მთავარი » ♥ლიტერატურა♥
უკადრისი იკადრა, _ უთხრა მოხუცს მეფუნდუკე ქალმა, _ მძინარე ქალისთვის არ უნდა ჩაედო თითი პირში ან გაეკეთებინა რაღაც ამდაგვარი. იასუნარი კავაბატა, `მძინარე მზეთუნახავების სახლი~
1. ოთხმოცდაათი წლისა რომ გავხდი, გადავწყვიტე, დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარი თავისთვის თავად მიმერთმია საჩუქარი _ უბიწო გოგონასთან გიჟური სიყვარულის ღამე. როსა კაბარკასი გამახსენდა _ იატაკქვეშა დაწესებულების დიასახლისი: როგორც კი `ქორფა~ გოგოს ჩაიგდებდა ხელში, მაშინვე თავის გულუხვ კლიენტებს ატყობინებდა. მე არ მიზიდავდა მისი ბილწი შემოთავაზებები, მას არ სჯეროდა ჩემი პრინციპების სიწმინდისა. `მორალი დროის საქმეა, _ ღვარძლიანად ქირქილებდა ის. _ მოვა დრო, თვითონ დარწმუნდები~. როსა ჩემზე ცოტათი უმცროსი იყო. რამდენი წელიწადია არაფერი ვიცი მის შესახებ. იქნებ აღარც არის ცოცხალი, მაგრამ ყურმილში მომესმა თუ არა ხმა, მაშინვე ვიცანი _ როსა იყო. ეგრევე მივახალე: _ დღეს _ კი. როსა კაბარკასმა ამოიოხრა: `ეჰ, ჩემო ნაღვლიანო ბრძენკაცო, მთელი ოცი წელი სადღაც გადაიკარგები, მერე უცებ გამოჩნდები და შეუძლებელს მთხოვ~. მაგრამ ხელობა მაინც ხელობაა და როსამაც ასარჩევად რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა: ყველანი ხმარებაში გაცვეთილები იყვნენ. უსათუოდ ქალწული და უსათუოდ ამაღამ-მეთქი, _ ვთქვი შეუვალად. როსა დაიბნა: `კი მაგრამ, რისი იმედი გაქვს?~ `არაფრის, _ როსამ მტკივნეულ ადგილზე დამადგა ფეხი, _ მშვენივრად ვიცი, რა შემიძლია და რა არ შემიძლია~. როსა ცოტა დამშვიდდა: `ბრძენმა ხალხმა ყველ
...
Read More
|
საკუთარი დაბადების დღე _ ოთხმოცდაათი რომ შემისრულდა _ როგორც ყოველთვის, დილის ხუთ საათზე გამოღვიძებულს გამახსენდა. ერთადერთი საქმე, რაც ამ დღეს უნდა გამეკეთებინა, საკვირაო სტატია იყო `დიარიო დე ლა პასისთვის~. დილის სიმპტომები იდეალურად მიწყობდა ხელს, სულაც არ მეგრძნო თავი ბედნიერად: ძვლები მტეხდა, უკანალში ცეცხლი მეკიდა და სამი თვის გვალვის შემდეგ ჭექა-ქუხილიც სერავდა ზეცას. ხელ-პირი დავიბანე, თაფლიანი ყავა დავლიე, ორი ღვეზელიც მივაყოლე და საშინაო ტილოს ხალათი ჩავიცვი. იმდღევანდელი სტატიის თემას, რა თქმა უნდა, ჩემი ოთხმოცდაათი წელი წარმოადგენდა. ასაკზე არასოდეს მიფიქრია, ისევე როგორც არ მიფიქრია, ვთქვათ, სახურავი არის თუ არა სადმე გახვრეტილი... რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენმა ზამთარმა თუ ზაფხულმა... ბავშვობაში გამიგონია, როცა ადამიანი კვდება, მის თმაში ჩაბუდებული ტილები შეშინებული იფანტებიან თურმე ბალიშზე ახლობლების სამარცხვინოდ. გაგონილმა ისე დამზაფრა, რომ მახსოვს, სკოლაში წასვლისას თმა პირწმინდად გადავაპარსვინე, ხოლო აქამდე შემორჩენილ ორ-სამ ღერ ამობიბინებულ ბალანს ძაღლებისთვის განკუთვნილი იასამნის საპნით ვიბან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, როგორც ახლა ვაანალიზებ, სირცხვილის გრძნობა უფრო მძაფრად ჩამომიყალიბდა ბავშვობიდანვე, ვიდრე წარმოდგენა სიკვდილზე. უკვე რამდენიმე თვეა ვფიქრობ ჩემს საიუბილეო სტატიაზე. იგი განვლილ წლებზე საყოველთაოდ მიღებული ვიშვიშით კი არა, სიბერის განდიდებით იქნება გაჯერებული. ნეტავ როდის მივხვდი, რომ დავბერდი? ჰო, გავიხ
...
