♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 13

მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს,
ცისარტყელების ათინათი ათასფერება,
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს,
ჩუმი ნიავი,შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...



მე ის მზე მიყვარს,შენს თვალებს რო ეალერსება,
მე წვიმა მიყვარს,შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად,
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში,სიცოცხლის ფერი,
შენი ღიმილი,გაჟღერება ტრფობის სიმღერის... ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1426 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს დილით გარდაიცვალა ნიკოლოზ გომელაური ღმერთმა ნათელში აყოლოს მისი სული :(:(;( :*
კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თეთრი გედი გუსაკლავად მღეროდა,
თითქოს შველას ვიღაცისგან ელოდა,
მის გასაჭირს მხოლოდ მთვარე ხვდებოდა,
იცოდა,რომ გედი მხოლოდ ერთხელ
ისიც სიკვდილის წინ მღეროდა.

გედმა როცა დაასრულა სიმღერა,
განწირული ფრთებს რომ ვეღარ იქნევდა,
დაბლა დაბლა ეშვებოდა უძლური,
სული მისი მაღლა მაღლა მიჰქროდა.

მთვარე მაშინ მიიმალა ღრუბლებში,
ირგვლივ უცბად მწუხრმა დაისადგურა,
თეთრ ფიფქების ნაკადულმა ითოვა,
მამა მთვარემ გედი ასე იგლოვა.

არემარეს თეთრი შუბა ჩაეცვა,
თოვლს კი თეთრი გედი გულში ჩაეკრა,
მხოლოდ მთვარე იყო მოწმე ამ ამბის
ცრემლებს თვალზე ჩუმად უხმოდ იწმენდდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1218 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,

გულის კარებთან დაუკვნესია,

დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,

ხშირად რომ გნახო უარესია,

გაბრაზებულა ჯიუტი გული,

სულში ტკივილი ჩაუთესია,

ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით

უცებ მომკალი უკეთესია,

ისე საშინლად მომენატრე რომ

ფიქრები მტრედად შემომესია,

უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,

და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,

არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,

აღიარება ჩემი წესია,

როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,

არ ვარსებობდე უკეთესია. .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია,

არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,

არც სხვისი სიყვარული მომიპარავს

ჩემიც არასოდეს დამითმია,

ისე მომეპარა გრძნობა გულში

ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,

გული ისე ძლიერ ამიძგერდა,

რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..

შენმა ლამაზმა გამოხედვამ

გულში ნაკვალევი დამამჩნია,

ჩემი ცხოვრების თანამგზავრად

გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,

შენახარ ის ყველაზე წმინდა,
რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია.."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. (სამ გზის)

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხე ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფსალმუნთა კითხვის წესი

მლოცველი კითხვის დაწყების წინ ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვან ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1285 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კანონი მეთერთმეტე
ფსალმუნი ასაფისი, გულის მის-ყოფისათჳს, 77

1. ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა. 2. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა. 3. რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ. 4. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა. 5. და აღსდგა საწამებელი იაკობსა შორის და ჰსჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა. 6. რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღსდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა. 7. რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ. 8. რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმერთისა თანა სული თვისი. 9. ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. 10. არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი. 11. და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ. 12. წინაშე მამათა მათთა, რომე ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კანონი მეათე
ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთაი და პირველ წარტყუენულთა მათ, წარუწერელი ებრაელთა შორის, 70

1. შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე. 2. სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. 3. მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. 4. ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უჰსჯულოისათა და ცრუისათა. 5. რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან. 6. შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის. 7. ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. 8. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა. 9. ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. 10. რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად. 11. და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა. 12. ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ. 13. ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩ ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კანონი მეცხრე
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობა იერემიასი და ეზეკიელისი ერისა მის მსხემობისა, 64

1. შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს. 2. შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს. 3. სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმერთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. 4. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა, წმიდა არს ტაძარი შენი. 5. საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს. 6. განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შერტყმულმან ძლიერებითა. 7. რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს, შეძრწუნდენ წარმართნი. 8. და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან, გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი. 9. მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი, მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა, განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი. 10. ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. 11. აკურთხო გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. 12. განაპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ. ... Read More
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1535 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება.
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?..
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო.
არ მითხოვი - ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი.
ჯიუტი ბავშვის ფთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.

არ მითხოვია - დამიბრუნდი... და ამას არ გთხოვ...
რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა.
ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი...
და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს, ვერასდროს, ვერა!..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო
სახლად გადავიქცე შენი წამწამების.
მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,

მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...

შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.

მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,

შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...

თითქოს გამხელის წუთები დგება
ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,

მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან
სიყვარულს აზრი დაეკარგება..

როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები,

ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.

სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,
მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს,

რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,
ამ გულის გარდა არავინ იცის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1219 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოღონდ ნუ გამიბრაზდები,წარბი გამიხსენი,გთხოვ,ვჩქარობდი მოსვლას,მაინც დამიგვიანდა.მინდოდა ყველაფერი შენი მოსაწონი გამეკეთებინა...
ძალიან მინდოდა, არ გამომივიდა და მომკალი თუ გინდა!შენ "ოქროს ხელებიანს" გეძახდნენ,პირველად რომ გავიგონე ეს მომართვა,მახსოვს სასწრაფოდ ხელი მოგკიდე და დაგხედე,შვებით ამოვისუნთქე-ჩვეულებრივი ხელები გქონდა,მაგრამ არაჩვეულებრივად ლბილი და თბილი.
გადავყევი ამის ცხობას, მაინც არ არის ისეთი,შენ რომ აკეთებდი..
-გახსოვს?რიტუალი იყო სააღდგომო პასქის ცხობა ჩვენთან-"დიდ ხუთშაბათ"-ად წოდებულს იწყებდი ფუსფუსს.მე გული მიჩქროლდებოდა,მიყვარდა მისი სურნელი რომ დატრიალდებოდა სახლში.
-გახსოვს?ყელგამოწეული გეხვეწებოდი:ცოტა ცომი მომიგლიჯე მეთქი?სული მიმდიოდა მასში ჩაყრილ"მიშმიშზე"-ასე ვეძახდი,ახლაც...
იუველირის სიზუსტით აზავებდი,წარამარა თვალი გამირბოდა-აბა,რამხელები დაიზარდნენ-მეთქი.
დედ,ჩემი მსუნაგობისთვის ყოველ აღდგომას პატარა ზომისასაც მიცხობდი-აღდგომის ბრწყინვალე კვირამდე სურვილით სული რომ არ გამძვრომოდა.ლოცვას ჩაიდუდუნებდი,სანთელს დაანთებდი და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო დაგემოვნება
-რახან ვერ ითმენ,კვერცხიც მიატანეო,მეტყოდი ხოლმე.
არ კი დამაძალებდი!ვგრძნობდი არ გსიამოვნებდა აღდგომამდე კვერცხის გატეხვა.კვირა დილით-უთენია მახარებდი-ქრისტე აღსდგაო!
პასუხიც მუდამ მზად მქონდა-ჭეშმარიტად აღსდგა!
ალბათ ამ არდაძალების შედეგია-სასოებით ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენს უბანში, შენ - მეზობელ უბანში.
მე შენს კორპუსთან, შენ ალბათ ძმაკაცთან...
მე შენს სართულზე, შენ - ლიფტით 1-ზე.
მე შენს კარებთან, შენ კარებს მიღმა...
მე შენს თვალებში, შენ - ჩემს თვალებში... ( ოღონდ არა...არც შემომიხედავს...)
მე შენს ფიქრებში, შენ - ჩემს ფიქრებში... ( ოღონდ არა...ფიქრები დავჭმუჭნე და გვერდზე გადავყარე...) ( სადღაც ჩემსა და შენს შორის...)
მე შენს სკოლასთან, შენ... ააა... დღეს აცდენ...
მე შენს Skype-ში, შენ ალბათ იდეაში მბლოკავ.
მე შენს Desktop-ზე, შენ იმ გოგოს Mobile-ის Start-up screen-ზე...
მე შენს ოცნებებში, შენ - ოცნებების ძებნაში... ( დრო გადის...)
მე შენს სიზმრებში, შენ ... აუ დღეს სხვას შეხვდი???...
მე შენს მოგონებებში, შენ - მასზე მოგონებებით.
მე ბორდიურზე, შენ - გზის ნაპირას.
მე წყლის გუბესთან, შენ იმ გუბეში არც ჩანხარ...
მე მე-7 მიკრო-ში წვიმაში მარტო, შენ - მთაწმინდაზე და არა მარტო...
მე შენნაირი თვალების ძებნაში...
მე შენნაირი აზრების ძებნაში...
მე შენნაირი თმების ძებნაში...
მე შენნაირი ღიმილის ძებნაში...
მე შენნაირი... აუ არავინ ხართ???
მე წლებით გადაღმა, შენ წლებით გადმოღმა... ( იქნებ შემოგწვდე 1.87-ს...)
მე - Dance... შენ - Trance...
მე - Nink... შენ - Nik...
და ასე გაუთავებლად...
ხო და შემახსენე ერთმანეთს რა ადგილიდან ავცდით???
(...ალბათ იმ ადგილიდან, რა ად ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1198 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იოცნებე ჩემო პაწაწინა ანგელოზო, მზის ყოველ ამოსვლას ფართოდ გახელილი თვალებით მიეგებე და გჯეროდეს სასწაულების, მათ ძალუძთ შენი ცხოვრების თოთოეული წამის შეცვლა , გიყვარდეს მთელი სულითა და გონებით,გენატრებოდეს მთელი არსებითა და გრძნობით...ეს შენი სიცოცხლეა მშობელი დედის მკლავებში ,რომ ფეთქავს, ეს შენი თვალებია, ტბის ანკარა წყალი რომ ირეკლავს და ეს შენი აბრეშუმის თმებია, ზღვიდან მონაბერი სიო რომ არხევს... როგორ ძლიერია სიცოცხლის სიყვარული შენში, მას შეუძლია ყოველივე წალეკოს ოღონდ შენ პატარა სხეულს არ მოშორდეს და გამუდმებით ესმოდეს შენი მღელვარე გულისცემა...ჩუმად, პაწაწინა ანგელოზო, ჩუმად, უხილავო ფერია, იცეკვე, მუსიკის რითმს ააყოლე შენი სხეულის ჯადოსნური მოძრაობა...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1206 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ზაფხულში მიყვარს, მე ზღვაში ჩასვლა
ხოლო ზამთარში , ქალებში წასვლა
შემოდგომაზე ქუჩაში გასვლა
და მეძავებთან ლექსების ხარჯვა.

მე მივდიოდი, ქუჩაში მარტო
როცა მეძავემ ჩაიცვა პალტო.
უცებ დაქუხა მოვიდა წვიმა
მეძავეს დაეწყო ტუჩების ყინვა.

მასთან მივედი მოვხვიე ხელი,
ხალხმა მიყურა დამარქვა ბრძენი
და ამ სევდიან ამბვის შემდეგ
მიყვარს ქალები უზომოდ დღემდე..








კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1231 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 1:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 63
სტუმარი: 63
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024