1917 წლის კომუნისტური გადატრიალების შედეგად რომანოვების დინასტია დაემხო, ხოლო 1918 წლის ივლისში ეკატერინბურგში ურალის საოლქო საბჭოს დადგენილებით ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს. მაგრამ გადარჩნენ ბებია და შვილიშვილი( მარია ფეოდოროვნა და ანასტასია რომანოვა). ისინი თავს (მატარებლით)გაგცევით უშველიან. დაძრულ მატარებელზე ასვლას მხოლოდ მარიე ახერხებს, პატარა ანასტასია ფეხდაფეხ მისდევს მას, უეცრად ძირს ეცემა და გონებას კარგავს. ხალხით სავსე მატარებელში გამომწყვდეული მარიე კი იძულებულია მიატოვოს შვილიშვილი. ათი წლის განმალობაში უშედეგოდ ცდილობდა დედოფალი დაკარგული ანასტასიას პოვნას...მან ფულადი ჯილდოც დაასახელა მპოვნელისთვის..დაკარგული პრინცესის ძებნაშია მთლიანი რუსეთი და ნახევარი ევროპა...მაგრამ ანას პოვნას მხოლოს ორი მოახერხებს....
**** -არაფერი გახსოვთ? -არა! სულ არაფერი ერთი მომენტის გარდა, ვიღაცას მივზდევ, ვცდილობ ხელი მოვკიდო, მაგრამ არაფერი გამომდის, ბოლოს კი.... -აჰა....თუ შეიძლება ცოტა მარცხნივ გაიწიეთ და იმ პორტრეტს მიუახლოვდით! ოთახში სამნი იყვნენ. ერთი-ხანში შესული, მსუქანი მამაკაცი, თმაში ჭაღა შეპარვოდა, სათვალე ეკეთა და შეფიქრიანებულიყო. მეორე-ახალგაზრდა ბიჭი, უგემოვნოდ და ღარიბულად ჩაცმული, წაბლისფერი თმით, თაფლისფერი თვალებითა და მოღიმარე სახით. მის წინ მდგომ გოგონას კითხვებით ავსებდა და ათვალიერებდა. გოგონა მარტო იდგა ლამაზი სურათის გასწვრივ, რომელზეც რომანოვების მთელი ოჯახი იყო გამოსახული, მათ შორის პატარა პრინცესა ანასტასია. -გავს...-დაასკვნა წუთიერი სიჩუმის შემდეგ ბიჭმა-თან ძალიან გავს!. გოგონა მართლაც საოცრად გავდა პატარა პრინცესას,რომელიც სურათიდან უცქერდა მათ. ორივეს ცისფერი თვალები, წითური თმა და "სურნოსა" ცხვირი. -ვლად, ეს ის არის ვინც გვჭირდება...-მიმართა ჭაღრა კაცს ბიჭმა.მერე კი გოგონას მიუტრიალდა: -ხვალ საღამოს 8 საათზე პარიზში მივდივართ... გოგონას თვალები სიხარულით აენთო, ღიმილმა მოიცვა მისი სახე. შემდეგ მზერა იმ ბიჭზე გადაიტანა რომელიც ასე აკვირდებოდა. -ხო გენაცვალე ფულს ზუსტად გავიყოფთ, თუმცა არამგონია შენ კიდევ დაგჭირდეს ბოლოს და ბოლოს პრინცესა იქნები და....ირონიულად ჩაიცინა ჭაბუკმა და გოგონას ანიშნა გამოგვყევიო.სამივენი სხვა ოთახში გავიდნენ, რომელიც გვერდით მდებარეობდა. ეს ოთახი შედარებით პატარა, თბილი და მყუდრო იყო.ოთახი სავსე იყო ძველისძველი ავეჯით. ერთერთი კედლის შუაში ბუხარი იყო, დიდი მარმარილოთი მოპირკეთებული, შიგ ცეცხლი გიზგიზებდა. ბუხრის თავზე ნიკოლოზ რომანოვისა და მისი მეუღლის პორტრეტი ეკიდა. წინ იდგა დიდი სავარძელი, "დივნებით". მათ უკან იყო დიდი ძველებური, დამტვერილი ბუფეტი-ჩამტვრეული შუშებით, მის გვერძე მაგიდა, რომელზეც რამოდენიმე ბოთლი ლუდი და პური იდო. კედლებს ასაკი ეტყობოდათ, მაგრამ მაინც მყარად იდგნენ და ოქროსფრად ელავდნენ ცეცხლის შუქზე. -ვლად! მოდი დამეხმარე, მაგიდა სავარძელთან გადმომატანინე.....