♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 09


ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: Взломанный дом
გამოსვლის წელი: 2009
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: სემ ჰარპერი
როლებში: დენი დევიტო, ტომას ფ. უოლსონი, ბრი ლარსონი, რაიან ჰანსენი, კირნან შიპკა, ჯონ ფარლი, ტაბიტა ტეილორი...

ფილმის შინაარსი:
ფილმი მოგვითხრობს ყოფილ მეხანძრეზე, რომელიც სულ ახლახანს წავიდა პენსიაზე, და ეხლა ოცნებობს ისიამოვნოს ოჯახით. ამისგან რათქმაუნდა არაფერი გამოვიდა, რადგან მისი 20 წლის შვილი ცხოვრობს მასთან თავისი ცოლით. მან არ იცის რა უშველის, ამიტომ იგი გადაწყვეტს მოიტაცოს მათი შთამომავალი.
გამომშვები: აშშ, Capacity Pictures
ხანგრძლივობა: 01:24:09
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)[ლიცენზია]

ფაილი:
ფორმატი: AVI
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 624x352, 976 Kbps
აუდიო: MP3, 128 Kbps


... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გიანდერძებ ამ ვარსკვლავებს
დაუნდობელ ამ საწუთროს
დაგიტოვებ ამ ჩემს მკლავებს
რომ ხანდახან ჩაგეხუტოს.
დაგიტოვებ ლამაზ ჩიტებს
ლექსის დამწერს მოგცემ პეროს,
გინადერძებ ამ ჩემს თითებს
რომ ხანდახან მოგეფეროს.
დაგიტოვენ მთვარეს ცაში
თუ მოუვლი იმას ნეტავ,
გიანდერძებ თუ არ წაშლი
და ხანდახან შნც შეხედავ.
დაგიტოვებ ლამაზ ქუჩებს,
ყველა ყვავილს ვარდს და მიმოზს
გიანდერძებ ამ ჩემს ტუჩებს
რომ ხანდახან გაგიღიმოს.
იმას ვინც მე შემიყვარებს
დავუტოვებ მთას და ფერდობს
გიანდერძებ ამ ჩემს თვალებს
რომ ხანდახან შემოგხედოს.
დაგიტოვებ გრძნობას ულევს
და ლექსებით სავსე თაროს
გიანდერძებ ამ ჩემს გულებს
რომ ხანდახან შეგიყვაროს
დაგიტოვებ ამ ჩემს სახელს
დაგიტოვებ, ოღონდ მენდე
გიანდერძებ ამ ჩემს სახეს,
რომ ხანდახან გაგახსენდე.
ვგრძნობ სიკვდილი უკვე მოდის
შევაგროვებ შნთვის ვარდებს
დაგიტოვებ ამ სულს ცოდვილს.
რომ ხანდახან შენც გიყვარდე .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ეძებე იდეალი,მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი
იპოვე სიყვარული ,მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი!
იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თOრემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჩვიანი,ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ ,გიჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფილაქნებით მოკირწყლულ ლაბირინთებში ორმაგად ხმამაღლა ისმის შენი ნაბიჯები და იძულებული ხარ იფიქრო იმაზე,სად მიდიხარ... როცა მიმართულებებზე ფიქრი მოგწყინდება,აუცილებლად შენიშნავ სად მთავრდება ფილაქანი და იწყება მინდორი. . . როგორც წესი,ხასხასა მწვანე ხასხასა ლურჯით იცვლება ხოლმე და გამომდინარე იქიდან რომ,ცაში ჩვენ ჯერ არაფერი გვესაქმება, ლურჯი ტბაა და და მის ნაპირზე ჩამომჯდარი,აუცილებლად დადგები ლოდინის ხასიათზე.ტბის პირას დილა-საღამოს ნისლი მოდის,იშვიათად გემი მგზავრებით და უფრო იშვიათად ნავი,საღებავაქერცლილი, სევდიანი მეზღვაურით და არაიშვიათად ღორმუცელა იხვები.
Bბოლოს,როცა ტბის პირას ვიჯექი, ჰაერში უკვე შობის სუნი იდგა,მე დრო არ მყოფნიდა და ჩემს გვერდზე მჯდომი წყვილის გადაყრილ ნამცეცებზე იხვების ნაცვლად გედები მოდიოდნენ,სათითაოდ,ხაზზე ჩამწკრივებულები...
ჯარისკაცები,ომის,სისხლი, ცრემლი და დრო გამახსენდა. . .
ეგრეა,როცა რამეს ელოდები,ნელ-ნელა მოდის და როცა რამე ძალიან გიყვარს, ის უცბად ქრება. . .
ახლაც,ჯერ თოვლი მოვა,მერე შობა,მერე ახალი წელი და მერე გაზაფხულის ლოდინი. . .ჩემ მეგობარს კი თავისი ბიჭი სულ ორ წამში აღარ ყავდა,როცა სხვა ბიჭებთან ერთად ჩამწკრივებული ომში წავიდა. . .
შობა მაინც მოდის. შობაზე სულ სიმყუდროვე მჭირს,შიზოიზმი ცოტა ხნით იკურნება და მინდა რომ საჩუქრების მაგივრად ზღაპარს ველოდებოდე. . .

