდნენ, ისე აჩერებდნენ მიმავალ მატარებელს. უნებლიედ... ჩუმად... მე, კი... მე, მწუხრი ვიყავი... ვისაც გავუღიმე, ყველა დავამწუხრე! მე, მათი სიყვარული მა
...
Read More
|
მე ვარ სიყვარული, ის კი მონატრება და ჩვენ გადავწყვიტეთ ,,გაერთიანება''... დროს ერთად ვატარებთ ერთ გზაზე დავდივართ. ერტ ბილიკს მივყვებიტ ყველს სტუმარი ვართ... ერთხელ გავიცანით გზაზე პოეზია ... დაჩანაკებული, დამათხოვრებული განადგურებული და მიტოვებული... ვკითხეთ: ,,რა გჭირს -მეთქი '' ასე გვიპასუხა:,,ბედი არ მწყალობსო მე კი შემიყვარდა''... რად გაგვკვირვებოდა?! ,,ჩვენ ხომ მან გვიხილა?!'' დავეხმაროთ-მეთქი, ვუთხარ მონატრებას... ბედსაც ხომ ვესტუმრეეთ, მდიდარს, სულით ღარიბს?! სულით გავამდიდრეთ რახან ჩვენ ვეწვიეთ... მანაც შეიწყალა იგი ,,მათხოვარი''...
........................................................... მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, მე შენ მიყვარხარ! ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. მე შენ მიყვარხარ!თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, მე შენ მიყვარხარ და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა , ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად !
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 7 სტუმარი: 7 მომხმარებელი: 0 |
|
|