მთავარი » ♥ლამაზი გამონათქვამები♥
სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
................................................
|
სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
|
სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.
.........................
რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
|
ვერ დამისახელებ სიყვარულის ვერც ერთ მაგალითს, რომელსაც უკან დაეხიოს დაბრკოლებათა დანახვაზე, მე კი ათასობით სიყვარულს გეტყვი, რომლებიც სწორედ იმიტომ უფრო გაიზარდა და გაძლიერდა, რომ წინ დაბრკოლებები ეღობებოდა.
|
,,თუ ქვეყნად არავის უყვარხარ, ეს მხოლოდ უიღბლობას შეილება დააბრალო, მაგრამ, თუ არავინ გიყვარს- ეს უბედურებაა!''
.....................................
ქალისა და ვაჟისათვის არ არსებობს უფრო გარდაუვალი დაბრკოლება და უფრო ერთგული იარაღი, ვიდრე სიყვარული, რომელიც ეშმაკის ალის მსგავსად ედება ყველაფერს, რასაც ახლოს გაეკარება.
.........................................
პირველი სიყვარული თავის დღეში არ არის ხოლმე
...
Read More
|
ვისაც უყვარს, ისე ბატონობს, რომ ძალადობას არ იჩენს და ისე ემსახურება, რომ მონად არ იქცევა.
...........................................
ვნებანი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვ ადამიანებს და აბრიყვებენ ყველაზე ჭკვიანებს.
..............................................
|
ეჭვიანობა ზოგჯერ საყვარელი არსების სიკვდილი და დაღუპვა კი არაა მხოლოდ, ხშირად იგი თვით სიყვარულსაც ჰკლავს.
......................................................
ადამიანი მარტოკა არ უნდა იყოს, ადამიანთა გულებს დაწყვილება სწადიათ, რათა მოიპოვონ თავიანთი ფასი და ყადრი.
|
სიყვარულს ერთი უდიდესი თავისი მშვენიერება მაშინ ეკარგება, როცა პატიოსნებას თავს ანებებს.
|
Love Is A Wonderful Thing It’s More Precious Than Jewels.You CanNot Buy It Wirh Money.
|
როდესაც მოწყენილი ვარ - მე გიხსენებ შენ და ეს მავიწყებს ყველა ტკივილს... როცა მიხარია - მე ვფიქრობ შენზე და მაშინ ვგრძნობ, რომ უფრო მეტად მიხარია... როცა მინდა გავიხსენო, თუ რატომ მოვედი აქ, მაშინ მე მახსენდება რომ აქ მოვედი მხოლოდ შენს გამო...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ოქტომბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|