ამიტომ,გადავწყვიტე,წელს ყველამ,ვისაც გიყვართ ზღაპრები,შობა,სიმყუდროვე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1170 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ძალიან მომენატრა სახლი,რომელიც არასოდეს მქონია და სახლი,რომელიც სახლიც არ ყოფილა...
ჩემი ბავშვობის საოცნებო ქოხი მომენატრა,ტყეში რო უნდა მდგარიყო და ძალიან მყუდრო და წყნარი ყოფილიყო...
კიდე,ის ფიქრები მომენატრა,რომლებითაც მაშინ მქონდა თავი გამოტენილი და სადაც არ არსებობდნენ მოვალეობები, პასუხისმგებლობები, სამსახურები და გადასახადები...
მით უმეტეს გლობალური დათბობა და გამრავლებული ტერაქტები...
მე ჩემი საკუთარი, ვაშლისჭამამდელი თავი მომენატრა,რომელსაც არ ჭირდებოდა წვალება და ტკივილი არსებობის უფლების მოსაპოვებლად...მას მარტო ქოხზე ოცნება, ლინდგრენის წიგნები და გემრიელი ღვეზელები ჭირდებოდა ბედნიერებისთვის...
მაშინდელ ჩემ თავს წარმოდგენაც კი არ ქონდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ ,მაგრამ მტკიცედ იცოდა,რომ რაც არ უნდა ეთქვა,სწორი იქნებოდა,იმიტომ,რომ პიროვნება იყო და პიროვნებებს,თავიანთი აზრები და შეხედულებები აქვთ....
დილას იმიტომ კი არ იღვიძებდა,რომ ათასი საქმე ქონდა მოსასწრები დაღამებამდე,უბრალოდ,დილაობით ჩიტები ისეთ ეტიუდებს ასრულებდნენ მის ფანჯრებთან,რომ მათი არმოსმენა ყველაზე ცუდი რამე იქნებოდა,რის გაკეთებასაც ის შეძლებდა...(თან მზეც უკვარდა და ბალახზე ნამიც)...
კიდე,ის ადამიანები მომენატრა,მაშინ რო ვიცნობდი და უგამონაკლისოდ ყველა კარგი რომ იყო...
ვერ გავიგე,როგორ იქცნენ ის ხალხი ნარკომანებად,ქურდებად,წვრილმან ხულიგნებად და უბრალოდ , პრინციპების გარეშე მცხოვრებ ერად...
მაშინ მარტო ჩვენი მეზობელი ქალი არ იყ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე- ძველი,დახეული ჯინსი
ხან ვადაგასული იდეალების და ხან მოდურობის დეტალი...
შემთხვევითი ლაქებით აბლაბუდებიან კარადაში.

მე, მზიან ამინდში ღრუბლის ნაგლეჯი,
მრავალჯერადი ტრანფორმაციების მიუხედავად
მალე გაქრობის პერსპექტივით.

მე ეპიზოდი შენი წელიწადში რამდენიმე საღამოდან
შეუკრავი კვანძით, არარსებული სიუჟეტით და ზედმეტი პერსონაჟებით;
სუფლიორი ასეთ საღამოებში ისვენებს ხოლმე და ჩვენც აუცილებლად გვავიწყდება ჩვენი სიტყვები,
რაც გვაიძულებს გაგვახსენდეს ერთმანეთის ძარღვებისკენ მიმავალი გზები.

მე ექოს გამეორებული ბგერები კლდეებში
ფრაგმენტულად აღქმული.

მე- წვიმის გუბეს აცდენილი წვეთი
არაფრისთვის დაწყებული ფრენის სულელური და ხასიათს უცნაურად ზუსტად მორგებული ფინალით.

მე- შენ ფსკერზე დარჩენილი ნალექი,უცნაური წინასწარმეტყველური ნიშნების შემცველობით.
მე- ქრონოლოგიურად არათანმიმდევრული და შინაარსობრივად შეუსაბამო ფაქტების ერთობლიობა.
მე- საკუთარ თვითშეფასებას ასევე საკუთარ თმებში ცუდად დამალული მუხლებგადატყავებული ჯიუტი ბავშვი.
მე- შიშის დიდ თვალებს უკან ქუთოთოებჩამოფარებული.
მე- შენი,თქვენი,მათი ორბიტების მძებნელი ათასგვარ აბსტრაქციაში ჩაბუდებული ადვილად ამოსაცნობი არამფრინავი ობიექტი.

p.s.როცა ბევრი რამე ხდება,როცა ბევრი ლუდი შეიწოვება და როცა სავსე ხარ, როცა გინდა ადამიანები შენთან მოვიდნენ და ისევ გუშინდელი ამბავი არ მოუყვე,იმიტომ რომ სხვა ამბები გაქვს,შენს მაგივრად თვითშეფასება იძი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1175 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დედამიწა სავსეა ფერებით…
შეცნობილით…თვალით აღსაქმელით…დანახულით…
მაგრამ არის კიდევ სხვა….
სულში არსებული ფერები (სული ყველაზე მთვარი მოქმედი პირია მუდამ ჩვენს პლანეტაზე)
ისეთი,რომელთა შეცნობაც მხოლოდ იმ ადამიანზეა დამოკიდებული,ვის სულშიც ჩაბუდებულა ესა თუ ის ფერი…
თუმცა შეიძლება ისე გალიოს წუთი-სოფელი ბევრმა,ვერცერთის არათუ შეცნობა,არამედ აღმოჩენაც კი ვერ შეძლოს…
მათ კი ვინც უკვე აღმოაჩინა,არ გაუკვირდებათ ჩემი დღიურად გასიტყვებული სისულელენი …
მონატრებისფერი ყველაზე ცუღლუტად დაუმორჩილებელი ფერია…
რაც არ უნდა ეცადო მისთვის თვალის არიდებას,მაინც ჯიუტად გიფარფატებს "ცხვირწინ” და ენას გიყოფს :)
ეს ის ფერია,რომელმაც ერთი თუ აიშვაააა,მერე…..ოოოოოოოო…
მერე იმედი აღარ უნდა გქონდეთ რომ რამეს მოუხერხებ…
კაკტუსივით ჩხვლეტია ეკლები აქვს და მაინც სასიამოვნოა მისი შეგრძნება :)
სუუუულელი სუუუულელი ფერი-განცდად ქცეული, ახლა სწორედ მასე დათარეშობს ჩემი კლავიატურის ახლოს და მთელი მონდომებით ცდილობს ყურადღება მიიქციოს….
ხოდა გავიქეცი :D იმედის გაცრუება არ მჩვევია და მივხედავ ამ "გადარეულს” და მივუჩენ როგორმე სულის პალიტრაზე თავის ადგილს…
თქვენ კი…
თუკი რომელიმე გზა(ნეტ)არეული შემოეხეტებით აქ,ამ პლანეტაზე და ამ ნაწერს წააწყდებით,ნუ დაიზარებთ წაკითხვას და გაიღიმეთ…
ჩემს თბიიილ სი სუ ლე ლე ზე ….

