♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 22

სიკვდილი?ხშირად მინდება
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება.რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.მადლობა უფალს,რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
რომ არ შევიშალო თანდათან..


.................................................

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1310 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომა მეგონე და
გაზაფხული ყოფილხარ.
მე წასული მეგონე და
თურმე ახლა მოდიხარ.

მოდი, მოდი, გამოჰყევი
იით ბარდნი შარა-გზას,
ჩემო დიდო სიყვარულო,
იმედო და ქარაგმავ.

მე წარსული მეგონე და ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1391 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია,
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ-დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.


.....................................................

,,არ შეიძლება რომ არ მოვიდეს,
ის ვის მოსვლასაც გულით ელიან.
არ შეიძლება რომ არ გადმოსკდეს,
ზღვა სიყვარული ცად რომ მღერიან.
არ შეიძლება იყო ამ ქვეყნად
და მარტოობა არა გტკიოდეს,
გზააბნეულს და ტყეში დაკარგულს
წყაროთა წყარო არა გწყუროდეს.
თუ ერთადერთის მავედრებელი
გულ გატეხილი არ დაეცემი,
მისთვის სათნო და მისთვის კეთილი,
ბოლო სინანულს არ მიეცემი!"

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1208 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა..






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ფილმ "გეგმა ბ"-ს პრემიერა

გუშინ ჰოლივუდში იყო ახალი ფილმის პრემიერა."გეგმა ბ"(The Back-up Plan)-ასე ქვია კომედიურ ფილმს,რომელშიც მონაწილეობას ჯენიფერ ლოპეზი და ალექს ო ლოსლინი (Alex O'Loughlin) იღებენ.ფილმი მოგვითრობს ქალბატონ ზოიზე,რომელიც მთელი ცხოვრება ელოდება თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს,ის კი იგვიანებს და არ ჩანს.ამიტომ ზოი გადაწყვიტეს ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთოს. მაგრამ მის ცხოვრებაში ახლა გამოჩნდა ოცნების მამაკაცი,მაგრამ რა უნდა ქნას...
წითელ ხალიჩაზე მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპაზი მეუღლე მარკ ანტონისთან (Mark Anthony)ერთად გამოჩნდა.მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ვერცხლისფერ კაბაში.მამაკაცებიც არ გამოიყურებოდნენ ცუდად და საკამოდ ერთობოდნენ. აგრეთე პრემიერას დაესწრო ძაღლი-რუბინსი,რომელიც ფილმში იღებს მონაწილეობას.ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო სუპერმოდელი ჰეიდი კლუმიც (Heidi Klum).

. ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იმ დღიდან, ამ დღემდე...
დიდი დრო გასულა...
ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი...
ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად...
და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან, ვინ მოსთვლის...
რამდენჯერ მეტირა...
ვინ მოსთვლის, შენამდე ვისთან არ მივედი...
მინდოდა, უშენოდ დარჩენა მეყვირა...
ძახილის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან,
მოვყვები შენამდე ბილიკებს...
და ხალხი ვატყუე, რამდენი, მილეთი...
თუ არა წარსული,
სხვა მე, ვინ მიმიღებს...
და კითხვის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

არადა, იმ დღიდან
დიდი დრო გასულა...
წარსული მაფიქრებს, მპატიობს მცირედით...
წლები რომ მექცია, ისევე წარსულად...
აწმყოსთან ხელახლა უშენოდ მივედი...

იმ დღიდან, ამ დღემდე,
უაზროდ გელოდე...
წვიმს მაგრამ უშენოდ, მე მაინც ვერ ვტირი...
უზომოდ მიყვარხარ და მინდა მჯეროდეს...
ადრეა მომავალს დავუსვა წერტილი...

იმ დღიდან, ამ დღემდე...
მკლავს უშენობა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლეონარდო დი კაპრიოს ახალი ფილმი

ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო თავის ახალ ფილმზე მუშაობს. "Inception" (დაწყება) ასე ჰქვია იმ ფილმს რომელშიც ლეო მიიღებს მონაწილეობას.მას პარტნიორობას გაუწევენ : ელენ პეიჯი (Ellen Page)კენ ვატანეიბი (Ken Watanabe), ჯოზებ გორდონ-ლევიტი (Joseph Gordon-Levitt) და სხვანი. კრისტოფერ ნოლანის (Christopher Nolan) ფილმის პრემიერა კი ამა წლის 16 ივლისაა დაგეგმილი.
მისი მოკლე შინაარსი კი ასეთია:"ფილმის მთავარი გმირი დომ კობი(რომელსაც ლეონარდო დი კაპრიო თამაშობს) არის ქურდი-"სიზმრების ქურდი".ის შპიონური ორგანიზაციის დაკვეთით მუშაობს,მაგრამ თავის სამუშაოს ატოვებს და გარბის,მაშინ როდესაც მისი ცოლის მარიონ კოლიტარდის სიკვდილის შესახებ გაიგებს.ახლა მას ეძებს ყოფილი სამსახური-შპიონური ორგანიზაცია.

