♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლიტერატურა♥


როდესაც პორტში ვიდექი და თოლიებს ვუყურებდი, ჩემმა ნაღვლიანმა სახემ პოლიციელის ყურადღება მიიპყრო, რომელიც უბანში შემოვლაზე დადიოდა. მე გართული ვიყავი ამაოდ საჭმლის მაძიებელი მოფარფატე თოლიების ცქერით, რომლებიც აფრინდებოდნენ და შემდეგ ძალუმად კვლავ დაბლა ენარცხებოდნენ. პორტი ცარიელი იყო, მაზუთით დაბინძურებულ მომწვანო წყალში ათასნაირი ნაგავი დაცურავდა. წყალზე არც ორთქმავალი მოჩანდა, ამწეკრანები დაჟანგებულიყო, საწყობები ჩამონგრეულიყო; როგორც ჩანს, შავი ნანგრევებით მოცულ ნაპირზე ვირთხებიც აღარ იდებდნენ ბინას, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. უკვე მრავალი წელია აქაურობას გარე სამყაროსთან აღარაფერი აკავშირებდა.
თვალში ერთი თოლია ამოვიღე და მის ფრენას ვაკვირდებოდი. იგი მოახლოებული ჭექა-ქუხილის წინათგრძნობის გამო შიშით შეპყრობილი მერცხალივით წყლის ზედაპირის ახლოს დაფრინავდა, მხოლოდ იშვიათად თუ გაბედავდა ზემოთ აფრენას, რათა თვის სწორთ შეერთებოდა. ვინმეს რომ ეთქვა სურვილი ჩაიფიქრეო, ვისურვებდი, მქონოდა პური მისი ნამცეცებით ეს თოლიები რომ გამომეკვება და მათი ქაოსური ფრენის მიზნად თეთრი წერტილი განმესაზღვრა, მიზანი მიმეცა; ამ ჩხავილიანი უსასოო ფარფატისათვის პურის ნატეხის გადაგდებით გზა გამეკვალა, შევჭრილიყავი ქაოსში და წესრიგი შემეტანა მასში. მაგრამ მეც მათსავით მშიერი ვიყავი, თანაც დაღლილი და შემოწოლილი ნაღველის მიუხედავად მაინც ბედნიერი. მართლა მშვენიერი იყო ჯიბეში ხელებჩაწყობილი მდგარ ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თავი მეოთხე

იგი გაყინულ დროებაში მიაბიჯებდა. სევდიანი მზერით ემშვიდობებოდა შემოდგომას, აუჩქარებლად ტოვებდა მას. ბაღი უკან დარჩა. არც შეუხედავს მისთვის ისე განაგრძო სიარული. ფოთლები გზადაგზა თოვაში ეხვეოდა. მერე კი თოვლის მინდორი გადაეშალა თვალწინ. იგი გასცდა შემოდგომას და ზამთრის ცივ სივრცეში შეიჭრა. ისე შეუმჩნევლად მიაბიჯებდა, რომ თოვლზე კვალსაც კი არ ტოვებდა. აი მდინარეც. გაეღიმა. ხიდზე ჩამოჯდა და კარგა ხანს ჩასცქეროდა რძისფერ ჩქერებს. გასცდა მდინარეს და ყაყაჩოების დიდ მინდორზე გადაირბინა. აღარც მოუხედავს მისკენ. ალბათ დაავიწყდა გაზაფხულს მისალმებოდა. ასე დაეხეტებოდა დროებიდან დროებაში.
ისე შემოდგომას აღარ ეძებდა. აღარც რასმე ფიქრობდა. უბრალოდ სრულ სიჩუმეს მიაღწია, გონიერ სიჩუმეს.
ახლა იგი მატარებლით მიემგზავრება მზისკენ. მატარებელი ჩქარა მიჰქრის. ბეთჰოვენის ”მე-5-ე სიმფონიის” რითმს იმეორებს. აქა-იქ განათებული ნათურები სიცოცხლის კარიბჭეში არიან მოქცეულ ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თავი მესამე