Read More
|
ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.
ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.
ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.
სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ბორკილებიდან, ყოველდღიურად სულთქმითა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ კვლავაც იმავე ბადეში ვიხლართები.
საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გააჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას.
ჯერ ვერ დაუდვია კეთილი საწყისი ჩემს სინანულს, ხოლო ბოლო არ უჩანს ბოროტ დაუდევრობას. დავმონებულვარ ჩემს დამღუპველ ვნებებს, მტრის ბოროტ ნებას – მომაკვდინებელს ჩემსას... ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე თავს ვიტყუებ
...
Read More
|
"ღვთაებრივი კომედია” – მიმოხილვა დანტე ალეგიერის "ღვთაებრივი კომედიის” მცირე მიმოხილვა/ანალიზი
ღვთაებრივი კომედია (იტალ. Commedia, შემდგომში Divina Commedia) – პოემა,დაწერილი დანტე ალიგიერის მიერ დაახლ. 1308-1321 წლებში.
დანტე "ღვთაებრივი კომედიის” ეგზემპლარით ჯოჯოხეთის კარიბჭესთან – სანტა მარია დელ ფიორეს ფრესკა
უწოდა რა თავის პოემას "კომედია”, დანტემ გამოიყენა შუასაუკუნეობრივი ტერმინოლოგია. "კომედია”, როგორც იგი განმარტავს ვერონას მმართველის-კანგრანდესადმი წერილში, წარმოადგენს ე.წ. საშუალო სტილის ყველა სახის პოეტურ ნაწარმოებს, რომელიც ხალხისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და რომელსაც შემაძრწუნებელი,საშინელი დასაწყისი აქვს და სრულდება პოზიტიური მოვლენით; ხოლო ტრაგედია კი – "მაღალი სტილის” პოეტური ნაწარმოები პოზიტიური დასაწყისითა და ნეგატიური დასასრულით. სიტყვა "ღვთაებრივი” დანტეს არ ეკუთვნის, პოემას ეს სიტყვა შემდგომში დაემატა ჯოვანი ბოკაჩოს მიერ. "ღვთაებრივი კომედია” – ეს არის დანტეს ცხოვრების მეორე ნაწილისა და შემოქმედების ნაყოფი. ამ ნაწარმოებში თვალნათლივ ჩანს პოეტის მსოფლმხედველობა. აქ დანტე შუა საუკუნეების უდიდეს და უკანასკნელ პოეტად გვევლინება, რომელმაც განავრცო და გააგრძელა ე.წ. ფეოდალური ლიტერატურის განვითარება.
სტრუქტურა
"ღვთაებრივი კომედია” მეტისმეტად სიმეტრიულად არის აგებული.იგი იყოფა 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი 33
...
Read More
|
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
...
Read More
|
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
...
Read More
|
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებ
...
Read More
|
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
...
Read More
|
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
...
Read More
|
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
— მათ არ იციან, რომ ჩვენც გვაქვს ხოლმე ერექცია! კლიტორის ერექცია! ეს „მათ" აშკარად კაცებს ეკუთვნოდა. მარიამ ჩათვალა, რომ საუბარი მეტისმეტად შორს წავიდა, გამბედაობა მოიკრიბა და ჰკითხა: — გყოლიათ ვინმე ქმრის გარდა? ჰკითხა და თვითონვე შეეშინდა იმ ეფექტისა, რაც ამ სიტყვებმა გამოიწვია. ჰაიდის თვალები აენთო (ალბათ, წმინდა გულისწყრომის ცეცხლით). საშინლად გაწითლდა, ოღონდ ვერ გაიგებდი, მრისხანებისაგან თუ სირცხვილისაგან. რამდენიმე წუთს მის სულში ჭიდილი მიდიოდა: აღიაროს თუ იცრუოს? ეს ჭიდილი ყაიმით დასრულდა. მან თემის შეცვლა არჩია. — ჩვენს ერექციას დავუბრუნდეთ. მაშ ასე, კლიტორს სისხლით დაბერვის უნარი გ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ოქტომბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|