♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 20 » ...............
4:40 PM
...............


როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება,
ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული,
საოცარია დასისხული ცის გათეთრება,
როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული...
მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე
საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად
სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე
და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება....
უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით
და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად
აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით
და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში...
გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს
გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი
შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,
ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....



............................................................................



მე როგორ გენდო შენ თუ არ მენდე,
არ მეკარები შენ სიახლოვეს,
შენზე ფიქრებმა გულზე დამგლიჯეს,
შენ ჩემი ტანჯვა თან გსიამოვნებს.
შენ სურვილი გაქვს მაეჭვიანო.
შენ სიყვარულში დავაგვიანო,
სმენა არ გინდა რამე გიამბო,
ეგ ნორჩი გული რომ დაგიამო,
სინამდვილეში მე კი გიყვარვარ,
არ გინდა გული გარეთ ამხილო,
მე რომ თვალებში შენ რომ ჩაგხედავ,
მინდა სიცოცხლის ცრემლი გადინო...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1149 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:35 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 28
სტუმარი: 28
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024