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ვიცი, რატომ არ ვწერ ხოლმე როგორ მიყვარხარ.
ისე მიყვარხარ და ისე მენატრები, რომ ხანდახან მინდა თვალები დავხუჭო და აღარ ვიცხოვრო სანამ არ მოხვალ.
ყოველ მოახლოებაზე, შენი სურნელი რომ მცემს, ჩემში რაღაც არაადამიანური ინსტინქტები იღვიძებს.
მინდება, დაგახრჩო ან გიკბინო ან ცოტაოდენი ხორცი მოგაგლიჯო.
შენც იცი ეს და ჩემი კანიბალური ვნების დასაკმაყოფილებლად ხელზე კბენის უფლებას მაძლევ ხოლმე. მერე ნაკბილარები გემჩნევა :(
რა ვქნა, რომ ასე უცნაურად გამოვხატავ სიყვარულს?
რაღაც ისეთი გემო გაქვს. არცერთი საჭმლის, რაღაც სხვა.
არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ყოველ დღე წინაზე უფრო მძაფრად მიყვარდები.
ახლა ძალა გამოცლილი ვზივარ. მთელი დღეა ვდარდობ შენზე. თან ვმუშაობ, თან ვდარდობ, თან საჭმელს ვაკეთებ, თან ვდარდობ, თან სახლს ვალაგებ, თან ვდარდობ…
არ გირეკავ, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ და რომ გავიფიქრებ ხოლმე, აი ახლა დავურეკავ, ზუსტად მაშინ ისმის შენი ზარი.
როგორ ხდება, რომ სულ მასწრებ?
ჩემთან რომ ხარ, ვფიქრობ, ”ნეტავ წავიდეს ერთი-ორი დღე, დავფიქრდები, ვიმუშავებ, რამეს ვისწავლი, საკუთარ თავს მივხედავ”-მეთქი…
მაგრამ როგორც კი მიდიხარ – მთელი სხეული მტკივდება და გული მეკაწრება.
და სანამ მივხვდები რომ უსაშველოდ მომენატრე, ლამის სისხლისგან დავიცალო…
მეორე დღეა რაც წახვედი და სახლი სახლს არ ჰგავს, კარები – კარებს, კედელი – კედელს, საწოლი – საწოლს.
გარშ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ჩემს თამბაქოს,დხეს გაცილებიტ ბევრი
ფერფლი დავაყრევინე,
ვიზრუნე სხვებზე,ვიფიქრე ჩემზე,ჩემი ცხოვრების
ხვალინდელ დხეზე.
მე ისევ მინდა ვაბოლო ფიქრებს და ვესაუბრო,
უსულო ნივთებს.

ჩნდება იმედი რომ ეს ცხოვრება,წამიტ მაინც მორთავს,
ყოფას ჩვენსას ჭარბ-ფეროვნებიტ,
ჩვენც მას შევხ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამით ტალღებს შენზე ვესაუბრები ისიც მისმენს მისმენს და ღელავს ღელავს სიე როგორც მე ვღელავ შენი დანახვისას.ვუყვაბი იმას თუ როგრო მიყვარხარ და მენატრები მან ისიც ისცის ,რომ შენ უკვე აღარ გენატრები აღარც მელოდები და აღარც ჩემზე ოცნებობ სიჩუმეში გაირინდა ჩემზე ფიქრები გაქრა სამუდამოდ ჩემი მუსიკა შენს გულში ჩემი სულის ჰანგები გაიფანტა გაიყო მდუმარებაში გაქრა შეცვალა სახვამ .შენ კი ისევ ჩემი სულის ნათლად რჩები ფიფქი ხარ სპეტაკი ცრემლი ხარ უწიკლო ტალღა ხარ ძლიერი რომელმაც შეწყვიტა მოძრაობა ჩემს ზღვაში ,ნუთუ სამუდამოდ?გულის ამოსკვნამდე ტირილი უძილო ღამეები,მარტოობა ჩემი მეგობრები ხომ ცრემლი ტალღები და წვიმაა.წვიმა რომ მოდის შენ მახსენდები და ის დგე როდესაც მეგონა ჩვენი გულები სამუდამოდ შეერთდა მაგრამ ალბათ შევცდი .ახლა ვზივარ და ვიხსენებ შენს ლამაზ თვალებს შენს ტუჩებს შენს სახეს შენს ღიმილს იცი როგორ მიყვარს ისეთი ლამაზი ხარ მაშინ ისეთი საყვარელი .აუტანელი წუთები და წამები საათები და დღეები ისე ნელა გადის და ისე უფრო გაშორებს ჩემგან ალბათ სამუდამოდ მიყავხარ ჩემს ტალღებს შორს შორს სადღაც შუაში და მორდები მე კი ვერაფერს ვაკეთებ .მარტო ვტირი და იმასაც ვერავის ვუმხელ ამ ყელაპერს როგორ განვიციდი და როგრო მტკივა.შენ ისე დაგტოვე თითქოს არაფერს ვგრნობდი უკვე აგარ მიყვარდი გაღიმებულმა ბედნიერებით სავსე თვალებმა მაგრამ იქ შიგნით რატომ ვერ ხედავ,რომ სიცოცხხლეზე მეტად მიყვარხარ იქ შიგნით რას ვგრდნობ მე მგარ რატომ ვერ ხედავ რატომ ვერ გრდნობ რომ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1229 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოვიდა,წავიდა,არაფერი. . .
მერე ისევ მოვა,ისევ წავა და ისევ არაფერი. . .
მე მარტო სითბო,ხელი და სიზმარი. . .
ეგეც ჩემია და იმიტო. . .