შეგახსენებთ,რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის შედევრი ფილმია "ბნელი რაინდი (The Dark Knight)"-მისი გაგრძელება 2011 წელს გამოვა,თუმცა მანამდე ლეონარდოსთან ერთად ერთობლივი პროექტი აქვს.
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა მზე ავხორც ვნებას მოიკლავს
და გაქრებიან ირგვლივ ჩრდილები,
როცა ჭენებით დაიღლებიან
სიცხით დამთვრალი სერაფიმები.
დაბზარავს, როცა სიცხე ნიადაგს,
დაბერავს ხვატით სნეული სიო,
მზე ჩამოიხსნის ცეცხლის იარაღს,
რომ მხურვალებამ არ გადარიოს.
როცა ძილისფრად დაიბინდება,
დაკარგავს, როცა სიყვითლე მიზანს
სივრცე ლანდებში გაირინდება
თავს, რომ დააღწევს ძუძუებს მზისას.
აიმვრევიან ფიქრები მაშინ
ხურუში სიცხე, როცა დაცხრება
და რიტორიკულ მუდმივ კითხვაში,
რაშიც ცინიზმი ისევ არ ცხრება
პასუხი ერთია -- ღირს სიცოცხლე, რადგანაც ის მშვენიერია!...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1309 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Daria Werbowy avatars, Style, PIcs : ))


... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Chanel Iman's style 




ამერიკელი
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კი არ დავბერდი, არაამედ
ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

რომელს უფრო უხდება ?



................  
 რომელს
 უფრო  ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე
სურვილის გამხელა და გათამამება
გინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდე
და მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება
.
სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებს
გიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზე
შენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებ
და მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1239 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული ეს ისეთი რამეა,
რომლისთვისაც გასაქანი ღამეა,
ვერ ჩავწვდებით მას ჩვენ ასე ადვილად
მხოლოდ რუსთაველი გრძნობდა ნამდვილად,

სიყვარულს დღეს განმარტავენ სხვაგვარად
ის გახადეს ''უაზრობის'' სადარად,
ის ხომ დაუსრულებელი გამაა
რომეოს და ჯულიეტას დრამაა

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1273 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რიიგ რიიიგ... გუუგ გუუუგ... რაღაც მელოდიას აწყობენ ბორბლები...განწყობას წვიმის წვეთების მონოტონური წკაპუნი ემატება და ამ გარითმული ჰარმონიიის ერთერთი მგზავრი გახლავართ ...
... ჩემს მდგომარეობას არც მწოლიარე ქვია ეხლა და არც მჯდომიარე , სადღაც ამ ორს შორის გაჭედილი_ უფრო ვზივარ ...მუხლებზე დღიური განისვენებს და ნახევრად ჩაბნელებულ კუპეში წერით გამყავს დრო. პასტით იმდენი ხანია არ მიწერია, შიგადაშიგ ხელს ვასვენებ ... ასოები აბდაუბდაა ,საშინლად ვირწევი (მაგრამ ძილის მოახლოების არანაირი ნიშანი არ შეიმჩნევა ...მეცინება , სახლში ,საკუთარ ლოგინში ვერ ვიძინებ და ამ არც თუ ისე კომფორტულ კუპეში რა ღმერთი უნდა გამიწყრეს )

... ნეტა მალე გავიდეს ეს ღამე, 2 საათია გზაში ვარ და 2 საუკუნედ მექცა უკვე ...
გულში მობილური ტელეფონის გამომგონებელს და მის შემდგომში ასე დამხვეწავს ვლოცავ ... ეს player და ფანარი რომ არ ქონოდა რა მეშველებოდა ... მუსიკაც მაქვს და თვალებიც აღარ მტკივა (მართლწერის რა მოგახსენოთ ... ასეთ ნარნარში ყოველი სიტყვა სხვადასხვა ხაზზე მეწერინება )