(გადმოიტანეს მაგიდა) -უი, მართლა, შენი სახელი?! -ანა... -უბრალოდ ანა, თუ ანასტასია?!-ირონიულად თქვა ბიჭმა. -უბრალოდ ანა. და თქვენ? -მე-დიმიტრი..ეს ვლადია.... სავარძელზე მოკალათდნენ "მასპინძლები", ანა კვლავ ფეხზე იდგა. -დაკექი შვილო...-დაუყვავა ვლადმა. გოგონაც ჩამჯდა იქვე მდგომ "დივანში". -აი აიღე, ბევრი არაფერია მაგრამ, ჩვენ ყვეგოფა... -მადლობთ.... -ანა, მოგვიყევი შენზე-მიმართა დიმიტრიმ გოგონას, რომელიც გემრიელად შეეგცეოდა ვახშამს(იმის მიუხედავად, რომ ეს მხოლოდ პური იყო). გოგონამ ლუკმა გადაყლაპა და დაიწყო: -როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემს წარსულზე ბევრი არაფერი მახსოვს. ჩემი ძველი ცხოვრება ერთ დღეს ქრება და როცა თვალს ვახელ ახალი იწყება...ბავშვთა სახლში 8 წლის მიმიყვანეს, თურმე გაყინული მიპოვეს მატარებლის ლიანდაგზე...სახელი ანა იმიტომ დამარქვეს , რომ მქონდა კულონი, სადაც ეწერა სახელი ''ანა'', აი,- გოგონამ კულონი მოიხსნა და დიმიტრის გაუწოდა, მან გამოართვა ხელში შეათამაშა და დააკვირდა. ოქროს ამულეტზე გარკვევით ეწერა : "პარიზში შევხვდებით ანა"... ბიჭმა გოგონას ყელსაბამი დაუბრუნდა. -განაგრძე! -ბავშვთა სახლში კარგი ცხოვრება არ მქონია,თუმცა არ ვწუწუნებ, რადგან ვიცი უარერიც შეიძლება მომხდარიყო. 18ის , რომ გავხდი იქიდან გამომიშვეს, ეს კი სულ რამოდენიმე დღის წინ მოხდა...არ ვიცოდი რა მექნა, სად წავსულიყავი. თუმცა გული პარიზისკენ მიმიწევდა...ბილეთი ვერ ვიშოვე, ვიზის გარეშე არ მომცეს, მე კი ვიოზა სად მაქვს! მერე მირჩიეს დიმიტრის მიაკითხე რომანოვების მიტოვებულ სასახლეშიო. მეც გავიკიტხე შენს შესახებ და მითხრეს რა საქმიანობას ეწევი, თუმრე გამდიდხება მოგინდომებია...ეძებ ისეთ გოგოს რომელიცსაოცრად გავს პრინცესა ანასტასიას... -აი მაგალითად შენ!-ჩაურთო დიმიტრიმ. -ნუ...ალბად, ხო...ვაღარებ ანასტასიას რაღაცით ვგავარ და ამიტომაც მოვედი...თუ არ ვიცი ჩემი წარსულის შესახებ არაფერი, გამორიცხული არაფერია არა?! -გეთანხმები. -და თუ არ აღვმოჩნდები პრინცესა, დედოფალი ყველაფერს სწორად გაიგებს, თქცენ კი უკაპუკოდ დარჩებით...მე არაფერს ვკარგავ , მაგრამ თქვენ?! -ხო, უფულოდ დავრჩებით, მაგრამ არამგონია შენი როლი ცუდად შეასრულო... -დიმიტრი! რამდენჯერ გითხრა! არავის მოტყუებას არ ვაპირებ!უბრალოდ ბედს ვცდი! -ხო, ხო! კარგი, მასე იყოს. ცოტა ხანი ორივე დუმდა...ცეცხლს შესცქეროდნენ და შეშის ტკაცუნს უგდებდნენ ყურს. მერე ორივემ ვლადს შეხედა, რომელიც ტკბილად თვლემდა. -კარგი ანა, ძილის დროა.-თქვა დიმიტრიმ და სავარძელში გვერდი იცვალა. -ხო, მართალი ხარ...დაამთქნარა გოგონამ და "დივანზე" მიწვა.-ძილინებისა დიმიტრი...თქვა და თვალები მინაბა.. ...სიჩუმის შემდეგ... -ძილინებისა ანა....
|