უფრო ხშირად მინდა ხოლმე თვალების დახუჭვა,მშვიდი ძილი და თმებში დამალვა. ..
მინდა უფრო სავსე,თბილი და არაფერზე მეტი...
როცა ისევ მოვა და წავა,რამე სხვა ვთქვა...
არაფერიც კარგია,იცი რომ ყველაფერი არასოდეს,ან როდესმე მერე. . . ან უფრო მეტი უნდა..ან გინდა...


დღეს ჩემ თავს ულამაზესი საყურეები ვუყიდე,აი,ზუსტად ისეთები,ჩემი ჭკუისები...
თოვლის ბაბუას რატო არ ელოდებიო...იმიტო არა,რომ არ მჯერა,იმიტო რო არ მოდის ხოლმე თქო...
შეიძლება არ იცის რო ისევ მჯერა...
შეიძლება ბევრი რამე არსებობს,რაც მარტო მე ვიცი და არ ვამბობ ხოლმე...
ეგეც ჩემია და იმიტო...
ალბათ...
თქვენიც...
შეგიძლიათ მოხვიდეთ და მკითხოთ რამეები...
გეტყვით,რომ მიყვარხართ და მარტო თოვლის ბაბუასი არ მჯერა..
უბრალოდ ზოგჯერ ლაპარაკი მეზარება ხოლმე...
მგონია რომ მაინც არაფერი...

სასურველი საჩუქრები:
მათხოვოს ვინმემ თავისი ფეხები ჩემი ვერგადადგმული ნაბიჯების გადასადგმელად....
კიდე,ვინმემ მიშოვოს ჯადოქარი,ცუდადგადადგმული ნაბიჯების უკან დასაბრუნებლად...
გული,რომელმაც არ იცის,რა არის არითმია,თორე ზოგჯერ ასეთი არაპროგნოზირებადი რითმით ცხოვრება რთულია...
ბევრი მშვიდი,დიდხანსძილიანი დილა...
ბევრი სამოგონებებო მასალა...
ბევრი ჩურჩხელა და ჭრელა-ჭრულა სამკაულები...
სუფთა ჰაერით სავსე ფილტვე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;
მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.
ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ათასი მტერი რომ მყავდეს ქვეყნად
და ასაკლებად მომიხტეს კარად,
სანამ შენ ერთი მყავხარ მოყვარე,
არ ვშიშობ, რადგან შენ ხარ და კმარა!
ეს მე შენია, რომ მაქვს იმედი,
ჩემს გვერდით მდგარი მეგულვი ფარად,
თორემ უშენოდ მე როგორ გავძლებ, –
სიკვდილის შიში მზაფრავს და მზარავს!
თუ სუნთქვა შენი არ მოაქვს ნიავს, ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1249 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩაი მომიტანეს… ცხელი ჩაი ლიმნით.. არადა ბოლოს ლიმონი რომ ვნახე სისხლიანი იყო. მერე დიდი დრო გავიდა და სისხლი ჯერ გახმა, მერე ჩამოირეცხა და ბოლოს საერთოდ გაქრა, მიწამ გაიწოვა და გაუჩინარდა.
ბუხარში ცეცხლი ანთია და ნახევრადჩაბნელებულ ოთახში მარტო ვარ (აგე პესიმისტიც გავხდი, თორემ ადრე ვიტყოდი ნახევრადგანათებულთქო). სიჩუმეს მარტო ცეცხლის მშვიდი ჩურჩული, ნაკვერცხლების ტკაცუნი და კოვზის კაკუნი არღვევს. მოგიზგიზე ბუხართან ახლოს დავჯექი და ოცნებებში გადავეშვი.