მგზავრებმა დაიძინეს უკვე მგონი და ვიმედოვნებ არასასურველი და გულისგამაწვრილებელი მელოდიით არ დამირღვევენ ესე სიმწრით აკოწიწებულ ჰარმონიას ... ჰეჰ, ასე სცოდნია ღამურობას )

ეს ევა ( ერთერთი ჯგუფის სოლისტი) ისე სასიამოვნოდ ჩამმღერის ყურში .კიდევ ერთხელ მწყინს რომ მუსიკალური ნიჭი არ გამომყვა ( ... რა ი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1242 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი,ერთხელ,ერთხელ მაინც გიხილავ,
ალბათ ისე არ გამწირავს ღმერთი,
გულისტკივილს გადამიქცევ სიცილად,
შეუძლებელს გავაკეთებ შენთვის.
წახვედი და ახლა უფრო მიზიდავ,
ჩემი ფიქრი ოცნების ზღვას ერთვის,
შენზე ვფიქრობ ღამითაც და დღისითაც,
სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.
მეგონა,რომ შენი გული მიცდიდა,
ჩემს სატკივარს სიყვარულით გწერდი, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,
ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,
ჩვენი მეგობრული სიყვარული,
სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,
ჩვენი მხიარული სახეები
არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,
ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,
მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.
გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,
სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,
ცხოვრების მკაცრი კანონები,
ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,
ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,
მისი მორჩილები ვყოფილიყოთ ! ! !


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საფლავის ქვაზე გოგონას სახე
ცხოვრებამ დაუგო სასტიკი მახე
საფლავის მიწას ამშვენებს ვარდი
ცხოვრება არის ნელი და მარდი
მუხლმოდრეკილი ყმაწვილი ქვასთან
ცრემლების მორევი უნდოდა მასთან
ბიჭს ახსენდება გოგოს ღიმილი
უმანკო სახე და უნდა ტირილი
მკაფიოდ ახსოვს მისი კივილი
კოცნის მიწას და უვლის ტკივილი
საფლავის ქვაზე დნება სანთელი
ბიჭისთვის გაქრა ფერი ნათელი
ყველაფერია მისთვის გამქრალი
ბოლო იმედიც არის ჩამქრალი
ვეღარ ძლებს ამდენს და უცბად ისმის
იარაღის ხმა... მდინარე სისხლის....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1276 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუსჰვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1260 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქალს ნუ მიენდობი, ქალი ქალია
ქალი ქარია, ქალი მარტია.
ქალი წვიმაა, ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია, ღრუბელი, ნისლია
უცხო პლანეტაა, ფეერვერკია
მიუწვდომელია, აუხდენელია,
ქალი ღვინოა, თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1238 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება
შენგან შევიტყვე რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.
შენც ცოცხალი ხარ, შენი გრძნობებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზეს იქით - ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ვერ იკარებდი.
ასი წლის მე შენ გიგალობ,
ათას წელს გაძლებს შენი მშვენება,
შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1365 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით
რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალი ნაზი სანთელია იცოდე,
სიცოცხლის წინ დანთებული სანთელი
და რომ მუდან ჩაუმქრალად იწოდეს,
და რომ მუდამ მოგაფინოს ნათელი,

მოეფერე მთელი შენი სიცოცხლე
ქალი შენი ვარსკვლავია იცოდე,
ყვავილია, არის ბნელის ნათება
ქარს და წვიმას თუ კი არ მოარიდე,

ისე ჩქარა, ისე ჩქარა ჩაქრება.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...
ამ ქვეყნად არის ბევრი რამ წმინდა
თუ კი მიხვდება კაცი,
თუ ვინმე შეძლებს გაიგოს სრულად
ქალის ცრემლების ფასი...

თუ შეეცდება დარდის გაფანტვას,
უიმედობის დღეებს,
თუ ამოაშრობს ჩუმი ალერსით
დარდით დაღვენთილ ცრემლებს.

ქალის ქვითინი, რომელსაც თითქოს
ოცნება გაუფრინდა,
რა შეიძლება ამქვეყნად იყოს
ამაზე უფრო წმინდა?!

