მთავარი » ♥ლიტერატურა♥
იმისათვის, რომ ვიცხოვროთ უფრო დადებითი, კრეატიული და მუდამ ჩვენს პრინციპებთან შესაბამისი ცხოვრებით. ყოველთვის, როცა ვიღაცა კვდება, რაღაც ქრება. ყოველთვის, როცა ვიღაცას იმედი უჩნდება, ხელახლა იბადება. მაგრამ დაბადება არა მხოლოდ ამქვეყნად მოვლინებაა, არამედ ესაა მოქმედებათა ცვლა უბედურების წინაშე, ახლებური ხედვა ყოველივე კარგისა თუ ცუდისა და ამიტომაც:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ქვეყანაზე!!!
მარიონეტი
ერთი წამით უფალს რომ დავიწყებოდა, რომ ჩვრის მარიონეტი ვარ და ჩემთვის სიცოცხლის ერთი ნაგლეჯი ებოძებინა, ალბათ, არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებდი ყველაფერზე, რასაც ვამბობ. საგნებს შევაფასებდი არა იმის მიხედვით, თუ რად ღირან, არამედ თუ რას ნიშნავენ. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. ვხვდები, რომ ყოველ წუთას, როცა თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ მზის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როცა სხვები ყოვნდებიან, გავიღვიძებდი მაშინ, როცა სხვებს სძინავთ. მოვუსმენდი სხვების საუბარს და როგორ ჩავიტკბარუნებდი პირს შოკოლადის კარგი ნაყინით! ღმერთს რომ ჩემთვის ერთი ბეწო სიცოცხლე ეჩუქებინა, ჩავიცვამდი უბრალოდ, მზეს გადავუშლიდი არამარტო სხეულს, არამედ სულსაც. ღმერთო ჩემო, მე რომ გული მქონოდა, ჩემს სიძულვილს ყინულზე წავაწერდი და მზის ამოსვლას დაველოდებოდი. ვარსკვლავებზე ვან გოგის სიზმრებით მოვხატავდი ბენედეტის პოემებს და სერატის სიმღერებს შევთავაზებდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო ტკივილ
...
Read More
|
გაზაფხულის საღამო
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სიკვდილის შემდეგ
დადგება ზამთარი... მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის. ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები. გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს. ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს. და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას. ჩემი კუბო იქნება სადა და პროცესია უცრემლო. მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო. ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი. ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები. მოვა უიმედობა. პანაშვიდი გათავდება ქარში. ჩემს
...
Read More
|
მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს წლის განმავლობაში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს, წმინდა გიორგის გარდაცვალების დღეს და 23 ნოემბერს, ბორბალზე წამების დღეს.
წმინდა გიორგი მართმადიდებლური სამყაროს, მართმადიდებლური სამოციქულო, ჩვენი კათოლიკე ეკლესიის, მსოფლიო მართმადიდებლების და ზოგადად ქრისტიანების უდიდესი წმინდანია. წმინდა გიორგი იმპერატორის კარზე მხედართმთავარი იყო. მას, როგორც ადამიანს, ყველა მონაცემი ჰქონდა იმისა, რომ ნიჭიერი და ყველაზე წარჩინებული მამაკაცი ყოფილიყო. მაგრამ წმინდა გიორგიმ ჭეშმარიტების, რწმენის და ქრისტიანობის გზა აირჩია. მას იმპერატორი საკუთარ ტახტსაც კი სთავაზობდა. თუ გიორგი დიოკლიტიანეს ქალიშვილზე დაქორწინდებოდა, ის ბუნებრივად დიდი იმპერიის მმართველი გახდებოდა. ამით კი იმპერატორს, ქრისტიანობასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მაგრამ, პირიქით მოხდა. ქრისტიანობასთან ვითომდა მებრძოლი გიორგი, ქრისტიანობის დამცველ წმინდა გიორგად გადაიქცა.
ამიტომ, იმპერატორმა წმინდა გიორგის განსაცდელები მოუწყო. მისი სამაგალითოდ დასჯისათვის შეიქმნა წამების ისეთი იარაღები, რომლებსაც კაცობრიობა არც კი იცნობდა.
საოცრება ის იყო, რომ ყოველი აღსრულებული მოწამეობრივი აქტის შემდეგ, როდესაც წმინდა გიორგი ყველას სისხლისგან დაცლილი და მკვდარი ეგონა, მიდიოდნენ მასთან, ის კი აბსოლუტურად აღმდგარი და მთელი სხეულით ხვდებოდა, რაც მათ გაოცებას და აღშფოთებას იწვევდა. მაგალითად, წარმოიდგინეთ ადამიანი, ცეცხლშენთებულ დიდ ქვაბში, სადა
...