. . .
ღრუბლები… ღრუბლები… ცისფერი ცა და დიდი, დიდი მწვანე მინდორი… ბაბუაწვერებით სავსე…. ბაბუაწვერა
” მე ვიდექი ათასფერადი ყვავილებით მოჩითულ ველზე ა ცის დასალიერზე ავარდნილ უცნაურ ქარბორბალას ვუცქერდი. იგი ფერადი იყო, ცისარტყელას შვიდივე ფერით გაწყობილი, ცეკვით მოდიოდა ჩემკენ. მიახლოვდებოდა. ეს ადამის დროინდელი ცაცხვი მაშინ გავერანებული, ტიალი და გაუბედურებული იყო. მე ამ ცაცხვის ძირში ვიდექი. ქარბორბალა მოდიოდა ტრამალზე, უსაზღვროდ ბედნიერი, მზეთუნახავი და უსაშველოდ მრავალფერივანი. ცისარტყელა და სიზმარშივე მივხვდი, რომ ნოდარ დუმბაძის ჩემი საყვარელი მოთხრობა მესიზმრებოდა. პატარა გოგონა, ჩემი პატარა მონატრება…
"გოგონა მომიახლოვდა. მე მკლავები წავშალე და გულში ჩავიკარი. იგი შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს ისე ვგრძნობდი მკერდში. დიდხანს, დიდხანს ვიყავით ესე გატრუნული, თითქოს მუდამ, მრავალ მრავალ საუკუნეთა მანძილზე ასე გვეცხოვროს, მერე გავცალკევებულიყავით და მრავალ ს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1417 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემ მონატრებას შენი სუნი უდის...
ჩემი ბავშვობა შენი გასაგრძელებელი იყო. . .
ჩემი ,,შენ’’ მინდოდი. . .

შენ ეგოისტი ხარო,გინდა კარგი იყო და მაგისთვის არაფერს აკეთებო. . .
ეგოისტებს მარტო თავიანთი თავი ყოფნით ხოლმე,მე არ. . .
კარგი და ცუდი არ არსებობს,არსებობს აღქმა და სუბიექტივიზმი.. . .
მე არ შემიძლია არარსებულისთვის რამე გავაკეთო. . .
მე მარტო არსებული რამეებისთვის შემიძლია რამის გაკეთება...
aრარსებულებს თვითონ ვიგონებ. . .
ზოგჯერ ვიყვარებ. . . მერე ვივიწყებ. . .და ვისიზმრებ . . .
როგორც გუშინ. . .
მაგრამ სულ ერთია.. .
ჩემი მონატრება ჩემიდან მიმავალ გზას ისწავლის ან სხვას მოძებნის . . . ბავშვობას თვითონ გავიხანგრძლივებ. . .
შენ მაგასაც რამის გაკეთებას მოთხოვ. . .

გამოგონილი რამეები რეალობაში კვდებიან ხოლმე. . .
საპნისბუშტდებიან. . .
მზეზე გაიბრჭყვიალებენ და სკდებიან. . .

შეცდომების გასწორება:
მინდოდა შენ ყოფილიყავი კარგი და მაგისთვის არაფერი გავაკეთე. . .
რეალობა გამოგონილია,უბრალოდ უფრო დამაჯერებელია,როცა ასე ქვია. . .
ბავშვობას გაგრძელება არ ჭირდება,ზოგისთვის ის არასოდეს არსებობდა,ზოგისთვის არ მთავრდება. . .
მარტო თავიანთი თავი არავის არ ყოფნის,უბრალოდ ეგოისტები ამ შემთხვევაში უფრო ,,მალემრწმენები’’ არიან…

p.s..მე მინდა რამე როცა მწამს,ღრმად და სულ მწამდეს. . .

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გოგო 16ის იყო, ბიჭი 19-ის.
- ხვალ მიდიხარ თბილისში? კარგი რა, ხომ იცი რომ ერთ თვეს ვერ გავძლებ უშენოდ. - ბუზღუნებდა გოგო, - არ შემიძლია. სულ ცოტა ერთი თვე ვაპირებ აქ დარჩენასო, ესე ბრძანა დედაჩემმა. რა გავაკეთო აქ უშენოდ? მზე და ზღვა??? ნუთუ გგონია რომ შენს გარდა სხვა მზე მჭირდება?
გოგო აცრემლებული შეაცქერდა ბიჭს.ბიჭი ჩაფიქრებული და ოდნავ სევდიანი ჩანდა. გოგოს აცრემლებული თვალები რომ დაინახა, გამოფხიზლდა.
-ნუ სულელობ! მე მართლა საქმე მაქვს. გთხოვ, ნუ გგონია რომ შენგან წასვლა მინდა.! უბრალოდ ლუკას დახმარება სჭირდება . დიდი პრობლემები აქვს. მე..მე დავამთავრებ თუ არა საქმეებს, მაშინვე ჩამოვალ... მე ძალიან მომენატრები. ხო იცი რომ უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია?? მიყვარხარ.. და ბიჭმა მონატრებული, წრფელი კოცნით აკოცა გოგოს. გოგომ ტირილს უმატა.
დაღამდა.. სახლში უნდა წასულიყვნენ. ბიჭი იმ ღამით მიდიოდა. უყურებდა, თავს ევლებოდა, ეფერებოდა გოგოს.
არ დაივიწყო, რომ შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და რომ ბედის უდიდესი საჩუქარი მყავხარ. შენთან სიცოცხლე ჩემთვის სამოთხეში ყოფნაზე უფრო დიდი ბედნიერებაა. შენსავით არავინ მყვარებია და ასე არავიზე მიფიქრია. მიყვარხარ! გესმის??? მი-ყვარ-ხარ!
გოგო აღარ ტიროდა. უღიმოდა და , თუმცა გულში რაღაც ავად ჩხვლეტდა, უკვე იჯერებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
გოგო მალე წავიდა და ბიჭი მარტო დარჩა. ცასა ახედა და მთელი თავისი ცხოვრება თვა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1195 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან,
წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა,
ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია...
დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან,
როგორც გაფანტული, ქარში, ხის ფოთლები
და ის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე,
ვმარცვლე, ვაჩურჩულე, სულის სიშორეში.

აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები,
მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას,
თუკი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი,
ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება.
. . . ქარში ირევიან მოგონებები და
შენზე სურვილებიც ისევ ულევია,
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ბოლო დროს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის..
დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს..
წვებიან დღეები, მოდიხარ ჩემთან და,
მწყემსივით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და,
თუ ლექსებ აცრილი საღამოც დაეშვა,
კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,
ისევ პოეზია, ღამე და ანკესი,
სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ,
ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის..
მიყვარხარ - ეს ისე,
მიკვდება გული და, კანაფის საშინელ სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი, ძალიან ცუდი და თუ მთვრალი -
ყველაზე მაგარი წყვილი ვართ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1206 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბინდისფერ ხილბანდით აგიხვევ თვალებს და

მიგიყვან ღამესთან...

ტუჩთან მიკრულ სათქმელს ტუჩითვე აგაცლი

ჰო... თუკი დამაცდი,

სუნთქვით მიმახვედრებ, დრომ სევდა გაფინა

და ღამე გატკინა...

მსუბუქ შეხებაზეც ვგრძნობ, რომ ვერ ვერევი

და გადაგერევი...

დახუჭე თვალები, ბინდისფერს გაენდე

მიყვარხარ დამენდე...

მიყვარხარ დილამდე, ცამდე და ცის იქით

გიცდი და დაგიცდი,

თითები თითებთან... ტუჩები ტუჩებთან...

სულ შენ და სულ შენთან...

დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და

სათქმელი გამება,

ახვეულ თვალებთან შენს სუნთქვას ვინახავ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1177 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მეგონა ჩემზე ფიქრობდი,მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა ჩემთვის სუნთქავდი,მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა ჩვენი გულები,თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა,იფრენდა.
მეგონა შენ მე გიყვარდი,მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემომაგლიჯე დამწვარ ტანზე ეს სველი კაბა,
ღილ-ბორკილები გადაკრიფე მწიფე მკერდიდან,
ხორცის სიმთვრალეს დაუამე დახეთქილ ბაგით,
მიშველე რამე, შიშველ წელზე მზე მომეკიდა.
მიასკდი სუნთქვას რეტიანი სურვილით სავსე,
ოღონდ კი გრძნობებს აეკიდოს ალმური შენი,
ო, გევედრები დამიამე ტკივილი სულის,
ჩემს სნებოვნებას მხოლოდ შენი ალერსი შეცვლის,
და თუ ინანო თავგანწირვა ამ სიგიჟისთვის,
დაჭერი ყველა ვენისფერი ხაზის დინება,
ო, მაპატიე, სიველურე ასე ძვირფასო,
რადგან ვერ შევძელ კვლავ მოთმენა და გარინდება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უფროა გრძნობა, უფრო ანთება,
ისევ აპრილის დღეა მზიანი,
გაზაფხულია, ნელა ღამდება
და სადღაც ტირის ადამიანი.


მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
სადღაც ლანდივით დადის მიწაზე,
ვიღაც მწუხარე ადამიანი.


მე ისევ მინდა გავექცე იღბალს,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც,
ლოცულობს ვიღაც ადამიანი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 990 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი, გიყვარვარ ძლიერ,
და ეს არ მყოფნის, კარგო,
მინდა მხედავდე სიზმრეთს,
ჩემზე ფიქრობდე მარტო.

ვიცი, გახსოვარ მუდამ
და მინდა უფრო მეტი,
მე მაღმერთებდე მინდა,
გჯეროდეს მხოლოდ ჩემი.

ვიცი, ჩემი ხარ, კარგო,
მაგრამ ეს როდი კმარა?
მხოლოდ სიყვარულს არ გთხოვ,
მეტის ღირსი ვარ ალბათ.

მინდა მნატრობდე მარად,
უჩემოდ ვეღარ ძლებდე,
ამ ყველაფერს გთხოვ, რადგან
დღეს მე უშენოდ ვერ ვძლებ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1481 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თოვს ხვავრიელად და უსაშველოდ
და სდუმს თბილისის ცივი კრატერი
და ჩემს ხსოვნაში
და ჩემს გარშემო...
ბრუნავს ფიფქების კორიანტელი.
თოვს... და ასეა ალბათ საჭირო
და მეც იმიტომ ასე დავთვერი,
რომ ამ ფიფქებში გამოვარჩიო
ის - ერთადერთი ჩემი ფანტელი.

შენ რომ მარგუნე, მსგავსი ქვეყანა
არ ღირსებია არავის დღემდე.
შენი მადლია, ის რაც ეხლა ვარ,
რაც დამერქმევა სიკვდილის შემდეგ.

მე არ დავეძებ: სად ხარ, ვისი ხარ,
სადაურია შენი მშვენება?
თოვლის ფიფქივით ნეკზე მიზიხარ
და რომ გამიქრე, რა მეშველება..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ask for someone's hand in marriage - ask someone to marry you
attracted to - feel a physical or emotional attraction to 
blind date - a date where the two people have never met 
break someone's heart  ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2387 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



27 
წლის ბრაზილიელი მსახიობი - ალინა მორაესი 

სრული სახელი : Aline Cristine Dorelli de Magalhães e Morais
დაბადების თარიღი : 1982 წლის 20 დეკემბერი
დაბადების ადგილი : სოროკაბა , სან პაულო , ბრაზილია 
სიმაღლე : 1.68
....................