დავიცალე აზრისაგან, სიცარიელის ბურუსში გავეხვიე. დროებით ვწყვეტ თამაშს. ვწყვეტ ფიქრს. ცარიელი ფურცელი მინდა შევქმნა, უსიტყვო დრო...
მუსიკა დიდებულია გარინდულ მდუმარებაში, ის თავად ქმნის მარადისობას და სიტყვას. გაუშვი შენს ცარიელ ფურცელზე ვერდი, უსიტყვო დროებაში ბგერით გავიაზროთ მარტოობის მეფობა ჩვენს სულებზე, მივეცეთ გონიერ მდუმარებას. გავიფანტოთ სამყაროში მრავალგვარ იდეად, ქვეცნობიერი ცნობიერში გამოვსახოთ, ვიფრინოთ არა სამყაროში, არამედ სამყაროს უსასრულობაში, გავცდეთ სხეულებს და როგორმე მივიდეთ ჩვენს ”მე”-მდე, თუნდაც მთელი სიცოცხლე დაგვჭირდეს, ანდაც ცარიელი ფურცელი. ის ხომ არც ისე შორს იმყოფება, ის ხომ ჩვენშია მხოლოდ. დავინახოთ და შევიცნოთ რისთვის ვცხოვრობთ და რისთვის ვაზროვნებთ.

მაშ ასე..................................ვერდი (ცარიელ ფურცელზე)




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თავი მეორე

მშვენიერია დროებაში წარმოქმნილი დრო. აქაურობაში დაბადებული და განსხეულებული. დროებამ შექმნა დრო. შემქმნელი გაჩერებულია, შექმნილი კი მიდის.
ნიავი უბერავს და მიჰყავს მიწას მიფენილი ფოთლები. გაცრეცილი ხეები ზემოდან დაჰყურებენ დაღლილი მზერით. ხეთა ძირში სკამებია ჩამწკრივებული. ფოთლები ემუდარებიან ნიავს მშვიდად განისვენონ სადაც დაბადებულან... ეჰ, უკვდავი განცდა ”სამშობლო”...
გარემო ემოციის გარეშე... გაყინული... მოძრავი უძრავში... არაბუნებრივი სინამდვილე... რითმი მშვიდი... სურნელი მუდმივი შემოდგომის... ქვეცნობიერის ყვირილი და აღფრთოვანების სიჩუმე... მუსიკა მშვენიერი... ცა ნაცრისფერი... რწმენა გაურკვეველი... არსებობა დაუჯერებელი... სიკვდილი ყველგან და არსად...
... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თავი პირველი

შემოდგომის ჩვეულებრივი საღამო... კიდევ ერთი ჩვეულებრივი, უსაზღვრო დროის სივრცეში... ფიქრებიც ისეთივე... შეიძლება გუშინდელთან შედარებით აზრეული და პირიქითაც სულელური, ანდა არსებობის ტკივილით დამძიმებული... ღამით მიხვდები, შესაძლოა ვერც მიხვდე, რომ უცნაურია, უ-ცნაური.
ზოგჯერ ისე ღრმად შედიხარ შენს უხილავ განზომილებაში, რომ საკუთარ თავთან საუბარი იფერფლება, თითქოს ქრება და მხოლოდ გონებით უცქერ სიტყვებს... დგახარ პირისპირ ოცნებასთან და თვალყურს ადევნებ შენს მიერ შექმნილ სამყაროს... ისე შორს მიდიხარ, რომ გეშინია უკან დაბრუნების... გეშინია რადგანაც ერთხელაც შენს თავსაც ვეღარ იპოვი... აკვირდები როგორ იმსხვრევა შენი ”მე” - საბოლოოდ კი უბრალოდ ქრება... რთულია გაერკვე სადა ხარ, წარმოუდგენელი კი ისაა გაიგო რად ხარ.
ზოგჯერ გინდა დათვივით შეძვრე სოროში და დაივიწყო ქალაქი, ქვეყანა და თუ შეძლებ გათიშო გონებაც, მიჰყვე იმ გრძნობას, რაც სხეულს არ ემორჩილება, ჩამოშორდე ყოველივეს რაც აქ არის, დაივიწყო ადათ-წესები, სავალდებულო ურთიერთობები, თვითდამკვიდრების მიწიერი აუცილებლობა... კაცობრიობის პრაქტიკული გონება ვერ ჩასწვდება სულის ამგვარ გაცისკროვნებას და ამორალობად მიიღებს მას.
თავისუფალი ადამიანი უფრო ახლოა საკუთარ თავთან და აიტომაც მევალე ხდება ”მე”-სი, იღობება ამქვეყნიური კანონებით, მიწიერი დანიშნულებით... ამას ის ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად და წარმოიდგი ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიაძახა: "გზა მომეო!
ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ?
როგორ გამეთამამეო?

