მთავარი » 2010 » აპრილი » 20
* * * სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო? სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო? დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო, ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!... შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო, შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო? შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო? - შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო! - ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო? - ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო! - ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო? - საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...
|
რაც მოწმენდილ ცაზე იწვიმებს, ბაგეს ეხება წვიმის წვეთები, ხელი შეახე თორემ იტირებს, ეგ წვიმა მევარ და გეფერები...
|
დაგელოდები მუდამ სიცოცხლე, რო გადაგივლის წყენა მიცოცხლე, თუ არ გაგივლის ასი წლის შემდეგ მე მაინც შენთან ერთად მიგულე, შენს გულში ვზივარ ვიცი გიცოცხლე, ვერ მომატყუებ ამას იცოდე, და მუდამ შენთან ვიქნები ერთად, ამას გიმტკიცებ ცხოვრების ფარად....
|
გკოცნი მიყვარხარ სულ ვფიქრობ შენზე ჩვენი გულები შეერთდა ისე როგორც ვარსკვლავი იბრწყინებს ისევ სამარადისოდ ცის კამარაზე..
.............................................................
ღამეა ჩუმი ღამეა წყნარი მე შენზე
|
მოდით იმ ბალიშს გაუმარჯოს რომელზეც გვიტირია, გვიფიქრია, მერე გარეთ უცემიათ, უბეგვიათ მაგრამ ჩვენი საიგუმლო არ გაუმხელიათ.
...............................................
ვიცი დრო მოვა ჩემ საფლავზე შენც ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
|
მე მაშინ შევცდი რომ სეგიყვარე როგორც კეთილი ადამიანი სულ დამავიწყდა ილიას სიტყვები ყველა კაცია ადამიანი?
................................................
გადის საატი დრო და წუთები გულს არ შორდება
|
მოწყენილი ხარ? ნეტავ რატო? კვლავ ცრემლი მოგდის? ასეთს რას ნატრობ, თავს კვლავ მარტო გრზნობ? მუდამ შენთან ვარ, მაინც ტირიხარ? მე ხომ მიყვარხარ..
.................................................
...
Read More
|
* * * გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი, ბავშვივით დამტუქსე თან, რა ცუდი ყოფილხარ, მომშორდი, გამცილდი, როგორ გამიბედე თქმა...
არა, თავს იქნევ, სასტიკად უარობ, მეძახი ცუდსა და შლეგს, მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ, როგორი კარგი ხარ შენ!...
|
* * *
უპატრონოთა სახლში გაზრდილი გოგონას ვედრება ღვთისმშობლისადმი
ღვთისმშობელო დედაო, ჩივილს შემოგბედაო, ობლის მოთქმა-ვაებას თუ შეისმენ ნეტაო. ჩემი დედა სად არი, ანდა მამა სადაო, ასე რად მომიძულეს, რა აქვთ ჩემთან სადაო. ალბათ სხვა ჰყავთ შვილები, კარგადაც ჰყავთ ყველაო, ნუთუ არ ენატრებათ მათი ცუგრუმელაო? ერთმა ქალმა მიშვილა - სიზმრად ასე ვნახეო, შენი ჰქონდა თვალები, ღიმილი და სახეო. არაფერი არ მინდა, ერთ რამეს გთხოვ თანაო: დამასიზმრე, დედიკო, მისი იავნანაო...
|
ილია ჭავჭავაძე – Ilia Chavchavadze (1837 – 1907)
ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე 1837-1847 კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.
ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები…
ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.
კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად" -წი
...
Read More
|
ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა, აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია, ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა, მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა, სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი, თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
...
Read More
|
მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას , მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას, ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას, მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას,
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან, მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან, და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი.
|
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა, მე კი თურმე სად დამღამებია,- შენ რომ გიყვარდა,_ ის ქალი მე ვარ, შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_ შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა, მე უშენობის დაღი მატყვია; შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს_ ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია; შენ ეძახოდი ვირაცა ასულს და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,_ მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.
|
როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება, ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული, საოცარია დასისხული ცის გათეთრება, როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული... მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება.... უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში... გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს, ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....
............................................................................
მე როგორ გენდო შენ თუ არ მენდე, არ მეკარები შენ სიახლოვეს,
...
Read More
|
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა…. შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე
...............................................................................