Read More
|
ჩემს ცრემლიან თვალებს ხელით ეხები გინდა ,რომ შენს გამო ჩამოვარდნილი ცრემლები მომწმინდო.თითქოს ამით გინდა,რომ დამალო შენი საქციელი. მაგრამ მე მარტო ერთი მახსოვს ის რაც შენ გააკეთე.ბევრჯერ მიტირია შენთვის,თუმცა არაუშავს ეს ცრემლები ხომ იმ სიყვარულის ერთადერთი საჩუქარი იყო რომელიც დამრჩა. ძნელია განცდა იმის რაც მოხდა არ მრჩება არაფერი ტკივილის გარდა მაგრამ ვცდილობ რეალობას დავუბრუნდე და ამით სიძულვილთან სულ უფრო ახლოს მივდივარ....სანამ ძალა მაქვს, სანამ გული ძგერს ,სანამ შანსი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს და მეც მიზანი ერთადერთი მაქვს ვიყო ბედმიერი.როცა იმარჯვებ ,მაგრამ ნებდები,როცა წასასვლელი ჯერ კიდევ ბევრი გავს მაგრამ ჩერდები.როდესაც ზიზღისგან უკვე სუნთქვა გეკვრება არ იცი რას გიმზადებს ცხოვრება კიდევ.რთულია იპოვო საჭირო სიტყვები როდესაც თითქმის ყველაფერი ითქვა.... ისევ მეხება შენი ხელები მე კი მათ შეხებაზე სულ სხვა რამეს ვგრძნობ ეს ის სიყვარული აღარ არის ეს ზიზღია რომელიც ცხოვრებაში პირველად შენს გამო ვიგრძენი...იმას რასაც მე გეტყვი დამიჯერე სხვა არავინ არ გეტყვის რატომომ? რისთვის? ნუთუ არავინ იყო ?იცი რა ძნელია როცა გარშემო აღარავინ გრჩება ? და ხვდები რომ ის რაც შეგიძლია ახლა უნდა აჩვენო ახლა დრო დგება მოგების. ახლა გვიანია უკვე სინანული მე შენ მომკალი შენ მე წამართვი მაგრამ მე გავუძელი რადგან მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის... არ მინდა კიდევ ერთი ტრაგედია ვიყო შენი სულის ტაძარზე. გაჩერდი სანამ დრო კიდევ გაქვს შეჩერდი ჯერ კიდევ არაა გვიან .იცი რა ფასობს ადა
...
Read More
|
განა იმსახურებ შენ იმ სიყვარულს მე რომ მაქვს გულში!..... ...არა! ....არა! ....არა! ...და ისევ არა! არ იმსახურებ შენ არაფერს! ...არც ცრემლებს, არც ტირილს ჩემსას, არც იმ თეთრ ღამეებს მე რომ ვათენებ უაზრო ფიქრსა და ოცნებებში... ...ვიცი რასაც მეტყვი! ვინ მაძალებს ან ვინ მთხოვს შენზე პიქრს არა?! ...სიმართლე გითხრა არც არავინ... ...არავინ წარსულის გარდა.... ...არავინ შენი თალების გარდა.... ...არავინ ჩემი გულის გარდა.... ...მიყვარხარ და ეს ვის დავაბრალო?!.... ...შენ?! ...ხო! შენი ბრალია! ..რას მაყვარებდი თავს! ...შენ თუ არახარ დამნაშავე მაშინ ვინ არის?! ...მითხარი რატომ გაქვს ასეთი ხმა, რომელიც ყოველთვის მესმის გულში!... ...რატომ გაქვს ასეთი ღრმა თვალები, თაპლისფერი,ტკბილი,-ჩემი სიცოცხლის აზრი... ...მითხარი რატომ იღიმი ასე უბადლოდ! ...მითხარი რატომ მიყვარს შენი სიცილი...შენი სიცილით რატომ ვცოცხლობ.... ...რატომ დახატეს შენი სახე ანგელოზემკბა.... ...რატომ გამოგიშვეს დედამიწაზე ანგელოზი, სრულყოპილება,იდეალი... ...მითხარი სად არის შენი ფრთები... ....მიტხარი როდის გაფრინდები ისევ ცაში.... ...თუ დავფიქრდები, ბედნიერი ვარ,რადგან მიყვარხარ, მაგრამ ბედნიერებასაც აზღვევინებენ ადამიანებს... ...ბედდნიერი თუ უბედური,...მე ვერ გავიგე.... მაგრამ მითხარი შეიძლება "კვლავ" შეგუყვარდე?!
|
ილია ჭავჭავაძე – Ilia Chavchavadze (1837 – 1907)
ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე 1837-1847 კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.
ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები…
ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.
კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად" -წი
...
Read More
|
-ვლად! გაიღვიძე, ვლად! დილა იყო სუსხიანი, გარეთ თოვდა. -ხო დიმიტრი, ხუთი წუთიც, და... -არანაერი ხუთი წუთი, ადე დროზე! დღეს ბევრი საქმე გვაქვს... -ჰმ...-კაცი ძილს განაგრძობდა. მერე ბიჭი ანას მიუბრუნდა, უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ ვერ შეძლო. გოგონას ისე ეინა, როგორც-ღრუბელზე ანგელოზს. თვალები ნაზად ქონდა მილულული,მშვიდად, უშპოთველად ეძინა. თავი მოხრილ ხელზე ედო, მეორე ხელის თითები კი ნაზად ეხებოდნენ მის სახეს. სუნთქავდა ღწმად, ნელა. თითო ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა იყო ისეთი ჩუმი გეგონებოდათ სულ არ სუნთქავსო. გავდა თვალდახუჭულ ფაიფურის თოჯინას, გრძელი,ხავერდოვანი წამწამები ისე ქონდა დახრილი გეგონებოდათ სადაცაა გაახელსო. სისხლისფერი ტუჩები თითქოს საკოცნელად იყო მომზადებული. ბიჭს ისე საოცრად მოუნდა დაუპლებოდა ამ ტუჩებს. "იძინოს" გაიფიქრა მან, შმოტრიალდა, ვლადს გადახედა, თავი გააქნია და ოთახიდან გავიიდა.
...
Read More
|
1917 წლის კომუნისტური გადატრიალების შედეგად რომანოვების დინასტია დაემხო, ხოლო 1918 წლის ივლისში ეკატერინბურგში ურალის საოლქო საბჭოს დადგენილებით ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს. მაგრამ გადარჩნენ ბებია და შვილიშვილი( მარია ფეოდოროვნა და ანასტასია რომანოვა). ისინი თავს (მატარებლით)გაგცევით უშველიან. დაძრულ მატარებელზე ასვლას მხოლოდ მარიე ახერხებს, პატარა ანასტასია ფეხდაფეხ მისდევს მას, უეცრად ძირს ეცემა და გონებას კარგავს. ხალხით სავსე მატარებელში გამომწყვდეული მარიე კი იძულებულია მიატოვოს შვილიშვილი. ათი წლის განმალობაში უშედეგოდ ცდილობდა დედოფალი დაკარგული ანასტასიას პოვნას...მან ფულადი ჯილდოც დაასახელა მპოვნელისთვის..დაკარგული პრინცესის ძებნაშია მთლიანი რუსეთი და ნახევარი ევროპა...მაგრამ ანას პოვნას მხოლოს ორი მოახერხებს....
**** -არაფერი გახსოვთ? -არა! სულ არაფერი ერთი მომენტის გარდა, ვიღაცას მივზდევ, ვცდილობ ხელი მოვკიდო, მაგრამ არაფერი გამომდის, ბოლოს კი.... -აჰა....თუ შეიძლება ცოტა მარცხნივ გაიწიეთ და იმ პორტრეტს მიუახლოვდით! ოთახში სამნი იყვნენ. ერთი-ხანში შესული, მსუქანი მამაკაცი, თმაში ჭაღა შეპარვოდა, სათვალე ეკეთა და შეფიქრიანებულიყო. მეორე-ახალგაზრდა ბიჭი, უგემოვნოდ და ღარიბულად ჩაცმული, წაბლისფერი თმით, თაფლისფერი თვალებითა და მოღიმარე სახით. მის წინ მდგომ გოგონას კითხვებით ავსებდა და ათვალიერებდა. გოგონა მარტო ი
...
Read More
|
შორეული ქალის ეშხი მოვა... მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის, სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის!
ზრდილი, ნაზი და მეფური, ჩემი ძველისძველი ლექსი არის უნებური სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით მოკისკისე ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით, მტანჯავს მსუბუქ მქროლი"
აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში მიჰქრის საშიშ-ჩქარი, და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი დოვინ-დოვენ-დოვლი: თოვლი, ფიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი.
|
ლიტერატურა (ლათ."littera" - (ანბანის ასო) - ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით - მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა ნაწარმოებთა ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება. განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით. პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:
...
Read More
|
« 1 2 ... 6 7 8 9 10 11 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|