"თუ ვერ ატყობ თავს, ვინცა ხარ,
გამიგონე, რომ გითხრაო:
შენ რომ ფრთები გამოგბმია,
ღმერთიც მაშინ გაგიწყრაო!

"ბზუილასა, ტყუილასა,
შხამიანსა, მკბენარსაო,
ვინ არ გიცნობს უსაქმურსა,
მფრინავს მოუსვენარსაო?!

"მე კი დარბაისლად მცნობენ,
შრომისა ვარ მოყვარეო...
ჩემთვისა ვარ, არვისა ვკბენ,
არ ვარ შენი მოგვარეო!

"ქვეყნის თვალში მე სულ სხვა ვარ,
შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხედავო?
ჩამოდექი, გზა მომეცი!..
ურჩობას ნუ მიბედავო!”

ფუტკარმა ეს უპასუხა:
"ნუ მაცინებ, ხა-ხა-ხაო!
ვინც რომ ქვეყნად გაგაჩინა,
ნეხვის ჭიად დაგსახაო!

"ბევრს რომ შრომობ, ნუთუ ჰფიქრობ,
რომ მთა და ბარს ასწორებო?..
მხოლოდ ფუნეს აგუნდავებ,
იქვე ახლო აგორებო.

"ის ხომ შენი საზრდო არის?
შენს მეტს არვის არგიაო!
შენ აკეთებ... შენვე ჰზიდავ...
საკუთარი ბარგიაო!

"დარბაისლად იმუშავებ,
რაღად ირბენ, აბა, შორსო?
ყოველ ფეხის გადადგმაზე
ნახავ, გინდა მთელ გოდორსო!

"მე კი სხვა ვარ... სულ სხვა მუშა
და სხვაგვარად მოღვაწეო:
ზეცის მუშას მეძახიან,
არ ვარ მარტო სამიწეო!

"მისთვის დავფრენ მოუსვენრად,
რომ მოვძებნო ყვავილიო,
გულის წვენი ამოვწუწნო,
... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხატის წინ

მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.

მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიადი!

მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.

რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.

სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?

კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!

აკაკი წერეთელი
1894 წ.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1250 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

გვერდისუბანი ერთ-ერთი უძველესი დასხლებაა სურამში, სოფლის ამაღლებულ ადგილას დგას მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი. იგი ნაგებია ნატეხი ქვით, 1999წელს აქვე დაარსდა მონასტერი 2003წელს მონასტრის გარშემო მოიჭრა მიწა, ეს ფაქფი გახდა საფუძველი ახალი აღმოჩენისა. დღევანდელი ტაძრის სამხრეთით გამოჩნდა მიწის სიღრმეში ჩაფლული ტაძარი, ხოლო აღმოსავლეთით სამრეკლოს საძირკველი.ამ ადგილს „ ავართასას" უწოდებენ. გადმოცემის თანახმად ელიოზ მცხეთელისა და ლონგინოზ კარსნელის მცეთისკენ მიმავალ გზაზე სწორედ აქ დაუსვენიათ და მაცხოვრის უკერველი კვართი, რომელსაც ისინი იერუსალიმიდან საქართველოში მოაბრძანებდნენ, აქ დაუბრძანებიათ, ამიტომ „კვართასა" ეწოდა ამ წმინდა ადგილს. იტრია სურამის დასავლეთით მდებარეობს, აქ მდებარეობს იტრიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომლის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იტორია.
იტრიის სიონის შესახებ , ცნობილი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს თავის თხზულებებში, რომ„ სურამის ზევით სამხრიდამ მოურთავს ამ წყალს (ე.ი მდ. სურამულა) ურთხვის ხევი. მის ზევით არის იტრიის მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი აწ სულის ამრად."ისტრიის ტაძრის xvI საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესია სამწავიანია,შუა ნავი შედარებით მაღალია. მონასტრის გარშემო შემოვლებულია ქვის გალავანი.ეკლესია არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით.