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1251 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Hailey Clauson
.........................
Hailey Clauson 
- ახალგაზრდა
 მოდელი
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2621 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Your Celebrity BEST FRIEND FOREVER

Who would you want as your BFF?
Paris Hilton (2%)Miley Cyrus (17%)Blake Lively (8%)Whitney Port (2%)Lady Gaga (10%)Katy Perry (5%)Kate Moss (2%)Lauren Conrad (7%)
Selena Gomez (18%)Audrina Patridge (1%)Rihanna (5%)Kelly Osbourne (1%)Kim Kardashian (4%)Taylor Momsen (4%)Demi Lovato (7%)Taylor Swift 
(8%)
(3787 votes)
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1574 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Hailey Clauson


....................
Hailey 
Clauson
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1923 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Natalie Portman style

ალბათ ყველა დამეთანმება რომ ნატალი პორტმანი ერთ-ერთი ყველზე ნიჭიერი და ჭკვიანი მსახიობია მთელ ჰოლივუდში....
მას დამთავრებული აქვს რამდენიმე უნივერსიტეტი ფლობს ებრაულ,ფრანგულ ინგლისურ,ცოტა რუსულ,იაპონურ ენებს....
იგი ასევე აქტიური წევრია სხვადასხვა მეცნიერული კვლევის...
ცხოვრებაში ნატალი დიდ დროს არ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2793 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლოცვა სეფისკვერის და წმიდა წყლის მიღებისათვის

უფალო ღმერთო ჩემო, ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებელად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებელად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა თხოვათა მიმთხვევისათვის

მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა, და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ: კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად მოწყალე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, ქრისტიანეთა შემწეო, მომპოვებელნი შენისა შუამდგომელობისანი მადლიერებით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გჳჴსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლშუამდგომელო.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 974 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლოცვა სნეულთათვის

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშბელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოცვა მგზავრობის მნებებელთა

გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა შენსა მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისა კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცუელი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა მგზავრობის მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს რაოდენიცა გენებოს ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელი ჭეშმარიტი და ცხოველი გზა ხარ, რომელმან წმიდისა იოსებ დამწინდველისა და ყოვლად-წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა თანა ეგვიპტეს შინა მოგზაურობაჲ ინებე და ლუკას და კლეოპას ემმაუს შინა თანა მავალ ექმენ, აწცა, ყოვლადწმიდაო მეუფეო, მდაბლად გევედრებით შენ: მონათაცა ამათ შენთა, მადლითა შენითა თანამავალ ექმენ, და ვითარცა მონასა შენსა ტობიას, ეგრეთვე ამათცა ანგელოზი მფარველი და წინამძღვარი მოუვლინე, მცუელი და მხსნელი ხილულთა და უხილავთა მტერთა ყოვლისა გარემოდგომილებისაგან, და მცნებათა შენთა აღსრულებისა მასწავლელი, მშვიდობით და ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ლოცვები ყოველი საქმის დაწყების წინ

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა.

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო დაუსაბამოისა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცა ერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმეჲ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ.


ლოცვა საქმის დამთავრების შემდეგ

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, აღავსე სიხარულითა და მხი-არულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალ-მოწყალე.

კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1020 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1048 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1009 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1011 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა გახსენებს, ყველა გაქებს და ყველა გეტრფის...
მათი ხარ - ყველას ასე სჯერა თუ ეჩვენება?..
მე კი მგონია, შენ არსებობ მარტოდენ ჩემთვის
და მხოლოდ მე ერთს, მე მეკუთვნის შენი მშვენება!
შენი რისხვა და შემართება და ქედმაღლობა,
შენი სიმშვიდე - ხან მეტყველი, და ხან მდუმარი,
შენი მოქცევა - სანატრელი, როგორც თანხმობა,
და უკუქცევა - სავალალო, როგორც უარი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა ნაკადი მდინარეს ერთვის
და ოკეანეს ყველა მდინარე,
და აღძრავს ქარი ზეცაში,ერთი
მეორის ღელვას ნისლში მძინარეს.
ქვეყნად არავინ დარჩება კენტად,
აერთებს საგნებს კანონი ღვთისა,
რატომ არ უნდა კვლავ უფრო მეტად
გავერთიანდეთ ჩვენც მსგავსად სხვისა?

შეხედე, მთები ჰკოცნიან ზეცას
და ზღვა ზავირთებით ეკვრის ნაპირებს,
თუ ივიწყებენ ყვავილნი დებსა,
მათ მიტევებას არვინ აპირებს.
სხივების ხვევნით მზე მიწავს მოსავს,
მთვარე ზღვას ჰკოცნის ღამის ოცნებით,
მაგრამ რას ვაქნევ მე იმათ კოცნას,
თუ კი არც შენგან დავიკოცნები?




