♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » .........................
1:04 AM
.........................

ჩამერაზა სამოთხეში შესასვლელი კარები,
ვეღარც ჯიქურ შევაბიჯებ, ვეღარც შევიპარები,
რა ეშმაკად შემომიჩნდნენ ქალაქელი ქალები!
ფუი, ეშმაკს! გავიძახი, მაგრამ განა ქრებიან,
გამომწვევად მიღიმიან, აქეთ მემუქრებიან,
მინდა სადმე დავიმალო, ვერ მომიხერხებია,
ყოველ ფეხის გადადგმაზე თვალში მეჩხირებიან,
მათი კაბის ფარჩაა თუ ფარშევანგის ფრთებია,
მათი კაბის შრიალია, თუ სამოთხის ხმებია,
მათი თმების სურნელია სურდოდ რომ ჩამხვევია,
მათი თვალის გიშერია სანთლად რომ დამნთებია,
აქეთ-იქით, აცა-ბაცა დამირბიან თვალები,
ეს რაჭირად გადამექცნენ ქალაქელი ქალები,
ყველას როგორ მოვეფერო, ამდენი დრო სად არის,
ათასობით რომ შეყრილან ათინათის სადარი,
ანდა რომელს ვაწყენინო, სამართალი სად არის?
ეს ქვეყანა, ასე ცუდად აწყობილი რად არის?
ავდგები და სულაც სადმე სხვაგან დავიმალები,
ვერც იოლად მომაგნებენ და ვერც დიდი წვალებით,
სულაც მშრალზე დარჩებიან ქალაქელი ქალები!


..............................................................



როცა მოვკვდები და მას გაიგებ,
გთხოვ სინანული არ ჩამატანო
როცა მოხვალ და ზედ დამიტირებ,
შენი ცრემლები არ დამანახო.
როცა თაიგულს ტავთან დამიდებ,
შენი წუხილი არ დამანახო,
როცა ილოცებ თუ გაგახსენდი
ერთი სანთელი არ დაინანო.
და როცა კი სხვას ჩაეხუტები
ჩემი სახელი არ დაუძახო..
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 mari  
0
"ცოლი მინდოდა მეთხოვა, მოდას ნაკლებად ამყოლი,
შვილების მოსიყვარულე, მეუღლის ამყოლ-დამყოლი,
პაპიროზ მოუწეველი, შამპანურ დაულეველი,
უშარვლო, შეუღებავი, არც ისე შეუხედავი;
არ შეერცხვინა ქართული, მამა-პაპური მანდილი,
აყალ-მაყალის გარეშე ემზადა ვახშამ-სადილი...
- მასეთ ქალს დღეს ვერ იშოვი,
რა ცუდი ბედი გრგებია,
მასეთი, შვილო, მე ვარო -
მითხრა მეზობლის ბებიამ."

1 mari  
0
ra kargia pirveli leqsi

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024