,მე სიყვარული ლოთივით შევსვი და ახლა ვითვლი დღეებს ფეთიანს, საოცნებოა კვლავ შენი ბაგე, შენი თვალები ისევ ღმერთია. მე ისევ ლექსებს დავემოყვრები და შენ მოგიძღვნი ფიქრთა ხეტიალს. რაც იყო,იყო ვერ დაგივიწყე, ეს განშორებაც მეტისმეტია. ისევ მარტო ვარ,შენზე ვლოცულობ, ეს ჩემი ლოცვაც ისევ კენტია..
|
"ბოლოს აქ, რომ ვიდექი, სულ პაწაწინა ვიყავი, მეწამურ ყაყაჩოებს ვაგროვებდი და დედას, სულ უკან დავზდევდი, ამიტომ მოფერებით "კუდს" მეძახდა...ეჰ..იმის მერე რამდენმა წყალმა ჩაიარა, დიდმა დრომ განვლო.." ახალგაზრდა, ყმაწვილი ქალი გადაწითლებული ველზე იდგა სულ მარტო, გასცქეროდა მიდამოს და მოგონებების მორევს ჩაეთრია...მთელი ბავვობა აქ გაატარა , დილიდან საღამომდე აქ დარბოდა, თამაშობდა...რამდენი ტკბილი მოგონება აკავშირებს ამ მდელოსთან..."აქაურობა კვლავისეთი ლამაზია, როგორც მაშინ.."ჩუმად ფიქრობდა გოგონა და ყურს უგდებდა ბუნებების ჩურჩულს. ...ესმოდა როგორ არხევდა აყვავებულ, ამწვანებულ ხეებს, და მათ ფოთლებს ნაზი სიო. ესმოდა როგორ უმგეროდა სიო ბალახს, მორცხვ იებსა და სისიხლისფერ ყაყაჩოებს.. "მზეც კი ისევ ისეთი მცხუნვარეა, სიოც ისეთივე თბილი, მისევ ისე უბერავს ველს ტალღასავით, ცაც კვლავ კრიალაა, ღრუბლები ფუმფულა და თეთრი." ბოლოჯერ იგი აქ მაშინ იდგა როცა ეგონა სამუდამოდ ტოვებდა ამ მხარეს...მაშინ სულ არტო იდგა ამ ველზე და ეგონა სამდამოდ ემშვიდობებოდა წარსულს..დღე როცა გაგზავნეს პანსიონში, დღე როცა ყველა მოგონება, სიხარული თუ სევდა დამარხა გულში. ...ამ დღეს ბოლოჯერ დაკრიფა ხელით სისხლისფერი ყაყაჩოები და წავიდა.... "არ მჯერა ,რომ მე კვლავ აქ ვარ, კვლავ ვგრძნობ ამ გარემოს მათრობელა სურნელს, კვლავ ვხედავ შავთვალა ყაყაჩოებს(ო, ღმერთო თითქოს ათასი თვალის მზერას)"... ...ქალმა კვლავ მოავლო თვალი იქაურობას, დიდი სიხარულით აევსო გული, თვალები გაუბრწყინდა ვი
...
Read More
|
ხომ მოვა ის დღე , როცა გიხილავ როცა შევხვდები შენს თვალებს სადღაც.. მასში დავითვლი თითეულ ელვას, თითეულ ელვას გავიხდი წამლად!
შენზე ფიქრებმა სილა გამაწნეს, დამიმორჩილეს , არ მკითხეს აზრი ისევ მიყვარხარ, ისევ გნატრულობ, მაგრამ მე მაინც მივხურე კარი....
მივხურე კარი, დიდხანს შევყურე ვერ აღვიქვავდი, როგორც სიმართლეს, მაშინ ფიქრები ჩემს გულში გაჩნდნენ და ჩადენილი გამისამართლეს...
გავმიჯნე აზრი, ესეც შევძელი, გავყევი იმ გზას , სულ რომ ვეძებდი, ვეძებდი , მაგრამ , როცა ვიპოვე მე მასზე გასვლა ვეღარ შევძელი...
შენს მზერას ვგრძნობდი, სადღაც ფიქრებში ის მიბრძანებდა კვამლში დაკარგვას, საწადელს მისწვდა ჩაებღაუჭა და მერე ისევ გადაიკარგა ..