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
როდის ამავსე ასე პირთამდე,
როდის მოხვედი?-უკვე არც მახსოვს!
დასაბამიდან შენ გერქვა ჩემი,
ცხოვრობდი ჩემში, მოსული სითბოდ...
შენი ფილტვისთვის ჩასასუნთქ ჰაერს,
ღიმილითა და ალალადმითმობ...
და ხშირად ვფიქრობ,ტკივილო ჩემო,
მე შენთვის ვინ ვარ, რა მომაქვს შენთვის?
დაეპატრონა გული შენს გრძნობას,
გრძნობას სხვისთვის და სხვის მიერ შექმნილს!!!
იქნება ვერც ვთქვი ეხლა ლამაზად,
იქნება სიტყვა გამიწყდა სადმე...
გადასარჩენად მოსულხარ ჩემთან,
მიყვარხარ მე შენ ძვირფასო ცამდე!!!
სუნი დაიკრა გარეთ ამინდმა,
გაზაფხულის და.. სახლში ვბრუნდები,
ფიქრში ვუღიმი დანახულ სურათს,
რომ მოვალ შენთან, ჩაგეხუტები!
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
მე სიყვარული ან გადამარჩენს,
ანდა ავსებულს, ტკბილად დამახრჩობს!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი ქალაქი,ჩვენი ქუჩა,ჩვენი საკანი,
”დაკიტხვა შეპტან” სადაც ჩაშვებას,შვება ეწოდა...
ძველი კურსია ოძდაატი ოქრო და ლივრი,
ჯერ ტყვიებია,ჯერ ქვებია,სულ შარებია!

რადგან დაგვსაჯეს სამუდამო ტავისუპლებიტ,
უადვოკატოდ,უცერბეროდ,უსერაპიმოდ.
რადგან სულ ყველა ერტმანეტიტ დავიტხუპნებიტ,
უკვე დავიწყე, უკვე აქ ვარ,უკვე ვნადირობ...

ჩვენზე წამები,მტავარ როლებს იტამაშებენ,
და ხმერტმა უწყის სად დაგვიდებენ,ცოდვა ბრალის,
მომტენტავ ჩეპირს...
გადამარჩევენ,მე მარჩევენ,იმ დანარჩენებს...



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, ვინ იყო და რა უნდოდა, ან ხმას რატომ არ იღებდა...ის ვიღაც უცნობი...მთელი ღამე საშინელ ფიქრებს ებრძოდა...
დილით, როცა მზე ყველას მიესალმა და მარის ოთახამდეც მიაღწია, მან ჩაიცვა, ჩანთა ჩაალაგა და სკოლის გზას გაუდგა...სკოლაში ყველა მხიარული იყო მარტო მარი იყო მოწყენილი....მის გული ატარებდა უდიდეს დარდს...მხოლოდ ის იყო ობოლი და დაჩაგრული..ამ დროს ვიღაცამ დაუძახა...
-გოგონა გაჩერით...მარი შემოტრიალდა...
-რომელი ხარ??? რა გინდა??
-თმის სამაგრი დაგივარდათ.
-როგორ ვერ შევამჩნიე!
-არაფერია,-გაუწოდა და გაუღიმა...
-რა გქვია?
-მარი..შენ?
-გიო! იცის მარიმ რომ ძაილან ლამაზია?!
-ნუ მაწითლებ გთხოვ. :)
-მარი, რამდენი წლის ხარ?
-15ის შენ?
-17..ჩემი დის ტოლი ხარ...ტელეფონის ნომერს ხომ არ მომცემ?
-რად გინდა?
-უბრალოდ...უფერო კარგად რომ გაგიცნო.
-ოკ.898.....
-მარტლა? ფართი გაქვს?
-კი.
-მაშ მოგწერ..
-კარგი დაგელოდები...
თითქოს რაღაც შვება იგრძნო მარიმ.
ახლა ნფიქრი გაჩნდა მის თავში..იგი გიოსთან საუბარს იხსენებდა და ღიმილიც კი ეფინებოდა მის მაგეებს...
ისტორიის გაკვეთილია...ვიღაცამ კარზე დააკაკუნა...
-შემოდით!-გაისმა მასწავლებლის მკაცრი ხმა...
-მარიმ თვალებს ვერ დაუჯერა როცა გიო დაინახა..რა უნდოდა...ისიც მარის შესცქეროდა მოჯადოებულივით...
-ჰეი...აქ ვართ...-შესძახეს აქეთ-იქიდან, მაგრამ გიო ვერ გამოაფიზლეს..
-რა ქნებავთ? - იყვირა მასწავლებელმა...
ბავშვები უცებ გამოერკვივ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 985 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სად არ გძინებია სიყვარულო,

რა არ გდებია სასთუმლად,

რამდენი ვინმე აცდუნე და

რამდენმა თვითონ გაცდუნა..

ვის არ უძებნია ზეწარზედ,

თვალი დაკარგული ბეჭდის,

ვის არ გასჩენია შენს გამო,

განუკურნებელი ეჭვი..

რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში,

რამდენჯერ მოგხვედრია სილა,

დაღლილ-დაქანცული უზომოდ,

სად არ მივარდნილხარ ძილად...

ზოგჯერ მოუხეშავს, ზოგჯერ მორცხვს,

ხელში ყვავილებიც გჭერია,

ჯოჯოც ყოფილხარ, სატანაც და

უმშვენიერესი ფერიაც!

მეფეც შენა ხარ და მონაც საცოდავი,

ჯარისკაციცა და სარდალიც,

ისე მტყუანი ხარ, ისე მატყუარა

და.. ისე უცნაურად მართალი...

დღეს რომ პეპელა ხარ მოფარფატე,

ხვალ მახრჩობელა ხარ უკვდავი,

თუმცა მოკვდავი ხარ, სუსტი, დაუცველი,

მაინც შენვე ხარ უკვდავი!

მე რომ შორს მგონიხარ უცებ აქ გაჩნდები,

მე რომ აქ მგონიხარ, იქა ხარ...

მძულხარ სიყვარულო! მძულხარ სიყვარულო!

მძულხარ სიყვარულო და მაინც მიყვარხარ!!!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-09, 9:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024