♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 14


Dear John
1 სთ 45 წთ

ჟანრი: დრამა, მელოდრამა, საომარი პოსტერები
 გამოშვება: 05 თებერვალი 2010
რეჟისორი: ლასე ჰალსთრემი
სტუდია: რელეტივიტი მედია
როლებში: ჰენრი თომას უმ, რიჩარდ ჯენკინსი, დევიდ ენდრიუსი, ჩანინგ ტატუმი, ლიუქ ბენვარდი, სკოტ პორტერი, ამანდა სეიფრიდი
ხარისხი: 
ენა: რუსული(პროფეიონალური)
ზომა: 1 498.58 MB



ფილმის მიმოხილვა

ორი კვირა, პირველი სიყვარულის ბედნიერებით და აკრძალული ხილის გემოთი აღსავსე გაატარეს უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ, რომელიც სახლში ჩამოვიდა დასვენებებზე. მაგრამ დრო მალე მიდის – ახალგაზრდა საყვარელი იძლებულია ევროპაში დაბრუნდეს ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1247 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)...
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1319 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში...
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1255 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

,,რა მემართება? რა მემართება?''
- მაინც თავისით წარიმართება . . .

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცი რაა.. ? მეც არ ვიცი როგორ დავიწყო..
შენ ხომ ჩემი ყველაფერი იყავიი..შენ ხომ ჩემი სუნთქვა იყავი..მე ხომ შენთვის ვცოცხლობდი,
იყო ბედნიერი დღეებიც..იყო სიხარული..იყო მონატრებაც..იყო ცრემლებიც.. ეს ყველაფერი კი შენი უდიდესი სიყვარულიდან გამოწვეული იყო..იცი როგორ მიხაროდა რომ გიყურებდი? იცი როგორ მინდოდა შენს გვერდით ყოფნა?..თუმცა ეს მხოლოდ სიზმარში ხდებოდა..ეგეც ხანდახან.. როცა ძალიან გინატრებდი..შენ იყავი ჩემთვის მზეც და მთვარეც.. ტკივილიც და სიხარულიც.. ოცნებაც და იმედიც.. ჩემი ყველაფერი იყავიი.. შენ ჩემში იყავი.. მტკიოდი უზომოდ მტკიოდიი!!! თუმცა შენ ეს არ გადარდებდა.. მე ამ ტკივილით ვცხოვრობდიი..ვცხოვრობ და ვიცხოვრებ.. ვამბობ რომ თითქოს აღარ მიყვარხარ..თითქოს დაგივიწყე..თითქოს აღარ მენატრები.. თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ ფარსია!! იცი რატომ? იმიტომ რომ აღარ შემიძლია ესე გაგრძელება..მინდა რომ დაგივიწყო.. ზოგჯერ სიკვდილი მინდა იმიტომ რომ ჩემთან არ ხარ.. იმის წარმოდგენაც მიჭირს რომ სხვა გიყვარს და აღარ გაინტერესებ.. თუ ასეა რატომ მიყურებ სევდიანი თვალებით? რატომ გერიდება ჩემთან ლაპარაკი? რატომ მაპარებ თვალს?.. ამიხსენი ეს ყველაფერი და სამუდამოდ დაგანენებ თავს..
აღარ შემიძლია ესე აღაარ!!!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისე გავიღვიძებ, თვალსაც არ გავახელ,
ისე ავტირდები, ცრემლსაც არ დავაფრქვევ,
ისე ვიტყვი რამეს, ბაგეს არ გავაღებ,
ისე დავწერ რამეს, კალამს არ გავანძრევ.
ისე ავცეკვდები, სხეულს არ შევარხევ,
ისე ვიგრძნობ რამეს, გულსაც არას ვატკენ,
ისე ავმღერდები უხმო გალობისას,
ისე დავიღვრები უფრთო ოცნებისას,
ისე ვიცოცხლე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1197 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა,
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.
ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაიწერება.
არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება.
არც საიდემლოა, არც დანაშაული
არც მიმქრალ ვნებათა მხილება,
ორკესტრი არა რის ჩემი სიყვარული
დირიჟორს არ ემორჩილება.
ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი
ბჟუტავს და იწვის უდაროდ.
არავის ემალება, არც არავინ ზღუდავს,
მხოლოდ ყოველთვის შენსკენ უვლია.
ჩემი სიყვარული არავის არ უნდა
რადგან ის შენი სიყვარულია.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1234 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
  - მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი.

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1250 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის...
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.

დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მორიდებით...
ნუ მერიდებით...
მე მონატრებით...
ნუ გენატრებით...
მე ისევ ჩემით...
თქვენ ისევ თქვენით.
მე მოფერებით...
ნუ მეფერებით...
მე სიმარტოვით...
ნუ მიმატოვებთ...
მე ისევ თქვენით...
თქვენ ისევ ჩემით.
მე ჩუმი სევდით...
თქვენ კი კვლავ მსდევდით...
მე ყრუ ტკივილით...
თქვენ ცრუ კივილით...
მე ისევ ჩემით...
თქვენ ისევ თქვენით.
მე მოლოდინით...
ნუ მელოდებით...
გულზე ლოდებით...
მწარე გოდებით...
მე ისევ თქვენით...
თქვენ ისევ ჩემით.
მე მორიდებით...
გაგერიდებით...
მე მორიდებით...
მე მორიდებით...




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ისე დღ მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ,კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაცლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შევილებს,ჩემიანებს,მასა
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას...




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თვალი გავახილე მზე შევხედე და მეგონა ისევ შენ დაგინახავდი,ღმერთს გეფიცები სიმწრის ცრემლებს ვღვრიდი ,გავიგე გავიგე სიმართლე მწარე სიმართლე,რომელმაც ჩემი გული გადახსნა სამუდამოდ შუაზე ,იცი როგორ მტკივა?არა შენ ხომ არც გიფიქრია ამაზე,მითხარი რატომ?არა არ მითხრა ისედაც ვიცი პასუხი ის ცხვირ წინ მიდევს იცი,როგორი მიყურებს .ბედმა მწარედ დამცინა იცი როგრო მწარედ?მენატრები,მენატრები ,მენატრები ,ის მენატრება რაც შენში იყო და აღარ არის .შენი სიყვარულით სავსე თვალებს ვნატრულობ შენს ნაზ ღიმილს მხოლოდ მე ,რომ მეკვუთნოდა.ეხლა კი ვხედავ რომ როცა მიყურებ ჩემს მიმართ აღარაფერს გრდნობ ,ვხედავ რომ ჩემთვის აღარ იღიმი .მენატრები იცი როგორ მენატრები მაგრამ ვიცი რომ ისეთს ვერასდროს ვეღარ გიხილავ ,მეშინია მარტოობის ძალიან მეშინია იმის რომ ვეღარ გნახავ სიკვდილზე მეტად მეშინია თუმცა უშენოდ სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს ,შენ ხარ ჩემი ცხოვრება და მისი აზრიც .ყველაფერი კი ისევ ჩემი ბრალია ასე რომ მოხდა .აქამდე ვერ ვაფასებდი და ახლა კი დაფასებასაც კი აღარ აქვს აზრი.სამუდამოდ დაგკარგე.სული მეყინება სახე ცრემლებისგან მისველდება ,ფეხებში ძალა მერთმევა .და ვერავის ვთხოვ დახმარებას ,სულ მარტო დავრჩი ჩემმა თავმაც კი მიღალატა .მაგრამ შენთან ყოფნა ძალას საერთოდ მართმევს ,მანადგურებს ,მხოლოდ ერთს გთხოვ გული სულ ნაფლეთებად არ მიქციო ,გეხვეწები თორე მერე აღარ მექნება შემიბრალე ,მე ხომ სიგიჟის ბოლო ფორმამდე მიყვარხარ .ცხოვრების დასალიერამდე მიყვარხარ,სამყაროში ასეთი სიყ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება...

მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე..

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.



თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?



კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

დაუბადებელი ბავშვის დღიური

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1849 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Black Eyed Peas live at Madison Square Garden


Black
 Eyed 
Peas
 live at 
Madison
 Square 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Ten Best Dressed: March 2010

მარტის თვის საუკეთესოდ
 ჩაცმული
 ქალბატონები
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1649 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაილი საირუსის კაბები

მაილი
 საირუსის კაბები
მაილის წითელ ხალიჩაზე თუ სხვა წვეულებებზე 
უმთავრესად მინი ან 
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2839 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ამ ცხოვრებაში
მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,
ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
ყველაფერი კი ასე მთავრდება,
გული უშენოდ დაიტანჯება.
სული ობოლი მარტო დარჩება
და ჩემი გრძნობა ასე გაქრება,
გაივლის დრომ და დადგება წამი
როცა მე უკვე ვიქნები გვამი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ - მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...


..................................................

შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა...
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე... ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო"...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რაღაც... უცებ... სადღაციდან
რომანტიზმი მეცა...
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!

ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება...

..........................................

ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1251 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია...

..............................................

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენი ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით...

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა...
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა...
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა...
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა...
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია...
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია...
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი...
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი...

მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ.
.
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დავიბადე 1970 წლის 12 ივლისს
დედა ვიოლა გომელაური
მამა
ჯეჯი გომელაური
ძმა გაგა ინაური
სტუდენტობა პირველი სპექტაკლი
  ,,გუშინდელნი,,  
,,ბილოქსი ბლუზი,,
შვილები
... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1359 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლექსი რომელიც მან ინდოეთში ყოფნისას დაწერა...


ლექსი _ შარჟი
კინო - ექსპედიციაზე გოაში

1
გადავიღეთ,გადმოვიღეთ გოა ,
ინდოსტანის სანაპირო როა ...
ვეალერსეთ ოკეანის ტალღებს ...
ვემეგობრეთ ბალახების ამღებს ...
დავდიოდი თავისუფლად ლაღი ,
მოვიარე kanabis -ის ბაღი ...
ჩემზე დაღლილს ვესაუბრე სპილოს ...
დავადგინე , რა ფასი აქვს ტილოს ...
ხალხი იყო , მომღიმარი , შავი .
ძაღლებმაც კი გვიქიცინეს თავი ...
კოღოები ზრდიდნენ სისხლის დოზებს .
გვაძალებდნენ ,,კამასუტრას" პოზებს ...

2
ფეხები რომ დაუსივდა მიხოს ,
ეს ექიმის დაკვირვებას ითხოვს .
თორემ , ნესტმა დაამძიმა პოლი _
ამბავია , სასწაულის ტოლი ...

ალბათ , რამე დაგიშავე ლელა _
ჩემს გარდაა მობილური ყველა ...

შორენას თუ მოევლება ნეტა?! _
ქეთა იზამს! _ გამოცდილი დედა!..

თუ ჯგუფში გვყავს ერთად , ორი სანდრო ,
დამიჯერე , არც ერთია სანდო .
აქ , ორივე დაემსგავსა თათარს ,
,,ბატრ_ჩიქენს" მოუტყნავენ ქათამს !..
ამ მხრივ არის კიდევ , ორი დათო .
რუბიკაა единственный зато !!!

აფაქიძემ გაიხსენა ყრმობა ,
ჰაშიშითაც მოინდომა თრობა
და კასკადი წამოვიდა ბოდვის.
იმის შემდეგ , დღემდე აზრზე მოდის ...

ბარბაქაძე ბარაკუდას ირტყამს .
ერთი კვირა ტვინი უნდა გვიტყნას ...

კიდევ ერთი უცნაური წყვილი ,
ნინო _ გიორგი , ხაზზე ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1275 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნატაშა კლაუსი
დაიბადა კოლუმბის დედაქალაქ ბოგოტაში 1975 წლის 25 ივნისს, ნატაშას დედა წარმოშობით ურუგვაელია, მამა – ლიტველი. ეგზოტიკური წარმომავლობა მას ყოველთვის ეხმარებოდა, საკუთარი თავი სათანადოდ წარმოეჩინა. 4 წლის ასაკში საბალეტო სკოლაში შევიდა და კარგა ხანს ცეკვის გარდა არაფერზე უფიქრია. თინეიჯერობის წლებში კი ცეკვაზე მეტად სცენაზე თამაშმა მოხიბლა. არ აკმაყოფილებდა სცენაზე საცეკვაო მოძრაობები, მას ხმოვანი როლებიც სჭირდებოდა. 
16 წლის იყო, როდესაც ჩემოდნები ჩაალაგა და ბოგოტაში წავიდა სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გოგონას დამოუკიდებლად ცხოვრება გაუჭირდა, ამიტომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და დიქტორობის შესწავლა დაიწყო. ორი წლის შემდეგ ისევ ჩავიდა ბოგოტაში და ამჯერად შეძლო სამსახიობო ოსტატობის შესწავლა.
კინოსაკენ გზის გაკვალვაში მას უმცროსი ძმა, პროფესიონალი ფოტომოდელი პიტერ კლაუსი დაეხმარა. ტელესერიალებში ნატაშას ძალიან გაუმართლა. მისი მონაწილეობით ტელენოველები ყოველთვის რეიტინგულია და ბევრ ქვეყანაში წარმატებით უჩვენებენ. არ ეშინია, ითამაშოს ბოროტი ქალი და ღარიბი კეთილი გოგონაც.
ნატაშას სიყვარული გადასაღებ მოედანზე ეწვია. მისი მეორე
... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2663 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...