გადაიკარგა , მანამდე სანამ ხელახლა მოვა ფიქრების წვიმა ..
|
-ვლად! გაიღვიძე, ვლად! დილა იყო სუსხიანი, გარეთ თოვდა. -ხო დიმიტრი, ხუთი წუთიც, და... -არანაერი ხუთი წუთი, ადე დროზე! დღეს ბევრი საქმე გვაქვს... -ჰმ...-კაცი ძილს განაგრძობდა. მერე ბიჭი ანას მიუბრუნდა, უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ ვერ შეძლო. გოგონას ისე ეინა, როგორც-ღრუბელზე ანგელოზს. თვალები ნაზად ქონდა მილულული,მშვიდად, უშპოთველად ეძინა. თავი მოხრილ ხელზე ედო, მეორე ხელის თითები კი ნაზად ეხებოდნენ მის სახეს. სუნთქავდა ღწმად, ნელა. თითო ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა იყო ისეთი ჩუმი გეგონებოდათ სულ არ სუნთქავსო. გავდა თვალდახუჭულ ფაიფურის თოჯინას, გრძელი,ხავერდოვანი წამწამები ისე ქონდა დახრილი გეგონებოდათ სადაცაა გაახელსო. სისხლისფერი ტუჩები თითქოს საკოცნელად იყო მომზადებული. ბიჭს ისე საოცრად მოუნდა დაუპლებოდა ამ ტუჩებს. "იძინოს" გაიფიქრა მან, შმოტრიალდა, ვლადს გადახედა, თავი გააქნია და ოთახიდან გავიიდა.
...
Read More
|
მიყ-ვარ-ხარო...
გახსოვს? მე გითხარი რომ მკითხავდი - რად, არ მქონდა მოკრეფილი ცა, როცა უკვე მიილია მზე და საცაა შეერევა ზღვას...
გახსოვს? მე გითხარი რომ მკითხავდი - რად, არ ვსუნთქავ უხეშად და შენ- თვის, მხოლოდ შენ - ზურგს უკან და ყურის ძირში ხმა, გეუბნება-
მი-ყვარ-ხარ-ო,
თუ არც გჯერა, თუ...
გახსოვს? პეპლებს როგორ ერეოდათ გზა, შუქზე როგორ ილეწავდნენ ფრთებს ხოდა კარგო ჩვენც იმ პეპლებს ვგა- ვართ მზისთვის რომ გაწირეს ფრთა...
|
წამი... თუ შემაქცევს ზურგს... ისევ, ატირებულს მნახავ... მე ხომ, უშენობა მძულს... ისევ, ამატირე ახლა...
წამი... თუ შემაქცევს ზურგს... ცრემლით ამოვივსებ თვალებს... ისევ, გავისიებ გულს და დაველოდები ხვალეს...
წამი... თუ შემაქცევს ზურგს... წვეთი თუ ამივსებს ლოდინს... წლებზე გადავიტან შურს, ოღონდ, მოგეფერო როდის...
წამი... თუ შემაქცევს ზურგს, ცრემლით გაპოხილა დილა... წამებს დავივიწყებ სულ, თორემ, უშენობით გრილა...
წამი... თუ შემაქცევს ზურგს... ისევ, მიმატოვებ ახლა მაინც, ამიწეწავ სულს, მაინც, გადამრევ და წახვალ...
წამი... თუ შემაქცევს ზურგს... და თუ დამივიწყებ წამით... ღამეს, ამოვგლიჯავ გულს... და მზეს დავაბრუნებ ღამით...
|
(შეიგრძენი) მელოდია...
დღეს პირველად გავიღვიძე მზის ამოსვლასთან ერთად, ფანჯრის შუშებზე წვიმის ნაკოცნის შერჩენილ ლაქებს ვაკვირდებოდი, რომლებიც მზის სხივებმა გააფერმკრთალა! ჰო, ეს ისევ უშენო დილა იყო და გალამაზება არ ეწერა! კარის ჯახუნის ხმა მომესმა, რამდენჯერმე განმეორდა და მერე... გავუყევი თითქოს დაუსრულებელ გზას! -დილა მშვიდობისა!-სკოლაში შესვლამდე ყველას მივესალმე და მეც შევუერთდი ერთ აურზაურს; რაღაცას ბოდიალობდნენ, ბუზღუნებდნენ, ყვიროდნენ, ჩურჩულებდნენ და მათ შორის მხოლოდ მე მესმოდა საკლასო ოთახის დიდი ხნის გაუწმენდავი ფანჯრების რაფაზე შემოსკუპებული ბეღურების საუბარი. ზარი დაირეკა, მერე მას მასწავლებლის ყვირილის აუტანელი მელოდიაც მიემატა და შუადღემდე საათი ნერვებისმომშრელად გადაიღალა (მხოლოდ წიკწიკით). არ მახსოვს სად, შენს საძებნელად წავედი; კარგად დავუფიქრდი ქუჩის კუთხეში მდგომი ობოლი ბავშვის ვედრებას, მოწყალება გავიღე და ნაბიჯს ავუჩქარე. იქვე, მეტროსთან დალაქულ, ძველ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი შემეჩეხა; მღეროდა რაღაცას ჩემთვის ზედმეტად ნაცნობს, მაგრამ იმ დროისთვის გაურკვეველს.. თვალები დავხუჭე, ორიენტაციის გარეშე განვაგრძე გზა და ჰაერი შემეჯახა; ჰო, ჰაერი.. მანქანის უცაბედი დამუხრუჭების მელოდიამ გამომაფხიზლა, ვიღაცამ ხელი მოულოდნელად ჩამკიდა, აღელვებულმა მკითხა: -როგორ ხართ?!...-არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ თვალებში ჩავხედე! -გამიშვ
...
