ვცდი, დროის ბზარი რომ ამოვგმანო შორისდებულით, ანდა ხმოვნებით, რომელმაც იქნებ შვება მომგვაროს გზის გაგრძელებით თუ შეყოვნებით. მაგრამ სიკვდილიც რომ სიკეთეა, მინდა, არც მინდა ამის გაგება, მოულოდნელად რომ იკვეთება და მაახლოებს უცნობ განგებას.
თუმცა ეს წუთი არის უჩვევი, უცნობი, უცხო და შემზარავი, ყოველი ნერვით ვებღაუჭები დროს, თუ დამაცლის დროის მპარავი.
ფანჯრის რაფაზე ხტიან თითები, ვარსკვლავთცვენაა თუ მარჯნისცვენა, მე ვზი შემკრთალი და ვიჭყიტები, ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა.
ბაბუაწვერა გასუსულია და მის სიჩუმეს შიში რას უზამს?! და ჩემს ყოფაზე უფრო სრულია ჩემივე შიშის ჩემში გასუსვა.
.........................................................................
სიყვარული რო მომივა, მე ვიქნები ბებერი, ეს იქნება ჩემგან შენდამი მიძღვნილი ბოლო შედევრი. მე ამ ლექსს ვწერდი იქ სადაც მარად მწვანე ედემი, ჩემს ოთახში შენი სურათებით აივსო კედელი. ჩემს გრძნობაში ჩანს მხოლოდ შავ თეთრი ფერები. ამ ლექსის წერის დროს მომადგა უსიტყო ცრემლები, და ჩაქრა ოთახში ანთებული სიყვარულის სანთლები. ჩემ უკვდავ გრძნობას ჩაუკეტე რკინის კარები, ბარატაშვილზე ღამე მე ობლად დავიარები, მტკვრის სანაპიროს დავჯდები და იმედებში გავიპარები. შენ ოცნებაში ლამაზი პიქრით ისევ დავტვრები, მომადგა სიკვდილის მწვავე წამები... შევაგე ჩემი სამარის კარები და შენგან ობლად დავიმარხები..
.................................................................
მე ჩავყურებდი ცხოვრების,ვეება პლატეს, მერე კი, უძლური გატრუნული,ვეკროდი ბადეს. იქ,ცის უბეში,უსახელო ხმერთი სახლობდა მისი იმედი,ზანტა-ზანტით,ცოდვათ მართობდა...
ტუმც,ყოველი დღე მე ვიყავი,სნე და ჯანმრტელი, როგორც არაფრად გადაშლილი,ყაყაჩოს ველი, ერთდროულად,მონაც ვიყავ,სადხაც მმარტველიც დარიგებას კი,გაურბოდი თმენით და ღრენით.
ვიდრე მე ბედთან,ბრძოლოით ვიყავ,სისხლ გარეული, თვალს სხვა სწყუროდა,მთვარე,ღამე,სულს ორეული... და მეც ვითმინე,მოვიტმინე,ცის შორეული, ჩემს სულს,ნუგეში ამშვენებდა,ცრუ ჰეროიკ,შეგნებული!
............................................................................
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები, და თუ როგორმე ისევ გათენდა - ღამენათევი და ნამთვრალევი, დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი გედი დაჭრილი ოცნების ბაღით! შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, - ღამენათევი და ნამთვრალევი სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები? შენს მოლოდინში ასეა ყველა? სული, ვედრებით განაოცები შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო? საბედნიერო სად არის სული? ვით სამოთხიდან ალიგიერი მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე სიკვდილის ლანდი მომეჩვენება, განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით გამაქანებენ სწრაფი ცხენები! ღამენათევი და ნამთვრალევი ჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე.
|