.....................................................


ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...

......................................................


დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...

................................................................
გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1048 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნიკო აღარარის,
გაქრა სონეტები,
ფეთქავს გამალებით
ჩვენში აკორდები,

დილის ხუთ საათზე
რატომ გაგვეპარე?
გეთქვა მაინც იყო
რომ ღმერთს მიყვებოდი,

დაგრჩა ორი შვილი
უკვე თავს ანატრებ!
შენ კი სამოთხეში
როლი ითამაშე...

აღარც მოცარტია
და არც ბეთხოვენი,
მაგრამ ნიკოლოზო,
დროში გაჩერდები .




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვაკოცე მთას პირდაპირ ცაში
ვაკოცე წვიმას პირდაპირ ცისარტყელაში
ვაკოცე ცეცხლს პირდაპირ ფერფლში
ვაკოცე ზღვას პირდაპირ ნიჟარაში
ტყეს ვაკოცე პირდაპირ ფოთლებში
ვაკოცე ღამეს პირდაპირ ვარსკვლავში
დილას ვაკოცე მისივე ნისლში
ვაკოცე შუადღეს მისივე ჩრდილში
ვაკოცე დროს პირდაპირ წამში
წარსულს ვაკოცე მოგონებებში
ვაკოცე მომავალს წინათგრძნობაში
ვაკოცე აწმყოს პირდაპირ აქ
ვაკოცე სიკვდილს შიგ სიცოცხლეში
სიცოცხლეს ვაკოცე შიგ სიყვარულში
სიყვარულს ვაკოცე შიგ შუაგულში
უსასრულობას პირდაპირ უკვდავებაში
ხუთივე გრძნობას ვაკოცე
ვაკოცე მუსიკას პირდაპირ ბგერაში
სასწაულს შიგ საიდუმლოში
გაკოცე შენც პირდაპირ ჩემში
და პოეზიას, მდუმარებაში სიტყვით
ვაკოცე და სიჩუმეთი. სულით ვაკოცე.

კოცნა ზღაპარს მოასწავებს,
მოცდა მიწევს შენი კოცნის,
ორ ცად მოწყდა მთა ვარსკვლავებს
შემოქმედი, გენიოსი,

სამყაროს ქმნის, შენც მოხვედი
შენ მფარველობ გზებს და ბინებს,
სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ხვედრით,
კოცნაც როცა დაგიპირე

მთის ნისლივით გაგეღიმა,
მთის სურნელიც მინდორშია
და ვიგრძენი სიზმარს მიღმა
შენც, რომ ჩემთვის გიკოცნია.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…

ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა. აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…

ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…

შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…

იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…

ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…

ჩემი ლექსები, დღეს შენ ... Read More
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1414 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .




კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩამერაზა სამოთხეში შესასვლელი კარები,
ვეღარც ჯიქურ შევაბიჯებ, ვეღარც შევიპარები,
რა ეშმაკად შემომიჩნდნენ ქალაქელი ქალები!
ფუი, ეშმაკს! გავიძახი, მაგრამ განა ქრებიან,
გამომწვევად მიღიმიან, აქეთ მემუქრებიან,
მინდა სადმე დავიმალო, ვერ მომიხერხებია,
ყოველ ფეხის გადადგმაზე თვალში მეჩხირებიან,
მათი კაბის ფარჩაა თუ ფარშევანგის ფრთებია,
მათი კაბის შრიალია, თუ სამოთხის ხმებია,
მათი თმების სურნელია სურდოდ რომ ჩამხვევია,
მათი თვალის გიშერია სანთლად რომ დამნთებია,
აქეთ-იქით, აცა-ბაცა დამირბიან თვალები,
ეს რაჭირად გადამექცნენ ქალაქელი ქალები,
ყველას როგორ მოვეფერო, ამდენი დრო სად არის,
ათასობით რომ შეყრილან ათინათის სადარი,
ანდა რომელს ვაწყენინო, სამართალი სად არის?
ეს ქვეყანა, ასე ცუდად აწყობილი რად არის?
ავდგები და სულაც სადმე სხვაგან დავიმალები,
ვერც იოლად მომაგნებენ და ვერც დიდი წვალებით,
სულაც მშრალზე დარჩებიან ქალაქელი ქალები!


..............................................................



როცა მოვკვდები და მას გაიგებ,
გთხოვ სინანული არ ჩამატანო
როცა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სამშაბათი, 2024-11-05, 10:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024