Read More
|
შემოდგომის ნაღველს გაჰყვა ყვავილების ფარჩა, ოცნება და იმედები ბავშვობაში დამრჩა...
სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, სევდამ დაიბუდა, ჩვენ ორივეს რომ გვიყვარდა, ის ხე გაიბუტა... აღარ მივქრი, აღარ მივდევ იმ ოცნებებს ფრთამალს, რომ დარეკო, ვეღარ მიცნობ, სევდიანი ხმა მაქვს. სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, დათარეშობს ქარი, შენზე ყველა მოგონებას ჩავურაზე კარი...
...
Read More
|
მე-"ადამ-იანი"... სარკის წინ...
დაწყება მუდამ რთულია, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყო ადამიანმა.. მეც ვიწყებ მზის ამოსვლასთან ერთად ჩემს ცხოვრებას, არა ისე როგორც თქვენ!.. მე ხომ ყოველ დილით ზეცას ვუყურებ და მზეს ვუღიმი! მე ადამ-იანი ვარ!... სულ რაღაცას ვეძებ, რაღაც ახალსა და სამყაროსგან მოწყვეტილს! მე ხომ ასე მინდა.. მე აქ არ მინდა, მე ხომ იისფერი ვარ და გული არ მაქვს! ისე, უბრალოდ ხელისგულებით ვსუნთქავ და ვფაციფუცობ ჩემს ცხრაკლიტულში! მე არ ვაღმერთებ არავის, მაგრამ ვაღმერთებ მუსიკას!... ვუსმენ Deep Purple-ს Picture Within-ს და სულს ვითბობ!.... იცი?! ასეთი მუსიკის მოსმენაც ცოდვაა.. თუმცა რას ვიზამ, მე საკუთარ ცხოვრებას ვერ დავთმობ!... თითქმის ყოველ კვირას დაუგვიანებლად მივდივარ ეკლესიაში, ხმაამოუღებლად ვუსმენ მამაოს ხმის გუგუნს და გულში ვამბობ: "მამაო ჩვენო..." სანთლები მენანებიან! ცეცხლს რომ წავუკიდებ მათ ნაღვენთს ვეფერები, ველოლიავები, მგონია რაღაც სტკივათ! ერთი დიდი ცოდვა მაქვს კიდევ, საკუთარ თავს არ ვეძებ! არა, ამას სახელიც არ აქვს, უბრალოდ ცოდვაა.. ფიქრები, ოცნებები ზეცისკენ მექაჩებიან, მაგრამ ძლიერად ვკიდებ უხილავ ძაფებში პაწია თითებს, არ ვაძლევ უფლებას წამიყოლიონ, თორემ შევრჩები ღრუბლებს! მე მათ ჩემს ციხეში ვკეტავ, უსამართლო მოსამართლე ვარ უდანაშაულო დამნაშავეების დამსჯელი! მე ნელ-ნელა ილუზიები მიფერმკრთალდება და მეშინია სადმე არ ჩავიკარგო; ჩუ!..-მე ვაჩუმებ სამყაროს როცა ჩიტები გალობენ!.. ვმრუშობ კი
...
Read More
|
არ მითხოვია - ჩემთან მოდი, თავად მოხვედი... თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება, არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი,
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მითხოვია - ვიყინები, ხელებს გამითბობ? შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო, არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა, არ მითხოვია, და მე დღემდე არაფერს ვითხოვ.
არ მითხოვია - ერთხელ მაკოცე, ვიყავი ჩუმად, ფრთხილად შემეხე, გადამიწიე სახიდან თმები, მე თვალებდახრილს შენი გულის ცემა მათბობდა, შენ გაღიმებულს გაოცებდა ჩემი თვალები.
არ მითხოვია - გამიღიმე, თავად მიღიმი, ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს, არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი, შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.
არ მითხოვია – დამიბრუნდი, და ამას არც გთხოვ, რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა, ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი, და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს, ვერა და…ვერა
|
..............................
|
ყველაზე
|
Katie Fogarty - FASHION MODEL
Height: 178 Bust: 79cm / 2'7 Waist: 56cm / 1'10 Hips: 84cm / 2'9" Dress: 32cm / 1'0" Waist: 56cm / 1'10" Hair: light brown Eyes: blue Shoe: 39cm / 1'3
...