კვირაცხოვლობის ეკლესია მდებარეობს დასავლეთით და აღმოსავლეთით საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზი ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1306 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



„გარეჯის უდაბნოს ერთ-ერთ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში არის XIX საუკუნის პილიგრიმული წარწერა: „მაოცებს წინაპართა ხელთა დიდება."
დღესაც ამ გაოცებისა და გაკვირვების გარეშე შეუძლებელია იხილო ის საოცრება, რომელიც წინაპრებისაგან შემოგვრჩენია და არის ჩვენი ერის სულიერი სიძლიერის, მისი განსაცვიფრებელი ნიჭისა და ტლანტის მაჩვენებელი.გვმართებს ცოდნა ჩვენი ისტორიისა და მხოლოდ ასე შეიძლება მისი სიყვარული, გაფრთხილება და შენარჩუნება".
ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა.


საუკუნეთა მანძილზე სურამი შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული ცენტრი იყო. იგი საკურორტო დაბაა დღემდე ზღვის დონიდან 740მ. ამ ადგილებში ადამიანის ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. დაბა გაშენებულია ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას.
სურამში ჰქონდათ რეზიდენცია შიდა ქართლის ერისთავებს—სურამელებს. ეს საგვარეულო XII საუკუნიდან ძლიერად გაუძღვა საქართველოს შუაგულის მმართველობას. მათი მოქმედება ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება, რის გამოც მათ დიდი აღიარება მოიპოვეს საქართველოს მეფის კარზე.
სურამელ ფეოდალთა გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგად გააზრებული და ლოგიკური იყო, ამის ერთ- ერთი ნათელი დადასტურებაა მათი მხრიდან მოწყალების გაღება ქართულ ეკლესია-მონასტერთათვის, რომელთა ეკონომიკური უზრუ ... Read More
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
ვარძიაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოხდა შოთა რუსთაველის კალმის აღმოჩენა.კალამი სპილოს ძვლისგანაა დამზადებული და მასზე წარწერაა „შოთა". აღმოჩენა ეკუთვნის ჯაბა ზაზაძეს,რომელსაც ბავშვობა თმოგვში აქვს გატარებული. პროფესიის ცოდნის დაუფლებისათვის იძულებული გახდა ჩამოსულიყო თბილისში. საქმისა და მშობლიური კუთხის სიყვარულმა კვლავ უკან დააბრუნა. დღედაღამ დაუღავავმა შრომამ მედეგი გამოიღო.იგი თვითონ იყომომსწრე და მნახველი იმ დიდი მუშაობისა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ანხორციელებს სამცხე-ჯავახეთის კუთხეში.ვარძია, ვანის ქვაბები,თმოგვის ციხე- აი ის ჩამონათვალი, რომელშიც ჩართულია არქეოლოგი ჯაბა ზაზაძე. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული კალმის აღმოჩენა, რომელიც თამარის ეპოქის მოღვაწის შოთა რუსთაველს ეკუთნის. კალამი ამჟამად ვარძიის მუზეუმში ინახება.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1185 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 8 9 10 11 »
სამშაბათი, 2024-12-03, 7:48 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024