ბევრი რამ არის თაყვანსაცემი,
თუ კი მიხვდება კაცი,
ოღონდ გაიგეთ, ოღონდ გაიგეთ
ქალის ცრემლების ფასი..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვერ გიერთგულე, ვიყავ ჯალათი,
ვერ ვიგრძენ შენი ერთადერთობა,
მხრებზე მოსხმული ცოდვის ხალათით,
კართან ვდგავარ და ვითხოვ შენდობას.

ჯიუტ სიტყვასთან მერგო წაწლობა,
ნისლებთან ახლო ვისურვე ბინა,
ცასთან მუდმივი მქონდა ნათლობა,
უფლის დუმილი რომ მომესმინა.

მაგრამ მიწაზეც მედგა ხელადა,
ევას მწყურვალე ვნებით ნამული,
ფლირტ ქალებისგან შემრჩა სევდა და
გედებგაფრენილ ტბის სინანული.

ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს,
ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები,
ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს,
სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები.

ეს ოცი წელი, ოცი ბორკილი,
თუ ზეცის თაღზე ბუდე ოცნების,
სტრიქონში ჯვარცმა გქონდა მოსჯილი
და მოჩურულე ქარში ლოცვები.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთს
როცა ერთი ემატება
ყოფილა ....
სამი.
სთქვა სიყვარულმა
პირველყოფილმა.
სთქვა და
კრუსუნით შეაწება
ადამი ევას,
არად დააგდო ცათა შინა ქვეყნისა წყევა.
დაიბინდება ყველაფერი
ჟამი დაწდება....
ორს თუ მივიღებთ
როცა ერთი ერთს ემატება.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არც ქალის სურნელს მივტირი დაკარგულს,
არც კოცნას და ალერსს
აღთქმულს და დაშანთულს.
ოცნებას გაფანტულს
სიცოცხლეს დაღდასმულს,
სიყვარულს მივტირი
დარდების დასასრულს.
ტკივილებს შეჩვეულს,
ფიქრებში ჩამარხულს,
დამალულს,
მოპარულს,
დაწიხლულს....
დაორთქლილ მინასთან
ფიქრი მენატრება,
სევდა წვიმიანი ამინდის,
ცრემლი მენანება,
მარცხი მენანება,
მწუხარე სახიანი რაინდის.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულის გაჩენის ზუსტი თარიღი არავინ იცის...სავარაუდოდ იგი წარმოიშვა ძალიან დიდი ხნის წინათ, მაშინ როცა ადამი შეხვდა ევას...
ასე ამბობენსიყვარულის მშობლები სიცოცხლე და სიკვდილი არიანო.ულვილსაც დასდგომია გვერდიში-ტყუილი, სიამაყე და ეჭვიანობა.
სიყვარულის ჰობი ადამიანთა გულების დაბყრობა ყოფილა თურმე...რამდენი შეუუღლებია, ბედნიერება მიუნიჭებია, ან დაუტანჯია და გაიუნადგურებია, გული სულ დაუფლეთია...მაგრამ სიყვარული ეს ის ხილია, რომელსაც ყველა ეტანება...
სიყვარული სად ცხოვრობს?! ყველგან, ჩვენს გულებშიც კი...

* * *
სიყვარული ერთ დღეს იჯდდა ღრუბელზე თავისთვის და ფიქროპბდა ვინ ყოფილიყო მისი ახალი "სამიზნე". ბევრი იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა ქუჩას ვესტუმრებიო.
მიდიოდა. ვერავინ ხედავდა. წარმოდგენაც კი არ ქონდათ,რომ იგი აქ იყო, სულ ახლოს. სულ რაღააც ორ ნაბიჯში ხმა შემოესმა:
-სად ხარ?!
...
-არა მანდ ვიღაც არის!
........
--გოგოს ხმა მესმის! ვინ არის?!
............
-ნუ მატყუებ!
სიყვარულმა ყური დაუგდო მის საუბარს და მიხვდა შეყვარებულს ელაპარაკებოდა...და სადღაც ახლოს ეჭვიანომა იდგა და კმაყოფილი ხითხითებდა.
-სად ხარ მითხარი! მოვალ!
........................
-დიახაც მოვალ! აი ნახე თუ არ მოვიდე!და ეგ გოგო მანდ არ დამახვედრო!
გოგონა წავიდა, სიყვარულიც გაჰყვა. თან ფიქრობდა "როდემდე უნდა გაუმწარო ამ ხალხს ცხობრება ეჭვიანობავ!", თითქოს მ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-09, 11:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024