Read More
|
Coco Rocha - The American Museum
|
ქანთრის სტილის მუსიკა ამერიკაში და მთელ მსოფლიოში დღითი დღე პოპულარული ხდება. 2010 წლის ACM ანუ Academy of Country Music Awards გაიმართა 18 აპრილს.ის რიგით 45ეა დაჯილდოების ისტორიაში.დაჯილდოება გაიმართა MGM Grand Garden Arena-ში,ლოს ანჯელესში. უნდა აღინიშნოს რომ ეს დაჯილდოება წარმატებული აღმოჩნდა ქერი ადრევუდისთვის,ტეილორ სვიფტმა კი ვერ შესძლო ტიტულის მოპოვება.
გამარჯვებულთა მოკლე სია კი ასეთია:
Entertainer of the Year(წლის მომღერალი) გამარჯვებული: Carrie Underwood Kenny Chesney Toby Keith Brad Paisley George Strait Taylor Swift Keith Urban Zac Brown Band
Top Female Vocalist of the Year(წლის მომღერალი ქალი)<
...
Read More
|
country მუსიკის ჯილდოები
[u]ქანთრის საუკეთესო შესრულება ჯგუფის ან დუეტის მიერ ნომინანტები:
Lady Antebellum – "I Run To You" Brooks & Dunn – "Cowgirls Don't Cry" Zac Brown Band – "Chicken Fried" Rascal Flatts – "Here Comes Goodbye" Sugarland – "It Happens" გამარჯვებული:
La
...
Read More
|
19 წლის ამერიკელი მსახიობის უილა
|
”შეშლილი სიტყვები არიან ნამდვილი... მოჰგვანან უაზროდ დაბნეულ მძივებს... მძიმე არასდროს არ არის წერტილი,-- წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე!..”
..........................................
|
ისევ მეძახი, სადღაც შორიდან... უშენოდ მხრები როგორ გავმართო? მთელი ცხოვრება, შენსკენ მოვდივარ... შენ კი, მიდიხარ უმისამართოდ...
ისევ მეძახის ნატანჯი ფიქრი... შენზე ოცნება, გასაოცარი... მთელი ცხოვრება, მე შენსკენ მივქრი... შენამდე გზა კი, ისევ შორს არი...
...
Read More
|
1917 წლის კომუნისტური გადატრიალების შედეგად რომანოვების დინასტია დაემხო, ხოლო 1918 წლის ივლისში ეკატერინბურგში ურალის საოლქო საბჭოს დადგენილებით ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს. მაგრამ გადარჩნენ ბებია და შვილიშვილი( მარია ფეოდოროვნა და ანასტასია რომანოვა). ისინი თავს (მატარებლით)გაგცევით უშველიან. დაძრულ მატარებელზე ასვლას მხოლოდ მარიე ახერხებს, პატარა ანასტასია ფეხდაფეხ მისდევს მას, უეცრად ძირს ეცემა და გონებას კარგავს. ხალხით სავსე მატარებელში გამომწყვდეული მარიე კი იძულებულია მიატოვოს შვილიშვილი. ათი წლის განმალობაში უშედეგოდ ცდილობდა დედოფალი დაკარგული ანასტასიას პოვნას...მან ფულადი ჯილდოც დაასახელა მპოვნელისთვის..დაკარგული პრინცესის ძებნაშია მთლიანი რუსეთი და ნახევარი ევროპა...მაგრამ ანას პოვნას მხოლოს ორი მოახერხებს....
**** -არაფერი გახსოვთ? -არა! სულ არაფერი ერთი მომენტის გარდა, ვიღაცას მივზდევ, ვცდილობ ხელი მოვკიდო, მაგრამ არაფერი გამომდის, ბოლოს კი.... -აჰა....თუ შეიძლება ცოტა მარცხნივ გაიწიეთ და იმ პორტრეტს მიუახლოვდით! ოთახში სამნი იყვნენ. ერთი-ხანში შესული, მსუქანი მამაკაცი, თმაში ჭაღა შეპარვოდა, სათვალე ეკეთა და შეფიქრიანებულიყო. მეორე-ახალგაზრდა ბიჭი, უგემოვნოდ და ღარიბულად ჩაცმული, წაბლისფერი თმით, თაფლისფერი თვალებითა და მოღიმარე სახით. მის წინ მდგომ გოგონას კითხვებით ავსებდა და ათვალიერებდა. გოგონა მარტო ი
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 9 სტუმარი: 9 მომხმარებელი: 0 |
|
|