♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ..............
12:38 PM
..............


ოღონდ ნუ გამიბრაზდები,წარბი გამიხსენი,გთხოვ,ვჩქარობდი მოსვლას,მაინც დამიგვიანდა.მინდოდა ყველაფერი შენი მოსაწონი გამეკეთებინა...
ძალიან მინდოდა, არ გამომივიდა და მომკალი თუ გინდა!შენ "ოქროს ხელებიანს" გეძახდნენ,პირველად რომ გავიგონე ეს მომართვა,მახსოვს სასწრაფოდ ხელი მოგკიდე და დაგხედე,შვებით ამოვისუნთქე-ჩვეულებრივი ხელები გქონდა,მაგრამ არაჩვეულებრივად ლბილი და თბილი.
გადავყევი ამის ცხობას, მაინც არ არის ისეთი,შენ რომ აკეთებდი..
-გახსოვს?რიტუალი იყო სააღდგომო პასქის ცხობა ჩვენთან-"დიდ ხუთშაბათ"-ად წოდებულს იწყებდი ფუსფუსს.მე გული მიჩქროლდებოდა,მიყვარდა მისი სურნელი რომ დატრიალდებოდა სახლში.
-გახსოვს?ყელგამოწეული გეხვეწებოდი:ცოტა ცომი მომიგლიჯე მეთქი?სული მიმდიოდა მასში ჩაყრილ"მიშმიშზე"-ასე ვეძახდი,ახლაც...
იუველირის სიზუსტით აზავებდი,წარამარა თვალი გამირბოდა-აბა,რამხელები დაიზარდნენ-მეთქი.
დედ,ჩემი მსუნაგობისთვის ყოველ აღდგომას პატარა ზომისასაც მიცხობდი-აღდგომის ბრწყინვალე კვირამდე სურვილით სული რომ არ გამძვრომოდა.ლოცვას ჩაიდუდუნებდი,სანთელს დაანთებდი და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო დაგემოვნება
-რახან ვერ ითმენ,კვერცხიც მიატანეო,მეტყოდი ხოლმე.
არ კი დამაძალებდი!ვგრძნობდი არ გსიამოვნებდა აღდგომამდე კვერცხის გატეხვა.კვირა დილით-უთენია მახარებდი-ქრისტე აღსდგაო!
პასუხიც მუდამ მზად მქონდა-ჭეშმარიტად აღსდგა!
ალბათ ამ არდაძალების შედეგია-სასოებით შევღებე,შენებურად დავაპრიალე,ჯეჯილში ჩავაწყვე და დღემდე თაროზე იდგა,თვალს თუ შევავლებდი,მხოლოდ.
ახლა შენ მოგიტანე...
ახლა მე ავანთებ სანთელს შენს სურათთან...
ტუჩებს შეგახებ ცივ სახეზე და უკვე მერამდენედ გახარებ:ქრისტე აღსდგა!!




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1134 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 7:03 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024